რატომ ექაჩება „ბნელეთის იმპერიისკენ ოცნება ქვეყანას“ და გვაშორებს ევროპას“ – ნიკოლოზ ალავიძე

„ქართული ოცნება“ გვაშორებს ევროპას, ნამდვილად გვაშორებს. გვაშორებს ღია და შეფარული მიდგომებით, მეთოდებით და აღსრულების პოლიტიკით. გვაშორებს ფარულადაც, პროპაგანდით. პროპაგანდით, რომელიც ემსახურება ნეგატიური კონტექსტის შექმნას, ჭიქაში ქარიშხლის გაჩენას, მოწყვლად მოსახლეობაში ემოციური პოსტულატებით არარსებული რეალობის შესახებ მითის შექმნას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ანალიტიკური ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი ანტრეპრენერი, ნიკოლოზ ალავიძე. ნიკოლოზ ალავიძის თქმით, …

„კრიზისიდან გამოსვლა არ არის ოცნების ინტერესში“ – ლია მუხაშავრია უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე

„ძალიან იოლია რაღაცის დაკარგვა, ამ მნიშვნელოვანი უფლების მოპოვება კი, შეიძლება შეუძლებელი აღმოჩნდეს,“ – ამბობს ადვოკატი ლია მუხაშავრია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე. „31 აგვისტომდე ვადა და პირობა დადებული აქვს არა მხოლოდ საქართველოს მთავრობას, რომელსაც კონკრეტული მოთხოვნები წაუყენა ევროკავშირმა, არამედ ეს არის მოთხოვნები ჩვენს მიმართ – ქართული საზოგადოების თითოეული წევრის მიმართ. მხოლოდ და მხოლოდ გონიერება, ორგანიზებულობა …

დამღუპველია – შალვა შავგულიძე ევროპასთან უვიზოს შესაძლო გაუქმებაზე

„დამღუპველია“ – უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე საუბრის დროს ცნობილი უფლებადამცველი და ადვოკატი შალვა შავგულიძე ხშირად ამ სიტყვას ახსენებს და ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა ევროინტეგრაციაშია. „მენტალურად როგორია შენი ცხოვრების წესი, შეგიძლია იმ სამყაროს ნაწილი გახდე, მიუხედავად შენი გეოგრაფიული მდგომარეობისა. ამ მომენტის ხელიდან გაშვება და ისევ არაპროგრესულ, დამღუპველ, უმომავლო, რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეში დარჩენა, …

„ბათუმში 38 ბაღიდან 12 ახალ სასწავლო წელს ვერ შეხვდება ნორმალურ მდგომარეობაში“ – „ლელო“

„ახლა ვიმყოფებით ქალაქ ბათუმის 34-ე ბაღთან, რომელიც 2018 წელს დიდი ზარზეიმით გაიხსნა. მასში მილიონობით ლარი გაიხარჯა და დღეს ეს ბაღი არის ავარიულ მდგომარეობაში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ საბავშვო ბაღებიც კი ჩვენი ხელისუფლებისთვის გახდა კორუფციის წყარო,“ – პარტია „ლელო“ ბათუმში არსებულ საბავშვო ბაღების პრობლემაზე საუბრობს. დღეს, 12 აგვისტოს, „ლელოს“ წევრებმა თამარის დასახლებაში მდებარე 34-ე საბავშვო ბაღთან …

დუგინი ალიევსა და ფაშინიანზე: „თვალსაჩინოდ უნდა დაისაჯონ, ყველაფერი დავკარგეთ“

პუტინის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი, კრემლის წამყვანი პროპაგანდისტების მსგავსად აღშფოთებულია ტრამპის შუამავლობით სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების გამო. პროპაგანდისტული მედია „ცარგრადი“, რუბრიკაში „დუგინის დირექტივა“ ციტირებს პროპაგანდისტს: „ამ შეთანხმების ვაშინგტონში დადება ჩვენი უმნიშვნელობის მაჩვენებელია, რომ ჩვენ არაფერს ვაკონტროლებთ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი“. „ჩვენ არ გვინდა სისხლი, ჩვენ არ გვინდა ძალადობა, მაგრამ გვინდა სამართლიანობა. როცა ვხედავთ, რომ …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 065 220 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980] ტანკი – 11 098 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 23 119 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 31 406 ერთეული [+26] MLRS – 1 464 ერთეული [+2] …

რა დაამარცხებს რუსეთს სამხრეთ კავკასიაში, სადაც ის მათრახსა და თაფლაკვერს იყენებს – ინტერვიუ

სამხრეთ კავკასიაში გააქტიურებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ რუსეთი რამდენიმე საერთო წესით ცდილობდა ამ დრომდე კონტროლის შენარჩუნებას: მაგალითად, სომხეთს და საქართველოს ეუბნება, რომ ევროპა გარყვნილია, იდენტობას დაგაკარგვინებთ, აზერბაიჯანელებს კი, გაყალბებული სტატისტიკით აფრთხობს: რუსეთში ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი ცხოვრობს! ხომ არ გეცნობათ იგივე გზავნილი საქართველოში? – რუსეთში მილიონამდე ქართველი ცხოვრობს. ამ დროს რეალური მონაცემები არავის დაუთვლია. „მათრახი და თაფლაკვერი“ …

„საქართველოს ხიფათი ელის წულუკიანის კომისიის დასკვნის შემდეგ“ – ინტერვიუ

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ წულუკიანის დასკვნა იქნება ტოლფასი ორჯონიკიძის ცნობილი დეპეშისა, რომ „თბილისის თავზე ფრიალებს საბჭოთა დროშა“, – ამბობს პოლიტოლოგი ლელა ჯეჯელავა „ბათუმელებთან“. მას ვთხოვეთ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დღეს, 11 აგვისტოს გაკეთებული განცხადების შეფასება, სადაც მან არაერთხელ გაიმეორა, რომ „სააკაშვილი იყო მოღალატე“, „უცხოური აგენტი“ და რომ სწორედ მან დაიწყო 2008 წლის ომი. რატომ …

ენმ-ის კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი “ოცნების” ბათუმის მერობის კანდიდატი გახდა

დღეს, 11 აგვისტოს, „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმში მერობის კანდიდატად გიორგი ცინცაძე დაასახელა. გიორგი ცინცაძე 39 წლის ფინანსისტია, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდიდან მოყოლებული საჯარო სექტორშია, მაღალ თანამდებობებზე. კერძოდ, გიორგი ცინცაძე 2008-2011 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობას, ხოლო 2011-2018 წლებში იყო საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოპერატიული დირექტორატის სამმართველოს უფროსი. …

„ძალიან ბევრ ქართველ ბავშვს აჩუქა ავსტრიამ სიცოცხლე“ – ემიგრანტი

„ჩამოსვლას ვაპირებდი მოგვიანებით, მაგრამ, როცა გავიგე მზია ამაღლობელის სასამართლოს დასკვნითი სხდომა იყო ჩანიშნული, სწრაფად დავასრულე ყველა საქმე, რომ აქ ვყოფილიყავი. ჩემი ვალია, რომ ამ დღეს აქ ვიდგე და დემოკრატიის დანგრევას ავსტრიიდან არ ვუყურო, იმიტომ, რომ დემოკრატიის დანგრევა ნიშნავს ყველანაირი უფლების წართმევას.“ – გვითხრა მაკა ხომერიკმა. მას ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შევხდით. ემიგრაციიდან დაბრუნებული ახალგაზრდა ქალი „ბათუმელებისა“ …

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია

ხშირად გვესმის, რომ ყოველი ადამიანი საკუთარი ცხოვრების პერსონალურ ამბავს ქმნის. ამ გზის ერთგული მეგზური, რომელიც ჩვენი მიზნებისკენ შეუპოვარი სწრაფვის პროცესში მარტო არასდროს გვტოვებს – განათლებაა. განათლება, როგორც საკუთარი თავის პოვნის, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებისა და ზოგჯერ უბრალოდ დაჯერების მთავარი ინსტრუმენტია. თიბისიშიც ამის სჯერათ და ამიტომ, განათლებით საკუთარი ამბის შექმნაში აქტიურად ეხმარებიან ახალგაზრდებს და სწორედ ამ მიზნით …

როდის დაიწყება ახალი ფორმის პირადობისა და პასპორტის გაცემა

საქართველოში ახალი ფორმის პირადობის მოწმობისა და პასპორტის გაცემა 2025 წლის 4 ივნისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ეს ვადა ჯერ 1-ელ აგვისტომდე გადაწიეს, მოგვიანებით კი 6 ოქტომბრამდე. ამასთან, ძველი ფორმის დოკუმენტების გაცემის ვადა გაახანგრძლივეს 2026 წლის იანვრამდე. იუსტიციის მინისტრის მიერ 5 თვის წინ გამოცემული შესაბამისი ბრძანებების მიუხედავად, დღემდე უცნობია როდის დაიწყებენ ახალი დიზაინის მოწმობებისა და პასპორტების გაცემას. …

„რუსული კანონის“ საქმეზე 19-მა ჟურნალისტმა და ოპერატორმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

„მედიაომბუდსმენის“ ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საქმე გაიგზავნა. 2023 წლის მარტში, „ქართული ოცნების“ მიერ „რუსულ კანონის“ მიღების მცდელობას მოჰყვა მასობრივი საზოგადოებრივი პროტესტი. მასშტაბური აქციების გაშუქებისას, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელი შეუშალეს. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, ტექნიკის ჩამორთმევას და დაზიანებას. ძალადობის ფაქტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებდა, რომელიც 2025 წელს გაუქმდა და …

სალავიოვი სამხრეთ კავკასიაზე: შეიძლება უკრაინა არ აღმოჩნდეს ჩვენი თაობის ბოლო სამხედრო ოპერაცია

კრემლის პროპაგანდისტმა ვლადიმერ სალავიოვმა თავის საავტორო გადაცემაში თქვა, რომ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები იმდენად „სახიფათოა“, რომ შესაძლოა, უკრაინის ომი არ აღმოჩნდეს ამ თაობის უკანასკნელი „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ – სწორედ ასე უწოდებს კრემლი უკრაინაზე რუსეთის სრულმასშტაბიან თავდასხმას.  „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ის, რაც აქ, სამხრეთ კავკასიაში ხდება, ძალიან დიდი პრობლემაა. შესაძლოა მალე კასპიის ზღვა აღმოჩნდეს ისეთ …

ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ცინცაძე იქნება

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ცინცაძე იქნება. ინფორმაცია მერობის კანდიდატის შესახებ ოფიციალურად დაადასტურა “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. გიორგი ცინცაძე ამ დრომდე აჭარის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. ის ამ პოსტზე აჭარის მთავრობაში მას შემდეგ დაინიშნა, რაც თორნიკე რიჟვაძე მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა და მის ნაცვლად სულხან თამაზაშვილი დანიშნეს. 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი …

ვინ იქნებიან “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატები მუნიციპალიტეტებში

„ქართულმა ოცნებამ“ აჭარის მუნიციპალიტეტებში დღეს, 11 აგვისტოს, მერობის კანდიდატები დაასახელა. ოფიციალურ წარდგენამდე, მოსახლეობამ მუნიციპალურ ცენტრებში გამოკრული დიდი სარეკლამო ბანერებით გაიგო, ვინ იყრიდა კენჭს “ოცნებიდან” მათი ქალაქის მერის პოზიციაზე. ქობულეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ირაკლი ცეცხლაძე იქნება. ირაკლი ცეცხლაძე 14 მაისს დაინიშნა ქობულეთის მერის მოვალეობის შემსრულებლად, მას შემდეგ რაც არჩეული მერი, ლევან ზოიძე თანამდებობიდან გადადგა. ლევან …

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი სამხარაულის ბიუროს ხელმძღვანელად ინიშნება

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მურვანიძე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელად ინიშნება. ინფორმაციას ამის შესახებ პროსამთავრობო არხები „რუსთავი 2“ და „იმედი“ ავრცელებენ. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი მურვანიძე 14 მაისს დანიშნეს. გიორგი მურვანიძე მანამდე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამის გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე …

6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთში – ერთი ადამიანი დაიღუპა

თურქული მედიის ცნობით, თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში, 10 აგვისტოს 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბოლო ცნობებით, მიწისძვრის შედეგად 81 წლის ქალი დაიღუპა, მისი ცხედარი ნანგრევებში იპოვეს, მიწისძვრის შედეგად 29 ადამიანი დაშავდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 11 კილომეტრის სიღრმეზე იყო. მიწისძვრის შედეგად ბალიქესირში რამდენიმე შენობა ჩამოინგრა. მედიის ცნობით, მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა იზმირში, სტამბოლში, მანისაში და სხვა რეგიონებსა და ქალაქებში.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 064 240 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000] ტანკი – 11 093 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 23 114 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 31 380 ერთეული [+37] MLRS – 1 462 ერთეული …

ბათუმში პოლიციის მანქანა ავარიაში მოყვა და მაღაზიაში შევარდა

ბათუმში კრიმინალური პოლიციის მანქანა ავარიაში მოყვა: “ბათუმელებს” თვითმხილველმა უთხრა, რომ კრიმინალური პოლიციის ავტომანქანა გრიბოედოვის და გორგილაძის ქუჩების კვეთაში ჯერ მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა, შემდეგ კი, მაღაზიაში შევარდა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 10 აგვისტოს მოხდა. ავტომანქანა სავარაუდოდ ბათუმის პოლიციის პირველ განყოფილებას ეკუთვნის. უცნობია, ავარიის შედეგად დაშავდა თუ არა ვინმე. “ბათუმელები” ელოდება ინფორმაციას შსს-დან. განახლება: შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, ავარიის …

„მეწყრული პროცესების გამო, დროებით გაყვანილია 15 ოჯახი“ – ხელვაჩაურის მერია

„საცხოვრებელ სახლებთან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, უსაფრთხოების მიზნით დროებით გაყვანილი იქნა 15 ოჯახი,“ – აღნიშნულია ხელვაჩაურის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში გზის ჩაკეტვის და მეწყრის შესახებ „ბათუმელებს“ სოფელ მახოდან დაუკავშირდნენ. აქ გვითხრეს, რომ მერიიდან ტელეფონზე დაუკავშირდნენ, მაგრამ ამ დრომდე „მთავრობიდან ისევ არავინ გამოჩენილა“. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა, როგორც ცენტრალური, ასევე შიდა …

ახალი მტკიცებულება ნინო დათაშვილის საქმეში: „სხეულზე ჰქონდა დაზიანებები…“

ადვოკატი, უფლებადამცველი ელისო რუხაძე ამბობს, რომ მოიპოვა დოკუმენტი, რაც ადასტურებს იმას, რომ საკანში მოთავსების დროს დაკავებულ აქტივისტს, ნინო დათაშვილს სხეულზე დაზიანებები ჰქონდა. „ეს არის ოფიციალური დოკუმენტაცია, სადაც მითითებულია, რომ მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში შეყვანის დროს ნინო დათაშვილს ჰქონდა გარკვეული დაზიანებები… ეს დაზიანებები მან მანდატურების მიერ განხორციელებული ძალადობის დროს მიიღო,“- ამბობს ნინო დათაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ელისო რუხაძე. …

დინამო ბათუმის ფან-კლუბი: „მტერი სახელითაც ვიცით – რუსეთი!“

„სამწუხაროა, რომ 2025 წელსაც გვიწევს იმის ახსნა, ვინ არის ის, ვინც კლავს, იტაცებს და ანგრევს, სანამ ჩვენი მიწა თავისუფალი არ იქნება – ჩვენ არ გავჩერდებით!“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომლითაც „ბათუმის დინამოს“ ფან-კლუბი „პირატები“ 9 აგვისტოს შემთხვევას ეხმაურება: საფეხბურთო გუნდ „ტორპედოს” ფან-კლუბი „ჯუნგლების“ ინფორმაციით, 9 აგვისტოს გამართულ მატჩზე პოლიციამ ფან-კლუბის წევრებს ჩამოახსნევინა ბანერი, რომელზეც ეწერა „რუსეთი …

ბათუმის აეროპორტში თელავივი-ბათუმის თვითმფრინავი ვერ ჯდება

ბათუმის აეროპორტში დღეს, 10 აგვისტოს, თვითმფრინავი, რომელიც ასრულებს თელავივი-ბათუმის რეისს, ორი მცდელობის მიუხედავად ვერ დაჯდა. თვითმფრინავი [ISR885] ამ წუთებში [12:48 სთ] ზღვის თავზე მანევრირებს. განახლება: თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში მესამე მცდელობისას დაჯდა [დაახლოებით 12:56 საათზე]. მიზეზს რაც შეეხება, „ბათუმელებს“ ბათუმის აეროპორტში უთხრეს, რომ „ეს იყო ჩვეულებრივი პროცედურული ამბავი ოპერირების ნაწილში“.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 აგვისტოს 21 საათიდან 11 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 063 240 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +950] ტანკი – 11 089 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 107 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 31 343 ერთეული [+70] MLRS – 1 460 ერთეული [+4] …

„მეწყერმა გზა მოგვიჭრა და სახლს მოადგა, მთავრობიდან არავინ ჩანს“ – მოქალაქე ხელვაჩაურიდან

„გამოკეტილი ვართ ფაქტობრივად, დილიდან ვრეკავთ 112-ში და არავინ გამოჩნდა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მარი დუმბაძე. ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოდან დაგვიკავშირდა. მოქალაქის თქმით, დილიდან ამ სოფელში პრობლემებია: რამდენიმე ადგილზე, მათ შორის, მარი დუმბაძის ჭიშკართან ჩამოწვა მეწყერი, შიდა სასოფლო გზაზე გადაადგილება ფეხითაც კი შეუძლებელია. ამას გარდა, რამდენიმე ოჯახს არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია. „მეწყერი რომ ჩამოწვა, დაზიანდა …

„აღარ დამირეკავს მერიაში და 112-ში, რა აზრი აქვს?“ – მოქალაქე დატბორილი ბათუმიდან

„დღეს აღარ დამირეკავს ბათუმის მერიაში და 112-ში, რა აზრი აქვს?“ – კითხულობს ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მცხოვრები დარიკო გოგოლიშვილი-თურმანიძე. მისი ორსართულიანი სახლის პირველი სართული წვიმის შემდეგ დღესაც დაიტბორა. დღეს, 9 აგვისტოს წვიმის შემდეგ ბათუმის არაერთი ქუჩა დატობორილია. წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებში, ოფისებში… „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობა სანიაღვრე არხების პრობლემას ბათუმში წლებია არ აგვარებს. დარიკო გოგოლიშვილი-თურმანიძის სამეზობლოც …

ხულოში მანქანა ხევში გადავარდა, დაიღუპა ქალი

ხულოში, მთა ზორტიყელისკენ მიმავალ გზაზე ავტომანქანა ხევში გადავარდა. ადგილზე დაიღუპა ქალი, დაშავებული მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს. დაღუპული ქალი დაახლოებით 40 წლისაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

რა ხდება რუსეთ-უკრაინის ომში – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

გადამდგარი გენერლის, სამხედრო ანალიტიკოსის, ვახტანგ კაპანაძის აზრით, რუსეთს უკვე იმდენი დანაკარგი აქვს ომში, ყველაზე მეტად პუტინს ახლა ცეცხლის შეწყვეტა აწყობს. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, რუსებს პირველ რიგში მდინარეების ფორსირება უჭირთ, მით უმეტეს, როცა მდინარის მეორე ნაპირი შემაღლებულია და იქ უკრაინელი მებრძოლები არიან ჩასაფრებული: „ამ ომის გამოცდილებიდან რასაც ვხედავთ, ყველა მდინარის გადალახვა რუსებისთვის უდიდეს სირთულეს წარმოადგენს,“ – …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 062 290 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +940] ტანკი – 11 088 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 23 103 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 31 273 ერთეული [+41] MLRS – 1 456 ერთეული [+0] …

„მხოლოდ აგვისტოში გახსენდებით“- როგორ ცხოვრობენ 2008 წლის ომის მონაწილეები

„მხოლოდ 7 აგვისტოს გახსენდებით!“ – საყვედურნარევია აგვისტოს ომის მონაწილეებთან საუბარი. მათ არამხოლოდ განცდა აქვთ, რომ ყველამ დაივიწყა, ამას ასაბუთებენ კიდეც. „როგორც სახელმწიფომ, ისე საზოგადოებამაც დაგვივიწყა“ – ამბობენ ყოფილი ჯარისკაცები.  არადა სათქმელი ბევრი აქვთ, გასახსენებელი და მოსაყოლი, გასაზიარებელი ცოდნაც ბევრი აქვთ, მაგრამ ამბობენ, რომ „მათი მოსმენა არავის სურს“ და „მათი ცოდნა არავის სჭირდება“. გვიყვებიან, რომ არ …

„ფაქტია, რომ მიჰყვებიან პუტინის გზას“ – საბჭოთა ინსტრუმენტები სინდისის პატიმრების წინააღმდეგ

„იცით რა გააკეთეთ? საბჭოთა კოშმარი გაუღვიძეთ ხალხს და სტიგმა გააძლიერეთ“, – ამ სიტყვებით მიმართა მასწავლებელმა ნინო დათაშვილმა მის ბრალმდებლებს სასამართლო პროცესზე, სადაც მას მანდატურზე ძალადობის მოტივით „ქართული ოცნების“ რეჟიმი ასამართლებს. ამავე სასამართლოზე ნინო მოუყვა ხალხს, თუ როგორ აპირებს ივანიშვილის რეჟიმი სინდისის პატიმრის წინააღმდეგ გამოიყენოს საბჭოთა რეპრესიული ინსტრუმენტი – პატიმრის ფსიქიატრიულ შემოწმება იძულების წესით. როგორ გააცოცხლა …

შემზადებაა დაკარგული ტერიტორიების აღიარებაზე – რას ნიშნავს ომის დაწყებაზე კობახიძის განცხადება

„განცხადება, რომ ომი დაიწყო საქართველომ – რაც უნდა ცუდი მმართველი ჰყოლოდა მაშინ საქართველოს, ის წარმოადგენდა საქართველოს – ამით პირდაპირ ზიანს აყენებ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, იმედს, რომ ოდესმე მაინც აღდგება ეს ტერიტორიული მთლიანობა. ეს ქვეყნის ინტერესების ღალატი – მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძე არალეგიტიმური პრემიერია,“ – მიიჩნევს ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი. ანალიტიკოსის აზრით, ირაკლი კობახიძის განცხადებას აგვისტოს …

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ახალ ოფისს მოიწყობს 40-მდე ოთახით

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ახალ ოფისს სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მერიის მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში მოიწყობს. ვისი საკუთრებაა ახალი საოფისე ფართობი და რა პირობებით გეგმავს იქ მუნიციპალური ინსპექცია გადასვლას? – ამ კითხვაზე პასუხის მიღება „ბათუმელებმა“ ინსპექციაში სცადა, თუმცა არ გვიპასუხეს. მუნიციპალურ ინსპექციაში გვითხრეს, რომ ჩვენს მიერ დასმული [და დასასმელი] ყველა კითხვა ჩამოვწეროთ, წერილობით ელექტრონულად გავუგზავნოთ და …

„ივანიშვილს საქმის გარჩევა რიჟვაძესთან არ დაუსრულებია“ – რას ნიშნავს მდინარაძის განცხადება

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეზე საუბრისას განაცხადა, რომ ის არასდროს ყოფილა მისი ახლო მეგობარი. ნიშნავს თუ არა მდინარაძის განცხადება იმას, რომ თორნიკე რიჟვაძე შესაძლოა ისევ იყოს ივანიშვილის მხრიდან ზეწოლის სამიზნე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პარტია „ახლების“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი კირთაძეს ესაუბრა, პოლიტიკოსს, რომელიც კარგად იცნობს აჭარაში მიმდინარე პროცესებს. …

Exit mobile version