ქერტლი – დაავადება თუ კანის სიმშრალე

თავის თმიან ნაწილში წარმოქმნილი მსხვილი და წვრილი აქერცლილი ელემენტები – ქერტლი საკმაოდ ხშირი მოვლენაა. არსებობს მოსაზრება, თითქოს ქერტლი პირადი ჰიგიენის წესების არასათანადოდ დაცვის შედეგია. ექიმი-დერმატოლოგი ნატალია შავდია ამბობს, რომ ეს მცდარი მოსაზრებაა – როგორც წესი, კანის აქერცვლა გამოწვეულია კანის სიმშრალით ან დაავადებებით. ქალბატონო ნატალია, რა არის ქერტლი და რატომ ჩნდება ის? ქერტლი კანის მკვდარი უჯრედებია, …

რა პროგრამებს ემატება ბენეფიციარები ბათუმის მერიის მომავალი წლის ჯანდაცვის პროგრამებში

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში ჯანდაცვის მიმართულებით არსებული პროექტების განახლებასთან დაკავშირებით რამდენიმე სიახლეა გათვალისწინებული. მიმდინარე პროექტებში ბენეფიციარების რაოდენობისა და ბიუჯეტის გაზრდის თაობაზე დეტალები ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, თუმცა რამდენიმე პროგრამაში კონკრეტული რიცხვები უკვე დასახელდა. მაგალითად, დაავადებათა ადრეული გამოვლენის პროგრამას ემატება ფილტვის კიბოს სკრინინგი 1500 ბენეფიციარზე, მატერიალური დახმარების მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა გაიზრდება 495 ბენეფიციარით. …

12 პერსონალური ასისტენტი 12 შშმ პირისთვის – რას მოიცავს საპილოტე პროგრამა

მომავალი წლიდან ბათუმში სრულად ამოქმედდება პილოტური პროგრამა – პერსონალური ასისტენტების სერვისი შშმ პირებისთვის. პროგრამა პილოტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი 12 თვეზეა გათვლილი. ამ ხნის განმავლობაში სერვისით დაახლოებით 12 ბენეფიციარი ისარგებლებს. საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ: პერსონალური ასისტენტის სერვისი − სერვისი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უწევს სათანადო დახმარებას დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის …

როგორ დავიცვათ თავი საშიში პაპილომა ვირუსებისგან

პაპილომა ვირუსის 100-ზე მეტი ტიპი არსებობს, აქედან 40-მდე ტიპს ონკოგენური ბუნება აქვს და საშვილოსნოს კიბოს ძირითადი ეტიოლოგიური ფაქტორია. მთელ მსოფლიოში საშვილოსნოს კიბოთა შორის საშვილოსნოს ყელის კიბო მეორე ადგილზეა. ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV) რეპროდუქციული ტრაქტის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა. არსებობს პაპილომა ვირუსის 100-ზე მეტი სახეობა, მაგრამ მათი უმრავლესობა არ იწვევს პრობლემებს. HPV-ის მცირე ნაწილი შეიძლება შენარჩუნდეს …

რატომ არ არის მზად მოშიმშილე სააკაშვილის მისაღებად მე-18 დაწესებულება – ექიმის შეფასება

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა საპატიმროში დამძიმებულია, სააკაშვილის ადვოკატები მოითხოვენ დაუყოვნებლივ გადაწყდეს ჰოსპიტალიზების საკითხი, რადგან ციხის სამედიცინო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს მულტიპროფილური კლინიკის კრიტერიუმებს, რის საჭიროებაზეც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის კონსილიუმმა გასცა რეკომენდაცია. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მიღებისთვის N18 დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმეს და დაადგინეს, რომ დაწესებულებას გააჩნია პატიმართა …

ძუძუს კიბო ახალგაზრდა ქალებშიც გახშირდა – ვინ არიან რისკჯგუფში და როგორია სიმპტომები

ძუძუს კიბო ახლა კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმაა მსოფლიოში. კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, ძუძუს კიბომ უკვე გადაუსწრო ფილტვის კიბოს, როგორც მსოფლიოში ყველაზე ხშირად დადასტურებულმა სიმსივნემ. ონკოქირურგი, მამოლოგი მზია ხალვაში ამბობს, რომ ძუძუს კიბოს რისკჯგუფი გაახალგაზრდავდა და შესაძლოა უახლოეს მომავალში სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ბენეფიციართა ასაკთან დაკავშირებით ცვლილებების შეტანაც გახდეს საჭირო. ქალბატონო მზია, ვინ არიან რისკისჯგუფში? დაავადება …

ძუძუს კიბოს 50% უკვე I-II სტადიაში ვლინდება, სკრინინგის ჯერ კიდევ ცოტა ქალი იტარებს – ექიმი 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ისევე როგორც საქართველოს კიბოს რეგისტრის მონაცემებით, ქალებში ავთვისებიანი ახალწარმონაქმნებით გამოწვეული სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა. ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და კოლორექტალური კიბოს სკრინინგის პროგრამა თბილისში 2008 წლიდან, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 2011 წლიდან მუშაობს, ასევე პროსტატის კიბოს მართვაც. მიუხედავად იმისა, რომ ძუძუს კიბოს სკრინინგს ყოველწლიურად 20 000-ზე მეტი ქალი იტარებს და პროგრამის …

რაზე მიანიშნებს ყბის სახსრის ტკაცუნი – ექიმის რჩევები

საუბრისას, ღეჭვისას ან მთქნარებისას ტკაცუნის ხმა თუ გესმით, შესაძლოა ეს თქვენი საფეთქელ – ქვედა ყბის სახსრიდან მოდიოდეს. როგორ უნდა ამოვიცნოთ ქვედა ყბის სახსართან დაკავშირებული პრობლემები, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს და რა დრო დასჭირდება მის გამოსწორებას – ამ და სხვა კითხვებზე გნათოლოგ-ორთოპედი დავით დავითაძე პასუხობს: ბატონო დავით, კიდევ რა სიმპტომები მიანიშნებს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემაზე? შეიძლება იყოს …

ძუძუს კიბოს ყველაზე ხშირი მიზეზი ალკოჰოლის მოხმარებაა – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, დღეში თუნდაც ერთი ჭიქა ალკოჰოლის მიღება ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს. „ძუძუს კიბო ყოველწლიურად 1579 ქალს უდგინდება.“- ამბობს ჯანმო და ცნობიერების ამაღლების თვის ფარგლებში მოუწოდებს ადამიანებს  გააცნობიერონ, რომ ძუძუს კიბოს რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება ალკოჰოლის მოხმარების შემცირებით. ძუძუს კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (International Agency for Research on Cancer – IARC) შეფასებით, 2020 …

მაღალი წნევის ერთ-ერთ მედიკამენტში გენოტოქსიკური მინარევი აღმოჩნდა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო  ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორებს მიმართავს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ანტიჰიპერტენზიული ანუ მაღალი წნევის საწინააღმდეგო მედიკამენტ “ლოსარ/კოლოსარ დენკის” რეალიზაცია. სააგენტო კომპანიებს აფრთხილებს, ფარმაცევტული ბაზრიდან მედიკანენტი გამოითხოვონ. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო იუწყება, რომ „Denk Pharma GmbH & Co. KG“-ს წერილი მიიღო, აქტიურ ფარმაცევტულ ინგრედიენტში (Losartan potassium) გენოტოქსიკური მინარევის აღმოჩენის თაობაზე. გენოტოქსიკურად …

როგორ ვიზრუნოთ ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენაზე – ექიმის რჩევები

დენტალური კარიესი ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომელსაც თუ არ ვუმკურნალეთ, იწვევს ტკივილსა და ინფექციებს, რის შედეგადაც შესაძლოა კვებასთან და საუბართან დაკავშირებული პრობლემებიც განვითარდეს. ოჯახის ექიმი თამარ ლომთაძე ამბობს, რომ ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენაზე ზრუნვა მაშინვე უნდა დავიწყოთ, როგორც კი პირველი კბილი ამოიჭრება. ქალბატონო თამარ, პირველი კბილების ამოჭრის დროს რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა? პირის ღრუს …

ბუსტერ დოზებზე რეგისტრაცია იწყება

Covid19-ის ვაქცინის ბუსტერ დოზებით აცრა სამედიცინო დაწესებულებებში, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე არის შესაძლებელი. ბუსტერ დოზით აცრა უნდა მოხდეს  ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 6-თვიანი ინტერვალით, რაც აითვლება მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან. ბუსტერ დოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა, თუ ის დაშვებულია ვაქცინის მწარმოებლის მიერ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი (ბუსტერ) დოზით აცრას …

სოფლებში ასაცრელად მიწის სამუშაოებთან დაკავშირებული წახალისება იგეგმება – გამყრელიძე

დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ სოფლის მოსახლეობისთვის განიხილება სპეციალური წამახალისებელი ღონისძიებები. კონკრეტულად რა სახის წახალისებაზეა საუბარი, არ სახელდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ სოფლის ექიმებისგან განსხვავებით, ამ ჯგუფისთვის გათვალისწინებულია არამონეტარული ანუ არაფულადი სახის წახალისება, „რაც სასოფლო სამეურნეო სამუშაოებთან არის დაკავშირებული”, – განმარტა ამირან …

გაბუნია 4775 ახალ შემთხვევაზე: დღევანდელი მაჩვენებელი ძალიან საყურადღებოა

კოვიდით ინფიცირების დღევანდელი მაჩვენებელი – 4775 შემთხვევა ბოლო 10 დღის განმავლობაში ყველაზე მაღალია. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ დღევანდელი მაჩვენებელი ძალიან საყურადღებოა და რომ გარკვეული მოკვლევა სჭირდება. მინისტრის მოადგილემ აქვე აღნიშნა, რომ მეხუთე ტალღაზე საუბარი ადრეა, რადგან ჯერ კვლავ მეოთხე ტალღიდან არ ვართ გამოსული. „ახლა ჩვენთვის მთავარია აქტიური …

როგორ ამოვიცნოთ ჰაიმორიტი | ექიმის რჩევები

ჰაიმორიტი ჩირქოვანი ანთებითი დაავადებაა, რომელიც, როგორც წესი, ისეთი ინფექციური დაავადებების გართულების შედეგად ვითარდება, როგორიცაა: გრიპი, მწვავე რესპირატორული ინფექცია და სხვა. ოტორინოლარინგოლოგი რაულ ხინკილაძე ამბობს, რომ მკურნალობის გარეშე ჰაიმორიტს შესაძლოა საკმაოდ მძიმე გართულებები მოჰყვეს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სიმპტომების ამოცნობა და ექიმისთვის დროული მიმართვა. ბატონო რაულ, რა არის ჰაიმორიტი? ჰაიმორიტი ცხვირის დანამატის ღრუს – ჰაიმორის  ანუ ზედა …

ბათუმსა და თბილისში აფთიაქებში სამალავებიდან ფსიქოტროპული მედიკამენტები ამოიღეს

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ თბილისსა და ბათუმში ფსიქოტროპული წამლების უკანონო მიმოქცევის ფაქტები გამოავლინა. სააგენტოს ცნობით, მათ თანამშრომლებმა თბილისსა და ბათუმის აფთიაქებში სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან 6 000-მდე მედიკამენტი ამოიღეს. საკონტროლო შესყიდვის პროცედურის განხორციელებისას, 5 აფთიაქში სპეციალური რეცეპტის გარეშე შეიძინეს ფსიქოტროპული მედიკამენტები. დამატებით, 6 შემთხვევაში კი გამოვლინდა უკანონო ფარმაცევტული საქმიანობა აფთიაქის ნებართვის გარეშე. 11 აფთიაქის …

როგორ ამოვიცნოთ მენინგიტი – ექიმის რჩევები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მენინგიტით ინფიცირების ყოველი მეათე შემთხვევა – ძირითადად ბავშვებში და ახალგაზრდებში – ფატალურად მთავრდება, ხოლო ხუთიდან ერთი იწვევს უნარშეზღუდულობას, რაც გამოიხატება სმენის და მხედველობის დაკარგვის, ნევროლოგიური დარღვევებისა და კოგნიტური დარღვევების სახით. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია ბაბუხადია ამბობს, რომ მენინგიტით შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ადამიანი, თუმცა რისკჯგუფს  მიეკუთვნებიან: ბავშვები, მოხუცები, დაბალი …

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 85 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 4 პაციენტი

2 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 85 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 121 პაციენტი. დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 351 პაციენტს მკურნალობენ კოვიდზე, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 9 ადამიანი. აჭარის კოვიდ სასტუმროში იმყოფება -169 ადამიანი, ონლაინ კლინიკაში – 788. დღეს, საქართველოში კორონავირუსის 1 826 ახალი შემთხვევა დადასტურდა, კორონავირუსით გარდაიცვალა 29 ადამიანი. …

საქართველოში „სინოფარმის“ ვაქცინის მილიონი დოზა შემოიტანეს

დღეს საქართველოში ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინის მილიონი დოზა ჩამოვიდა. საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია 18 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. „სინოფარმი“ ინაქტივირებული ვაქცინაა, ანუ იგი ტრადიციული მეთოდით არის შემუშავებული. ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.

აცრის ახალი სივრცე ბათუმის საზღვაო აკადემიის შენობაში გაიხსნა

ბათუმში კიდევ ერთი აცრის სივრცე გაიხსნა. დღეიდან ორი კვირის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის შენობაში, სპეციალურად მოწყობილ ოთახში იქნება შესაძლებელი. უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ვაქცინაცია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე პერიოდში ჩატარდება. საზღვაო აკადემიის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, საზღვაო დარგის სხვა წარმომადგენლებს, მათ შორის, მეზღვაურებს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, საშუალება ექნებათ ადგილზე აიცრან ვაქცინებით: „ფაიზერით“, …

როცა მშობელს მიჯაჭვული ბავშვი სკოლაში მიდის – ფსიქოლოგის რჩევები

პირველ კლასში წასვლა ძალიან მნიშვნელოვანი და რთული მომენტია ბავშვისთვის. ბავშვთა ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა, რის გამოც ბავშვებმა ბაღში სიარული და თანატოლებთან სოციალიზაცია ვერ მოახერხეს, ეს პროცესი უფრო დაამძიმა. როგორ უნდა დავეხმაროთ სკოლასთან დაკავშირებული შფოთვების მოგვარებაში მშობელს მიჯაჭვულ ბავშვებს? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ირმა ფეიქრიშვილი საუბრობს.  ქალბატონო ირმა, რატომ ეშინიათ ბავშვებს …

როგორ ვმართოთ კოვიდისშემდგომი გართულებები – ექიმის რჩევები

კოვიდისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების ნაწილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები აქვთ. ექიმი თერაპევტი მადონა შაინიძე ამბობს, რომ კოვიდისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სრული რეაბილიტაციის მიღწევამდე, აუცილებელია პაციენტი იყოს როგორც ოჯახის ექიმის, ისე მულტიდისციპლინური სამედიცინო გუნდის მეთვალყურეობის ქვეშ, „ამას ცხადყოფს COVID19-ის შემდგომ პერიოდში სხვადასხვა სიმპტომის გამოვლინება და ნარჩენი მოვლენების არსებობა“ – ამბობს ექიმი. მადონა შაინიძეს პოსტკოვიდურ გართულებებზე …

ვისთვის არის განკუთვნილი კოვიდის სამკურნალო პრეპარატი, რომელიც ჯანმომ დაამტკიცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პარასკევს, 24 სექტემბერს COVID-19-ის სამკურნალო მესამე მეთოდს გაუწია რეკომენდაცია. ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Regeneron-ის მიერ წარმოებული, მონოკლონური ანტისხეულების კოქტეილით მკურნალობა რეკომენდებულია მხოლოდ ჯანმრთელობის სპეციფიკური პროფილის მქონე პაციენტებისთვის. პრეპარატი ბაზარზე გამოაქვს შვეიცარიულ ფარმაცევტულ კომპანია Roche-ს. მონოკლონური ანტისხეულები „კაზირივიმაბი“ და „იმდევიმაბი“ აშშ-ში REGEN-COV-ის სახელით არის ცნობილი, სხვა ქვეყნებში კი – Ronapreve-ის. სამედიცინო ჟურნალ BMJ-ში გამოქვეყნებულ …

რა არის მოციმციმე არითმია და რა იწვევს მას – ექიმის რჩევები

გულის რითმის პრობლემები (გულის არითმიები) ჩნდება მაშინ, როდესაც ელექტრული იმპულსები, რომლებიც კოორდინაციას უწევენ გულისცემას, არ მუშაობს სწორად, რის შედეგადაც გული ცემს ძალიან სწრაფად, ძალიან ნელა ან არარეგულარულად. არითმია ბევრნაირი არსებობს, თუმცა მოციმციმე არითმია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. რა არის მისი გამომწვევი მიზეზები და როგორია პრევენცია? – ამ საკითხზე ბათუმის სამედიცინო ცენტრის კარდიო-პულმონოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ინტერვენციული კარდიოლოგი …

როგორ მოვემზადოთ ორსულობისთვის – ექიმის რჩევები

ორსულობისთვის სხეულის მომზადება აუცილებელია როგორც ნაყოფის, ისე თავად ორსულის ჯანმრთელობისთვის, თუმცა როგორც მეან-გინეკოლოგი ქეთევან ფარტენაძე ამბობს, მის პრაქტიკაში ახალი წყვილების ძალიან მცირე ნაწილი თუ მიმართავს სპეციალისტს ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე. ექიმი ამბობს, რომ გინეკოლოგს ქალები უმეტესად დაორსულების შემდეგ მიმართავენ და პრობლემების გადაჭრაც ორსულობის პერიოდში უწევთ. რამდენი ხნით ადრე უნდა დაიწყოს ქალმა ორსულობისთვის მომზადება? პროცესს, რომლის დროსაც …

რატომ ჩნდება მეჭეჭი და გადამდებია თუ არა – ექიმის რჩევები

მეჭეჭი ყველა ასაკის ადამიანს შეიძლება განუვითარდეს, თუმცა იმის გამო, რომ იგი სერიოზულ პრობლემად არ მიიჩნევა, მის სამკურნალოდ ყოველთვის ექიმს არ მიმართავენ და ხშირად მის გაჩენას სხვადასხვა მითსაც კი უკავშირებენ. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დერმატო-ვენეროლოგი ნატალია შავდია ამბობს, რომ მეჭეჭი ვირუსული დაავადებაა და მას ახასიათებს გადადება, გავრცელება როგორც სხვის, ისე საკუთარ სხეულზე.  ქალბატონო ნატალია, რა ვირუსი იწვევს …

იმნაძე: ბათუმსა და თბილისში მთლიანად კოვიდის დელტა შტამი ტრიალებს

თბილისსა და ბათუმში დელტა შტამის გავრცელება თითქმის 100 პროცენტია – ამის შესახებ დღეს, 5 აგვისტოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში დელტა პლუსის 10 შემთხვევაც არის დადასტურებული. „დელტა შტამი თბილისში და ბათუმში არის თითქმის 100% და მთლიანად საქართველოში 80%-მდე. დელტა პლუსს რაც შეეხება,  10-მდე შემთხვევაა დადასტურებული” – თქვა პაატა …

გამყრელიძე: დღეს 20 885 აცრა ჩატარდა ქვეყანაში, რაც მაქსიმუმია

დღეს, 5 აგვისტოს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის მაჩვენებელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აცრის პროცესი ქვეყანაში სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდება. „ქვეყანაში სულ უფრო და უფრო ინტენსიფიცირდება აცრის პროცესი. დღეს დილისთვის გვქონდა მაქსიმუმი, 20 885 აცრა ჩატარდა ქვეყანაში, აქედან ყველაზე მეტი იყო „ფაიზერზე“ – 12 658, „ასტრაზენეკაზე“ – 612, „სინოფარმზე“ – 6 910 …

გამყრელიძე: დღევანდელი ეპიდსიტუაცია 70%-ით იმეორებს ნოემბერ-დეკემბრის პიკს

დღეს, 5 აგვისტოს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ყველა პარამეტრით ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბულია ქვეყანაში და სიკვდილიანობის მაჩვენებელი აბსოლუტურ რაოდენობაში მომატებულია. მისივე განმარტებით, ქვეყანაში დღევანდელი ეპიდსიტუაცია დაახლოებით 70%-ით იმეორებს ნოემბერ-დეკემბრის პიკის დროს არსებულ მაჩვენებლებს. „ახლა არის ყველა პარამეტრით დაახლოებით 70% იმისა, რაც გვქონდა პიკზე ნოემბერ-დეკემბერში. მაგრამ განსხვავებით ნოემბერ-დეკემბრისგან, ჩვენ …

პანდემიის გამწვავება უკავშირდება არა ტურიზმს, არამედ ქორწილებს – გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ თქვა, რომ ეპიდემიის გამწვავება არა ტურისტებს, არამედ ქორწილებსა და სხვა ოჯახური ტიპის შეკრებებს უკავშირდება. “ტურიზმის ზეგავლენას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ მიმდინარე ეპიდემიას სრულად. ბევრი სხვა ფაქტორია. მთავრი ბუსტერი არ არის ტურიზმი, მთავარი ბუსტერი არის ქორწილი და სხვა კიდევ ისეთი დიდი თავშეყრა, სადაც 400-500 ადამიანი იყრის …

„ბათუმი მოლსა“ და „მეტრო სითიში“ 350-ზე მეტი მოქალაქე აიცრა

ბათუმის სავაჭრო ცენტრებში – “ბათუმი მოლსა” და “მეტრო სითიში” 350-ზე მეტი მოქალაქე აიცრა „სინოფარმით“ – ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამცრელმა ჯგუფებმა ბათუმის სავაჭრო ცენტრებში ერთი კვირის წინ დაიწყეს მუშაობა. ბათუმში „სინოფარმით“ ვაქცინაცია ასევე მიმდინარეობს „მედცენტრში“, N1 პოლიკლინიკაში, საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრსა და თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეიდან ვაქცინაციის …

როგორ გავუმკლავდეთ მენოპაუზას და კლიმაქსს – ექიმის რჩევები

მენოპაუზა ბუნებრივი ბიოლოგიური პროცესია, მაგრამ იქამდე ე.წ. კლიმაქსური სინდრომის ფიზიკურმა სიმპტომებმა, შეიძლება აგირიოთ ძილის რეჟიმი, გამოგაცალოთ ენერგია ან/და ნეგატიურად აისახოს თქვენს ემოციურ ჯანმრთელობაზე. გინეკოლოგი-რეპროდუქტოლოგი მარინა ბეჟანიძე ამბობს, რომ ამ პერიოდთან გამკლავების მეთოდები არსებობს. მთავარია, დროული და ადეკვატური რეაგირება. ქალბატონო მარინა, რა არის მენოპაუზა და რა ხდება ამ დროს ქალის ორგანიზმში? მენოპაუზა ეს არის ქალის ბოლო …

სახელმწიფომ გეგმიური ოპერაციების დაფინანსება კვლავ შეაჩერა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ზოგიერთ გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა სახელმწიფომ კვლავ შეაჩერა. ამჯერად 2 თვით. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს არ ეხება ონკოლოგიას, კარდიოლოგიას და გადაუდებელ დახმარებას. ასევე მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ იმ საგარანტიო ფურცლებით, რომლებიც დღემდე უკვე გაცემულია. მთავრობის შესაბამისი დადგენილება ჯერ გამოქვეყნებული არ არის. სამინისტროში აცხადებენ, რომ დოკუმენტი უახლოეს პერიოდში …

ჯანმო: ვაქცინა იცავს დელტა ვარიანტით გამოწვეული მძიმე დაავადებისა და სიკვდილისგან

კოვიდის დელტა ვარიანტი, რომელიც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მასიურად გავრცელდა ევროპის რეგიონსა და მთელს მსოფლიოში, ცნობილია, რომ კოვიდის აქამდე არსებული მუტირებული ვერსიებისგან განსხვავებით ყველაზე ადვილად გადამდებია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერი, სომია სვამინათანი, ჯანმოს საინფორმაციო ვიდეოში პასუხობს კითხვას, თუ  რა ტიპის დაცვას გვთავაზობს ამ ვარიანტისგან კოვიდის ვაქცინები. მეცნიერი ამბობს, რომ დელტა ვარიანტს, რომელიც კოვიდის სხვა …

აჭარაში ვაქცინაციის პროცესში დამატებით 5 კლინიკა ჩაერთო

დღეს, ქობულეთში, ფაიზერით ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ორი სამედიცინო დაწესებულება – “ქობულეთის რეგიონული საავადმყოფო” და “ქობულეთის სამედიცინო ცენტრი” დღის განმავლობაში  300-მდე პირს მოემსახურება. თითოეულ დაწესებულებაში ორ-ორი ამცრელი კაბინეტი ფუნქციონირებს. საყოველთაო ვაქცინაციის ფარგლებში, იმ კლინიკების რაოდენობა, რომლებიც განახორციელებენ მოქალაქეების “ფაიზერით” ვაქცინაციას ბათუმშიც გაიზარდა. ჩამონათვალს დაემატა “ევექსისი ჰოსპიტლები – “ბათუმის რეფერალური საავადმყოფო”, “საზღვაო ჰოსპიტალი” და მაღალტექნოლოგიური …

ჯანმო: მომდევნო თვეებში დელტა შტამი გლობალურად დომინანტი გახდება

უახლესი მონაცემებით, SARS-COV-2-ს „შეშფოთების გამომწვევი“ დელტა შტამი ევროპაში სწრაფად ვრცელდება და კონტინენტის უმეტეს ნაწილში უკვე დომინანტური გახდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) იუწყება, რომ გადაცემის შესამცირებლად საჭიროა ძალისხმევის გაძლიერება. ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისისა და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის მიერ აღრიცხული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის 28 ივნისიდან 11 ივლისამდე დელტა შტამი დომინირებდა ქვეყანათა უმრავლესობაში (19 …

Exit mobile version