ბათუმის მერიას „შანხაის დასახლებაში“ 2026 წლის ბოლომდე ორი მრავალსართულიანი კორპუსი უნდა აეშენებინა, რაზედაც თავის დროზე ხელშეკრულება 32 მილიონ ლარზე იყო გაფორმებული. მშენებლობა სამი წლის წინ ტენდერში გამარჯვებულმა „ანაგიმ“ დაიწყო, თუმცა 2026 წელს კომპანია და მერია შეთანხმდა, რომ ორიდან ერთი კორპუსი აღარ აშენდება. ამ შეთანხმების „ობიექტურ მიზეზად“ კი დასახელებულია მოსახლეობა, რომელიც თურმე „ბარაკებიდან“ ვერ გამოასახლეს. ვინაიდან …
Author Archives: თედო ჯორბენაძე
სასკოლო ფორმაზე შესაძლებელია გერბის დატანა – კობახიძის ახალი განკარგულება
სასკოლო ფორმების ერთი პარტია უკვე შეკერილი და საქართველოშია შემოტანილი, „ოცნების“ მთავრობამ კი ახლა მიიღო დადგენილება სახელმწიფო გერბის სასკოლო ფორმის ტანსაცმელზე შესაძლო გემოყენების შესახებ. სახელმწიფო გერბის სიმბოლიკის დატანა კერძო კომპანიასთან ფორმების მოწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. ეს ხელშეკრულება სახელმწიფო შპს „საგანმანათლებლო რესურსებსა“ და შპს „გლორი ტექსტილ ინდასთრის“ შორის 2026 წლის 19 ივნისს გაფორმდა. „პიჯაკის მარცხენა …
Continue reading “სასკოლო ფორმაზე შესაძლებელია გერბის დატანა – კობახიძის ახალი განკარგულება”
სახიფათო სამედიცინო ნარჩენებს რამდენად უსაფრთხოდ ანადგურებენ ბათუმში – „გვწამლავენ ხალხს, რას წვავენ ასეთს?“
„საბაჟოს [გაფორმების ეკონომიკური ზონის] შემდეგ „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის უკან, სადაც ნაგავსაყრელის შესასვლელია, არის ასეთი ჰაერის დაბინძურება. როდესაც გავივლი სულ ასეა და მაინტერესებს ასე უნდა იყოს? ნორმალურია ეს? თითქმის ყოველდღე ასე წამლავენ ხალხს და იქნებ ვინმემ მიხედოს ამას. გზაზე ავტომანქანით გავლისას მინებს თუ არ ამოწევ დაიხრჩობი, ისეთი მძაფრი სუნი აქვს, რას წვავენ ასეთს?“ – მოგვწერა „ბათუმელებს“ …
რა [არ] წერია „არაბულ ინვესტიციაზე“ ბათუმის გენგეგმის პროექტში
ბათუმის გენგეგმა, რომლის შემუშავებაც ქალაქის მერიამ 2021 წელს დაიწყო და ახლა დამტკიცებულიც უნდა ყოფილიყო, მორიგ ეტაპს გადის. ამ პერიოდში კი ქალაქში დაიწყო ან დაანონსეს ისეთი პროექტები, რომლებიც გენგეგმის კონცეფციაში ასახული არ იყო. ამ პროექტებიდან ზოგი ამჯერადაც არ არის ასახული გენგეგმის პროექტში. მაგალითად „მსხვილი არაბული ინვესტიცია“ გონის ყოფილი სამხედრო პოლიგონის ადგილზე. საუბარია 258,8 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც …
Continue reading “რა [არ] წერია „არაბულ ინვესტიციაზე“ ბათუმის გენგეგმის პროექტში”
ეკლესიას გარდაბანში 2,5 ჰექტარ მიწა 99 წლით გადასცეს – კობახიძის განკარგულება
„ოცნების“ მთავრობა გარდაბანში მდებარე 2,5 ჰექტარ სახელმწიფო მიწას, 99 წლით უსასყიდლოდ, მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცემს. „მიეცეს თანხმობა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადასცეს ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება“, – წერია 2026 წლის 11 აგვისტოს განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. ეკლესიისთვის გადასაცემი …
Continue reading “ეკლესიას გარდაბანში 2,5 ჰექტარ მიწა 99 წლით გადასცეს – კობახიძის განკარგულება”
ვის ამღერებენ ხულოში, ზორტიყელის მთაზე – 46 ათასი ლარი ჰონორარებში
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აცხადებს, რომ „შუამთობის სახალხო დღესასწაულის ფარგლებში“ ხულოს მუნიციპალიტეტში, ზორტიყელის მთაში დაგეგმილია ღონისძიება, რისთვისაც მუსიკალური პროგრამა უნდა შეისყიდოს. მუსიკოსებს კი ჰონორარებში [ყველა ხარჯის გათვალისწინებით] ჯამში 46 ათას ლარს გადაუხდის. ღონისძიება ზორტიყელში 2026 წლის 18 აგვისტოს არის დაგეგმილი. „თარიღის ცვლილება ეცნობება შემსრულებლებს“ – წერს დეპარტამენტი. ხელშეკრულებები გამარტივებული წესით შემდეგ მუსიკოს-შემსრულებლებთან გაფორმდება: ჯგუფი …
Continue reading “ვის ამღერებენ ხულოში, ზორტიყელის მთაზე – 46 ათასი ლარი ჰონორარებში”
ქობულეთის სოფელ ქვედა სამებაში ეკლესიას ბიუჯეტის ფულით ააშენებენ – დაიხარჯება 1,9 მილიონი ლარი
„ქობულეთის სოფელ ქვედა სამებაში მდებარე შუა საუკუნეების ნაეკლესიარის აღდგენა/რეაბილიტაციის სამუშაოებზე“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] ტენდერი 1,9 მილიონი ლარით გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით კი ჩანს, რომ ნაეკლესიარზე [სადაც ძველი ტაძრის ნაშთებია] ახალი ეკლესიის აშენებაა დაგეგმილი. ტენდერს თან ახლავს პროექტი და სხვადასხვა დოკუმენტაცია. ერთ-ერთ განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ დაგეგმილია „ქობულეთის სოფელ ქვედა სამებაში შუა საუკუნეების …
როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 აგვისტოს 21 საათიდან 17 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ზოგან ელჭექის ხასიათის წვიმა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 16 – 21 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 18 …
ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს – შსს
ბათუმში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით „სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი, მათ შორის 50 შეკვრა სარეალიზაციოდ დაფასოებული „მეთადონი“. პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.“ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე …
კობა ფარტენაძეს თავს ისევ დაესხნენ – დაწყებულია გამოძიება
კობა ფარტენაძე ამბობს, რომ მას ბათუმში, ევროპის მოედანზე 16 აგვისტოს ისევ დაესხნენ თავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. კობა ფარტენაძე მეტეოროლოგი და ტელეწამყვანია. მას თავს რამდენიმე დღის წინაც დაესხნენ. 2026 წლის 10 აგვისტოს მის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას ქუჩაში კაცი დაჭრით ემუქრება. იგივე პირი ახსენებს კობა ფარტენაძის „შეღებილ …
Continue reading “კობა ფარტენაძეს თავს ისევ დაესხნენ – დაწყებულია გამოძიება”
რა ქონებას გადასცემს ბათუმის მერია საპატრიარქოს უსასყიდლოდ
ბათუმის საკრებულო 21 აგვისტოს სხდომაზე განიხილავს განკარგულებების პროექტს, რომლითაც ქალაქის მერიას საქართველოს საპატრიარქოსთვის მუნიციპალური ქონების გადაცემაზე თანხმობა უნდა მისცეს. საპატრიარქოს ქალაქის კუთვნილი გარკვეული ქონება მუდმივ სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაეცემა. ეს ქონება კი, განმარტებითი ბარათის მიხედვით სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებს მოხმარდება. კერძოდ: 1000 კვადრატული მეტრი მეორადი ქვაფენილი – ყოველთა ქართველთა წმინდათა სახელობის დედათა მონასტრისათვის; 2000 კვადრატული მეტრი მეორადი ქვაფენილი …
Continue reading “რა ქონებას გადასცემს ბათუმის მერია საპატრიარქოს უსასყიდლოდ”
200 ათასი ლარი გამოყო აჭარის სამინისტრომ ქედაში ღვინის ფესტივალის ორგანიზებისთვის
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ 200 ათასი ლარით გამოაცხადა ტენდერი ქედის ღვინის ფესტივალის ორგანიზების შესყიდვაზე. ღვინის ფესტივალი 2026 წლის ოქტომბრის თვეში უნდა ჩატარდეს. კონკრეტულ თარიღს ტენდერში გამარჯვებულს სამინისტრო წერილობით არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე აცნობებს. ფესტივალი დაბა ქედაში, ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში ჩატარდება. სამინისტრო აცხადებს, რომ ქედის ღვინის ფესტივალის მიზანი ადგილობრივი, უნიკალური …
Continue reading “200 ათასი ლარი გამოყო აჭარის სამინისტრომ ქედაში ღვინის ფესტივალის ორგანიზებისთვის”
რკინიგზის სახიფათო გადასასვლელები ბათუმში – რა გამოსავალს გვთავაზობს ქალაქის გენგეგმის პროექტი
ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, ბონი-გოროდოკის, ბარცხანისა და თამარის დასახლებებში, მახინჯაურში და მწვანე კონცხზე – ქვეითებისთვის სარკინიგზო გადასასვლელები მოუწესრიგებელი და საფრთხის შემცველია. ამ პრობლემის მოგვარებაზე არავინ ფიქრობს, რასაც ტრაგიკულ შედეგებამდე მივყავართ. 13 აგვისტოს, ბათუმში, მწვანე კონცხზე, თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი 16 წლის გოგოს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა. ამ თემაზე: რა ხდება ადგილზე, სადაც მატარებელი მოზარდ გოგოს დაეჯახა რკინიგზის, …
ბათუმის მერია „საჭადრაკო კლუბ ნონას“ და „საცხენოსნო კლუბს“ აუქმებს
ბათუმის მერიამ საკრებულოში შეიტანა განკარგულების პროექტი, რომლითაც ქალაქის მერს უნდა მიეცეს თანხმობა მოახდინოს ორი არასამეწარმეო [არაკომერციული] იურიდიული პირის: „საჭადრაკო კლუბი ნონა“-ს და „ბათუმის საცხენოსნო კლუბი“-ს ლიკვიდაცია. „მართვის ოპტიმიზაციის მიზნით, მიზანშეწონილია აღნიშნული კერძო სამართლის იურიდიული პირების უფლება-მოვალეობანი გადაეცეს ა[ა]იპ „ბათუმის სპორტულ ცენტრს“. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ ლიკვიდაციის პროცესის დაწყება, დაკავშირებულია ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელებასთან, კერძოდ, მიმდინარე სახელმწიფო …
Continue reading “ბათუმის მერია „საჭადრაკო კლუბ ნონას“ და „საცხენოსნო კლუბს“ აუქმებს”
სამთავრობო უწყება ოფისს „ოცნების“ დეპუტატის კომპანიისგან ქირაობს
ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომლის მთავარი მოვალეობა საჯარო უწყებებისთვის კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადება-ჩატარებაა, თავისთვის 483 ათასი ლარის საოფისე ავეჯს უტენდეროდ ყიდულობს. სახელმწიფო ორგანო, რომელიც „ოცნების“ მთავრობამ 2026 წლის მაისში შექმნა, ახალი ავეჯით იმ საოფისე ფართობის მოწყობას გეგმავს, რომელიც „ოცნების“ პარლამენტარ ანტონ ობოლაშვილის კომპანიისგან იჯარით აიღო. შემსყიდველი ორგანო ადასტურებს, რომ ინვენტარის შესყიდვა „ექვემდებარება ელექტრონული ტენდერის პროცედურების განხორციელებას, რაც …
Continue reading “სამთავრობო უწყება ოფისს „ოცნების“ დეპუტატის კომპანიისგან ქირაობს”
ჩაქვის რაგბის მოედანზე, სადაც მშენებარე ობიექტი ჩაინგრა, სამუშაო განახლდა – მშენებელი არ შეცვლილა
ქობულეთის დაბა ჩაქვში, რაგბის მოედნის მშენებლობა, რომელიც 2024 წლამდე უნდა დასრულებულიყო, 2026 წლის ივლისიდან გაგრძელდა და 2027 წლის იანვარში უნდა დასრულდეს. მშენებლობას „გლობალ სტანდარტმშენი“ აგრძელებს, რომელმაც თავის დროზე ტენდერი მოიგო, სამუშაოებიც დაიწყო, მაგრამ მის მიერ აშენებული ნაგებობის ნაწილი გასულ წელს მოსული თოვლის დროს ჩაინგრა. დაიბზარა კედლებიც. თუმცა, როგორც „ბათუმელების“ მიერ შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების გადამოწმებით …
სად გაივლის საზღვარი ბათუმსა და ხელვაჩაურს შორის? – გენგეგმის პროექტი და საკრებულოების ვერსია
ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის გაფართოების შემდეგ დღის წესრიგში კვლავ დადგა ბათუმსა და ხელვაჩაურს შორის საზღვრების კორექტირების საკითხი. ორი მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპეციალური სამუშაო ჯგუფებიც კი შექმნეს და „საზღვრების დემარკაციაზე“ მუშაობენ. საზღვრების საკითხს გვერდი ვერც ბათუმის გენგეგმაზე მომუშავე კომპანიამ აუარა. როგორ განვითარდეს ბათუმი – არსებულ, თუ შეცვლილ საზღვრებში? – ამ მხრივ გენგეგმის სამუშაო ვარიანტი ბათუმის მერიას რამდენიმე ალტერნატივას …
200 მილიონი ლარი პროექტებისთვის: ტენდერები გამოცხადდა, ობიექტები უცნობია
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჯამში 200 მილიონი ლარით ორი ტენდერი გამოაცხადა პროექტირება-რეაბილიტაცია-მშენებლობებზე, თუმცა, კონკრეტულად სად და რომელ ობიექტებზეა საუბარი, დაკონკრეტებული არ აქვს. ტენდერები პრეისკურანტითაა გამოცხადებული და გამარჯვებულს „ერთი ხელშეკრულების ფარგლებში [Design-Build მეთოდით] დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობების და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის პროექტების მომზადება და შემდეგ სამშენებლო სამუშაოების ჩატარება“ ევალება. მომსახურების ვადა ორივე ტენდერში ხელშეკრულების …
Continue reading “200 მილიონი ლარი პროექტებისთვის: ტენდერები გამოცხადდა, ობიექტები უცნობია”
„ოცნების“ დეპუტატმა თავისი 8 კომპანია შვილებს მიჰყიდა – ფასი საიდუმლოა
ბიზნესმენმა და „ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი ჭყონიამ რვა კომპანიაში საკუთარი წილები შპს „ჯი აი კაპიტალს“ განვადებით მიჰყიდა. „ჯი აი კაპიტალი“ გიორგი ჭყონიას შვილების კომპანიაა. რაც შეეხება ნასყიდობის ფასს – მხარეები არ ასაჯაროებენ, რადგან კომერციულ საიდუმლოებად დატოვეს.თუმცა, დეპუტატს ამ ფასის დაფიქსირება წესით მაინც მოუწევს, როცა 2026 წლის ფინანსურ დეკლარაციას შეავსებს. ლია და თეა ჭყონიებმა 2026 წლის 22 …
Continue reading “„ოცნების“ დეპუტატმა თავისი 8 კომპანია შვილებს მიჰყიდა – ფასი საიდუმლოა”
5 მილიონი ქობულეთში საფეხბურთო ცენტრის ასაშენებლად – ადგილს გორის პროექტი უნდა მოარგონ
ქობულეთში „ოცნების“ მთავრობა საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას გეგმავს, რისთვისაც 5 მილიონი ლარია გამოყოფილი. მშენებლობისთვის ქალაქ გორის ანალოგიური ცენტრის პროექტის კორექტირება იქნება საჭირო. „მიმწოდებელი ვალდებულია გაეცნოს შემსყიდველის მირ მიწოდებულ ტიპიურ პროექტს და მის მიერ შესრულებული დამატებითი კვლევების საფუძველზე მოამზადოს კორექტირებული, კონკრეტულ სამშენებლო ტერიტორიაზე მორგებული პროექტი“ – წერია ტენდერის საპროექტო დავალებაში. ცენტრის მშენებლობაზე ტენდერი …
ანაკლიის პორტის პროექტი კიდევ ერთხელ შეცვალეს
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტში მორიგი ცვლილება შეიტანეს. გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაწყებულია სკრინინგის პროცედურა – საჭიროებს თუ არა პროექტში ცვლილება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას [გზშ-ს]. ამ პროექტში [ანაკლიაში საზღვაო ნავსადგურის I ფაზის მშენებლობა და ექსპლუატაცია] ცვლილება ადრე ორჯერ შეიტანეს, თუმცა სააგენტომ გზშ-ს მომზადება არცერთხელ ჩათვალა საჭიროდ. სახელმწიფო შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“ სკრინინგის განცხადებით სააგენტოს 2026 წლის …
Continue reading “ანაკლიის პორტის პროექტი კიდევ ერთხელ შეცვალეს”
128,7 მილიონი სახელწიფო ელექტროსისტემის ხელფასებში – 2 წელის დანახარჯი
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, რომელიც ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ერთადერთი ოპერატორია, თანამშრომლების ხელფასებში ბოლო ორ წელში 128,7 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქედან მხოლოდ უმაღლესი რანგის ხელმძღვანელობის ხელფასებში – ჯამში 4,7 მილიონი ლარი. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ვანო ზარდიაშვილმა [რომელიც დირექტორობიდან მოხსნეს, თუმცა ამ ეტაპზე ოფიციალურად შვებულებაშია] 2024 წელს ხელზე 154 182 ლარი აიღო, ხოლო 2025 წელს, ასევე ხელზე აიღო …
Continue reading “128,7 მილიონი სახელწიფო ელექტროსისტემის ხელფასებში – 2 წელის დანახარჯი”
ავტობანისა და წრიულების ნაწილის გასანათებლად ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარი დაიხარჯება
ავტობანის, მცხეთიდან იგოეთამდე მონაკვეთში და ასევე სატრანსპორტო კვანძების წრიულებზე გარეგანათების მოსაწყობად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ელექტრონული ტენდერი 7 მილიონი ლარით გამოაცხადა. გარე განათების ქსელის დემონტაჟი-მონტაჟის სამუშაოები უნდა ჩატარდეს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის კმ24+00-კმ53+00 მონაკვეთზე და ასევე თბილისი-გორი-ზესტაფონი-სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთი-ბათუმის და ვაზიანი-საგარეჯო-თოხლიაური-ბაკურციხე-წნორის მიმართულებებზე არსებული სატრანსპორტო კვანძების წრიულებზე. ტენდერის ფარგლებში, ჯამში, 63 წრიული უნდა გაანათონ, მათ შორის ბათუმში, ჩაქვში, ქობულეთში, შეკვეთილში, …
Continue reading “ავტობანისა და წრიულების ნაწილის გასანათებლად ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარი დაიხარჯება”
ერგეში სოციალურ სახლს ხელვაჩაურის მერია ცეცხლსასროლი იარაღით დაიცავს
ხელვაჩაურის მერია სოფელ ერგეში აშენებულ სოციალურ სახლს ცეცხლსასროლი იარაღით დაიცავს. ამისთვის მერია 2 თვით „დაცვას“ დაიქირავებს და შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს 39 600 ლარს გადაუხდის უტენდეროდ. სოფელ ერგეში 11-სართულიანი სახლის მშენებლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14,5 მილიონი ლარი დაიხარჯა. „დაცვა“-მ ცეცხლსასროლი იარაღით უნდა დაიცვას სოფელ ერგეში მდებარე სოციალური სახლის ქონება ქურდობის, ყაჩაღობის, განზრახ განადგურებისაგან ან სხვა კანონსაწინააღმდეგო …
Continue reading “ერგეში სოციალურ სახლს ხელვაჩაურის მერია ცეცხლსასროლი იარაღით დაიცავს”
ქედაში ნაპირდამცავი კედლის აღსადგენად დამატებით 950 ათასი ლარი დაიხარჯება
დაბა ქედაში, რკინა-ბეტონის დამცავი ჯებირი, რომელსაც „პარკი და მოსახლეობა წყალმოვარდნისგან უნდა დაეცვა“, 2025 წლის სექტემბერში მდინარე აკავრეთამ დაანგრია. ადიდებულმა მდინარემ გარკვეულ მონაკვეთში დამცავ ჯებირთან ერთად მოშალა ლითონის მოაჯირი, გარეგანათება, ველო და სასეირნო ბილიკები, რომლებიც ცენტრალურ პარკს ახალმოწყობილ სკვერთან აკავშირებდა. მას შემდეგ ეს ადგილი დაუცველი და მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველია. ქედის მერიიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ არსებული …
Continue reading “ქედაში ნაპირდამცავი კედლის აღსადგენად დამატებით 950 ათასი ლარი დაიხარჯება”
ხელვაჩაური ბათუმს 145 ჰექტარს სთხოვს – საკრებულოები „საზღვრების დემარკაციაზე“ მუშაობენ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ბათუმისგან 145,4 ჰექტარი [1,45 მილიონი კვადრატული მეტრი] ტერიტორიის უკან დაბრუნებას ითხოვს. ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილებას ხელვაჩაურისა და ბათუმის საკრებულოებში განიხილავენ. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის მომზადების ორგანიზებისთვის“ ბათუმის საკრებულოში, დაახლოებით ერთი თვის წინ, დროებითი სამუშაო ჯგუფი შექმნეს. შუამდგომლობით კი შემდეგ პარლამენტს უნდა მიმართონ. საუბარია თავის დროზე ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული [ქალაქს …
ცურვისთვის აკრძალული ადგილები აჭარაში – ვინ ადგენს, სად შეიძლება ზღვაში ბანაობა და სად არა?
ბათუმისა და მთლიანად აჭარის სანაპირო ზოლში იყო და არის ადგილები, სადაც ზღვაში ბანაობა აკრძალულია ან არ არის რეკომენდებული. „ბათუმელებმა“ ასეთი ადგილების ჩამონათვალის განახლება სცადა, თუმცა კომპეტენტურ უწყებას ვერ მივაგენით. შესაბამისად, ვერც ის დავადგინეთ, ვინ არის პასუხისმგებელი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე – ვინ უნდა განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები და ვინ უნდა მიაწოდოს მათ ინფორმაცია, თუ რატომ არის აკრძალული …
ბათუმის ნაწილს 1 ღამით წყლის მიწოდება შეუწყდება
ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყლის“ განცხადებით: „31 ივლისის ღამის 12 საათიდან 1 აგვისტოს 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდებათ რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეულის ნაწილს, ბაგრატიონის, აღმაშენებლის, ჯავახიშვილის, ხიმშიაშვილის, აეროპორტისა და სამრეწველოს ადმინისტრაციული ერთეულების, ასევე ადლიის მიმართულებით მცხოვრებ აბონენტებს“. კომპანიის ინფორმაციით „მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეხუთე ფაზის ფარგლებში, წყალმომარაგების მიმართულებით, ინჯალოს რეზერვუარზე ცენტრალური მილსადენის დაერთების სამუშაოები იგეგმება“. „სამუშაოების სპეციფიკიდან …
Continue reading “ბათუმის ნაწილს 1 ღამით წყლის მიწოდება შეუწყდება”
ბათუმში ხელოვნური კუნძულისთვის ბალასტის საწარმო გზშ-ს გარეშე იმუშავებს
სასარგებლო წიაღისეულის [ბალასტის] გადამამუშავებელი საწარმოს, რომელიც ბათუმში ხელოვნური კუნძულის სამშენებლო სამუშაოებს მოემსახურება, ექსპლუატაცია გარემოზე ზემოქმედების შეფასებას [გზშ] არ დაექვემდებარა. გადაწყვეტილება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2026 წლის 29 ივლისს მიიღო. კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ კუთვნილი ბალასტის საწარმო ბათუმში, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზეა განთავსებული. მის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე კი ამავე კომპანიის კუთვნილი ბეტონის საწარმოც ფუნქციონირებს. სასარგებლო წიაღისეულის …
Continue reading “ბათუმში ხელოვნური კუნძულისთვის ბალასტის საწარმო გზშ-ს გარეშე იმუშავებს”
სარფში 1,2 კგ ოქროს ნაკეთობების მალულად შემოტანის ფაქტზე 1 პირი დააკავეს – საგამოძიებო
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონო გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა „ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, თავისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით, სხვადასხვა ნივთში მალულად განთავსებული 1 215.52 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანა, რომლის საბაჟო ღირებულება 246 857 ლარს შეადგენს.“ – …
აჭარის უმაღლესი საბჭო კიდევ 4 ახალ ჯიპს ყიდულობს
2026 წლის იანვარში შეძენილი Chery Tiggo 7-ების შემდეგ, აჭარის უმაღლესმა საბჭომ ამჯერად ტენდერი 4 ერთეული მაღალი გამავლობის მსუბუქ ავტომანქანაზე გამოაცხადა, სადაც ტექნიკური მოთხოვნები უფრო მკაცრი, ღირებულება კი – მეტია. შესყიდვის სატენდერო ფასი ჯამში 366 ათას 788 ლარია, ანუ 1 ავტომანქანის შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 91 ათას 697 ლარი. ამ ტექნიკური მახასიათებლების გარდა, უმაღლესი საბჭოს დოკუმენტებში აღნიშნულია, …
Continue reading “აჭარის უმაღლესი საბჭო კიდევ 4 ახალ ჯიპს ყიდულობს”
აჭარაში ყალბი დოლარების გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს – საგამოძიებო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჯგუფურად დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აჭარის რეგიონში გაასაღეს 20 500 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100- და 50-დოლარიანი კუპიურები.“ – წერს საგამოძიებო სამსახური. ამავე სამსახურის ინფორმაციით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, …
Continue reading “აჭარაში ყალბი დოლარების გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს – საგამოძიებო”
აჭარის მთავრობის შენობას, რომელშიც 3 სამინისტროა, დროებით გაამაგრებენ – „ცალკეული ზონები ავარიულია“
ბათუმში, მამია კომახიძის ქუჩა N119-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობა, რომელშიც აჭარის სამი სამინისტროა განთავსებული, ავარიულია. ამის შესახებ წერია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განაცხადში, რომლითაც სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოს მიმართა. სამშენებლო დგარებით შენობის დროებით გამაგრებაში კი სამინისტრო 17 874 ლარს გადაიხდის უტენდეროდ – გადაუდებელი აუცილებლობით. „შენობის ცალკეული ზონები ავარიულია და საფრთხის შემცველ მდგომარეობაში იმყოფება. შენობის მდგომარეობის სრულყოფილად …
რომელ მუსიკოსს რამდენს გადაუხდიან შუამთობაზე – ბიუჯეტიდან დაიხარჯება 107 800 ლარი
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ბიუჯეტიდან 107 ათას 800 ლარის გადახდას გეგმავს მუსიკოს-შემსრულებლებისთვის, რომლებიც შუამთობის ღონისძიებებზე მიიწვიეს. შემსრულებლებისთვის ჰონორარების და სხვა ხარჯებისთვის საჭირო თანხას, როგორც წესი დეპარტამენტი ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძვლით, ტენდერის გარეშე გადაიხდის. შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, „შუამთობა“ 2 დღეს გაიმართება: 2 აგვისტოს ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ბეშუმში და 4 აგვისტოს – შუახევის მუნიციპალიტეტის მთა …
Continue reading “რომელ მუსიკოსს რამდენს გადაუხდიან შუამთობაზე – ბიუჯეტიდან დაიხარჯება 107 800 ლარი”
ბათუმში „მაგნოლიას“ რეაბილიტაციის პროექტზე კონკურსი ხელახლა გამოაცხადეს
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუს „მაგნოლიას“ რეაბილიტაციისთვის დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი ხელახლა გამოაცხადა. წინა კონკურსი, სადაც წინადადებების მიღება 2026 წლის 16 ივლისს დასრულდა, არ შედგა. შესყიდვების პორტალის მიხედვით კონკურსში მონაწილეობა არავინ მიიღო. ხელახალი კონკურსიც 2,5 მილიონი ლარითაა გამოცხადებული [დღგ-ს გარეშე]. წინადადებების მიღება კი, ამჯერად 2026 წლის 19 აგვისტოს დაიწყება და 24 …
Continue reading “ბათუმში „მაგნოლიას“ რეაბილიტაციის პროექტზე კონკურსი ხელახლა გამოაცხადეს”
10 000 ლარი და სამკერდე ნიშანი – სუს-ში „სამსახურის ეროვნული ჯილდო“ დააწესეს
„ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში [სუს] „მოსამსახურის დღე“ და „სამსახურის ეროვნული ჯილდო“ დააწესეს. ჯილდო სამკერდე ნიშანს და ფულად გასაცემელს მოიცავს 10 ათასი ლარის ოდენობით. ირაკლი კობახიძემ 2026 წლის 24 ივლისს მოაწერა ხელი შესაბამის დადგენილებებს, რომლებიც 21 ივლისიდან ამოქმედდა. სუს-ში „ხელფასისა [თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების] და ხელფასზე [ფულად სარგოზე] დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ …
Continue reading “10 000 ლარი და სამკერდე ნიშანი – სუს-ში „სამსახურის ეროვნული ჯილდო“ დააწესეს”