ბათუმი-სარფის ავტობანის გამო „ორბი ბეტონს“ საკუთრებას ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის პროექტის გამო, ბათუმში შპს „ორბი ბეტონს“ მიწის ნაკვეთი შესაძლოა ექსპროპრიაციის წესით ჩამოართვან. საუბარია პროექტის არეალში მოქცეულ 78 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე ღობესა და ჭიშკარზე. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებაზე „ოცნების“ მთავრობის ეკონომიკისა  და  მდგრადი განვითარების  მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბრძანება 2026 წლის 7 აპრილს გამოსცა. „დეპარტამენტის მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 აპრილის 21 საათიდან 25 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით ზოგან წვიმა. მაღალ მთაში – თოვა. დღისით უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი …

რატომ ვერ ააშენა შსს-მ ბათუმში ახალი ოფისი, სადაც ქალაქის პოლიციის I განყოფილება გადადის

ბათუმში, გუდიაშვილის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის ახალ ადმინისტრაციულ შენობას აშენებს. მშენებლობა 2026 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ვერ დასრულდა. ორსართულიანი შენობის მშენებლობაზე სამინისტროს ხელშეკრულება 3,2 მილიონ ლარზე ჰქონდა გაფორმებული. აქედან 1,1 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა სამინისტრომ ეს ხელშეკრულება შეწყვიტა და მშენებლობის დასრულებაზე ამჯერად ახალი ტენდერი 1,6 მილიონი ლარით გამოაცხადა. სამინისტრომ ტენდერში გამარჯვებულ შპს „გეგუსთან“ …

აჭარის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ბათუმში ცხოვრობს – სტატისტიკა

საყოველთაო აღწერის დაზუსტებული მონაცემებით აჭარაში 402 929 ადამიანი ცხოვრობს, აქედან ნახევარზე მეტი – 235 668 ადამიანი ცხოვრობს ბათუმში. ანუ აჭარის მთლიანი მოსახლეობის 58,4 პროცენტი. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, საქსტატის მიერ დაზუსტებული მონაცემები ასეთია: ქედის მუნიციპალიტეტი – 14 697 ადამიანი ქობულეთის მუნიციპალიტეტი – 74 027 შუახევის მუნიციპალიტეტი  – 11 104 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი – 51 091 ხულოს …

ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 21 აპრილს ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო და სასწრაფოს ეკიპაჟები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ბათუმის მერია საპატრიარქოს მეორად ქვაფენილს უსასყიდლოდ გადასცემს

ბათუმის მერია საქართველოს საპატრიარქოს უსასყიდლოდ 3 300 კვადრატულ მეტრ ქვაფენილს გადასცემს მუდმივ სარგებლობაში. ქონების გადაცემის საკითხს ქალაქის საკრებულო 2026 წლის 22 აპრილს სხდომაზე განიხილავს. საკრებულოს განკარგულების პროექტი და განმარტებითი ბარათი მერიამ მოამზადა. პროექტის მიხედვით საპატრიარქოს „მეორადი ქვაფენილი“ მუდმივ სარგებლობაში გადაეცემა აჭარაში მდებარე ეკლესია-მონასტრების ეზოების კეთილმოსაწყობად. კონკრეტულად: 800 კვ.მ. – სოფელ ზემო აგარის (მტირალას მთის) ჯვართამაღლების …

რუსეთიდან საქართველოში 592 მილიონი დოლარის პროდუქცია შემოვიდა – სამი თვის მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2026 წლის პირველ კვარტალში [იანვარ-მარტში] საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე] 5,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1,7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი – 4,1 მილიარდ აშშ დოლარს. 2026 წლის იანვარ-მარტში ყველაზე მეტი პროდუქცია საქართველოდან გატანილია: ჩინეთში …

297 ათასი ლარი ბათუმის გაფორმების კონცეფციისთვის – მერია ახალი წლისთვის ემზადება

ბათუმის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის თადარიგს უკვე იჭერს და ქალაქის გაფორმების ახალი კონცეფციის შემუშავებას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 297 ათას ლარს დახარჯავს. ჯამში, საშობაო-საახალწლო ღონისძიებებისთვის კი, ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტში 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ახალი კონცეფცია ქალაქის გაფორმებისთვის უნდა ითვალისწინებდეს როგორც არსებული საახალწლო აქსესუარების გამოყენებას, ასევე ახლის შეძენას. ახალი კონცეფციის საფუძველზე უნდა მომზადდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც. მომსახურებას მერია …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 აპრილის 21 საათიდან 20 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში თოვლ-ჭყაპი. შესაძლებელია ელვა-ჭექა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით ზოგან 17-22 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 5 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 19 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 318 220 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 070. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 882 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 24 420 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 40 324 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 18 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 317 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 080. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 876 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 24 410 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 40 242 …

ბახმაროში მდინარე ბახვისწყალზე სამანქანე ხიდს ააშენებენ – შესაძლოა პროექტი კერძო საკუთრებას შეეხოს

კურორტ ბახმაროში, მდინარე ბახვისწყალზე საავტომობილო ხიდის აშენებაა დაგეგმილი. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამ ეტაპზე პროექტს და სხვა დოკუმენტებს შეისყიდის, რისთვისაც ბიუჯეტიდან 340 ათას 500 ლარია გამოყოფილი. რა თანხა და ვადა იქნება საჭირო ხიდის ასაშენებლად, ეს პროექტის შედგენისა და შემდეგ სამუშაოების შესასყიდად გამოსაცხადებელი ტენდერის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ვინაიდან ხიდის დეტალური პროექტი ახლა მზადდება და ვინაიდან უნდა …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 17 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 316 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 870 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 24 400 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 40 160 …

ყავაში სოიას ფარულად დამატება იკრძალება – საქართველოში ყავის რეგლამენტი ამოქმედდება

საქართველოში ყავის, ყავის პროდუქტებისა და ყავის სუროგატების შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა. ბაზარზე განთავსებული პროდუქციისთვის ამ მოთხოვნების დაცვა სავალდებულო ხდება, პროცესს კი სურსათის ეროვნული სააგენტო გააკონტროლებს. ბოლო 5 წელში საქართველოში შემოტანილია ჯამში 360 მილიონი აშშ დოლარის ყავა, ყავის ექსტრაქტები და ესენციები. ტერმინების სიზუსტე და ხარისხი: ახალი რეგლამენტი მკაცრად განსაზღვრავს ყავასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას, რათა მომხმარებელი შეცდომაში …

ხელოვნური კუნძულისთვის ბეტონის ქარხნის საკითხის განხილვა შეწყდა – რას სთხოვენ „ამბასადორს“

ხელოვნური კუნძულის პროექტის ფარგლებში, კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბათუმში, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე, ბეტონის საწარმოს აშენებს. თავდაპირველი გეგმით, ქარხანა უშუალოდ ხელოვნურ ნახევარკუნძულზე უნდა განთავსებულიყო, თუმცა კომპანიამ გადაწყვეტილება შეცვალა. „საპროექტო ტერიტორიაზე საწარმოო დანიშნულების ინფრასტრუქტურა და ყველა შესაბამისი ტექნიკა-დანადგარი უკვე განთავსებულია“, – აღნიშნავდა კომპანია სკრინინგის განცხადებაში, რომლითაც გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2026 წლის 25 თებერვალს მიმართა. 2026 წლის …

ბათუმის აეროპორტთან კორპუსების ზეგავლენა ფრენის უსაფრთხოებაზე 2026 წლის ბოლომდე უნდა შეფასდეს

ბათუმის აეროპორტის დაცვის არეში არსებული შენობა-ნაგებობების ფრენის უსაფრთხოებაზე ზეგავლენა „საქაერონავიგაციამ“ 2026 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეაფასოს. ეს შეფასება 2026 წლის 31 მაისამდე უნდა გაკეთებულიყო, თუმცა „ოცნების“ მთავრობამ 8 აპრილის დადგენილებით ეს ვადა გადაწია. ახალი დადგენილებით: „ბათუმის აეროდრომზე, სააერნაოსნო მომსახურების გამწევმა საწარმომ [„საქაერონავიგაციამ“], ბათუმის აეროდრომის დაცვის არეში, 2026 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს არსებული შენობა-ნაგებობების ფრენის უსაფრთხოებაზე …

აჭარის ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარი დაიხარჯება ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის გახსნაში

19-26 აპრილს ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაა დაგეგმილი. ღონისძიების გახსნის ოფიციალური ცერემონიისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარი დაიხარჯება. შესაბამის მომსახურებას აჭარის კულტურის სამინისტრო ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით შეისყიდის „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით. სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობის მისაღებად უკვე მიმართა. „აჭარის კულტურის სამინისტროში 2026 წლის 25 და 31 მარტს შემოვიდა საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის …

სურსათის სააგენტო ვეტერინარიის დღეს „პარაგრაფში“ აღნიშნავს, რისთვისაც საპროტოკოლო მანქანებს ყიდულობს

სურსათის ეროვნული სააგენტო მსოფლიო ვეტერინარიის დღის აღნიშვნას გეგმავს, რისთვისაც ორ საპროტოკოლო/სასტუმრო ავტომობილს შეისყიდის. ღონისძიების ჩასატარებლად კი სასტუმრო „პარაგრაფი“ აქვს დაჯავშნილი თბილისში. ავტომობილების შეძენას სააგენტო 275 ათას 300 ლარად გეგმავს, „პარაგრაფთან“ კი ხელშეკრულება 116 ათას ლარზე აქვს გაფორმებული. ფულს სურსათის სააგენტო გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე დახარჯავს. სურსათის სააგენტო გამარტივებული წესით ავტომობილების შესყიდვას გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის. „2026 …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 აპრილის 21 საათიდან 13 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: …

ბათუმი-სარფის გზის პროექტისთვის ხალხთან საკომუნიკაციოდ კონსულტანტს დაიქირავებენ

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის პროცესში იმ მოქალაქეებისა თუ კერძო კომპანიების უფლებების დასაცავად, რომლებსაც ეს პროექტი შეეხებათ, სპეციალურ კონსულტანტს დაიქირავებენ. ვინაიდან პროექტი აზიის განვითარების ბანკის [ADB] სესხით ფინანსდება, კონსულტანტის შესარჩევად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ვაკანსია ბანკის მხარდაჭერით გამოაცხადა. „შერჩევა განხორციელდება ინდივიდუალური კონსულტანტის  შერჩევის მეთოდის გამოყენებით აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოს თანახმად“, – წერს დეპარტამენტი. სოციალური საკითხების …

გონიოს ხიდიდან ახალი ბულვარის გაგრძელებამდე ახალ გზას გაიყვანენ – 6,3 მილიონი

ბათუმში, გონიოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან ახალი ბულვარის გაგრძელებამდე მონაკვეთში გზის მშენებლობაა დაგეგმილი. ახალი გზა ერთმანეთთან გონიოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიას [ჭოროხის ქუჩას] და ახალი ბულვარის გაგრძელებას [დავით ართმელაძის ქუჩას] დააკავშირებს. ახალი გზა ართმელაძის ქუჩას გამწმენდი ნაგებობის მიმდებარედ შეუერთდება. „ჭოროხის ქუჩის და დავით ართმელაძის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობაზე“ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 აპრილის 21 საათიდან 11 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში წვიმა, ღამით მაღალ მთაში თოვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან …

ბათუმში 12 და 13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი 12 და 13 აპრილს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. აღნიშნულ დღეებში უფასოდ მგზავრობა აღდგომის დღესასსწაულს უკავშირდება. ამასთან, „ფერიის სასაფლაომდე შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, სერგი მესხის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით ცალმხრივი გახდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, №11 სამარშრუტო ხაზი უკუმიმართულებით გადაადგილებისას იმოძრავებს გოგოლისა და სევერიანე აჭარელის [ყოფილი მაიაკოვსკის] ქუჩების გავლით, ხოლო №2 და №2ა …

ბათუმში კიდევ 43 ჰექტარი ზღვა მიწად დაარეგისტრირეს – ვისთვის ამზადებენ სანაპიროს

ზღვაში ტერიტორიების ნაკვეთებად რეგისტრაცია გრძელდება. წყლით დაფარულ ტერიტორიებს არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთებად სახელმწიფო ირეგისტრირებს, შემდეგ კი სარგებლობაში გასცემს, მათ შორის კერძო კომპანიებზე. რისთვის არეგისტრირებს სახელმწიფო ზღვაში ნაკვეთებს ცალკე საკადასტრო ერთეულებად? – თუ წყლით დაფარულ „ნაკვეთებს“ და მათ მიმდებარე ტერიტორიებს დავაკვირდებით, პასუხი მარტივია – ეკონომიკური საქმიანობის, ძირითადად, ამა თუ იმ კერძო ბიზნესის ხელშეწყობისთვის. დაახლოებით ერთი თვის …

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 აპრილის 21 საათიდან 9 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, წვიმა, მაღალ მთაში თოვლჭყაპი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, რომელიც შესაძლებელია გაძლიერდეს 17-22 მ/წმ-მდე. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი …

„ოზთურქის ბინებს“ ბათუმის მერია მოქალაქეებისგან კიდევ 2 თვით დაიცავს – ბიუჯეტიდან 373 ათასი ლარი იხარჯება

ბათუმის მერია ბიზნესმენ გალიფ ოზთურქზე ჩამორთმეული კორპუსების დაცვას კიდევ 2 თვით გააგრძელებს. სახელმწიფო დაცვის პოლიციას კი, დამატებით 186 ათას 930 ლარს გადაუხდიან. მერიის ინფორმაციით, ეს ობიექტის 2 თვის განმავლობაში დაცვისთვის საჭირო ჯამური თანხაა. ბათუმის მერია აღნიშნულ კორპუსებს 2026 წლის თებერვლიდან იცავს, ანუ კიდევ 2 თვით გახანგრძლივებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან დაცვის პოლიციას ჯამში 373 ათას 860 ლარს …

ქორწინების სახლის ადგილზე 181 ათას ლარად მოაწყობენ შადრევანს – გენგეგმაში კი სულ სხვა რამ წერია

ბათუმის ბულვარის შესასვლელში, სადაც ქორწინების სახლი დაანგრიეს, შადრევანს და აუზს მოაწყობენ. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 181 ათას 575 ლარია გამოყოფილი. სახელმწიფო შესყიდვაზე ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, თუმცა გენგეგმა აქ არც აუზს ითვალისწინებს და არც შადრევანს. ბულვარის გენგეგმით, ქორწინების სახლის და აუზის დანგრევასთან ერთად, ამ ადგილზე ქვედა დონეზე გახსნილი სივრცის მოწყობაცაა რეკომენდებული, თუმცა აღნიშნულ რეკომენდაციას ბულვარის ადმინისტრაცია …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 აპრილის 21 საათიდან 6 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 10 – …

რატომ შემოღობეს ბათუმში 4,6 ჰექტარი ლერმონტოვის ქუჩაზე

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის ბოლოში 46 631 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას კერძო კომპანია „ისთ თაუნ რეზიდენშელი“ ღობავს. კომპანიის ინფორმაციით, აქ სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება. „ჩვენ დეველოპერები ვართ, სპეციალიზებულები სავაჭრო ცენტრზე… Domino ჩვენია, ჩვენს პორტფელშია სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“. მე მგონი ცუდს არაფერს არ გავაკეთებთ, პირიქით, 500-600 ახალ სამუშაო ადგილს შევქმნით. გვინდა, რომ ერთი ლამაზი ობიექტი ვაჩუქოთ კიდევ …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 აპრილის 21 საათიდან 4 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 14 – 19 გრადუსი სითბო ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 13 – 18 გრადუსი …

რატომ ვერ ხსნიან ბათუმში კინოს მუზეუმს? – აბანოს ყოფილ შენობაზე 2 მილიონი უკვე დაიხარჯა

ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობაში კინოს მუზეუმის გახსნაზე წლებია საუბრობენ. შენობის რეაბილიტაციაზე 2 მილიონ ლარზე მეტი უკვე დაიხარჯა, თუმცა მუზეუმი ამ დრომდე არ ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ ყოფილი აბანოს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამ შენობაში მუზეუმის გახსნას გარკვეული დრო და ფინანსები კიდევ დასჭირდება. პროცესის შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სსიპ „აჭარის მუზეუმის“ მიერ შენობის …

„ამბასადორი“ ხელოვნური კუნძულისთვის ბეტონის ქარხანას „ბენზეში“ აშენებს

ბათუმში, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბეტონის ქარხანას აწყობს. ეს ქარხანა ხელოვნური კუნძულის ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო, მაგრამ კომპანიამ გეგმები შეცვალა. როგორც „ამბასადორი“ განმარტავს, კომპანიას იჯარით აღებული აქვს დაახლოებით 34 ჰექტარი მიწა, საიდანაც „საწარმოო დანიშნულებით მხოლოდ ნაწილი იქნება გამოყენებული“. ბეტონის ქარხანა კი სწორედ ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის არის საჭირო. „საპროექტო ტერიტორიაზე საწარმოო დანიშნულების ინფრასტრუქტურა …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 2 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 267 730 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 713 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 24 111 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 37 795 ერთეული …

შსს 400 მსუბუქ ავტომობილს იყიდის – კობახიძის განკარგულება

„ქართული ოცნების“ მთავრობის განკარგულებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო კონსოლიდირებული ტენდერის გზით 400 მსუბუქ ავტომობილს შეისყიდის. „2026-2027 წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საჭიროებისთვის ოპერატიული ავტოსატრანსპორტო საშუალებების [400 ერთეული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება] სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ჩატარდეს კონსოლიდირებული ტენდერ[ებ]ი“ – წერია განკარგულებაში, რომელსაც ირაკლი კობახიძემ ხელი 2026 წლის 23 თებერვალს მოაწერა. ამ ეტაპზე …

აჭარის მთავრობა რემონტს საიდუმლოდ ატარებს – სამუშაოებისთვის 109 ათასი ლარია გათვლილი

აჭარის „ოცნების“ მთავრობა 109 ათასი ლარის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს, თუმცა კონკრეტულად რას და რომელ შენობაში, ამას ასაიდუმლოებს. შესაბამისად, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობა მხოლოდ იმ კომპანიებს შეუძლიათ, რომლებსაც სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის სპეციალური ნებართვა აქვთ. შესყიდვების პორტალის მიხედვით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა აჭარის მთავრობის აპარატმა საიდუმლო წესით სახელმწიფო შესყიდვაზე განცხადება გამოაქვეყნა. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს …

შსს 4,5 მილიონი ლარის სატრანსპორტო საშუალებებს ყიდულობს – დეტალები გასაიდუმლოებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრო 4,5 მილიონი ლარის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენას გეგმავს, თუმცა კონკრეტულად რა ტიპის ტრანსპორტს ყიდულობს უწყება ასაიდუმლოებს. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობა კი მხოლოდ იმ კომპანიებს შეუძლიათ, რომლებსაც სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის სპეციალური ნებართვა აქვთ. შესყიდვის ელექტრონული პროცედურით [GEO] ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე განცხადება შსს-მ 2023 წლიდან დღემდე სულ 20-ჯერ გამოაცხადა, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში …

Exit mobile version