„სანამ ბიძინა გაიქცევა…“ – ზურა გირჩი ჯაფარიძის წერილი ციხიდან

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, მორიგ წერილს ავრცელებს ციხიდან. წერილით, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე დღეს, 15 აგვისტოს გამოქვეყნდა, ზურა ჯაფარიძე წერს, რა მოლოდინი აქვს საქართველოში მიმდინარე პროტესტთან და პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით. „ბათუმელები“ თითქმის სრულად, სტილის დაცვით გთავაზობთ მის წერილს. „მოვყვები რას ველოდები. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მოხდება ყველაფერი. მე არ ვიცი ზუსტად …

ბებიამ საბერძნეთში ავტობუსის საბარგულით შეაღწია, არ მინდა იმ დროში დავბრუნდეთ – მასწავლებელი

„როცა ევროპაში თავისუფალ მიმოსვლაზე ვსაუბრობთ, სულ მახსენდება ბებია, რომელმაც ჯოჯოხეთური გზა გაიარა იქ მოსახვედრად. საბერძნეთის საზღვარი ჩუმად, ავტობუსის საბარგულში ჩამწყვდეულმა გადაკვეთა და ასე იარა რამდენიმე საათი. არ მინდა, რომ აქ დავბრუნდეთ“ – ამბობს შალვა მინდაძე, თბილისის 70-ე სკოლის ისტორიის მასწავლებელი. „ბათუმელები“ პედაგოგს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოსალოდნელ საფრთხეებზე და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ესაუბრა. „მე დღეს ჩამოვედი …

ბათუმისთვის ახალ ავტობუსებს ყიდულობენ – ტენდერში მონაწილეობა 10 ათასი ლარი ღირს

ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შესაძენად გამოსაცხადებელ ტენდერში დაინტერესებულ პირს თუ მონაწილეობის მიღება სურს, წინადადების წარდგენისთვის 10 000 ლარის გადახდა მოუწევს. შესაბამისი განკარგულება „ოცნების“ მთავრობამ 2025 წლის 12 აგვისტოს მიიღო. ბათუმისთვის 18 ერთეული ავტობუსის შესყიდვაზე კონსოლიდირებული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა გამოაცხადოს. ავტობუსების შესაძენად კი, ქალაქის [2025-2027 წლების] ბიუჯეტებიდან, მერიის ახლანდელი გათვლებით, ჯამში 11 702 456 ლარი …

ბათუმის 9 ქუჩაზე წყალმომარაგება 22:00 საათამდე შეწყდა

დღეს, 15 აგვისტოს, ბათუმში წყალმომარაგება შეეზღუდა შემდეგ ქუჩაზე მცხოვრებ აბონენტებს: ბაგრატიონის ქუჩაზე ნაწილობრივ, პუშკინის, სულაბერიძის, მთისძირის, შავშეთის, ქედის, სოხუმის, ანდრონიკაშვილისა და ქობულეთის ქუჩებზე. “ბათუმის წყლის” ინფორმაციით, შეზღუდვის მიზეზი ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაოებია. მათივე ცნობით, წყალმომარაგება შეწყდება 22:00 საათამდე.

„ნებდებიან მხოლოდ ისინი, ვისთვისაც თავისუფლება არაფერს ნიშნავს“ – დავით ხომერიკი

დღეს, 15 აგვისტოს, 26 წლის მუსიკოსი, სინდისის პატიმარი, დავით ხომერიკი საბოლოო სიტყვით წარდგა სასამართლოს წინაშე. პროკურატურა დავით ხომერიკს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18/229-ე მ მუხლების დარღვევას ედავება, რაც გულისხმობს „ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის, ან ნივთიერების გადატანა, განთავსებას“.  გამოძიების ვერსიით, მას ჩანთაში უპოვეს ბოთლები, აალებდი ნივთიერება და სხვა ნივთები, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილის“ გამზადებისთვისაა …

რეჟისორი ოთარ ქათამაძე რეანიმაციაშია – მას დახმარება სჭირდება

ბათუმელ რეჟისორს, დრამატურგსა და მსახიობს, ოთარ [ოთო] ქათამაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. როგორც რეჟისორის მეგობრები „ბათუმელებს“ უყვებიან, ოთო ქათამაძეს რამდენიმე დღის წინ ანევრიზმა გაუსკდა, რის შედეგადაც უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს. ოთო ქათამაძე ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მის გადასარჩენად მეგობრები თანხას აგროვებენ. მათ ფეისბუქზე შექმნეს სპეციალური გვერდი, სადაც ოთო ქათამაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ახლდება. „ჩვენი უსაყვარლესი …

ბათუმში აქტივისტი მზია ამაღლობელის სტენსილის გამო დააჯარიმეს

აქტივისტი თამარ კურატიშვილი წერს, რომ სასამართლოდან დაჯარიმების შესახებ აცნობეს. საქმე ეხება მზია ამაღლობელის სტენსილს წარწერით – „სილა რეჟიმს“, რომელიც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ეზოს შესასვლელთან გააკეთა. „მორიგი ჯარიმის შესახებ დამირეკეს ბათუმის საქალაქო სასამართლოდან, დაჯარიმებული ვარ 150-ე მუხლის მეორე ნაწილით, რას გულისხმობს და – მზიას განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გავაკეთე მზიას სტენსილი წარწერით „სილა რეჟიმს“, იმ განყოფილების თაღებზე, …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 აგვისტოს 21 საათიდან 16 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 22 – 27 გრადუსი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 068 040 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +940] ტანკი – 11 106 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 133 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 31 498 ერთეული [+40] MLRS – 1 467 ერთეული [+1] …

ვინ აშენებს ახალ კომპლექსს შეკვეთილში „პარაგრაფთან“ – გდგ დამტკიცებულია

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ „ვი არ შეკვეთილი რესორტის“ საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე განაშენიანების დეტალური გეგმა [გდგ] დაამტკიცა. კომპანიის საკუთრებაში არსებული ნაკვეთები შეკვეთილის გამწვანებულ ზოლში, ზღვის სანაპიროზე 40 ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს, განაშენიანების დეტალური გეგმა კი გაცილებით დიდ ფართობზეა მომზადებული, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს. კომპანიამ ტერიტორია ხუთ ნაწილად დაყო და პროექტის განხორციელებაც ხუთ ფაზად დაგეგმა. კომპანია …

რას შეცვლის ზანზეგურის დერეფანი საქართველოსთვის

9 აგვისტოს, თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას „ტრამპის გზა საერთაშორისო კეთილდღეობისა და მშვიდობისკენ“ – The Trump Route for International Peace and Prosperity – TRIPP. სომხური მხარე ტრამპის გზა/მარშრუტს სიუნიქის გზად მოიხსენიებს, აზერბაიჯანული მხარე კი ზანგეზურის დერეფანს უწოდებს. სამმხრივი ხელშეკრულებით აშშ-მ მიიღო …

„ყველას უნდა აგვისტოს ბოლომდე გააღწიოს საქართველოდან“ – დასაქმება პოლონეთში

„ყველას უნდა მოსწრება და აგვისტოს ბოლომდე გაღწევა საქართველოდან. არ ვიცით, რა იქნება, ძალიან განვიცდით ამ საკითხს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ევროპასთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე საუბრის დროს ირინა ნამიჩეიშვილი. იგი HR რეკრუტერია და ბოლო წლებია საქართველოს მოქალაქეებს ეხმარება პოლონეთში დასაქმებაში. აგვისტოს ბოლოს ევროკავშირი იმსჯელებს – უნდა შეუჩერდეს თუ არა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს? მას შემდეგ, რაც …

რატომ უნდა შემაშინო ომით? იმიტომ, რომ ევროპული სახელმწიფო მინდა? – მასწავლებელი

„როცა ბავშვს აშინებ, ემუქრები, ვერ მიიღებ მისგან კარგ შედეგს, ხომ?! ასეა აღზრდაშიც. ან რატომ უნდა შემაშინო ომით. მხოლოდ იმიტომ, რომ მინდა ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდე? ესეც ხომ გასააზრებელია“ – ამბობს ელენე ბეთლემიშვილი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი. ელენე ბეთლემიშვილი გორის მე-3 და მე-8 საჯარო სკოლებში დაწყებით საფეხურზე ასწავლის. „ბათუმელები“ პედაგოგს ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე და იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე …

„ნუ მივატოვებთ, რადგან რუსია. ისინი ჩვენთან ერთად აქციაზე დგომისთვის დაიჭირეს“ – რეზო კიკნაძე

თბილისში საპროტესტო აქციებზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებზე, სინდისის პატიმრის რეზო კიკნაძის წერილი გამოქვეყნდა მისსავე ფეისბუქის გვერდზე. რეზო კიკნაძე წერს, რომ ამ ადამიანების უფლებებიც ისევე უნდა დავიცვათ, როგორც სხვა სინდისის პატიმრების. „დიქტატურა ყველგან დიქტატურაა და მასთან მებრძოლი ყველგან ერთნაირად დასაფასებელია“- წერს რეზო კიკნაძე. წერილის შინაარს გთავაზობთ უცვლელად: „ყველამ ძალიან კარგად იცის ჩემი დამოკიდებულება რუსების და ყველაფერი რუსულის …

თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია

„ავტონომიური გუნდების მართვა“ – სწორედ, ამ კატეგორიაში მოიპოვა თიბისიმ ჯილდო, რომელიც DORA Awards-ის ფოკუსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არეაა. DORA Awards არის Google Cloud-ის ყველაზე მასშტაბური და გრძელვადიანი კვლევითი პროგრამა, რომელიც ადგენს, რა შესაძლებლობები დგას პროგრამული უზრუნველყოფისა და ოპერაციების პერფორმანსის უკან. თიბისის, როგორც რეგიონის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის მიზანია, საერთაშორისო ტექ საზოგადოებას აჩვენოს, როგორ აქტიურადაა ჩართული საქართველო მსოფლიოს …

უკრაინაში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობამ ივლისში ყოველთვიურ მაქსიმუმს მიაღწია – გაერო

გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისია უკრაინაში იუწყება, რომ 2025 წლის ივლისში უკრაინაში დაღუპული და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობამ ბოლო სამი წლის განმავლობაში ყოველთვიურ მაქსიმუმს მიაღწია. გაეროს მისიის ცნობით, გასულ თვეში, ივლისში, უკრაინაში  286 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1388 დაშავდა, რაც 2022 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და 2025 წლის ივნისის სტატისტიკას აღემატება. მსხვერპლის თითქმის …

პატიმრობიდან გაათავისუფლეს „ლელოს“ წევრი, ბათუმის აქციების მონაწილე ლევან ხორავა

დღეს, 14 აგვისტოს, 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ ფოთის იზოლატორი დატოვა ლევან ხორავამ, „ლელოს“ წევრმა, ბათუმის საპროტესტო აქციების მონაწილემ. ლევან ხორავას, რომელიც აგვისტოს ომის მონაწილეა, ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ შეუფარდა შსს-ს საჩივრის საფუძველზე. ლევან ხორავა ბათუმის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა. მისი საქმე 24 ივლისს განიხილა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში: შსს-ს ვერსიით, ლევან ხორავამ …

„ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, ეს არის სილა ყველასთვის“ – ზვიად რატიანი

დღეს, 14 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა ზვიად რატიანი, ცნობილი ქართველი პოეტი, რომელსაც პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ზვიად რატიანი 23 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო. პროკურატურა მას ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის დარღვევას, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პოეტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დღეს, 14 …

ბათუმში პროტესტის ადგილზე ტროტუარის მოსაწყობად მერიამ ტენდერი მეოთხედ გამოაცხადა

ბათუმის მერიამ 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე ვერ გამოავლინა ტენდერში გამარჯვებული, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც პროევროპული უწყვეტი საპროტესტო აქცია იმართება,  ტროტუარზე ფილებს აყრიდა და ხელახლა დააგებდა. ბათუმში პროევროპული საპროტესტო აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან 2024 წლის 28 ნოემბრიდან ყოველდღე იმართება. დღეს, 2025 წლის 14 აგვისტოს უწყვეტი საპროტესტო აქციის 260-ე დღეა. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებული …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 067 100 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +990] ტანკი – 11 104 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 23 130 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 31 458 ერთეული [+29] MLRS – 1 466 ერთეული [+1] …

აზიური გავლენები საქართველოში იყო ძლიერი, შემდეგ გადავიხარეთ რომისკენ – ისტორიის პედაგოგი

„იზოლირება ყოველთვის წამგებიანია. ნებისმიერი იზოლაცია გაქცევს ერთი კონკრეტული ძალის ქვეშ და საბოლოოდ აუცილებლად გვნებს. ახლა ევროპასთან დაშორების ნიშანი არის კანონის უზენაესობის ეჭვქვეშ დაყენება, შერჩევითი სამართალი, კორუფცია, ნეპოტიზმი ერთპიროვნული მმართველობისკენ სწრაფვა. აი, ეს ყველაფერი ევროპულ სამყაროს, ევროპულ ცივილიზაციას გვაშორებს,“ – ამბობს ისტორიკოსი, მასწავლებელი ნიკა შონია, რომლის კვლევის საგანიც შუა საუკუნეების ისტორიაა.  ევროპული ცივილიზაციისკენ სვლის რა ისტორიული …

„ამდენ ყვარყვარეში და ამდენ ჯაყოში ბავშვებს გაუჭირდებათ სწორი მხარე იპოვონ“ – მასწავლებელი

საქართველოში მე-9 თვეა ხალხი აპროტესტებს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიევროპულ პოლიტიკას, რასაც ძალიან მალე, შესაძლოა მოჰყვეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საქართველოს მოქალაქეებისთვის. რას დაკარგავს ამით ქვეყანა და რას დაკარგავთ თუნდაც თქვენ, როგორც ერთი მოქალაქე და მასწავლებელი ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის შეჩერებით? – ვკითხეთ ნესტან კუბლაშვილს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, რომელიც რამდენიმე დღის წინ, მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს 2025 …

„კილოგრამი 8-10 ლარი ეღირება“ – თხილის სეზონი დაიწყო

საქართველოში თხილის მოსავლის აღება დაიწყო. საწარმოები და მსხვილი დისტრიბუტორები თხილის შესყიდვას აგვისტოს თვის ბოლოს ან სექტემბრისთვის დაიწყებენ, როცა თხილი შედარებით გამოშრება. თხილის ფასიც ამ დროიდან დადგინდება, თუმცა დღეს თხილის ფასი შედარებით მაინც მაღალია, ვიდრე გასული წლის შესაბამის პერიოდში. ქართული თხილს წელსაც ძირითადად ევროპაში გაიტანენ. თუ შარშან ამ დროს თხილის ფასი 3-4 ლარი იყო, დღეს ფასი …

ამას ვაფასებ, როგორც გეოპოლიტიკურ კატასტროფას საქართველოსთვის – თინა ბოკუჩავა

„სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებაც ყველაზე თვალსაჩინო დასტურია იმის, რომ ჩვენს რეგიონში მშვიდობა, კეთილდღეობა, სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა, სამუშაო ადგილები, ინვესტიცია, მხოლოდ და მხოლოდ ამერიკას, დასავლეთს შეუძლია, რომელსაც ებრძვის ივანიშვილი“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, თინათინ ბოკუჩავა. როგორ მუშაობს ოპოზიცია ევროპარლამენტთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე და რას გეგმავს ამ საფრთხის დასაძლევად. „ბათუმელებმა“ თინა ბოკუჩავასთან ინტერვიუ ჩაწერა. ქალბატონო თინათინ, როგორც ვიცით, …

რატომ გაითიშა დღეს 22 დამოუკიდებელი ონლაინმედია – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“

დღეს, 13 აგვისტოს, შუადღისას, 2 საათ-ნახევრის განმავლობაში, საქართველოში 22 ონლაინმედია დროებით გაითიშა. დროებითი გათიშვის მიზანი იყო ეჩვენებინა, რომ გაქრობის საფრთხე, რითაც „ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკა ონლაინმედიას ემუქრება, რეალურია. ვებგვერდების სიმბოლური გათიშვა წინ უძღოდა კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა. ამ მიზნით შეიქმნა ერთიანი პლატფორმა, საიდანაც შესაძლებელია 22 ქართული ონლაინმედიის …

ვინ არის ბათუმის მერის მოვალეობის ახალი შემსრულებლი

აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი წერს, რომ დღეს, 13 აგვისტოს ბათუმის მერიაში მერის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი ცინცაძე წარადგინა. ამ დრომდე ის სულხან თამაზაშვილის აპარატის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. გიორგი ცინცაძე 2 დღის წინ, ანუ 11 აგვისტოს „ოცნებამ“ ბათუმის მერობის კანდიდატად დაასახელა. მისი დასახელების შემდეგ სოციალურ ქსელში ბევრი წერდა: „ვინ არის, სად მუშაობდა? – არ ვიცნობთ.“ …

უკრაინის საგარეომ „ოცნების“ პიარკამპანიას მორიგი ცინიკური ნაბიჯი უწოდა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო  ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური პიარისთვის უკრაინაში მიმდინარე ომის საშინელი შედეგების კადრების კვლავ გამოყენებას და ქმედებას მორიგ არამეგობრულ ნაბიჯებად აფასებს. „ამგვარი ცინიკური ნაბიჯები გამოხატავს უპატივცემულობას უკრაინელი ხალხისა და რუსეთის აგრესიის მსხვერპლების მიმართ. იწვევს სამართლიან აღშფოთებას უკრაინულ საზოგადოებაში,“ – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. უკრაინული მხარე მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ „ქართული ხელისუფლება ემორჩილება …

სინათლე არ უნდა ჩაქრეს – ვიდეო

22 ონლაინმედია მთელი საქართველოდან გავერთიანდით, რომ ვიბრძოლოთ, სანამ გვიან არ არის. რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება. სწორედ ამ რეალური საფრთხის საჩვენებლად, 22 მედიის ვებგვერდი დროებით გაითიშა. სიმბოლური გათიშვა წინ უძღოდა კამპანიას „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა. შენი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში გადამწყვეტია. https://sinatle.media/ # GE76TB7548536080100013 #GE06BG0000000609779465

„3 შვილის მამა სამსახურიდან გამათავისუფლა რუსულმა ხელისუფლებამ“ – მოქალაქე

„ვემსახურები საქართველოს! ვემსახურები ჩემს სამშობლოს და არა მტერს ან მტერთან კოლაბორაციაში მყოფ ხელისუფლებას, რომლის ცინიზმი ისეთივეა, როგორიც რუსული ოკუპაცია“- წერს ფეისბუქზე ფინანსისტი ალიმ ხერხაძე, რომელიც, მისივე თქმით, ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლიდან პროევროპული განწყობების გამო გაათავისუფლეს. „ბათუმელები“ ალიმ ხერხაძეს დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ ამჟამად დროებით იმყოფება გერმანიაში, თუმცა სამსახურიდან დათხოვნის მოლოდინი მას შემდეგ გაუჩნდა, როცა მხარი დაუჭირა …

შსს იუწყება, რომ დააკავეს თურქეთის მიერ ძებნილი 12 პირი

შს სამინისტროს ცნობით, საქართველოს და თურქეთის პოლიციის თანამშრომლობით, გასულ 24 საათში საქართველოში თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი 12 პირი, თურქეთის მოქალაქეები დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდნენ. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული 12 პირიდან 8 პირი საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მაშინ შემოვიდა, …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 აგვისტოს 21 საათიდან 14 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 22 – 27 გრადუსი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 066 110 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890] ტანკი – 11 099 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 127 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 31 429 ერთეული [+23] MLRS – 1 465 ერთეული [+1] …

„რატომ დადიან ევროპაში და არა ჩელიაბინსკში? გააზრების კი არა, პროპაგანდის პრობლემაა“ – ინტერვიუ

„თუ ჩვენ რეჟიმს შევეგუებით, თავისუფლებას არავინ გვაჩუქებს. დავკარგავთ ვიზალიბერალიზაციასაც. ამიტომ ეს არის ჩვენი ამოცანა, ვანახოთ ევროპას, რომ ვიბრძვით“-ამბობს პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია „ბათუმელებთან“. მას იმ საფრთხეებზე ვესაუბრეთ, რასაც უქმნის „ქართული ოცნების“ ანტიევროპული პოლიტიკა ვიზალიბერალიზაციას და ამავე დროს, რა ნაბიჯებს დგამს ოპოზიცია ამ პროცესის შესაჩერებლად. ქალბატონო ელენე, როგორც ვიცით, საქართველოს აგვისტოს ბოლომდე აქვს პირობები შესასრულებელი, …

რატომ ექაჩება „ბნელეთის იმპერიისკენ ოცნება ქვეყანას“ და გვაშორებს ევროპას“ – ნიკოლოზ ალავიძე

„ქართული ოცნება“ გვაშორებს ევროპას, ნამდვილად გვაშორებს. გვაშორებს ღია და შეფარული მიდგომებით, მეთოდებით და აღსრულების პოლიტიკით. გვაშორებს ფარულადაც, პროპაგანდით. პროპაგანდით, რომელიც ემსახურება ნეგატიური კონტექსტის შექმნას, ჭიქაში ქარიშხლის გაჩენას, მოწყვლად მოსახლეობაში ემოციური პოსტულატებით არარსებული რეალობის შესახებ მითის შექმნას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ანალიტიკური ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი ანტრეპრენერი, ნიკოლოზ ალავიძე. ნიკოლოზ ალავიძის თქმით, …

„კრიზისიდან გამოსვლა არ არის ოცნების ინტერესში“ – ლია მუხაშავრია უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე

„ძალიან იოლია რაღაცის დაკარგვა, ამ მნიშვნელოვანი უფლების მოპოვება კი, შეიძლება შეუძლებელი აღმოჩნდეს,“ – ამბობს ადვოკატი ლია მუხაშავრია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე. „31 აგვისტომდე ვადა და პირობა დადებული აქვს არა მხოლოდ საქართველოს მთავრობას, რომელსაც კონკრეტული მოთხოვნები წაუყენა ევროკავშირმა, არამედ ეს არის მოთხოვნები ჩვენს მიმართ – ქართული საზოგადოების თითოეული წევრის მიმართ. მხოლოდ და მხოლოდ გონიერება, ორგანიზებულობა …

დამღუპველია – შალვა შავგულიძე ევროპასთან უვიზოს შესაძლო გაუქმებაზე

„დამღუპველია“ – უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე საუბრის დროს ცნობილი უფლებადამცველი და ადვოკატი შალვა შავგულიძე ხშირად ამ სიტყვას ახსენებს და ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა ევროინტეგრაციაშია. „მენტალურად როგორია შენი ცხოვრების წესი, შეგიძლია იმ სამყაროს ნაწილი გახდე, მიუხედავად შენი გეოგრაფიული მდგომარეობისა. ამ მომენტის ხელიდან გაშვება და ისევ არაპროგრესულ, დამღუპველ, უმომავლო, რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეში დარჩენა, …

Exit mobile version