ავარია ბათუმში – დაშავდა 2 ადამიანი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 15 ოქტომბერს მოხდა. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ავტოსატრანპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას.

რა ხდება შავ ზღვაში, სადაც დრონები სატვირთო გემებს ესხმიან თავს – „რუსეთი ტესტავს ნატოს“

შავ ზღვაში დრონებით თავდასხმის შემთხვევები გახშირდა. ბოლო 10 დღის განმავლობაში ნატოს წევრი ქვეყნების: რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროებთან სატვირთო გემებზე დრონების თავდასხმის სულ მცირე ხუთი შემთხვევა იყო. ორი გემი ჩაიძირა, 23 მეზღვაური დაკარგულად მიიჩნევა. ბულგარეთი მიიჩნევს, რომ ამ თავდასხმების უკან რუსეთი დგას.  „ჩვენ გვიჭირს აღიარება, რომ შავ ზღვაში არის ომი“ – ამბობს შავი ზღვის უსაფრთხოების სპეციალისტი …

რა გამოსავალი არსებობს, როცა ივანიშვილი ოპოზიციას აუქმებს? – ინტერვიუ კახა გოგოლაშვილთან

„შეცდომა იყო თავად ეს მიდგომა: ჩვენ არ გვჭირდება ხელისუფლების შეცვლის გარდა სხვა არაფერი! ჩემი აზრით, თუ იქნება ამჯერადაც გამოსვლები და გაფიცვები, არ უნდა იყოს მოწოდება: ხელისუფლება გადადგეს! ამას იყენებს ავტორიტარული ხელისუფლება, რომ აი, გადატრიალება უნდათ. მოთხოვნები უნდა იყოს დემოკრატიული კანონმდებლობის დაბრუნება. ნებისმიერ კანონმდებლობაზე უნდა იყოს გამოსვლები. არ ვიცი, ეს რამდენად ეფექტური იქნება, მაგრამ ვიდრე არსებობს …

„სახელმწიფო გადატრიალება“ – ელენე ხოშტარია ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე

„დროას“ ლიდერი, პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან ეხმიანება ოპოზიციური პარტიების გაუქმების სარჩელს, რომელიც „ოცნებამ“ შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში. „ოცნების“ ბოლო გადაწყვეტილებაა სახელმწიფო გადატრიალება არალეგიტიმური უმცირესობის მიერ. ჩვენს სახელმწიფოს ხშირად ქონია დემოკრატიის პრობლემები, მაგრამ კონსტიტუციაში ჩაწერილი, რომ ქვეყნის უმრავლესობა ერთი კაცის, ერთი პარტიის ჭკუაზე იცხოვრებს, მსგავსი რამ არ ქონია. ეს გადაწყვეტილება ჩვენ გვეუბნება, რომ იმ ფორმით, …

ბათუმში ავგიის გზის 14-მილიონიანი ტენდერი „ოცნების“ დეპუტატის კომპანიამ მოიგო

ბათუმში ავგიის გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ქართული ოცნების დეპუტატის, გია ჭყონიას დაფუძნებული კომპანია შპს „გზა“ შეასრულებს. ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის, თუმცა სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით კომპანია გამარჯვებულად უკვე გამოავლინეს და ხელშეკრულების დასადებად მიიწვიეს. შპს „გზა“ -ს 100 პროცენტს „ჯი აი კაპიტალი“ ფლობს. ბიზნესმენმა და „ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი ჭყონიამ რვა კომპანიაში საკუთარი წილები სწორედ შპს …

4 შვილის დედა ქუთაისიდან – „ბავშვები მშიერი მყავს“

ოთხი შვილის დედა, გურანდა თათეიშვილი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. ქალი სოციალურად დაუცველია და შვილებს მარტო ზრდის. შშმ დედა ამბობს, რომ ბავშვები ფაქტობრივად შიმშილობენ. გურანდა თათეიშვილი შვილებთან ერთად ქუთაისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ „სოციალურის“ უდიდესი ნაწილი ბინის ქირაში მიდის, ხოლო ბავშვებისთვის საჭირო საკვების და წამლის ფული აღარ რჩება. „ოთხი შვილი მყავს. იმის გამო, რომ მიჭირდა, …

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

საერთაშორისო ფინანსური გამოცემის, Euromoney-ის, 2026 წლის Foreign Exchange Awards-ზე თიბისიმ საქართველოში საუკეთესო სავალუტო ბანკის ტიტული მოიპოვა. ჯილდო თიბისიმ სავალუტო ბაზრის ეროვნულ კატეგორიაში მიიღო, რაც ბანკის სავალუტო მიმართულების მასშტაბს, მომსახურების ხარისხსა და ბაზარზე ძლიერ  პოზიციას უსვამს ხაზს. Euromoney Foreign Exchange Awards სავალუტო ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დაჯილდოებაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და რეგიონის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს …

“ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და VISA-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

ექსკლუზიური სადაზღვევო შეთავაზებები ჯიპიაისგან VISA Premium ბარათების მფლობელებისთვის „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და VISA-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. პარტნიორობის მიზანია VISA-ს პრემიუმ ბარათების მომხმარებლებმა დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი სარგებელი  და გამორჩეული სადაზღვევო შეთავაზებები მიიღონ. მემორანდუმის ფარგლებში პირველი მასშტაბური შეთავაზება ავტოდაზღვევის მიმართულებით იქნება. VISA-ს და ჯიპიაის  თანამშრომლობის ფარგლებში მომხმარებლებს, რომლებიც 15 ოქტომბრიდან 15 იანვრის ჩათვლით, ჯიპიაის ავტოდაზღვევას  შეიძენენ ან არსებულ …

გონიოში ხორცპროდუქტების მწარმოებელს სააგენტომ საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს საწარმოო პროცესი შეუჩერა დარღვევების გამო. სააგენტოს ცნობით, შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ინდივიდუალური მეწარმეები მ. ტ. (მისამართი: ზუგდიდი, ბარათაშვილის N5, ი. ქ. (მისამართი: ზუგდიდი, წერეთლის N54) და ფიზიკური პირი ი. ხ. (მისამართი: გონიო, ანდრია პირველწოდებულის N15 ბ) ხორცპროდუქტების წარმოებას სააგენტოს აღიარების გარეშე ახორციელებდნენ. „ობიექტებზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები – ჰიგიენური ნორმების …

სტიქია სტამბოლში – ძლიერი წვიმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დაიკეტა სკოლები

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, ძლიერი წვიმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 14 წლის ბიჭი, რომელიც დატბორილ პარკში დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა და 34 წლის მოქალაქე, რომელსაც ტროტუარზე ფეხი დაუცდა და თავი დაარტყა. ოფიციალური ცნობებით, დაფიქსირდა 1277 წყალდიდობა, 15 მეწყერი, ათეულობით შემთხვევა, როცა ადამიანები სტიქიის ზონაში ჩარჩნენ, ასევე წაიქცა ხეები და დაზიანდა 800-ზე მეტი სახლი. ძლიერმა …

შავ ზღვაში, რუმინეთის წყლებში მაშველები 8 მეზღვაურს ეძებენ

დღეს, 15 ოქტომბერს, დილით, შავი ზღვის რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში ხანძარი გაჩნდა სან-მარინოს დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ Wine Trader-ზე. მედიის ცნობით, გემი სტამბოლიდან მოდიოდა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების საზღვართან იმყოფებოდა, როდესაც დილის 7 საათისთვის ეკიპაჟმა აფეთქებებისა და გემის ზედნაშენში გაჩენილი ხანძრის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ეკიპაჟის 12 წევრიდან 8 დაკარგულად ითვლება. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ჯერჯერობით უცნობია, რომელი …

„სასაფლაოებზე რომ გაივლი, სულ ახალგაზრდების სურათებია“ – ნარკოპოლიტიკა საქართველოში

„ბოლო დროს ხშირად გვესმის – „დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა“. მშობლები იღებენ ექსპერტიზის დასკვნას, თუმცა ამის აფიშირება ოჯახის წევრების მხრიდან არ ხდება, რადგან მალავენ, რომ ადამიანი ზედოზირებით გარდაიცვალა“, – ამბობს ნარკოლოგი, პარტია „ფედერალისტების“ წევრი, ზურაბ სიხარულიძე. რა იციან თავად მომხმარებლებმა სასიკვდილო ნარკოტიკების შესახებ და რატომ ვერ ახერხებს სახელმწიფო ნაარკოტიკის მოხმარების შემცირებას ქვეყანაში? – სწორედ ამ პრობლემაზე …

უკრაინა განაახლებს დარტყმებს რუსეთის ნავთობის ქარხნებზე – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Financial Times-თან განაცხადა, რომ უკრაინა განაახლებს დარტყმებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. მედიის თანახმად, ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთმა დაარღვია შეთანხმება ე.წ. ენერგეტიკული ზავის გამოცხადების შემდეგ, რაც გულისხმობდა შეტევის შეჩერებას ენერგოობიექტებზე ორივე მხრიდან, თუმცა რუსეთმა გააგრძელა შეტევა. „[ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების] აკრძალვა მოიხსნა. მორჩა“, – ციტირებს ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ ზელენკის ინტერვიუს Financial Times-სთან. …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 ოქტომბრის 21 საათიდან 16 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 10 …

საფლავების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

იმერეთში მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდა. კერძოდ, საფლავების ღობეებიდან ლითონის დეტალები მოიპარა, რომლებიც მოგვიანებით ქალაქ ზესტაფონში მდებარე ლითონის მიმღებ პუნქტში ჩააბარა. „დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო მოპარული ლითონის ნაკეთობები ნივთმტკიცებად ამოიღეს“ – წერს …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 15 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 559 230 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 880. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 414 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 25 537 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 51 233 …

როგორ გაანადგურეს ბოლშევიკებმა პოლიტიკური პარტიები საქართველოში – ინტერვიუ საბჭოთა წარსულის მკვლევართან

დემოკრატიულ ქვეყნებში პარტიებს არ კრძალავენ. პოლიტიკური პარტიები იკრძალება ტოტალიტარულ რეჟიმებში. საქართველოს უკვე აქვს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის, გაქრობის და განადგურების გამოცდილება. 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ბოლშევიკებმა დაიწყეს „ზრუნვა“ მოესპოთ დაპყრობილ ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმი და გაექროთ ყველა, ვინც მათ იდეებს არ იზიარებდა. ბოლშევიკებს პარტიების საბოლოო აკრძალვისთვის წლები და მძიმე რეპრესიები დასჭირდათ. ოკუპაციის …

„საქართველო მხოლოდ ივანიშვილისაა“ – რას ამბობს ხალხი ბათუმში პარტიების გაუქმებაზე

როგორ ქვეყანაში მოგვიწევს ცხოვრება პოლიტიკური ოპოზიციის გარეშე? – ნახეთ „ბათუმელების“ გამოკითხვა

დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი თვეში 2 165 ლარია – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2024 წელთან შედარებით 9.9 პროცენტით (194.5 ლარით) გაიზარდა და 2 165.2 ლარი შეადგინა. საქსტატმა დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის შესახებ მონაცემები 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა. სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ყველაზე მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო …

ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს – ALDE

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას დღეს, 14 ოქტომბერს, ALDE ავრცელებს, „ლიბერალთა და დემოკრატთა პარტია ევროპისთვის“. „ალდეს“ ცნობით, ცნობით, ზურაბ ჯაფარიძეს ჩამოართვეს პასპორტი და ბარგი, მოათავსეს საკანში და ხვალ საქართველოში დააბრუნებენ. როგორც ALDE აცხადებს, ზურაბ ჯაფარიძე ბრიუსელში Renew Europe-ის ლიდერთა სამიტში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებოდა. ფაქტთან …

დეკრეტული შვებულების თანხა აღარ დაყადაღდება – კანონპროექტი

ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ე.წ. დეკრეტული შვებულების თანხა აღარ დაყადაღდება. კანონპროექტი, რომელიც „ოცნების“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოამზადა, უკვე მიიღეს პირველი მოსმენით. კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შევა სააღსრულებო წარმოებათ შესახებ კანონში. კერძოდ, 45-ე მუხლს, რომელიც განსაზღვრავს ქონების ტიპებს, რომელთა დაყადაღება არ შეიძლება, დაემატება შემდეგი შინაარსის პუქნტი: „[ყადაღას არ ექვემდებარება] ორსულობისა და მშობიარობის გამო …

უკრაინის საჰაერო თავდაცვას შეეზღუდა წვდომა Starlink-ის სამხედრო ვერსიაზე – მედია

უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 14 ოქტომბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვას შეეზღუდა წვდომა ამერიკული Starlink-ის თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის სამხედრო ვერსიაზე, Starshield-ზე, რომელიც უფრო სწრაფად მუშაობს და აუცილებელია დრონების ოპერატორებისთვის. გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციას ფრონტის ხაზზე მყოფ ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავეს აცხადებს სერგეი სტერნენკო, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, ცნობილი ბლოგერი. „Starlink-ის ტერმინალები ღამით შეიზღუდა. …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 14 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 14 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 557 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 650. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 414 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 25 535 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 51 195 …

რას [არ] აკეთებს მერია ბათუმში უსახლკაროებისთვის – ინტერვიუ

2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც ბათუმში მცხოვრებ უსახლკარო ოჯახებს მცირედ იმედს მაინც მისცემდა, რომ ახალ წელს თბილ და უსაფრთხო გარემოში შეხვდებიან. მერიამ ბინის მოთხოვნის შესახებ განაცხადების გადარჩევა დაიწყო, თუმცა უცნობია, რამდენი განცხადებაა განსახილველი და რა ვადაში გეგმავს შესაბამისი კომისია მეორე ეტაპზე გადასვლას. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში 3000-ზე მეტი ოჯახი აცხადებს, რომ საცხოვრებელი არ …

ვფიქრობ, 5 წელში ისევ ვერ ვიცნობთ ქალაქს, ბევრი ინვესტორი შემოვა – ვინ ყიდულობს ბინებს ბათუმში

„კოლიერსის“ 2026 წლის აგვისტოს თვეში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ბათუმში უძრავი ქონების შეძენისას, უცხოელი მყიდველების წილმა ძველი და ახალი პროექტების ტრანზაქციებში გადაუსწრო ქართველი მყიდველების წილს და 52% შეადგინა. ამასთან ბათუმში ბინები ისევ ძვირდება. რა ტენდენციებია ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე, რომელი ქვეყნიდან ყიდულობენ ძირითადად ბინებს და რა მიზნით, ამის შესახებ „ბათუმელები“ საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის რეგიონული …

„ივანიშვილს შესაძლოა გადაასწროს ვინმემ – კობახიძე უფრო მეტს შესთავაზებს რუსეთს“ | ინტერვიუ 

„არ ვიცი, ივანიშვილი ხედავს თუ არა, მაგრამ ალბათ უფრო ხედავს – საკმაოდ ფხიზელი ადამიანია. მისი ამ ნეგატიური სელექციის შედეგად ფაქტობრივად ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, გაყვნენ ივანიშვილს ამ სცენარში, რომ რუსეთს ჩაბარდეს ქვეყანა, ოღონდ თვითონ პირადი კეთილდღეობა ჰქონდეთ. ამავდროულად, შეიძლება რუსეთის სამსახურში გადაასწროს ვინმემ ივანიშვილს და მაშინ უკვე ივანიშვილი აღარ იქნება ის ერთადერთი პიროვნება, …

11 მეზღვაური დაკარგულად მიიჩნევა შავ ზღვაში გემზე დრონების თავდასხმის შედეგად

13 ოქტომბერს შავ ზღვაში, ბულგარეთის ტერიტორიულ წყლებში, კრაპეცის სანაპიროდან 17 მილის დაშორებით, დრონის დარტყმის შედეგად ჩაიძირა სავაჭრო გემი HS Dignity-ი. გემის ეკიპაჟის 11 წევრი დაკარგულად ითვლება. მაშველებმა 5 მეზღვაურის გადარჩენა შეძლეს. ბულგარული მედიის ცნობით, გემი ძალიან სწრაფად ჩაიძირა, რაც, შესაძლოა, ძლიერ დარტყმაზე მიუთითებდეს. ასევე დღეს, 13 ოქტომბერს, ბულგარეთის სანაპიროზე დრონები დაესხა თავს მალტის დროშის ქვეშ …

„გათენდება ვტირი, დაღამდება – ვტირი. ნუ დამინგრევთ ოჯახს“ – 4 შვილის დედის თქმით, მის ქმარს დეპორტაცია ემუქრება

„წერა-კითხვა არ ვიცი, არცერთ ენაზე, რადგან მშობლებმა სკოლაში არ შემიყვანეს. მეტროებში და ქუჩებში დავდიოდი და მოწყალებას ვითხოვდი. 14 წლის ასაკში გამათხოვეს. იქაც მძიმე ცხოვრება მქონდა, რადგან ცუდად მექცეოდა დედამთილი. ერთხელ სარდაფში თოკებით დამაბა, რის გამოც ვენებიც კი გადავიჭერი. შემდეგ დედაჩემმა წამომიყვანა სახლში, რადგან ვუთხარი, აქ არ გავჩერდები, თავს მოვიკლავ – მეთქი. ამ დროს ერთი შვილი …

მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო დატოვა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მანანა კობახიძემ, რომელიც პარტიების აკრძალვის საქმეზე თვითგანრიდებას ითხოვდა და არ დაუკმაყოფილეს, სასამართლო დატოვა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ქალბატონ მანანა კობახიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით N2, 2026 წლის 13 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უსურვებს მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში, …

ოჯახებს სახლები ენგრევათ, კორპუსის მშენებლობა კი გრძელდება – ბესიკის ქუჩაზე მცხოვრებთა ბრძოლა

„თუ დაზიანდება, ახალს ავაშენებთ“, –  ასე გვიპასუხეს ბათუმში, ბესიკის ქუჩაზე, #75, 77 და 79 – ში მშენებლებმა, როცა მათ სამშენებლო ტერიტორიის მიჯნაზე მდებარე სახლების უსაფრთხოებაზე ვკითხეთ. „ბათუმელებს“ იგივე უთხრა მშენებელი კომპანიის, შპს „ჯეო 2020“-ის ერთ-ერთმა მფლობელმა და დირექტორმა, ბეგლარ ბოლქვაძემ ერთი თვის წინაც. ამ ქუჩაზე მოქალაქეებმა საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად სასამართლოსაც მიმართეს, თუმცა მათი თხოვნა არც …

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, თიბისიში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 10 უნივერსიტეტის 200-მდე სტუდენტი დაესწრო. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა თიბისისა და სტაჟირების პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღეს, გაეცნენ კომპანიის მიდგომებს ახალგაზრდების განვითარებისა და პროფესიული ზრდის მიმართულებით და გაიგეს, რა შესაძლებლობებს სთავაზობს პროგრამა მათ, ვისაც კარიერის დაწყება თიბისიში სურს. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი პანელური დისკუსია იყო, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს …

დრონების თავდასხმა 2 გემზე შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროზე – ერთი გემი ჩაიძირა

13 ოქტომბერს, შავ ზღვაში, ბულგარეთის ტერიტორიულ წყლებში დრონებმა ორ გემზე მიიტანეს შეტევა. ერთი გემი ჩაიძირა. პირველადი ცნობებით, გემის ჩაძირვისას სულ მცირე 4 ადამიანი გადაარჩინეს. გემის ეკიპაჟის დანარჩენი წევრების შესახებ ინფორმაცია და სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება. რაც შეეხება მეორე გემს, მედიის ცნობით, მალტის დროშის ქვეშ მცურავ, უკრაინელი მფლობელის გემ „Chelsea 3“-ს ბულგარეთის სანაპიროდან დაახლოებით 18 …

რა დაკარგეს ქართველმა სტუდენტებმა გერმანული ფონდების ქვეყნიდან გასვლით

„ქართული ოცნების“ რეპრესიული კანონმდებლობის გამო გერმანულმა ფონდებმა საქართველოდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ფონდებს შორისაა ადენაუერის ფონდიც. ეს ის ფონდებია, რომლებიც ქართველ სტუდენტებს სამაგისტრო საფეხურზე სწავლას და კვლევების წარმოებას უფინანსებდნენ როგორც საქართველოში, ასევე ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. რა დაკარგეს ამ ფონდების ქვეყნიდან გასვლით ქართველმა სტუდენტებმა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ისტორიკოს გიორგი ჯავახიშვილს ესაუბრა, ილიას უნივერსიტეტის მოწვეულ ლექტორს, …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 13 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 13 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 555 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 390. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 412 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 25 534 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 51 141 …

„სულ რომ არავინ დაუჭიროს მხარი უკრაინას, რუსეთი იქნება ევროპულ ავღანეთში“ – ინტერვიუ

„არ დარჩება უკრაინა მარტო. ჩემი აზრით, სულ რომ არავინ დაუჭიროს მხარი უკრაინას და მთლიანად დაიკავოს უკრაინა, რუსეთი იქნება ევროპულ ავღანეთში. დამერწმუნეთ, უკრაინელები არ შეწყვეტენ ბრძოლას,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე, მას ტრამპის ბოლო განცხადებებზე ვესაუბრეთ: ხომ არ ნიშნავს ეს, რომ უკრაინას აშშ-ის მხარდაჭერა აღარ ექნება და თუ ასე მოხდა, რა რეალობის წინაშე აღმოჩნდება უკრაინა? …

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა

თიბისი მომხმარებლებს გზავნილების განაღდების შესაძლებლობას განსაკუთრებული კონვერტაციის კურსით, 24/7-ზე სთავაზობს – სახლიდან გაუსვლელად, მობაილბანკისა და ინტერნეტბანკის საშუალებით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ბრენდი ზრუნავს მომხმარებლების ყოველდღიურობის გამარტივებასა და მათთვის დამატებითი სარგებლის შექმნაზე. 12 ოქტომბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით, თიბისის მობაილბანკსა და ინტერნეტბანკში გზავნილების განაღდებისას მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ წამახალისებელ კამპანიაში და მოიგონ 1 000, 5 …

Exit mobile version