რას ამბობს მინისტრის მოადგილე, რომელიც რიჟვაძემ გადააყენა – ინტერვიუ

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ჯამბულ ხოზრევანიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობიდან მინისტრის მიმართვის საფუძველზე მოხსნა. მინისტრი ტიტე აროშიძე ამბობს, რომ მისი მოადგილე სამუშაო დროს და სამსახურის რესურსს თავისი პოლიტიკური შეხედულებების აგიტაციისთვის იყენებდა. რას ამბობს გადაყენებული მოადგილე? – ის თანამდებობის დაკარგვიდან მეორე დღესვე „ლელოს“ წევრი გახდა, ჯამბულ ხოზრევანიძემ „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა. ბატონო ჯამბულ, რა …

ჯარას თაფლი ევროკავშირის ბაზარზე – 4 მეფუტკრე აჭარიდან, რომლებმაც ბიოსერტიფიკატი მოიპოვეს

ჯარას თაფლის მწარმოებელმა 18-მა ქართველმა მეფუტკრემ ბიოსერტიფიკატი მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ თავიანთი პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გატანა შეუძლიათ. საქართველოში ჯარას მეფუტკრეებმა ბიოსერთიფიკატი პირველად მოიპოვეს.  ჯარას მეფუტკრეები ძირითადად აჭარაში ცხოვრობენ, „ბათუმელები“ ოთხ მათგანს ესაუბრა. ჯარას თაფლი ძირითადად აჭარაში აწარმოებენ. წელს მეფუტკრეები 24 კასრიდან 3 ტონამდე ბიოთაფლს ელიან. ჯარა ქართული, ტრადიციული სკაა, ხის მორი, რომელშიც ფუტკარი …

რატომ ვერ თანხმდება ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე აჭარაში?

კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებიათ, თუმცა ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი რეგიონებში და, მათ შორის, აჭარაში თავ-თავისი კანდიდატების დასახელებას აპირებს. ოპოზიციური შეთანხმება საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე მხოლოდ თბილისში შედგა. რატომ ვერ თანხმდებიან რეგიონებში საერთო კანდიდატებზე და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ოპოზიციას შესაძლებლობა რომც მიეცეს, კოალიციურ რეჟიმში მუშაობა გაუჭირდება, თუკი კონსენსუსს არჩევნებამდე ვერ ახერხებს? – ამ თემაზე …

ბათუმის სასპორტო სკოლა თავისი ტერიტორიით 19,5 მილიონად გაიყიდა – მყიდველია „ორბი“

ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის, როგორც მას ბათუმში უწოდებენ „ბასკოს“ შენობა და 13 540 კვ/მ მიწის ნაკვეთი დღეს, 23 ივლისს, ელექტრონულ აუქციონზე 19 500 000 ლარად გაიყიდა. მყიდველი „ორბი ჯგუფი ბათუმია“, რომელიც ამ თანხას ეტაპობრივად გადაიხდის. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონება პირობიან აუქციონზე 19 მილიონ ლარად ჰქონდა გამოტანილი, ბიჯი 500 ათასი ლარი იყო. ქონება …

მერის მოვალეობის შემსრულებელმა მრჩეველთა საბჭო დაითხოვა – მის ბრძანებას გაასაჩივრებენ

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა, მრჩეველთა საბჭო დაითხოვა. მის მიერ გამოცემული ბრძანება 23 ივლისით თარიღდება, თუმცა მერიის აპარატის უფროსი, ნუკრი დეკანაძე განმარტავს, რომ მერის მრჩეველთა საბჭოს მერის უფლებამოსილების ვადის შეწყვეტისთანავე ავტომატურად უწყდება უფლებამოსილება და არჩილ ჩიქოვანის ხელმოწერილი ბრძანება ამ შემთხვევაში მხოლოდ ფორმალური იურიდიული დოკუმენტია. „მერს უფლებამოსილება შეუწყდა, მეორე დღიდან ავტომატურად შეუწყდა უფლებამოსილება ამ საბჭოსაც“, …

ორი მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად ერთი მგზავრი დაშავდა

დღეს, 23 ივლისს, ჩაქვის გვირაბთან ორი მიკროავტობუსი შეეჯახა ერთმანეთს, მათ შორის, ერთ-ერთი სამგზავრო იყო. ავარიის შედეგად დაშავებული მგზავრი – ახალგაზრდა კაცი კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, შემთხვევის ადგილზე კიდევ სამ მგზავრს გაუწიეს სამედიცინო მომსახურება, თუმცა მათ ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის …

“ლელო საქართველოს” გუნდს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე შეუერთდა

“ლელო საქართველოს” გუნდს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე შეუერთდა. ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 8 წლის შემდეგაც ქართული ოცნება ვერ ასრულებს დანაპირებს და მათი გუნდის წევრები ცდილობენ, ბრძოლა სამართლიან პლატფორმაზე განაგრძონ. “ამ 8 წლის განმავლობაში არათუ რამე განხორციელდა, არამედ ქვეყანა ღრმა ძილში წავიდა. ქვეყანა გააჩერეს, დაამუხრუჭეს. ყველა …

გააქირავე მარტივად rent.myhome.ge-ს დახმარებით

Myhome-მა შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად ახალი პლატფორმა შექმნა rent.myhome.ge, რომელიც უძრავი ქონების გამქირავებლებს და ტურისტებს დაეხმარება მარტივად იპოვონ ერთმანეთი. ვებგვერდზე გამქირავებელს შეეძლება მარტივად განათავსოს სახლი, ბინა, ოთახი, გესთჰაუსი თუ სასტუმრო, უმასპინძლოს ტურისტებს და მიიღოს დამატებით შემოსავალი. მასპინძლები შეძლებენ სრულყოფილად წარმოაჩინონ შეთავაზება: განთავსების პირობები, კვება თუ სხვა დამატებითი მომსახურებები, ონლაინ დაჯავშნითა და გადახდის შესაძლებლობით. განმთავსებლებისთვის ჯავშნების პროცესის …

მსოფლიოში 15 მილიონზე მეტი ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 23 ივლისის მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 15 239 805 შემთხვევა. ეს არის მხოლოდ იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ კვლევის შედეგად, ინფიცირებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ამაზე გაცილებით დიდია. იანვრიდან დღემდე ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 623 658 ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი – 143 190 ადამიანი – ამერიკის შეერთებულ შტატებში; 82 771 – …

ვინ შეაკეთებს ბათუმის ქუჩებს

ბათუმის ასფალტირებული და არაასფალტირებული ქუჩების შეკეთებაზე ტენდერები მერიის სამსახურებს ახლა აქვთ გამოცხადებული. ქალაქის ბიუჯეტიდან ამ სამუშაოებისთვის ჯამში 440 ათას 140 ლარია გამოყოფილი. სამუშაოების დაწყება კი, მიმდინარე ტენდერების დასრულებაზეა დამოკიდებული. გზის პრობლემატურ მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგების [ასფალტის დაკერების] სამუშაოებზე ტენდერი 299 ათას 840 ლარით აქვს გამოცხადებული მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს. წინადადებების მიღება 29 ივლისს …

ოზურგეთი პირველი მუნიციპალიტეტია, რომელიც ოპტიკური ინტერნეტის პროექტში ჩაერთვება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ოზურგეთი პირველი მუნიციპალიტეტი იქნება საქართველოში, რომელიც ფართოზოლოვანი ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარების პროექტში ჩაერთვება. ამის შესახებ მინისტრმა დღეს, 23 ივლისს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „მიღებული იქნა გადაწყვეტილება, კონტრაქტი დაიდება და სამუშაოები დაიწყება საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში. საუბარია ე.წ. „ოფენ ნეტის“ პროექტზე, რომელიც ხორციელდება ეკონომიკის სამინისტროს კოორდინირებით, ეს პროექტი …

თურქეთში გასულ 24 საათში კორონავირუსის 902 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთში გასულ 24 საათში 902 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა თურქეთში 222 402-მდეა გაზრდილი. დაავადების გავრცელების რაოდენობით თურქეთი მსოფლიოში მე-15 ადგილზეა. თურქული მედიასაშუალების „ანადოლუს“ ინფორმაციით, თურქეთში covid19-ით ამ დრომდე 5 545 ადამიანი დაიღუპა, ბოლო 24 საათის განმავლობაში – 19. პანდემიის გამო თურქეთთან საზღვარი საქართველომ 15 მარტს ჩაკეტა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გავრცელება …

რადისონ ბათუმი ადასტურებს, რომ ერთ-ერთ სტუმარს კოვიდ -19 აღმოაჩნდა

ინფორმაცია ყაზახეთის მოქალაქეების ჩარტერული რეისით შემოსვლაზე და მათ შორის ინფიცირებული პირების ყოფნაზე ბათუმში გასული კვირის განმავლობაში ინტენსიურად ვრცელდებოდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აქამდე დაუდასტურებელი ინფორმაციის მიუხედავად, რამდენიმე სტუმარმა პროტესტის ნიშნად სასტუმროც კი დატოვა. „რადისონის“ სტუმრები გვიყვებოდნენ, რომ სასტუმროს მაღლივი ორი სართული ჩაკეტილია. ფაქტის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ვერ დაგვიდასტურეს. უწყებაში გვითხრეს, რომ „რადისონის“ ყაზახი …

დადასტურდა კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა, სამის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია

23 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 4 პაციენტი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 3 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია, მან აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ამ პაციენტების ინფიცირების წყაროს მოძიება, რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს – ესაა გაჩიანის კლასტერთან დაკავშირებული, დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები და იმპორტირებული შემთხვევები. დღეის მონაცემებით, 196 …

ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი გამკაცრდება – გახარია

დღეს, 23 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გაჩიანის კლასტერთან დაკავშირებით საქართველოს ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი გამკაცრდება. „სოციალური სტრუქტურა ამ სოფლების გახლავთ ისეთი, რომ ბევრი ჩვენი მოქალაქე ამ სოფლებიდან შრომობს თბილისის და საერთოდ, ქვეყნის სხვადასხვა ბაზრებზე თუ ბაზრობებზე. ამიტომ, მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ბაზრებსა და ბაზრობებზე გამკაცრდეს კონტროლი, ეს იქნება თერმოსკრინინგი და ტესტირება, შერჩევითი. …

ავტომანქანები და მშენებლობები უსინათლოთა ბილიკებზე ბათუმში [ვიდეო]

ბათუმის არაერთ ქუჩაზე ველობილიკების გარდა უსინათლო ადამიანებისთვის განკუთვნილი ბილიკებიცაა, თუმცა მათზე გადაადგილება უსინათლოებისთვის ნამდვილად არ არის უსაფრთხო. ამაში სწრაფად დარწმუნდებით, თუ ერთხელ მაინც შეეცდებით ამ ბილიკს გაჰყვეთ თვალდახუჭული. უსინათლოთა ბილიკებზე, რომლებიც გზის სავალ ნაწილზეა დაგებული, ძალიან ხშირად შეხვდებით პარკირებულ ავტომობილებსა თუ სხვადასხვა სავაჭრო და კვების ობიექტების მიერ გამოდგმულ ინვენტარს. ასეთ ბილიკებს ზოგჯერ ორმოებთან მივყავართ, თანაც …

2000-ზე მეტი ოჯახი აჭარაში ბინის მიღებას სახელმწიფოს დახმარებით ცდილობს

მონაცემთა ბაზის მიხედვით, რომელიც სამთავრობო კომისიამ შეადგინა ე.წ. ოცნების ქალაქში დაპირებულ ბინას 1607 ოჯახი ელოდება. სამთავრობო კომისიამ მუშაობა დაასრულა და მონაცემების გაფილტვრა დაიწყო. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობა შეისწავლის ამ ოჯახებიდან რომელიმეს ხომ არ აქვს ინდივიდუალური საკუთრება, თუ დახმარება რეალურად სჭირდება. კომისიის თავმჯდომარის, რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით [რამაზ ჯინჭარაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეა], ამ პროცესში საერთაშორისო …

ველოსიპედებისთვის GPS ნავიგაციისა და ახალი სერვისის შესაძენად 200 500 ლარია გამოყოფილი

„ბათუმიველოს“ ველოსიპედები ბათუმში სულ მცირე სექტემბრის თვემდე არ გამოჩნდება. მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ გამოაცხადა ტენდერი მომსახურების შესყიდვაზე, რომელიც მოიცავს: 100 ცალ GPS ნავიგაციის მოწყობილობას ველოსიპედებისთვის, შესაბამისი პლატფორმით/სერვერით სარგებლობას და ადმინისტრირებას. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 200 ათას 500 ლარია. „ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, საწყის ეტაპზე, ქალაქში ახალი სისტემის საშუალეთ, 100 ველოსიპედით სარგებლობა იქნება შესაძლებელი, რაც გულისხმობს ველოსიპედებით სარგებლობას მობილური …

როცა ორსულ ქალს ყაჩაღობაზე 11 წელს უსჯი – უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატის ძველი საქმე

კიდევ ერთი მოსამართლე, რომელიც უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეობას აპირებს, ლევან თევზაძეა. გასულ კვირას, 17 ივლისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სწორედ მისი კანდიდატურა წარუდგინა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად. ლევან თევზაძის კანდიდატურის პარლამენტისთვის წარდგენას 14-წევრიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან 10-მა წევრმა დაუჭირა მხარი. ლევან თევზაძემ წლების წინ მოსამართლეობა ხელვაჩაურის სასამართლოში დაიწყო. წინა ხელისუფლების პერიოდში ერთ-ერთი რეზონანსული საქმე …

წელს საქართველოში 54 ადამიანი დაიკარგა, 20 პირს ამ დრომდე ეძებენ

2020 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში 54 ადამიანი დაიკარგა, მათგან 13 არასრულწლოვანი იყო. ბოლო ექვს თვეში დაკარგული 54 ადამიანიდან 34 იპოვეს [8 – გარდაცვლილი], 20 ადამიანი კი ამ დრომდე ეძებენ, მათ შორისაა 3 არასრულწლოვანი. წელს 2020 წლის ივნისამდე დაკარგულთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქე იყო, 1 – ნიდერლანდების, 1 – რუსეთის და 1 – თურქეთის. შსს-ს სტატისტიკის …

იაპონიამ 2.8 მლნ აშშ დოლარი გამოყო საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის

იაპონიის მთავრობამ  საქართველოსთვის 300 მილიონი იენი, დაახლოებით 2.8 მლნ აშშ დოლარი, გამოყო. დღეს, 22 ივლისს, საქართველოში იაპონიის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ხელი მოაწერეს ნოტების გაცვლას იაპონიასა და საქართველოს შორის, საქართველოსთვის სამედიცინო აღჭურვის გადაცემის მიზნით. საქართველოში იაპონიის საელჩოს ცნობით, იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი მხარდაჭერა არა მხოლოდ Covid19-ის პანდემიის …

რამდენი ადამიანი შემოვიდა თურქეთიდან პანდემიის დროს – ოფიციალური სტატისტიკა

პანდემიის პერიოდში ანუ მარტიდან ივნისის ჩათვლით თურქეთიდან საქართველოში სულ 157 630 პირი შემოვიდა, აქედან უშუალოდ თურქეთის მოქალაქეა – 87 362. თურქეთთან საქართველოს სამი საზღვარი აქვს – სარფი, ვალე და კარწახი. საქართველომ თურქეთთან საზღვარი, პანდემიის გამო, 15 მარტს ჩაკეტა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გავრცელება პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული სტატისტიკური მონაცემების …

გაჩიანის კლასტერი ყველაზე ცხელი წერტილია – ამირან გამყრელიძე

დღეს, 22 ივლისს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ახლა საქართველოში ყველაზე „ცხელი წერტილი“ გაჩიანის დასახლებაა ქვემო ქართლში. „განსაკუთრებულად ცხელი წერტილი ჩვენ დღეს გვაქვს ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ე.წ. გაჩიანის დასახლებაში, სადაც სამი სოფელი შედის, აქედან ორ სოფელში – ყალაჯალარში და ყარათაკლიაში გვაქვს შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა, ერთად …

საზღვაო აკადემიიდან გაათავისუფლეს ლექტორი, რომელმაც კოლეგები პლაგიატში დაადანაშაულა

ბათუმის საზღვაო აკადემიიდან გაათავისუფლეს ასოცირებული პროფესორი ვაჟა ანანიძე, რომელმაც კოლეგები, მათ შორის, აკადემიის რექტორი პლაგიატში დაადანაშაულა. პლაგიატი შესაბამის ორგანოებს ჯერ არ დაუდასტურებიათ, თუმცა მანამდე აკადემიამ თავიდან მოიშორა პროფესორი, რომელმაც პლაგიატის სავარაუდო ფაქტების შესახებ მედიას ინფორმაცია მიაწოდა. „მე მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს პირად ინფორმაციას შეიცავს, ამიტომ არ მინდა გავასაჯაროვო. ეთიკის კომისიის სხდომები იყო დახურული. ბატონ …

ქრთამის აღების ფაქტზე რეინჯერი დააკავეს – საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ქრთამის აღების ფაქტზე სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერი დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამოქმედო ტერიტორიაზე – სატყეო უბანში მიწის ნაყოფიერი ფენის მოპოვების სანაცვლოდ, ერთ-ერთ პირს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა თანხა 750 ლარის ოდენობით, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. გამოძიება …

ლავასოღლიმ 7 დღეში შესაძლოა ციხე დატოვოს – საქართველოს მისი ექსტრადირება არ მოუთხოვია

ქურდული სამყაროს წევრობისთვის საქართველოში გასამართლებული მინდია ლავასოღლიმ შესაძლოა ერთ კვირაში საპატიმრო დაწესებულება დატოვოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი საქართველო ლავასოღლის ექსტრადაციას ბელორუსიისგან არ მოითხოვს. ზუსტად ერთ კვირაში მინდია ლავასოღლის ბელორუსიაში დაკავებიდან 40 დღე გადის. „…თუკი საქართველო ოფიციალურად დოკუმენტაციას არ წარადგენს ბელორუსიაში და არ მოითხოვს ექტრადირებას, ამ შემთხვევაში სამართლებრივი საფუძველი აღარ იქნება იმისთვის, რომ მას საექსტრადაციო …

ბათუმში გრილი ამინდი შენარჩუნდება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 ივლისის 21 საათიდან 23 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 23 – 28 გრადუსი ღამით: 17 – 22 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: …

კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა – 22 ივლისის მონაცემები

22 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან 10 გარდაბნის რაიონს უკავშირდება. დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის 1079 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 907, გარდაიცვალა 16 პაციენტი. ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებაა, ძირითადად, გარდაბნის …

შსს-ს სამმართველოს ყოფილი უფროსი: სისტემის შიგნითაც ვებრძოდით ოჯახში ძალადობას

„საზოგადოების მხრიდან ძალადობრივი ქცევა, ვფიქრობ, არ შეცვლილა,“ „ჩვენ ვებრძოდით ოჯახში ძალადობას სისტემის შიგნითაც,“ – ამას გოგა ხატიაშვილი ამბობს, მან 20 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროდან წასვლის შესახებ განაცხადა. ბოლო სამი წლის განმავლობაში გოგა ხატიაშვილი შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი იყო. „…ეს არ იყო ჩემთვის უბრალო სამსახური. იგი არ ჰგავდა ყოველდღიურ რუტინას. არასოდეს არ მტოვებდა იმის …

საგნობრივ გამოცდას მასწავლებლობის 12 ათასამდე მსურველი აბარებს

დღეს, 22 ივლისს, მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები დაიწყო. საგნობრივ გამოცდას 12 ათასამდე პირი აბარებს. გამოცდები ტარდება როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 22 ივლისის სესიებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან საგამოცდო ცენტრებში 89%-ზე მეტი მასწავლებლობის მსურველი გამოცხადდა. გამოცდაზე მხოლოდ სამმა აპლიკანტმა დააგვიანა, შესაბამისად, ისინი გამოცდების ჩაბარებას ვეღარ შეძლებენ. ცენტრის ინფორმაციით, დღეს …

ბათუმში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა – 22 ივლისი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 22 ივლისს, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსი დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც თურქეთიდან შემოვიდა და კარანტინში იმყოფებოდა. შესაბამისად, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID 19-ის ინფექციით 10 პაციენტია მოთავსებული. საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი დღეს  24-ით გაიზარდა. 11 საათის მონაცემებით, სულ 1073- ინფიცირებული დაფიქსირდა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 907, გარდაიცვალა 16 …

ცხოვრება უსახურავო სახლში, როცა გარეთ თავსხმა წვიმაა [ვიდეო]

„ახლა მოდით და ნახეთ, როგორ  გვაწვიმს, იქნებ ვინმე დაგვეხმაროს, იქნებ სახურავის შეკეთების უფლება მოგვცენ“, – ეს შეტყობინება გამოგვიგზავნეს რედაქციაში დღეს, 21 ივლისს, ძლიერი წვიმის დროს. ოჯახი, რომელმაც ჩვენ მოგვწერა, ბათუმში, მარკოზ აჭარელის ქუჩაზე ცხოვრობს. სატელეფონო საუბარში გვითხრეს ისიც, რომ სახურავის კაპიტალურად მოწყობა უნდოდათ, თუმცა მუნიციპალურმა ინსპექციამ უნებართვო სამუშაოების შეჩერება მოითხოვა. ადგილზე მისულებს ერთსართულიანი სახლი და …

Mymarket-ზე ქეშბექის აქცია დაიწყო

15 ივლისიდან Mymarket-ზე ქეშბექის დიდი აქცია დაიწყო. Visa ბარათით გადახდისას შენ შეგიძლია ყოველი ახალი შენაძენზე 25% დაიბრუნო, ხოლო მეორადი ყიდვის შემთხვევაში 30%. Mymarket ყველასთვის ცნობილი და საჭირო ადგილია ქართულ ინტერნეტში, სადაც ყოველთვის შეგიძლია იპოვო საშენო ნივთები. მათ შორის ახალი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, კომპიუტერები, საბავშვო პროდუქცია, ტანსაცმელი და სათამოშოები, ხოლო, ჰიპერმარკეტ გუდვილისგან სურსათი, საოჯახო ქიმია და მზა საკვები. გარდა ამისა, 100 000-ზე …

ფორუმ – თეატრი -„Covid-19 ვირუსი და ახალი რეალობა“

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით, პეტრას ციხეზე, ფორუმ- თეატრი გაიმართა თემაზე: „Covid-19 ვირუსი და ახალი რეალობა“. ფორუმ თეატრის სპეციფიკიდან გამომდინარე მაყურებელს უშუალოდ ჰქონდა შესაძლებლობა გამხდარიყო სპექტაკლის მონაწილე. წარმოდგენა დაეთმო პანდემიის შედეგად არსებული შეზღუდვების დროს გაჩენილი პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას. „ფორუმ თეატრი“ მე-20 საუკუნის ბოლოს შექმნა ცნობილმა რეჟისორმა და აქტივისტმა აუგუსტო ბოალმა. სპექტაკლი, „იძულებით გადაადგილებულ …

პარიზი – თბილისი – 8 აგვისტოდან ფრანგული ავიაკომპანია ფრენებს იწყებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, თბილისსა და პარიზს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 8 აგვისტოდან განახლდება. სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულის თაობაზე უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და Air France-ს შორის. წამყვანი ფრანგული ავიაკომპანია ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განახორციელებს: • პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი) – თბილისი, ყოველ …

ისეთი რაღაც შემთათხნეს, ეგონათ ანზორ ბოლქვაძეს ნერვი აეშლებოდა – ინტერვიუ კანდიდატთან

„მე აწი ვეღარ გადავკეთდები“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ანზორ ბოლქვაძე. ის ისევ და ამჯერად უკვე მეოთხედ პარლამენტის წევრობას აპირებს. ეს ფრაზა ანზორ ბოლქვაძემ მაშინ გვითხრა, როცა მუშაობის სტილზე ვკითხეთ – ხულოს, შუახევის და ქედის გარდა, ამჯერად დეპუტატობის კანდიდატმა ხელვაჩაურში მცხოვრებ ამომრჩეველთანაც უნდა იმუშაოს. ანზორ ბოლქვაძე პარლამენტის წევრია 2008 წლიდან. „ქართულმა ოცნებამ“ ის დეპუტატობის კანდიდატად 20 ივლისსაც …

Exit mobile version