ოჯახი 36 წლის საბა ხარებავას ეძებს. ოჯახის ინფორმაციით, საბა ხარებავა 13 აგვისტოს, საღამოს 7 საათზე, ბათუმში დაიკარგა. ამ დღის შემდეგ ის ოჯახს აღარ დაჰკავშირებია. „ოჯახი დიდი შეშფოთებით ეძებს მას და თითოეული ინფორმაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დაკარგვის დღეს ეცვა: შავი შარვალი და შავი პერანგი (მკლავებზე აკეცილი), შავი ადიდასის ბოტასები. გთხოვთ ყურადღებით დაათვალიეროთ ფოტო, რომელიც პოსტს ერთვის. …
Category Archives: სიახლეები
რას წერს თურქული მედია სარფის საბაჟოზე შეფერხებების მიზეზზე
სარფის საბაჟოზე, თურქეთის მხარეს არსებული ტექნიკური გაუმართაობის გამო მგზავრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. თურქული მედიის თანახმად, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ტექნიკური შეფერხების მიზეზი თურქეთის მხარეს დაზიანებული სამგზავრო ესკალატორებია. სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მომუშავე თურქი ოფიციალური პირები თურქულ მედიასთან ესკალატორების მწყობრიდან გამოსვლის მიზეზად მძიმე ტვირთს ასახელებენ, რომელსაც საზღვარზე თვითდასაქმებულები აწყობენ. „როგორც ირკვევა, მგზავრები და მოვაჭრეები ხშირად ათავსებენ მოძრავ …
Continue reading “რას წერს თურქული მედია სარფის საბაჟოზე შეფერხებების მიზეზზე”
ლავროვის მორიგი ტყუილი: კრემლის მიზანი ყირიმის და დონბასის მიტაცება არ ყოფილა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ „კრემლის მიზანი არ ყოფილა რომელიმე ტერიტორიის მიტაცება“ და მისი „მთავარი ამოცანა რუსი ხალხის დაცვა იყო“. „ჩვენ არასდროს გვისაუბრია იმაზე, რომ რაღაც ტერიტორიების მიტაცება გვჭირდება. არც ყირიმი, არც დონბასი და არც ნოვოროსია, როგორც ტერიტორიები, არასდროს ყოფილა ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანი იყო იმ ხალხის, რუსი ხალხის დაცვა, …
Continue reading “ლავროვის მორიგი ტყუილი: კრემლის მიზანი ყირიმის და დონბასის მიტაცება არ ყოფილა”
აგვისტოში ბათუმის ბულვარში ელექტრომობილით გადაადგილებისთვის 25 პირი დააჯარიმეს
მოქალაქეები ძველ ბათუმში კვადროციკლების და ელექტრომობილების გადაადგილების წესის დარღვევაზე საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილებით გადაადგილება მხოლოდ ახალ ბულვარში დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიამდეა დაშვებული, დარღვევების შემთხვევები ძველ ბათუმში მაინც ფიქსირდება. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2025 წლის აგვისტოში კვადროციკლების და ელექტრომობილების გადაადგილების წესის დარღვევისთვის 25 პირი დააჯარიმეს. საერთო ჯამში სხვადასხვა დარღვევისთვის ბულვარის მონიტორინგის სამსახურმა 70 დარღვევა გამოავლინა გასულ …
Continue reading “აგვისტოში ბათუმის ბულვარში ელექტრომობილით გადაადგილებისთვის 25 პირი დააჯარიმეს”
„არ მქონია პირდაპირი კომუნიკაცია, მას ტელეფონი არ აქვს“ – კობახიძე თორნიკე რიჟვაძეზე
„ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ დღეს, 19 აგვისტოს, „ტვ პირველთან“ თქვა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან არ უსაუბრია, რადგან რიჟვაძეს „ტელეფონი არ აქვს“. „მე არ მქონია პირდაპირი კომუნიკაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ამის ტექნიკური საშუალება არ იყო, ტელეფონი მას არ აქვს. თუმცა ჩვენ მუდმივად ვკითხულობთ მისი ჯანმრთელობის ამბავს და გვიხარია, რომ ყველაფერი მიდის ძალიან კარგი …
საქართველოდან ყველაზე მეტი საქონელი წელს რუსეთში გავიდა – 7 თვის მონაცემები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატის] წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ყველაზე მეტი საქონელი რუსეთში გავიდა – 385,6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების. ამ კუთხით მეორე ადგილზეა თურქეთი – 175,2 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო მესამეზე – ჩინეთი – 168,8 მილიონი აშშ დოლარი. „2025 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში [ექსპორტი რეექსპორტის გარეშე], …
Continue reading “საქართველოდან ყველაზე მეტი საქონელი წელს რუსეთში გავიდა – 7 თვის მონაცემები”
ინვესტორები აჭარაში ქონების შეძენით აღარ ინტერესდებიან
აჭარაში ინვესტორები ქონების შეძენით აღარ ინტერესდებიან – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ არაფინანსური აქტივების ნაწილში გეგმა ისევ ვერ შეასრულა. ორი კვარტლის ანგარიშის მიხედვით, ამჯერად შესრულების წილი გაცილებით დაბალია, ვიდრე იყო წინა წლებში. 2025 წლის 2 კვარტლის გეგმა 68 მილიონი ლარი იყო ფაქტობრივი შესრულება 4 მილიონი ლარია. არაფინანსური აქტივებიდან მიღებული შემოსავალი იგივეა, რაც სახელმწიფო ქონების გაყიდვით …
Continue reading “ინვესტორები აჭარაში ქონების შეძენით აღარ ინტერესდებიან”
ბათუმში ელექტროსკუტერები ისევ ქაოსურად მოძრაობენ – მერიამ რეგულაცია ვერ შეიმუშავა
ბათუმის მერია ქალაქს ელექტროსკუტერით მოძრაობის რეგულაციების შემუშავებას 2024 წელს დაჰპირდა, თუმცა უშედეგოდ. 2025 წლის აგვისტოში მერიაში პასუხი არ აქვთ კითხვაზე – ამ დრომდე რატომ ვერ შეიმუშავეს ელექტროსკუტერით მოძრაობის წესები ქალაქში. ბათუმში წელს ელექტროსკუტერების რაოდენობა გაიზარდა და მათი მოძრაობა კიდევ უფრო ქაოსური გახდა. ზოგ შემთხვევაში მოქალაქეები ელექტროსკუტერს სამსახურში მისასვლელადაც კი იყენებენ, თუმცა ტროტუარებზე არსებული ქაოსის გამო, …
Continue reading “ბათუმში ელექტროსკუტერები ისევ ქაოსურად მოძრაობენ – მერიამ რეგულაცია ვერ შეიმუშავა”
ზელენსკიმ გაასაჯაროვა უსაფრთხოების გარანტიებზე საკუთარი მოთხოვნების დეტალები
აშშ-ში მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიფინგზე უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ისაუბრა. ზელენსკი არ ელის, რომ „გადაწყვეტილების მიმღები კოალიციის“ ყველა მონაწილე უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში უკრაინაში სამხედრო კონტინგენტს გაგზავნის. ზელენსკის თქმით, მის მიერ მომზადებულ პაკეტი, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს ეხება, გარკვეულ ვალდებულებებს მხოლოდ იმ სახელმწიფოებს აკისრებს, რომლებიც ნებაყოფლობით შეუერთდნენ ე.წ. „გადაწყვეტილების მიმღებ კოალიციას“. „ჩვენ ვილაპარაკებთ 30 …
Continue reading “ზელენსკიმ გაასაჯაროვა უსაფრთხოების გარანტიებზე საკუთარი მოთხოვნების დეტალები”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 აგვისტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 071 780 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890] ტანკი – 11 118 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 23 148 ერთეული [+0] საარტილერიო სისტემა – 31 698 ერთეული [+66] MLRS – 1 470 ერთეული [+1] …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 აგვისტო”
„ოცნების მიზანია ჩატყდეს ხიდები ევროპასთან. პროპაგანდამ მენტალური ნაგავი ზედაპირზე ამოიტანა“ – ინტერვიუ
„არ ჩანს არანაირი პერსპექტივა, რომ „ქართული ოცნების“ და მასთან დაკავშირებული ინტერესთა ჯგუფების მხრიდან, ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხე იქნება არიდებული“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ვიქტორ ყიფიანი, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე. როგორ აშორებს „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროკავშირს, დასავლეთს და რა უნდა გააკეთონ საქართველოს მოქალაქეებმა ამ დაშორების პრევენციისათვის – ეს არის საკითხები, რომელზეც „ბათუმელები“ ვიქტორ ყიფიანს ესაუბრა. ბატონო ვიქტორ, როგორ …
რას უპირებს ნარკომომხმარებლებს „ოცნება“ რუსული მოდელით – „ყირიმის მაგალითი გველის“
„ყველა ნაბიჯი მიუთითებს სავალდებულო მკურნალობისკენ – ეს არის რუსული ნარატივი. რუსული ნარატივია იმის თქმაც, რომ ჩანაცვლებითი თერაპია ლეგალური ნარკომანიაა. ეს ადამიანები არიან სახელმწიფოსთვის არასაინტერესო. ესაა ყველაზე დიდი უბედურება! ეს პროგრამები, როგორც ჩანს, მალე დაიხურება,“ – ამბობს ექიმი-ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე. იგი სამედიცინო ცენტრის „ურანტის“ ხელმძღვანელია და მას „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილებაზე ვესაუბრეთ, რომლის მიხედვითაც ჩანაცვლებითი პროგრამით …
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – თბილისში 21 აგვისტოს ფარნების მარში გაიმართება
21 აგვისტოს, ხუთშაბათს, 20 საათზე, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ფარნების მარში და ფოტოგამოფენა გაიმართება დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად. „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – ესაა მარშის მთავარი გზავნილი და ასე ეწოდება ონლაინმედიების საერთო კამპანიას, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა. „მოდი მედიის მხარდასაჭერად მარშზე ფარნით და გაანათე გზა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე! მოდი მარშზე, მოიტანე ფარანი და …
Continue reading “„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – თბილისში 21 აგვისტოს ფარნების მარში გაიმართება”
„აქ ადამიანები შიშით იღვიძებენ, კალაძისნაირები კი უკვე ცხოვრობენ ევროპაში“ – მასწავლებელი
„ბებიაჩემმა ამ შეგნებით გამზარდა, რომ რუსეთი მტერია, რადგან ჩემი წინაპრები კომუნისტებმა დახვრიტეს, ჩემი ორი ბიძა აფხაზეთში მოკლეს, ჩემი თანამემამულეები კი გამოყარეს აფხაზეთიდან. შეუძლებელია იმის დავიწყება, რაც რუსებმა თუნდაც ამ 20 წლის განმავლობაში გაგვიკეთეს. ამიტომ, კალაძის ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი, რომელიც ამბობს, რომ თურმე ვიზალიბერალიზაციას ევროპა შანტაჟისთვის იყენებს, მტერს კი გულშემატკივრობს. მე ვერ ვიცხოვრებდი იმ ტვირთით. …
როგორია თეთრ სახლში დღევანდელი შეხვედრების განრიგი საქართველოს დროით
დღეს, 18 აგვისტოს, საქართველოს დროით 20:00 საათზე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს შეხვდება, შეხვედრაში მონაწილეობას ევროპისა და NATO-ს წამყვანი ლიდერებიც მიიღებენ. განხილვის მთავარი თემა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ალასკას სამიტზე წამოყენებული პირობებია. აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციაში 20:00 საათზე სტუმრად მივლენ ევროპული ქვეყნების ლიდერები, ევროკავშირისა და NATO-ს ხელმძღვანელები. მათ შორის: ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ …
Continue reading “როგორია თეთრ სახლში დღევანდელი შეხვედრების განრიგი საქართველოს დროით”
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია
ლიტერატურული პრემია „საბას” ჟიურიმ „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 81 საკონკურსო წიგნიდან 10 ფინალისტი გამოვლინდა. 2025 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების სია უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ ნომინაციის გამარჯვებული, ტრადიციულად, სხვა გამარჯვებულების გამოვლენის პარალელურად გახდება ცნობილი. ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები …
Continue reading “„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია”
ჯანმო: ბუნებრივი კატასტროფები ევროპაში, ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობაა
ბოლო 20 წლის განმავლობაში სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობა ევროპაში 30%-ით გაიზარდა. 2022 და 2023 წლებში 35 ქვეყანაში ერთად აღრიცხული იყო 100 000-ზე მეტი გარდაცვალება. „მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი მომავალ წლებში გაიზრდება,“ – იუწყება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული კრიზისი აღარ არის შორეული საფრთხე ან სეზონური ხასიათის ზიანი. „ეს არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის …
Continue reading “ჯანმო: ბუნებრივი კატასტროფები ევროპაში, ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობაა”
ოთო ქათამაძე თურქეთში გადაიყვანეს, მისი სიცოცხლის გადასარჩენად თანხის შეგროვება გრძელდება
ბათუმელი რეჟისორი, დრამატურგი და მსახიობი ოთო ქათამაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ოჯახი მკურნალობისთვის საჭირო თანხის შეგროვებას აგრძელებს. „ძალიან მძიმედაა საქმე, ინფექცია მძვინვარებს და ჯერჯერობით არ იხევს უკან… გამთენიას ოთია გადაიყვანეს ქალაქ სამსუნის ერთ-ერთ კლინიკაში, მის მდგომარეობაში სტამბული გამოირიცხა. იმგზავრა ნორმალურად, უკვე ადგილზეა. თურქი ექიმები შეაფასებენ მდგომარეობას და დაისახება მკურნალობის კონკრეტული გეგმა. დეტალები ჯერ …
ხარკოვში რუსეთის დარტყმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის წლინახევრის ბავშვი
უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში, რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. დღეს, 18 აგვისტოს, დილით, მაშველებმა ხარკოვში სახლის ნანგრევებში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს – დაღუპულთა რიცხვმა ხუთს მიაღწია. უკრაინული მედიის, „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია, წლინახევრის გოგონა. დაშავდა 17 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვია. რუსეთმა ხარკოვის სამრეწველო რაიონებზე „შაჰედებით“ შეტევა 17 აგვისტოს, ღამით განახორციელა. ერთი …
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკრგებზე ომში – 18 აგვისტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 070 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +940] ტანკი – 11 118 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 148 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 31 632 ერთეული [+43] MLRS – 1 469 ერთეული [+1] …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკრგებზე ომში – 18 აგვისტო”
ბათუმში მატარებელი ბავშვს დაეჯახა – მას ოპერაცია უტარდება
ბათუმში, ბონის დასახლებაში, მატარებელმა ბავშვს ფეხზე გადაუარა. დაშავებული ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ბათუმელებს“ უთხრეს, დაშავებულ ბავშვს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. შემთხვევა დღეს, 17 აგვისტოს, საღამოს საათებში მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. __________________ მსგავს თემაზე: …
Continue reading “ბათუმში მატარებელი ბავშვს დაეჯახა – მას ოპერაცია უტარდება”
„როგორც გადმოცემით ვიცი, გოცირიძეს თან ჰქონდა დანა“ – აქციაზე დაკავებულების ადვოკატი
დღეს, 17 აგვისტოს, სამოქალაქო აქტივისტებს, თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს, ბრალი წარუდგინეს. როგორც აქტივისტების ადვოკატი, ომარ ფურცელაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, აქტივისტებს ბრალი წარდგენილი აქვთ სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ბ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობას. ადვოკატის განცხადებით, დაკავებული აქტივისტები ბრალს არ აღიარებენ. ადვოკატის თქმით, თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს ვინმე ბექა გოცირიძე უჩივის, რომელიც რუსეთაველის პროტესტში …
პოლონელმა მოხალისე ვეტერინარებმა მარტვილში ძაღლები და კატები გაასტერილეს
პოლონელმა მოხალისე ვეტერინარების ჯგუფმა, მარტვილში 185 მიუსაფარი ძაღლი და კატა გაასტერილეს. როგორც მოხალისეების მასპინძელმა, მარიამ შეყილაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, პოლონელმა მოხალისეებმა ფაქტობრივად ის საქმე გააკეთეს, რაც ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა გაეკეთებინა, თუმცა არ აკეთებს. მისი თქმით, მოხალისე ვეტერინარებმა ცხოველების გასტერილება საველე პირობებში შეძლეს. „პროცედურები ოთხ დღეს გაგრძელდა და მთლიანობაში წარმოუდგენელი რაოდენობა – 185 ცხოველის სტერილიზაცია მოხერხდა. შარშან …
Continue reading “პოლონელმა მოხალისე ვეტერინარებმა მარტვილში ძაღლები და კატები გაასტერილეს”
მერცი და ფონ დერ ლაიენი დაესწრებიან ზელენსკი-ტრამპის შეხვედრას ვაშინგტონში
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკებებში. შეხვედრა ვაშინგტონში ხვალ, 18 აგვისტოს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, როგორც გერმანიის ფედერალური მთავრობის პრესსამსახური, ისე თავად ურსულა ფონ დერ ლაიენი. „ფედერალური კანცლერი ფრიდრიხ მერცი ორშაბათს გაემგზავრება ვაშინგტონში, …
Continue reading “მერცი და ფონ დერ ლაიენი დაესწრებიან ზელენსკი-ტრამპის შეხვედრას ვაშინგტონში”
ევროპელი ლიდერები ზელენსკისთან ერთად აშშ-ში მიდიან მისი პოზიციების გასამყარებლად – Politico
უკრაინის ევროპელი მოკავშირეები გეგმავენ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში გაჰყვნენ, რათა გააძლიერონ მისი პოზიციები დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დროს და თავიდან აიცილონ თეთრ სახლში კონფლიქტის გამეორება. ამის შესახებ „უკრაინსკა პრავდა“ გამოცემა Politico-ზე დაყრდნობით წერს. ევროპელი დიპლომატებისა და ინფორმირებული წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ ევროპა ცდილობს თავიდან აიცილოს „ჩასაფრება“ ზელენსკისთვის, რამაც შესაძლოა პრეზიდენტებს შორის ურთიერთობა დააზიანოს ამ მგრძნობიარე …
როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 აგვისტოს 21 საათიდან 18 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 27 – 32 გრადუსი სითბო ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო …
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 აგვისტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 069 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +900] ტანკი – 11 116 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 23 143 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 31 589 ერთეული [+49] MLRS – 1 468 ერთეული [+1] …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 აგვისტო”
პუტინს სურს უკრაინაში რუსული ენის ოფიციალური სტატუსი და არ სურს შეხვდეს ზელენსკის – NYT
„უკრაინსკა პრავდა“ ამერიკული გამოცემა „The New York Times“-ზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ალასკაზე გამართული შეხვედრის დროს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოითხოვა შემდეგი გარანტიები: რუსულ ენას უკრაინაში ოფიციალური სტატუსი მიენიჭოს და უზრუნველყოფილი იქნას რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის უსაფრთხოება. ამასთან, პუტინი ამ ეტაპზე უარს ამბობს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე. „პუტინმა მოითხოვა გარანტიები, რომ რუსულ …
„პუტინმა გაცილებით მეტი სარგებელი მიიღო, ვიდრე ტრამპმა“ – ინტერვიუ ანკორიჯის შეხვედრაზე
„პუტინმა რეალურად ტრამპი საკუთარი თამაშის ნაწილად აქცია, რადგან მან მიიღო ის, რაც უნდოდა მიეღო, ტრამპმა ვერ მიიღო ის, რაც მის გეგმაში შედიოდა“, – ამბობს მიხეილ სარჯველაძე, პოლიტიკის ექსპერტი „ბათუმელებთან“. რა აჩვენა ტრამპისა და პუტინის შეხვედრამ ქალაქ ანკორიჯში და რას შეიძლება ველოდეთ ტრამპისგან? – ამ თემაზე ვესაუბრეთ მიხეილ სარჯველაძეს. ბატონო მიხეილ, რა შთაბეჭდილება დაგრჩათ აშშ-ს პრეზიდენტის …
„სამხედრო მოქმედების შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა კიევსა და ევროპას“ – მედვედევი ალასკის შეხვედრაზე
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ექსპრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი თავის შეფასებას აქვეყნებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესახებ. მისი აზრით, ალასკაში გამართულ შეხვედრაზე რუსეთსა და აშშ-ს შორის აღდგა მაღალი დონის დიალოგის მექანიზმი. მისი თქმით, საუბარი „მშვიდ გარემოში, ულტიმატუმებისა და მუქარების გარეშე“ წარიმართა. მედვედევის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტს პირადად და დეტალურად გააცნო მოსკოვის პირობები …
როგორ მუშაობენ „ბებოებად გადაცმული“ ტროლები – ქართველი პროპაგანდის ევოლუცია
სოციალური ქსელები საქართველოში რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ველია. საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებასა და ონლაინ სივრცეში, “ქართული ოცნებისთვის” სასურველი, ალტერნატიული რეალობის შესაქმნელად პროსახელისუფლებო მედია, ყალბი პროფილები და კოორდინირებული კამპანიები გამოიყენება. ამის ნათელი მაგალითია “ქართული ოცნების” მიერ დაპატიმრებული ადამიანების წინააღმდეგ, გააქტიურებული დისკრედიტაციის კამპანიები – აუცილებლად შეამჩნევდით პოლიტპატიმრებისა და აქტივისტების შესახებ გავრცელებულ პოსტებზე, ზიზღის ენით დაწერილ …
Continue reading “როგორ მუშაობენ „ბებოებად გადაცმული“ ტროლები – ქართველი პროპაგანდის ევოლუცია”
არ მიიღოთ „უცხო ინტერესების გამტარებლის“ ყალბი და შეურაცხმყოფელი იარლიყები – განცხადება
დღეს, 16 აგვისტოს, 34-მა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ სოლიდარობის წერილი გაავრცელა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი, რომლებსაც „ქართული ოცნების“ ანტიკორუფციული ბიურო, ე.წ „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევაში ადანაშაულებს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებით ემუქრება. განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენ, ხელმომწერი სამოქალაქო ორგანიზაციები, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც ანტიკორუფციული ბიურო ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევაში …
ავარია ქობულეთი-ბათუმის ავტობანზე – დაიღუპა 1 ადამიანი
ავარია მოხდა ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, რამდენიმე დაშავებული კი კლინიკაშია გადაყვანილი. ავარიის გამო მოძრაობა გარკვეული დროით შეფერხებულიყო იყო ავტობანზე. შსს-ს ინფორმაციით გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლის 6 ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. შემთხვევა …
Continue reading “ავარია ქობულეთი-ბათუმის ავტობანზე – დაიღუპა 1 ადამიანი”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 აგვისტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 069 050 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010] ტანკი – 11 112 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 23 135 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 31 540 ერთეული [+42] MLRS – 1 467 ერთეული …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 აგვისტო”
„ოცნების“ შემწირველი სარფში მასშტაბური კომპლექსის აშენებას გეგმავს
სარფის მთაზე „ოცნების“ მხარდამჭერი ბიზნესმენის, გურამ ჯიჯავაძის კომპანია, „გურუ ინვესტი“ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. მერიაში წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად საპროექტო ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები უნდა განათავსონ. მშენებლობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში 7 ნაკვეთზე იგეგმება, კომპანია სამომავლოდ მათ გაერთიანებას გეგმავს. ნაკვეთების ფართობი ჯამში ერთ ჰექტარზე მეტია [10 604 კვ.მეტრი] სამშენებლო ნაკვეთები ერთი მხარეს კერძო საკუთრებას, მეორე მხარეს …
Continue reading “„ოცნების“ შემწირველი სარფში მასშტაბური კომპლექსის აშენებას გეგმავს”
„ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას“ – ინტერვუ NGO-ების ხელმძღვანელების პატიმრობით მუქარაზე
„ყველა სამართლებრივი მექანიზმი, რაც არსებობს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაქსიმალურად გამოვიყენებთ. დანარჩენს შევხედავთ, პროცესი როგორ განვითარდება,“ – ამბობს ლევან ნატროშვილი. მან და კიდევ 5-მა სამოქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა საქართველოში რაჟდენ კუპრაშვილის უწყებიდან წერილი მიიღო. ლევან ნატროშვილი არ გამორიცხავს, რომ დიქტატურის დამყარების გზაზე ივანიშვილის შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა სამოქალაქო ორგანიზაციების ლიდერების დაპატიმრება იყოს. რას აპირებენ სამოქალაქო ორგანიზაციები? …
Continue reading “„ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას“ – ინტერვუ NGO-ების ხელმძღვანელების პატიმრობით მუქარაზე”