მთავარი,სიახლეები

„I’ll be back“ – ბათუმის მერიისა და საკრებულოს ვებგვერდები გატეხეს

28.10.2019 • 1750
„I’ll be back“ – ბათუმის მერიისა და საკრებულოს ვებგვერდები გატეხეს

ბათუმის მერიისა და საკრებულოს ვებგვერდები გატეხეს. გვერდის მისამართის აკრეფისთანავე იხსნება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო  წარწერით: „I’ll be back“ – [მე დავბრუნდები].

გატეხილია სასამართლოებისა ძველი გვერდები და სხვა სამთავრობო სტრუქტურების გვერდები, ასევე მუნიციპალიტეტების და სახელმწიფო ააიპ-ების და სსიპების გვერდები.

აჭარაში გატეხეს შემდეგი გვერდები:

  • ბათუმის მერია
  • ბათუმის საკრებულო
  • ბათუმი წყალი
  • ბათუმის საქალაქო სასამართლო
  • სურსათის ეროვნული სააგენტო

ამ დროისთვის ყველა გატეხილი გვერდი გამორთულია.

წინასწარი ინფორმაციით, გატეხილია სამთავრობო საიტების სერვერი, თუმცა ჰაკერული თავდასხმა ჯერჯერობით არ შეხებია, მაგალითად, საქართველოს და აჭარის მთავრობებს, შს სამინისტროს, სუს-ს, პროკურატურას, თავდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს.

 

ამავე თემაზე: 

ჰაკერული შეტევა სახელმწიფო უწყებების, სასამართლოებისა და არასამთავრობოების ვებსაიტებზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: