დღეს, 18 აგვისტოს, საქართველოს დროით 20:00 საათზე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს შეხვდება, შეხვედრაში მონაწილეობას ევროპისა და NATO-ს წამყვანი ლიდერებიც მიიღებენ. განხილვის მთავარი თემა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ალასკას სამიტზე წამოყენებული პირობებია.
აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციაში 20:00 საათზე სტუმრად მივლენ ევროპული ქვეყნების ლიდერები, ევროკავშირისა და NATO-ს ხელმძღვანელები. მათ შორის:
- ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი
- ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე
- დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი
- გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი
- საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი
- ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი
- იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი
CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს თეთრ სახლში შეხვედრების განრიგი, საქართველოს დროით ასე გამოიყურება:
21:00 საათზე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს მიესალმება და უკვე 21:15 საათზე, თეთრი სახლის ოვალური კაბინეტში მათი ორმხრივი შეხვედრა დაიწყება.
მოგვიანებით, 22:15 საათზე, ტრამპი მიიღებს ევროპელ ლიდერებს;
23:00 საათზე კი, თეთრი სახლის აღმოსავლურ ოთახში, დაიწყება მრავალმხრივი შეხვედრა ევროპელი ლიდერების მონაწილეობით.






