საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 3 კილომეტრიან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები 2026 წელს დასრულდება. ეს მონაკვეთი ხიდმაღალა-წყალწმინდის ტერიტორიაზე შენდება. მთლიანი მაგისტრალი ხიდმაღალასა და ქობულეთის შემოვლით გზას შორის კი მინიმუმ 2023 წელს მაინც უნდა დასრულებულიყო. გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანი მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის [E60-ის] შემადგენელი ნაწილია. ამ გზის სიგრძე 14.4 კილომეტრია, საიდანაც მხოლოდ 11 კილომეტრია …
Author Archives: თედო ჯორბენაძე
აეროპორტის გზატკეცილი ნაწილობრივ ჩაიკეტება – იცვლება ავტობუსების მარშრუტი
ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 1-ლი ივნისის 00:00 საათიდან 5 ივნისამდე, აეროპორტის გზატკეცილის №1-დან ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე მონაკვეთზე [„ვოქსიდან“ ანგისის საავადმყოფომდე] სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. აღნიშნულ პერიოდში მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ შეცვლილი მარშრუტებით, კერძოდ: №2 ინასარიძის ქ. – კობალაძის ქ. – შ. ხიმშიაშვილის ქ. – კაჩინსკების ქ. – ლორთქიფანიძის ქ. – კოტე აფხაზის …
Continue reading “აეროპორტის გზატკეცილი ნაწილობრივ ჩაიკეტება – იცვლება ავტობუსების მარშრუტი”
900 ათას ლარს დახარჯავს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ახალი ოფისის მოწყობაში
ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ საცხოვრებელი კორპუსის I სართულის სივრცეში სამსახურის ოფისის მოსაწყობად 949 ათას 865 ლარით ტენდერი გამოაცხადა. პირობის მიხედვით, სამუშაოები უნდა განხორციელდეს იმ საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, რომელიც თან ახლავს ტენდერს და რომელშიც მუნიციპალურ ინსპექციას 16 ათას 250 ლარი აქვს ცალკე გადახდილი. სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. ტენდერში წინადადებების მიღება …
Continue reading “900 ათას ლარს დახარჯავს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ახალი ოფისის მოწყობაში”
შსს „პოლიციელის დღის“ აღსანიშნავად მილიონამდე ლარს უტენდეროდ ხარჯავს
შინაგან საქმეთა სამინისტრო 2026 წლის 31 მაისს, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარებას გეგმავს, რისთვისაც ერთ მილიონამდე ლარს ტენდერის გარეშე ხარჯავს. სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს წერს, რომ ხელშეკრულება უკვე დადებულია და ატვირთულია შესყიდვების პორტალზე, თუმცა ხელშეკრულება ამ პორტალზე არ იძებნება. შესაბამისად უცნობია ვის უხდის სამინისტრო ფულს. „გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის შემდგომ“ 987 ათას 715 ლარის ხარჯვის შესათანხმებლად შსს-მ …
Continue reading “შსს „პოლიციელის დღის“ აღსანიშნავად მილიონამდე ლარს უტენდეროდ ხარჯავს”
ელექტროსკუტერები ბულვარის ველობილიკზე ისევ ივლიან – ბათუმის მერია აკრძალვას კვლავ აჩერებს
ბათუმის საკრებულო 29 მაისის სხდომაზე ბულვარში ელექტროსკუტერების საკითხს განიხილავს. წელს ბულვარის ტერიტორიაზე ელექტროსკუტერების გამქირავებლებს უთხრეს, რომ სკუტერების გადაადგილება ბულვარში საერთოდ აიკრძალა, რასაც ამ ადამიანების პროტესტი მოჰყვა. სკუტერების მფლობელებმა აკრძალვის შემდეგ ათზე მეტი საპროტესტო აქცია გამართეს და მუშაობის უფლება მოითხოვეს. ვრცლად: რატომ მივიდნენ კვადროციკლების მფლობელები აჭარის მთავრობის წინ პროევროპულ აქციაზე აღსანიშნავია, რომ ბათუმის საკრებულოს 2019 წელს …
გონიოს ყოფილ პოლიგონს სახელმწიფო იარაღით დაიცავს
ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 50-ზე მეტი ობიექტის ცეცხლსასროლი იარაღით დაცვაში წელს, 7 თვის განმავლობაში, 4,5 მილიონზე მეტ ლარს გადაიხდის. დასაცავ ობიექტებს შორისაა ბათუმში, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია, წყალტუბოს სანატორიუმები და სხვა ქონება. ობიექტების დასაცავად საჭირო თანხას – 4 571 570 ლარს კი შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გადაურიცხავენ. სააგენტო წერს, რომ კანონით „ცეცხლსასროლი …
Continue reading “გონიოს ყოფილ პოლიგონს სახელმწიფო იარაღით დაიცავს”
სარფის საბაჟოდან 8,2 ტონა პომიდორი უკან გააბრუნეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით სარფის საბაჟოდან 8,2 ტონა უვარგისი პომიდორი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს. „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟე-ოფიცრებმა უცხო ქვეყნიდან შემოტანილი 8 200 კილოგრამი პომიდორით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს. სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, პასუხისმგებელი ფიტოსანიტარის მიერ, საქონლის დათვალიერებისას, პომიდორზე საკარანტინო მავნე ორგანიზმისთვის დამახასიათებელი კვალი გამოვლინდა. აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა,“ – წერს …
Continue reading “სარფის საბაჟოდან 8,2 ტონა პომიდორი უკან გააბრუნეს”
ქობულეთის შემოვლითი გზა სატვირთო ავტომანქანებისთვისაც გაიხსნა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლით გზაზე სატვირთო ავტომანქანების მოძრაობა დღეს, 27 მაისს აღდგა. „საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე, არსებული სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოები დასრულდა და ამავე გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტარნსპორტის მოძრაობა დათქმულ ვადაზე ადრე აღდგა“ – წერს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ამავე დეპარტამენტის იმფორმაციით …
Continue reading “ქობულეთის შემოვლითი გზა სატვირთო ავტომანქანებისთვისაც გაიხსნა”
რა ღირს მატარებლით მგზავრობა თბილისსა და ბაქოს შორის – ნახეთ განრიგი და დრო
26 მაისიდან თბილისსა და ბაქოს შორის სამგზავრო მატარებელმა მიმოსვლა განაახლა. „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ ფასები დინამიურია და მხოლოდ ერთი მიმართულებით 135 ლარიდან 370 ლარამდე მერყეობს. „ბილეთის ფასის კონკრეტული ოდენობა ფიქსირდება შეძენის მომენტში. ბილეთები იყიდება სალაროებში, სადაც ემატება საკომისიო 7 ლარი. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ასევე ონლაინ [tkt.ge-ზე].“ – გვითხრეს „საქართველოს რკინიგზაში“. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, რეისები …
Continue reading “რა ღირს მატარებლით მგზავრობა თბილისსა და ბაქოს შორის – ნახეთ განრიგი და დრო”
ქობულეთის შემოვლითი გზა მსუბუქი მანქანებისთვის 26 მაისს გაიხსნება
ქობულეთის შემოვლით გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2026 წლის 26 მაისის დღის 14:00 სთ-დან აღდგება, ხოლო სატვირთო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა – 28 მაისიდან. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების შეცვლის სამუშაოების გამო ქობულეთის შემოვლითი გზა 14 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით ჩაიკეტა. 22 მაისს სახიდე გადასასვლელზე, სადაც სადეფორმაციო ნაკერები შეცვალეს, სამონტაჟო სამუშაოები …
Continue reading “ქობულეთის შემოვლითი გზა მსუბუქი მანქანებისთვის 26 მაისს გაიხსნება”
როდის გაიხსნება ქობულეთის შემოვლითი გზა
ქობულეთის შემოვლითი გზა, ქობულეთისა და ჩაქვის სატრანსპორტო კვანძებს შორის 14 მაისიდან ჩაკეტილია. გზაზე სახიდე გადასასვლელის დაზიანებულ სადეფორმაციო ნაკერებს ცვლიან. გზის ჩაკეტვის გამო საცობებია ციხისძირსა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებს შორის მონაკვეთში. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზა 28 მაისს უნდა გაიხსნას. სამუშაოების მიმდინარეობის ადგილზე კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის გზის გახსნა მოესწრება, თუმცა, ყველაფერი მაინც ამინდზეა დამოკიდებული. „სპეციალური …
ბათუმში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მარშრუტი შეიცვალა
ბათუმში მართვის მოწმობის უფლების მისაღებად პრაქტიკული საგამოცდო მარშრუტი N1 შეიცვალა. ამასთან, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით „22 მაისიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის [მოედანი] წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში დაჯავშნონ“. სააგენტოს განცხადებით ცვლილების მიზანი „მართვის უფლების მისაღები გამოცდის პროცესის გაუმჯობესებაა“. ახალი …
Continue reading “ბათუმში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მარშრუტი შეიცვალა”
რა შეიცვალა მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე – შეცდომების ლიმიტი 15-მდე იზრდება
მართვის მოწმობის აღება გამარტივდა. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს, 21 მაისს გახდა ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ცვლილებები შევიდა მინისტრის ბრძანებაში, რომელიც სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდებს ეხება. სააგენტოს ინფორმაციით, განხორციელდა შემდეგი ცვლილებები: „22 მაისიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელად …
Continue reading “რა შეიცვალა მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე – შეცდომების ლიმიტი 15-მდე იზრდება”
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია 3 ჰიბრიდულ მანქანას იყიდის – გამოყოფილია 223 200 ლარი
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მე-III კლასის მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილების შეძენას გეგმავს. სამი ერთეული ასეთი მანქანის შესასყიდად მუნიციპალურმა ინსპექციამ ელექტრონული ტენდერი 223 ათას 200 ლარით გამოაცხადა. „შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2026 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. …
რკინიგზით ყველაზე მეტი ტვირთი რუსეთიდან შემოვიდა, გატანით კი ყაზახეთში გავიდა – სტატისტიკა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 0.03 პროცენტით ნაკლები, სულ 3 მილიონი ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 8.6 პროცენტი მოდიოდა ადგილობრივ გადაზიდვაზე, 34.7 პროცენტი – საერთაშორისო გადაზიდვაზე [არ მოიცავს ტრანზიტს], ხოლო 56.7 პროცენტი – ტრანზიტზე. საქსტატის მონაცემებით: 2026 წლის I კვარტალში საქართველოში რკინიგზით შემოტანილი …
უფასო იქნება თუ არა ქობულეთში საზოგადოებრივი საპირფარეშოები – ტენდერი 180 ათასი ლარით
ქობულეთის მერია საზოგადოებრივი საპირფარეშოების რეაბილიტაციას გეგმავს. მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი მუნიციპალიტეტმა 180 ათასი ლარით გამოაცხადა. გარემონტებული საპირფარეშოებით სარგებლობა ფასიანი იქნება თუ უფასო? – ამ კითხვაზე ქობულეთის მერიაში „ბათუმელებს“ გვითხრეს, რომ „მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე დიდი ალბათობით უფასო იქნება. შემდეგ, განვიხილავთ და შესაძლოა საპირფარეშოების იჯარით გაცემაზე მივიღოთ გადაწყვეტილება“. აღნიშნული ტენდერის ფარგლებში რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს ქობულეთსა და …
ბათუმში 26 მაისს „ურსა“ და მორის მელაძე იმღერებენ – ჰონორარში 27 801 ლარი დაიხარჯება
ბათუმის მერიის კულტურის ცენტრი 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში კონცერტის ორგანიზებას გეგმავს, რომელშიც მონაწილეობას ჯგუფი „ურსა“ და მორის მელაძე მიიღებს. მომსახურების შესყიდვას კულტურის ცენტრი გამარტივებული წესით გეგმავს და ჰონორარში 27 ათას 801 ლარს გადაიხდის. „საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მუსიკოს-შემსრულებელი მორის მელაძე და მოწვეული ჯგუფი „ურსა“. აღნიშნული შემსრულებლები შერჩეულ იქნენ „ქალაქისა და …
კუნძულისთვის 145 810 მ³ ქვას „ამბასადორი“ ქობულეთში ულიცენზიოდ მოიპოვებს – ახალი განკარგულება
ხელოვნური კუნძულის მოწყობის მიზნით კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ქობულეთის სოფელ ხალასთან ულიცენზიოდ დამატებით კუბურ მეტრ წიაღისეულს მოიპოვებს. 1 კუბურ მეტრ წიაღისეულში კი, „ამბასადორი“ დაახლოებით 25 თეთრს გადაიხდის. „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ, შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობის მიზნით, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ 12 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან …
შს სამინისტროს უნიფორმის მარაგი არ გააჩნია და 6 მილიონი ლარის ტანსაცმელს ყიდულობს
შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა დანაყოფებისთვის უნიფორმებს, ქურთუკებს, ჟილეტებსა და საწვიმარ ლაბადებს ყიდულობს, რაშიც 6 მილიონამდე ლარს დახარჯავს. აქედან, 1,9 მილიონი ლარის უნიფორმებს ტენდერის გარეშე იყიდის, 4,1 მილიონი ლარით კი ტენდერი აქვს გამოცხადებული. სამინისტრომ 1 906 325 ლარის უნიფორმების გადაუდებელი აუცილებლობით უტენდეროდ შესყიდვის შესათანხმებლად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. შსს სააგენტოს წერს, რომ დღეისათვის შესაძლებელია ტენდერის …
Continue reading “შს სამინისტროს უნიფორმის მარაგი არ გააჩნია და 6 მილიონი ლარის ტანსაცმელს ყიდულობს”
საქართველოში წელს ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილი შემოიტანეს და გაიტანეს
საქართველოში 2026 წლის იანვარ-აპრილში იმპორტირებულ საქონელს შორის პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია. მსუბუქი ავტომობილებია პირველ ადგილზე საქართველოდან გატანილ საქონელს შორისაც. მიუხედავად ამისა, მსუბუქი ავტომობილების იმპორტ-ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატის] მონაცემებით 2026 წლის იანვარ-აპრილში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა 925.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და …
Continue reading “საქართველოში წელს ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილი შემოიტანეს და გაიტანეს”
ქედაში მაგისტრალის შესაკეთებლად 3,6 მილიონი ლარი იხარჯება – როდის დასრულდება სამუშაოები
ქედის მუნიციპალიტეტში, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3,6 მილიონი ლარი იხარჯება. გზების დეპარტამენტში კონკრეტულ თარიღს არ აზუსტებენ, თუმცა აცხადებენ, რომ სამუშაოები „უახლოეს დღეებში დასრულდება“. გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები ქედის სოფლების – დოლოგნისა და მახუნცეთის ტერიტორიებზე მიმდინარეობს. „ძირითადი სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია და მხოლოდ მცირედი დეტალებია დარჩენილი. სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება“ – მოგვწერეს „ბათუმელებს“ …
სურსათის სააგენტო მიკროავტობუსებს იყიდის და შიგ გალიებს ჩაამონტაჟებს – ტენდერი 1,4 მილიონით
სურსათის ეროვნული სააგენტო 13 სატვირთო მიკროავტობუსს იყიდის და შიგ რკინის გალიებს ჩაამონტაჟებს. მიკროავტობუსების შესყიდვაზე სააგენტომ ტენდერი 1,4 მილიონი ლარით გამოაცხადა. „შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არანაკლებ 2025 წლის გამოშვების, მარცხენასაჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი [გარბენი არაუმეტეს 200კმ], ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. სააგენტოსთვის ავტობუსების გადაცემის შემდეგ, მიმწოდებელმა …
შეკვეთილის, ციცინათელას და დინოზავრების პარკებისთვის 4,7 მილიონი ლარი დაიხარჯება
სახელმწიფო კომპანია „სთარინგ ჯორჯია“ აცხადებს, რომ გასართობ პარკებში [„ციცინათელა“, „მინიატურები“, „დინო“, „მუსიკოსთა“] სეზონის მოსამზადებლად დაგეგმილია კომპლექსური სამუშაოები, რისთვისაც 4,7 მილიონი ლარია საჭირო. კომპანია მომსახურების შესყიდვას ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით გეგმავს და თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. „სთარინგ ჯორჯია“ წერს, რომ ის აღნიშნული პარკების ოპერირებასა და განვითარებაზე პასუხისმგებელი კომპანიაა, რომელმაც 2025 წლის დეკემბრიდან სრულად გადაიბარა აღნიშნული …
Continue reading “შეკვეთილის, ციცინათელას და დინოზავრების პარკებისთვის 4,7 მილიონი ლარი დაიხარჯება”
ხაჯალია-სუფსის გზა ჩაკეტილია – ავტობანზე, რომელიც 3 წლის წინ გაიხსნა, 8 მილიონამდე ლარი იხარჯება
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ხაჯალია-სუფსის მონაკვეთი მთლიანად ჩაიკეტა. შეზღუდვა 2026 წლის 14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტი ორივე მიმართულებით ლანჩხუთი-გრიგოლეთის „ძველ“ გზაზე იმოძრავებს. ამ დრომდე ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივად იყო ჩაკეტილი. დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვები გზის პერიოდულ შეკეთებას უკავშირდება [ინფორმაციისთვის: ორი კვირით ნაწილობრივ ჩაიკეტა ქობულეთის შემოვლითი გზაც, რამაც …
სურსათის სააგენტო ძაღლების საიდენტიფიკაციო 102 092 მიკროჩიპს ყიდულობს
სურსათის ეროვნული სააგენტო 102 ათასზე მეტ ძაღლების საიდენტიფიკაციო მიკროჩიპს და მიკროჩიპის 341 ცალ წამკითხველს ყიდულობს. შესყიდვაზე სააგენტომ ელექტრონული ტენდერი 434 ათას 161 ლარით გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 22 მაისს დაიწყება და 25 მაისს დასრულდება. „ცხოველების საიდენტიფიკაციო მიკროჩიპი უნდა იყოს ანტიმიგრაციული [არ იწვევდეს მის გადაადგილებას ცხოველის ორგანიზმში] ბიო შუშის; იმპლანტანტი შეიყვანება კანქვეშ; წყალგაუმტარი, კოროზიისგან …
Continue reading “სურსათის სააგენტო ძაღლების საიდენტიფიკაციო 102 092 მიკროჩიპს ყიდულობს”
ქობულეთის შემოვლითი გზა 14 მაისიდან 2 კვირით ჩაიკეტება
ქობულეთის შემოვლითი გზა ქობულეთისა და ჩაქვის სატრანსპორტო კვანძებს შორის 2 კვირით ჩაიკეტება. ჩაიკეტება ასევე ხუცუბნისა და კვირიკეს კვანძები. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ჩაკეტვის მიზეზი ერთ-ერთი სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოებია. ეს ნაკერი რამდენიმე თვე დაზიანებულია. „2026 წლის 14 მაისის 02:00 სთ-დან 27 მაისის ჩათვლით საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე არსებული …
Continue reading “ქობულეთის შემოვლითი გზა 14 მაისიდან 2 კვირით ჩაიკეტება”
963 ათასი ლარი საგამოძიებო სამსახურის აჭარისა და გურიის სამმართველოს შენობის რემონტისთვის
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურის აჭარისა და გურიის სამმართველოს შენობის ფასადის რეკონსტრუქციას და რემონტს გეგმავს, რისთვისაც 963 ათას 600 ლარით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სამსართულიანი შენობა ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის 25 ნომერში მდებარეობს და მასში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად, ერთ-ერთ ფლიგელში ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურიცაა განთავსებული. შენობაზე სამუშაოები იმ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად უნდა ჩატარდეს, რომელიც თან …
პირველად თბილისში, იბეროამერიკული ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება
11-15 მაისს თბილისში პირველი იბეროამერიკული ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში თბილისში ჩამოვა ათამდე ესპანურენოვანი მწერალი ესპანეთიდან, მექსიკიდან, პერუდან, ვენესუელადან, კუბიდან და აშშ-დან. ეს მწერლები არიან: დავიდ ტოსკანა (მექსიკა), ხუან კარლოს მენდეს გედესი (ვენესუელა), ნიკოლას მელინი (ესპანეთი), აურელიო მახორი (მექსიკა), როდოლფო ჰასლერი (კუბა), ვალერი მაილსი ( აშშ/ესპანეთი), ფერნანდო ვარა დე რეი (ესპანეთი), ხორხე ედუარდო ბენავიდესი (პერუ), …
Continue reading “პირველად თბილისში, იბეროამერიკული ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება”
ბათუმში „ოცნების“ მთავრობამ ეროვნულ ბანკს ქონება გაუცვალა
„ოცნების“ მთავრობის განკარგულებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 113 964 ლარად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბათუმში მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე 395 კვადრატული მეტრი ფართობი და 4 კონდიციონერი გადაეცა. სანაცვლოდ, ეროვნულმა ბანკმა მის საკუთრებაში არსებული ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე [„იუსტიციის სახლში“] მდებარე 209 კვადრატული მეტრი ფართობი სახელმწიფოს უსასყიდლოდ უნდა დაუთმოს. მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობაში, რომელიც ეროვნულ ბანკს …
Continue reading “ბათუმში „ოცნების“ მთავრობამ ეროვნულ ბანკს ქონება გაუცვალა”
ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ბათუმში რუსეთის მოქალაქე დააკავეს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს. „სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის მიერ, …
შსს საზაფხულო ნიღბებს ყიდულობს
2024 წლის ნოემბრის აქციების დროს ძალადობაში მონაწილე ხუთი სამართალდამცავი მხოლოდ ახლა, 2026 წლის 7-9 მაისს დააკავეს. „ოცნების“ ხელისუფლება აქამდე ამბობდა, რომ მოძალადე ძალოვანების იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო. ამჯერად კი, კობახიძე აცხადებს: „უფრო ღრმად ჩავიხედეთ ყველაფერში და, საბოლოო ჯამში, მოხერხდა ბრალის გამოკვეთა.“ ამ თემაზე: „ჩვენთვის ტვირთი იყო, რომ სამართალდამცავებიდან არავინ იყო დაკავებული – კობახიძე ბოლო წლებში საპროტესტო აქციების …
2,7 მილიონ ლარად სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ოფისს იშენებს
სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ოფისის მშენებლობას გეგმავს. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე სააგენტომ ელექტრონული ტენდერი 2,7 მილიონი ლარით გამოაცხადა. პროექტის მიხედვით შენობა სამსართულიანი იქნება. მიწის ნაკვეთი, სადაც ახალი ოფისი უნდა ააშენონ 1 110 კვადრატული მეტრია. ეს ტერიტორია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იყო, თუმცა, 2021 წელს ის საკუთრებაში სახელმწიფოს, სურსათის სააგენტოს კი – სარგებლობაში გადაეცა. ნაკვეთის მისამართია ბაგრატიონის ქუჩა …
Continue reading “2,7 მილიონ ლარად სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ოფისს იშენებს”
„ოცნებამ“ 175 მილიონი ლარის ავტომანქანები იყიდა – წელს 36 მილიონზე მეტს დახარჯავს
„ბათუმელებმა“ სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე შეისწავლა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მსუბუქი მანქანების შესყიდვები. აღმოჩნდა, რომ 2013 წლის იანვრიდან 2025 წლის ჩათვლით პერიოდში ბიუჯეტის ფულით სულ ცოტა 175 მილიონ 292 ათასი ლარის მსუბუქი ავტომანქანაა შეძენილი. ჩვენს მიერ გადამოწმებული ელექტრონული შესყიდვებით შეძენილ ავტომანქანებში შედის ახალი ფურგონიანი მსუბუქი ავტომანქანები, სედანები, ჯიპები, პიკაპები, პოლიციის მანქანები, ასევე მინივენები და მეორადი მსუბუქი ავტომანქანებიც. …
Continue reading “„ოცნებამ“ 175 მილიონი ლარის ავტომანქანები იყიდა – წელს 36 მილიონზე მეტს დახარჯავს”
რა დარჩა ბათუმის მერიას დასანგრევი – „უნებართვო კაფე-ბარების“ დემონტაჟისთვის 170 ათასი ლარი იხარჯება
ბათუმის ბიუჯეტს ქალაქის ტერიტორიაზე „არსებული უნებართვო კაფე ბარების, საფეხმავლო ბილიკებზე განთავსებული რესტორნების მიშენებების, სანაპირო ზოლში არსებული კვებისა და გასართობი ობიექტების დემონტაჟი“ სულ ცოტა 170 ათას 617 ლარი დაუჯდება. ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომელიც დემონტაჟს ახორციელებს, უკვე დახარჯა 119 ათას 992 ლარი, თუმცა ნგრევის სამუშაოები ვერ დაასრულა. შესაბამისად, დარჩენილი ობიექტების დანგრევა-აღებაში დამატებით 50 ათას 625 ლარის …
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს – საგამოძიებო
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაასაღა ჯამში 10 000 აშშ დოლარის ოდენობის ასი ცალი 100-დოლარიანი ყალბი კუპიურა და 350 ევროს ოდენობის ყალბი ფული. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.“ – აცხადებს საგამოძიებო …
Continue reading “ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს – საგამოძიებო”
ბათუმში წერეთლის ქუჩის გადაკეტვის გამო იცვლება ავტობუსების მარშრუტები
ბათუმის მერიის განცხადებით, 5 მაისიდან 21 მაისამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება აკაკი წერეთლის ქუჩაზე, შავშეთის ქუჩიდან ესენინის ქუჩამდე მონაკვეთში. „შეზღუდვა დაკავშირებულია იმედაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან, რომელიც იმედაშვილისა და ბაქოს ქუჩების კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში ხორციელდება“- აცხადებს ქალაქის მერია. შეზღუდვის პერიოდში ცვლილებები შედის მუნიციპალური ავტობუსების სამარშრუტო მიმართულებებში: №1 – სევერიანე აჭარელის ქუჩა – შავშეთის ქუჩა – …
Continue reading “ბათუმში წერეთლის ქუჩის გადაკეტვის გამო იცვლება ავტობუსების მარშრუტები”