„ისევ იქ დგას და ისევ უკანონოა“- საკრებულოს წევრი უკანონოდ აშენებულ რვა სართულზე

„ვიცე-მერიც აქ იმყოფება და მაინტერესებს ერთი საკითხი. გვქონდა შემთხვევა, როცა დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე რვა სართული უკანონოდ ააშენეს. მერიის შესაბამისი სამსახურებიდან ჩვენ და მოქალაქეებმაც მივიღეთ პირობა, რომ მოხდებოდა ამ მშენებლობის შეჩერება ან დემონტაჟი. კორპუსი ისევ იქ დგას და ისევ უკანონოა. ეს ამბავი, რა ვქნათ, მაინტერესებს და, ზოგადად, ეს პრობლემა დღის წესრიგში დგას – ჯერ აშენებენ და …

თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას ბათუმის მერია აუქციონზე გაიტანს

ბათუმში, თევზის ბაზრის მიდებარედ, 3149 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას ბათუმის მერია იჯარის წესით გასხვისების მიზნით აუქციონზე გაიტანს. საიჯარო ფასის განსაზღვრაზე დღეს, 28 ნოემბერს, საკრებულომ იმსჯელა და მერიის წარდგენილ წინადადებას  წლიური გადასახადის სახით 72 000 ლარის დადგენის თაობაზე, მხარი დაუჭირა. აუქციონის პირობები მერიას საკრებულოსთან არ შეუთანხმებია, შესაბამისად, მიწის ნაკვეთს იჯარის წესით უპირობოდ გაასხვისებენ. განკარგულების პროექტის განმარტებით  ბარათში …

ბათუმს გრგ შესაძლოა აღარც დასჭირდეს – 5 ახალი სამშენებლო პროექტი

იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო კომპანია 5000-მდე კვადრატულ მეტრზე ან მეტი ფართობის ტერიტორიაზე სამშენებლო პროექტს ითხოვს, კანონმდებლობა ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] შედგენას ითვალისწინებს. ეს გეგმა უნდა მოიცავდეს კვლევებს დაგეგმილი პროექტის მასშტაბების შესაბამისად. ასეთი გეგმარებითი დავალება მერიამ უნდა გასცეს საკრებულოს თანხმობით. დავალება ზუსტად გაწერილი მოთხოვნების შესაბამისად მზადდება, წარდგენილ დავალებას კი ისევ საკრებულო ამტკიცებს მერიის დაკვეთით. თავისი …

ბათუმის საკრებულოს სხდომებს ოპოზიცია არ დაესწრება – გამონაკლისი ბიუჯეტის განხილვა იქნება

ბათუმის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია დღეს საკრებულოს სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება. ამის შესახებ ფრაქციის წევრმა ლევამ ანთაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ლევან ანთაძის თქმით, ამ ფორმით ფრაქცია აპროტესტებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ეს გაგრძელდება მანამდე, ვიდრე არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების საკითხი არ გადაწყდება. მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე აქციების ფონზე ფრაქცია ბოიკოტის რეჟიმში დარჩება, გამონაკლისი …

ბათუმში მოქალაქე ძეგლის ხელყოფისთვის მესამედ დააჯარიმეს – ის მაინც არ ჩერდება

ბიზნესმენ ენრიკო ბერიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება დაიწყო. მომჩივანი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა, ხოლო დავის საგანი ბათუმში ორი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფაა. ეს პირველი საქმეა ვაჟა-ფშაველას #13- ის შემდეგ, როცა ბათუმში ძეგლზე უკანონო სამუშაოების გამო სისხლის სამართლის კოდექსით გამოძიება დაიწყო. ბიზნესმენი ენრიკო ბერიძე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფისთვის მემედ აბაშიძის #9 – სა და …

კმდს: საოჯახო მედიცინის ცენტრის შენობაზე დაშენებას ითხოვენ და არა დემონტაჟს

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, შპს „ სახლი ბარათაშვილზე“  ბათუმში ბარათაშვილის #30 -ში მდებარე ისტორიული შენობის დემონტაჟს არ გეგმავს და მხოლოდ დაშენების უფლებას ითხოვს. რვასართულიანი შენობის აგებას პროექტი გორგასლის ქუჩის მხრიდან ითვალისწინებს, აქ არსებულ სახლსა და სხვა დამხმარე შენობებს კი ნებართვის მიღების შემთხვევაში დაანგრევენ. რეესტრის მონაცემებით, საპროექტო ტერიტორია სულ რვა შენობა-ნაგებობას აერთიანებს, თუმცა მათ შორის, როგორც …

ბათუმის საჯარო საბავშვო ბაღებში 25 სპეცმასწავლებელი იმუშავებს 

ბათუმის ბაღების გაერთიანება სპეცმასწავლებლებს აიყვანს. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მამუკა შამილიშვილის ინფორმაციით, სპეცმასწავლებლები ბათუმის 25 საბავშვო ბაღში იმუშავებენ.   მისივე ინფორმაციით, ბათუმის საბავშვო ბაღებში 115 სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელია. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა განმარტა, რომ სწორედ სპეცმასწავლებლების დამატებისთვისაა გათვალისწინებული ის თანხა, რომელიც 2020 წლის ბიუჯეტის პროეტში ნამატის სახით აისახა და „უკვე დასაქმებული აღმზრდელებისა და მასწავლებლების ხელფასების გაზრდა …

ბათუმის ბიუჯეტის საჯარო განხილვა თითქმის ცარიელ დარბაზში

დღეს, 21 ნოემბერს, ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოს თითქმის ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს. სხდომას მხოლოდ საკრებულოს აპარატისა და მერიის რამდენიმე თანამშრომელი ესწრება. ბიუჯეტის განხილვაზე არ იმყოფება არცერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი და არცერთი დაინტერესებული მოქალაქე. საკრებულოს პრესსამსახურის განმატებით, არასამთავრობო ორგანიზაციები განხილვაზე გუშინ მოიწვიეს. ბიუჯეტის განხილვა 24 წუთის დაგვიანებით დაიწყო. საკრებულოს თავმჯდომარის სულიკო თებიძის განმარტებით, ბიუჯეტის …

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს 12 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი, ისევე როგორც აქციაზე სხვა დაკავებულები მოსამართლემ სამართალდამრღვევად სცნო. ელგუჯა ბაგრატიონს მოსამართლე ვალერიან  ფილიშვილმა 12 დღით პატიმრობა მიუსაჯა. ელგუჯა ბაგრატიონი საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე 18 ნოემბერს დააკავეს. აქციაზე პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნას აპროტესტებდნენ.  აქცია სპეცრაზზმა დაშალა. აქციის რამდენიმე მონაწილე კი დააკავეს.

საოჯახო მედიცინის ცენტრის ნაცვლად 8-სართულიანი კომპლექსი – პროექტი ბარათაშვილზე

ბათუმში, ბარათაშვილისა და გორგასლის ქუჩების გადაკვეთაზე, პირველი საჯარო სკოლის უკანა მხარეს არსებული შენობები, ასევე ბარათაშვილის ქუჩაზე არსებული ორსართულიანი ისტორიული სახლი, სადაც ახლა საოჯახო მედიცინის ცენტრია, შესაძლოა ახალ სამშენებლო პროექტს შეეწიროს. ინვესტორი მთლიანობაში 1 972 კვადრატული მეტრი ტერიტორიის ათვისებას გეგმავს გორგასლის #45-დან ბარათაშვილის #30-ის ჩათვლით. ამ ადგილზე ახალი სახლის მშენებლობის უფლებას შპს „სახლი ბარათაშვილზე“ ითხოვს. ტერიტორია, …

სიმაღლის გადასახადიდან ბათუმის ბიუჯეტში ნახევარი მილიონი შევიდა

ბათუმის მერიის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის ათი თვის მონაცემებით, ბიუჯეტში ზონალური შეთანხმების მოსაკრებლის სახით 528 000 ლარი შევიდა. სპეციალური ზონალური მოსაკრებელი შენობაზე კ2 კოეფიციენტის, ანუ სიმაღლის გადასახადს გულისხმობს, რაც კ1-ის, ანუ იმ ადგილის ფართობის მიხედვით განისაზღვრება, სადაც შენობა უნდა აშენდეს. ასეთი შეთანხმების დადების შემდეგ მშენებელი სამშენებლო მოედანს მაქსიმალურად იყენებს. შესაბამისად, ადგილი პარკინგისა და …

ბათუმის საბავშვო ბაღებში ხელფასები გაიზრდება – 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი

ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბათუმის ბაღების გაერთანების ბიუჯეტი 15 მილიონ 525 ათასი ლარი იქნება, რაც გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით 817 900 ლარით მეტია. ნამატი თანხა შრომის ანაზღაურების გრაფაშია ასახული, რაც იმას ნიშნავს, რომ გაერთიანებაში დასაქმებულებს ხელფასები გაეზრდებათ. პროექტის მიხედვით, 2019 წელს ბაღების გაერთიანებაში დასაქმებულ 1 338 თანამშრომელზე 8 მილიონ 770 ათას 100 ლარი …

ბათუმის ახალი, მუნიციპალური ინსპექციის ბიუჯეტი 3.4 მილიონი იქნება და 110 პირი დასაქმდება – პროექტი

2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ბათუმის ახალი ა(ა)იპის ბიუჯეტი 3 მილიონ 444 000 ლარი იქნება. აქედან 1 მილიონ 460 000 ლარი ხელფასებისთვის გაითვალისწინეს. მერიის საფინანსო საბიუჯეტო პოლიტიკის სამსახურის უფროსის, ედნარ ნატარიძის განმარტებით,  ნაწილობრივ ამასაც უკავშირდება მომავალი წლის ბიუჯეტის სახელფასო გრაფაში თანხის გაზრდა. ამავე პროექტის მიხედვით, მუნიციპალურ ინსპექციაში 110 პირი დასაქმდება. როგორც ა(ა)იპის შექმნასთან დაკავშირებულ დოკუმენტებშია განმარტებული, …

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აქციაზე დააკავეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ელგუჯა ბაგრატიონი პოლიციამ დააკავა. ინფორმაციას მისი ფრაქციის წევრი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია აბულაძე ადასტურებს, რომელიც ელგუჯა ბაგრატიონთან ერთად აქციაზე იმყოფებოდა. კონკრეტულად რა მიზეზით დააკავეს ელგუჯა ბაგრატიონი, ამის შესახებ გია აბულაძეს ინფორმაცია არ აქვს. ელგუჯა ბაგრატიონის დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია პარლამენტთან დაკავებულების …

ზვიად ძიძიგური წავიდა, აჭარაში მისი პარტიული აქტივი კი „ოცნებაში“ რჩება

„უმრავლესობაში ვრჩებით და ვაგრძელებთ იმ პროექტების შესრულებას, რასაც არჩევნებზე ხალხს დავპირდით“, – ამბობენ აჭარის მუნიციპალიტეტების  საკრებულოებში ფრაქციების „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარეები. ამასთან, მათ განმარტეს, რომ პარტიის ცენტრალური ოფისიდან ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ რაიმე სახის დირექტივა არ მიუღიათ. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუ პარტიის ცენტრალური ოფისიდან უმრავლესობის დატოვების მოთხოვნაზე შეტყობინება მიიღეს? – ამ კითხვას ხელვაჩაურის საკრებულოს „კონსერვატორების“ ფრაქციის …

კიდევ ერთი სამშენებლო პროექტი მახინჯაურში, გამწვანებულ ზოლში

მოქალაქე ასთამურ ჩაზმავა მახინჯაურში, ბაღის პირველ შესახვევში [#3] მშენებლობის უფლებას ითხოვს. მიწის ნაკვეთი ძეგლის დაცვის ზონაშია, ამიტომაც საკითხი კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს სხდომაზე განიხილეს. გადაწყვეტილების შესახებ დაზუსტებით არ ვიცით, თუმცა სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით ის დაიწუნეს და აღნიშნეს, რომ პროექტის პირველი ვარიანტი გაცილებით საინტერესო და მისაღები იყო საბჭოსთვის. ასთამურ ჩაზმავამ, რომელიც ასევე პროექტის არქიტექტორია, სხდომაზე …

კომპანია ვარდების ბაღთან 2-სართულიანი სახლის დანგრევას და ახლის აშენებას გეგმავს

შპს „ინსტალი“ ბათუმში მარჯანიშვილისა და თავდადებულის ქუჩების გადაკვეთაზე, სადაც მაღაზია „ნიკორაა“, ორსართულიანი სახლის ათვისების ხარჯზე ახალი ექვსსართულიანი, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. რეესტრის მონაცემებით, შენობა თავისი დამხმარე ნაგებობებით, რომლებიც შიდა ეზოშია განთავსებული 1010 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს მოიცავს. შენობა ძეგლის დაცვის ზონაშია, ამიტომაც კომპანიამ შეთანხმების მისაღებად ზონალურ საბჭოს მიმართა. საბჭოს წევრების საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია …

რა ხდებოდა აჭარის მთავრობასთან დღეს [ფოტოამბავი]

აჭარის მთავრობის სახლის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე 4 პირი დააკავეს. დაკავებული არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი – რეზო ხარაზი, “ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივას წევრი” გია ხალვაში, ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრი ბეგლარ ფუტკარაძე და მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ წევრი ალექსანდრე მილორავა. აქციას აჭარის მთავრობის სახლთან დღეს, დილის ცხრა საათიდან მართავენ. „აჭარის მთავრობა არის „ოცნების“ გაგრძელება და ჩვენ ვითხოვთ პასუხს …

აჭარის მთავრობის შენობის შესასვლელი აქციის მონაწილეებმა ჩაკეტეს

დღეს დილის 9 საათიდან აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი და ნაციონალური მოძრაობა მართავს, მათ დილიდან ჩაკეტილი აქვთ მთავრობის სახლის შესასვლელი. შენობაში შესვლის პრობლემა შეექმნა რამდენიმე თანამშრომელს, რის შემდეგაც ადგილზე მოვიდა პოლიციის უფროსი კოტე ანანიაშვილი. პოლიციის უფროსმა მიმართა აქციის მონაწილეებს და უთხრა, რომ აძლევს გონივრულ ვადას გაათავისუფლონ შესასვლელი, „წინააღმდეგ შემთხვევაში …

დავარქვათ სკვერს დიაკონი სევერიანე აჭარელის სახელი? – ბათუმის მერი მრჩეველთა საბჭოს 

დაერქვას თუ არა ბათუმში მაიაკოვსკის ქუჩისა და სასულიერო სემინარიას შორის არსებულ სკვერს დიაკონი სევერიანე აჭარელის სახელი, მოაწყოს თუ არა აჭარაში მოღვაწე „სახელოვანი  წინაპრების ხეივანი“, სადაც მათივე სკულპტურული პორტრეტები იქნება განთავსებული, სად დაიდგას 9 აპრილის მემორიალი, განათავსონ თუ არა ვარდების სკვერში პოეტ ზურაბ გორგილაძის ბიუსტი და ასე შემდეგ – დაახლოებით ამ შინაარსის მიმართვებს აგზავნის ბათუმის მერი …

წელს ბათუმის მთავარ ნაძვის ხეს ბულვარში მრგვალ შადრევანზე დადგამენ

2020 წელს ბათუმში ტრადიციულად ევროპის მოედანზე აღარ შეხვდებიან. ბათუმის მერია ბოლო წლებში დამკვიდრებულ ტრადიციას ცვლის, მთავარ ნაძვის ხეს ბათუმის ბულვარში, მრგვალ შადრევანზე დადგამენ. მთავარი კონცერტის სცენა კი, საზაფხულო თეატრთან დამონტაჟდება. ბათუმის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის, ჯონი საბაშვილის ინფორმაციით, მთავარ კონცერტში მონაწილეობას ისევ ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ. საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაზე კი ტენდერი ჯერ კიდევ  გამოცხადებული არ არის. ჯონი …

პირმა საბაჟოზე 66 488 ლარის ენერგეტიკული სასმელი უკანონოდ შემოიტანა – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, სამეწარმეო საქმიანობისთვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისთვის თავის არიდების მიზნით, ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე. სამინისტროს ინფორმაციით, 2018-2019 წლის განვლილ პერიოდში ბრალდებულმა თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოიტანა ჯამში – 66 488 ლარის ღირებულების პროდუქცია – …

13 დაშავებული – ავტობუსში ისხდნენ ის ადამიანები, ვინც ბათუმიდან ქედაში დადის სამუშაოდ

ქედის მერის ლევან გორგილაძის ინფორმაციით, ავტოავარიის შედეგად დაშავებული 13 ადამიანია გადაყვანილი ქედის საავადმყოფოში, მათი მდგომარეობა მძიმე არ არის, თუმცა ორს მაინც სჭირდება ბათუმში გადაყვანა დამატებითი კვლევებისთვის. მერის ინფორმაციით, ავტობუსი, რომელიც დღეს გზაზე გადაბრუნდა,  ბათუმიდან ქედაში დასაქმებულებს ემსახურება. ავტოავარიის მიზეზი ჯერ  დადგენილი არ არის. მერის თქმით, ავტობუსში 20 მგზავრი იმყოფებოდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. დაშავდა 10 ადამიანი …

დაშავდა 10 ადამიანი – ავარია ქედაში

ქედაში ავტობუსი გადაბრუნდა, დაშავდა ათი ადამიანი. რამდენად რთული დაზიანებები მიიღეს დაშავებულებმა, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დაშავებულების მოსანახულებლად ქედის საავადმყოფოში ამ წუთებში [10:05] იმყოფება მერი ლევან …

1905 წელს აშენებული სახლი ბულვართან, რომელშიც წვიმს

ბათუმში, თავდადებულის #1-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, წვიმის დროს სახურავიდან წყალი ჟონავს. მოიშალა ჭერი, კედლები, ამორტიზებულია სადარბაზოს შესასვლელი კარი. ამ სახლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ აცნობიერებენ ძეგლის მნიშვნელობას და არ ითხოვენ მკვეთრ ჩარევას, ისინი ბათუმის მერიისგან ელიან სახურავის შეკეთებას. „გამოგვიცვალონ სადარბაზოს კარი, რადგან სპეციფიკური კარია და ძვირია, ჩვენ ვერ გავწვდებით. შიდა ინტერიერს მივხედავთ …

უნებართვო მშენებლობა ძეგლში – გამოკითხვა პოლიციაში გაგრძელდა

„მეგონა, პრობლემა არ იქნებოდა, რადგან ფასადს არ ვეხებით და მხოლოდ შიდა სამუშაოებს ვაწარმოებთ“, – ასე აუხსნა მშენებლობის დიზაინერმა თეა გასვიანმა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეს ძეგლზე უნებართვო სამუშაოების წარმოება. „ვთქვათ, გეგონათ. მას შემდეგ, რაც გაფრთხილება მოგეცით და დაგაჯარიმეთ, რატომ არ გაჩერდით, ხომ აღარ გეგონათ უკვე. პრინციპი გაქვთ, რომ სააგენტოს მოთხოვნას არ უნდა დაემორჩილოთ?“- ისევ …

პრემიერი: სოფლად მიწის რეგისტრაციის პროგრამა გაგრძელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა უახლოესი სამი წლის განმავლობაში სოფლად მიწის რეგისტრაციის პრობლემის გადაჭრას გეგმავს, მისი თქმით, ინიციატივა უკვე დამუშავებულია და ამ მიმართულებით მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. პრემიერის თქმით, ამ საკითხს მოსახლეობა ყველაზე მწვავედ აყენებდა მთავრობის წევრებთან, მათი რეგიონებში სტუმრობის დროს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე დღეს, 7 ნოემბერს, ისაუბრა. „ …იუსტიციის …

6 ოჯახი და 1 სველი წერტილი – სახლი ბათუმის ცენტრში, სადაც 5 მცირეწლოვანი ცხოვრობს

ექვსი წლის დათა ბათუმის ცენტრში, ზუბალაშვილის #28-ში ბებიასთან ერთად ცხოვრობს. ცუდი ამინდის დროს დათას სახლში წვიმს, კარგ ამინდში კი სველი ავეჯი და ნივთები შრობას იწყებს და ისედაც დანესტილ, დაძველებულ კედლებში ამ დროს ნესტის სუნი გაუსაძლისი ხდება. უჭირთ ფანჯრის გაღებაც, რადგან დაძველებული და მორყეულია. დაძველებულია იატაკიც, რამდენიმე ადგილზე ამომტვრეულია.   დათას ბებია, ლია გოგიბერიძე, დახმარების მისაღებად …

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო რვაფეხას ბათუმის ბულვარს გადასცემს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო „რვაფეხას“ მისი განკარგვის მიზნით ბულვარს გადასცემს. სამინისტროში ამ ინფორმაციას ადასტურებენ და განმარტავენ, რომ ბულვარის ადმინისტრაცია უახლოეს პერიოდში შეიმუშავებს პირობებს ამ ქონების ელექტრონულ აუქციონზე გასატანად, მისი იჯარის წესით გასხვისების მიზნით. „რვაფეხას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა. კაფეს რეაბილიტაციაზე მხატვარ-რესტავრატორმა ილია ფესვიანიძემ იმუშავა. “ბათუმელებთან”  ინტერვიუში ფესვიანიძე ამბობდა, რომ კაფე “ფანტაზია” ძველი ფოტოების მიხედვით …

აჭარის მთავრობა კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთსა და შენობას ყიდის

მთავრობა  ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ბეშუმში [კურორტი გოდერძის ტერიტორია] მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს [344 კვ.მ ] და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას [52,37 კვ.მ], პირობებიანი ელექტრონული აუქციონით ყიდის. ქონების საწყისი ფასი 20 000 ლარია, ბიჯი – 500 ლარი. აუქციონის ერთ-ერთი პირობაა გადაცემულ ტერიტორიაზე საპირფარეშოს მოწყობა, არაუგვიანეს 2020 წლის 1-ელ ოქტომბრამდე სარემონტო სამუშაოების ჩატარება და ამოქმედება. ობიექტს პროფილი …

„ბათუმი რივიერამ“ მერიას პროექტის არქიტექტურული ნაწილის შესათანხმებლად მიმართა

შპს „ბათუმი რივიერამ“ მერიას პროექტის არქიტექტურული ნაწილის შესათანხმებლად მიმართა. ამის შესახებ ბათუმის მერიის ვებგვერდზეა ასახული. როგორც ვიცით, კომპანიის პროექტი მეხუთე კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას ითვალისწინებს, ამიტომაც ნებართვის მისაღებად კომპანიამ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს უნდა მიმართოს, თუმცა ასევე აქვს ვალდებულება, პროექტი მუნიციპალიტეტსაც შეათანხმოს. პროექტი უნდა განიხილოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომაც, რადგან ტერიტორია ძეგლის დაცვის ზონაშია. კომპანია „სილქ …

შავი ჯიპით ბათუმის ცენტრალურ პარკში

მექორწინეები შავი ჯიპით ბათუმის პარკში შევიდნენ, ფაქტის ამსახველი ფოტო ფეისბუქგვერდმა „უპატრონო ბათუმი“ გაავრცელა წარწერით „რა ხდება, რა უბედურებაა“. ფოტოზე ბათუმის მერი ლაშა კომახიძეა მონიშნული. ფაქტი ახლახან დაფიქსირდა. „ბათუმელებს“ ადგილზე მხოლოდ ხელმოწერის ცერემონიალის დიზაინერი და პოლიცია დაგვხვდა. ერთ-ერთმა პოლიციელმა გვითხრა, რომ დაზუსტებით არაფერი იცის: „ჩვენც  შემოგვივიდა ინფორმაცია და ვარკვევთ“, – გვითხრა მან. თვითმხილველების ინფორმაციით, წყვილს პარკში …

იუსტიციის სამინისტროში სახელფასო ბიუჯეტი 4,4 მილიონით იზრდება – 2020 წლის პროექტი

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტი 22 მილიონი ლარით იზრდება. პროექტის მიხედვით, ძირითადი ნამატი „სამართალშემოქმედებისა და ქვეყნის ინტერესების სამართლებრივი მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას მათ შორის, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განხორციელებას“ უნდა მოხმარდეს. ამ მიმართულებით 2020 წელს მთავრობა 23 მილიონ 170 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს. გასულ წელს კი, ბიუჯეტის ამ გრაფაში …

მეხანძრე-მაშველებსა და პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზრდებათ – ბიუჯეტის პროექტი

საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობა 2020 წლის 1-ელი ივლისიდან მეხანძრე-მაშველებისთვის, პოლიციელებისა და მათთან გათანაბრებული პირებისთვის ხელფასის გაზრდას გეგმავს. პროექტის მიხედვით, ამ მიზნით ბიუჯეტში 50 მილიონამდე ლარი იქნება გათვალისწინებული. პროექტის მიხედვით, მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებს და მათთან გათანაბრებულ პირებს ხელფასები, საშუალოდ, 125 ლარით გაეზრდებათ. ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში მოცემული ინფორმაციით, ხელფასები გაეზრდებათ ჯარისკაცებსაც ეტაპობრივად, მათი წოდებების შესაბამისად. …

2020 წლიდან სასწრაფოსა და სოფლის ექიმებს ხელფასი გაეზრდებათ – ბიუჯეტის პროექტი

2020 წლის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, ხელფასები ემატებათ გარკვეულ ჯგუფებს. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მათ რიცხვში არიან სასწრაფო დახმარებისა და სოფლის ექიმები. 2020 წლის 1-ელი ივლისიდან სასწრაფო დახმარებისა და სოფლის ექიმების პროგრამების ფარგლებში, 8 ათასამდე პირს, ანაზღაურება 100 ლარით გაეზრდება. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესების მიზნით, 2020 წლიდან, მთელი …

ავტოკაფეს მეპატრონე: არ ვარღვევ კანონს, მანქანა დგას პარკინგზე და არა სკვერში

„ბათუმელების“ მასალას – „გადაკეტილი სასეირნო ბილიკი სკვერში და ბათუმის მერიის პასუხი“ ავტოკაფეს მეპატრონე   გამოეხმაურა. ბათუმში, ვალენბერგის #4-ში ე.წ. ავტოკაფე ნაწილობრივ სკვერშია განთავსებული. ეს სკვერი ზვიად გამსახურდიას ქუჩის ბოლოში მდებარეობს. კაფეს წარმომადგენელმა ლიკა  ნაკაიძემ სატელეფონო საუბარში განგვიმარტა, რომ  ავტოკაფე პარკინგის ტერიტორიაზე დგას და კაფეში გადაადგილებას ხელს არ უშლის. მან გვთხოვა ამაში დასარწმუნებლად ვითარებას ადგილზე გავცნობოდით. „წლებია …

Exit mobile version