რა მუხლით დააკავეს „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური, “სახელმწიფო პოლიტიკური პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე” დააკავეს. ეს ინფორმაცია დღეს, 27 იანვარს, საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. „ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეობის პარალელურად, სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო. გამოძიებით დადგინდა რომ 2022 წლის 27 სექტემბერს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი …

მწვანე კონცხზე და ბოტანიკურ ბაღთან ახალი ბაქნების მოსაწყობად რკინიგზა ტენდერს აცხადებს

საქართველოს რკინიგზა ბათუმში, ორი სამგზავრო ბაქნის რეაბილიტაციაზე, მილიონ ლარამდე თანხის დახარჯვას გეგმავს. სამგზავრო ბაქნის რეაბილიტაცია დაგეგმილია მწვანე კონცხზე და ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან. რკინიგზას მწვანე კონცხის სამგზავრო ბაქნისა და მოსაცდელი პავილიონის რეკონსტრუქცია-მოწყობისათვის ტენდერით 393 410 ლარი აქვს გათვალისწინებული, ხოლო ბოტანიკური ბაღის სამგზავრო ბაქნისა და მოსაცდელი პავილიონის რეკონსტრუქციაში 455 664 ლარის დახარჯვას გეგმავს. პროექტის მიხედვით მწვანე კონცხზე …

სუსთან თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს – პროკურატურა

დღეს, 26 იანვარს, თბილისში, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა ჭრილობა მიყენებული. „ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს დილით საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გარდაცვლილს თან ჰქონდა და წერილი, რომელიც გვერდითა სავარძელზე იქნა ნანახი,“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. ჯერჯერობით უცნობია …

კახა ბექაურმა კომუნიკაციების კომისია დატოვა

კახა ბექაურმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. მას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. ბექაური კომუნიკაციების ხელმძღვანელის პოსტს 9 წლის განმავლობაში, 2 ვადით იკავებდა. ის კომუნიკაციების კომისიის წევრად 2014 წელს აირჩიეს, 2017 წლიდან კი თავმჯდომარე გახდა. კახა ბექაური კომუნიკაციის კომისიის თავმჯდომარეობის პარალელურად ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა. ის ფლობს 33%-იან წილს სუპერმარკეტების ქსელ „ორ ნაბიჯში“. ბოლო დეკლარაცია კახა ბექაურს …

FIFA-მ ბათუმის დინამოს სატრანსფერო შეზღუდვა არ მოუხსნა

FIFA-მ ბათუმის „დინამოს“ მიმართ სატრანსფერო შეზღუდვა კვლავ ძალაში დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის „დინამო“ ავრცელებს. ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ – FIFA-მ ბათუმის „დინამოს“ სატრანსფერო შეზღუდვა გასულ წელს დაუწესა. ეს შეზღუდვა 2025 წლის პირველი ივნისიდან, 2026 წლის ივნისამდეა ძალაში. სატრანსფერო შეზღუდვის დაწესების მიზეზი ბათუმის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელების  მხრიდან FIFA-ში შეტანილი საჩივრებია. საფეხბურთო კლუბს ფეხბურთელების დავალიანება ჰქონდა. …

პოლიციის უფროსი, რომელმაც 3 პირს სხვების დახმარებით სცემა, სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელმაც ბრალდების თანახმად დაცვის პოლიციელებს ჯგუფურად სცემა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 4-ათას ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. გირაოთი გაათავისუფლეს იგივე საქმეზე ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი და ორი სხვა პირიც. ოთხივე პირის მიმართ, რომლებმაც რესტორანში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, დაცვის პოლიციელებს სცემეს, აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო პროკურატურამ მოითხოვა. „ინფო იმერეთის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფურ …

ამერიკული ორგანიზაციიდან გრანტის მიღების გამო რადიო „მარნეული“ კომუნიკაციების კომისიამ გააფრთხილა

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ რადიო „მარნეული“ წერილობით გააფრთხილა ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია NED-იდან მიღებული გრანტის გამო. „32 542 ლარი, რის გამოც გაგვაფრთხილეს, იყო 12 ადამიანის 4 თვის ხელფასი“ – უთხრა რადიო „მარნეულის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა კამილა მამედოვამ „ბათუმელებს“. „აღნიშნული თანხა მიღებული იყო საგრანტო პროექტის ფარგლებში და არ წარმოადგენდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრულ …

სუპერმარკეტებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სუსი შევიდა

სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური სუპერმარკეტებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში შევიდა. 22 იანვრის 16:00 საათის მდგომარეობით, სუსი შევიდა „დეილი ჯგუფსა“ და „აგროჰაბში“. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, სუსი ასევე შევიდა სადისტრიბუციო ქსელ „დაფნაში“. „კი ბატონო, არიან ჩვენთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, თუმცა მუშა პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობს, არანაირი არაფერი ზედმეტი არ არის, ამ ეტაპზე დანარჩენი ზედმეტი კომენტარისგან თავს ვიკავებთ, თუ რამე …

მშენებარე ბინის მესაკუთრეები მერს დახმარებას სთხოვენ – აქცია ბათუმის მერიასთან

დღეს, 22 იანვარს, ბათუმის მერიასთან ბაგრატიონის #113-ში მშენებარე კორპუსის ბინათმესაკუთრეები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. 100-ზე მეტი ოჯახი თავს დეველოპერებისგან დაზარალებულად მიიჩნევს და ბათუმის მერს დეველოპერებთან მოლაპარაკებაში დახმარებას სთხოვს. „2018 წელს შევიძინე ბინა. შემდეგ ორჯერ შეიცვალა ინვესტორი. ახლა სხვა დეველოპერია. 2018 წლიდან დღემდე არის აშენებული მხოლოდ ათი სართული. გაჩერებულია მშენებლობა. მეშვიდე წელია შენდება, წელიწადში ერთი …

რა დაწერა ევროსასამართლოს ექსთავმჯდომარემ მზია ამაღლობელის საქმეზე – კლუნების ფონდის ანგარიში

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სერ ნიკოლა ბრატცამ, რომელიც „კლუნების ფონდმა“ სასამართლო პროცესების მონიტორინგის ექსპერტად მიიწვია, მზია ამაღლობელის საქმე შეისწავლა. ექსპერტის შეფასებები ერთვის კლუნების ფონდის სასამართლო პროცესების მონიტორინგის ვრცელ ანგარიშს, რომლის თანახმადაც, ქართულ სასამართლოში დაირღვა მზია ამაღლობელის დაცვის ძირითადი უფლებები, მათ შორის: ბრალდებულის მიერ საკუთარი არჩევანით შერჩეულ ადვოკატებთან ეფექტიანი ხელმისაწვდომობის უფლება; უფლება, ყოფილიყო ინფორმირებული …

სუპერმარკეტებში არაფერს ამბობენ ფასების კლებაზე – ვის ეკუთვნის ისინი

„ბოლო 5 წლის განმავლობაში ქსელური მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში ორჯერ გაიზარდა. შედეგად, დღეს საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტი მოდის, როდესაც გერმანიაში ეს მაჩვენებელი 45, ხოლო ავსტრიაში 62-ია,“ – ეს სტატისტიკური ინფორმაცია 24 დეკემბრის დილას, სპეციალური ვიდეორგოლით მიაწოდა საქართველოს მოსახლეობას „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ იქვე მსხვილ სუპერმარკეტებს ირიბი ბრალდება წაუყენა და თქვა, რომ აქვს ეჭვი …

ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის წინ, სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

აშშ-ში, ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის წინ, დღეს, 18 იანვარს,  ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. “სახელმწიფო დეპარტამენტის წინ შევიკრიბეთ საქართველოს წარმომადგენლები, ქართველები, ვაპროტესტებთ რეჟიმს და მოვითხოვთ სინდისის ყველა პატიმრის გათავისუფლებას. შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გამოგვეხატა ჩვენი დამოკიდებულება და სოლიდარობა სინდისის ყველა პატიმრის მიმართ”, – თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წინ გამართული აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ნათია სირაბიძემ.

„მაღაროელების საქმეზე“ განაჩენის გამოცხადება გადაიდო

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 16 იანვარს დასრულდა 4 მაღაროელის საქმის განხილვა. 4 მაღაროელი, გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, თენგიზ გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე, რომლებმაც წინასწარ პატიმრობაში 9 თვე გაატარეს, დღეს განაჩენს ელოდა. თუმცა მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა განაჩენის გამოცხადება 20 იანვრამდე გადადო. ქუთაისის სასამართლოში მყოფი მაღაროელების ახლობლების განცხადებით, 16 იანვარს, დღის სამ საათზე ჩანიშნული სასამართლო პროცესი, მოსამართლე …

რა ამბობს გია ვოლსკი მოსალოდნელ შეწყალებაზე

ნათლისღების დღესასწაულისთვის პატიმრების შეწყალება იგეგმება. შეწყალების აქტს ხელს „ქართული ოცნების“ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მოაწერს. შეწყალებულ პირთა სია, სავარაუდოდ, 19 იანვარს გახდება ცნობილი. არალეგიტიმური პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკიმ დღეს, 16 იანვარს, საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ საბოლო გადაწყვეტილებას თუ ვის შეიწყალებს, ყაველაშვილი მიიღებს, თუმცა კონსულტაციებიც იქნება. „მე არ მგონია, რომ ვინმე ადამიანს უნდა ჰქონდეს რაიმე …

„ბოლო ხუთ თვეში ექსპორტზე 10 ათასი ტონა ვაშლი და 11.7 ათასი ტონა თხილი გავიდა” – სამინისტრო

საქართველოდან ბოლო ხუთ თვეში ექსპორტზე 10.0 ათასი ტონა ვაშლი და 11.7 ათასი ტონა თხილი გავიდა. 2025 წლის 1 აგვისტოდან 2026 წლის 13 იანვრის ჩათვლით ექსპორტის მონაცემებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს. სამინისტროს თანახმად, ექსპორტზე გასული 11.7 ათასი ტონა თხილის საერთო ღირებულება 117.4 მილიონი აშშ დოლარია. „წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის რაოდენობა …

TAV Georgia ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებას გეგმავს

„ტავ ჯორჯია“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებას გეგმავს. აეროპორტის გაფართოების შესახებ განცხადება TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ დღეს, 15 იანვარს ჟურნალისტებთან გააკეთა. „ბათუმთან დაკავშირებით ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს საქართველოს მთავრობასთან და ვფიქრობთ, რომ უკვე ორ-სამ თვეში დავასრულებთ ამ მოლაპარაკებას. იგეგმება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება. ბათუმში წელს 1 200 000 მგზავრით დავხურეთ წელი. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა …

ხელვაჩაურის მერია 2 ახალ ჯიპს ყიდულობს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მაღალი გამავლობის 2 ავტომობილს ყიდულობს, რაშიც ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან 114 ათასი ლარი დაიხარჯება. მანქანების შესაძენად ხელვაჩაურის მერიამ ტენდერი გასული წლის 12 დეკემბერს გამოაცხადა 155 890 ლარზე. ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა კომპანიამ – შპს „სენა ავტომ“ მიიღო და ორი ავტომობილის შეძენა მერიას 150 ათას ლარად შესთავაზა. საბოლოოდ ხელშეკრულება 114 ათას ლარზე გაფორმდა. შპს „სენა ავტომ“ ხელვაჩაურის …

რა ხდება ირანში – გარე ჩარევის გარეშე გამარჯვება დემონსტრანტებს არ შეუძლიათ – ინტერვიუ

ორ კვირაზე მეტია ირანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. გასული წლის 28 დეკემბერს დაწყებული საპროტესტო აქციები ფართომასშტაბიან პროტესტში გადაიზარდა და დღემდე გრძელდება. ირანის ხელისუფლება სასტიკი რეპრესიებით ცდილობს სახალხო პროტესტის ჩახშობას. 8 იანვრის მერე ირანში გათიშულია ინტერნეტი, როიტერსის თანახმად, უკვე დაღუპულია 2 500-ზე მეტი ადამიანი და დაკავებულია 18 ათასზე მეტი აქციის მონაწილე. დღეს, 14 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ …

სოფლის მეურნეობის მინისტრის ცოლი ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნეს

ბათუმის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი იწყება. ცვლილებები ადმინისტრაციული სამსახურიდან დაიწყო – ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსად ბათუმის მერმა მარიამ ხაზარაძე დანიშნა. ადმინისტრაციის ახალი უფროსის დანიშვნის შესახებ ბრძანებას ხელი გიორგი ცინცაძემ 2025 წლის 17 დეკემბერს მოაწერა. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე მარიამ ხაზარაძე „ინვეტ ჯგუფში“ იურიდიული დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა ბოლო სამი წლის განმავლობაში. ამ ორგანიზაციის საქმიანობის სფეროა ვეტერინარული მედიკამენტების, ვაქცინების, საკვების, …

ყულევის ქარხანას რუსეთიდან ნედლი ნავთობი მიაწოდეს – რა ვიცით ნავთობტანკერ NOSTOS-ზე

ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავმა ნავთობტანკერმა NOSTOS [IMO: 9258014], ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუსეთიდან ნედლი ნავთობის მორიგი პარტია ჩამოუტანა. 40 143 ტონა ნედლი ნავთობით დატვირთული გემი ყულევის საზღვაო ნავსადგურში 8 იანვარს შევიდა. ოფიციალური ინფორმაციით, ნავთობტანკერმა NOSTOS ყულევის ნავსადგური 12 იანვარს დატოვა და უკან, ნოვოროსიისკის პორტისკენ გაემართა. „[ნავთობტანკერი] დატვირთული იყო რუსული კომპანიიდან, ერთ-ერთი უცხოური შუალედური კომპანიის მიერ, ქართული …

ირაკლი ღარიბაშვილი დააპატიმრეს – მას საპროცესო გაუფორმეს და 5 წელი მიუსაჯეს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია. მას პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაცია ამის შესახებ პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მასვე, დამატებითი სასჯელის …

ევროკავშირის და საელჩოების გამოხმაურება მზია ამაღლობელის პატიმრობაზე

დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური მისიები საქართველოში ეხმიანებიან მზია ამაღლობელის ერთწლიან პატიმრობას. „დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა. 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ,“ – დაწერა ფეისბუქზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ. 2025 წლის 6 აგვისტოს განცხადება გავრცელდა ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, …

„დინამო ბათუმი” ბიზნესმენმა თემურ მიქელაძემ იყიდა

„ბათუმის დინამოს“ გასხვისების პროცესი ოფიციალურად დასრულდა. საფეხბურთო კლუბის 100%-იანი წილი სააქციო საზოგადოება „დ.ბ 1923-მა“ შეიძინა. სააქციო საზოგადოებამ დინამო ბათუმის 100%-იანი წილი 30-მილიონიანი ვალდებულებისა და კლუბის გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების საფუძველზე მიიღო. „დინამო ბათუმის შესყიდვა დამტკიცებულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ. სააქციო საზოგადოება „დ.ბ 1923“, ბიზნესმენ თემურ მიქელაძის ხელმძღვანელობით კლუბზე სრულ კონტროლს 2025 წლის 29 დეკემბრიდან …

„ახალი წლის წინ უსამსახუროდ დამტოვეს“ – მარტოხელა დედის პროტესტი აჭარის მთავრობასთან

დღეს, 26 დეკემბერს, უსახლკარო, მარტოხელა დედამ, მზია მეგრელიშვილმა აჭარის მთავრობის სახლის წინ მორიგი საპროტესტო აქცია გამართა. მზია მეგრელიშვილი აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარესთან, სულხან თამაზაშვილთან შეხვედრას ითხოვდა. მზია ორი კვირის წინ გაათავისუფლეს სამსახურიდან, ხელვაჩაურის მერიის მუნიციპალური ინსპექციიდან. ხელვაჩაურის მერიამ იგი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაასაქმა ინსპექციაში კონტროლიორად. „8 დეკემბერს დამიბარეს და მითხრეს, რომ ვეღარ გააგრძელებდნენ ჩემთან …

სახალხო დამცველი პროტესტის შემზღუდავ რეპრესიულ კანონებს საკონსტიტუციოში გაასაჩივრებს

საქართველოს სახალხო დამცველი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც თავისუფლად შეკრებასა და მანიფესტაციებს შეეხება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ეს განცხადება მან საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა „დღის თემაში“ სტუმრობისას გააკეთა. ჟურნალისტმა სახალხო დამცველს კითხვა დაუსვა 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით და გამკაცრებულ კანონებზე, რომელიც ოცნებამ ბოლო ერთ წელიწადში მიიღო. მათ შორის ერთ-ერთი ბოლო …

მზია ამაღლობელი უზენაესში ასაჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას

მზია ამაღლობელის ადვოკატებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართეს. ადვოკატები ასაჩივრებენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელისათვის გამოტანილი 2-წლიანი სასჯელი ძალაში დატოვეს. მზია ამაღლობელი აცხადებს, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და გათავისუფლებაც უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამიტომ არ აპირებს რაიმე ფორმის, მათ შორის შეწყალების, თხოვნით მიმართოს სადავო ხელისუფების რომელიმე …

ცხმორისში ისტორიული მეჩეთი დაიწვა

22 დეკემბერს, გვიან ღამით, ქედაში, სოფელ ცხმორისში, ისტორიული მეჩეთი დაიწვა. დამწვარი მეჩეთის ფოტოები სამუფთოს ინტერნეტტელევიზიამ გაავრცელა. მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე დღეს, 23 დეკემბერს, სოფელ ცხმორისში იმყოფებოდა და მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მეჩეთს უახლოეს პერიოდში აღადგენენ. ცხმორისის მინარეთიან მეჩეთს აჭარის უძრავი ძეგლის სტატუსი ჰქონდა. მისი პირველი სართული თლილი ქვით იყო ნაშენი, მეორე სართული კი …

ზვიად ცეცხლაძე გამოცდის ჩასაბარებლად ემზადება და რამდენიმე საკითხის გავლაში სპეციალისტი სჭირდება

პოლიტპატიმარი და სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე, რომელიც ციხეში გამოცდების ჩასაბარებლად ემზადება, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონდე ადვოკატებს დახმარებას სთხოვს. „პატარა დახმარება მესაჭიროება, გამოცდებს ვწერ და საგამოცდო საკითხებში ვემზადები. რამდენიმე საკითხის უკეთ გავლა მჭირდება სპეციალისტთან ვალდებულებით სამართალში და სანივთო სამართალში, (მათ შორის, კაზუსები). თუ ვინმე მოახერხებთ ადვოკატის სტატუსით შემოსვლას და 1-2 საათს მაინც დამითმობთ, უაღრესად მადლიერი დაგრჩებით,“ – წერს …

„მთავარმა არხმა“ და „ფორმულამ“ სამივე ინსტანციის სასამართლოში წააგო დავა ლილუაშვილთან

დღეს, 23 დეკემბერს, გენპროკურორმა გიორგი გვარაკიძემ, სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისადმი ბრალის წარდგენისას თქვა, რომ ლილუაშვილი მფარველობდა თაღლითურ ქოლცენტრებს და თითქოს ამ ქოლცენტრების საშუალებით ფინანსდებოდა ოპოზიციური მედიასაშუალებები. გამოძიების ვერსიით ერთგვარი შეთანხმება არსებობდა ოპოზიციურ მედიასა და ლილუაშვილს შორის. პროკურატურის ვერსიით, ოპოზიციური მედია განზრახ არ აშუქებდა ინფორმაციას „ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლცენტრების არსებობის შესახებ“. ეს მაშინ, …

დააკავეს სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი

ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. სპეციალური ბრიფინგი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენპროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გამართა. პროკურატურის თანახმად, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი რამდენიმე ეპიზოდში ედება. “საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც ბრალად ედება ქრთამის …

ხულოს მერია საახალწლო მორთულობაზე 18 ათას ლარს დახარჯავს

ხულოს მერია დაბა ხულოს საახალწლო მორთულობაზე 18 042 ლარს დახარჯავს. ხულოს მერიამ გამარტივებული შესყიდვით გააფორმა ხელშეკრულება შპს „პაზლთან“. კომპანია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 18 042 ლარს მიიღებს. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას ევალება საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭირო საქონლის მიწოდება/მონტაჟი. კომპანია „პაზლმა“ დაბა ხულოში უნდა დაამონტაჟოს ილუმინაციები, მანათობელი LED დეკორაციები, ლედ ნათურები. ამავე კომპანიამ უნდა შეიძინოს ნაძვის ხის სათამაშოები, ახალი …

კულტურის სამინისტრომ 106 ათასი ლარი დახარჯა 2-საათიანი ღონისძიების გამართვაში

საქართველოს კულტურის სამინისტრომ 2-საათიანი ღონისძიების გამართვაში 106 ათასი ლარი დახარჯა. ქართული ხორბლის კულტურის UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანასთან დაკავშირებული ღონისძიება 14 დეკემბერს გაიმართა. ღონისძიებას „ქართული ოცნების“ პრემიერი, პრეზიდენტი და მინისტრები ესწრებოდნენ. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 106 ათასი ლარიდან ყველაზე მეტი თანხა, 23 500 ლარი დაიხარჯა ლაივეთერის ტრანსლირებისთვის, 18 867 ლარი დაიხარჯა ღონისძიების ოფიციალურ …

საიას ახალ თავმჯდომარედ თამარ ონიანი აირჩიეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარედ თამარ ონიანი აირჩიეს. მან ამ პოსტზე ნონა ქურდოვანიძე შეცვალა, რომელიც 3 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საიას. საიაში არჩევნები დღეს, 22 დეკემბერს, გაიმართა. თამარ ონიანი 2023 წლიდან დღემდე საიას ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორი იყო, ხოლო, 2022 წლიდან – თავმჯდომარის მოადგილე და გამგეობის წევრი. ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, თამარ ონიანი არის 20-ზე მეტი …

რატომ ძვირდება პროდუქტი? – ინტერვიუ

საქართველოში საარსებო მინიმუმი თვეში 255 ლარია. საკვებ პროდუქტზე კი ფასები ყოველდღე იზრდება. მიმდინარე წლის ოქტომბერში 5-10 თეთრით გაძვირდა პური, ძვირია ზეთი, კვერცხი, ბრინჯი და შაქარიც – პირველადი მოხმარების საბაზისო პროდუქტები. რატომ ვიხდით მაღალ ფასს საკვებ პროდუქტებში და რა ახდენს გავლენას ფასების ზრდაზე – ამ თემაზე „ბათუმელები“ ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანს ესაუბრა. რატომ ძვირდება პროდუქტი საქართველოში – …

წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების გარევა და აქციაზე გამოყენება დაუშვებელია – ინტერვიუ

„წყლის ჭავლში რაიმე სახის ნივთიერების შერევას ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს,“ – ამბობს ნონა ქურდოვანიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] თავმჯდომარე. ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ „ადგილი ჰქონდა სისტემურ წამებას და ეს დოკუმენტირებულია“. თუმცა საქმეები გამოძიებული არაა. საიას ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა წყლის ჭავლში ნებისმიერი ნივთიერების შერევას …

მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა

დღეს, 16 დეკემბერს, პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს. სახაროვის პრემია 2025 წელს პატიმრობაში მყოფ ორ ჟურნალისტს, ქართველ მზია ამაღლობელსა და ბელარუს ანდჟეი პოჩობუტს გადაეცა. მზია ამაღლობელის სახელით პრემია „ბათუმელების“ ჟურნალისტმა ირმა დიმიტრაძემ მიიღო, ანდჟეი პოჩობუტისაც სახელით კი – მისმა შვილმა. სახაროვის პრემია აზრის …

Exit mobile version