მთავარი,სიახლეები

ვითხოვთ ადაპტური ტექნოლოგიების პროგრამის დაფინანსებას აჭარაში – პეტიცია

17.09.2022
ვითხოვთ ადაპტური ტექნოლოგიების პროგრამის დაფინანსებას აჭარაში – პეტიცია

აჭარაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის ადაპტური ტექნოლოგიების მხარდამჭერი პროგრამის, ან ქვეპროგრამის დაფინანასებას მოქალაქეები ითხოვენ.

შესაბამისი შინაარსის პეტიცია აჭარის უმაღლეს საბჭოში 2022 წლის 5 სექტემბერს მაია ქათამაძემ დაარეგიტრირა. ის წერს ასევე, რომ პროგრამით 55 პირი ისაგრებლებს და პროგრამის დასაფინანსებლად ბიჯეტში 60 000 ლარის გათვალისწინებას ითხოვს.

პეტიციაში ჩამოთვლილია იმ უპირატესობების შესახებ, რასაც ბენეფიციარს პროგრამის დაფინანსება მისცემს.

კერძოდ, ადაპტური ტექნოლოგიების საშუალებით:

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი/ზრდასრული პირი დამოუკიდებლად ან ნაწილობრივ დამოუკიდებლად განახორციელებს რიგ აქტივობების რაშიც მანამდე სჭირდებოდა გარე პირის დახმარება სრულ პროცესში;
  • გაუმჯობესდება კომუნიკაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს/პირს და საბავშო ბაღის, სკოლის, პროფესიული სასწავლებლის თუ დასაქმების ადგილზე მყოფ პერსონალს შორის, რაც ხელს შეუწყობს სამიზნე ჯგუფის ეფექტურ ჩართულობასა და მონაწილეობას მისთვის აქტუალურ საკითხებში;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის/ზრდასრული პირისთვის ხელმისაწვდომი და მართვადი ხდება გარემოში არსებული ელექტრო მოწყობილობები და კომპიუტერული სისტემები. ეს უკანასკნელი კი, პირს ეხმარება ინფორმაციის მოძიების, განათლების, კომუნიკაციისა და საზოგადოებაში ჩართულობაში;
  • შესაძლებელი გახდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დასაქმების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება და ამით მისი დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა

პეტიციის მიხედვით, პროგრამის სამიზნე ბენეფიციარები არიან: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: