„ოზთურქის ბინებს“ სოცდაუცველებს გადასცემენ – ბათუმის მერია სპეციალურ საცხოვრებელ ზონას ქმნის

ბათუმის მერიამ საკრებულოში განკარგულების პროექტი წარადგინა, რომლითაც იმ ტერიტორიას, სადაც „ოზთურქის ბინებია“ განთავსებული, სტატუსს უცვლის. საკრებულომ ამ ადგილს საცხოვრებელი ზონის სტატუსი უნდა მიანიჭოს, ვინაიდან, როგორც პროექტშია აღნიშნული, ეს ბინები სოციალურად დაუცველ მოსახლეობას უნდა გადაეცეს. ტერიტორია გიორგი ცაბაძის [ყოფილი ნიკოლოზ გოგოლის] ქუჩაზე, რომელზეც 7 კორპუსი დგას, თურქ ბიზნესმენს ჩამოართვეს და ბათუმის მერიას გადასცეს. საუბარია იმ კორპუსებზე, …

რას ცვლიან არაბული ინვესტიციის გამო ჭოროხის დელტაში – ინტერვიუ

ბათუმში, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე, „ოცნების“ მთავრობამ არაბული ინვესტიციის განხორციელება დააანონსა. აღნიშნული ტერიტორია შედის ზურმუხტის ქსელის „ჭოროხის დელტას“ ტერიტორიის [საიტის] საზღვრებში და მას ბერნის კონვენცია იცავს. საქართველოს ასოცირების შეთანხმებითაც აქვს ვალდებულება შექმნას და დაიცვას ზურმუხტის ტერიტორია. საინვესტიციო პროექტის გამო კი მთავრობა, „საჭიროების შემთხვევაში“, ზურმუხტის ქსელის ტერიტორიის საზღვრის კორექტირებასაც განიხილავს. „მე შემიძლია გითხრათ „ზურმუხტის ქსელის“ …

ორმხრივი მოძრაობა აღდგება პუშკინის ქუჩაზე – ბათუმის მერია ადრინდელ გადაწყვეტილებას ცვლის

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, პარმენ ლორიას ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში, ავტომანქანების ორმხრივი მოძრაობა ისევ აღდგება. შესაბამისი პროექტით ბათუმის მერიამ ქალაქის საკრებულოს უკვე მიმართა. საკრებულო საკითხს 2026 წლის 30 ივნისის სხდომაზე იმსჯელებს. პუშკინის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში [ასევე სხვა ქუჩებზეც] ცალმხრივი მოძრაობა მერიის წინადადადებით და საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით, 2020 წლის დეკემბრიდან დაწესდა. საკრებულო ამჯერად ზემოთ აღნიშნულ დადგენილებაში [„ქალაქ …

შეღავათი მძღოლობის კანდიდატებს, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებშიც მონაწილეობენ

შსს-ს მომსახურების სააგენტო აცხადებს, რომ მძღოლობის კანდიდატები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მომსახურების სააგენტოს მხრიდან სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ. „კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდის თარიღი ემთხვევა ერთიანი ეროვნული, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდის თარიღს, კანდიდატს შესაძლებლობა აქვს, საგამოცდო დრო შეცვალოს. ამისათვის აუცილებელია მძღოლობის …

ვადაგასული ზღვის პროდუქტები გამოავლინეს ბათუმსა და ქობულეთში

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და აჭარაში სამაცივრე მეურნეობები შეამოწმა. სააგენტოს ინფორმაციით, „ვადაგასული სურსათი გამოვლინდა ქობულეთის რაიონის სოფ. გორგაძეებში [მიდია 125 კგ] და ქ. ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქ N 16 ა-ში [კრევეტები მოხარშული და გაყინული ნაჭუჭში 3780 კგ და ზღვის პროდუქტების ნაზავი -16 კგ]. ვადაგასული სურსათი დაილუქა და განადგურდება კანონმდებლობის შესაბამისად“. „თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შპს …

1 მილიონ ლარამდე სესხი მხოლოდ ლარით უნდა გაიცეს – ახალი ბრძანება

უცხოურ ვალუტაში სესხის აღების პირობები მათთვის, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, ეროვნულმა ბანკმა კიდევ უფრო გაამკაცრა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ახალი ბრძანებით, 2026 წლის პირველი ივლისიდან სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 1 000 000 ლარამდე სესხი/საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ამავე ბრძანებით „ლარით გაცემულ სესხად/საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი/საბანკო კრედიტი.“ …

სახელმწიფო უწყებები 645 ავტომობილს იყიდიან – სატენდერო ღირებულება 50 მილიონი ლარია

ახალშექმნილმა ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ, რომელსაც კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარება ევალება, ამ დროისთვის 645 ავტომობილის შესყიდვაზე 6 ტენდერი გამოაცხადა. აქედან 50 ავტომობილი – საგამოცდო დანიშნულების, შსს-ს მომსახურების სააგენტოსთვის იქნება, ხოლო დანარჩენი – პიკაპები, ჰიბრიდები თუ ელექტროავტომობილები – სხვადასხვა უწყებისთვისაა განკუთვნილი. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 50 892 011 ლარია. 305 სპეციალიზებული კლასის [პიკაპი] ავტომობილის შესყიდვაზე კონსოლიდირებული ტენდერი 27 …

ბათუმში პარკირების მართვის სტრატეგიის შესამუშავებლად მერია კვლევის ჩატარებას გეგმავს

ბათუმის პარკირების ინვენტარიზაციისა და მართვის სტრატეგიის შესამუშავებლად ქალაქის მერია ბაზარს იკვლევს. კვლევის შედეგად უნდა დადგინდეს შესაბამისი მომსახურების ღირებულება და შემდეგ შეირჩეს კონსულტანტი. ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ „კონსულტანტმა უნდა მოამზადოს ქალაქ ბათუმის პარკირების მართვის სტრატეგია, რომელიც დაეფუძნება ინვენტარიზაციის შედეგებს, პარკირების არსებული პრაქტიკისა და მონაცემების ანალიზს, ასევე პირველადი ზონირების წინადადებას“. „ქალაქის ურბანული განვითარება, მოსახლეობისა და ვიზიტორთა რაოდენობის …

2 მილიონად გაარემონტებენ ბათუმის მერიის შენობას ლერმონტოვის ქუჩაზე

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე მერიის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციისთვის 2,2 მილიონი ლარია გამოყოფილი. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი 2 255 186 ლარით გამოაცხადა.  პროექტის რენდერების მიხედვით რეაბილიტაციის შემდეგ შენობაზე წარწერის „ქ. ბათუმის მერია“ ნაცვლად იქნება წარწერა – „ა[ა]იპ – საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“. სარეაბილიტაციო პროექტში აღნიშნულია, რომ არსებული …

რუსეთიდან საქართველოში $528 მილიონის პროდუქცია შემოვიდა, გავიდა $68 მილიონის – 5 თვის სტატისტიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე] 10,4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 3,1 მილიარდი აშშ დოლარის იყო, ხოლო იმპორტი 7,3 მილიარდი აშშ დოლარის. საქსტატის მონაცემებით 2026 წლის იანვარ-მაისში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: …

სასკოლო ფორმებს ჩინური კომპანიისგან შეისყიდიან

2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია „გლორი ტექსტილი ინდასთრისგან“ შეიძენს. „კომპანია „გლორი ტექსტილი ინდასთრის“ სამკერვალო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშია განთავსებული. სკოლებისთვის ფორმების მიწოდების პროცესი სამ ეტაპად განხორციელდება“ – აცხადებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. საჯარო რეესტრის მიხედვით შპს „გლორი ტექსტილ ინდასთრი“ საქართველოში 2026 წლის 10 მარტსაა რეგისტრირებული. კომპანიის …

9,8 მილიონი ლარი დაიხარჯება უმაღლესი საბჭოს შესანახად 2027 წელს აჭარის ბიუჯეტიდან

აჭარის უმაღლესმა საბჭომ თავისივე დადგენილებით ამავე უწყებისთვის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. პროექტის მიხედვით უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი მომავალი წლისთვის 9,8 მილიონი ლარით განისაზღვრა. მიმდინარე, 2026 წელს, უმაღლესი საბჭოსთვის აჭარის ბიუჯეტში 10 113 600 ლარია გაწერილი. მიმდინარე წელთან შედარებით კლება კი, ძირითადად, „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლში დაფინანსების შემცირებას უკავშირდება. უმაღლესი საბჭოს „არაფინანსური აქტივების ზრდა“ 2027 წლისთვის …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 20 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 390 660 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 240. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 041 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 787 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 44 386 …

450 800 ლარი ორდღიანი ფესტივალისთვის ბათუმში

ბათუმში, 20 და 21 ივნისს, ანბანის კოშკის მიმდებარედ, დაგეგმილია ფესტივალის ჩატარება, რომლის სლოგანია – „ზაფხული იწყება აქ“. ფესტივალის ორგანიზებაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და მუსიკოს-შემსრულებელთა ჰონორარებში კი ჯამში 450 800 ლარი დაიხარჯება. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს, სცენისთვის საჭირო მომსახურების შესყიდვაზე, ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „ჯითი ჰოლდინგთან“ 137 400 ლარზე აქვს გაფორმებული [ტენდერი 159 740 ლარით იყო …

უკანონოა კობახიძის განკარგულებები, რომლითაც მთებს შლიან – „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის ქობულეთის სოფელ კვირიკეში მთა დაშალეს. კუნძულის მშენებელი კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ქვებს და ლოდებს აჭარაში სხვა ადგილებშიც მოიპოვებს. კომპანია ქვიშა-ხრეშს მდინარე ჭოროხის კალაპოტიდანაც იღებს. თითქმის ყველა შემთხვევაში კომპანია სასარგებლო წიაღისეულს ულიცენზიოდ მოიპოვებს – ლიცენზიისგან მას „ოცნების“ მთავრობა ათავისუფლებს განკარგულებებით, რომლებსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე …

ბათუმში მეზღვაურთა დღის აღსანიშნავად ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება

მეზღვაურთა დღის აღსანიშნავ ღონისძიებას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საზღვაო აკადემია ორგანიზებას ერთობლივად გაუწევენ და „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით ჯამში 576 164 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავენ. ასეთ გადაწყვეტილებამდე ღონისძიების ჩატარებას მხოლოდ სააგენტო გეგმავდა 534 239 ლარით. ღონისძიება 2026 წლის 25 ივნისს ბათუმში გაიმართება. სააგენტო აღნიშნავს, რომ „საქართველო 21 000-მდე მეზღვაურის სამშობლოა. მეზღვაურები მსოფლიოს სხვადასხვა …

ლანჩხუთში ავტობანის ლესა-ხაჯალიის მონაკვეთი მალე გაიხსნება – გზების დეპარტამენტი

„სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის მე-3 მონაკვეთზე დარჩენილი 6-კილომეტრიანი გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა უახლოეს პერიოდში გაიხსნება“, – აცხადებს დღეს, 2026 წლის 17 ივნისს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ავტობანის აღნიშნული მონაკვეთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფლების – ლესასა და ხაჯალიას შორის მდებარეობს. სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალი, მინიმუმ 6 წლის წინ, მთლიანად უნდა ყოფილიყო დასრულებული. „სამტრედია-გრიგოლეთის გზის მე-3 მონაკვეთი, საერთო ჯამში, …

2,5 მილიონით ბათუმში „მაგნოლიას“ რეაბილიტაციის პროექტზე კონკურსი გამოაცხადეს

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუს „მაგნოლიას“ რეაბილიტაციისთვის დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა.  დოკუმენტაციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2,5 მილიონი ლარია დღგ-ს გარეშე. მთლიანობაში რა თანხა იქნება საჭირო „მაგნოლიას“ რეაბილიტაციისთვის, სწორედ ამ დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადების შემდეგ გახდება ცნობილი. „შენობა-ნაგებობის ამჟამინდელი მდგომარეობა უარყოფითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებსა და მთლიანად ურბანულ გარემოსა …

კობახიძის განკარგულებით კვირიკეში მთას შლიან – წიაღისეულს ხელოვნური კუნძულისთვის იყენებენ

ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მთას შლიან, მოპოვებულ ქვებს და ლოდებს კი, ბათუმში, ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის იყენებენ. კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“, რომელიც „ხელოვნური კუნძულის“ პროექტს ახორციელებს, „ოცნების“ მთავრობამ ერთი განკარგულებით კვირიკეში 21 ჰექტარი ტერიტორია გამოუყო. აქ კომპანიას ლიცენზიის გარეშე, ჯამში, 1,5 მილიონი კუბური მეტრი წიაღისეულის [კვირიკეს ტუფობრექჩიები და ანდეზიტო-ბაზალტები] მოპოვების უფლება მისცეს. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისთვის …

ბათუმში 2 კვირით ჩაიკეტება ლერმონტოვის ქუჩის მონაკვეთი

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 16 ივნისის საღამოს 9 საათიდან 30 ივნისამდე პერიოდში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მიხეილ ლერმონტოვის ქუჩაზე, ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის ქუჩამდე მონაკვეთში. მერიის ინფორმაციით მიზეზი „საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებია“. კერძოდ, ქუჩის ამ მონაკვეთზე „ქვაფენილის ნაცვლად ასფალტის საფარი დაიგება“. ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩების „საკითხის მოგვარებაზე“ ქალაქის მერიამ საუბარი 2016 წელს დაიწყო, ქვაფენილების აყრა კი – 2022 წელს. ამავე მიზეზით ბათუმში …

გორის გვირაბებში 17-25 ივნისს მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება

გორის გვირაბებში 17-20 და 22-25 ივნისს მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით დაგეგმილია დაზიანებული საფარის აღდგენა [ორმოულის შეკეთება] და სხვა საჭირო სამუშაოების ჩატარება, რისთვისაც საჭიროა აღნიშნულ მონაკვეთზე [გორის გვირაბები] სავალი ნაწილის ჩაკეტვა და მოძრაობის გადართვა დროებით შემოსავლელ გზაზე. „საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ87-კმ88 მონაკვეთზე, სენაკი-თბილისის მიმართულებაზე სავალი ნაწილის ჩაკეტვა საჭიროა 17 ივნისიდან …

„ოცნების“ დეპუტატის კომპანია 19 500 კუბ.მეტრ ხრეშს ულიცენზიოდ მოიპოვებს – კობახიძის განკარგულება

„ოცნების“ დეპუტატის, გიორგი ჭყონიას კომპანია „გზას“ დაბა ქედაში 19 500 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ულიცენზიოდ მოპოვების უფლება მისცეს. 1 კუბურ მეტრ ინერტულ მასალაში პარლამენტარის კომპანია დაახლოებით 1 ლარს და 30 თეთრს გადაიხდის. „ოცნების“ მთავრობის 2026 წლის 10 ივნისის განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, არ არის მითითებული, თუ კონკრეტულად რაში გამოიყენებს შპს „გზა“ ულიცენზიოდ მოპოვებულ ქვიშა-ხრეშს. …

ბათუმში მელიქიშვილის ქუჩის დასაწყისი 5 ივლისამდე ჩაიკეტა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 5 ივლისამდე ჩაიკეტა მოძრაობა მელიქიშვილის ქუჩის დასაწყისში – რუსთაველისა და ნინოშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთში. „საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისიდან 5 ივლისამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე, შოთა რუსთაველის ქუჩიდან ეგნატე ნინოშვილის ქუჩამდე მონაკვეთში. შეზღუდვა დაკავშირებულია ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტთან“ – წერს ბათუმის მერია. „ბათუმელები“ მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და …

ავარია ბათუმში – დაიღუპა ერთი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 14 ივნისს, ბათუმში. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. „ბათუმელების“ ინფორმაციით დაღუპული კაცი მგზავრი იყო. შსს-ს ინფორმაციით ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.  

ვინ იმღერებს საზღვაო სეზონის გახსნაზე ბათუმში – 144,5 ათასი ლარი ჰონორარებში

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო „საზღვაო ტურისტული სეზონის“ გახსნის ორდღიანი ფესტივალის „ზაფხული იწყება აქ“ ფარგლებში მოწვეულ 16 DJ-სა და მუსიკალურ ჯგუფს ჰონორარის სახით ჯამში 144 ათას 500 ლარს გადაუხდის. აქედან „ურსას“ – 30 ათასი ლარი, „კახაბერი და ხანუმები“ – 25 ათასი, „სინთეზი“ – 20 ათასი, „მიქსტურა“ – 16 ათასი, New one – 13 ათასი ლარი …

თბილისსა და ბათუმს შორის რეგულარული ფრენები იწყება – ნახეთ რა ეღირება ბილეთი

„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, 2026 წლის 25 ივნისიდან, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის რეგულარული ფრენები იწყება. აღნიშნული მიმართულებით რეისებს კვირაში ოთხჯერ, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებს. „ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას, Boeing 737 ტიპის ხომალდით შესრულდება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აღნიშნულ დღეებში რეისები 09:00-ზე განხორციელდება, ბათუმიდან კი 19:30-ზე. …

ავტომაგისტრალებზე სპეციალურ სასწორებს დაამონტაჟებენ

ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით საქართველოში ავტომაგისტრალებსა და გზებზე სპეციალურ სასწორებს დაამონტაჟებენ, რომლებიც სატვირთო მანქანების წონას დააფიქსირებს. „ვმუშაობთ, ჩვენს მაგისტრალებსა და გზებზე დავამონტაჟოთ სპეციალური სასწორები, რომელიც სატვირთო მანქანების წონას დააფიქსირებს. გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთი პრობლემა ჩვენი გზებისთვის არის გადატვირთული სატვირთო ავტომობილების მოძრაობა, რაც აზიანებს გზას. ჩვენი ინიციატივები არაა ერთჯერადი. ესაა კომპლექსური, ერთიანი მიდგომის ერთი ნაწილი. აქ ბევრი …

ჭოროხის კარიერზე საკმარისი ხრეში არ აღმოჩნდა ბულვარის პლაჟისთვის – გარემოს დაცვა

ბათუმის ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, პრომინადის გასწვრივ სკამებიც დაულაგებიათ, ნაგვის ურნებიც, დგას სამაშველო კოშკურა, ზღვაში ტივტივებიც არის და სანაპიროზე ჩასასვლელი კიბეებიც, თუმცა მთავარი, რისთვისაც ეს ინფრასტრუქტურაა მოწყობილი, ანუ პლაჟი, არ არის. ბანაობის სეზონი კი ბათუმში, მართალია „არაოფიციალურად“, მაგრამ დაწყებულია. ოფიციალურ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ხელოვნური პლაჟის შესაქმნელად საჭირო რაოდენობის ხრეში ჭოროხის კალაპოტში არ აღმოჩნდა. რა ხდება? ახალი …

შსს-ს ძაღლების ვოლიერების რემონტსა და მოედნების მოწყობაში 900 ათასი ლარი დაიხარჯება

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში ძაღლების ვოლიერების რემონტს და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას გეგმავს. გამოყოფილია 909 ათას 352 ლარი. აღნიშნული თანხით შსს-მ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამინისტრო „ლოჯისტიკის დეპარტამენტის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, თბილისში, ევგენია მაისურაძის N3-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული შსს-ს სარგებლობაში არსებული ოთხი შენობის სარემონტო და ერთი შენობის დემონტაჟის, ასევე ძაღლებისთვის ღია შემოღობილი სასეირნო სივრცეების მოწყობის“ სამუშაოებს …

ხელოვნური კუნძულისთვის „ამბასადორს“ 65 წლით დამატებით 43,3 ჰექტარს გადასცემენ ზღვაში

სახელმწიფოს მიერ ორი თვის წინ ბათუმთან, ზღვაში ნაკვეთად დარეგისტრირებული ტერიტორია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ აღნაგობის უფლებით 1 ლარად გადაეცემა, 65 წლით. კომპანია ხელოვნურ ნახევარკუნძულებსა და კუნძულს აშენებს. ამ პროექტისთვის ადრე 1,3 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია გამოიყო ზღვაში. ამჯერად, „ამბასადორისთვის“ დამატებით გადასაცემი ტერიტორიის ფართობი კი 43,3 ჰექტარია. „მიეცეს თანხმობა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „ამბასადორი …

400 ათასი ლარი საქართველოში მურა დათვის მდგომარეობის შესასწავლად

საქართველოში მურა დათვის საკონსერვაციო სტატუსისა და პოპულაციის მდგომარეობაზე არსებული მონაცემების განახლება იგეგმება. შესაბამისი კვლევის ჩატარებაზე გარემოს დაცვის სამინისტრომ ტენდერი 400 ათასი ლარით გამოაცხადა. კვლევის შედეგად უნდა მოხდეს ასევე ადამიანსა და მურა დათვის კონფლიქტის რისკების შეფასება და მომზადდეს მურა დათვის თავდასხმების ცხელი წერტილების რუკა. მურა დათვი წითელ ნუსხაშია შეტანილი. „წითელი ნუსხის“ განახლება ხორციელდება ყოველ ათ წელიწადში …

შსს 73 594 ლარს მოიგებს ეროვნულ გამოცდებზე – დაცვის პოლიციას 1 მილიონს გადაუხდიან

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს თანხმობას, რომ შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ექსკლუზიურად გადაუხადოს 985 ათას 345 ლარი. „შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით უნდა უზრუნველყოს გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში საგამოცდო ცენტრებში საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, ასევე უზრუნველყოფენ გამოცდების დამთავრების შემდეგ ნამუშევრების შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრამდე მიტანას, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან …

ბათუმის ნაგავსაყართან ახალი გზის აშენებაზე 5,3-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება

ბათუმში, გონიოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან ახალი ბულვარის გაგრძელებამდე მონაკვეთში ახალი გზის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი ხელშეკრულების მომზადების ეტაპზეა. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 6,3 მილიონი ლარით ჰქონდა გამოცხადებული, ხელშეკრულება კი შპს „კოხტის ძირი 2010“-თან უნდა გაფორმდეს 5 მილიონ 350 ათას ლარზე. სწორედ ეს თანხა შესთავაზა კომპანიამ სამმართველოს. ახალი გზა ერთმანეთთან გონიოს ხიდის მიმდებარე …

ლანჩხუთში ავტობანის ჯაპანა-ლესის მონაკვეთი 2 დღით ჩაიკეტება – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 4 და 5 ივნისს საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, ჯაპანას სატრანსპორტო კვანძთან მისასვლელ გზაზე, კვანძის ჩამომსვლელ პანდუსსა და წრიულებზე სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოები და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები განხორციელდება. „სამუშაოების შესრულების მიზნით, აღნიშნულ პერიოდში დროებით შეიზღუდება მოძრაობა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის შემოსავლელი-ლესას საავტომობილო გზაზე. გარდა ამისა, შეზღუდვის პერიოდში დროებით …

გონიოს ყოფილ პოლიგონს განსაკუთრებული რეგულირების სტატუსი მიენიჭა – კობახიძის დადგენილება

ბათუმში, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის, ასევე თბილისსა და გარდაბანში „კრწანისის პარკსა“ და მიმდებარე ნაკვეთებს განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი მიენიჭა. „ოცნების“ მთავრობის განცხადებით, ამ ტერიტორიებზე არაბული ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. სტატუსის მინიჭების შესაბამის დადგენილებებს ირაკლი კობახიძემ ხელი 2026 წლის 29 მაისს მოაწერა. უშუალოდ ყოფილი სამხედრო პოლიგონის და მის მიმდებარე მიწის ნაკვეთებს, ჯამში 2 588 888 კვადრატული მეტრი …

53 500 ლარი მორიგი ობიექტების დასანგრევად ბათუმში – მუნიციპალურმა ინსპექციამ ტენდერი გამოაცხადა

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ქალაქის ტერიტორიაზე „უსახური სავაჭრო ჯიხურების დემონტაჟს“ აგრძელებს, თუმცა „უნებართვო და უსახური შენობა ნაგებობების დემონტაჟისთვის“ რესურსი არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე ინსპექციამ 53 500 ლარით ტენდერი გამოაცხადა. 2026 წლის მაისის დასაწყისში ინსპექცია აცხადებდა, რომ „უნებართვო და უსახური შენობა ნაგებობების დემონტაჟი“ 24 საათის განმავლობაში უნდა გაეგრძელებინა, რისთვისაც 15 ივნისამდე, ჯამში, 50 …

Exit mobile version