საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრები ,,ბათუმელები”/,,ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ. მიმართვის ტექსტი 13 დეკემბერს, ქარტიის საერთო კრებაზე გასაჯაროვდა. გთავაზობთ მიმართვის სრულ ტექსტს: “ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური საერთო კრების მონაწილეები, ჩვენი პროფესიული გაერთიანების სახელით მივმართავთ ქვეყანაში მოქმედ შესაბამის ინსტიტუციებს ჩვენი კოლეგის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის, გათავისუფლების …
Author Archives: მანანა ქველიაშვილი
საპატრიარქომ არქიმანდრიტს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერა
საქართველოს საპატრიარქომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერა. „თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება,“ – ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ფაქსიმილე ადევს. არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ხშირად აკრიტიკებს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს რეპრესიებისა და აქციის მონაწილეების დარბევის …
Continue reading “საპატრიარქომ არქიმანდრიტს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერა”
საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი თანხა საქართველოში ნოემბერში – ფულადი გზავნილები
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.39 მლნ აშშ დოლარი (807.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.9%-ით (31.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ყველაზე მეტი თანხა, 57 მილიონი აშშ დოლარი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმორიცხეს, 50 მილიონი აშშ დოლარი გადმორიცხეს იტალიიდან, ხოლო 38 მილიონი აშშ …
Continue reading “საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი თანხა საქართველოში ნოემბერში – ფულადი გზავნილები”
„საგამოძიებო ორგანოებს მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებაში იყენებენ“ – გამჭვირვალობა
„მოჩვენებითი ბრძოლა კორუფციასთან – საგამოძიებო უწყებები „ქართული ოცნების“ შიდა-პარტიული გარჩევების სამსახურში“ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქვეყნებს კვლევას, რომელიც ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებებს ეხება. TI-მ შეისწავლა და გამოარკვია, რომ ამჟამად, გამოძიების ქვეშ მყოფი პირები ძირითადად სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კლანის წევრები არიან. „2025 წლის ივნისის შემდეგ საქართველოს …
„აბა, სხვაგან სად წავიდოდა?“ – კომენტარი კობახიძის თურქმენეთში ვიზიტზე
„სიმართლე გითხრათ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები სხვა გარემოში ვერ წარმომიდგენია. ვერ წარმომიდგენია ისინი დემოკრატიული სამყაროს ლიდერებთან ერთად… რა თქმა უნდა, არიან იქ, სადაც ჯერ კიდევ ჩაესვლებათ. ახლა მათი ბუნებრივი და ორგანული მოკავშირეები, სამწუხაროდ, არიან ის ქვეყნები, რომლებსაც ადამიანების ბედი და მდგომარეობა არ ანაღვლებთ. მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთი,“ – ასე ეხმაურება „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერი, …
Continue reading “„აბა, სხვაგან სად წავიდოდა?“ – კომენტარი კობახიძის თურქმენეთში ვიზიტზე”
“როგორც არასდროს, ისეა მნიშვნელოვანი ადვოკატების ხმის გაძლიერება” – არჩევნები ადვოკატთა ასოციაციაში
„ადვოკატებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში და ქვეყნის მართვისას ამ პრინციპის დაცვის უზრუნველყოფაში,“ – ამბობს ანა რეხვიაშვილი, იურიდიული ფირმა BLB-ის პარტნიორი. ანა რეხვიაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრობის კანდიდატია. არჩევნები ასოციაციაში 14 დეკემბერს გაიმართება. აირჩევენ აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის და სარევიზიო კომისიის წევრებს და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს. „ადვოკატთა ასოციაციის უპირველესი მისია, მისივე წესდების თანახმად, …
„ოცნების“ დამნაშავე რეჟიმი შეურაცხყოფს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებსა და მათ ოჯახებს” – კოალიცია “ცვლილებებისთვის”
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ეხმაურება „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თურქმენეთში ვიზიტს და ამბობს, რომ „რეჟიმის ქმედებები შეურაცხყოფს ქვეყნის სუვერენიტეტს“. „დღეს, საქართველოს პრემიერადწოდებული ირაკლი კობახიძე ერთ სივრცეში იმყოფებოდა ომის დამნაშავე, საქართველოს ოკუპანტ, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის მთავარ მტერთან, ვლადიმერ პუტინთან ერთად. ივანიშვილის წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც არც ერთხელ არ უხსენებია თუ ვინ არის ჩვენი სამშობლოს ოკუპანტი და …
“რეჟიმი იმ სამყაროს ნაწილად ყოფნას გვთავაზობს, სადაც რუსეთისგან ყველაზე დაუცველები დავრჩებით” – ფედერალისტები
პარტია „ფედერალისტები“ ეხმაურება ირაკლი კობახიძის თურქმენეთში ვიზიტს და აცხადებს, რომ „აშხაბადის შეხვედრის ფოტო ყველაზე ცხადი ილუსტრაციაა იმ სივრცისა, სადაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხედავს – ცივილიზაციური მტრის, რუსეთის გავლენის სფეროში და არა თავისუფალ სამყაროში“. დღეს, 12 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე თურქმენეთში ესწრება ფორუმს, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობს. „ზოგადად, დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი, რომელსაც …
„დაწინაურებასთან გვაქვს საქმე, გავრილოვიდან უკვე პუტინთანაა შეხვედრები“ – გახარიას პარტია კობახიძეზე
ირაკლი კობახიძის მონაწილეობას ფორუმზე, რომელსაც პუტინიც ესწრება, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გიგა ფარულავა აფასებს. გიგა ფარულავა სადავო პარლამენტის წევრია გახარიას პარტიიდან. „დაწინაურებასთან გვაქვს საქმე, გავრილოვიდან ახლა უკვე პუტინთან არის შეხვედრები. იცით რა არის? საქმე შეხვედრაში კი არ არის, საქმე… შეხვედრით შეიძლება მტერსაც შეხვდეს ადამიანი. უბრალოდ, საქმე იმაშია, ამის პარალელურად ვისთან ვერ ახერხებენ შეხვედრას და ვისთან …
„პუტინთან ერთ სივრცეში ჯდომა სამშობლოს ღალატია“ – „ლელო“ პუტინთან ერთად კობახიძის გამოჩენაზე
„პუტინი არის საქართველოს მოქალაქეების მკვლელი, ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი და მასთან ერთ სივრცეში ჯდომა არის სამშობლოს ღალატი“, – პარტია „ლელოს“ სახელით ირაკლი კობახიძის აშხაბადში ვიზიტს ეხმაურება ამ პარტიის წევრი თამაზ დათუნაშვილი და ამბობს, რომ „ეს არის საქართველოს ღალატის გზა“. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე თურქმენეთში ესწრება ფორუმს, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობს. „ჰეზბოლასა და …
„განზრახვა მკაფიოდ იკითხება“ – ინტერვიუ გალის ახალ ტერმინალზე, რომელზეც თბილისი დუმს
რუსეთმა გალში ახალი სავაჭრო ტერმინალი გახსნა. დეფაქტო აფხაზეთში სატრანზიტო ლოგისტიკური კომპანიის გენდირექტორი ასტამურ ახსალბა ამბობს, რომ ახალი ტერმინალიდან სატესტო ტვირთებიც შესრულებულია. მისი თქმით, პროექტი წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახებოდა რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა და საქართველოს მეზობლობის გამო, თუმცა მისი განხორციელებისთვის ყველა აუცილებელი პროცედურა უკვე გავლილია და რამდენიმე თვეში სრულფასოვნად დაიწყებს მუშაობას. ასტამურ ახსალბა ასევე ამბობს, რომ „აფხაზეთი …
„პოლიტიკური ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს გაჩუმებას, როცა არღვევენ კონსტიტუციას” – ინტერვიუ
„დღეს ადვოკატები რეალური და სერიოზული საფრთხეების წინაშე დგანან. ბოლო პერიოდში ისეთი გაუგონარი შემთხვევებიც მომხდარა, როდესაც ადვოკატებს იბარებენ მოწმედ იმავე საქმეებზე, რომლებშიც ისინი თავად ახორციელებდნენ დაცვის უფლებას. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ადვოკატის პროფესიულ ეთიკას, არამედ დაცვის უფლების არსს. ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაცია ხელშეუხებელი უნდა იყოს – ეს არის სამართლებრივი დაცვის ფუნდამენტური გარანტია,“ – ამბობს …
შუახევის პოლიციის უფროსმა მოქალაქეებს ხე-ტყე გამოსძალა, ის დააკავეს – შსს
შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა შუახევის პოლიციის უფროსი ვახტანგ თურმანიძე და შუახევის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსი დააკავეს. ორივე მათგანს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. „გამოძიებით დადგინდა, რომ შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსმა 4 პირს მისი კერძო საკუთრებიდან დიდი ოდენობით ხის მასალის ქურდობა დააბრალა. მან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, აღნიშნულ პირებს …
Continue reading “შუახევის პოლიციის უფროსმა მოქალაქეებს ხე-ტყე გამოსძალა, ის დააკავეს – შსს”
რატომ არ თქვა სუს-მა გამოძიებაში, რას ურევდნენ წყლის ჭავლში 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე
10 დღეა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ პასუხობს კითხვას, რა ქიმიური ნივთიერება შეურიეს წყლის ჭავლში, რომელიც 28-29 ნოემბრის ღამეს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დასაშლელად გამოიყენეს. არც შსს და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ პასუხობენ კითხვაზე, რა შეურიეს წყლის ჭავლში 30 ნოემბერს ან 1-4 დეკემბრამდე პერიოდში. გამოძიების დაწყებიდან 5 დღეში სუსმა თქვა, რომ გამოძიება დაასრულა და ნივთიერება, რომელიც …
“2025 წელი შეზღუდული თავისუფლებების წელია” – საიას ანგარიში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. „როგორც წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ანალიზი ცხადყოფს, 2025 წელი შეზღუდული თავისუფლებების წელია, რაც ნიშნავს, რომ ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლებების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე – იმ უფლებებზე, რომლებიც დემოკრატიას ფუნქციურს ხდის. 2025 წელს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენდა პოლიტიკურად მოტივირებული …
Continue reading ““2025 წელი შეზღუდული თავისუფლებების წელია” – საიას ანგარიში”
რატომ გაათავისუფლეს ბათუმის ნავთობტერმინალის ხელმძღვანელები 500 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 7 დეკემბერს ნახევარი მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელი პირები. პროკურატურა აცხადებს, რომ ამ სამმა ადამიანმა 10 762.238 ტონა ნედლი ნავთობი, რომლის საბაჟო ღორებულება 15 000 000-ზე მეტი ლარია, რეზერვუარებში საბაჟოს გევრდის ავლით გადაინახეს. პროკურატურა ირწმუნება, რომ ამით სახელმწიფომ 3 მილიონი ლარი იზარალა. სპეცოპერაცია ბათუმის ნავთობტერმინალში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და …
„ადვოკატთა ასოციაცია არაერთი წელია სრულ ჰარმონიაშია ხელისუფლებასთან“ – რის შეცვლას გეგმავს მაია მწარიაშვილი
„ჩვენი პროფესია დღეს არსებობის საფრთხის წინაშე დგას. ადვოკატები არსებობენ ყველაზე ავტოკრატიულ რეჟიმებშიც, მაგრამ მთავარია – რა უფლებები, რა გარანტიები აქვთ? რა საფრთხეების წინაშე არიან? შეუძლიათ კი რეალური დაცვის განხორციელება? საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია უკვე არაერთი წელია სრულ ჰარმონიაშია ხელისუფლებასთან. არასოდეს ისმის ან ისმოდა მისი ხმა უსამართლო, კაბალურ და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა შემზღუდავი სამართლის ნორმების, ადვოკატის უფლებების …
„ჩაფარცხვა არ გამოვა, ოცნებაც ხვდება, რომ საქმე სერიოზულადაა“ – ინტერვიუ „ბიბისის“ გამოძიებაზე
5 დღე გავიდა BBC-ის საგამოძიებო ფილმის გამოსვლიდან, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ისევ არ განუმარტავს, რა ქიმიური ნივთიერება შეურია შსს-მ წყლის ჭავლში, რომლითაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დაარბია. სამაგიეროდ „ქართული ოცნების“ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები ერთმანეთისგან ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ და დამაბნეველ კომენტარებს აკეთებენ. „ჩანს, რომ სტრატეგია ამ მტკივნეულ თემასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ …
ბათუმის პოლიციის განყოფილებაში შეჭრილი 3 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს
ბათუმში სამი მოქალაქე პოლიციის პირველ განყოფილებაში შეიჭრა. მათ პოლიციელებს აგინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა 11 ოქტომბერს მოხდა. ინფორმაცია კი ჟურნალისტებისთვის ახლახან გახდა ცნობილი. „ტვ პირველმა“ დაადგინა, რომ ერთ-ერთმა პირმა პოლიციელს ხელიც დაარტყა, რის შედეგადაც პოლიციელმა დაზიანება მიიღო. თუმცა ის ექსპერტიზაზე არ გადაიყვანეს. „ტვ პირველის“ მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, სამ თავდამსხმელთაგან ერთი, ვინც პოლიციელებს აგინა და …
Continue reading “ბათუმის პოლიციის განყოფილებაში შეჭრილი 3 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს”
„ცხვირიდან სისხლდენა ახლაც მაქვს” – როგორ შეიცვალა 19 წლის ქეთოს ცხოვრება აქციის დარბევის შემდეგ
მოქალაქეები, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში თბილისში, საპროტესტო აქციების დროს დარბევებში მოყვნენ, ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივიან. 19 წლის ქეთო ხომერიკი „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ცხოვრება ერთ ღამეში შეიცვალა – აქტიური ახალგაზრდა სამედიცინო სერვისებზე დამოკიდებული გახდა. მუდმივად უწევს სამედიცინო გამოკვლევები, მუდმივად ავადაა, თუმცა ექიმები დიაგნოზს ვერ უსვამენ. ქეთო ხომერიკი იხსენებს, რომ 2 დეკემბერს, როდესაც სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის …
„მთავრობა, რომელიც ქიმიური იარაღით წამლავს საკუთარ ახალგაზრდობას, მიტოვებულია ღვთისგან” – არქიმანდრიტი
„საქართველოს დღეს ჰყავს ფაშისტური მთავრობა, რომელიც წამლავს ხალხს. „ქართული ოცნება“ კი არ უნდა გადადგეს – უნდა გასამართლდეს ქართველი ხალხის გენოციდისთვის,“ – წერს არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია. არქიმანდრიტი ასე ეხმაურება BBC-ის საგამოძიებო ფილმს, სადაც საუბარია იმაზე, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. „მთავრობა, რომელიც ქიმიური იარაღით წამლავს საკუთარ ახალგაზრდობას, დაწყევლილი და მიტოვებულია ღვთისგან. …
სუს-მა საიას თანამშრომლები გამოკითხვაზე დაიბარა BBC-ისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საიას თანამშრომლებს მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე იბარებს. BBC-ის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში სუსში გამოკითხვაზე დაბარებულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი და 1 თანამშრომელი. საია აცხადებს, რომ მისი თანამშრომლები მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხებიან. „ხაზგასმით გვსურს, აღვნიშნოთ, რომ საიას წარმომადგენლები BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში ახმოვანებენ ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც ემყარება უფლებების დარღვევის …
მოქალაქე, რომელსაც სპეცრაზმმა გასულ წელს სასტიკად სცემა, სუსმა გამოკითხვაზე BBC-ზე გასული ფილმის შემდეგ დაიბარა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა მოქალაქე ზვიად მაისაშვილი, რომელსაც ერთი წლის წინ, 30 ნოემბერს, სპეცრაზმელებმა რუსთაველის გამზირზე სასტიკად სცემეს. ზვიად მაისაშვილს გასულ წელს პროევროპულ საპროტესტო აქციაზე სცემეს. სპეცრაზმელებმა მას სახის ძვლები დაუმტვრიეს, ცემის შედეგად მიიღო ტვინის შერყევა და სხვა დაზიანებები. თუმცა მისი საქმე გამოძიებისთვის საინტერესო მას შემდეგ გახდა, რაც მან ბიბისის ინტერვიუ მისცა და საპოლიციო …
რუსული გემი, რომელსაც შავ ზღვაში თავს დაესხნენ, საქართველოში არ მოდიოდა – სააგენტო
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აცხადებს, რომ გემი, რომელსაც რუსული და თურქული მედიის ინფორმაციით შავ ზღვაში თავს დაესხნენ, საქართველოს მიმართულებით არ მოდიოდა. „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმაურება ღია წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის დროშის ქვეშ მცვურავ გემ „Midvolga 2“-თან (IMO 9735139) დაკავშირებით, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით , თურქეთის სანაპიროდან 80 კილომეტრში თავს დაესხნენ. ამავე წყაროებში გემის დანიშნულების ნავსადგურად საქართველოს ნავსადგურებია …
რა ქიმიურ ნივთერებებს იყენებდა პოლიცია – 25 ორგანიზაცია შსს-ს მიმართავს
„მოვითხოვთ, საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას: რა ქიმიურ ნივთერებებს იყენებდა პოლიცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ,“ – საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, მთავრობამ გაასაჯაროოს ინფორმაცია, რა ნივთიერება გამოიყენეს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დარბევისას. მიმართვაში, რომელსაც ხელს 25 ორგანიზაცია აწერს, ნათქვამია, რომ ერთი წელია შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხს არ სცემს კითხვას, თუ რა ნივთიერება გაურიეს ცრემლსადენ გაზსა და წყლის …
Continue reading “რა ქიმიურ ნივთერებებს იყენებდა პოლიცია – 25 ორგანიზაცია შსს-ს მიმართავს”
“სისტემა ისე იქცევა, თითქოს ჩემი სიცოცხლე ზედმეტი ტვირთი იყოს,” – აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია
„დღეს ერთ წელი გავიდა. ერთ წელი მას შემდეგ, რაც სახე დამიმსხვრიეს და სახელმწიფომ მაჩვენა, რა მარტივად შეუძლია ადამიანის ტკივილი ფაილად გადააქციოს. დამნაშავე დღემდე თავისუფლად დადის. გამოძიება გაწელილი, გაფუჭებული, უფუნქციო. სისტემა ისე იქცევა, თითქოს ჩემი სიცოცხლე ზედმეტი ტვირთი იყოს, რომელიც სადღაც შეიძლება ჩაკარგონ და არამარტო ჩემი, უამრავი ადამიანის რომლებიც, აწამეს, სცემეს, დააკავეს,“ – წერს ალექსი თირქია, …
სუს-ში დაიბარეს ექიმი, რომელმაც კვლევა ჩაატარა საპროტესტო აქციის მონაწილეების მოწამვლაზე
„სუს-ში დამიბარეს გამოკითხვაზე, ახლა მოდიან უწყების ჩასაბარებლად ციციშვილის კლინიკაში (მოსამართლესთან გამოკითხვა მოვითხოვე),“ – დაწერა ექიმმა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა დღეს, 2 დეკემბერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე. კონსტანტინე ჩახუნაშვილი ერთ-ერთია ექიმთა იმ ჯგუფიდან, რომლებმაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციაზე დარბევის შედეგად დაზარალებული მოქალაქეები გამოკითხეს და კვლევა ჩაატარეს. პირველ დეკემბერს ბრიტანულმა მედიაგამოცემა BBC-მ გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვითაც საქართველოში პროევროპული აქციის მონაწილეებს …
„მინდა, გაბედოთ და ხმა ამოიღოთ” – დავით კოლდარის წერილი ციხიდან
„ეს წერილი იმიტომ დავწერე, მინდა, გაბედოთ და ხმა ამოიღოთ ამ უსამართლობის წინააღმდეგ. ეს 22 წლის ბიჭის ხედვაა, რომელიც სამშობლოს თვლის მის სახლად და ოჯახად“ – რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დაკავებული დავით კოლდარი ციხიდან ვრცელ წერილს ავრცელებს. წერილში ციხეში არსებული მდგომარეობაა აღწერილი, ამასთან საუბარია იმ საერთო სოციალურ ფონზე, რომელიც პატიმართა ნაწილისთვის ციხეში მოხვედრის წინაპირობა ხდება. …
Continue reading “„მინდა, გაბედოთ და ხმა ამოიღოთ” – დავით კოლდარის წერილი ციხიდან”
ბათუმის საკრებულოში ანტიკორუფციული ჯგუფის შექმნას ითხოვენ
ვაჟა დარჩია, ბათუმის საკრებულოს წევრი პარტია „ლელოდან“, ბათუმის საკრებულოში ანტიკორუფციული ჯგუფის შექმნას ითხოვს. ინიციატივა საკრებულოს დეპუტატმა გასულ სხდომაზე დააყენა, დღეს, 1-ელ დეკემბერს გამართულ სხდომაზე, კი ქალაქში მიმდინარე უკანონო მშენებლობებით დაასაბუთა მისი შექმნის აუცილებლობა. „წინა სხდომაზე ვისაუბრე ანტიკორუფციულ ჯგუფთან დაკავშირებით. იმ სხდომის შემდეგ ამ ჯგუფის შექმნის აუცილებლობა დღის წესრიგში კიდევ უფრო მეტად დადგა. ბატონი მერის კაბინეტიდან …
Continue reading “ბათუმის საკრებულოში ანტიკორუფციული ჯგუფის შექმნას ითხოვენ”
რატომ არის დაბინძურებული ჰაერი – სააგენტოს განმარტება
გარემოს ეროვნული სააგენტო ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების მატებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა ქვეყანაში უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ. სიტუაცია გაუმჯობესდება შესაბამისი მეტეოროლოგიური პროცესების განვითარებისთანავე“, – ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინა არაბიძე. მის კომენტარს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ …
Continue reading “რატომ არის დაბინძურებული ჰაერი – სააგენტოს განმარტება”
სუსი ამბობს, რომ არასწორი ინფორმაციაა, თითქოს საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების კომუნიკაციის ტერმინალების ქსელია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ რუკის სქრინს, რომელზეც საქართველო მონიშნულია, როგორც ადგილი, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების კომუნიკაციის ტერმინალების ქსელებია განთავსებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ ეს ინფორმაცია არასწორია და ახლა ცდილობს გაარკვიოს რატომ გავრცელდა მსგავსი ინფორმაცია. „ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს უკრაინის დაზვერვის მასალებით საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალური …
ქართველმა ემიგრანტებმა საზღვარგარეთ საპროტესტო აქციები გამართეს
28 ნოემბერს უწყვეტი, პროევროპული პროტესტის ერთი წლის თავზე, ქართველმა ემიგრანტებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოაწყვეს. საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები შეიკრიბნენ სიდნეიში, ჰააგაში, ტალინში, ვენაში, კიოლნში, ჰანოვერში, ვაშინგტონში, ფრანკფურტში, პარიზში, ოსლოში, ბუდაპეშტში და კიდევ ერთხელ გააპროტესტეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება თქვას უარი საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების ამსახველ ფოტო მასალას მოძრაობა „ქარები“ აქვეყნებს. სწორედ …
Continue reading “ქართველმა ემიგრანტებმა საზღვარგარეთ საპროტესტო აქციები გამართეს”
შსს ელისაშვილის დაკავებაზე: “თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა”
დაკავებულია კოალიცია “ძლიერი საქართველო – ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ელისაშვილმა, დღეს, 29 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. “გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას, ალექსანდრე ელისაშვილმა, შენიღბულმა, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში, სადაც …
“ყველა რეგიონიდან თითო წარმომადგენელი იქნება აღმასრულებელ საბჭოში” – არჩევნები ადვოკატთა ასოციაციაში
13-14 დეკემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება გაიმართება, სადაც ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. ადვოკატთა ასოციაცია 11 ათასზე მეტ ადვოკატს აერთიანებს, მათგან 5 500 ადვოკატს აქვს სტატუსი – მოქმედი. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს – ირაკლი ჩომახაშვილი, ირაკლი ყანდაშვილი და მუხრან ღურწკაია. „ბათუმელები“ დღეს ერთ-ერთ კანდიდატთან, ირაკლი ჩომახაშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ. ბატონო ირაკლი, …
„ბარათით ვერ ჩაასხამ“ – „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე მხოლოდ ნაღდი ფულით შეიძენთ საწვავს
„ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე პლასტიკური ბარათით ვეღარ გადაიხდით. საწვავის შეძენა მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებითაა შესაძლებელი. „ბარათით ვერ ვასხამ, ნაღდით ვასხამ, გააუქმეს ბარათები“, – უთხრეს „ბათუმელებს“ „ლუკოილის“ ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც პრემიუმ ხარისხის ბენზინის ჩასასხმელად მივედით. კითხვაზე, რამდენი ხანია, რაც პლასტიკური ბარათებით გადახდა აღარ ხორციელდება, გვითხრეს, რომ ეს შეზღუდვა მეხუთე დღეა ამოქმედდა. „ინკასაცია მოდის და იმას მიაქვს ფული,“ …
ემიგრანტები აშშ-ში საკონსულოში მივიდნენ და არჩევნების აკრძალვის გაუქმება მოითხოვეს
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში მივიდნენ და წერილი მიიტანეს, რომლითაც ითხოვენ არ შეეზღუდოთ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. საელჩოში მისულ ემიგრანტებს კარი ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოს კონსულმა, პაატა პაპუაშვილმა გაუღო, კართანვე მოისმინა საკითხი და ჩაიბარა წერილი, რომელსაც ხელს აშშ-ში მოქმედი 9 დიასპორული ორგანიზაცია აწერს. „ქართული სათვისტომო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთხმად განვაცხადეთ იმ …