რატომ აფარებენ „დიფსთეიტთან“ მებრძოლები თავს „დიფსთეიტს“ – რა მოუვიდა რიჟვაძეს

„იგლ ჰილსის“ პროექტი ხორციელდება ქართული კანონმდებლობის ქვეშ, საქართველოში. თუ წარმოიშვა დავა ორ მხარეს შორის – საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია „იგლ ჰილსს“ შორის, ამ შემთხვევაში მოქმედებს ბრიტანული სამართალი. კონკრეტულად ციურიხის არბიტრაჟის მიერ განიხილება შესაძლო ნებისმიერი დავა. ეს არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით“, – თქვა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას 26 ნოემბერს. ირაკლი კობახიძე, …

ბათუმში 27%-ით მეტი ბინა გაიყიდა წინა წელთან შედარებით – კვლევა

„საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში ბათუმში 4,893 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 27.0%-ით მეტია“, – ნათქვამია კომპანია „გალტ & თაგარტის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში. „გალტ & თაგარტმა“ ბათუმში 2025 წლის მესამე კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის შესახებ კვარტალური მიმოხილვა გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, 2025 წელს, ბათუმის პირველად ბაზარზე ბინების გაყიდვები გაიზარდა 2024 წელს შემცირებული …

“Mzia Amaglobeli Deprived of Necessary Medical Care in Detention” – GYLA Demands Immediate Intervention

“Mzia Amaglobeli’s vision has significantly worsened since she was placed in the penitentiary facility, reaching an alarming level. Despite numerous requests, she has not received the medical examinations needed to plan her treatment. To date, she has been unable to consult a doctor, which is essential for making informed decisions and organizing treatment to preserve …

“ნარკოტიკის უზარმაზარი ნაკადი ანგრევს ახალგაზრდობას” – საფრანგეთის ელჩი ბათუმის სემინარზე

დღეს ბათუმში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით რეგიონული სამინისტროთაშორისი სემინარი იმართება,  სახელწოდებით „პორტების უსაფრთხოება და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა შავი ზღვიდან ევროკავშირამდე“. სემინარში მონაწილეობენ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ევროპის 13 ქვეყნიდან, ასევე საბაჟო სამსახურებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო ვაჭრობის დაახლოებით 75%-ის და შიდა ვაჭრობის 31%-ის დამუშავებით, პორტები ხელს უწყობენ კეთილდღეობას ევროკავშირსა და მესამე …

რას ამბობს დაკავებულების გაშიშვლებაზე ბათუმში მყოფი შს მინისტრის მოადგილე დარახველიძე

“მაგ კითხვაზე გავეცი პასუხი პარლამენტში. სტამბოლის საერთაშორისო პროტოკოლის შესაბამისად [აშიშვლებენ დაკავებულებს იზოლატორში]”, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ “ბათუმელების” კითხვას, თუ რატომ ხდება წინასწარი დაკავების იზოლატორებში მოქალაქეთა გაშიშვლება. ალექსანდრე დარახველიძე ბათუმში საერთაშორისო სემინარს ესწრება სახელწოდებით, “პორტების უსაფრთხოება და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა შავი ზღვიდან ევროკავშირამდე”. “ბათუმელებმა” “ქართული ოცნების” მინისტრის მოადგილეს ძალადობრივი, უკანონო …

22 ონლაინ მედია პროპაგანდისტულ “იმედს” თვითრეგულირებაში უჩივის

22 ონლაინ მედია პროპაგანდისტული, სამთავრობო ტელეარხ “იმედს” 23 ნოემბერს, ტელეკომპანიის ეთერში გასულ დეზინფორმაციულ სიუჟეტის გამო თვითრეგულირებაში უჩივის და გავრცელებული დეზინფორმაციის უარყოფას მოითხოვს. უცვლელად გთავაზობთ ონლაინ მედიების განცხადებას: “თავისუფალი და პროფესიული სტანდარტების დამცველი ჟურნალისტებისთვის საქართველოს პოლიტიკური გარემო არასდროს ყოფილა შემწყნარებელი, მაგრამ ის, რასაც ბოლო პერიოდში „ქართული ოცნება“ და მასთან შერწყმული პროპაგანდის მანქანები ახორციელებენ, ყოველგვარ კანონიერ და …

„დაიგეგმოს მზია ამაღლობელის მკურნალობა მხედველობის შესანარჩუნებლად” – საია

„მზია ამაღლობელის მხედველობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შემდგომ საგრძნობლად გაუარესდა და საგანგაშო ნიშნულზეა. არაერთი მიმართვის მიუხედავად, მას არ უტარდება მკურნალობის დასაგეგმად საჭირო გამოკვლევები. ამ დრომდე ვერ იღებს ექიმის სათანადო კონსულტაციას, რაც მხედველობის შესანარჩუნებლად მკურნალობის დასაგეგმად ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად არის აუცილებელი,“ – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იუსტიციის მინისტრს მიმართავს, სასწრაფოდ ჩაუტარდეს მზია ამაღლობელს აუცილებელი კვლევები და დაენიშნოს …

რა ხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე და რას შეცვლის ტრამპის „სამშვიდობო გეგმა“ – ინტერვიუ

გასულ დღეებში რუსეთმა უკრაინის ორ ქალაქში დაბომბა საცხოვრებელი ზონები, რასაც 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინაში ომის პარალელურად შიდა-კორუფციული სკანდალია, რომელშიც უკრაინელი მაღალჩინოსნები არიან ჩართულები. ამ ყველაფრის ფონზე ტრამპი ზელენსკის 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას სთავაზობს. საერთაშორისო მედია წერს, რომ უკრაინა ვაშინგტონის მხრიდან მძიმე ზეწოლას განიცდის. მედიის ცნობით, აშშ-ს წარმომადგენლები უკრაინას სადაზვერვო მონაცემების მიწოდების შეწყვეტით და იარაღის მიყიდვაზე უარის …

ბათუმის მერიამ „ოცნების“ დეპუტატის კომპანია 25 ათასი ლარით დააჯარიმა უნებართვო მშენებლობის გამო

25 ათასი ლარით დააჯარიმა ბათუმის მერიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატის გია ჭყონიას კუთვნილი კომპანია, უნებართვო მშენებლობის გამო. „ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი ჭყონია, ბათუმის მერის კაბინეტის ფანჯრების წინ უნებართვოდ აშენებს. 21 ნოემბერს, დაახლოებით შუაღამის 02 საათისთვის ასათიანი/მარჯანიშვილის ქუჩების კუთხეში მდებარე სახლთან ამწე მიიყვანეს და უნებართვოდ აშენებულ 2 სართულს ასევე უნებართვო კონსტრუქცია დაადგეს – კოლონადა, რომელსაც ზედ კოშკი …

რას უპირებს მერია გარემოვაჭრეებს ბათუმში – „თუ საარჩევნოდ შეიძლებოდა, ახლა აღარ შეიძლება?“

„თუ აქამდე შეიძლებოდა, მთელი ზაფხული შეიძლებოდა, საარჩევნოდაც შეიძლებოდა, ახლა აღარ შეიძლება?” – სვამს კითხვას 63 წლის გარემოვაჭრე ნუნუ ბერიძე ბათუმიდან.  ის 14 წელია ბათუმში, ბონის ბაზრის წინ, ლიანდაგებთან ვაჭრობს. 18 ნოემბერს ნუნუსთან და სხვა გარემოვაჭრეებთან ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები მივიდნენ და გააფრთხილეს. მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელთა თქმით, გარევაჭრობა „ტურისტული ქალაქის იერსახეს ამახინჯებს“. არც ნუნუ ბერიძე და …

არაბულ კომპანია „იგლ ჰილს საქართველოს“ რეესტრმა წესდების რეგისტრაციაზე მოთხოვნა დაუხარვეზა

საჯარო რეესტრმა შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ წესდებისა და იურიდიული მისამართის ცვლილების რეგისტრაციაზე მოთხოვნა დაუხარვეზა. აღნიშნული გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა 19 ნოემბერს მიიღო. დოკუმენტაციით ირკვევა, რომ საჯარო რეესტრს ვერიკო ბერიკიშვილმა მიმართა და მოითხოვა შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ წესდებისა და იურიდიული მისამართის ცვლილების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში კი ვკითხულობთ, რომ რეესტრს რეგისტრაციისთვის წარუდგინეს დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, შპს …

ზურაბ ადეიშვილი გაამართლეს ბუტა რობაქიძის გარდაცვალების საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლომ ამირან (ბუტა) რობაქიძის გარდაცვალების საქმეზე წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა და იქვე განმარტა, რომ საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. პროკურატურის მტკიცებით, ზურაბ ადეიშვილმა, გენპროკურორის თანამდებობაზე ყოფნის დროს, გავლენა იქონია გამოძიებაზე და მისი დავალებით ბუტა რობაქიძის გარდაცვალების საქმის გამოძიება წარიმართა სამართლებრივად არასწორი …

ადვოკატები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ მზია ამაღლობელის სააპელაციო განაჩენს

მზია ამაღლობელის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს მისი ადვოკატები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 18 ნოემბერს ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მზია ამაღლობელის ადვოკატებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი 2 კვირის ვადაში ჩაბარდებათ. ამის შემდეგ მათ კიდევ 2 კვირა აქვთ იმისათვის, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილება უზენაესში …

„მოვითხოვთ გამართლებას და არა შეწყალებას“ – მზია ამაღლობელის ადვოკატი

დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადვოკატმა თავისი დასკვნითი სიტყვა დაასრულა. 5 საათიანი სიტყვის დასასრულს, მან მოსამართლეებს – ნიკოლოზ მარგველაშვილს, ნანა ჯოხაძეს და მარინა სირაძეს მიმართა. „ბატონო მოსამართლეებო! პირველი ინსტანციის სასამართლომ ყველაფერი ნახა, მოისმინა, არ შეიძლება იმაზე ცხადად ჩვენება, ვიდრე ეს ჩვენ ვაჩვენთ სასამართლოს, მაგრამ მაინც დააკანონა უსამართლობა, მაინც მწვანე შუქი აუნთო სისტემის …

„სისტემამ მზია ამაღლობელი დანიშნა დამნაშავედ“ – მაია მწარიაშვილი

„ესაა სისტემური უკანონობის, სისტემური ძალადობის საქმე. ესაა საპოლიციო ანგარიშსწორების საქმე, სისტემის უკანონობების გათეთრების საქმე. ამავდროულად, ესაა საპოლიციო ანგარიშსწორების საქმე,“ – თქვა მაია მწარიაშვილმა დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე მზია ამაღლობელის პროცესზე. ამ წუთებში ადვოკატი სასამართლოში დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. „მზია ამაღლობელის საქმეზე დაკითხულმა ყველა მოწმე/პოლიციელმა განაცხადა, რომ დგებუაძისათვის გაწნული სილა იყო მათთვის გაწნული სილა …

„მზიას საქმე ცივილიზებული სამყაროს დღის წესრიგის ნაწილია“ – მაია მწარიაშვილის მიმართვა სასამართლოს

დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მზია ამაღლობელის ადვოკატები მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და გათავისუფლებას ითხოვენ, ხოლო პროკურატურა ბრალისა და სასჯელის დამძიმებას. სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს. მომხსენებელი მოსამართლეა ნიკოლოზ მარგველაშვილი. კოლეგიაში შედიან მოსამართლეები, მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე. მოსამართლეების წინაშე ამ წუთებში დასკვნითი სიტყვა თქვა …

დღეს სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი გაიმართება

დღეს, 18 ნოემბერს, 13:00 საათზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება. მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო საჩივრით მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და მის გათავისუფლებას ითხოვენ. სააპელაციო საჩივარი აქვს შეტანილი პროკურატურასაც და მზია ამაღლობელსათვის ბრალისა და სასჯელის დამძიმებას ითხოვს. სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს. მომხსენებელი მოსამართლეა ნიკოლოზ მარგველაშვილი. კოლეგიაში შედიან მოსამართლეები, მარინა …

„არ გამოვრიცხავ, კონტროლი რაღაც ოდენობის თანხის გადმორიცხვაზე დაწესდეს“ – ემიგრანტი ბელგიიდან

„ქართული ოცნება“ გეგმავს ემიგრანტებს არჩევნებში ხმის მიცემა აუკრძალოს. საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს, 17 ნოემბერს დააანონსა. „ბათუმელები“ დავით ძიძიშვილს ესაუბრა, რომელიც ამჟამად ბელგიაშია ემიგრაციაში. დავით ძიძიშვილი არის სამოქალაქო პლატფორმა 2025-ის წარმომადგენელი, ჰიბრიდული ომების მკვლევარი. ბატონო დავით, დღეს გავიგეთ, რომ „ოცნება“ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს. როგორი იყო თქვენი, …

„თორნიკე რიჟვაძე გერმანიაში სამკურნალოდ წავიდა“ – ალექსი ახვლედიანი

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გერმანიაშია. ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი. ალექსი ახვლედიანის მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძე გერმანიაში სამკურნალოდ წავიდა. „თვალის ერთი ოპერაცია ხომ გაიკეთა, მეორე ოპერაციის გასაკეთებლად წავიდნენ გერმანიაში. საცხოვრებლად არავინ გადასულა. თვალის პრობლემა აქვს ისევ და ამიტომ წავიდნენ სხვა კლინიკაში, გერმანიაში. მხედველობა არ დაუკარგავს, მაგრამ პრობლემები აქვს, …

პროკურატურა მზია ამაღლობელისათვის ბრალის და სასჯელის დამძიმებას ითხოვს

პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელისათვის ბრალის და სასჯელის დამძიმებას ითხოვს. „ვფიქრობ, უნდა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი“ – თქვა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა დღეს, 14 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის წარდგენისას. დღევანდელ პროცესზე პროკურორები საბოლოო სიტყვას ამბობენ. პროკურატურა მზია ამაღლობელისათვის ისევ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელს ითხოვს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების …

ადვოკატები მზია ამაღლობელისათვის შშმ პირის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ – პროცესი სააპელაციოში

ადვოკატები მზია ამაღლობელისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ და ამ მიზნით სასჯელაღსრულების დაწესებულებას მიმართავენ. ამის შესახებ დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომისას გახდა ცნობილი. მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა დააყენა შუამდგომლობა საქმისთვის დაერთოთ წერილები, რომლებითაც ადვოკატი მზია ამაღლობელისათვის შშმ პირის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. „მისი თვალის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას ეკუთვნის შშმ პირის სტატუსი, რომლის …

პროკურატურამ მზია ამაღლობელის ტელეფონში “დიფ სთეითი” ვერ იპოვა – ექსპერტიზის დასკვნა

დღეს, 14 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განახლდა მზია ამაღლობელის საქმის განხილვა. სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეტანილი აქვს როგორც პროკურატურას, რომელიც მზია ამაღლობელისათვის ბრალის და სასჯელის დამძიმებას ითხოვს, ისე მზია ამაღლობელის ადვოკატებს, რომლებიც მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და გათავისუფლებას ითხოვენ. სასამართლო  პროცესზე პროკურორმა დააყენა შუამდგომლობა, საქმეს დაერთოს მზია ამაღლობელის პირადი ტელეფონის ექსპერტიზის დასკვნა. „მზია ამაღლობელის ტელეფონზე …

როგორ ებრძვის კორუფციას „ოცნება“ – ინტერვიუ

რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ დილისკიში? – ორივე მათგანი კორუფციაშია ეჭვმიტანილი. კორუფციის მკვლევარი გოჩა მჟავანაძე „ბათუმელებთან“ საუბრობს, რას ნიშნავს ქვეყნისთვის, როცა კორუფციაში ერთვება როგორც უმაღლესი თანამდებობის პირი, ასევე ყველაზე დაბალი რანგის საჯარო მოხელე. ბატონო გოჩა, რას ნიშნავს, როცა კორუფციის ბრალდებით იჭერენ დაბალი რგოლის საჯარო მოხელეებს, …

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა განახლდება

14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე,  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განახლდება მზია ამაღლობელის საქმის განხილვა. მზია ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებენ 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც მზია ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა. ისინი გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვენ. თავის მხრივ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენს ასაჩივრებს პროკურატურაც და მოითხოვს, მზია ამაღლობელს ბრალი და სასჯელი დაუმძიმდეს. პროკურატურა მზია …

„სასამართლომ განაჩენში დამალა, რომ მზიას მხედველობა ციხეში დრამატულად გაუარესდა” – ადვოკატი

„ბათუმის საქალაქო სასამართლომ განაჩენში დამალა და არ მიუთითა დაცვის მხარის მიერ სასამართლოზე გამოკვლეული მთელი რიგი დოკუმენტური მტკიცებულებები. წარმოუდგენელი მიკერძოების მხოლოდ 1 მაგალითს მოვიტან ამ ეტაპზე – ეს არის მზია ამაღლობელის ფორმა 100“ – თქვა მაია მწარიაშვილმა დღეს, ქუთაისში, მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვისას. მაია მწარიაშვილის თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას, …

პროკურატურა მზია ამაღლობელისათვის 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითხოვს – განხილვა სააპელაციოში

დღეს, 11 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა მიმდინარეობს. მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას. ამავე დროს, პროკურატურა მზია ამაღლობელის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და მისთვის ისევ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელს …

აქვს თუ არა მოსამართლე ნინო სახელაშვილს იურისტის დიპლომი? – ადვოკატები განმარტებას ითხოვენ

მზია ამაღლობელის ადვოკატები 5 თვეა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ითხოვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილის უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს. დღეს, 11 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე ეს საკითხი ადვოკატებმა კიდევ ერთხელ დააყენეს. მზია ამაღლობელის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლის კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია საჯაროა, არც იუსტიციის საბჭო და არც …

ბათუმის საკრებულოში 10 დღის წინ არჩეული კომისიის ხელმძღვანელები „გადადგნენ“

ბათუმის საკრებულოში 10 დღის წინ არჩეული კომისიის ხელმძღვანელები „საკუთარი განცხადების საფუძველზე“ გადადგნენ და სხვადასხვა თანამდებობაზე ერთმანეთს შეენაცვლნენ. დღეს, 10 ნოემბერს, ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სწორედ აქ გახდა ცნობილი, რომ ყველა მნიშვნელოვანი კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. „7 ნოემბერს საკრებულოში შემოვიდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი თავდგირიძის, საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დავით …

რა ხდება ახლა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში – ნავთობი რუსული კვალით

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც 2025 წლის მარტში უნდა დაეწყო მუშაობა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. „რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“  ამ თვეში ნავთობის პირველი პარტია გაუგზავნა საქართველოში, ყულევში გახსნილ ახალ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას,“ – დაწერა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსმა“ 21 ოქტომბერს, LSEG-ის გემების მონაცემებსა და ინდუსტრიულ წყაროებზე დაყრდნობით. რუსული ნავთობის ყულევის ნავსადგურში შემოტანა დაადასტურა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმაც. „2 …

რას ედავება პროკურატურა რვა ოპოზიციონერ ლიდერს

6 ნოემბერს საქართველოს პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერს  სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში დასდო ბრალი. რვა ლიდერიდან სამს, ელენე ხოშტარიას, ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეს პროკურატურა ედავება, რომ „ოცნების“ ლიდერებსა და სხვა პირებს სანქციები მათი წყალობით დაუწესდათ. რომელ ლიდერს რას ედავება პროკურატურა ელენე ხოშტარიას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და …

„ოცნებას“ სახელმწიფო და მთლიანად საზოგადოება მძევლად ჰყავს აყვანილი” – დიმიტრი ცქიტიშვილი

„ოცნებას“ სახელმწიფო და მთლიანად საზოგადოება მძევლად ჰყავს აყვანილი – ზუსტად ისე, როგორც ამას ჩიხში მოქცეული ტერორისტები აკეთებენ,“ – წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დიმიტრი ცქიტიშვილი. ყოფილი პარლამენტარი ხსნის, თუ რას ნიშნავს „ქართული ოცნების“ მიერ დაპატიმრებული პოლიტიკოსების მეორედ დაპატიმრება. „რას ნიშნავს პოლიტიკური რეპრესიების ახალი ეტაპი? ეს არის ესკალაციის სტრატეგიის ტიპიური მაგალითი, რომელიც პრაქტიკულად ერთადერთი ინსტრუმენტია „ოცნების“ არსენალში საერთაშორისო …

არჩილ კონცელიძე მუნიციპალური ინსპექციის უფროსი აღარ არის – საკადრო ცვლილებები ბათუმის მერიაში

ბათუმის მერიაში საკადრო ცვლილებებია – მუნიციპალური ინსპექციის უფროსს, არჩილ კონცელიძეს ხელმძღვანელის პოსტი დაატოვებინეს და ბათუმის გამწვანების სამსახურის უფროსად დანიშნეს. არჩილ კონცელიძე მუნიციპალურ ინსპექციაში ხელმძღვანელად 2019 წელს დაინიშნა, მაშინდელი მერის, ლაშა კომახიძის დროს. მან თანამდებობა არჩილ ჩიქოვანის მერობის დროსაც შეინარჩუნა. არჩილ კონცელიძე მერიაში სამუშაოდ მისვლამდე ურეხის პოლიციის უფროსი იყო. მუნიციპალური ინსპექცია 2019 წელს შეიქმნა და მასში ბათუმის …

შარშან საქართველოს მოქალაქეობა 2361 რუსეთის მოქალაქეს მიენიჭა – ევროკომისიის ანგარიში

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 2361 პირს რუსეთიდან – ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ევროკავშირის გაფართოების წლიურ ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს საქართველოს მოქალაქეობა სულ 3587-მა პირმა მიიღო, აქედან უმრავლესობა იყო რუსეთიდან. „2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 3587 პირს, რომელთაგან უმეტესობა იყო რუსეთიდან (2361), გერმანიიდან (251) და უკრაინიდან (175) – რაც 2023 წელთან შედარებით …

ბათუმის ბულვარის დირექტორად დანიშნეს მზია ამაღლობელის საქმის ცრუ მოწმე პოლიციელი

არჩილ ანთაძე, მზია ამაღლობელის საქმის ცრუ მოწმე პოლიციელი, ბათუმის ბულვარის დირექტორის თანამდებობაზე დანიშნეს. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს, 5 ნოემბერს გახდა ცნობილი. არჩილ ანთაძე მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე 2025 წლის 14 აპრილს დაკითხეს. ცრუ მოწმე პოლიციელს მზია ამაღლობელის ადვოკატმა სასამართლოზე აჩვენა კადრები, სადაც ჩანს, როგორ იფურთხება ის დაკავებული ქალის მიმართულებით, რომელიც ფეხშიშველი მიჰყავთ პოლიციელებს. მას შემდეგ, …

„ლიკვიდირებულია ერთი თავდამსხმელი, სპეცრაზმელი დაიჭრა“ – შსს აცხადებს, რომ 34 პირი დააკავა

ლაგოდეხში, სპეცოპერაციის მიმდინარეობისას ერთი პირი მოკლეს. როგორც შსს აცხადებს, სპეცოპერაციისას მძიმედ დაიჭრა ერთი სპეცრაზმელი. ამის შესახებ დღეს, 5 ნოემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა ბრიფინგზე. ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციითვე, სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 34 პირი დააკავეს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც 5 სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად ე.წ. „ქურდული …

შეწყდეს ადმინისტრაციული საქმე „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტის მიმართ – ქარტია შსს-ს მიმართავს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ადმინისტრაციული საქმის წარმოება მისი მედიაპლატფორმის „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის, მიმართ. „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე პოლიციამ 3 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, დააკავა. შსს მას სავარაუდოდ, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება. „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტები პროევროპული პროტესტის დაწყების დღიდან აშუქებენ საპროტესტო აქციებს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ სხვა ლოკაციებზე. ისინი ფოტო და ვიდეოკამერაზე ასახავენ …

Exit mobile version