დაპირისპირება რუს გენერლებში იწვევს არეულობას, დალაგებულები არც აქამდე იყვნენ – ინტერვიუ

„პაუზის გარეშე რუსები სრულიად გამოფიტული მიუახლოვდებიან კულმინაციას,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, რუსეთმა შესაძლოა პირდაპირ ოკუპირებული ტერიტორიების დაცვა დაიწყოს და პოლიტიკური ვაჭრობა გაააქტიუროს, თუმცა განახლების გარეშე ესეც გაუჭირდებაო, ამბობს ვახტანგ კაპანაძე. გადამდგარი გენერალ-მაიორის ინფორმაციით, რუსი გენერლები, რომლებიც ახლა უკრაინაში იბრძვიან, გერასიმოვს აღარ უსმენენ – რუსეთის გენშტაბის უფროსს. ვახტანგ კაპანაძის აზრით, ამჯერად თავდაცვის …

„ბიძინას შეგინებისთვის პოლიციელმა პლასტმასის ბოთლი თავში მირტყა“ – მოქალაქე

„ბიძინას შეგინებისთვის პოლიციელებმა პლასტმასის ბოთლი თავში მირტყეს“, – ამბობს ბათუმელი ლადო ჩიბურდანიძე. მისი თქმით, წუხელ პოლიციელებმა ბათუმის მე-3 განყოფილებაში მასზე ფიზიკურად იძალადეს, აგინეს და ე.წ. ქურდული ლექსიკით შეურაცხყვეს. ლადო ჩიბურდანიძე სამოქალაქო აქტივისტია – 2022 წლის აპრილში მან მეგობრებთან ერთად ბათუმში მყოფი რუსეთის მოქალაქეებისთვის სპეციალურად ჩაწერა ხმა და ბულვარსა და ქუჩებში მოსეირნე რუსეთის მოქალაქეებს ასმენინებენ. „პუტინ …

ბათუმში მოტოციკლეტი 8 წლის ბავშვს დაეჯახა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მოტოციკლეტი 8 წლის ბავშვს დაეჯახა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ბავშვი თავის ზედაპირული ტრავმით გადაიყვანეს ბათუმის იაშვილის სახელობის კლინიკაში. „ბათუმელები“ იაშვილის კლინიკას დაუკავშირდა, თუმცა აქ არ აზუსტებენ ინფორმაციას ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. შინაგან  საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად.

„საქართველომ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ“ – ღარიბაშვილი ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე

„საქართველომ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ… ჩვენს ქვეყანას სამუდამოდ კარი გაუხსნეს ევროპაში. პირდაპირ იქნა ჩაწერილი, რომ მიენიჭა ევროპული პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა,“ – აღნიშნა დღეს, 24 ივნისს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროპული პერსპექტივა დაადასტურა ევროკავშირმა. ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე ყურადღება გაამახვილა პოლიტიკური პოლარიზების დასრულებისთვის მზაობაზე, რაც ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან პირველი …

ნათია კაპანაძემ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა

დღეს, 23 ივნისს ნათია კაპანაძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა. ის აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორია, იმპიჩმენტის წესით გათავისუფლეს და ამჯერად მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. ნათია კაპანაძე სასამართლოში ითხოვს უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას და დირექტორის პოზიციაზე სასამართლო დავის მიმდინარეობისას გამოცხადებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობას. „…სასამართლომ დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში …

„ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა“ – დისკუსია ბათუმში დღეს საღამოს

ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა საქართველოს ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით – ამ თემაზე დღეს, 23 ივნისს დისკუსიას შეგიძლიათ დაესწროთ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. შეხვედრის სპიკერები იქნებიან: მწერლები დათო ტურაშვილი და ლაშა ბუღაძე, ასევე „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი – გიორგი მშვენიერაძე. დისკუსიის ორგანიზატორია საზოგადოებრივი მოძრაობა „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“. დისკუსია საღამოს 8 საათზე დაიწყება. მისამართი: 26 მაისის ქუჩა #31 ___ ევროპარლამენტმა, …

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მან ხარაგაულის ოფიციალური გვერდიდან პრეზიდენტი დაწყევლა

ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქპოსტზე ხარაგაულის საკრებულოს ოფიციალური გვერდიდან დაწერილი შეურაცხმყოფელი ტექსტის ავტორი თვითონ არის. „შხამად გექცეს, რაც შენთვის ვიწვალე და ვიშრომეთ ქ.ნო სალომე. დღეს პრემიერის გამოსვლაც დაამუნათე, შენს რეზიდენციაში იმდენი ქმრის ნათესავები გყავს, იმათ მაინც დაუჯერე, ყოველ შენს გამოსვლაზე, სისულელეებს აბრეხვებ, დაოკდი რა… ოცნებას და ბიძინას დილა …

მთავრობამ პირდაპირ უნდა თქვას, კისერიც უტეხია ევროპასო, ან ყველაფერს გააკეთებს – ინტერვიუ

„ძველი ფირფიტა უკრავს ჯერ, რომელიც ჯერ კიდევ ტრიალებს,“ – ეს ასოციაცია აქვს პუბლიცისტ ზაალ ანდრონიკაშვილს, რომელიც პოლიტიკური ლიდერების გამოსვლებს ადევნებს თვალს. მისი აზრით, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა დღეს, 22 ივნისს, პარლამენტში უფრო აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას. რა რესურსი რჩება იმისთვის, რომ  პოლარიზების მაჩვენებელი საქართველოში შემცირდეს და პოლიტიკური პარტიები „მიშელის შეთანხმებას“ მიუბრუნდნენ? …

„ჭოროხთან მისასვლელ გზასაც არ აკეთებს მთავრობა“ – ენმ-ს ბრიფინგი ადგილზე, სადაც გუშინ კაცი დაიხრჩო

„უკანონოდ მოიპოვებენ ქვიშა-ხრეშს ჭოროხზე, მთავრობა კი, ჭოროხის მიმდებარედ გზასაც არ აკეთებს, საფრთხის წინაშეა მოსახლეობა“, – განაცხადა დღეს, 22 ივნისს, მიშა ბოლქვაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. მან ბრიფინგი გამართა ჭოროხის სანაპიროზე, სადაც გუშინ, 21 ივნისს, ახალგაზრდა კაცი მდინარეში დაიხრჩო. ჯერჯერობით დადგენილი არ არის კაცის დაღუპვის მიზეზი, თუმცა ფაქტია, რომ მდინარე ჭოროხის სანაპიროზე ამ დრომდე …

ბათუმის სტადიონზე პოლიციელებმა მოქალაქეზე იძალადეს

ბათუმის სტადიონზე პოლიციელები მოქალაქეს დამამცირებლად მოექცნენ და ფიზიკურად შეეხნენ – თმაში მოქაჩეს და თავში ხელი ურტყეს. ინციდენტის ამსახველ ვიდეოს ონლაინ მედიაპლატფორმა „მაუწყებელი“ ავრცელებს. შემთხვევა მოხდა წუხელ, 21 ივნისს, როცა ბათუმის „დინამო“ თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოსთან“. გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ რამდენიმე პოლიციელი მაყურებელთა ფლიგელში დგას, მათგან ორი ფიზიკურად, დამამცირებლად ეხება ახალგაზრდას და ძალის გამოყენებით სტადიონიდან გაჰყავთ მაშინ, …

2 პირი დააკავეს ბათუმში TV პირველის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე

TV პირველის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს, 21 ივნისს, განაცხადეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს  სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, რაც ითვალისწინებს ადამიანის დევნას მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. „ჟურნალისტების უფლებების და მათი პროფესიული საქმიანობის დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია,“ …

„ოცნების“ შემწირველ ბიზნესმენს გზას უგებენ, გზის დაგებისთვის მოგებაც მასვე დარჩება

„მე ვინ მიკეთებს გზას? ეს არის ხალხის ბიზნესი, სოფლის ბიზნესი,“ – გვიპასუხა ბიზნესმენმა გიორგი ჭყონიამ, რომელმაც ქობულეთში, სოფელ ზედა კვირიკეს ტყეში კოტეჯები ააშენა და ამჯერად კოტეჯებამდე მისასვლელ გზას აკეთებს ბიუჯეტის ფულით. გზას ზედა კვირიკეში კომპანია „გზა“ აგებს. ეს კომპანია ბიზნესმენ გიორგი ჭყონიას ეკუთვნის ისევე, როგორც კომპანია „შატო კვირიკე“, რომლის საკუთრებაცაა 20 კოტეჯი კვირიკეს ტყეში. გიორგი …

მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც ჭოროხმა გაიტაცა

ახალგაზრდა კაცი, რომელიც დღეს დილით მდინარე ჭოროხმა გაიტაცა, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. მერაბ ღოღობერიძის თქმით, რომელიც დაღუპულის ოჯახის ახლობელია, ახალგაზრდა კაცი მდინარეში ჯართს აგროვებდა, როცა ის ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა. მდინარე ამ მონაკვეთში პერიოდულად დიდდება, როცა თურქეთის მხარეს არსებული კაშხლების რეზერვუარიდან მდინარის წყალს უშვებენ. სავარაუდოდ დღესაც მსგავსი შემთხვევა იყო. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჰესიდან გაშვებული …

ჭოროხმა კაცი გაიტაცა, მას მაშველები ეძებენ

მდინარე ჭოროხმა კაცი გაიტაცა, მას ამ წუთებში მაშველები ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება. მერაბ ღოღობერიძის თქმით, რომელიც ოჯახის ახლობელია, კაცი მდინარის კალაპოტში ჯართს აგროვებდა. მთავარი ფოტო: ჭოროხში მაშველები დაკარგულ კაცს ეძებენ, მერაბ ღოღობერიძის ფოტო  

რამ მოგვიყვანა ჩვენ აქ დღეს? – ბათუმელი ექიმის მიმართვა აქციაზე 

ბათუმში გამართულ აქციაზე „შინ, ევროპისკენ“ შეკრებილებს დღეს, 20 ივნისს მიმართა ექიმმა ჯამბულ მაკარაძემ. გთავაზობთ ნაწილს მისი გამოსვლიდან: „ბევრი სათქმელი გვაქვს დღეს თითოეულ ჩვენგანს, მაგრამ ვეცდები, რომ კონკრეტულად კითხვა დავსვა და თავადვე ვუპასუხო: რამ მომიყვანა მე, რამ მოგვიყვანა ჩვენ აქ დღეს? პირველ რიგში, ჩვენ აქ ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა მოგვიყვანა, ჩვენი ოჯახების სიყვარულმა, ჩვენ აქ მოგვიყვანა ერთმანეთის …

„ოცნებამ“ თავისი ამომრჩეველი ვეღარ უნდა მოატყუოს“ – რა დრო სჭირდება კლანის დაშლას

„რეფორმა და კლანური მმართველობა ერთმანეთთან თავსებადი არ არის,“ – მიიჩნევს ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი და „სასამართლოს გუშაგი“ ხელმძღვანელი რეკომენდაციებზე, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს გაუწერა, მათ შორის, სასამართლო სისტემის ნაწილში. ნაზი ჯანეზაშვილის აზრით, ხელისუფლება, პირველ რიგში, სასამართლო კლანის არსებობას უნდა დაუპირისპირდეს, თუ მას გაუჩნდება ნება, რეალურად დაუახლოვდეს ევროპას და რეფორმები ფორმალური არ იქნება –  …

გონიოში მსუბუქი ავტომანქანა ტრაილერს დაეჯახა

ბათუმში, გონიოში, მსუბუქი ავტომანქანა ტრაილერს დაეჯახა. შემთხვევა წუხელ მოხდა. თვითმხილველის თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი დაშავდა, რომელიც ავტომანქანაში მარტო იჯდა. მას კლინიკაში გადაყვანა არ დასჭირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, დაწყებულია ადმინისტრაციული საქმისწარმოება. მთავარი ფოტო: ავტოსაგზაო შემთხვევა გონიოში, მერაბ ღოღობერიძის ფოტოები

რუსეთმა მიიღო უკრაინა, რომელიც დღითიდღე ძლიერდება – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„კუნძულ ზმეინთან რუსები ცდილობენ თავიანთი ხომალდები ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებისგან დაიცვან და გარკვეულწილად „მასკვას“ როლი შეასრულონ, რომელიც უკრაინელებმა ჩაძირეს“, – დასკვნებს გვიზიარებს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. რუსული გემის ჩაძირვამდე კი, უკრაინელმა სამხედროებმა კუნძულ ზმეინთან მიახლოებულ რუს სამხედროებს უთხრეს ცნობილი ფრაზა „რუსკი კარაბლზე“. ვახტანგ კაპანაძის აზრით, რუსებმა პრაქტიკულად უკვე აიღეს ოპერატიული პაუზა და ძირითადად დაკავებული ტერიტორიების დაცვას ცდილობენ. …

ბათუმში ფინანსურ დავებს „კანონიერი ქურდები“ განიხილავდნენ, საქმეშია ლავასოღლი

ქურდული სამყაროს წევბრობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში 8 პირი დააკავა, ხოლო ერთ პირს დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა. საქმეშია მინდია ლავასოღლიც. გამოძიების ვერსიით, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრები „ფინანსურ დავებს“ განიხილავდნენ. ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს, 17 ივნისს, გაიმართა. დააკავეს ე.წ. კანონიერი ქურდის რომან ხმალაძის, მეტსახელად „რომა ბათუმსკის“ ძმა, ასევე დ.ქ. მეტსახელად „დუკა“, ე.წ. კანონიერი ქურდის ასლან …

რას ამბობს ბათუმში მყოფი ამერიკელი მოსამართლე ქართველ კოლეგებზე

„მოსამართლე შესაბამისი ხასიათით“ – ეს ფრაზა რამდენჯერმე ახსენა ამერიკელმა მოსამართლე ჯეიმს რედვაინმა „ბათუმელებთან“ ინტერვიუს დროს, როგორც აუცილებელი პირობა სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. ბათუმში მყოფი ამერიკელი მოსამართლის მოსაზრებით დავინტერესდით: რატომ არ გამოდის საქართველოში მოსამართლეების დამოუკიდებლობა, ვის გასაძლიერებლადაც დასავლეთი წლებია მილიონებს ხარჯავს, შედეგად კი, „კლანი გაძლიერდა,“ – როგორც ეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ჩაიწერა. რამდენიმე დღეა ჯეიმს რედვაინი ბათუმის …

„ოცნებას“ ახლა მოუწევს ამტკიცოს, რომ ევროპა ცუდია და ჩვენ კარგები, რაც გაუჭირდება – ინტერვიუ

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი მიიჩნევს, რომ ამ დღეებში მკაფიოდ გამოჩნდება, რამდენად არის საქართველოში საზოგადოების გააზრებული არჩევანი ის, რაც აქამდე გამოკითხვებში არაერთხელ გამოჩნდა – მოსახლეობის 80 პროცენტი ირჩევს ევროინტეგრაციას. იაგო კაჭკაჭიშვილს ვკითხეთ – რა ეფექტი აქვს ფარდის ახდას ხელისუფლებაზე, რომელიც უკვე აღარ მალავს ანტიდასავლურ განწყობას? „ვიმუქრებით ფარდით ახდით, მაგრამ ფარდა უკვე ჩვენზეა ახდილი“ – ღარიბაშვილისგან დაანონსებულ ფარდის …

კიდევ ერთი რუსი მეწილე ეყოლება კომპანიას, რომელიც ტელეარხებს ავრცელებს საქართველოში

კომპანიას, რომელიც საქართველოში სატელევიზიო არხების სიგნალს ექსკლუზიურად ავრცელებს და, მათ შორის, რუსულ პროპაგანდისტულ არხებს, კიდევ ერთი რუსი მესაკუთრე ეყოლება. კომპანია „სტერეო +“-ის წილის 15 პროცენტის მესაკუთრე ელენა ხახალევა ხდება, ის წინა წლებში რუსეთის ფედერაციაში მოსამართლე იყო. ამ წილის შეძენაზე თანხმობის საკითხს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია 16 ივნისის სხდომაზე განიხილავს. ელენა ხახალევა ბიზნესმენ რობერტ ხახალევის ცოლია, რომელიც …

14 ნარკორეალიზატორი დავაკავეთ, მათ შორის, აჭარაში – შსს

14 ნარკორეალიზატორი დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში. დაკავებულებს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენას, შენახვას და გასაღებას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მათ 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელით. „მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ჰყიდდნენ. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღებისთვის …

სტუდენტი, რომელსაც მშენებლობიდან ძელი დაეცა, სამუშაოდ მიდიოდა – ვინ არის დამნაშავე 

„მარკეტში მისი მორიგეობა იწყებოდა 5 საათზე და იქ მიდიოდა ფეხით, როცა ეს ამბავი მოხდა,“ – ამბობს ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე დაშავებული 20 წლის გიორგის და [რადგან ოჯახის სხვა წევრებმა გიორგის შემთხვევის შესახებ არ იციან, დაშავებულის ოჯახის წევრის ვინაობას არ ვასახელებთ – რედ]. გიორგის კეფაში მოხვდა მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნილი ხის ძელი და გონება ადგილზე დაკარგა. გიორგი ამ …

„სავალალოდ გამოიყურება“ – საკონსტიტუციოს ექს-მოსამართლე ნიკა გვარამიას საქმეზე

„ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის ბრალდების საქმეზე განაჩენი არის დაუსაბუთებელი ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით,“ – მიიჩნევს მაია კოპალეიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე. მან „ნიკა გვარამიას საქმეზე“ სამართლებრივ შეფასება დღეს, 13 ივნისს გამოაქვეყნა. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 220-ე მუხლის [უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება] შინაარსი არასწორად განმარტა მოსამართლემ და გასცდა მის ფარგლებს გადაწყვეტილება/განაჩენის დასაბუთება, მათ შორის, გულისხმობს, რომ ნორმათა …

„ორბის“ ბეტონის ქარხანა ბათუმში 50 ათასი ლარით დააჯარიმეს და გააჩერეს

„დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობა,“ – განაცხადეს შრომის ინსპექციის პრესცენტრში ბათუმის ბეტონის ქარხნის შესახებ, სადაც მუშაობა უკვე შეაჩერეს. შრომის ინსპექციამ კომპანია „ორბი ჯგუფის“ მიერ ზღვის პირას მოწყობილ ბეტონის ქარხანაში მუშაობის დაწყებიდან 5 წლის შემდეგ დაადასტურა პრობლემის არსებობა. „დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობა შრომის უსაფრთხოების კუთხით, დაჯარიმდა 50 ათასი ლარით… სამუშაოები შესაძლოა თუ გამოსწორდება მითითებული პრობლემები, რის გამოც კომპანიას მიეცა …

მძიმეა 20 წლის კაცის მდგომარეობა, რომელსაც თავში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი მოხვდა

„მისი მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული,“ – გვითხრეს კლინიკა BAU-ში, სადაც მოათავსეს 20 წლის დაშავებული კაცი. მას დღეს, 12 ივნისს, სავარაუდოდ მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი თავში მოხვდა, როცა ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ფეხით მიდიოდა. თვითმხილველის თქმით, ფეხით მიმავალ ახალგაზრდა კაცს DS გრუპის მშენებლობიდან ჩამოვარდნილი საგანი დაეცა. ბიჭმა გონება დაკარგა და ის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. BAU-ს …

ხმოვანი აღმოჩნდა პისტოლეტი, რომლითაც ბანკის დაყაჩაღება სცადეს – რას ამბობს ბრალდებული

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა ბათუმში ბანკის დაყაჩაღებას ედავება. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12 ივნისს გაიმართა. საუბარია 10 ივნისს მომხდარ ამბავზე – როცა ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებულმა თავდამსხმელი შევიდა. ის სალაროს გახსნას ითხოვდა. მან სცადა მძევლის აყვანაც იარაღის მუქარით, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან ბანკის სხვა თანამშრომლებმა …

ქარის გამო სავარაუდოდ მშენებლობიდან ჩამოვარდნილი საგანი კაცს დაეცა, ის დაშავდა

ქარის გამო, ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე მოქალაქე მშენებლობიდან სავარაუდოდ ჩამოვარდნილი ნივთის დაცემის შედეგად დაშავდა. თვითმხილველების თქმით, ფეხით მიმავალ ახალგაზრდა კაცს DS გრუპის მშენებლობიდან ჩამოვარდნილი საგანი დაეცა. ბიჭმა გონება დაკარგა და ის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნილი საგნების შედეგად დაზიანდა ავტომანქანაც, რომელიც მუნიციპალური ინსპექციის საკუთრებაა. მანქანაში მსხდომების დაზიანების შესახებ „ბათუმელები“ ინფორმაციას არ ფლობს. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის …

პლაჟის მეიჯარეებმა ბათუმში აქცია გამართეს, ისინი აუქციონის გაუქმებას ითხოვენ

„აუქციონი თუ ჩატარდება, ვერ გავიმარჯვებთ, წინა წლებში კი, როცა პანდემია იყო, ჩვენ არ ჩავაგდეთ ტურისტული სეზონი, ვიმუშავეთ, ახლა კონკურენტუნარიანი აღარ ვართ“, – ამბობს ბექა გუგუნავა. ის პლაჟის მეოიჯეარია ბათუმში და ზაფხულოლობით შეზლონგებს აქირავებს. დღეს, 12 ივნისს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ პლაჟის მეიჯარეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მოითხოვეს, აუქციონის ნაცვლად მათთან ისევ პირდაპირი ხელშეკრულებები გაფორმდეს. …

არსებობს მე-3 სცენარიც: ივანიშვილი ცვლის პრემიერს და ეს მეხამრიდის როლს ასრულებს – ინტერვიუ

„ფიქრობენ, რომ როგორც ადრე, ახლაც მანიპულაციებით მოახერხებენ ამის მოკვარახჭინებას: ჩაახშეს არაერთი პროტესტი, გადაიბირეს, დააშინეს, დაიჭირეს, ახლა ფიქრობენ, რომ როგორმე ამ პრობლემასაც გადალახავენ, მაგალითად, ომის თემის შემოტანით. ამას ფიქრობს სავარაუდოდ ღარიბაშვილი და ივანიშვილი, მაგრამ რას ფიქრობს ხალხი, ეს უკვე მალე გამოჩნდება,“ – მიიჩნევს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, არმაზ ახვლედიანი. მას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის დღეს, 11 ივნისს გაკეთებული …

უკრაინელებმა უკვე გადალახეს მდინარე ინგულეცი და შექმნეს ერთგვარი პლაცდარმი – ინტერვიუ

„უკრაინელებმა უფრო ფართო სურათიდან უნდა შეხედონ ვითარებას“, – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე სევეროდონეცკში ბრძოლების გაჭიანურებაზე. მას ამაოდ მიაჩნია უკრაინის მცდელობა აქ, როცა მდინარის მეორე ნაპირზე ლისიჩანსკია მაღალი ნაპირით და დასაცავია სლავიანსკი-კრამატორსკის მიმართულება, რასაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დონბასისთვისო, გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი. ვახტანგ კაპანაძე დარწმუნებულია, რომ სევეროდონეცკის შემდეგ რუსეთი ოპერატიულ პაუზას აიღებს და ომის მესამე ეტაპზე …

„ისე ნუ წარმოვაჩენთ, თითქოს სასწაულს კარგავს ქვეყანა“ – ირაკლი ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსზე

„ისე ნუ წარმოვაჩენთ, თითქოს სასწაულს კარგავს ქვეყანა,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 11 ივნისს, როცა მან ჟურნალისტებთან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ისაუბრა. პრემიერმა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მნიშვნელობის გაუფასურება აქტიურად სცადა ევროკავშირის კრიტიკული რეზოლუციის და ამჯერად უკვე საქართველოს პრეზიდენტისგან საქართველოს მთავრობის კრიტიკის შემდეგ. პრემიერი არც იმას მოერიდა, რომ ევროკავშირი რეზოლუციაში ტყუილების ჩაწერაში დაედანაშაულებია. „ასეთ რეზოლიციას …

„პრეზიდენტი ქვეყნის მტრების ნარატივში ჩაჯდა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„მავნებელი, დესქტრუქციული ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებების ნარატივში ჩაჯდა… პრეზეიდენტი იმყოფებოდა გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ეს განცხადებაც პრეზიდენტმა გააკეთა ბრიუსელიდან, თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდეტს და არ უშვებს არსად, მაშინ ის ევროიპის დედაქალაქში როგორ აღმოჩნდა?“ – ამბობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. იგი დღეს, 11 ივნისს  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განაცხადს გამოეხმაურა – სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას მთავრობამ ევროპის ქვეყნეში …

„არ უნდა გადავყვეთ ივანიშვილს“ – პრეზიდენტს მთავრობამ ევროპაში ვიზიტები შეუჩერა

„მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში: არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს,“ – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. დღეს, 10 ივნისს, მან განაცხადა, რომ ბრიუსელში იმყოფება და საქართველოს მთავრობამ მას ოფიციალური ვიზიტის გაგრძელებაზე უარი უთხრა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მას საშუალება არ მისცეს დაიცვას საქართველოს პოზიცია ევროკავშირის კანდიდატის …

უფრო მეტ ადამიანს მოუსმენენ – თვალთვალის ახალი წესი „სუს-ის ფაილების“ სკანდალის შემდეგ

„…სულაც არ გამოვრიცხავ, იქ, სადაც ადამიანებს უსმენენ, იგივე „სუს-ის ფაილების“ სკანდალის შემდეგ, ყოფილიყო პროტესტი, რომ უკანონოდ აღარ მოუსმენდნენ, ამ ცვლილებით კი, მასშტაბი ფართოვდება – უფრო მეტ ადამიანს მოუსმენენ და თან კანონის სახელით“, – ამბობს ლონდა თოლორაია. ის ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორია, რომელიც იმის გამო, რომ უკანონოდ ფარულ მოსმენებსაც ხშირად აპროტესტებდა, დღეს აქვს სტატუსი  – „ყოფილი“. ლონდა …

Exit mobile version