ვის და რომელ კლინიკაში შეუძლია გრიპზე აცრა უფასოდ აჭარაში

„ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი“. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 10 ოქტომბერს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა [NCDC] ცენტრმა გაავრცელეს. მიუხედავად ამისა, ბათუმში ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ჩართულია იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში, უარს ეუბნება მოქალაქეებს აცრაზე [იმ მიზეზით, რომ უფასოდ აცრა შეუძლიათ მხოლოდ რისკჯგუფში …

„ჩემს შვილს მეორე სიცოცხლე გერმანიაში აჩუქეს. უვიზო მიმოსვლის გარეშე ამას ვერ შევძლებდი“

ეკატერინე გოგისვანიძე სამი შვილის დედაა. იგი სამი წლის წინ, თავის უმცროს ვაჟთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა ემიგრაციაში და თავშესაფარი მოითხოვა. 4 წლის გაბრიელს საქართველოში ეპილეფსია დაუდგინეს, თუმცა მისთვის დანიშნული მედიკამენტი ეფექტს არ იძლეოდა. გერმანიაში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ გაბრიელს, ჯერ კიდევ ჩვილობაში თავის ტვინში ორი სისხლჩაქცევა ჰქონდა გადატანილი, რაც საქართველოში ექიმებს გამორჩათ, სწორედ ამის გამო დამძიმდა …

ევროპაში ძლიერი სიცხის ტალღამ დაახლოებით 2300 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია

9 ივლისს გამოქვეყნებული სამეცნიერო  ბლიც-ანალიზის თანახმად, გასულ კვირას ევროპის 12 ქალაქში დაახლოებით 2300 ადამიანი გარდაიცვალა სიცხისგან გამოწვეული მიზეზებით. კვლევა 2 ივლისამდე დასრულებულ 10 დღეს მოიცავდა, რომლის დროსაც დასავლეთ ევროპის დიდი ნაწილი უკიდურესმა სიცხემ მოიცვა, ესპანეთში ტემპერატურამ 40C გრადუსს გადააჭარბა, ხოლო საფრანგეთსა და საბერძნეთში ხანძრები გაჩნდა. ამ პერიოდში 2300 ადამიანი დაიღუპა, აქედან 1500 შემთხვევა (65%) კლიმატის …

საქართველოს ზღვისპირეთში ტოქსიკური თევზის სახეობა დაფიქსირდა – იქთიოლოგის განმარტება

შავ ზღვაში კვლავ დაფიქსირდა თევზ ფუგუს ახლო ნათესავის – ვერცხლისფერი მუცელეკლიანის (Lagocephalus sceleratus) გავრცელების ფაქტი. ინფორმაციას ამის შესახებ იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე ავრცელებს. არჩილ გუჩმანიძის განმარტებით, ეს ტოქსიკური თევზია, რომელიც ინვაზიის შემთხვევაში რეალურ საფრთხეს შეუქმნის, როგორც ეკოსისტემას და ბიომრავალფეროვნებას, ასევე ადამიანების ჯანმრთელობას. ეს თევზი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მკვიდრია. ის ხმელთაშუა ზღვაში სუეცის არხის გავლით შევიდა და …

თურქეთში ინსულტის შემდეგ კაცს მშობლიური ენა დაავიწყდა და დანიურად დაიწყო საუბარი

თურქული მედია საინტერესო სამედიცინო შემთხვევაზე წერს, რომელიც თურქეთში, კონიაში მოხდა. 67 წლის კაცმა, რაჰმი კარადემირმა, რომელმაც ინსულტი გადაიტანა, კონიაში მდებარე საუნივერსიტეტო კლინიკაში სამედიცინო ჩარევის შემდეგ მოულოდნელად დაიწყო საუბარი დანიურ ენაზე, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში არ იყენებდა და დაავიწყდა თურქული, მშობლიური ენა. კაცი დანიაში 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და შემდეგ დასახლდა კონიაში, თუმცა მრავალი წლის განმავლობაში …

ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული

დღეს, 8 იანვარს, ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების [PM10, PM2.5] შემცველობის მატება საქართველოს ტერიტორიაზე 25 დეკემბრიდან ფიქსირდება, „რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.“ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, ბათუმში, 8 იანვრის დღის პირველი საათის მონაცემებით, ჰაერში მყარი ნაწილაკების …

„სახე დამეწვა, საშინლად მეწვოდა ტუჩები, ნესტოები“ – რას ჰყვება წიწაკის სპრეით მოწამლული სტუდენტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი ქეთო ხომერიკი 4 დეკემბერს წიწაკის სპრეით მოიწამლა თბილისში, საპროტესტო აქციაზე. მას წიწაკის სპრეი რობოკოპმა სახეში შეასხა. „იმის წინა ღამით, როცა ოპოზიციური პარტიების ოფისების ჩხრეკა დაიწყო პოლიციამ, ერთ-ერთ ოფისში ვიყავით და დარბევის დროს რამდენიმე ადამიანი შევიფარეთ. აივანზე ვიდექით მე და ჩემი მეგობრები, ოფისში რომ შემოსულიყვნენ და ვინმე გაეყვანათ, ზემოდან რომ …

სტუდენტების წიგნის კაფე ბათუმში – „გვინდა ბიზნესს მაგალითი მივცეთ, რომ მხარი დაუჭირონ სტუდენტებს“

ხატია ფუტკარაძემ და ლუკა დუმბაძემ თავიანთი პირველი ბიზნესი ერთი თვის წინ დაიწყეს. ბათუმში, ლერმონტოვის და ფარნავაზ მეფის ქუჩების კუთხეში გახსნეს Book Cafe/წიგნის კაფე, რომელიც პირველი სტუდენტური კაფეა ქალაქში. „ჯანსაღი კვება, სამუშაო სივრცე და ლიტერატურა“ – ამ კონცეფციაზე ააწყვეს კაფე ხატიამ და ლუკამ. „დიდი ხნის სურვილი იყო საკუთარი საქმე გვქონოდა. წლების განმავლობაში ვფიქრობდი მსგავსი ტიპის კაფეს …

რისი იმედი (არ) აქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში – „ან ადამიანის უფლებები უნდა დავარღვიოთ, ან კანონი“

საქართველოს მთავრობამ 2022 წლის დასაწყისში დაამტკიცა „საქართველოს 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგია“, რომელზეც ქართველ სპეციალისტებთან ერთად მუშაობდნენ ფრანგი ექსპერტებიც. სტრატეგიაში ნათქვამია, რომ ჯანმოს მონაცემებით, მოსახლეობის დაახლოებით 25%-ს, ცხოვრების მანძილზე, სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობა უვითარდება. ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დიაგნოზები დეპრესიული (10.4%) და შფოთვითი აშლილობებია (7.9%). სტრატეგიაზე მუშაობის პერიოდში კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის სულ მცირე 5%-ს აღენიშნება …

სეზონურ გრიპზე უფასო ვაქცინაცია 18 ოქტომბერს დაიწყება

სეზონური გრიპის უფასო ვაქცინაცია, საქართველოს მასშტაბით, 18 ოქტომბერს დაიწყება. ვაქცინაციის პირველ ეტაპზე გრიპზე უფასო აცრები გათვალისწინებულია მაღალი რისკჯგუფის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც წარმოადგენენ: სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონე პაციენტები და 60 წელს გადაცილებული ადამიანები. ასევე, ამ ეტაპზე გრიპზე აიცრებიან სხვა პრიორიტეტული ჯგუფები: ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრების; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების; ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამსახურების, გარემოს დაცვის, თავდაცვის, უსაფრთხოების, საგანგებო …

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტებზე კვლავ ძალადობენ – სახალხო დამცველის ბოლო ანგარიში

დღეს, 10 ოქტომბერს, მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს. წლევანდელი კამპანიის თემაა სტიგმა და დისკრიმინაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მიმართ. თუმცა საქართველოში, ამ პრობლემაზე მწვავედ დგას წლების განმავლობაში მოუგვარებელი სისტემური პრობლემები. სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, სწორედ სისტემური პრობლემებია, რაც არ იძლევა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას საქართველოში: „ამ დრომდე მწვავედ დგას …

კარნაუხოვი ივანიშვილის დაანონსებულ ბოდიშს მემორიალთან დაჩოქილი ვილი ბრანდტის ფოტოთი ეხმაურება

რამდენიმე დღეა კრემლის პროპაგანდისტები აქტიურად განიხილავენ და იწონებენ „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ენმ-ის მიერ ოსების ცეცხლში გახვევის გამო, ბოდიში უნდა მოვიხადოთ“.  ივანიშვილის მიერ დაანონსებულ ბოდიშზე საუბრისას, რუსეთის შსს–ს ყოფილმა თანამშრომელმა და ამჟამად პროპაგანდისტული არხის „სოლოვიევ live“-ის თანაწამყვანმა სერგეი კარნაუხოვმა, საკუთარ გადაცემაში [Лабиринт Карнаухова], ვარშავის გეტოს წინააღმდეგობის მემორიალთან, 1970 წელს მუხლებზე …

პროგრამაში ჩართული კლინიკებიდან მხოლოდ 6-ს აქვს პროტოკოლები – აუდიტი ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროზე

9 წელია ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებული აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგია, მაგრამ დასახული მიზნების შესრულება კვლავ გამოწვევად რჩება, ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის უახლეს ანგარიშში ვკითხულობთ.  მაგალითად, ანგარიშში წერია, რომ 2015-2020 და 2022-2030 წლების სტრატეგიებში ერთი და იგივე მიმართულებები რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად, ესენია: ადამიანური რესურსის ნაკლებობა, ამბულატორიული მომსახურების გაძლიერება და შესაბამისი სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფა, მომსახურების ხარისხის ამაღლება, …

ისტორიაში პირველად პაციენტებზე ფილტვის კიბოს ვაქცინის გამოცდა დაიწყო

ექიმებმა დაიწყეს ფილტვის კიბოს პირველი ვაქცინის გამოცდა იმ პაციენტებში, რომელთაც დიაგნოსტირებული აქვთ კიბო. მედიის ცნობით, mRNA ვაქცინა შესაძლოა ქიმიოთერაპიის ალტერნატივა გახდეს, რადგან ის ორგანიზმს ნაკლებ ზიანს აყენებს. „მისი მიზანია გააძლიეროს ადამიანის იმუნური პასუხი კიბოს მიმართ, ხოლო ჯანმრთელი უჯრედები ხელუხლებელი დარჩეს, განსხვავებით ქიმიოთერაპიისგან“ – წერს ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“. ფილტვის კიბო კიბოთი სიკვდილის წამყვანი მიზეზია მსოფლიოში და …

ბოლო სამ წელში 23 მოზარდი დაიღუპა წყალში – ჯანმოს თქმით, ბავშვებისთვის ცურვის პროგრამები აუცილებელია

2024 წელს პირველ ივლისამდე საქართველოს წყლებში (ზღვა, მდინარე, ტბა) 26 ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის 4 დაღუპული არასრულწლოვანია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამავე პერიოდში მაშველებმა წყალში 40 ადამიანი გადაარჩინეს.  გუშინ, 13 აგვისტოს, სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთში, ზღვაში დაკარგული 8 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. დახრჩობა პრევენციული ტრაგედიაა, რაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის …

ბავშვების ჯანმრთელობა ზაფხულში – როდის უნდა დაუკავშირდეთ ექიმს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი წერს, რომ ზაფხულის სეზონზე, ძლიერმა სიცხემ, ბავშვებში შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები, ამიტომაც, საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე უნდა დაუკავშირდეთ ექიმს. ძლიერმა სიცხემ შესაძლოა გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, დაუკავშირდით ექიმს თუ ბავშვს აქვს: სისუსტე, ძლიერი დაღლილობა, თავის ტკივილი, ცხელება, გულისრევა, ღებინება, დაბუჟება, ქცევის …

დაფინანსდეს წინასწარი კვლევები, აღმოიფხვრას მედიკამენტების დეფიციტი – ონკოპაციენტები

ორგანიზაციამ „კავშირი სიცოცხლისთვის“ ონკოპაციენტების ულიმიტო და ხელმისაწვდომი მკურნალობისთვის შეიმუშავა ონლაინ პეტიცია – „ონკოპაციენტების სრულფასოვანი, ევროპული სტანდარტით მკურნალობისთვის გამოიყოს საკმარისი დაფინანსება, ჩვენი გადასახადებით შევსებული ბიუჯეტიდან“. ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების დაფინანსებასა და გამართვის ითხოვენ.   მაგალითად, საყოველთაო დაფინანსების პროგრამაში არ შედის, წინასწარი კვლევები (მაგალითად, ბიოფსია, კატე, მრტ, პეტ კატე და სხვა). „დიაგნოსტირება საშუალოდ 10 000 ლარიდან 15 000 …

რა იწვევს ჭინჭრის ციებას, რომელიც ხშირად გვხვდება ბავშვებში – ექიმის რჩევები

ჭინჭრის ციება, იგივე ურტიკარია საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. მიიჩნევა, რომ მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს სიცოცხლეში ერთხელ მაინც ექნება განცდილი ჭინჭრის ციების ეპიზოდი. უმეტესად ხასიათდება კანის ზედაპირიდან ამობურცული მოწითალო-მოვარდისფრო გამონაყარით, რომელიც ერთი შეხედვით ჭინჭრის ნასუსხს წააგავს, ახასიათებს ქავილი. ზოგიერთი კანის ფორმის დაავადებისგან განსხვავებით [მაგალითად, იმპეტიგო, ჰერპესი], ჭინჭრის ციება გადამდები არ არის. ამ მდგომარეობის სიმპტომებზე, მაპროვოცირებელ ფაქტორებსა და მკურნალობაზე …

„არაფრის დიდებით არ შევწყვეტთ მისკენ სვლას“ – ნიკო, აქტიური მოქალაქე აჭარიდან

„მე ვარ ნიკო, აქტიური მოქალაქე“ – ასე გვეცნობა 22 წლის ნიკო ქარცივაძე, ეტლით მოსარგებლე. რამდენიმე წელია ნიკო სამოქალაქო აქტივიზმშია ჩართული, ხმამაღლა საუბრობს პრობლემებზე და შშმ თემისთვის ღირსეული ცხოვრების პირობებს ითხოვს, პარალელურად კი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამაგისტრო საფეხურზე, კლინიკურ ფსიქოლოგიას სწავლობს.   „საქართველოში ახლა ისეთი სოციალური ფონია, უფლებრივი კუთხით ნამდვილად არავის გვილხენს. ამ მხრივ, საჭიროებების ვერ დაკმაყოფილება …

აქციაზე დაშავებულებს აღენიშნებათ ტვინის შერყევა და მოტეხილობები – ჯანდაცვის სამინისტრო

16-17 აპრილის ღამეს, როცა შს სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს ხუთი მოქალაქე. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გუშინ ღამით, “მიმდინარე მოვლენების შედეგად” დაშავებულ ხუთი მოქალაქეს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ. მისი განცხადებით: ერთ მოქალაქეს დაუდგინდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა; მეორე …

რა სიხშირით უნდა გამოვცვალოთ აბაზანის ღრუბელი – ექიმის რჩევები

დაბანა ადამიანების უმრავლესობისთვის ყოველდღიური რუტინაა და როგორც წესი, სინთეტიკური თუ ბუნებრივი მასალის აბაზანის ღრუბლის გამოყენება ამ რუტინის ნაწილია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი მოვლისა და გამოყენების შესახებ სწორი ინფორმაცია გვქონდეს. აბაზანის ეს ფაფუკი აქსესუარი კარგი საშუალებაა სხეულიდან მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად, მაგრამ მისი ხვეულები ასევე იდეალური სამალავი ადგილია მიკრობებისთვის. კლინიკა „როგოს“ ექიმი-დერმატოლოგი, კოსმეტოლოგი მანანა ამაღლობელი განმარტავს, რომ …

ბათუმის 4 სილამაზის სალონში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა გამოვლინდა

ბათუმში მოქმედ სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გეგმური მონიტორინგისას, სანიტარული ნორმის დარღვევის ფაქტზე 4 ობიექტის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს. უწყების ცნობით, ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მოწმდება: დეზინფექციისა და სტერილიზაციის რეჟიმი, სახიფათო ნარჩენების შეგროვება და პერსონალის ჰიგიენის წესების დაცვა. ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია არ ასაჯაროებს ამ სალონების სახელწოდებას. სილამაზის …

რატომ არის აუცილებელი ჩვენს პრობლემებზე საუბარი – ფსიქოლოგის რჩევები

ადამიანებს საკუთარ პრობლემებზე საუბარი გვიჭირს და ხშირად ამის მიზეზი ის ძლიერი ემოციებია, რასაც პრობლემასთან დაკავშირებით განვიცდით. ეს შეიძლება იყოს მომხდართან დაკავშირებული დანაშაულის გრძნობა, სირცხვილის გრძნობა – თუ როგორ გამოვჩნდებით ჩვენი გაჭირვების გაზიარების შემდეგ, რომელიც ხშირად მხოლოდ ჩვენი, უნიკალური გამოცდილება გვგონია. ზოგჯერ მიზეზი ოჯახია, რომელიც სხვის თვალში რეპუტაციის შერყევას უფრთხილდება. ფსიქოლოგი ლუკა გაფრინდაშვილი ამბობს რომ მიზეზია …

რა მდგომარეობაა ე.წ. ქათმის კანი და როგორია მკურნალობა – დერმატოლოგის რჩევები

„ქათმის კანი“, იგივე პილარული კერატოზი, კანის მდგომარეობაა, რომელიც სხეულის გარკვეულ ლოკაციებზე წვრილი გამონაყარის მსგავსი ტექსტურით ხასიათდება. კლინიკა „კანის“ დერმატო-ვენეროლოგი თათია ძოძუაშვილი განმარტავს, რა იწვევს კანზე მის განვითარებას და რა მეთოდით ხდება მკურნალობა.  თათია, რა მდგომარეობაა ეს, რა ხდება ამ დროს? ამ დაავადებას ფოლიკულარულ კერატოზსაც ეძახიან. ეს გენეტიკურად წინასწარგანწყობილი დაავადებაა, ანუ შესაძლოა გქონდეთ ეს მდგომარეობა, თუ …

როგორ ხდება ჰემოროიდული კვანძების პრევენცია ორსულობისას – ექიმის რჩევები

­ორსულობის დროს ბუასილი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა.  ჰემოროიდული დაავადება არის კავერნული სხეულების გაგანიერება ანუსის შიგნით ან მის გარშემო. კლინიკა „მედცენტრის“ ექიმი-პროქტოლოგი გურანდა თურმანიძე ამბობს, რომ ორსულობის დროს განვითარებული ჰემოროიდული დაავადება ჩვეულებრივ ქრება ორსულობის შემდეგ, თუმცა ასევე ხშირია ჰემოროიდული კვანძების პროლაფსი (გამოვარდნა) მშობიარობის შედეგად. ქალბატონო გურანდა, რამდენად ხშირია ჰემოროიდული კვანძების ფორმირება ორსულობაში და რა განაპირობებს ამას? ორსულობის …

რაზე მიანიშნებს ძლიერი მენსტრუალური და ქრონიკული ტკივილი მენჯის ღრუში

ენდომეტრიოზი ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც, საშვილოსნოს ღრუს ამომფენი ლორწოვანის გარსის მსგავსი ქსოვილი ვითარდება საშვილოსნოს გარეთ, ანუ მისთვის არაბუნებრივ ადგილას, რაც გავლენას ახდენს სხვა ორგანოებზე და იწვევს ანთებით პროცესებს, დაზიანებებისა და შეხორცებებს. დაავადების თანმდევია სხვადასხვა სახის ტკივილი. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის” მეან-გინეკოლოგი ქეთი ფარტენაძე ამბობს, რომ ენდომეტრიოზს სიმპტომის ფართო სპექტრი უკავშირდება, მათგან წამყვანია – ტკივილი, მათ შორის …

რა იწვევს ორსულობის დროს ვენების გაფართოებას და როგორია პრევენცია – ანგიოლოგის რჩევები

ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება ორსულობის ტიპური პრობლემაა. „ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ანგიოლოგი არჩილ სიგუა საუბრობს „ბათუმელებთან“ თუ როგორია ვარიკოზული დაავადების ადრეული ნიშნები და რა საშუალებები არსებობს პრევენციისთვის. ბატონო არჩილ, რატომ იზრდება ვარიკოზის რისკი უშუალოდ ორსულობის დროს, რა ხდება ამ დროს? ორსულობა ვენების ვარიკოზული დაავადების განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია და მოდით, ავხსნათ რატომ: პირველ რიგში ეს …

სიწითლე და ქავილი თვალებში – როგორ ამოვიცნოთ კონიუნქტივიტი

კონიუნქტივიტი, თვალის შემაერთებელი გარსის (კონიუნქტივის) ანთება, თვალის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მისი მთავარი ნიშანი თვალის ღია ვარდისფერი ან მოწითალო შეფერილობაა. „ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ოფთალმოლოგის, ზარიმა ჩავლეიშვილის თქმით, კონიუნქტივიტი შეიძლება იყოს გადამდებიც, ამიტომ ასეთ დროს საჭიროა გარკვეული სიფრთხილის ზომების დაცვა. ზარიმა ჩავლეიშვილი „ბათუმელებთან“ საუბრობს ამ დაავადების სიმპტომებზე, მკურნალობასა და უსაფრთხოების წესები ამ დროს. ქალბატონო ზარიმა, რა …

როგორ გავუმკლავდეთ ახლობლის გარდაცვალებით გამოწვეულ სევდას – გლოვის 5 ფაზა

ახლო ადამიანის დაკარგვა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და სტრესული მოვლენაა ცხოვრებაში. ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად გლოვობს, მაგრამ გლოვის პროცესი, ერთგვარი ფაზების სახით, მოიცავს სხვადასხვა ძლიერ ემოციას, სადაც შოკის ეფექტს ბრაზის განცდა ენაცვლება, ბრაზს დანაშაულის გრძნობა და ძლიერი სევდა. თანდათან ეს გრძნობები მსუბუქდება, რის შემდეგაც შესაძლებელი ხდება დანაკარგის მიღება და ცხოვრების გაგრძელება დანაკარგთან ერთად. ფსიქოლოგი მაია ცირამუა განმარტავს, …

„ამას ვებრძვით მთელი ცხოვრება“ – რა დახმარება არსებობს დამოკიდებული ადამიანებისთვის

ზური 33 წლისაა, ამბობს, რომ 16 წლიდან „თამაშობს“. ის თავისი ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთს აფასებს, როგორც „დაცემას“. „რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ფსკერზე აღმოვჩნდი. განსაკუთრებულად დიდი ვალი არ მქონია… მთავარი პრობლემა იყო საკუთარ თავთან დამოკიდებულება, მაგალითად, უკვე გადავედი ისეთ მოქმედებებზე, როგორიცაა ფულის სესხება და არ დაბრუნება, ავანტიურაზე წასვლა, ურთიერთობების აგება ფინანსური ინტერესით… რა თქმა უნდა, გარკვეული ვალებიც …

როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა მაღალი ტემპერატურა არ იწევს – ექიმის რჩევები

ცხელება არის მდგომარეობა, როდესაც თქვენი სხეულის ტემპერატურა ნორმაზე მაღალია. ეს თქვენი სხეულის ნორმალური იმუნური რეაქციაა ინფექციასთან ან დაავადებასთან ბრძოლის პროცესში. ცხელება, როგორც წესი, სერიოზული შეშფოთების საგანს არ წარმოადგენს და ჩვეულებრივ ქრება, როდესაც ინფექცია გადის, თუმცა ხდება ისეც, რომ ზოგიერთ ვირუსული დაავადება ძალიან მაღალი ტემპერატურით მიმდინარეობს და ორგანიზმი სიცხის დამწევზეც აგვიანებს რეაგირებას. სხეულის ნორმალურ ტემპერატურას ფართო …

რა მნიშვნელობა აქვს რამადანის დროს სწორი საკვების შერჩევას – ნუტრიციოლოგის რჩევები

რამადანის თვეში მუსლიმები გამთენიიდან მზის ჩასვლამდე მარხულობენ. დროის ამ მონაკვეთში ისინი თავს იკავებენ, როგორც საკვების მიღებისგან, ისე წყლისა და ნებისმიერი სხვა სითხის მიღებისგან. ადამიანები ამ დროს ჩვეულებრივ ჭამენ დღეში ორჯერ, მზის ჩასვლის შემდეგ და გამთენიისას. შესაბამისად, ამ დროს იცვლება ძილის რეჟიმი, სოციალური ურთიერთქმედებები და მასთან ერთად ორგანიზმის ფიზიკური მდგომარეობაც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წერს, რომ ამ …

როგორ ამოვიცნოთ ინსულტის მომასწავებელი ტრანზიტორული იშემიური შეტევის ნიშნები

ტრანზიტორული იშემიური შეტევა (ტია) სიმპტომატურად ინსულტის მსგავსი მდგომარეობაა, ტიას განვითარების მიზეზი, ინსულტის მსგავსად, თავის ტვინის სისხლძარღვების ბლოკირებაა, რაც სისხლის მიმოქცევის პროცესს აფერხებს. თუმცა განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ამ დროს სიმპტომები გრძელდება მცირე ხნით და არ იწვევს ხანგრძლივ ზიანს. ტია შეიძლება იყოს გაფრთხილება მომავალი ინსულტის შესახებ და ასევე მისი პრევენციის შანსი. ტრანზიტორული იშემიური შეტევის სიმპტომების ამოცნობისა …

რამდენად უსაფრთხოა მკერდისთვის მჭიდრო ლიფის ტარება და ლაზერული ეპილაცია – მამოლოგის რჩევები

ძუძუს კიბო სიმსივნის ყველაზე გავრცელებული ფორმაა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 13 წელია არსებობს კიბოს სკრინინგის უფასო პროგრამა, მასში მოსახლეობის ჩართულობა, კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სიძვირესთან დაკავშირებული შიში ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ქალები ექიმთან დროულ ვიზიტს არიდებენ თავს. რამდენად უსაფრთხოა ძლიერად მოჭერილი ლიფის ტარება? ნორმალურია თუ არა მკერდის ძლიერი …

რა სინდრომზე მიუთითებს მუცლის ირგვლივ ცხიმის დაგროვება

მეტაბოლური სინდრომი არის მდგომარეობა, როცა ადამიანს აღენიშნება სამი ან მეტი ისეთი სიმპტომი, რომელიც ზრდის გულის დაავადების, ინსულტის და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის რისკებს. ამ მდგომარეობებიდან თვალით აღქმადი მხოლოდ ერთი – მუცლის ირგვლივ ცხიმის დაგროვებაა. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის” ენდოკრინოლოგი გიზო გორგილაძე ამბობს, რომ თითოეული ეს მდგომარეობა განკურნებადი და მართვადია ცხოვრების წესის ცვლილებებით და/ან მედიკამენტებით. 2022 წლის …

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს დისლექსია აქვს – ინტერვიუ

დისლექსია სწავლის უნარის დარღვევაა, რომელიც ართულებს კითხვას და ენასთან დაკავშირებულ სხვა ამოცანებს. ხშირად დისლექსია ინტელექტთან დაკავშირებული პრობლემა ჰგონიათ, თუმცა ბავშვთა განვითარების ცენტრი „მოზაიკის“ ფსიქოლოგი და ქცევითი თერაპევტი მარიამ ათაბაგი განმარტავს, რომ ეს წარმოდგენა მცდარია. „დისლექსია არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს განვითარების ეტაპების დაყოვნებას, რაც კვლევებითაც დასტურდება“ – ამბობს მარიამ ათაბაგი. დისლექსია, ექსპერტების შეფასებით, გავლენას ახდენს მსოფლიო …

Exit mobile version