მთავარი,სიახლეები

მერია მახინჯაურში მიწის ნაკვეთს სარეკრეაციო ზონის სტატუსის შეცვლას აპირებს

28.10.2019 • 1098
მერია მახინჯაურში მიწის ნაკვეთს სარეკრეაციო ზონის სტატუსის შეცვლას აპირებს

ბათუმის მერია მახინჯაურში, ზღვის სანაპირო ზოლში, მიწის სამი ნაკვეთისთვის ზონის სტატუსის შეცვლის საკითხს განიხილავს. ტერიტორია ჯამში 869 კვადრატულ მეტრს მოიცავს. რეესტრის მონაცემებით, ნაკვეთები ბაგრატ და ტარიელ ჯინჭარაძეებს ეკუთვნით. ისინი მერიისგან ითხოვენ მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის ნაცვლად სარეკრეაციო-საკურორტო ზონის სტატუსი მიენიჭოს.

ამ საკითხთან დაკავშირებით მერია ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას გეგმავს, თანხმობის მისაღებად შესაბამისი განკარგულების პროექტი საკრებულოში უკვე გადააგზავნეს. პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ მესაკუთრეები ზონის სტატუსის შეცვლას იმ მოტივით ითხოვენ, რომ მიწის ნაკვეთებზე 2000 წლიდან კაფე ფუნქციონირებს.

ამ დრომდე თუ კაფეს ფუნქციონირებას ზონის სტატუსი ხელს არ უშლიდა, ახლა რატომ მოინდომეს მესაკუთრეებმა სტატუსის შეცვლა? – ამაზე განმარტებით ბარათში არაფერია ნათქვამი.

იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას დაეთანხმება, მერიამ საკითხთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი საჯაროდ განხილვისთვის უნდა გამოაქვეყნოს. ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: