მდიდარმა ქვეყნებმა იყიდეს კორონავირუსის ვაქცინის იმ რაოდენობის დოზა, რომ შეუძლიათ საკუთარი მოსახლეობა სამჯერ აცრან – აცხადებს „სახალხო ვაქცინების ალიანსი“, რომელიც ვაქცინების თანაბრად გადანაწილების ზედამხედველობის საერთაშორისო ორგანიზაციაა და წარმოადგენს ისეთი ორგანიზაციების კოალიციას, როგორიცაა: Oxfam, Amnesty International, UNAIDS და სხვ. 67 ღარიბ ქვეყანაში ყოველი 10 ადამიანიდან ერთს აქვს იმედი, რომ მიიღებს ვაქცინას მომავალი წლის ბოლოსთვის – „სახალხო …
Category Archives: ჯანმრთელობა
10 დაავადება, რომელმაც ბოლო 20 წელში ყველაზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა | ჯანმო
ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ადამიანები უფრო ხშირად კვდებიან ისეთი არაინფექციური დაავადებებით, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და კიბო – წერია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მასშტაბური კვლევის ანგარიშში, რომელშიც სიკვდილიანობის მთავარი მიზეზებია განხილული. თუ 2000 წელს ადამიანების გარდაცვალების მიზეზების პირველ ათეულში მხოლოდ ოთხი ისეთი დაავადება იყო, რომლებიც კონტაქტის შედეგად არ გადადის, 2019 წელს მათი რაოდენობა შვიდამდე …
Continue reading “10 დაავადება, რომელმაც ბოლო 20 წელში ყველაზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა | ჯანმო”
როგორ მოქმედებს ახალი კორონავირუსის ვაქცინა
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დასასრული კოვიდის ახალ ვაქცინებს უკავშირდება, ვაქცინის შემადგენლობის შესახებ დღემდე უამრავი მცდარი ინფორმაცია ვრცელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, არსებობს რამდენიმე ტიპის კოვიდვაქცინა, მათ შორის: ერთ-ერთია დეაქტივირებული ან დასუსტებული ვირუსის ვაქცინა, რომელიც გააუვნებელყეს ან დაასუსტეს ისე, რომ არ იწვევს დაავადებას, მაგრამ წარმოქმნის იმუნურ რეაქციას. ცილებზე დაფუძნებული ვაქცინები – იყენებენ ცილებს ან ცილის გარსების უვნებელ ფრაგმენტებს, …
Continue reading “როგორ მოქმედებს ახალი კორონავირუსის ვაქცინა”
კორონავირუსის Pfizer-ის ვაქცინა ბრიტანეთში დაამტკიცეს – ვაქცინაცია შემდეგ კვირას იწყება
დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც დაამტკიცა Pfizer/ BioNTech კორონავირუსის ვაქცინა ფართო გამოყენებისათვის. ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანო MHRA აცხადებს, რომ ვაქცინა, რომელიც Covid-19-ისგან 95% -ით დაცვას უზრუნველყოფს, უსაფრთხოა მომავალი კვირიდან გამოსაშვებად. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. იმუნიზაცია სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დაიწყება მაღალი პრიორიტეტის მქონე ჯგუფებისთვის. პრიორიტეტული სიის თავში არიან მოხუცებულთა თავშესაფრების მაცხოვრებლები და პერსონალი, შემდეგ …
„გახანგრძლივებული კოვიდის“ მიზეზი შესაძლოა ფილტვის დაზიანება იყოს | კვლევა
მკვლევარები ამბობენ, რომ Covid19 შეიძლება იწვევდეს ფილტვის ანომალიებს, რაც პაციენტების ინფიცირებიდან სამი თვის შემდეგაც შესამჩნევია. ინფორმაციას ახალი კვლევის შესახებ BBC ავრცელებს. ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩატარებული 10 პაციენტის კვლევაში გამოიყენეს სკანირების უახლესი ტექნოლოგია იმ დაზიანების დასადგენად, რომელიც უბრალო სკანირებით არ ჩანს. კვლევის წამყვანი სპეციალისტი, პროფესორი ფერგუს გლისონი მიიჩნევს, რომ ახალი მეთოდით სკანირებით გამოვლენილი ფილტვის დაზიანება შეიძლება იყოს …
Continue reading “„გახანგრძლივებული კოვიდის“ მიზეზი შესაძლოა ფილტვის დაზიანება იყოს | კვლევა”
ვის ავნებს გეგმიური ოპერაციების გადავადება – კომენტარი
ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც სამინისტრომ შეაჩერა სახელმწიფო პროგრამით არაგეგმიური ოპერაციების დაფინანსება 2021 წლის პირველ მარტამდე. „ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, 2020 წლის 10 ნოემბრიდან 2021 წლის 1-ელ მარტამდე შეჩერდეს ამავე დადგენილების დანართ №1-ით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა, გარდა სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციებისა, ასევე …
Continue reading “ვის ავნებს გეგმიური ოპერაციების გადავადება – კომენტარი”
დედის რძე SARS-CoV-2-ის ანტისხეულებს შეიცავს – კვლევა
მეძუძური დედების რძე შესაძლოა SARS-CoV-2 ინფექციების საწინააღმდეგო ძლიერ ანტისხეულებს შეიცავდეს, ნათქვამია ერთ-ერთ ბოლო კვლევაში, რომლის შესახებაც სამეცნიერო ჟურნალი The scientist-ი წერს. COVID 19-ისგან გამოჯანმრთელებული 15 მეძუძური დედისგან აღებულ ყველა ნიმუშში კორონავირუსის წვეტი ცილისადმი რეაქტიული ანტისხეულები აღმოჩნდა. ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენა დედის რძეში მიუთითებს იმაზე, რომ დედები შეიძლება ვირუსულ იმუნიტეტს გადასცემდნენ ჩვილებს. პანდემიის დროს ქალებს შეუძლიათ …
Continue reading “დედის რძე SARS-CoV-2-ის ანტისხეულებს შეიცავს – კვლევა”
ჯანმო: სინათლე გვირაბის ბოლოს უფრო კაშკაშა ხდება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 23 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეისუსმა შეხვედრა პოზიტიური მესიჯით დაიწყო და განაცხადა, რომ „ვაქცინების კვლევებთან დაკავშირებული ბოლო პოზიტიური სიახლეებით ამ გრძელი, ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება”. მსოფლიო მასშტაბით უკვე რამდენიმე ვაქცინაა შემუშავებული, რომელთა ეფექტურობა 70-95%-ია. „ახლა უკვე არსებობს რეალური იმედი, რომ ვაქცინები – ჯანდაცვის სხვა, უკვე ნაცად და …
Continue reading “ჯანმო: სინათლე გვირაბის ბოლოს უფრო კაშკაშა ხდება”
როგორ ვებრძოლოთ უძილობას – დღის ძილი ღამის ძილს ვერ შეგიცვლით
COVID19-ის პანდემიის შედეგებით გამოწვეული შფოთვისა და სტრესის გამო სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ებრძვის უძილობას. ხანმოკლე უძილობა, რომელიც რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში გრძელდება, ხშირად ვითარდება სტრესის ან ტრავმული მოვლენის შედეგად, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს გრძელვადიანი, ქრონიკული უძილობა უყალიბდება, რომელიც ერთ თვეს ან მეტ ხანს გრძელდება. „ორივე შემთხვევაში უძილობა ნეგატიურად აისახება ადამიანის შრომისუნარიანობაზე და მის …
Continue reading “როგორ ვებრძოლოთ უძილობას – დღის ძილი ღამის ძილს ვერ შეგიცვლით”
როგორ შექმნეს კოვიდის ვაქცინა ასე სწრაფად – ჯანმოს პასუხი
ბოლო რამდენიმე დღეა, მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე კომპანიამ განაცხადა, რომ მათ მიერ შემუშავებული ვაქცინა უსაფრთხო და 95%-მდე ეფექტურია. ამ იმედისმომცემი ინფორმაციის მიუხედავად, მსოფლიო მოსახლეობის ნაწილი კვლავ სკეპტიკურად უყურებს ვაქცინების უსაფრთხოებას, რომ აღარაფერი ვთქვათ კონსპირაციების თეორიების მომხრეებზე. ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ყველაზე ხშირად ისმის ახალ ვაქცინებთან დაკავშირებით, მათი უსაფრთხოების გატესტვის დროს ეხება. კერძოდ – როგორ შეიმუშავეს კოვიდის საწინააღმდეგო …
Continue reading “როგორ შექმნეს კოვიდის ვაქცინა ასე სწრაფად – ჯანმოს პასუხი”
კოვიდით გარდაცვალების სტატისტიკა საქართველოში [დიაგრამა]
პანდემიის დაწყების დღიდან დღემდე საქართველოში 894 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 787 – ბოლო 3 თვეში. ვირუსის დადასტურებული შემთხვევები, ბოლო მონაცემებით, 96 860 -ია, გამოჯანმრთელდა 77 932 ადამიანი. Worldometers-ის მონაცემებით, საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ მილიონ მოსახლეზე 214-ია. ეს მაჩვენებელი ბოლო პერიოდში ყოველდღიურად იზრდება – ნოემბრის დასაწყისში საქართველოში ერთ მილიონ მოსახლეზე გარდაცვალების მაჩვენებელი დაახლოებით 70 იყო. თურქეთში …
Continue reading “კოვიდით გარდაცვალების სტატისტიკა საქართველოში [დიაგრამა]”
ჯანმო: “ლოქდაუნის” არიდება შესაძლებელია, თუ 95% ატარებს პირბადეს
ახალი “ლოქდაუნების” არიდება ევროპაში შესაძლებელია, მათ შორის თითქმის საყოველთაოდ პირბადის ტარებით, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ. “ლოქდაუნების არიდება შესაძლებელია, მე ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ ლოქდაუნები არის ყველაზე ბოლო გამოსავალი” – განაცხადა მან ჯანმოს პრესკონფერენციაზე. – “პირბადეების გამოყენება არ არის პანაცეა და საჭიროა ეს მოხდეს სხვა ზომებთან ერთად კომბინაციაში; თუმცა თუ პირბადეების …
Continue reading “ჯანმო: “ლოქდაუნის” არიდება შესაძლებელია, თუ 95% ატარებს პირბადეს”
იმუნური უჯრედები ინფიცირებიდან 8 თვის შემდეგაც აირიდებს კოვიდს – ახალი კვლევა
გამოჯანმრთელებული ადამიანების სისხლის ნიმუშები მოწმობენ მძლავრ, ხანგრძლივ იმუნურ პასუხზე კოვიდ19-ის მიმართ, აცხადებენ მკვლევარები. რამდენ ხანს ძლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტი? წლები, ან ათეულობით წლები, იუწყება ახალი კვლევა, რომლის შესახებაც ნიუ იორკ თაიმსი წერს. ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ გამოჯანმრთელებული ადამიანების უმრავლესობას, ინფიცირებიდან 8 თვის შემდეგაც რჩებათ საკმარისი რაოდენობის იმუნური უჯრედები საიმისოდ, რომ მოიშოროს ვირუსი და თავიდან აირიდოს დაავადება. …
Continue reading “იმუნური უჯრედები ინფიცირებიდან 8 თვის შემდეგაც აირიდებს კოვიდს – ახალი კვლევა”
ნორმალური ცხოვრება მომავალ ზამთარს დაბრუნდება, ამბობს კოვიდის ვაქცინის შემქმნელი
პროფესორმა უღურ შაჰინმა განაცხადა, რომ მათ მიერ შექმნილი კოვიდის საპრევენციო ახალი ვაქცინის ზეგავლენა საგრძნობლად გაიზრდება ზაფხულის განმავლობაში და ცხოვრება ჩვეულ რიტმს მომავალი ზამთრისთვის დაუბრუნდება. პროფესორმა შაჰინმა, რომელიც კოვიდის ვაქცინის შემქმნელი კომპანიის BioNTech–ის თანადამფუძნებელია, ასევე იმედი გამოთქვა, რომ ვაქცინა გაანახევრებს ვირუსის გადაცემას, რაც გამოიწვევს „შემთხვევების დრამატულ კლებას“. გასულ კვირას, BioNTech-ისა და ამერიკული კომპანია Pfize-ის განცხადების თანახმად, …
Continue reading “ნორმალური ცხოვრება მომავალ ზამთარს დაბრუნდება, ამბობს კოვიდის ვაქცინის შემქმნელი”
დაბინძურებული ჰაერი, რომელიც კლავს – კიბოს კიდევ ერთი რისკფაქტორი
კიბო მსოფლიოში სიკვდილიანობის მეორე მთავარი მიზეზია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გლობალურად, ყოველი ექვსი გარდაცვალებიდან ერთის მიზეზი კიბოა, მაგალითად, 2018 წელს მსოფლიოში კიბოთი 9,6 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ფილტვის კიბოა, რომლის ძირითად გამომწვევ მიზეზად თამბაქო მიიჩნევა, თუმცა არსებობს ფილტვის კიბოს ხელშემწყობი კიდევ ერთი ფაქტორი – ჰაერის დაბინძურება, რომლის მავნე ზეგავლენა კორონავირუსის პანდემიის …
Continue reading “დაბინძურებული ჰაერი, რომელიც კლავს – კიბოს კიდევ ერთი რისკფაქტორი “
როგორ მივხვდეთ კორონავირუსი გვაქვს თუ სეზონური გრიპი?
საქართველოში გრიპის ვირუსი ნოემბერ-დეკემბერში იწყებს ცირკულაციას, რაც ნიშნავს, რომ გრიპის სეზონი სულ მალე, კორონავირუსის პანდემიის პარალელურად დაიწყება. რა განსხვავებაა სეზონურ გრიპსა და კორონავირუსს შორის და შეუძლია თუ არა მათი განსხვავება მოსახლეობას, მაშინ როცა ორივე მათგანი სიმპტომურად ძალიან ჰგავს ერთმანეთს? აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი რამდენიმე განმასხვავებელ ნიშანზე საუბრობს, რაც ამ ორი დაავადების ერთმანეთისგან განსხვავებაში …
Continue reading “როგორ მივხვდეთ კორონავირუსი გვაქვს თუ სეზონური გრიპი?”
რუსეთში ბოლო 24 საათში კოვიდის 20 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი, ინფიცირების 19 768 შემთხვევა დადასტურდა, რის შედეგადაც ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი 1 639 454-მდე გაიზარდა. რუსეთი კორონავირუსის გავრცელების მხრივ მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა მოსკოვში – 5826 და პეტერბურგში – 1031. რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 389 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია …
Continue reading “რუსეთში ბოლო 24 საათში კოვიდის 20 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა”
ჯანმო: ოთახი საათში რამდენჯერმე უნდა განიავდეს – კოვიდის გავრცელების პრევენცია
ზამთრის მოახლოებასთან ერთად პანდემიის პირობებში აქტუალური ხდება დახურულ სივრცეში კონდინციონერის ჩართვისა და ჰაერის ვენტილაციის საკითხი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას, პირველ რიგში, ოთახის ხშირი განიავებისკენ მოუწოდებს. „ვენტილაციას მნიშვნელოვანი როლი აკისრია იმ მხრივ რომ ხელი შეუშალოს ვირუსის გავრცელებას დახურულ სივრცეში. ისეთ მარტივ რამეს, როგორიც ბუნებრივი განიავებაა, ანუ კარებისა და ფანჯრების გამოღებას, შეუძლია უზრუნველყოს ჰაერის განახლება, უფრო ჯანსაღი …
Continue reading “ჯანმო: ოთახი საათში რამდენჯერმე უნდა განიავდეს – კოვიდის გავრცელების პრევენცია”
სიკვდილიანობის მზარდი მაჩვენებელი სამხრეთ კავკასიაში – COVID19
2 ნოემბრის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 46 859 546 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 33 773 060 და გარდაიცვალა 1 205 809 ადამიანი. COVID19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ქვეყნებში ყოველდღურად იცვლება, ქვეყნების უმრავლესობისთვის ეს მაჩვენებელი მზარდია, მათ შორისაა სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, რომელთაგან სომხეთს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს და იგი ერთ მილიონ მოსახლეზე 469 გარდაცვალებას შეადგენს. შემდეგ მოდის საქართველო, რომლის …
Continue reading “სიკვდილიანობის მზარდი მაჩვენებელი სამხრეთ კავკასიაში – COVID19”
ჯანმოს გენერალური დირექტორი თვითიზოლაციაშია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გებრეისუსი თვითიზოლაციაშია. პირს, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, Covid19 დაუდასტურდა. ამის შესახებ ტედროს გებრეისუსმა წუხელ ტვიტერის საკუთარ გვერდზე ჟენევიდან დაწერა. „მე გავხდი კონტაქტი ადამიანისა, რომელსაც Covid19 დაუდასტურდა. თავს კარგად ვგრძნობ და სიმპტომები არ მაქვს, მაგრამ ჯანმოს პროტოკოლის მიხედვით, უახლოეს დღეებში თვითიზოლაციაში ვიქნები და სახლიდან ვიმუშავებ,” – წერს ის. I have been …
Continue reading “ჯანმოს გენერალური დირექტორი თვითიზოლაციაშია”
საქართველოში სიკვდილიანობა 1 მილიონ მოსახლეზე 71-მდე გაიზარდა – COVID19
დღეის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 45 382 151 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 33 018 697 და გარდაიცვალა 1 187 029 ადამიანი. COVID19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველა ქვეყნისთვის სხვადასხვაა და იგი ყოველდღურად იცვლება. ბოლო პერიოდში ეს მაჩვენებელი ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის საქართველოშიც, მზარდია. მაგალითად, თუ ორი დღის წინ საქართველოში კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელი მილიონ მოსახლეზე 63 იყო, დღეს ეს …
Continue reading “საქართველოში სიკვდილიანობა 1 მილიონ მოსახლეზე 71-მდე გაიზარდა – COVID19 “
ტყვია ნეგატიურად აისახება ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზეც – ჯანმოს ექსპერტი
ტყვიით მოწამვლის პრევენციის კვირეულის ფარგლებში 29 ოქტომბერს ფეისბუქის პირდაპირ ჩართვაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქიმიური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის განყოფილების ხელმძღვანელმა კეროლაინ ვიკერსმა ისაუბრა ტყვიის მავნე ზეგავლენაზე. მან ტყვიის ექსპოზიციის მთავარ წყაროდ საღებავები დაასახელა და აღნიშნა, რომ ტყვიით მოწამვლის შედეგად ბავშვების, მათ შორის მუცლადმყოფი ნაყოფის, ტვინი და ნერვული სისტემა ზიანდება: „ტყვია ნეგატიურად აისახება ბავშის ინტელექტუალურ განვითარებაზე, ამცირებს …
Continue reading “ტყვია ნეგატიურად აისახება ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზეც – ჯანმოს ექსპერტი”
ევროპაში სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებელი წინა კვირის შემდეგ 40%-ით გაიზარდა – COVID-19
ჯანმოს ცნობით, ევროპის რეგიონში ყოველდღიური სიკვდილიანობის შემთხვევები თითქმის 40% -ით გაიზარდა წინა კვირასთან შედარებით. როგორც ჯანმოს სპიკერმა მარგარეტ ჰარისმა BBC-სთან საუბარში აღნიშნა, ახალი შემთხვევები რეგიონის მასშტაბით მესამედით გაიზარდა, სიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებელი კი თითქმის 40%-ით. „მიუხედავად ჰოსპიტალური გამტარიანობის უკეთესად მართვისა, ზოგიერთი ქვეყნის საავადმყოფოები სწრაფად ივსება“, – თქვა მან. ევროპის რეგიონის ქვეყნებმა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის უსაფრთხოების ზომები …
თურქეთში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა
თურქეთი მერვე ქვეყანა გახდა ევროპის რეგიონში, სადაც ოფიციალურად კორონავირუსით გარდაცვალების 10 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში სულ 368 513 დადასტურებული შემთხვევაა. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯამ თქვა, რომ სტამბული ითვლის თურქეთში დაფიქსირებული ახალი შემთხვევების ნახევარს. „თუ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ვირუსს სტამბულში, რთული იქნება მისი დაძლევა” – ციტირებს „გარდიანი“ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრს. აღსანიშნავია, რომ თურქეთის მიერ …
Continue reading “თურქეთში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა”
რუსეთში დაფიქსირდა 24 საათში კოვიდით გარდაცვალების ანტირეკორდი – COVID-19
კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება რუსეთში კვლავ მძიმდება. ბოლო 24 საათში რუსეთში პანდემიის დაწყების დღიდან კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი – 346 შემთხვევა დაფიქსირდა. რუსეთის ხუთი რეგიონის საავადმყოფოებში საწოლების 95% დაკავებულია – ამის შესახებ რუსეთის მთავრობის სხდომაზე, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა. რუსეთის ვიცე პრემიერის თქმით, ზოგიერთ რეგიონში მხოლოდ ორიოდე ან უფრო ნაკლები კვირის სამყოფი მედიკამენტები …
Continue reading “რუსეთში დაფიქსირდა 24 საათში კოვიდით გარდაცვალების ანტირეკორდი – COVID-19”
არქტიკული ზღვის ყინულის მთავარი მწარმოებელი – ლაპტევების ზღვა გაყინვას აგვიანებს
ციმბირში ლაპტევების ზღვა, რომელიც არქტიკული ზღვის ყინულის მთავარ მწარმოებლად მიიჩნევა, გაყინვას აგვიანებს. ზღვა ჩვეულებრივ ოქტომბერში იყინება და ეს პირველი შემთხვევაა ზღვაზე აღრიცხვის წარმოების დაწყებიდან, როცა ოქტომბრის ბოლოს ზღვას ჯერაც არ დაუწყია გაყინვა. „გარდიანი“ წერს, რომ კლიმატოლოგების შეფასებით, ლაპტევების ზღვის დაგვიანებული გაყინვა გამოწვეულია ჩრდილოეთ რუსეთში უჩვეულოდ გაჭიანურებული სითბოთი და ატლანტიკური წყლების შედინებით. მეცნიერები ამბობენ, რომ ამან …
Continue reading “არქტიკული ზღვის ყინულის მთავარი მწარმოებელი – ლაპტევების ზღვა გაყინვას აგვიანებს”
დიახ, კოვიდით მეორედ ინფიცირება შესაძლებელია, მაგრამ რამდენ ხანში?
დადასტურებულია, რომ კოვიდ19-ით ინფიცირება ხელმეორედაც შესაძლებელია. რეინფიცირების პირველი შემთხვევა აგვისტოში, ჰონგ-კონგელმა მეცნიერებმა დააფიქსირეს, როცა 33 წლის გამოჯანმრთელებულ კაცს კორონავირუსი ოთხ თვენახევრის (18 კვირაში) შემდეგ მეორედ შეეყარა. ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით რეინფიცირების ათამდე შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა, კორონავირუსის (SARS-CoV-2) ინფექციით გამომუშავებული დამცავი იმუნიტეტის ხარისხი და ხანგრძლივობა ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტების უმრავლესობასთან რეინფიცირების …
Continue reading “დიახ, კოვიდით მეორედ ინფიცირება შესაძლებელია, მაგრამ რამდენ ხანში?”
საწარმოებს ჰაერის დაბინძურებისთვის 20-80 ათასი ლარით დააჯარიმებენ
საქართველოში მსხვილი სამრეწველო საწარმოებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მსხვილ საწარმოებს ობიექტებზე მტვრის შემაკავებელი თანამედროვე ფილტრაციის სისტემების დაყენებას და გაფრქვეული ნივთიერებების მონიტორინგს ავალდებულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში საწარმოები 20 000-დან 80 000-მდე ლარით დაჯარიმდებიან ან პრობლემის აღმოფხვრამდე – შეაჩერებენ მუშაობას. აქამდე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური …
Continue reading “საწარმოებს ჰაერის დაბინძურებისთვის 20-80 ათასი ლარით დააჯარიმებენ”
ფუკუშიმას რეაქტორის წყალმა შეიძლება ადამიანის დნმ დააზიანოს – გრინფისი
გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „გრინფისი“ აცხადებს, რომ იაპონიის ფუკუშიმას რეაქტორის ყველაზე მძიმე ბირთვული კატასტროფიდან ცხრა წლის შემდეგ წყალი, რომელსაც ცუნამისგან დაზიანებული რეაქტორის გასაცივებლად იყენებენ, შესაძლოა „წყნარ ოკეანეში გაათავისუფლონ“, რადგან საცავის სივრცე იწურება. ორგანიზაციის განცხადებით, მთავრობამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს წყალთან დაკავშირებით, რომელშიც არსებობს ნახშირბად 14-ის “საშიში” დონე. ხელისუფლებამ, მათ შორის, ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრმა აღნიშნეს, რომ ერთადერთი გამოსავალი …
Continue reading “ფუკუშიმას რეაქტორის წყალმა შეიძლება ადამიანის დნმ დააზიანოს – გრინფისი”
რა შემთხვევაშია ეფექტური სისხლის პლაზმის თერაპია კოვიდპაციენტებში – კვლევა
კვლევა, რომელიც ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში დღეს, 23 ოქტომბერს გამოქვეყნდა, მიიჩნევს, რომ „გამოჯანმრთელებულთა პლაზმას“ მხოლოდ შეზღუდული ეფექტი აქვს და მას არ შეუძლია სიკვდილიანობის შემცირება ან დაავადების დამძიმება. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 464-მა ზრდასრულმა კოვიდპაციენტმა (დაავადების საშუალო სიმძმით), რომლებიც აპრილიდან და ივლისამდე მოხვდნენ ინდოეთის საავადმყოფოებში. მათგან 235 პაციენტს, სტანდარტული მოვლის პარალელურად 24 საათის ინტერვალით, ორჯერ გადაუსხეს გამოჯანმრთელებულთა პლაზმა, …
Continue reading “რა შემთხვევაშია ეფექტური სისხლის პლაზმის თერაპია კოვიდპაციენტებში – კვლევა”
კოვიდტალღა გერმანიაში ”ძალიან სერიოზულია”, ესპანეთში კი ”კონტროლიდან გამოდის”
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ეპიდემიოლოგიურ მიმოხილვაში, რომელიც ამ კვირის დასაწყისში გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ევროპაში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. რეგიონში დადასტურებული შემთხვევების წილი, მსოფლიო კოვიდსტატისტიკაში ახლა 38%, კოვიდით სიკვდილიანობის მაჩვენებელში კი რეგიონის წილი 29% -მდე არის გაზრდილი წინა კვირასთან შედარებით. იმის გამო, რომ ევროპაში ახალი შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა, ქვეყნები შეზღუდვების გამკაცრებას …
Continue reading “კოვიდტალღა გერმანიაში ”ძალიან სერიოზულია”, ესპანეთში კი ”კონტროლიდან გამოდის””
საბერძნეთი მაღალი რისკის ზონებში, მათ შორის ათენში, კომენდანტის საათს აწესებს – covid19
იმ მხარეებში, სადაც ყველაზე მეტად დაზარალდნენ Covid19-ით, კომენდანტის საათი დაწესდება. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა დღეს, 22 ოქტომბერს, სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა. „აკრძალვების მიზანია შეამციროს საღამოობით შეკრებები, რაც ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას“, – წერს ტვიტერზე პრემიერ-მინისტრი. მიცოტაკისის თქმით, გადაადგილება 00:30-დან დილის 5 საათამდე აიკრძალება იმ ადგილებში, რომლებიც კოვიდ19-ის გავრცელების თვალსაზრისით მაღალი რისკის შემცველად მიიჩნევა და …
ახალი შემთხვევებით საქართველო სომხეთს მიუახლოვდა – COVID19 სამხრეთ კავკასიაში
პანდემიის საწყის ეტაპზე სომხეთში კორონავირუსის ბევრად მეტი შემთხვევა იყო დარეგისტრირებული, ვიდრე საქართველოსა და აზერბაიჯანში ერთად. COVID19-ის დადასტურებული შემთხვევებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში სომხეთი კვლავ პირველ ადგილზეა [68 530], შემდეგ მოდის აზერბაიჯანი [46 593], შემდეგ კი საქართველო [21 208]; თუმცა ახალი შემთხვევების რაოდენობით საქართველო სომხეთის სტატისტიკას მიუახლოვდა. 20 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში 1 351 ახალი …
Continue reading “ახალი შემთხვევებით საქართველო სომხეთს მიუახლოვდა – COVID19 სამხრეთ კავკასიაში”
ნაადრევი მშობიარობა და დაბინძურებული ჰაერის სხვა შედეგები – ახალი გლობალური კვლევა
ჰაერის ხარისხის მდგომარეობის გლობალური ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ჰაერის დაბინძურებამ თითქმის ნახევარი მილიონი ბავშვის ნაადრევი სიკვდილი გამოიწვია მათი სიცოცხლის პირველ თვეში. ჩვილების უმეტესობა განვითარებად ქვეყნებში იმყოფებოდა. ჰაერის დამაბინძურებლების ზემოქმედება საზიანოა ნაყოფისთვისაც. მას შეუძლია გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა ან ახალშობილის დაბალი წონა. ორივე ეს ფაქტორი ასოცირდება ახალშობილთა მაღალ სიკვდილიანობასთან – ამის შესახებ გლობალური ჰაერის მდგომარეობის 2020 წლის …
როდის დაბრუნდება დაკარგული ყნოსვისა და გემოს შეგრძნება? – COVID19
ბოლო რამდენიმე თვეა ანოსმია ანუ ყნოსვის დაკარგვა მნიშვნელოვნად უკავშირდება COVID 19-ს. აპრილის თვეში ჯანმომ ყნოსვისა და გემოს დაკარგვა ოფიციალურად შეიტანა COVID 19-ის სიმპტომების ჩამონათვალში. ანოსმიის მაჩვენებლები SARS-COV-2-ის დადებით პაციენტებში მნიშვნელოვნად განსხვავდება კვლევებში და 30-70% -ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პაციენტისთვის ყნოსვის დაკარგვა COVID 19-ის ერთადერთი სიმპტომია. იმის დასადგენად, თუ როდის უბრუნდება ყნოსვა და გემოს შეგრძნება …
Continue reading “როდის დაბრუნდება დაკარგული ყნოსვისა და გემოს შეგრძნება? – COVID19”
„გამოიყენეთ დრო გონივრულად, მოემზადეთ მეტისთვის“ – ჯანმოს მიმართვა მთავრობებს
„გარდაუვალი მეორე ტალღა ან შემდეგი პიკი არ არსებობს, ის კონტროლს ექვემდებარება, ის ჩვენს ხელშია, როგორც ინდივიდუალური პირების, ისე მთავრობის ხელმძღვანელობის; მკაფიო ეროვნული გეგმის საშუალებით, რომელიც გულისხმობს ადგილობრივ დონეზე მიზნობრივი კონტროლის ზომებს, ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ პანდემიის მომდევნო ტალღები,“ – განაცხადა ჯანმოს ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამების ხელმძღვანელმა მარია ვან კერჰოვმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მორიგი ბრიფინგის დროს. …
Continue reading “„გამოიყენეთ დრო გონივრულად, მოემზადეთ მეტისთვის“ – ჯანმოს მიმართვა მთავრობებს”