ლომბარდის შერჩევაზე შეგიძლიათ აღარ იდარდოთ, რადგან ექსპრეს ლომბარდი ბათუმშია. მისამართები: ✔️ ჭავჭავაძის N6 ✔️ ზუბალაშვილის N18 მის ფილიალებში მიიღებთ ყველა იმ მომსახურებას, რომელიც შეიძლება დაგჭირდეთ, იქნება ეს: ოქროს, ვერცხლის და ბრილიანტის ლომბარდი თუ ვალუტის გაცვლა ან გზავნილების მიღებ-გაგზავნა. სერვისების მრავალფეროვნებასთან ერთად, ექსპრეს ლომბარდში საუკეთესო პირობებს, კონკურენტულ ფასებს და ნივთების შეფასების უმაღლეს სტანდარტებს მიიღებთ. აქვე, იმ …
Category Archives: მთავარი
ზელენსკი: უკრაინა ვერ უზრუნველყოფს 9 მაისს მოსკოვში ჩასული უცხოელების უსაფრთხოებას
უკრაინას არ შეუძლია უსაფრთხოების გარანტია მისცეს ქვეყნებს, რომელთა წარმომადგენლებიც 9 მაისს მოსკოვში აღლუმზე გეგმავენ ყოფნას, რადგან რუსულ მხარეს შეუძლია ნებისმიერი ქმედება განახორციელოს სტუმრების წინააღმდეგ და უკრაინული მხარე არ არის პასუხისმგებელი რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებზე – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. „ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია ყველა იმ ქვეყნის მიმართ, ვინც 9 მაისს მიდის ან აპირებს წასვლას: …
სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ მის სახლთან სროლა იყო – „ეს ქალაქში უსაფრთხოების საკითხია“
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ დღეს, 3 მაისს, გამთენიისას, მის სახლთან დაპირისპირება და სროლა იყო. „სახელმწიფო დაცვის მოხსნაზე რეაქცია არ მქონია… ამ ღამეს მომხდარი ამბები უშუალოდ ჩემ ფანჯრების წინ სხვანაირად დამაფიქრებელია: დილის 4:20 წუთზე რომ ატყდება გუდიაშვილის ბაღის მიდამოებში და უშუალოდ ჩემ სახლის წინ აურზაური, დაახლოებით 40 კაციანი ჯგუფის ერთმანეთში მუშტი-კრივი, წივილ-კივილი …
ჟურნალისტების დევნა, დაპატიმრება, ჯარიმები – ქარტიის განცხადება პრესის თავისუფლების დღეს
დღეს, 3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ. „პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, უნდა ვზეიმობდეთ დამოუკიდებელი მედიის წვლილს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს და ახალი ქართული დემოკრატიის მშენებლობაში და უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნა, ხელის შეწყობა და გაძლიერება. ნაცვლად …
„2022 წელს უნდა ჩაებარებინათ, სახლი მალე ავარიული იქნება“ – ბათუმში მშენებელ კომპანიას უჩივიან
ბათუმში, ელიავას #21- ში მშენებარე კორპუსის მომავალი მესაკუთრეები მშენებელ კომპანიას უჩივიან. მათი თქმით, შპს „სწრაფ მშენებელი ჯგუფის“ ხელმძღვანელებმა მშენებარე კორპუსში ბინები გაყიდეს, შემდეგ კი მშენებლობა გააჩერეს. ნახეთ ვიდეო: ამავე თემაზე: „სწრაფ მშენებელმა“ ბათუმში ბინები გაყიდა და კორპუსის მშენებლობას 5 წელია ვერ ასრულებს
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 მაისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 3 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 955 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170] ტანკი – 10 745 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 22 369 ერთეული [+0] საარტილერიო სისტემა – 27 234 ერთეული [+48] MLRS – 1 375 ერთეული [+0] …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 მაისი”
დგებუაძის ახალი პატაკის გამო ბათუმელი აქტივისტი ციალა ქათამიძე კვლავ სასამართლოში დაიბარეს
პროევროპული აქციის აქტივისტს, ციალა ქათამაძეს ისევ სასამართლოში იბარებენ, ამჯერად სტიკერის გაკვრისთვის. სტიკერის „იფიცება საქართველო“ გაკვრის გამო ციალა ქათამიძე ბათუმში 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე დააკავეს – მან სტიკერი საჯარო სივრცეში, შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან გააკრა. აქტივისტი ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ დააკავა ასკ-ის 150-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს იერსახის დამახინჯებას. თუმცა 150-ე მუხლის საფუძველზე …
კობახიძის ცილისმწამებლურ განცხადებებზე მივმართავთ სასამართლოს – მზია ამაღლობელის ადვოკატი
ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ „ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებებთან დაკავშირებით, რომლითაც კობახიძე მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციას ლახავს, სასამართლოს მიმართავენ. ამის შესახებ მაია მწარიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა დღეს, 2 მაისს. „ეს განცხადებები, გარდა იმისა, რომ ცილისმწამებლურია, ასევე უხეშად არღვევს მზიას უდანაშაულობის პრეზუმფციას. ჩვენ ამ ცილისმწამებლურ და მისი უფლებების შემლახველ …
„ის ხალხი, ვისაც უნდა მოემზადებინა რუსეთისთვის ჯარისკაცები, უკვე განადგურდა უკრაინაში“ – ინტერვიუ
პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის აზრით, აშშ-ს შეთანხმება უკრაინასთან რუსეთისთვის მკაფიო სიგნალია: „ეს არის სიგნალი, რომ რუსეთს მიანიშნებენ: თუ ის არ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან და არ დაამყარებს მშვიდობას, თუ არ დათმობს პოზიციებს, რაც დღეს აქვს, ადრე თუ გვიან, ის დამარცხდება ომში და უფრო მძიმე რეალობასთან ექნება შემდეგ თვალი გასასწორებელი,“ – მიიჩნევს ლაშა ბერიძე. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, ამ …
„არ დამვიწყებია ექიმობის გამო მაგრად რომ მცემეს! არ მახსოვს რომელიმე სამინისტროს ხმა ამოეღოს“ – ექიმი
ექიმი, ხეჩინაშვილის კლინიკის ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვატო გვაზავა ფეისბუქზე წერს, რომ არ დავიწყებია, როგორ სცემეს 2024 წელს საპროტესტო აქციაზე, ახლა კი ზოგიერთი პაციენტი ცდილობს მასთან პრივილეგიით მიღებას მინისტრების ახლობლობით. ვატო გვაზავა ფოტოსაც აქვეყნებს, რომელიც გასულ წელს, აქციაზე სასტიკი ცემის შემდეგ არის გადაღებული. „ამ კვირაში რამდენიმე შემთხვევა მქონდა, რომ პაციენტები ცდილობდნენ პრივილეგიის მიღებას მინისტრების ახლობლობით! ადრე …
„11 წელია მაღაროში მუშაობს სიცოცხლის რისკის ფასად“ – რას ამბობს დაკავებული მაღაროელის მეუღლე
„ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, ყველანი ვნერვიულობთ. ბავშვებიც განიცდიან მამის ამბავს, გოგონამ იტირა კიდეც სკოლაში, ძლივს დაუწყნარებიათ. მე ის ვიცი, რომ ჩემი ქმარი არ არის დამნაშავე“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბრისას ჟანა გოგატიშვილი, დაკავებული მაღაროელის, მერაბ სარალიძის მეუღლე. „11 წელია მაღაროში მუშაობს ჩემი მეუღლე. გვირაბგამყვანია და ყოველდღე სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში უწევს მუშაობა. დაშავდა ორჯერ, ქვა მოხვდა თავში …
„სწრაფ მშენებელმა“ ბათუმში ბინები გაყიდა და კორპუსის მშენებლობას 5 წელია ვერ ასრულებს
ბათუმში, ელიავას #21- ში მშენებარე კორპუსის მომავალი მესაკუთრეები მშენებელ კომპანიას უჩივიან. მათი თქმით, შპს „სწრაფ მშენებელი ჯგუფის“ ხელმძღვანელებმა მშენებარე კორპუსში ბინები გაყიდეს, შემდეგ კი მშენებლობა გააჩერეს. „პერიოდულად გამოჩნდებიან, თითქოს რაღაცას აკეთებენ. შემდეგ ისევ ჩერდებიან. დირექტორი ყოველ ჯერზე გვპირდება, რომ 2 თვეში დაასრულებს, თუმცა უშედეგოდ. კორპუსში წყალი ჩამოდის, სახურავიც კი არ არის დასრულებული, სახლი ცუდ მდგომარეობაშია, …
რა გაძვირდა და რა გაიაფდა სამომხმარებლო კალათაში – საქსტატის მონაცემები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის აპრილში სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფებიდან ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა ჯანდაცვაში [9,2 პროცენტით], ხოლო სურსათი 7 პროცენტით გაძვირდა. წინა თვესთან შედარებით ქვეყანაში ყველაზე მეტად გაძვირდა ხილი; ფასებმა მოიმატა ასევე პურსა და პურპროდუქტებზე; გაძვირდა თევზეული, ზეთი და სხვა პროდუქტები. ამავე სამსახურის ინფორმაციით, ფასები …
Continue reading “რა გაძვირდა და რა გაიაფდა სამომხმარებლო კალათაში – საქსტატის მონაცემები”
ბათუმში 3 მაისს ველო და ავტო მარში გაიმართება ბათუმელი მედროშეს მხარდასაჭერად
3 მაისს, შაბათს, ბათუმში, 17:00 საათზე, ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშის, თემურ ქათამაძის მხარდასაჭერად ველო და ავტომარში გაიმართება. ინფორმაცია ფეისბუქზე ვრცელდება. თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი], ბათუმში 2025 წლის 11 იანვარს, პოლიციის სამმართველოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ის ამჟამად შს სამინისტროს დროებითი განთავსების საემიგრაციო იზოლატორში იმყოფება. მას საქართველოდან გაძევება ემუქრება. ის წლების განმავლობაში ითხოვდა საქართველოს მოქალაქეობას, დაკავების …
Continue reading “ბათუმში 3 მაისს ველო და ავტო მარში გაიმართება ბათუმელი მედროშეს მხარდასაჭერად”
დღემდე უცნობია რა ქიმიურ საშუალებებს იყენებდა შსს დემონსტრაციების დასარბევად – საია
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ დღემდე უცნობია, რა ქიმიურ საშუალებებს იყენებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო 2024 წლის 28 ნოემბრიდან, რამდენიმე ღამის განმავლობაში, მშვიდობიანი დემონსტრაციების დასარბევად. „გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შემადგენლობა უცნობია, მათ შორის, იმ სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებსაც დაზარალებულებისთვის სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიათ“ – წერს საია დღეს, 2 მაისს, ორგანიზაციის ვებგვერდზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქიმიური გამაღიზიანებლების ზემოქმედებამ დაზარალებულთა ნაწილისთვის …
„ბათუმობისთვის“ წელს ბიუჯეტიდან 223 ათასი ლარი იხარჯება – ორგანიზებასა და კონცერტში
„ბათუმობა 2025“-ის ორგანიზება და კონცერტი წელს ქალაქის ბიუჯეტს ჯამში 223 035 ლარი დაუჯდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებები 3 და 4 მაისს ძველ ბულვარში, საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ გაიმართება. ბათუმის ბიუჯეტიდან ტენდერის გარეშე 109 ათას 60 ლარს გადაუხდიან მომღერალ-შემსრულებლებს, რომლებსაც „ბათუმობა 2025“-ზე მოიწვევენ. რაც შეეხება ღონისძიების ორგანიზების ხარჯებს, ბათუმის კულტურის ცენტრს ტენდერები ჰქონდა გამოცხადებული …
რეზო კიკნაძე: ეს თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ ფულის გარეშე რამე გააკეთოთ, თავი გადადოთ იდეისთვის
პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 პირის მორიგი სასამართლო გაიმართა პირველ მაისს. სინდისის პატიმრებს შორისაა რეზო კიკნაძე, რომელმაც სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა თავისუფლებასა და სამართლიანობაზე. სასამართლო სხდომაზე რეზო კოკნაძე შეეხო როგორც მისი და სხვა პოლიტიკური პატიმრების უკანონო ტყვეობას, ასევე ისაუბრა იმ მთავარ ღირებულებებზე, რასაც, მისი აზრით, ებრძვის ოლიგარქიული რეჟიმი. „ბათუმელები“ გთავაზობთ რეზო კიკნაძის სასამართლოში გამოსვლის ტექსტს: „აი …
ზვიად ცეცხლაძე სინდისის 7 პატიმართან ერთად პატიმრობაში დატოვეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად ცეცხლაძე და სინდისის კიდევ 7 პატიმარი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის შეცვლის საკითხზე დასანქცირებულმა მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა დღეს, 2 მაისს მიიღო. მოსამართლემ ბრალდებულების პატიმრობაში დატოვების საფუძვლად „ახალი დანაშაულის“ ჩადენის შესაძლო რისკი დაასახელა. „აქამდე სასამართლოებზე მე არაერთხელ გამიჟღერებია წინააღმდეგობის იდეა, ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს გავაჟღერე სამართლებრივ ჩარჩოში, რადგანაც ეს …
Continue reading “ზვიად ცეცხლაძე სინდისის 7 პატიმართან ერთად პატიმრობაში დატოვეს”
ოჯახები იგრძნობენ უვიზო მიმოსვლის შეჩერების სიმძიმეს და არა „ოცნების“ მდიდარი წევრები – ინტერვიუ
იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია და ამას პარტიულ ღონისძიებებზე სიტყვით გამოსვლის დროს მისი ტყვიაგაუმტარი მინის მიღმა დგომაც ადასტურებს, პოლიტოლოგი მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილს ყველაზე მეტად დასავლეთისგან სრული იზოლაცია აშინებს. „ივანიშვილი ცდილობს დასავლეთს დაანახოს საქართველოს, როგორც დერეფნის ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და მაგალითად, ევროკავშირმა თვალი დახუჭოს ქვეყანაში არსებულ ერთპიროვნულ მმართველობასა და …
რუსეთს 1 კილომეტრის ოკუპაცია მინიმუმ 27 ჯარისკაცის სიცოცხლედ დაუჯდა – „ბიბისი“
„2024 წელს რუსულმა ძალებმა უკრაინაში მიმდინარე მთელი ომის განმავლობაში ყველაზე დიდი დანაკარგები განიცადა, დაიღუპა სულ მცირე 45 287 ადამიანი. ეს თითქმის სამჯერ მეტია, ვიდრე უკრაინაში შეჭრის პირველი წლის დანაკარგები და მნიშვნელოვნად აღემატება 2023 წლის დანაკარგებს, როდესაც ბახმუტისთვის ბრძოლა გაიმართა. გასულ წელს ოკუპირებული ტერიტორიის ყოველი კილომეტრი რუსეთს სულ მცირე 27 ჯარისკაცის სიცოცხლედ დაუჯდა“ – წერს „ბიბისის“ …
Continue reading “რუსეთს 1 კილომეტრის ოკუპაცია მინიმუმ 27 ჯარისკაცის სიცოცხლედ დაუჯდა – „ბიბისი“”
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 მაისის 21 საათიდან 3 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით – წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 მაისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 954 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 110] ტანკი – 10 741 ერთეული [+9] ჯავშანტექნიკა – 22 369 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 27 186 ერთეული [+50] MLRS – 1 375 ერთეული [+0] …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 მაისი”
მზია ამაღლობელის სილა იყო სასოწარკვეთა, როცა ვერ ერევი უსამართლობას – შალვა შავგულიძე
„არ შეიძლება სილის ერთჯერადი გაწვნა ქალის მიერ მამაკაცზე აღწევდეს იმ ინტენსივობას და იწვევდეს დაზიანების იმ სიმძიმეს, რომელიც თავდასხმად შეფასდებოდა. სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, გაცილებით უფრო მძიმე დაზიანებების მიყენება არ შეფასებულა თავდასხმად,“ – იურისტი, სანდრო გირგვლიანის საქმის ადვოკატი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, შალვა შავგულიძე განმარტავს, რომ სამართლებრივი ლოგიკით და სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ …
უცხოური ინვესტიციები შემცირდა, კომპანიების ნაწილი კი ვალდებულებებს ვერ ასრულებს
სხვადასხვა კვლევის მიხედვით, მათ შორის საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის ბოლოს საქართველოში უცხოური ინვესტიციები შემცირდა. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ კლების ტენდენცია პოლიტიკური კრიზისის გამწვავების ფონზე არ შეიცვლება და ახალ, მსხვილ ინვესტორებს უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდეთ. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წელს 1 მილიარდ 333 მილიონ დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წლის …
Continue reading “უცხოური ინვესტიციები შემცირდა, კომპანიების ნაწილი კი ვალდებულებებს ვერ ასრულებს”
როგორი იყო პირველი მაისი ჭიათურაში | ფოტორეპორტაჟი
დღეს, 1 მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს, ქალაქ ჭიათურაში სოლიდარობის აქცია გაიმართა. უკვე 63 დღეა ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი მიმდინარეობს. 5 მაღაროელი პროტესტის ნიშნად მე-6 დღეა შიმშილობს. 29 აპრილს, პოლიციამ ძალადობრივი დანაშაულის ბრალდებით ჭიათურის პროტესტის 4 ლიდერი – აჩიკო ჭუმბურიძე, მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე და თენგო გველესიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს, …
Continue reading “როგორი იყო პირველი მაისი ჭიათურაში | ფოტორეპორტაჟი”
რატომ არ აისახა მშპ-ს ზრდა მოსახლეობაზე? – ეკონომისტის განმარტება
სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის [მშპ] ზრდამ 9 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 9.3 პროცენტია. ახალი წინასწარი მონაცემები საქსტატმა 30 აპრილს გამოაქვეყნა. ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე წერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროც და მიუთითებს, რომ 2025 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ …
Continue reading “რატომ არ აისახა მშპ-ს ზრდა მოსახლეობაზე? – ეკონომისტის განმარტება”
უწყვეტი პროტესტი ჩხოროწყუში – „აქ ვართ, რომ არ დავკარგოთ სამშობლო“
საქართველოში საპროტესტო აქციები არა მხოლოდ ბათუმსა და თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს. უწყვეტი პროტესტი აქვთ მოქალაქეებს ჩხოროწყუშიც. „ბათუმელები“ ჩხოროწყუს აქციების აქტიურ მონაწილეებს ესაუბრა. ამ სტატიაში გაიგებთ, რა გზავნილები აქვთ მოქალაქეებს ჩხოროწყუდან, რატომ გამოდიან ქუჩაში საპროტესტო აქციაზე და როგორ და რატომ გადაწყვიტეს პროტესტის კერად თავიანთი მუნიციპალიტეტი ექციათ. სოფიო გოგოხია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, იგი მუდმივად …
Continue reading “უწყვეტი პროტესტი ჩხოროწყუში – „აქ ვართ, რომ არ დავკარგოთ სამშობლო“”
კიდევ ერთი სახიფათო გადასასვლელი ლიანდაგზე ბათუმში, ბენზეში
ბათუმში, ლიანდაგზე გადასასვლელები უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშეა. ამის გამო, ხშირია ტრაგიკული შემთხვევები. მაგალითად, 2025 წლის 8 აპრილს, ბარცხანაში, რკინიგზაზე გადასვლის დროს 13 წლის მოზარდს დაეჯახა მატარებელი. მოზარდი დაიღუპა. ამ ტრაგედიიდან თითქმის ერთი თვეა გასული. მოსახლეობამ არაერთი საპროტესტო აქცია გამართა და მოითხოვა ლიანდაგზე უსაფრთხოების დაცვა. მათ წერილობით მიმართეს ბათუმის მერიასაც“, თუმცა ამ დრომდე, როგორც მერია, ასევე …
Continue reading “კიდევ ერთი სახიფათო გადასასვლელი ლიანდაგზე ბათუმში, ბენზეში”
რატომ გაჩერდა და როდის დაიწყებს მუშაობას ხულო-თაგოს საბაგირო
ხულო-თაგოს საბაგირო თითქმის ერთი წელია გაჩერებულია. „ბათუმელები“ შეეცადა დაედგინა, როდის დაიწყებს მუშაობას საბაგირო, თუმცა, როგორც გაირკვა, ხულო-თაგოს საბაგირო იმ ფორმით, როგორითაც ის 1985 წლიდან ფუნქციონირებს, აღარ ამუშავდება. აქ ახალი საბაგირო უნდა ააშენონ. არსებული საბაგირო გზის გაჩერების მიზეზი, როგორც „ბათუმელებს“ ხულოს მერიის ა[ა]იპ „ხულო-თაგოს ბაგირგზაში“ უთხრეს, მზიდი ბაგირის/ტროსის დაზიანებაა – ბაგირი, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით, ვეღარ აკმაყოფილებს …
Continue reading “რატომ გაჩერდა და როდის დაიწყებს მუშაობას ხულო-თაგოს საბაგირო”
ავსტრიელი ევროპარლამენტარი მზია ამაღლობელის პროცესს დაესწრება ბათუმში
ავსტრიელი ევროპარლამენტარი „მწვანეთა პარტიიდან“, ლენა შილინგი, ბათუმში აპირებს ჩამოსვლას ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად. ლენა შილინგი ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს 16 მაისს დაესწრება. გამოცემა heute წერს, რომ ევროპარლამენტარი აპირებს აწარმოოს პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის გათავისუფლების კამპანია დევიზით – „დემოკრატიისთვის ბრძოლა ქალების საქმეა“. „პირადად დავაკვირდები მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებს, როგორც …
Continue reading “ავსტრიელი ევროპარლამენტარი მზია ამაღლობელის პროცესს დაესწრება ბათუმში”
უვადო პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც ცოლი და კიდევ 2 პირი მოკლა
პროკურატურის ცნობით, თელავის სასამართლომ სამი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. საქმე ეხება 3 ადამიანის მკვლელობას კახეთში, რომელიც 2024 წლის აგვისტოში მოხდა. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 28 აგვისტოს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ბრალდებულმა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის და შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მეუღლეს და შემთხვევის ადგილზე მყოფ პირს, რომლებიც მიღებული …
Continue reading “უვადო პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც ცოლი და კიდევ 2 პირი მოკლა”
„მაუწყებლობა დღეს საბოლოოდ შეწყდა“ – მთავარი არხი განცხადებას ავრცელებს
„მთავარი არხის სატელევიზიო მაუწყებლობა დღეს საბოლოოდ შეწყდა“ – ამ სიტყვებით იწყება განცხადება, რომელიც „მთავარმა არხმა“ დღეს, 1-ელ მაისს გამოაქვეყნა ვებგვერდზე. „5 წელი და 8 თვე აქ მთავარი იყავით თქვენ, ჩვენი მაყურებელი, ქართული საზოგადოება და ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა; ღირებულებები, რომელთა გაღრმავებითაც ჩვენ არა მარტო ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს ღირსეულ წევრად …
Continue reading “„მაუწყებლობა დღეს საბოლოოდ შეწყდა“ – მთავარი არხი განცხადებას ავრცელებს”
საიამ „ოცნების“ რეპრესიულ კანონებთან დაკავშირებით საერთაშორისო მექანიზმს მიმართა
საიამ „ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონებთან დაკავშირებით 15 საერთაშორისო მექანიზმს წერილობით მიმართა. „კომუნიკაცია შეეხება საქართველოში ბოლო პერიოდში მიღებულ რეპრესიულ კანონებს – „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს“ და „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს – რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების საარსებო სივრცეს ავიწროებს და „ქართული ოცნების“ მიერ ავტორიტარიზმის კონსოლიდაციისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს წარმოადგენს. „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ ბუნდოვანი …
Continue reading “საიამ „ოცნების“ რეპრესიულ კანონებთან დაკავშირებით საერთაშორისო მექანიზმს მიმართა”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 მაისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის პირველ მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 953 190 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 100] ტანკი – 10 732 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 22 364 ერთეული [+11] საარტილერიო სისტემა – 27 136 ერთეული [+45] MLRS – 1 375 ერთეული [+1] …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 მაისი”
„გადარჩენა ნიშნავს არ გახდე იმ სისტემის ნაწილი, რომლის შექმნასაც ცდილობენ“ – ინტერვიუ
„ზოგადად, ადამიანებს შიშისა და ტერორით მმართველობის სიტუაციაში სხვადასხვა ტიპის რეაქციები აქვთ. ვიღაც გაიქცევა, რადგან თავის ადგილს ვეღარ იპოვის საზოგადოებაში, ვიღაც აბსოლუტურად დამორჩილდება სისტემას და ვიღაც, ვინც არ შეწყვეტს ბრძოლას, აღმოჩნდება ციხეში, ან შეიძლება ფიზიკურად გაანადგურონ, რადგან ადაპტაციური მექანიზმი, რომელიც ბუნებრივად, ბიოლოგიურად მუშაობს ადამიანში, ამ სამიდან ერთ-ერთი გზის არჩევისკენ გიბიძგებს. ჩვენ არც ერთი არ გვინდა. და …
ბათუმის მერია სანაპიროზე 300 ათასი ლარად საგუშაგოებს მოაწყობს და შსს-ს გადასცემს
ბათუმის მერია ზღვისპირა ზოლში სტაციონალურ საგუშაგოებს მოაწყობს და მათ შემდგომში შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამაშველო სამსახურს გადასცემს. 10 საგუშაგოს მოწყობაში ქალაქის ბიუჯეტიდან 300 ათასამდე ლარი დაიხარჯება. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 390 ათას 243 ლარით გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2025 წლის 8 მაისს დაიწყება და 13 მაისს დასრულდება. გამარჯვებულმა 10 ჯიხური ივლისამდე უნდა …
Continue reading “ბათუმის მერია სანაპიროზე 300 ათასი ლარად საგუშაგოებს მოაწყობს და შსს-ს გადასცემს”