მთავარი,სიახლეები

„ოცნება“ საკრებულოს სხდომაზე არ მივიდა, სადაც „ბიაფის“ დაფინანსებაზე უნდა ემსჯელათ

14.09.2022
„ოცნება“ საკრებულოს სხდომაზე არ მივიდა, სადაც „ბიაფის“ დაფინანსებაზე უნდა ემსჯელათ

ბათუმის საკრებულოს სხდომას „ოცნების“ უმრავლესობა არ დაესწრო. რიგგარეშე სხდომა საკრებულოს აპარატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის მოთხოვნით დანიშნა, ისე რომ სხდომის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ ყოფილა და მხოლოდ დღეს დილით გამოაქვეყნეს.

 

სხდომაზე არც საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე და მისი მოადგილე ირაკლი თავდგირიძე მივიდნენ.

სხდომის შესახებ დღეს დილით გავიგე, გვითხრა საკრებულოს წევრმა „გახარია საქართველოდან“ აკაკი გვიანიძემ. მას დილის 10:00 საათზე დაურეკეს.

სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ცხრა წევრი ესწრებოდა, სხდომაზე დასასწრებად მივიდა ასევე „ლელოს“ წარმომადგენელი ვაჟა დარჩია.

რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარემ, ლაშა კილაბერიამ გააკეთა განაცხადა, რომ სხდომა არ შედგებოდა: „ოცნება“ უარს ეუბნება „ბიაფს“ იმის გამო, რომ ვერ გამოიყენა, მისგან  პოლიტიკური სარგებელი ვერ მიიღო“.

ვაჟა დარჩიამ მოუწოდა საზოგადოებას შეიძინონ „ბიაფის“ საიმიჯო ნივთები და ასე დაეხმარონ ორგანიზატორებს, რომ ფესტივალი ჩატარდეს ხარვეზების გარეშე.

„ბათუმელებმა“ სცადა გაერკვია „ოცნების“ წევრების შეხედულებები – რას ფიქრობენ „ბიაფზე“ ან მის დაფინანსებაზე/არდაფინანსებაზე. ბათუმის საკრებულოში უმრავლესობის უმრავლესობა სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი BIAFF-ი ბათუმში უკვე 17 წელია იმართება, თუმცა წელს პირველად, არ აფინანსებს არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა. ფესტივალის მხარდამჭერი ამ დროისთვის მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის საელჩო და ორგანიზაციაა, სწორედ ამიტომ მიმართავს BIAFF-ი საზოგადოებას ფინანსური მხარდაჭერის თხოვნით.

____

BIAFF-ი 2 კვირაში იწყება, დაფინანსება კი არ აქვს. რა ხდება? – ინტერვიუ მენეჯერთან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: