საქართველოში ლიეტუვის საელჩოს ცნობით, საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები რეზიდენტებს აღარ სჭირდებათ სავალდებულო 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლა ლიეტუვაში ჩასვლისას. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ამის შესახებ მიიღო ლიეტუვის ჯანდაცვის მინისტრმა, რომელიც ასევე ლიეტუვის ეროვნული გადაუდებელი ოპერაციების ხელმძღვანელია. საელჩოს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაშია 2020 წლის 25 ივლისიდან. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიხედოს ეპიდემიური …
Continue reading “საქართველოს მოქალაქეებს ლიეტუვაში ჩასვლისას 14-დღიანი თვითიზოლაცია აღარ სჭირდებათ”