დღეს, 20 ივლისს, ბათუმში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, ინფიცირებულია ტრაილერის მძღოლი. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 ივლისის მდგომარეობით კორონავირუსზე სულ რვა პაციენტი მკურნალობს. 20 ივლისის მდგომარეობით კორონავირუსის 1039 შემთხვევაა დადასტურებული საქართველოში. მათ შორის გამოჯანმრთელდა 900, გარდაიცვალა 15. კარანტინის რეჟიმში 5 534 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 267.
Category Archives: სიახლეები
„გოლდენ სიი“ სტუდენტთა მიღებისა და დასაქმების ახალ ტალღას იწყებს
შავი ზღვის საერთაშოროსო კოლეჯი „გოლდენ სიი“ რესტორან „სეზართან“ პარტნიორობით აცხადებს მსურველთა მიღებას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე: [checklist] მზარეული კონდიტერი ბართენდერი მიმტანი [/checklist] სასწავლო პროცესი წარიმართება დუალური სასწავლო მოდელით, სტუდენტები განთავსდებისან რესტორან „სეზარიში“ პრაქტიკული სასწავლო მეცადინეობებისათვის, თეორიული ნაწილი კი ჩატარდება პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე. რესტორნის სამზარეულოში სტუდენტები დაეუფლებიან ქართული და უცხოური კერძების მომზადებას. სტუდენტები პროფესიულ სასწავლებელში, გარდა სპეციალობისთვის …
Continue reading “„გოლდენ სიი“ სტუდენტთა მიღებისა და დასაქმების ახალ ტალღას იწყებს”
ავტობუსების სავალი ზოლის დახაზვაში ბათუმის ბიუჯეტიდან 621 687 ლარი დაიხარჯება
ბათუმში, გორგილაძის, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების ნაწილზე ავტობუსების სავალი ზოლის [Bus lane] დახაზვაში ქალაქის ბიუჯეტიდან 621 687 ლარი დაიხარჯება. შესაბამისი ხელშეკრულება მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსა და შპს „მიონი დეველოპმენტი“-ს შორის უკვე გაფორმებულია. სამუშაოები 2020 წლის 16 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც შეიცვლება. მერიის სამმართველომ თავდაპირველად ავტობუსების სავალი …
Continue reading “ავტობუსების სავალი ზოლის დახაზვაში ბათუმის ბიუჯეტიდან 621 687 ლარი დაიხარჯება”
პროდუქტებში სუდანის შემცველობას სურსათის სააგენტო უცხოეთში გამოიკვლევს
სურსათის ეროვნული სააგენტო 2020 წელს სუდანის/საღებავის ლაბორატორიული კვლევისთვის 34 ნიმუშს აიღებს. სააგენტოს მიღებული აქვს თანხმობა, რათა თევზის ნიმუშებისა და სურსათში საღებავების ლაბორატორიულ კვლევაზე ხელშეკრულება, ჯამში 32 898 ევროს ფარგლებში, ტენდერის გარეშე გააფორმოს. „ისე, როგორც გასულ წელს, ამჯერადაც, ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგების მიხედვით, საჭირო ლაბორატორიულ კვლევებზე, უმცირესი ფასი შემოგვთავაზა სურსათის უვნებლობის, ცხოველთა დაცვისა და გარემოს ინსიტუტმა …
Continue reading “პროდუქტებში სუდანის შემცველობას სურსათის სააგენტო უცხოეთში გამოიკვლევს”
ხომ არ გაიქცევი და მიმატოვებ? – თინეიჯერის ბლოგი
ავტორი: ლილე მესხიძე, ისრაელის GHIS სკოლის მოსწავლე __________________ – გაიგე, გუშინ ორი ბიჭი რომ დაბრიდეს? – რაა? – ხო, ბიჭო, დილით ნიუსებში მოვკარი ყური, ამბობენ კლასელებთან ჰქონდათ პრობლემაო. აშკარად გასულები იყვნენ. – მერე? ჩაუშვეს ვინმე? – არა, ძაან ცუდ დღეში არიან, მაგრამ პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია. – ჰაჰ.. არ მიკვირს. – რას იძახი? – სულ …
Continue reading “ხომ არ გაიქცევი და მიმატოვებ? – თინეიჯერის ბლოგი”
აჭარაში, სამ მაჟორიტარულ ოლქში, 360 საარჩევნო უბანი იქნება
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აჭარის 6 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 3 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქნება, რომლებშიც ცესკოს მონაცემებით, ჯამში 360 საარჩევნო უბანი გაიხსნება. N28 მაჟორიტარულ ოლქში იქნება 104 საარჩევნო უბანი [ეს ოლქი მოიცავს ქალაქ ბათუმს]; N29 მაჟორიტარულ ოლქში იქნება 76 საარჩევნო უბანი [აქედან 65 – ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ხოლო 11 – მახინჯაურის ადმინისტრაციულ ერთეულში / ეს ოლქი მოიცავს ქობულეთის მუნიციპალიტეტს …
Continue reading “აჭარაში, სამ მაჟორიტარულ ოლქში, 360 საარჩევნო უბანი იქნება”
„ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ისევ ანზორ ბოლქვაძე იქნება – ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური
ანზორ ბოლქვაძეს „ქართული ოცნება“ ხულოს, ქედის, შუახევისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარობის კანდიდატად ხვალ დაასახელებს. „ბათუმელებს“ ეს ინფორმაცია რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა. ანზორ ბოლქვაძე მოქმედი დეპუტატია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ანზორ ბოლქვაძე მეოთხედ გახდება მაჟორიტარი დეპუტატი. შესაბამისად, ჯამში ის 16 წელს დაჰყოფს საკანონმდებლო ორგანოში. თავდაპირველად ანზორ ბოლქვაძე პარლამენტში 2008 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით, მაჟორიტარული …
ვემზადებით ახალი სასწავლო წლისთვის როგორც ტრადიციულ, ასევე დისტანციურ ფორმატში – სამინისტრო
საქართველოს განათლების სამინისტროს გათვლებით, 15 ივნისს უნდა დაწყებულიყო და 18 ივლისს დასრულებულიყო დისტანციური სწავლების შესახებ საინფორმაციო კამპანია, რისთვისაც სამინისტროს ტენდერის გარეშე ხელშეკრულება 199 996 ლარზე უნდა გაეფორმებინა. შესაბამისი თანხმობა სამინისტროს შესყიდვების სააგენტოსგან 2 ივნისს ჰქონდა. თუმცა, სამინისტროს ეს პროექტი არ განუხორციელებია. განათლების სამინისტრომ ხელახალი თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს 17 ივლისს მიმართა. განაცხადში სამინისტრო აღნიშნავს, რომ დისტანციური …
სკოლა ბათუმში, რომელიც აშშ-ის მიერ აღიარებულ დიპლომს გასცემს
ხარისხიან განათლებაზე თითქმის ყველა ბავშვი ოცნებობს, მაგრამ ხშირად სურვილების ასრულებისთვის დიდი ფინანსური რესურსია საჭირო. მიუხედავად ბევრი გაცვლითი პროგრამისა, ყველას არ ეძლევა უცხოეთში სწავლის საშუალება, სწორედ ნიჭიერი ბავშვებისთვის შექმნა საერთაშორისო სკოლა “პროგრესმა” ამერიკული აკადემია, რომელიც მოსწავლეებს ამერიკული უმაღლესი სკოლის ((High-School) დიპლომს სთავაზობს ქალაქიდან გაუსვლელად. ვინ, როგორ, რატომ და სად ხდება ამ ოცნებების ასრულება ამის შესახებ ნატო …
Continue reading “სკოლა ბათუმში, რომელიც აშშ-ის მიერ აღიარებულ დიპლომს გასცემს “
პირს, რომელიც საქართველოს საზღვარს უკანონოდ გადმოკვეთს, 14 დღით კარანტინში გადაიყვანენ
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის გამოვლენილი პირების სავალდებულო 14-დღიანი იზოლაციის მიზნით, ჯანდაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად საკარანტინე სივრცეში გადაყვანას, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია უზრუნველყოფს. აღნიშნულ პირთა სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებას, კვებას, დასუფთავებას, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნას კი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს. შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ 17 ივლისს მიიღო და ის ვრცელდება …
საქართველოში საქმიანი ვიზიტისთვის თანხმობის მისაღებად უცხოელმა განაცხადი უნდა შეავსოს
უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ბიზნეს საქმიანობისთვის საქართველოში აპირებს ჩამოსვლას, თანხმობის მისაღებად, სპეციალური განაცხადი უნდა შეავსოს. განაცხადი ივსება ელექტრონულ პროგრამაში ვებგვერდის – www.stopcov.ge -ის მეშვეობით. განაცხადი ივსება ქართულ ან ინგლისურ ენაზე. სახელისა და გვარის გრაფა ივსება ინგლისურ ენაზე, ისე, როგორც ოფიციალურ დოკუმენტშია მითითებული ტრანსკრიფციით. ეს წესი არ ვრცელდება იმ ქვეყნის მოქალაქეებზე ან ბინადრობის უფლების მქონე პირებზე, …
ბათუმში კორონავირუსზე 897 კვლევის შედეგი უარყოფითია – 19 ივლისის მონაცემები
დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 897 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. 19 ივლისის დილის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში მკურნალობის კურსს გადის 7 პაციენტი. ცხელების კლინიკაში კი მოთავსებულია 1 პირი, მისი კვლევის პასუხები ხვალ, 20 ივლისს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 33 337 პირს დღეს არსებული მონაცემებით, …
Continue reading “ბათუმში კორონავირუსზე 897 კვლევის შედეგი უარყოფითია – 19 ივლისის მონაცემები”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან – უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 ივლისის 21 საათიდან 20 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. 20 ივლისს მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა: აჭარის სანაპირო და შიდამთიან რაიონებში – დღისით 27-32 გრადუსი, ღამით – 18-23 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში – დღისით 18-23 გრადუსი სითბო, …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან – უახლოესი დღეების პროგნოზი”
ევა – გოგო, რომელსაც თუშეთში ცხვრების გადარეკვის ტურისტულ მარშრუტად ქცევა სურს
„ოცამდე ცხენი გვყავს, ოცდახუთიც ძროხა. ახლა ტურისტები აღარ არიან, ვეღარ ჯირითობენ ცხენები და მოსუქდნენ მთაში“, – ამბობს ევა კაპიტანოვა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ თბილისში სამსახური მიატოვა, თუშ კაცზე დაქორწინდა და მთაში გაყვა, მერე კი ევა და გოჩა ალვანში დასახლდნენ. ევა სანამ დაქორწინდებოდა, სამსახურს გიდობასაც უთავსებდა და ტურისტებს თუშეთს აცნობდა. ყველაზე რთულ, საცხენოსნო ტურს სთავაზობდა უცხოელებს. …
Continue reading “ევა – გოგო, რომელსაც თუშეთში ცხვრების გადარეკვის ტურისტულ მარშრუტად ქცევა სურს”
ეკას ბრძოლა 32 წლის ძმის გადასარჩენად
კვირას, 19 ივლისს, მცხეთაში, გუდაურის გადასახვევთან და სენაკში, ფოთი-ზუგდიდის გზაზე შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ნიკა ღვინჯილიას გადასარჩენად ფულს აგროვებენ. ეს პირველი აქცია არ არის, უკვე 2 თვეა ნიკას ოჯახის წევრები და მეგობრები ფულს აგროვებენ, რომ ნიკამ გულის გადანერგვა შეძლოს. ნიკა ღვინჯილია 32 წლისაა. 2020 წლის აპრილში, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანა ფაქტობრივად კარანტინის რეჟიმში ცხოვრობდა, ნიკას …
ელექტრას ომი | პ რ ე მ ი ე რ ა ბათუმში
17 ივლისის საღამო ბათუმში აუცილებლად მოასწავებდა წვიმას. ამ ქალაქში ყველამ იცის, რომ ყველა გეგმას წვიმა წარმართავს. თუმცა, ეს საღამო ელექტრასი იყო. მუზები ახლაც რომ უამბობდნენ პოეტებს ამბებს, ალბათ, მოჰყვებოდნენ იმ მრავალტანჯულ დროზე, როცა ღია სივრცეში შეკრებაც კი არ შეიძლებოდა. გუშინ კი პრემიერა იყო. ნინო ხარატიშვილის “ელექტრას ომი” დაიდგა ბათუმის დრამატული თეატრის ძირითადი შენობის წინ, ღია …
ბათუმში კოვიდ-19-სგან 1 პაციენტი განიკურნა
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან ერთი პაციენტი გაწერეს, მისი ბოლო ტესტი კოვიდ-19-ზე უარყოფითია, თუმცა რეკომენდაციის მიხედვით, ის მაინც საკარანტინო სივრცეში გადავა. კლინიკაში, დღეს 18 ივლისს ელოდებიან კიდევ ერთი პაციენტის ანალიზის პასუხს. როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი გია კიკაბიძე „ბათუმელემთან“ საუბარში ამბობს, დღეს შესაძლოა კიდევ ერთი პაციენტი გაწერონ. „გუშინ ჩატარებული ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, თუ დღესაც უარყოფითი აღმოჩნდება პასუხი, …
Continue reading “ბათუმში კოვიდ-19-სგან 1 პაციენტი განიკურნა”
კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა ბათუმში
ახალგაზრდა კაცს, რომელიც თურქეთიდან შემოვიდა საქართველოში, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ადასტურებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო. ინფიცირებული პირი საქართველოს მოქალაქეა, ის ამ ხნის განმავლობაში კარანტინში იმყოფებოდა. ამჟამად, ახალგაზრდა კაცი გადაყვანილია კლინიკაში და მკურნალობა უტარდება. ოფიციალური ინფორმაციით, ცხელების კლინიკაში მოთავსებულია 1 პირი, მისი კვლევის პასუხები ხვალ იქნება ცნობილი. აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი მთლიანობაში 31 440 პირს ჩაუტარდა, 18 ივლისის …
Continue reading “კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა ბათუმში”
აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვები ისევ გაშლილია
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, ხუთი კარავი ისევ გაშლილია. ეს კარვები ე.წ. ხოფის ბაზრობის ყოფილმა მფლობელებმა, ანანიძეების ოჯახმა და მათმა მხარდამჭერებმა 15 ივლისს, საპროტექტო აქციის შემდეგ გაშალეს. აქციის ორგანიზატორების თქმით, კარვებს მხოლოდ მაშინ დაშლიან, როცა მათი საქმის გამოძიებას პროკურატურა რეალურად დაიწყებს, რასთან დაკავშირებითაც შუამდგომლობის დაპირება მათ აჭარის მთავრობისგან აქციის შემდეგ მიიღეს. ანანიძეების ოჯახმა ქონების ჩამორთმევის საქმის …
Continue reading “აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვები ისევ გაშლილია”
რესან კონცელიძე „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება ბათუმში
ორშაბათს, 20 ივლისს, „ქართული ოცნება“ პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმიდან მმართველი პარტიის ერთ-ერთი კანდიდატი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, რესან კონცელიძე იქნება. ის არჩევნების მოგებას „ოცნების“ სახელით ბათუმში შეეცდება. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ „ქართულ ოცნების“ რამდენიმე წარმომადგენელმა დაუდასტურა. ქობულეთის მაჟორიტარ კანდიდატად კი მმართველი პარტია აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ზაალ მიქელაძეს წარადგენს. ზაალ მიქელაძე …
Continue reading “რესან კონცელიძე „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება ბათუმში”
ზაალ მიქელაძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება
„ბათუმელების“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქობულეთიდან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე იქნება. „ბათუმელებს“ ეს ინფორმაცია მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელმა დაუდასტურა. დავუკავშირდით თავად ზაალ მიქელაძესაც, რომელმაც მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ამ თემაზე კონსულტაციები შედგა. ზაალ მიქელაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრია 2016 წლიდან. იგი პროფესიით ექიმია, სხვადასხვა წელს მუშაობდა ქობულეთის რაიონულ საავადმყოფოში პედიატრად …
Continue reading “ზაალ მიქელაძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება”
„შაქარასთვის“ – ახალგაზრდების სოლიდარობის აქცია ბათუმში
„შაქარასთვის“, „არა ძალადობას“, „რაც შეიძლება ნაკლები შაქარა ამ ქვეყანას“, „სამყარო გავხადოთ ნაკლებად ძალადობრივი“ – ამ გზავნილებით დღეს, 17 ივლისს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ, ახალგაზრდები შეიკრიბნენ და აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს. მათ აქციაზე ის მელოდია ჩართეს, რომელიც, მათივე თქმით, გიორგი შაქარაშვილს მოსწონდა. აქციის მონაწილეები სიტყვითაც გამოვიდნენ. მათი თქმით, ისინი დღეს ქვეყანაში თავს დაცულად ვერ გრძნობენ და ამაში …
Continue reading “„შაქარასთვის“ – ახალგაზრდების სოლიდარობის აქცია ბათუმში”
ბათუმში გვირაბის შესასვლელთან ავტომანქანა დაიწვა
დღეს, 17 ივლისს, დაახლოებით 18:30 საათზე, ბათუმში, გვირაბთან ახლოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეხაჯა ერთმანეთს, რის შედეგადაც ერთ-ერთი მსუბუქი ავტომანქანა დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
ბათუმის ერთი ქუჩიდან ინფექციურში 6 ადამიანს მკურნალობენ მოწამვლის სიმპტომებით
ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, ციური აბულაძის თქმით, დღეს, 17 ივლისს, საავადმყოფოში 6 პაციენტი მოწამვლის სიმპტომებით შეიყვანეს. „შემოიყვანეს 6 ადამიანი, სავარაუდოდ, ნაწლავური ინფექციაა ან მოწამვლა. ამჟამად ვუწევთ სამედიცინო დახმარებას, კვლევებს ჩაატარებენ ეპიდემიოლოგები და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რა არის მოწამვლის მიზეზი,“ – ამბობს ციური აბულაძე. მისი თქმით, ერთი ადამიანი კლინიკაში თვითდინებით შევიდა, 5 კი სასწრაფო …
Continue reading “ბათუმის ერთი ქუჩიდან ინფექციურში 6 ადამიანს მკურნალობენ მოწამვლის სიმპტომებით”
„ფულიანმა იყიდა შენობა და გვტოვებს უსახლკაროდ“ – მოქალაქეები დახმარებას რიჟვაძეს სთხოვენ
დღეს, 17 ივლისს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, საპროტესტო აქცია გამართეს ქუბულეთში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე ყოფილი სტატისტიკის სამსახურის შენობაში თვითნებურად შესახლებულებმა. მოქალაქეები მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. სტატისტიკის სამსახურის ყოფილი შენობა, სადაც 12 ოჯახია შესახლებული, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 615 ათას ლარად გაყიდა. ახალი მესაკუთრე ჯემალ რომანაძეა. აქციის მონაწილეების თქმით, ჯემალ რომანაძე ქობულეთის საკრებულოს …
ალო ჰიგიენა – დასუფთავების საუკეთესო სამსახური ბათუმში, ადგილზე მისვლით
„ალო ჰიგიენა“ ბათუმში, ადგილზე მისვლით გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას: ხალიჩების, სავარძლებისა და სკამების რეცხვა, საწოლებისა და ლეიბების წმენდა, კერამიკის, გრანიტის და მარმარილოს ზედაპირების წმენდა, გაპრიალება, სახლებისა და კომერციული ფართობების სარემონტო სამუშაოების შემდგომი დასუფთავება, ავტომობილის სალონის ქიმწმენდა და სხვა. კომპანია აღჭურვილია თანამედროვე ამერიკული ტექნიკით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ორგანიზაცია იყენებს სრულიად უსაფრთხო და ბუნებრივ ნივთიერებებზე დამზადებულ ჰიგიენურ …
Continue reading “ალო ჰიგიენა – დასუფთავების საუკეთესო სამსახური ბათუმში, ადგილზე მისვლით”
ბათუმში მაშველებმა ზღვაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ორდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად ბათუმში გაუჩინარებული არასრულწლოვნის ცხედარი ზღვაში იპოვეს. მოზარდს ორი დღე ეძებდნენ. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 30-მდე მეხანძრე-მაშველი, „მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი. ადგილზე მუშაობდა 2 სკუტერი და 2 ნავი. მობილიზებული იყო დრონი. ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა წყლის ფსკერის დათვალიერება“. არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 16 ივლისს …
Continue reading “ბათუმში მაშველებმა ზღვაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს”
რა არის მამუკა ხაზარაძისთვის ყველაზე მძიმე მოსასმენი – ლელოს ლიდერის საარჩევნო პროგრამა
„ლელოს“ ლიდერები აჭარაში ამომრჩეველს ხვდებიან, ხსნიან პარტიულ ოფისებსაც. წინასაარჩევნო პროგრამა ამ პოლიტიკურ ძალას ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა ცნობილია მათი ხედვები, მაგალითად, ისინი გვპირდებიან ქვეყანაში, „სადაც არ შიმშილობენ ბავშვები და მოხუცები“ და იმ რეალობაში, როცა მოსამართლეები უვადოდ უკვე დანიშნულები არიან, „სასამართლო სისტემის სრულად განახლებას“. როგორ აპირებს „ლელო“ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას? – „ბათუმელებმა“ „ლელოს“ ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან …
ფირუზ წულუკიძის თქმით, “ენცო ბატუმსკი” ფიგურირებს საარჩევნო ზონდერჯგუფების შექმნის საქმეში
“შინაურული შეკრება რომ მოხდა, კანონიერი ქურდიც იყო ამაში ჩართული…” – აღნიშნა დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა რეზო წულუკიძემ. ბათუმში “ზონდერჯგუფების შექმნის საქმეზე” ბრალდებულმა ამჯერად აქცენტის გაკეთება ე.წ. კანონიერ ქურდებზე არჩია, თუმცა მან კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა. “ჩვენ მხოლოდ სურსათს ვარიგებდით ხულოში პანდემიის დროს… კამათი იმ დღეს ეზოში ჩვენი მანქანის ხმაურს მოჰყვა, ხმა მართლა ჰქონდა …
თიბისი საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის პროგრამის მხარდამჭერი გახდა
თიბისი საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის „სასტუმროს ოთახების მართვის“ პროგრამის მხარდამჭერი გახდა. მხარდაჭერის ფარგლებში, 30 პროფესიონალი – მათ შორის თიბისის პარტნიორი 10 სასტუმროს წარმომადგენელი გადამზადების 18 კვირიან პროგრამას გაივლის და სასტუმროების ოთახების მართვის მიმართულებით კვალიფიკაციას აიმაღლებს. აღნიშნული პროგრამა შემუშავებულია მსოფლიოში ერთერთი წამყვანი შვეიცარიული მასპინძლობის სკოლის – SHL-ის მიერ. ეს პროგრამა ხორციელდება დარგის წამყვანი კომპანიების, გაეროს …
Continue reading “თიბისი საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის პროგრამის მხარდამჭერი გახდა”
ბათუმში ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა
დღეიდან, 17 ივლისიდან, ბათუმში ფუნქციონირება განაახლა ადაპტირებულმა პლაჟმა. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტივტივა ეტლები და შესაბამისი საპლაჟო ინფრასტრუქტურა შშმ პირთათვის წელსაც უფასო იქნება. ადაპტირებულ პლაჟზე 5 ტივტივა ეტლია; განახლდა გასახდელები და საინფორმაციო ბანერი. ადაპტირებული პლაჟი ბათუმში პირველად 2019 წელს გაიხსნა: როდის [ვერ]ისარგებლებენ შშმ პირები ადაპტირებული პლაჟით ბათუმში ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სანაპირო ზოლის …
ბათუმში 910 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა – 17 ივლისის მონაცემები
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 17 ივლისის მონაცემებით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 910 ლაბორატორიული კვლევის შედეგი კორონავირუსზე, უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 44 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რეგიონის კოვიდკლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებულ 7 პაციენტს მკურნალობენ. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 30 537 პირს. დღეს არსებული მონაცემებით, აჭარაში კარანტინში იმყოფება 2147 პირი.
თბილისი – მიუნხენი – „ლუფთჰანზა“ კვირაში ორჯერ რეგულარულ რეისებს შეასრულებს
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, მიუნხენი – თბილისი – მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება. რეგულარულ რეისებს გერმანული ავიაკომპანია Lufthansa შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, აღნიშნულის თაობაზე უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიას შორის. ავიარეისები Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორჯერ, შემდეგი განრიგით განხორციელდება: • მიუნხენი – თბილისის მიმართულებით …
Continue reading “თბილისი – მიუნხენი – „ლუფთჰანზა“ კვირაში ორჯერ რეგულარულ რეისებს შეასრულებს”
სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება – განათლების სამინისტრო
განათლების მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განცხადებით, სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება. „დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება. სამინისტრო მუდმივ კოორდინაციაშია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან,“-ამბობს ეკა დგებუაძე. მისივე განცხადებით, „სამინისტრო მოსწავლეებს დაახვედრებს მაქსიმალურად უსაფრთხო სასკოლო გარემოს“. „სწავლის დაწყების ფორმატთან დაკავშირებით მუდმივ …
Continue reading “სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება – განათლების სამინისტრო”
შს სამინისტრომ 112-ის ახალი ემბლემა დაამტკიცა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, 16 ივლისს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ემბლემა დაამტკიცა. „112“-ის ემბლემა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წითელ ფონზე თეთრი სიმბოლოებით ან პირიქით, ასევე, ლურჯ ფონზე თეთრი სიმბოლოებით ან პირიქით. საჭიროების შემთხვევაში, „112“-ის ემბლემა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ რიცხვით − „112“ ან რიცხვით − „112“ და დასახელებით: „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი“ – …
Continue reading “შს სამინისტრომ 112-ის ახალი ემბლემა დაამტკიცა”
ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევებმა 2 მილიონს გადააჭარბა, ინდოეთში – 1 მილიონს
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 17 ივლისის მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 2 მილიონს აჭარბებს. ქვეყანაში სულ დადასტურებულია Covid19-ის 2 012 151 შემთხვევა, მათგან გარდაიცვალა 76 688 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 397 531 პირი. ბრაზილია მეორე ადგილზეა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით. Covid19-ის გავრცელების რუკაზე პირველ ადგილზე კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც დღეის მონაცემებით, კორონავირუსის 3 576 430 დადასტურებული …
Continue reading “ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევებმა 2 მილიონს გადააჭარბა, ინდოეთში – 1 მილიონს”