პრიორიტეტული ჯგუფებიდან ყველაზე ცოტა მასწავლებელი აიცრა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, პრიორიტეტული ჯგუფებიდან, რომლებიც მოიცავს ექიმებს, ექთნებს, სხვა მედპერსონალს, სკოლის პერსონალს, შს სამინისტროს პერსონალს, თავდაცვის სამინისტროსა და პენიტენციურ სისტემას, ყველაზე ცოტა ადამიანი Covid 19-ის ვაქცინით სკოლის პერსონალიდან აიცრა, ასეთი სულ 572 ადამიანია. NCDC-ს 18 ივლისის მონაცემებით, მასწავლებლებს შორის სრულად ვაქცინირებულია 192. მასწავლებლები ხშირად მონაწილეობენ ანტივაქსერულ კამპანიაში, რომელიც სოციალურ ქსელებში …

ჩემი ოჯახის წევრებიც სხვა ვაქცინით აიცრნენ, არც ერთი არ დალოდებია „ფაიზერს“ – გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სატელევიზიო ეთერში „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანის საკითხზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მოსახლეობამ საკუთარ თავს არ უნდა მისცეს დალოდების უფლება. „ყოველი დღე, თითოეული დაკარგული დღე, უკვე უტოლდება ადამიანურ დანაკარგს“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ. „ფაიზერის მოწოდება დაიწყო მცირე დოზებით. ჩვენ ვიცით, რომ გასულ კვირაში შემოვიდა გარკვეული რაოდენობა. დიდი დოზების …

თვალის პრობლემები ზაფხულში – ექიმის რჩევები

ზაფხულის მზესა და მაღალ ტემპერატურას, განსაკუთებით ისეთ ცხელ ზაფხულში, როგორიც წელსაა, შეუძლია ნეგატიური გავლენა მოახდინოს არა მარტო ჩვენს კანზე, არამედ თვალებზეც – ისინი სიცხის მიმართ საკმაოდ მგრძნობიარენი არიან. თვალებთან დაკავშირებული პრობლემები წელიწადის ამ დროს რამდენიმე ყოველდღიურმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. მათ შესახებ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, ასისტენტ პროფესორი ანა დვალიშვილი საუბრობს: თვალის ალერგიები – …

17-20 ივლისს ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა 39 გრადუსზე მეტი იყოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-20 ივლისს დასავლეთ, ხოლო 18-21 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 39 გრადუსს გადააჭარბოს. მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრის გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა. გლობალურად, 2020 წელი ერთ-ერთია 3 ყველაზე ცხელ პერიოდად დასახელებულ წლებში. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) თანახმად, 2011-2020 წწ. ყველაზე ცხელი ათწლეული იყო. ყოველწლიური გლობალური  პროგნოზის მიხედვით, 2021 წელიც …

ტიკარაძე მედპერსონალის სავალდებულო აცრაზე – არ განვიხილავთ, მაგრამ შეიძლება

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სატელევიზიო ეთერში საუბრისას მედპერსონალის სავალდებულო ვაქცინაციაზე შეკითხვას უპასუხა და თქვა, რომ გუნდში ეს საკითხი არ განიხილება. მისი თქმით, ვაქცინაციაზე აქტივობა მზარდია, აცრის შესახებ გადაწყვეტილება კი გააზრების დონეზე უნდა მოხდეს. თუმცა ასევე აღნიშნა, რომ სამინისტრომ გადაწყვეტილება შეიძლება შეცვალოს: “მედპერსონალის სავალდებულო ვაქცინაციაზე ჯერ გუნდში არ ვსაუბრობთ, ვინაიდან ბოლო პერიოდში ჩვენ ვამჩნევთ საკმაოდ მაღალ …

ჯანმო: საჭიროა საქართველომ წამლის ფასები დაარეგულიროს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისი საქართველოში ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ქვეყანაში ჯანდაცვასთან დაკავშირებული ფინანსური სიდუხჭირის შესამცირებლად, ჯანდაცვაში სახელმწიფო დაფინანსების გაზრდა და მედიკამენტების ფასები დაარეგულიროს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი ანალიზის თანახმად, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მაღალია გაღარიბების და ჯანდაცვაზე გაწეული კატასტროფული დანახარჯების შემთხვევები. ანგარიშში აღნიშნულია, …

გაბუნია „ფაიზერის“ დაჯავშნაზე: არ იყო საჭირო ნერვიულობა და აჟიოტაჟი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ სატელევიზიო ეთერში „ფაიზერის“ ვაქცინისთვის რეგისტრაციის ხარვეზებზე ისაუბრა და თქვა, რომ “ის საწყისი დოზები, რაც გაიხსნა, არის მხოლოდ დასაწყისი, ნამდვილად არ იყო საჭირო ამდენი ნერვიულობა და აჟიოტაჟი” და რომ მომდევნო კვირაში საქართველოში ფაიზერის ვაქცინის მომდევნო დოზები ჩამოვა: „გუშინ დაიწყო მოწოდება ფაიზერის მილიონზე მეტი დოზის, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ ძალიან მოკლე ხანში. …

გაბუნია: „უახლოეს დღეებში შემოვა ფაიზერის ვაქცინა”

დღეს, 13 ივლისს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში უახლოეს დღეებში შემოვა, თუმცა მას არ დაუსახელებია კონკრეტული თარიღი: „დღეს ქვეყანაში არის უკვე მობილიზებული მილიონამდე დოზა „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინის, ორივე ვაქცინის ეფექტურობა ძალიან მაღალია ჰოსპიტალიზაციის და ლეტალობის თავიდან აცილების კუთხით. ასევე, უახლოეს დღეებში შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა და …

როგორ ამოვიცნოთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები | ექიმის რჩევები

სქესობრივი გზით გადამდები [სგგ] ეწოდება იმ დაავადებებს, რომლებიც ერთი პირიდან მეორეს გადაეცემა ორალური, ანალური თუ ვაგინალური კონტაქტისას, თუმცა ზოგიერთი სგგ ინფექცია საყოფაცხოვრებო ნივთებითაც გადადის. საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიურ ცენტრ „თანადგომას“ კონსულტანტი, ექიმი ზაზა ბაბუნაშვილი ამბობს, რომ სგგი-ის სიმპტომების აღმოჩენისთანავე საჭიროა ვიზიტი სპეციალისტთან, რადგან დაგვიანებული ან არაჯეროვანი მკურნალობისას დაავადება შესაძლოა ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს და ზოგიერთ შემთხვევაში სერიოზული …

ევროპაში კოვიდის შემთხვევების 33%-იანი ზრდაა – ჯანმო

„არ ვართ კარგ პოზიციაში… ორ ათეულზე მეტ ქვეყანაში ეპიდემიური მრუდი ახლა თითქმის სრულად ვერტიკალურია” –  აცხადებს მარია ვან კერჰოვი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეპიდემიოლოგიის მიმართულების ტექნიკური ხელმძღვანელი. „აფრიკაში ბოლო 7 დღის განმავლობაში 16.7% -ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონში – 16.4% -ით. ევროპაში შემთხვევების 33% -იანი ზრდაა. 8.6% – ით გაიზარდა ინფიცირების შემთხვევები …

რაზე მიუთითებს ფეხზე ჩალურჯება ტრავმის გარეშე – „პრევენცია ზღვა და ცურვაა“

თუ ფეხებზე ხშირად გიჩნდებათ უცნობი წარმოშობის ჩალურჯება, გამომწვევი მიზეზი კი არ გახსენდებათ, შესაძლოა ეს ჯანმრთელობის კონკრეტულ პრობლემაზე მიანიშნებდეს. ანგიოლოგი მერაბ მიქელაძე ამბობს, რომ ასეთ დროს ექიმთან ვიზიტია საჭირო, რათა სისხლის შემდედებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები გამოირიცხოს. ბატონო მერაბ, რა შეიძლება იყოს ქვედა კიდურებზე ტრავმის გარეშე გაჩენილი ჩალურჯებების მიზეზი? ტრავმის გარეშე ჩალურჯებების ძირითადი მიზეზი არის ვენური  წნევის …

როგორ ამოვიცნოთ მზის ალერგია? – ექიმის რჩევები

ექიმები გვირჩევენ, რომ შუადღის მზის პირდაპირ სხივებს სჯობს მაქსიმალურად მოვერიდოთ. არიან ადამიანები, რომლებსაც მზის გამო ალერგიული რეაქციაც კი უვითარდებათ. ექიმი დერმატო-ვენეროლოგი თათია ძოძუაშვილი ამბობს, რომ ასეთ ადამიანებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ზაფხულში. ქალბატონო თათია, რა არის მზის ალერგია? მზის ალერგია გახლავთ იმუნური სისტემის რეაქცია მზის სინათლეზე. მზეზე ყოფნისას, გარუჯვის შემდეგ, იმუნური სისტემა აქტიურდება და იწყება ე.წ.  …

რა იწვევს ქრონიკულ ბრონქიტს – ექიმის რჩევები

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მწვავე ბრონქიტი ოჯახის ექიმის მიერ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული დიაგნოზია, ქრონიკული ბრონქიტი შედარებით უფრო იშვიათია. რა განსხვავებაა ბრონქიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს შორის, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ბრონქიტს და როგორია პრევენცია – „ბათუმელების“ კითხვებს ფთიზიატრ-პულმონოლოგი, ბრონქოლოგი მაკა გელაშვილი პასუხობს. ქალბატონო მაკა, რა არის ბრონქიტი? ბრონქიტი არის ქვედა სასუნთქი გზების (ბრონქული მილების) ინფექცია, …

რა გავლენა აქვს ნესტს ადამიანის ჯანმრთელობაზე – ექიმის რჩევები

სხვადასხვა კვლევით დასტურდება, რომ ნესტი შენობებში ზეგავლენას ახდენს რესპირატორული ანუ სასუნთქი გზების ინფექციებისა და ალერგიების შემთხვევებზე. ტენიანობა განსაკუთრებით მაღალია მდინარეებსა და სანაპიროებზე. შესაბამისად აჭარის რეგიონი, როგორც დანარჩენი ზღვისპირეთი, ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ნესტიანი ნაწილია. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  მონაცემებით, ოთახებში მცირე ნესტიც კი ზრდის ასობით სხვადასხვა სახეობის ბაქტერიებისა და ობის სოკოების …

როგორ ამოვიცნოთ ეგზემის ხშირი ფორმა, კონტაქტური დერმატიტი – ექიმის რჩევები

ტერმინი ეგზემა იმ დაავადებებს აერთიანებს, რომლებიც კანის სხვადასხვაგვარ გაღიზიანებას იწვევენ. როგორც დერმატოლოგი მანანა ამაღლობელი ამბობს, ეგზემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა, კონტაქტური დერმატიტია, რომელიც განსაკუთრებით გახშირდა პანდემიის პირობებში, დეზინფექციური ხსნარების მოხმარების შედეგად. ამ ფონზე მწვავდება ქრონიკული ეგზემაც. ქალბატონო მანანა, რა არის კონტაქტური დერმატიტი? კონტაქტური დერმატიტი ანუ კონტაქტური ეგზემა, ალერგიული დაავადებაა, რომელიც ვითარდება გამაღიზიანებელი ფაქტორის ზემოქმედების შედეგად, …

აჭარაში კოვიდით 444 კაცი და 349 ქალი დაიღუპა – 13 თვის მონაცემები

პანდემიის დაწყებიდან აჭარაში კოვიდით ინფიცირების სულ 45 443 შემთხვევა დადასტურდა. აჭარაში კოვიდის გავრცელების 2020 – 2021 წლის [5 თვის] სტატისტიკური მონაცემების ანგარიში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, დადებითობის მაჩვენებლის მატება აჭარაში დაიწყო 2020 წლის სექტებრიდან, მკვეთრი ზრდის ტენდენცია გრძელდებოდა ნოემბრის ბოლომდე (ორკვირიანი საშუალო მაქსიმალური მნიშვნელობა – 47%). შემდეგ დაიწყო მკვეთრი კლება და 2021 …

როგორ ამოვიცნოთ კატარაქტა – ექიმის რჩევები

მსოფლიოში სიბრმავის შემთხვევათა 51% სწორედ კატარაქტაზე მოდის, შესაბამისად ხშირად მიმართავენ  კატარაქტას ქირურგიულ მკურნალობას. როგორც წესი, კატარაქტა მოხუცებულობისას ვლინდება, თუმცა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, ასისტენტ პროფესორი ანა დვალიშვილი ამბობს, რომ ასაკით გამოწვეული კატარაქტა საკმაოდ გაახალგაზრდავდა და უკვე 35-40 წლის ადამიანებშიც გვხვდება ხშირად.  კატარაქტა უმეტესად ნელა ვითარდება. თავდაპირველად, უფრო ძლიერი განათება და სათვალე დაგეხმარებათ კატარაქტასთან გამკლავებაში. მაგრამ …

იკრძალება ბავშვის თანდასწრებით მსუბუქ მანქანაში მოწევა? – რა წერია სტრატეგიის დოკუმენტში

მოწევის აკრძალვა ავტომობილებში, სადაც არასრულწლოვანი იმყოფება; მოწევის აკრძალვა თეატრებში და ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის ტაქსებში; საღეჭი თამბაქოს აკრძალვა და სხვა – ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველოს კანომდებლობაში ამ დრომდე ასახული არ არის. 2021 წლის 22 ივნისიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლითაც „თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია – 2021-2025“ დამტკიცდა. „2021-2025 წლის სტრატეგია მიზნად …

ვინ აბარებს ბათუმში სისხლს – „თვეში საშუალოდ 1200 დონორი გვყავს, მაგრამ დეფიციტი მაინც გვაქვს“

ბათუმში არსებული სისხლის ბანკი “ჰემა 2012” სისხლითა და სისხლის კომპონენტებით გამუდმებით ამარაგებს როგორც აჭარის რეგიონში, ასევე გურიასა და ფოთში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს. სისხლი არ იყიდება, იგი უანგაროდ გაიცემა საჭიროებისამებრ კლინიკებზე. სისხლის ბანკის ხელმძღვანელი მთავარი ექიმ-ტრანსფუზიოლოგი ბეჟან ბერიძე ამბობს, რომ დღეში მათთან თვეში საშუალოდ 1000-1200 დონორის სისხლი მზადდება, მაგრამ დეფიციტი მაინც იქმნება. ბატონო ბეჟან, ვის შეუძლია …

როგორია აპენდიციტის სიმპტომები და რა ფუნქცია აქვს ბრმა ნაწლავის ჭიაყელა დანამატს ორგანიზმში

აპენდიციტი ბრმა ნაწლავის ჭიაყელა დანამატის მწვავე ანთებაა. მწვავე აპენდიციტი ყველაზე ხშირი ქირურგიული პათოლოგიაა (გვხვდება 35%-40%-ში). დაავადებას აქვს დამახასიათებელი დასაწყისი, კერძოდ სპეციფიკური ტკივილი, რომლის დროსაც აუცილებელია ექიმთან დროული მიმართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა დაავადება ძალიან მძიმე გართულებებით განვითარდეს. აპენდიციტი შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, თუმცა ყველაზე ხშირად იგი 10 – დან 30 წლამდე ასაკის ადამიანებშია გავრცელებული. რა …

ხანდაზმულებზე ძალადობა – პრობლემა, რომელზე საუბარსაც თავს არიდებენ

დღეს, 15 ივნისს, ხანდაზმულებზე ძალადობის შემეცნების მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს გლობალური სოციალური პრობლემაა, რომელიც მილიონობით ასაკოვანი ადამიანის ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხს აქვეითებს. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში, მოხუცებზე ძალადობა ხშირად ტაბუდადებული თემაა, თუმცა ცალკეული გახმაურებული შემთხვევები და პოლიციის მიერ დაფიქსირებული სტატისტიკა მოწმობს, რომ მოხუცებზე ძალადობა კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემაა. მოხუცებზე ძალადობაში მხოლოდ ფიზიკური ძალადობა …

იწვევს კოვიდის ვაქცინა უშვილობას? – ჯანმოს განმარტება 

ჯერ კიდევ ვაქცინის გამოჩენამდე გავრცელდა უამრავი მითი იმის შესახებ, რომ ვაქცინა სხვადასხვა გზით აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობას. ერთ-ერთი ასეთი დეზინფორმაცია ეხებოდა იმას, რომ ვაქცინები რეპროდუქციულ სისტემას აზიანებენ. მეცნიერების შეფასებით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ვაქცინა გავლენას ახდენს ნაყოფიერებაზე ანუ დაორსულების შესაძლებლობასა და ბავშვის გაჩენაზე. „ამ საკითხის ირგვლივ ბევრი მითი გვხვდება. თუმცა მეცნიერულად არ არის დადასტურებული რაიმე …

რატომ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა ბავშვის მე-6 კბილს – სტომატოლოგის რჩევები

პირის ღრუზე ზრუნვა პირველი კბილის ამოჭრისთანავე უნდა დაიწყოს, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება. ბავშვთა სტომატოლოგის, ნათია ქოქოლაძის თქმით, ამის გამო უკვე  2-3 წლის ასაკში ბავშვებს ხშირად კარიესით აქვთ დაზიანებული კბილები. როგორია ბავშვის პირის ღრუს სწორი ჰიგიენა, რომელი კბილის პასტა არ შეიძლება პატარებისთვის და როგორ ავაცილოთ კარიესი ბავშვებს – “ბათუმელების” კითხვებს ნათია ქოქოლაძე პასუხობს. რა არის …

საქართველოში ზაფხულში საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის ზაფხულის სეზონზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლში ნორმის ფარგლებში, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე 1-2 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი. სპეციალისტები ზაფხულის სეზონის განმავლობაში,  ცალკეულ დღეებში, საქართველოს დაბლობსა და ბარში ტემპერატურის მომატებას +37, +40; მთიან რაიონებში +36, +39, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +32, +35 გრადუსამდე ვარაუდობენ, რისი პროგნოზირებაც მხოლოდ რამდენიმე დღის …

მსოფლიოში მე-40 ადგილი – კოვიდით დაღუპვის მაჩვენებელი საქართველოში მილიონ მოსახლეზე 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კოვიდით სულ 3 717 518 ადამიანი გარდაიცვალა, საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემების მთვლელის worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდით ყოველ მილიონ მოსახლეზე  476.9 ადამიანია დაღუპული. მილიონ მოსახლეზე კოვიდით გარდაცვალების მონაცემს ყველა ქვეყანაზე ცალ-ცალკე ითვლიან. worldometers-ის მიხედვით, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია პერუში, სადაც იგი 5 551-ს უტოლდება. მეორე ადგილზეა უნგრეთი, მილიონ მოსახლეზე 3 094 გარდაცვალებით, მესამეზე …

სად არის აჭარაში წელს ზღვა ყველაზე სუფთა და ყველაზე ჭუჭყიანი? – კვლევის შედეგები

ზღვის სეზონის მოახლოებასთან ერთად კვლავ აქტუალური ხდება ზღვის წყლის ხარისხი, რომლის შესაფასებლადაც აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო პერიოდულ  ზღვის წყლის ხარისხის კვლევას ატარებს. ბოლო მონაცემების თანახმად, აჭარის სანაპიროზე ზღვის წყლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კერძოდ, იმ რვა წერტილში, საიდანაც პერიოდულად სინჯებს იღებენ, წყალში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების კონცენტრაცია ზღვარს არ აღემატება, თუმცა ზოგან ეს მაჩვენებელი ზღვარს უახლოვდება. ზღვის …

რა ნიშნებით ამოვიცნოთ ინსულტი და როგორია მისი პროფილაქტიკა – ექიმის რჩევები

ინსულტი ჯანმრთელობის ერთ-ერთი წამყვანი პრობლემაა საქართველოში, რომელიც მაღალი ავადობითა და სიკვდილობით ხასიათდება. ამას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინიც მოწმობს. ინსულტის განვითარებისას დროულ სამედიცინო დახმარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ ამოვიცნოთ ინსულტი და რა უნდა გავაკეთოთ მისი თავიდან ასაცილებლად. “ბათუმელების” კითხვებს ნევროლოგი ჯამბულ მაკარაძე პასუხობს. ბატონო ჯამბულ, როგორ ამოვიცნოთ ინსულტი? ინსულტის გარეგნული ნიშნები ძალიან …

რატომ არის საშიში ყურებში ხმაური – ექიმი გირჩევთ

ტინიტუსი ეწოდება შუილს ან რაიმე სხვა სახის ხმაურს ერთ ან ორივე ყურში. ხმაური, რომელიც ტინიტუსის დროს გვესმის, არ არის გამოწვეული გარე ხმებით და, ჩვეულებრივ, იგი სხვებს არ ესმით. ტინიტუსი ხშირი პრობლემაა, იგი მოსახლეობის დაახლოებით 15%-20% -ს აწუხებს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს. რა იწვევს ყურებში ერთჯერად ან ხშირ ხმაურს და როგორ ვუმკურნალოთ მას? “ბათუმელების” კითხვებს ოტორინოლარინგოლოგი ბეხრი დიასამიძე …

რა არის საჭირო დიეტასთან ერთად წონაში დასაკლებად – ექიმის რჩევები

სიმსუქნე და ჭარბი წონა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, რადგან იგი ჯანმრთელობის სხვა, მძიმე გართულებების მიზეზიც ხდება. არაჯანსაღი კვება და დაბალი ფიზიკური აქტივობა მთავარი რისკ-ფაქტორებია ისეთი მნიშვნელოვანი არაგადამდები დაავადებებისათვის, როგორიცაა კარდიოვასკულური დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2. ჭარბ წონასთან საბრძოლველად თვითნებურ დიეტას დღემდე ხშირად მიმართავენ, თუმცა ამით ბევრი ადამიანი  იზიანებს ჯანმრთელობას. რა უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა, …

ჭარბთმიანობა – როდის მივმართოთ ექიმს?

ჰირსუტიზმს, იგივე ჭარბთმიანობას უწოდებენ მდგომარეობას ქალებში, რომელიც იწვევს მუქი ან/და უხეში თმის გადაჭარბებულ ზრდას მამაკაცური ტიპით – სახეზე, მკერდსა და ზურგზე. სპეციალისტების განმარტებით, საწყისშივე მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ჰირსუტიზმი ანუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზით განპირობებული ჭარბთმიანობა დღეს დამკვიდრებული  ე.წ. „სილამაზის სტანდარტებისგან“, რომელთა მიხედვითაც ქალის ხელზე, ფეხსა თუ სახეზე ნებისმიერი სახის ბეწვი ანომალიაა. ენდოკრინოლოგიაში ჭარბთმიანობის შესაფასებლად კონკრეტულ სკალას იყენებენ. …

ხანგრძლივი სამუშაო დღე გულის დაავადებებით გარდაცვალების ზრდის მიზეზია

ჯანმოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის [შსო] შეფასებით, რომელიც ჟურნალ Environment International-ში გამოქვეყნდა, 2016 წელს სამუშაო დღის ხანგრძლივობა ინსულტითა და გულის იშემიური დაავადებებით 745 000 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა. 2016 წლის მონაცემები 2000 წლის მონაცემებზე 29%-ით მეტია. სამუშაო დღის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული გარდაცვალების პირველ გლობალურ ანალიზში ჯანმომ და შსო-მ დათვალეს, რომ 2016 წელს გარდაიცვალა 745 398 ადამიანი, …

მინისტრებმა კოვიდით სიკვდილის მიზეზების განსაზღვრისა და აღრიცხვის წესი დაამტკიცეს  

საქართველოს ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით, დაბადების და გარდაცვალების  შესახებ სამედიცინო ცნობის შევსების, გაგზავნისა და შენახვის წესს დაემატა ცალკე მუხლი – COVID19-თან დაკავშირებული სიკვდილის მიზეზების განსაზღვრისა და აღრიცხვის წესი. ამ წესის მიხედვით, COVID19-ით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევაში პირველადი მიზეზის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი, ტესტირების კლინიკური სურათისა და დაავადების მიმდინარეობის ანალიზის საფუძველზე. ამასთან, „გარდაცვალების შესახებ …

შეიძლება ალკოჰოლის ან/და მარიხუანის მიღება ვაქცინაციის შემდეგ?

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა გაჩნდა საზოგადოებაში. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, ვაქცინაციის შემდგომ დღეებში ალკოჰოლის ჭარბი მიღება არ არის რეკომენდებული. სააგენტოს განმარტებით, კვლევები იმაზე, რომ ალკოჰოლი ანტისხეულების შექმნას აფერხებს, არ არსებობს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაციის ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა თავის ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა, შეიძლება ნაბახუსევის …

როგორ დავეხმაროთ ადამიანს საკვებით მოწამვლის დროს – ექიმის რჩევები

ზაფხულის მოახლოებასა და ტემპერატურის მატებასთან ერთად მატულობს საკვებითა და წყლით ინტოქსიკაციის შემთხვევები. რა სიმპტომებით ამოიცნობა საკვებით მოწამვლა და როგორ მოვიქცეთ ამ დროს? – „ბათუმელების“ კითხვებს პირველადი გადაუდებელი დახმარების სპეციალისტი, ექიმი ტოქსიკოლოგი ვოვა მგელაძე პასუხობს. ბატონო ვოვა, როგორ უნდა ამოვიცნოთ საკვებით მოწამვლა? საკვებით ინტოქსიკაციის ამოცნობა  ძირითადად ანამნეზის შეკრებით ხდება. კერძოდ, საკვების მიღებიდან მალევე,  მსუბუქ შემთხვევაში, ვითარდება …

რისი ნიშანია გახშირებული შებერილობა და ყაბზობა – ექიმი გირჩევთ

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი მოიცავს იმ სიმპტომების ერთობლიობას, რომლებიც გამოწვეულია ნაწლავის ფუნქციონალური დარღვევით, მაგალითად, ტკივილით მუცლის არეში, მეტეორიზმით, ყაბზობით ან ფაღარათით ან მათი მონაცვლეობით. გარდა ტკივილისა და დისკომფორტისა, დაავადებას უყურადღებოდ თუ დავტოვებთ, შესაძლოა მძიმე გართულებები მოჰყვეს, თუნდაც ბუასილის სახით, რომელიც ქრონიკული ყაბზობისა და ფაღარათის შედეგად ვითარდება. გასტროენტეროლოგი ნანა ბოლქვაძე ამბობს, რომ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი განსაკუთრებით 20-40 …

ოფლიანობა და ანტიპერსპირანტი – რა უნდა ვიცოდეთ

ჰიპერჰიდროზი ჰქვია ჭარბოფლიანობას, რომელიც არ უკავშირდება სიცხეს ან ფიზიკურ აქტივობას. ყოველდღიური დისკომფორტის მიღმა, ამ ტიპის მძიმე ოფლიანობა შესაძლოა მუდმივი შფოთვისა და უხერხულობის მიზეზიც გახდეს, თუმცა ადამიანები ამ პრობლემით იშვიათად მიმართავენ სპეციალისტს და ჰიპერჰიდროზის უსიამო სიმპტომებთან გამკლავებას თვითნებურად შეძენილი სამკურნალო ანტიპერსპერანტებით ცდილობენ. ექიმ ენდოკრინოლოგ ნინო ბერიძის განმარტებით, ეს შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საზიანოც გამოდგეს. როდის და რატომ გამოიყოფა …

Exit mobile version