ზედამხედველობის სამსახურის რეორგანიზაციას ქობულეთის მერიაც გეგმავს

ბათუმის მერიაში ახალი მუნიციპალური „ზედამხედველობის ინსპექციის“ შექმნის აუცილებლობის დასაბუთებისას აღიარეს, რომ ეფექტური კონტროლი საზედამხედველო საქმიანობაზე მთავარ გამოწვევად რჩება. იგივე გზას დაადგა ქობულეთის მერიაც.  მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ ზედამხედველობის სამსახურის რეორგანიზაციის დაწყების თაობაზე ბრძანება 30 ოქტომბერს გამოსცა. ამ ბრძანების მიხედვით, რეორგანიზაცია  ეფექტიანი, მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისათვის არის საჭირო. რა ტიპის რეორგანიზაციას გეგმავს ქობულეთის მერია, …

სტიქიის გამო აჭარაში 10 ოჯახი სახლიდან უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად აჭარის მუნიციპალიტეტებში განვითარებული მეწყერული პროცესების გამო, საცხოვრებელი სახლი 10-მა ოჯახმა დატოვა. ოჯახები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ორი-ორი ოჯახია უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილი ბათუმიდან,  ქედიდან, ქობულეთიდან, ხელვაჩაურდან და შუახევიდან. უხვი ნალექის შედეგად აჭარის სამ მუნიციპალიტეტში – ხელვაჩაურში, ქედასა და ქობულეთში, მეწყრული პროცესები განვითარდა. ადიდებულია მდინარეები. წვიმის შედეგად დაიტბორა ქობულეთში, გელაურის დასახლებაში საცხოვრებელი …

ცხრა ვაკანსია ბათუმის მერიაში, ოთხი – აჭარის განათლების სამინისტროში

ბათუმის მერია რამდენიმე სამსახურის დასაკომპლექტებლად განმეორებით კონკურსს უკვე მეხუთედ აცხადებს. ამჯერად მერიამ სხვადასხვა სამსახურში თანამშრომლის შესავსებად კონკურსი ცხრა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოაცხადა. კონკურსი გამოცხადებულია ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ქალაქგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის შესარჩევად. ამ თანამდებობაზე ხელფასის სახით 1700 ლარია  განსაზღვრული. კონკურსანტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის კვალიფიკაცია და ორწლიანი სამუშაო გამოცდილება არქიტექტურის …

სახანძროს მანქანა თხრილში ჩავარდა

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, სახანძროს მანქანა თხრილში ჩავარდა. ფოტოს სოციალურ ქსელში გვერდი „უპატრონო ბათუმი“ ავრცელებს, ფოტოზე მონიშნულია ბათუმის მერი ლაშა კომახიძე წარწერით: „ხო გაქვთ მშვიდობა“. ამ ქუჩაზე დაწყებულია ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ძლიერი წვიმის მოსვლის შემდეგ ეს ადგილი ქალაქში ერთ-ერთი კრიტიკული წერტილია. უკვე მეორე დღეა ბათუმში გადაუღებლად წვიმს.  

ოცნების ქალაქში სახლებშიც წვიმს [ფოტო]

ე.წ. ოცნების ქალაქი დატბორილია, წყალი შევიდა სახლებშიც, ზოგიერთ სახლში კი წყალი ჭერიდანაც ჩადის. ამ წუთებში ადგილზე შპს „ბათუმის წყლის“ სპეცტექნიკა მუშაობს, დაწყებულია ამოტუმბვის სამუშაოები. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები დღეს აჭარის მთავრობის სახლთან აქციის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა უამინდობის გამო გადადეს. ისინი დაპირებული ბინების მშენებლობის დაგვიანების გაპროტესტებას აპირებდნენ. ე.წ. „ოცნების ქალაქი“ ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე 2012 …

ბათუმში 777 მასწავლებლიდან გამოცდაზე დღეს 108 არ გამოცხადდა

დღეს, პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველების კომპეტენციის დადასტურების გამოცდები დაიწყო. ბათუმში ორი საგამოცდო ცენტრია გახსნილი პირველ და მეათე საჯარო სკოლებში. ამ გამოცდაზე მთლიანობაში აჭარაში 3 350-მდე მასწავლებელია დარეგისტრირებული. დღეს გამოცდაზე დარეგისტრირებულ 108 პედაგოგი არ გამოცხადდა – დარეგისტრირებული 777 მასწავლებლიდან გამოცდას 669 პედაგოგი აბარებს. 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების პროცესი …

სიგარეტი ისევ გაძვირდა

მაღაზიებში აცხადებენ, რომ ფილტრიანი სიგარეტის ფასი ძირითადად 20 თეთრით, ცალკეული სახეობების ფასი კი 30 თეთრით გაიზარდა. მათივე განმარტებით, მომწოდებლებს მათთვის არ აუხსნიათ სიგარეტის კიდევ ერთხელ გაძვირების მიზეზი. ამ დროის მონაცემებით 20 თეთრით გაძვირდა “პარლამენტი“, „ვინსტონი“  „მალბორო “, „ქამელი“ „L&M-ი“ , Philip Morris-ი“ და ასე შემდეგ. 2019 წლის ინვრის მონაცემებით, დღემდე საქართველოში ერთი კოლოფი ფილტრიანი სიგარეტი …

მეწყრული პროცესები 10 სოფელში და სკოლასთან დაზიანებული გაბიონი – სტიქია ქობულეთში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეებში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელ სახლთან მიწის მასა ჩამოწვა. ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. დღეს, 2 ნოემბერს, სოფელ ხუცუბანში სახლთან კედელი ჩამოინგრა და ამ სახლსაც საფრთხე ემუქრება. მერიაში ამბობენ, რომ შესაძლოა ამ ოჯახსაც მოუხდეს სახლის დატოვება. ასევე ქობულეთში, სოფელ ზედა აჭყვაში, სკოლასთან ახლოს ცენტრალურ გზაზე  „გასკდა გაბიონი“ და გზა …

ქობულეთის მერია: მდინარე აჭყვა კალაპოტის მაქსიმალურ ნიშნულამდე ადიდდა

ქობულეთში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში განვითარდა მეწყრული პროცესები. ადიდებულია მდინარე აჭყვა. მერიის ინფორმაციით, მდინარემ კალაპოტის მაქსიმუმ ნიშნულს მიაღწია. წვიმის შედეგად დაიტბორა გელაურის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების ეზოები. ქობულეთის მერიის ცნობით, შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ მდგომარეობას სწავლობს. შტაბი  24 საათიან რეჟიმში მუშაობს.  

მეწყერი ქედაში – ხუთი ოჯახი მისასვლელის გარეშე დარჩა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულაში მეწყერი ჩამოწვა, დაახლოებით ხუთი ოჯახი მისასვლელი გზის გარეშეა დარჩენილი. ქედის მერის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის ჩამოწოლილი მასა აღარ მოძრაობს, თუმცა გაწმინითი სამუშაოების დაწყება ჯერ არ შეიძლება: „იმიტომ რომ შეიძლება ეს მასა ამოძრავდეს. თუ ასე მოხდება, ორ ოჯახს შესაძლოა საფრთხე შეექმნას, ამიტომ მოსახლეობა გაფრთხილებულია, ველოდებით ამინდის დასტაბილურებას, შემდეგ კი დავიწყებთ გაწმენდით …

ბათუმში 50-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

ამ დროისთვის ბათუმში 50-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, კომპანია „სოკარის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორის ვახტანგ ბერიშვილის ინფორმაციით შეფერხება ავარიას უკავშირდება, რაც ფერიაში განვითარებულმა მეწყერმა გამოიწვია. მისივე ინფორმაციით ამ აბონენტებს  ბუნებრივი აირის მიწოდება სავარაუდოდ ორშაბათს, 4 ნოემბერს აღუდგებათ: „თუმცა ეს დამოკიდებული მუნიციპალური სამსახურების მუშაობაზეც, რადგან ტერიტორია უნდა გაიწმინდოს და მილი გამოჩნდეს“ – გვითხრა ვახტანგ ბერიშვილმა.

უამინდობის გამო ბათუმში რამდენიმე ქუჩა, კომერციული ფართობი და სახლი დაიტბორა

დღეს, 2 ნოემბერს, ბათუმში ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. ამ დროისთვის ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ისევ მუშაობს სპეცტექნიკა. ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელის, ჯუმბერ კობალაძის თქმით, კრიტიკულ წერტილებად რჩება ჯავახიშვილის ქუჩა, ამ ქუჩის მიმდებარე ტერიტორია და ე.წ. ჭაობის დასახლება, იმის გამო, რომ აქ მიმდინარე ინფრასტრუტურული სამუშაოების გამო ჩაკეტილია სანიაღვრე არხები. გუშინ, 1 ნოემბერს, ბათუმში …

გადაკეტილი სასეირნო ბილიკი სკვერში და ბათუმის მერიის პასუხი

ვალენბერგის #4-ში მოქალაქეს ე.წ. ავტოკაფე სკვერში, სასეირნო ბილიკზე აქვს განთავსებული. აქ მცხორებლების ინფორმაციით მოქალაქე ირწმუნება, რომ მერიისგან შესაბამისი ნებართვა აქვს მიღებული. ეს სკვერი ზვიად გამსახურდიას ქუჩის ბოლოში მდებარეობს. ბათუმის მერიაში განგვიმარტეს, რომ ნებართვა ჰქონდა, თუმცა ვადა გაუვიდა და ახალი ჯერჯერობით არ გაუციათ. მერიის ეკონომიკური სამსახურის ნებართვების განყოფილების  უფროსმა თამაზ გოგიტიძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ …

ბათუმში სამი ტყუპი გაჩნდა – ორი გოგო და ერთი ბიჭი

დღეს, 1-ელ ნოემბერს, ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში” სამი ტყუპი დაიბადა, ორი გოგო და ერთი ვაჟი. ინფორმაციას ახალდაბადებული ტყუპების ფოტოსთან ერთად ჯანმრთელობის ცენტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ოპოზიცია „სვეტი ჯგუფის“ მიერ დაზარალებულებისთვის ინვესტორის მოძიებას ითხოვს

ოპოზიციის მიერ ინიცირებული საკითხი ბათუმის ამ მოწვევის საკრებულოში დღის წესრიგში პირველად მოხვდა, თუმცა უმრავლესობამ  მის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა. უარის მიზეზი იყო მოტივი, რომ კომისია, რომლის შექმნასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია ითხოვს, ისედაც შექმნილია და მუშაობს. საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია კომისიის შექმნას შპს „სვეტი ჯგუფის“ მიერ დაზარალებული ოჯახების შესწავლისა და ახალი ინვესტორის მოზიდვის მიზნით კომპანიასთან …

„ბათუმი ცენტრალი“ სანაპიროზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს

შპს „ბათუმი ცენტრალი“ ბათუმში, ზღვის სანაპირო ზოლში, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ ნებართვის მოსაპოვებლად დადგენილი პროცედურების გავლის მიზნით მერიას მიმართა. ტერიტორია, სადაც კომპანია კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, 8526 კვადრატული მეტრია და „ბათუმი ცენტრალის“ გვერდით მდებარეობს. 5000 კვადრატულ მეტრზე დაგეგმილი მშენებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობა სამშენებლოდ გამიზნული მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] მომზადებას ითვალისწინებს. გრგ-ს მომზადებაზე კომპანიას დავალება …

რუსეთის მოქალაქეების კომპანია მახინჯაურში დაგეგმილ სასტუმროს ვეღარ ააშენებს

საერთაშორისო სამშენებლო ჯგუფი მახინჯაურში დაგეგმილ პროექტს ვეღარ განახორციელებს, ბათუმის საკრებულოს ბიურომ საკითხი დაბლოკა. ის საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხებიდან ამოიღეს. ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ნაკაიძის განმარტებით, ტერიტორიაზე, სადაც კომპანია მშენებლობას გეგმავს, ბუნებრივი ტყეა გაშენებული, ამიტომაც საკრებულო ამ ადგილის განაშენიანების გეგმის მომზადებაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას მხარს ვერ დაუჭერს: „ტყის გაჩეხვას ჩვენ მხარს ვერ დავუჭერდით“. ტერიტორია, სადაც შპს …

დაუმტკიცებელი ისტორიული ზონის განყოფილებაში ბათუმის მერიამ ორი სპეციალისტი დაასაქმა

„ისტორიული ზონა დამტკიცებული ჯერ არ  არის“ – ასე პასუხობს მერიის არქიტექტურისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი მირიან მეტრეველი ამ ზონის დაცვასთან დაკავშირებულ კითხვებს. ამის მიუხედავად, ბათუმის მერიამ დაუმტკიცებელი ისტორიული ზონის განაშენიანების განყოფილებაში ორი სპეციალისტი აიყვანა – თამთა გარუჩავა და სოფო სანიკიძე. ეს ანაზღაურებადი სამსახურია. რამდენად გამართლებულია სპეციალისტების  დასაქმება  ამ განყოფილებაში, როცა  ზონა დამტკიცებული არ არის, …

სამუსიკო და სასპორტო სკოლების პედაგოგების ხელფასები გაიზრდება – რიჟვაძე

დღეს, 29 ოქტომბერს, იმართება აჭარის მთავრობის სხდომა. სხდომაზე 2020 წლის აჭარის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, რაც თორნიკე რიჟვაძის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ, მთავრობა სხდომას მედიის თანდასწრებით ატარებს. აქამდე ყველა სხდომა დახურული იყო. თორნიკე რიჟვაძემ დღეს ისაუბრა იმ სიახლეებზე, რომლებიც ახალ ბიუჯეტში იქნება. მისი თქმით, მომავალი წლიდან გაიზრდება სამუსიკო და სასპორტო სკოლების პედაგოგების ხელფასები. …

ბათუმის მერია მშენებლობასა და დემონტაჟზე ახალ მოსაკრებელს აწესებს

ბათუმის მერია მშენებლობის მოსაკრებლის გამოთვლის წესს ცვლის. მას შემდეგ, რაც ცვლილებას  საკრებულო დაამტკიცებს, მშენებლები ნებართვის მისაღებად დაგეგმილი სამშენებლო პროექტის 1 კვადრატულ მეტრზე 1 ლარს გადაიხდიან, იგულისხმება კ2- ის საანგარიშო ფართობი, რაც სამშენებლო ნაკვეთის ფართობთან მიმართებაში პროექტის მასშტაბს განსაზღვრავს [ამ ფართობში არ შედის კიბის უჯრედი და აივნები]. ამ დრომდე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი მშენებლობის ფართობის [კ1]  მიხედვით …

„I’ll be back“ – ბათუმის მერიისა და საკრებულოს ვებგვერდები გატეხეს

ბათუმის მერიისა და საკრებულოს ვებგვერდები გატეხეს. გვერდის მისამართის აკრეფისთანავე იხსნება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო  წარწერით: „I’ll be back“ – [მე დავბრუნდები]. გატეხილია სასამართლოებისა ძველი გვერდები და სხვა სამთავრობო სტრუქტურების გვერდები, ასევე მუნიციპალიტეტების და სახელმწიფო ააიპ-ების და სსიპების გვერდები. აჭარაში გატეხეს შემდეგი გვერდები: ბათუმის მერია ბათუმის საკრებულო ბათუმი წყალი ბათუმის საქალაქო სასამართლო სურსათის ეროვნული სააგენტო …

მერია მახინჯაურში მიწის ნაკვეთს სარეკრეაციო ზონის სტატუსის შეცვლას აპირებს

ბათუმის მერია მახინჯაურში, ზღვის სანაპირო ზოლში, მიწის სამი ნაკვეთისთვის ზონის სტატუსის შეცვლის საკითხს განიხილავს. ტერიტორია ჯამში 869 კვადრატულ მეტრს მოიცავს. რეესტრის მონაცემებით, ნაკვეთები ბაგრატ და ტარიელ ჯინჭარაძეებს ეკუთვნით. ისინი მერიისგან ითხოვენ მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის ნაცვლად სარეკრეაციო-საკურორტო ზონის სტატუსი მიენიჭოს. ამ საკითხთან დაკავშირებით მერია ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას გეგმავს, თანხმობის მისაღებად შესაბამისი განკარგულების პროექტი საკრებულოში …

ბათუმის მერია ადვოკატს 1 საათში 3 000 ევროს უხდის – საარბიტრაჟო დავა

ბათუმის მერიას საკონსულტაციო ფრანგულ კომპანია Egis Eau SA  – სთან საარბიტრაჟო დავა აქვს. ეს კომპანია ბათუმის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მესამე-მეოთხე ფაზის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, კონსორციუმის ლიდერი კომპანიაა. მერია ამტკიცებს, რომ კომპანიამ ხარვეზებით შეასრულა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოები, რაც ხელშეკრულებით ევალებოდა. მერია ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო მიყენებული ზარალის სახით 2 429 767 ევროს ითხოვს. მერიაში განმარტავენ, რომ „მოთხოვნა …

კიდევ ერთი მასშტაბური სამშენებლო პროექტი ბათუმის სანაპიროზე

ბათუმის მერია გეგმავს მახინჯაურის სანაპირო ზოლთან ახლოს, კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადების დავალება მისცეს კომპანიას, რომელსაც ჯერ ეს ნაკვეთი არ უყიდია. როგორც მერია განმარტავს, ამ ნაკვეთის შესყიდვას კომპანია „აპირებს“ [სავარაუდოდ იმ შემთხვევაში თუ დაგეგმილი მშენებლობისთვის ყველა საჭირო დოკუმენტს მიიღებს]. შპს „საერთაშორისო სამშენებლო ჯგუფი“, რომელიც მახინჯაურში მშენებლობის უფლების მოპოვებას ცდილობს, რუსეთის მოქალაქე ოლეგ მალიშევმა …

იაფ სახლში ბინის მისაღებად რეგისტრაცია ერთ თვეში დაიწყება – ბათუმის მერია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, უკვე შემუშავებულია განაცხადის სპეციალური ფორმა, რომელიც ბათუმში მცხოვრებმა ოჯახებმა „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსონ: „ამ დროისთვის მხოლოდ მცირე დეტალები ზუსტდება.“ დაზუსტების შემდეგ მერია სპეციალურ ფორმას საკრებულოში გადააგზავნის დასამტკიცებლად,  შემდეგ კი მოქალაქეები პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებას შეძლებენ. ამ ყველაფრისთვის მერიას დაახლოებით ერთი თვე სჭირდება. განაცხადებს შესაბამისი კომისია წინასწარ გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით …

ინვესტორმა სანრემოსა და პირსის რეკონსტრუქციის პროექტი შეცვალა

შპს „ხიდი 2006“-მა რესტორან „სანრემოსა“ და მასთან არსებული პირსის რეკონსტრუქციის პროექტი შეცვალა. ცვლილების მიზეზი გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა და  გზების დეპარტამენტის უარია [ეს დეპარტამენტი კურირებს ნაპირდაცვის საკითხებსაც]. „სანრემოს“ შენობა და  მისი მიმდებარე ტერიტორია „ხიდი 2006-ს“ 49-წლიანი იჯარით აქვს გადაცემული. გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნის მიხედვით, რესტორან „სანრემოს“  შენობისა და პირსის რეკონსტრუქცია მხოლოდ არსებული მასშტაბით, ხიმინჯების რაოდენობის …

ბათუმის მერია მუნიციპალურ ინსპექციას აფუძნებს – გაიზრდება საშტატო ნუსხა და ხარჯები

ბათუმის მერია ყველა საზედამხედველო ფუნქციის ერთ მუნიციპალურ ორგანიზაციაში გაერთიანებას გეგმავს, ეს ორგანიზაცია კი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ახალი აიპი -„ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“ იქნება. აიპის შესაქმნელად მერია თანხმობას საკრებულოსგან ითხოვს და განმარტავს, რომ საზედამხედველო ფუნქციების ერთ ორგანიზაციაში გაერთიანება ეფექტური მუშაობისთვის სჭირდება. პროექტის განმარტებითი ბარათით ირკვევა, რომ  ახალი აიპის შექმნასთან ერთად საზედამხედველო მიმართულებით საშტატო ნუსხა გაიზრდება. გარდა ამისა, …

იმედა ბოლქვაძე ხულოს მერს: ახლა მპირდებით ბილიკს, რადგან ლაივი გავუშვი? – ვადებიც მითხარით

ხულოს მერიის აიპის თანამშრომელმა, იმედა ბოლქვაძემ, რომელსაც მძიმე დიაგნოზი აქვს, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გაფრთხილება ორი კვირის წინ მიიღო. გარდა ამისა, მას მერიამ სახლიდან – სოფელ განახლებიდან სოფლის ცენტრამდე ადაპტირებული ბილიკის მოწყობაზეც  უთხრა უარი. დღეს იმედა ამ საკითხების განხილვის მიზნით ხულოს მერს, ვახტანგ ბერიძეს შეხვდა, შეხვედრის ამსახველი ვიდეო კი სოციალურ ქსელში გაავრცელა. See more ოფიციალური წერილის …

„სოფლის მეურნეობის მინისტრი ამოვიდეს აქ“ – ამბები მახუნცეთის მარკეტიდან

„როგორ ვართ? – რა ვიცი, მშივრები არ ვართ, ზოგს ცუდი მანქანა აქვს, შეცვლა უნდა, ზოგს სულ არ აქვს და შეძენა უნდა“, – გვიყვება ედნარ ღოღობერიძე. მისი მაღაზია სოფელ მახუნცეთის ცენტრში დგას და ადგილობრივების თავშეყრის ადგილია. მისი ნისიების რვეული კი – ამ სოფლის მცხოვრებლების ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი. ედნარმა ყველაზე კარგად იცის აქ მცხოვრები ოჯახების ბიუჯეტი და ხელფასების …

ქედის მერი მოსახლეობას: ყველაფერი რომ შემეძლოს, რაღა მიჭირს

„როცა მჭირდება რჩევა და მე თვითონ ვხვდები ამას, საბჭო ყოველთვის მზადაა დამეხმაროს.  მაგრამ ახლა ჩვენ სხვა ფორმატი გვჭირდება, შესაძლოა მერი ვერ ხვდება, რომ რჩევა სჭირდება – ეს უფრო მნიშვნელოვანია ალბათ, რადგან მერის კაბინეტიდან ყველაფერს ვერ დაინახავ. ამიტომაც არის საჭირო მოსახლეობის ჩართულობა და აქ მთავარი რგოლი უნდა იყოს მრჩეველთა საბჭო“, – ასე ახსნა დღეს ქედის მუნიციპალიტეტის …

კომპანიამ, რომელიც სასტუმროს აშენებს, ტროტუარი უნებართვოდ მოშალა [ფოტო]

ანწუხელიძის ქუჩაზე, #14-თან, ფეხით გადაადგილებისას პირდაპირ მანქანების სავალ ნაწილზე მოგიწევთ გადასვლა, რადგან მშენებელმა კომპანიამ ტროტუარი მოშალა. მოშლილი ტროტუარის გაგრძელება კი, დაახლოებით 300 მეტრზე,  კომპანიას სამშენებლო ღობით აქვს შემოფარგლული. ამ ადგილზე შპს „ედ კაპიტალი“ ხუთსართულიან სასტუმროს აშენებს. კომპანიას უკვე დაწყებული აქვს საძირკვლის ჩამოსხმის სამუშაოები. მშენებლობა პირდაპირ ტროტუარის გასწვრივ მიმდინარეობს, ამიტომაც კომპანიას სამშენებლო ღობის გასაკეთებლად, ასევე, სამშენებლო …

ორმაგი სტანდარტი – როდის არ ასრულებს ბათუმის მერია სასამართლო გადაწყვეტილებას

ძველ ბათუმში, ჟორდანიასა და მაზნიაშვილის ქუჩების კვეთაში, ორი ისტორიული სახლის დანგრევისა და მის ნაცვლად ახალი ხუთსართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე თანხმობა ბათუმის მერიამ სასამართლოს გადაწყვეტილებით ახსნა: „სასამართლომ დაგვავალდებულა“, თუმცა  სხვა შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება, თითქმის იდენტურ საკითხზე, მერიისთვის სერიოზული განხილვისა და გადაწყვეტილების საფუძველი ვერ გახდა. მოქალაქემ მერიის პასუხი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგაც ვერ მიიღო, მან სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე პროკურატურასაც …

ტყვია ბავშვების სისხლში – როდის გახდება ცნობილი ახალი კვლევის შედეგები

ქართველი სპეციალისტები ამერიკელ ექსპერტებთან ერთად სწავლობენ გარემოს, სადაც ის ბავშვები ცხოვრობენ, რომლებსაც, 2018 წელს, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სისხლში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა დაუფიქსირდათ. სპეციალისტები  სწავლობენ  ნივთებს, საღებავებს, ნიადაგს, წყალს და ყველაფერს, რასაც საცხოვრებელი გარემო მოიცავს. სინჯები აიღეს აჭარის მაღალმთიანეთშიც. ამავე თემაზე: აჭარაში ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა – კვლევა გარდა …

ხულოს მერიის პასუხი იმედა ბოლქვაძის სამსახურიდან გაშვებასა და ადაპტირებული ბილიკის მოწყობაზე 

„გზები ვიწროა, სულ 3 მეტრია სიგანე, თანაც დაღმართია. არც ერთი ტექნიკური რეგლამენტი არ ითვალისწინებს ასეთ გზაზე ადაპტირებული ბილიკის მოწყობას. მაგრამ ჩვენ მაინც განვიხილავთ და ვფიქრობთ, რა შეიძლება გავაკეთოთ“, – გვითხრა ხულოს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა აბულაძემ იმედა ბოლქვაძის მოთხოვნასთან დაკავშირებით. იმედა საკუთარი სოფლიდან, განახლებიდან, ამავე თემის ცენტრალურ გზამდე 40-მეტრიანი ადაპტირებული ბილიკის მოწყობას ითხოვს. ამ …

„მოკლედ ჩემს ბრძოლებზე“ – ხულოს აიპის თანამშრომელი მძიმე დიაგნოზით უსამსახუროდ რჩება

„მოკლედ დავწერ ჩემს დიაგნოზსა და ბრძოლებზე… მთავრობამ კონტრაქტი გამიჩერა და მეუბნება სახლში იჯექიო… დრო ყველას წაგვშლის, ამიტომ დედა, რა მეშველება და ვკვდები და ა.შ. მსგავს შტერობებზე ფიქრს მირჩევნია, რაღაც უფრო მნიშვნელოვანი გავაკეთო“, – წერს სოციალურ ქსელში იმედა ბოლქვაძე. ის ამ დრომდე ხულოს მერიის აიპის – „კურორტი ბეშუმის“ პიარსპეციალისტად მუშაობდა და თავის საქმეს დისტანციურად აკეთებდა. როგორც …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში მომდევნო 5 დღის განმავლობაში [ვიდეო]

ძლიერი წვიმის შემდეგ ბათუმში გამოიდარა. თბილი ამინდი თითქმის ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალიდან ბათუმში თბილი ამინდი შენარჩუნდება. უნალექო ამინდია მოსალოდნელი ორშაბათს, 14 ოქტომბერსაც. ჰაერის ტემპერატურა  +22, +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო 15-17 ოქტომბერს +25, +27 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი, ღამის საათებში ტემპერატურა დაიკლებს. სინოპტიკოსების ცნობით, 14 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრამდე ისევ თბილი …

Exit mobile version