გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 აგვისტოს 21 საათიდან 18 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:
- დღისით: 27 – 32 გრადუსი სითბო
- ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
- დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
- ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.
- სინოპტიკოსების ცნობით, 19-20 აგვისტოს აჭარაში ზოგან ელჭექის ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი.






