კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა – 27 ივლისის მონაცემები

27 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 2 პაციენტი. სულ საქართველოში კორონავირუსის 1137 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 922 გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა. დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 6439 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 326.

ავარიის ფაქტზე, რასაც არასრულწლოვანი ემსხვერპლა, პოლიციელი დააკავეს – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სოფელ არაგვისპირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია, პოლიციის თანამშრომელი დააკავეს. „გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვ.ფ. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით სტეფანწმინდის მიმართულებით მოძრაობდა. სოფელ არაგვისპირთან ვ.ფ. შეეჯახა ქვეითად მოსიარულე, არასრულწლოვან ლ.ზ.-ს, რომელიც …

როცა მთავრობა კრემლის ტყუილების გამოააშკარავების ნაცვლად კრიტიკულ მედიას ებრძვის

სამსახურები, რომლებსაც, წესით, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ უნდა ემუშავათ, ახლახან შექმნილი ფეისბუქგვერდების მიხედვით, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მუშაობენ. რუსულ დეზინფორმაციასთან და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ რამდენიმე უწყებაშია შექმნილი სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი. პანდემიის დროს საქართველოში რუსული პროპაგანდა კიდევ უფრო გაძლიერდა. გაძლიერდა ე.წ. სტრატკომებიც – საქართველოს მთავრობამ, შინაგან საქმეთა, თუ თავდაცვის სამინისტროებმა ფეისბუქგვერდები შექმნეს, სადაც რუსულ დეზინფორმაციაზე ვერაფერს ნახავთ, ან …

5 ადვოკატი ბათუმიდან დეპუტატობას აპირებს

წინასაარჩევნოდ ხუთი ადვოკატი, რომლებიც ბათუმში მუშაობენ, პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანდა. „ქართველ ნაციონალისტთა ერთობის“ სახელით დეპუტატობას აპირებენ შემდეგი ადვოკატები: დავით ჯაფარიძე, ვაჟა მელაძე, მერი ცინარიძე, პაატა ნაკაიძე, მზია დიასამიძე. „ჩვენ გვინდოდა ახალი პარტიის დაფუძნება, რომელსაც ექნებოდა ასეთი სახელი „დამცველთა ერთობა – მესამე ძალა“, მაგრამ ეს პროცედურულად ვერ მოვასწარით… ამიტომ ვარჩიეთ იმ პარტიასთან თანამშრომლობა, რომელიც 90-იანი წლებიდან არსებობს. …

კლინიკიდან გაწერეს ქობულეთში სამაშველოს უფროსის ძმა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. „ევექსის“ ქობულეთის ჰოსპიტალში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პაციენტს ამბულატორიული მკურნალობა ჩაუტარდა, ფეხის არეში მიყენებული ჭრილობა დაუმუშავდა და იმავე ღამით გაწერეს კლინიკიდან. „…ეს იყო გუშინწინ, დაახლოებით ღამის სამ საათზე შემოიყვანეს. მას დასჭირდა მცირე ქირურგიული ჩარევა და კლინიკიდან გავწერეთ,“ – ამბობს „ევექსის“ ქობულეთის ჰოსპიტლის დირექტორი, ირინე დოლიძე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაჭრილი …

ბათუმში კორონავირუსი კიდევ ორ პირს დაუდასტურდა, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში კორონავირუსი კიდევ ორ პირს დაუდასტურდა, მათ შორის, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. მას ორმხრივი პნევმონია აქვს და შესაბამის მკურნალობის კურსს გადის. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, გია კიკაბიძის თქმით, ორივე მამაკაცი, რომლებსაც დღეს covid19 დაუდასტურდა, აქამდე საკარანტინო სივრცეში იყო მოთავსებული, ისინი საშუალო ასაკის საქართველოს მოქალაქეები არიან. „მათ შორის, ერთ-ერთი უკვე მე-13 დღეა იყო კარანტინში, უკვე გაშვებას …

ქუთაისთან ახლოს, მაგისტრალზე, ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა

ქუთაისთან ახლოს, ავტომაგისტრალზე მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველის თქმით, მძღოლმა წრიულთან სავარაუდოდ ავტომანქანა ვერ დაიმორჩილა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა. ამ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტომანქანა ჯებირთან შეჯახების შედეგად აალდა, ხოლო მძღოლმა ავტომანქანიდან გადმოსვლა მოასწრო. დაწყებულია ადმინისტრტაციული სამართალწარმოება. მთავარი ფოტო: ავტომანქანას ავტომაგისტრალზე ცეცხლი გაუჩნდა. როინ გუნდაძის ფოტო

თურქეთის საკონსულოს მხარდაჭერით 310 ათასი ლარის ორი პროექტი დასრულდა ზემო აჭარაში

ხულოს მუნიციპალიტეტში სოფელ ოქრუაშვილებში, სადაც 150 ოჯახი ცხოვრობს, სასმელი წყლის სისტემა ბათუმში თურქეთის საკონსულოს მხარდაჭერით გაკეთდა. ამ პროექტის ღირებულება, როგორც ბათუმში თურქეთის საკონსულოდან გვაცნობეს, 130 ათასი ლარია. გუშინ წყლის სისტემა ოქრუაშვილებში კონსულმა – მაქბულე ქოჩაკმა დაათვალიერა. ამ სოფელში წყლის პრობლება წლობით გადაუჭრელი იყო. საკონსულოში აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში წყლის სათავეებთან შემკრები რეზერვუარი მოეწყო, სოფლამდე მიიყვანეს …

იცი, რა ხდება შენ ირგვლივ? | ტესტი

„ბათუმელები“ გთავაზობთ ტესტს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გასაცნობად და გასახსენებლად. გაიგე, რამდენად ინფორმირებული ხარ იმ ყველაფერზე, რაც ხდება გარშემო და გავლენას ახდენს შენს ცხოვრებაზე. შედეგები გაგვიზიარე კომენტარებში.  

ცხოველების ქომაგი ინგლისურის მასწავლებელი [ვიდეო]

თეონა ყურშუბაძე ინგლისურის მასწავლებელია ბათუმიდან. 21 წელია, რაც მეორე საჯარო სკოლაში მუშაობს. თეონას ცხოვრება თანაბრად არის დაკავშირებული ბავშვებთან და ძაღლებთან. „ჩემი დამოკიდებულება ბავშვებისადმი და ცხოველებისადმი არის ერთნაირი. ერთნაირად მიყვარს ორივე – ბავშვებიც და ცხოველებიც. ბავშვებიც დაცვას და მზრუნველობას საჭიროებენ. ისევე, როგორც  ცხოველები“, – ამბობს თეონა. დაახლოებით 200 მიუსაფარი ძაღლი და კატა ჰყავს გაჩუქებული. ცდილობს ქუჩაში …

რამდენად რეალურია თურქეთის ნაცვლად კახეთში დასაქმება, რაც მინისტრმა თქვა 

საქართველოს მთავრობა თურქეთში სეზონურად დასაქმებულებს ალტერნატივად კახეთის რეგიონში მუშაობას სთავაზობს. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, მთავრობის შეთავაზებას არანაირი პროგრამის თუ პროექტის სახე არ აქვს და დასაქმების გარანტიას არ იძლევა. ხელისუფლებამ ადამიანებს უბრალოდ უთხრა, რომ კახეთში ამ ეტაპზე დამატებითი მუშახელი სჭირდებათ. მოქალაქეებმა კი, რომლებიც სამუშაოდ თურქეთში ვეღარ გადადიან, სამუშაო, ამ შემთხვევაში კახეთში, თავად უნდა ეძებონ – დაეკონტაქტონ დამსაქმებლებს, …

„ვამბობდი, რომ სპორტსკოლა არ დაინგრეოდა“ – შეწყვეტილი ინტერვიუ მუხრან ვახტანგაძესთან

პარლამენტში მუშაობის ოთხი წლისთავზე ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე „ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის შესახებ“ კანონპროექტს მიიჩნევს ყველაზე მნიშვნელოვნად, რასაც მან ხელი მოაწერა. დეპუტატს ვკითხეთ, კანონის მიღების მიუხედავად, რატომ უარესდება სპორტის ხელმისაწვდომობა ქალაქში, ან რატომ ვერ შესრულდა მისი დაპირება, როცა თქვა, რომ ბათუმში სპორტსკოლა არ დაინგრეოდა. „ბათუმელები“ მუხრან ვახტანგაძეს ტელეფონით ესაუბრა, თუმცა ინტერვიუს ჩაწერის პროცესში დეპუტატმა …

973 ლაბორატორიული კვლევის შედეგი ბათუმში უარყოფითია – კლინიკაში 10 პაციენტი რჩება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 973 ლაბორატორიული კვლევის შედეგი ბათუმში უარყოფითია, ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში მკურნალობის კურსს 10 პაციენტი გადის. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, გია კიკაბიძის თქმით, კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან არცერთც არ აქვს სიცხე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „გუშინ დაუფიქსირდა ორ პაციენტს ტემპერატურა, რის გამოც გაუკეთდათ ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგრამ ანთებითი პროცესი არ …

შსს: ოზურგეთში ქალი დაჭრეს და დააყაჩაღეს

ოზურგეთში სამართალდამცველებმა 1972 წელს დაბადებული მ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ყაჩაღობის დროს გატაცებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. შემთხვევა გუშინ, 24 ივლისს მოხდა. ოზურგეთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე გამოძიების ვერსიით ბრალდებული ყაჩაღურად თავს დაესხა ქალს, ცივი იარაღის გამოყენებით ხელზე ჭრილობა მიაყენა, ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი დახმარება …

თვითდასაქმებულებს კომპენსაციის მისაღებად დარეგისტრირება 1-ელ აგვისტომდე შეუძლიათ

როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოზე თვითდასაქმებულებს კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა 2020 წლის 1-ელ აგვისტომდე [31 ივლისის ჩათვლით] აქვთ. საქართველოში თვითდასაქმებულების რეგისტრაციის ბოლო ვადა 1-ლი ივლისი, საზღვარგარეთ დასაქმებულთათვის კი – 15 ივლისი იყო. რეგისტრაციის ვადა 2020 წლის პირველ აგვისტომდე რომ გაგრძელდებოდა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 9 ივლისს განაცხადა, თუმცა, მთავრობის შესაბამისი დადგენილება 24 ივლისს …

რამდენად საშიშია თუ სახლში ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი გაგიტყდათ

საქართველოში პანდემიამდე წელიწადში დაახლოებით 261, 324 ვერცხლისწყლის შემცველი თერმომეტრი იყიდებოდა. პანდემიის პირობებში თერმომეტრის მოხმარების მაჩვენებელი, ცხადია, გაიზარდა. ხელმისაწვდომი ფასის გამო საქართველოში უმეტესად შუშის თერმომეტრს მოიხმარენ, რომელშიც სახიფათო ნივთიერება ვერცხლისწყალია მოთავსებული. ასეთი თერმომეტრები ადვილად იმსხვრევა და ვერცხლისწყალიც ღია სივრცეში იფრქვევა. ვერცხლისწყალი საკმაოდ პრობლემური ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ცუდად მოქმედებს. რამდენად საშიშია თუ თერმომეტრი …

“შვილების გადასარჩენად” – აქცია ევროპის მოედანზე

“მკვლელი სისტემა”, “ნუ მომკლავ” – ამ და სხვა ლოზუნგებით სოლიდარობის აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე იმართება. აქციის ორგანიზატორია პოლიტიკური მოძრაობა “ლელო საქართველოსთვის”. აქციაზე შეკრებილები აპროტესტებენ კრიმინალური შემთხვევების გახშირებას და თვლიან, რომ ხელისუფლების მუშაობა კრიმინალის წინააღმდეგ არაეფექტურია. “ეს არის სოლიდარობა ყველა ადამიანის მიმართ, რომელიც არის ძალადობრივი სისტემის მსხვერპლი, უსამართლობის და გახშირებული კრიმინალური შემთხვევების მსხვერპლი… ხელისუფლებამ არ უზრუნველყო …

ბათუმის დინამოს ფეხბურთელებმა ახალი სტადიონი დაათვალიერეს

საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე ბათუმის დინამოს ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს ვუმასპინძლეთ. სტუმრებს მინდვრის საფარი, გასახდელები, საშხაპეები და სხვა დასრულებული სამშენებელო სამუშაოები დავათვალიერებინეთ.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაში დამატებით თურქი სპეციალისტები ჩაერთნენ – დეპარტამენტი

გრიგოლეთი-ქობულეთის და ბათუმის შემოვლითი გზების პროექტებში დამატებითი პერსონალი 14-დღიანი კარანტინის გავლის შემდეგ ჩაერთო. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოში თურქეთის  საელჩოსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ხელშეწყობით, შემოვლითი გზის პროექტის განმახორციელებელმა თურქულმა კომპანია POLATYOL-მა, COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციების გათვალისწინებით, უსაფრთოხების დაცვისთვის საჭირო სამოქმედო გეგმა წინასწარ განსაზღვრა. საქართველოს საზღვარზე PCR ტესტის გავლის შემდეგ, თურქულმა კომპანიამ …

ბათუმში ავარიის შედეგად 5 ადამიანი მრავლობითი მოტეხილობით კლინიკებში გადაიყვანეს

ბათუმში ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. მათ მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებათ. როგორც „ბათუმელებს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, დაშავებული სამი მოქალაქე იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი, ერთი – რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კიდევ ერთი კი  -კლინიკა „ბრაზერში“. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებულთა შორის 14, 15 და 17 წლის მოზარდებიც არიან. ერთ-ერთ მათგანს ღია ჭრილობა აღენიშნება. ბათუმში, აღმაშენებლისა და ბაგრატიონის ქუჩების გადაკვეთაზე, მსუბუქი …

სილქ როუდ ჯგუფის განცხადება უცხოელი ბიზნესპარტნიორების ვიზიტთან დაკავშირებით

კომპანია სილქ როუდ ჯგუფის პარტნიორი, ყაზახი ინვესტორი ბატონი ერკინ ტატიშევი,  რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება, ოჯახთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში ჩვენი ერთობლივი მსხვილი საინვესტიციო  პროექტის, ბათუმის „სილქ თაუერის“, შესახებ შეხვედრების და მოლაპარაკებების გასამართად. ბატონი ტატიშევის ვიზიტი შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული უმნიშვნელოვანესი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს საქმიანი ვიზიტების დაშვებას ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის …

შეჯახების შედეგად ბათუმში სამგზავრო მიკროავტობუსი ამოტრიალდა 

ბათუმში, აღმაშენებლისა და ბაგრატიონის ქუჩების გადაკვეთაზე, მსუბუქი ავტომანქანა მიკროავტობუსს დაეჯახა. თვითმხილველის თქმით, შეჯახების შედეგად სამგზავრო მიკროავტობუსი ამოტრიალდა და ავტობუსს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. სასწრაფო სამედიცინო სამსახურში დაშავებულების მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ. „ახლა მივედით ადგილზე“, – გვითხრეს უწყებაში. განახლება შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. მათ შორის 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, …

უსკოს 3 ახალი წევრი აირჩიეს

უმაღლესმა საბჭომ უსკოს სამი ახალი წევრი შეარჩია: ირაკლი გვარჯალაძე [13 ხმა], მარიამ გუგუნავა [15 ხმა] და ნოდარ მელაძე [14 ხმა]. გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა დღეს, 24 ივლისს მიიღეს. დღევანდელ სხდომას  უსკოს წევრობის კანდიდატები არ დასწრებიან. დეპუტატებმა კანდიდატებს გუშინ, 23 ივლისს, მოუსმინეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს სწორედ უმაღლესი საარჩევნო კომისია  ატარებს. აქ სამი ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, …

დაბალი ფასები და ხარისხიანი პროდუქტი – ფარნავაზ მეფის N139-ში მარკეტი „ფარფური“ გაიხსნა

ახალი, რიგით მეორე მარკეტი ბათუმში, ფარნავაზ მეფის 139 ნომერში მდებარეობს. „ფარფური“ მომხმარებელს თავს პროდუქციის ხარისხითა და დაბალი ფასებით ამახსოვრებს. მარკეტში შეგიძლიათ შეიძინოთ ხილი და ბოსტნეული, ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, რძის პროდუქტები, ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები და ყველაფერი, რაც მარკეტზე ფიქრისას თავში გაგიელვებთ.  „ფარფურის“ მარკეტები იმითაცაა გამორჩეული, რომ აქ ღარიბებს პურს უფასოდ აძლევენ. საყოველთაო იზოლაციის დროს, მარკეტებმა 70 …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 ივლისის 21 საათიდან 25 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 20 – 25 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: …

იპოვეს 15 წლის მოზარდი, რომელსაც 5 დღე ეძებდნენ

15 წლის მოზარდი ნინო ჯარიაშვილი, რომელსაც ოჯახი და ახლობლები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ, თბილისში ცოცხალი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 15 წლის მოზარდი გუშინ ღამე იპოვეს. მანამდე მოზარდის მამამ “ტელეკომპანია პირველთან” საუბარში აღნიშნა, რომ შვილის გაუჩინარების შესახებ მოზარდის დედამ ინფორმაცია კვირას, 19 ივლისს შეატყობინა.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი ერთხმად ცნო დამნაშავედ. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 27 ოქტომბერს ბრალდებულმა გ.ნ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მ.კ.-ს გულმკერდისა და წელის არეში დანით მიაყენა ჭრილობები. გ.ი. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე დაიკითხა ათობით მოწმე, გამოკვლეულ იქნა ვიდეოჩანაწერი, ექსპერტიზის დასკვნები, …

ტრაილერის კიდევ ერთ მძღოლს ბათუმში COVID 19 დაუდასტურდა – 24 ივლისი

covid 19-ით ინფიცირება ბათუმში კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. დაინფიცირებული სატვირთო ავტომანქანის თურქი მძღოლია. პაციენტი თავისი სურვილით ცხელების კლინიკიდან თურქეთში გადაიყვანეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 ივლისის მდგომარეობით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 10 პაციენტი გადის, ხოლო ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 25 პირი. დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 596 ლაბორატორიული კვლევის შედეგი …

8 ახალი შემთხვევა ლილოს ბაზრობას უკავშირდება, 3 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია – ეზუგბაია

24 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა ერთი პაციენტი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი 19 შემთხვევიდან 8 შემთხვევა არის ლილოს ბაზრობიდან, 5 შემთხვევა უკავშირდება გაჩიანის კლასტერს, 2 შემთხვევა იმპორტირებულია, აქედან ერთ-ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია. ასევე, ინფიცირებულია ერთი სამედიცინო პერსონალი, სამი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო კი …

ვინ და როგორ აშენებს მომავლის “ოცნების ქალაქს”

ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ დასახლება „ოცნების ქალაქში“ 2000-მდე ოჯახი ცხოვრობს. სახლებს, უმეტესად, რამდენიმე კვადრატული მეტრი ფიცრებისა და თუნუქის ფირფიტებისგან შეკრული შენობები წარმოადგენს. „ოცნების ქალაქი” მჭიდროდაა დასახლებული. აქ მცხოვრები ადამიანები წლებია ითხოვენ ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს. მათ შორისაა მაია ბოლქვაძე. მაია ბოლქვაძე, „ოცნების ქალაქის“ მცხოვრები: „მარტოხელა, მრავალშვილიანი დედა ვარ, მყავს ხუთი შვილი, უფროსი უკვე უნივერსიტეტში სწავლობს, ტყუპები …

„დისტანცირება“ სამარშრუტო ტაქსიში კორონავირუსის პანდემიისას [ფოტოამბავი]

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში ფეხზე მდგომი მგზავრების ტრანსპორტირება მიკროავტობუსში აკრძალულია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თუმცა ცალკეულ სამარშრუტო ხაზზე ბათუმში შეხვდებით ამ რეგულაციის დარღვევის ფაქტს, განსაკუთრებით ხელვაჩაურის მიმართულებით. ეს სამარშრუტო ტაქსი „ბათუმელებმა“ დღეს, 24 ივლისს გადაიღო. გარდა ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანის აკრძალვისა, მიკროავტობუსში არ დაიშვება მგზავრი პირბადის გარეშე, იკრძალება კონდიციონერის გამოყენებაც, ყველა მოძრავი საქარე მინა ღია …

სოფელ ყარაჯალარში კარანტინი გამოაცხადეს – კოვიდ 19

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა. „სოფელ ყარაჯალარის შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ. სამართალდამცველები აკონტროლებენ სოფელთან მისასვლელ მეორეხარისხოვან გზებსაც, რომელთაც მუდმივად ამონიტორინგებენ მობილური ჯგუფები“, – აცხადებს შსს. ამავე წყაროს ცნობით, …

„შვილების გადასარჩენად“ – ბათუმში, ევროპის მოედანზე სოლიდარობის აქცია გაიმართება

„ლელო საქართველოსთვის“ ქალთა საბჭოს წევრების ინიციატივით, ქვეყანაში გახშირებულ საგანგაშო კრიმინალურ შემთხვევებთან დაკავშირებით, დღეს, 24 ივლისს, 20:00 საათზე, ბათუმში ევროპის მოედანზე გაიმართება სოლიდარობის აქცია: “შვილების გადასარჩენად”. ფაქტია, რომ ადამიანებზე ძალადობის ფაქტებმა და მკვლელობების სტატისტიკამ შემაშფოთებელი მასშტაბები შეიძინა. საზოგადოებაში მატულობს დაუცველობის განცდა, შიში ოჯახის წევრების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. სრულყოფილად არ მუშაობს ხელისუფლების არც ერთი რგოლი, არც ერთი უწყება. …

კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა – 24 ივლისის მონაცემები

24 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 1 პაციენტი. დღეის მონაცემებით, 214 პაციენტი მკურნალობს საქართველოს კოვიდცენტრებში. სულ საქართველოში კორონავირუსის 1104 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან გამოჯანმრთელდა – 912, ხოლო გარდაიცვალა 16 პაციენტი. ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებაა, ძირითადად, გარდაბნის რაიონში. ___________ ფოტოზე: ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის სამედიცინო …

რას ამბობს მინისტრი ტიტე აროშიძე თავისი მოადგილის გადაყენებაზე

ჯამბულ ხოზრევანიძე მეორე მოადგილეა, რომელმაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოსტი ისე დატოვა, რომ განმარტება არ გაუკეთებია. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მამუკა თურმანიძემ, რომელმაც მოადგილის პოსტი უფრო ადრე დატოვა, თავად დაწერა განცხადება, ხოლო ჯამბულ ხოზრევანიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრის მიმართვის საფუძველზე გაათავისუფლა. ჯამბულ ხოზრევანიძემ დღეს თქვა, რომ არ იცის, რატომ გაათავისუფლეს. მანამდე კი „ლელოში“ …

როგორ დაიწყო ქედელმა კაცმა ბიზნესი ფეისბუქით, პანდემიის დროს [ფოტო]

„აჭარაში, ქედის რაიონის სოფელ უჩხითში, არაჩვეულებრივი ბიჭი აღმოვაჩინე – რესან ჟოჟაძე, რომელიც ხისგან აი, ასეთ ნივთებს ამზადებს. ბაბუა დურგალი ჰყოლია და დღემდე მისი დანატოვარი იარაღებით მუშაობს…“ –  ეს პოსტი „ფეისბუქის“ მომხმარებელმა ნინო კვაჭანტირაძემ გამოაქვეყნა და ამ ჭურჭლის ფოტოებიც თან დაურთო. რესანის ნამუშევრები ნინომ  მეგობრებს ურჩია დაინტერესდნენ ამ ნივთებით, რადგან ჭურჭელი ეკოლოგიურად სუფთა მასალისგანაა დამზადებული და …

Exit mobile version