„ქართული ოცნება“ ჭირვეული ბავშვივით იქცევა… ასეთი ტონით საუბარი არ შეიძლება,“ – ასეთია პოლიტოლოგის და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის, კორნელი კაკაჩიას შეფასება ირაკლი კობახიძის ბრიფინგზე. პოლიტოლოგის დაკვირვებით, ევროკავშირის რეზოლუციიდან მკაფიოდ ჩანს კონკრეტული პრობლემები, რაც ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. „ქართული ოცნება“ კი ცდილობს, საზოგადოება დააჯეროს, რომ თუკი კანდიდატის სტატუსზე უარს გვეტყვიან, ეს საქართველოს ხელისუფლების ბრალი არ იქნება. …
Author Archives: ჯაბა ანანიძე
„თუ გამამტყუნებს სასამართლო, დავანგრევ“ – ყოვლისშემძლე „ორბის“ გავლენები
„ურთულესი სიტუაციააა….! წუხელ მთელი ღამე ცემენტს ამუშავებენ ამ შუა ქალაქში. მხოლოდ იმას ვითხოვთ 12 საათის მერე მაინც შეწყდეს. არა ვართ არც მშენებლობის და არც განვითარების წინააღმდეგი. მხოლოდ შუა ღამისას შეწყდეს ეს ხმაური. არ აღვწერ დანარჩენს რასაც განვიცდით. დაგვეხმარეთ, გთხოვთ!!!!!“ – ამ სიტყვების ავტორი წუხანდელ, 6 ივნისის ვითარებას აღწერს „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ შეტყობინებაში. ის კომპანია „ორბის“ ქარხნის …
Continue reading “„თუ გამამტყუნებს სასამართლო, დავანგრევ“ – ყოვლისშემძლე „ორბის“ გავლენები”
„დავაი, დაახვიეთ… თქვე ჭორიკნებო“ – თორნიკე რიჟვაძე უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს
„შემეხებით, შეგეხებით,“ „ბანდიტი ხართ, ყაჩაღი“, „დავაი, დაახვიეთ“ „ჭორიკნები ხართ“, „ლოთები ხართ“ – ეს ფრაზები დღეს, 7 ივნისს, თორნიკე რიჟვაძემ თქვა სხდომაზე, რომელსაც წესით და რეგლამენტით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში ერქვა აჭარის უმაღლესი საბჭოს წინაშე. იმისთვის, რომ თორნიკე რიჟვაძეს ანგარიშვალდებულების და კრიტიკული კითხვების გამო რამე უხერხულობა არ შეჰქმნოდა, უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრები დაირაზმნენ, ოპოზიციის პოზიციები აბუჩად …
Continue reading “„დავაი, დაახვიეთ… თქვე ჭორიკნებო“ – თორნიკე რიჟვაძე უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს”
ჩაქვში მგზავრებით სავსე ავტობუსი თხრილში გადავარდა – დაშავდა 1 პირი
დღეს, 6 ივნისს, ჩაქვში მგზავრებით სავსე მუნიციპალური ავტობუსი თხრილში გადავარდა. ავტობუსი ბათუმის-ჩაქვის სამარშრუტო ხაზზე მოძრაობდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი მგზავრი მსუბუქად დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ პრესცენტრის ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და მას მაღალი არტერიული წნევა დაუფიქსირდა. „ავტობუსიც დაზიანდა, თუმცა მისი აღდგენა მალე იქნება შესაძლებელი,“ – გვითხრეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“. გადაყირავებული ავტობუსი …
Continue reading “ჩაქვში მგზავრებით სავსე ავტობუსი თხრილში გადავარდა – დაშავდა 1 პირი”
სარაგბო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა
საქართველო სარაგბო ჩემპიონატის ფინალი „ბათუმის“ გამარჯვებით დასრულდა. სარაგბო კლუბი „ბათუმი“ 2021-2022 წლის ჩემპიონია. გადამწყვეტ თამაშში „ბათუმმა“ ბოლნისის „ყოჩები“ დაამარცხა ანგარიში 23:14. სარაგბო კლუბი „ბათუმი“ უკვე მეოთხედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. სარაგბო კლუბის ისტორია 1990 წლიდან იწყება. მაშინ მას „დელფინები“ ეწოდებოდა. კლუბში გაწევრიანებული იყო 16 წლიდან 20 წლამდე ასაკის 40 ბათუმელი ახალგაზრდა. გუნდმა 1996 წლამდე ითამაშა საქართველოს …
Continue reading “სარაგბო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა”
საოცრება ხდება რუსეთის გენშტაბში, მე-3 ეტაპზე უკრაინამ უნდა დაასწროს კონტრდარტყმა – ინტერვიუ
„სისწრაფე“ და „რაოდენობა“ – ორ ფაქტორს გამოყოფს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „ლენდ-ლიზის“ მიწოდების პროცესში, რამაც უკრაინის ბედი უნდა განსაზღვროს. ის განმარტავს, რატომ არის მნიშვნელოვანი სისწრაფესთან ერთად მიწოდებული სამხედრო აღჭურვილობის რაოდენობაც, რომ საცეცხლე ზემოქმედების კუთხით უკრაინამ უპირატესობის მოპოვება შეძლოს. „ივლისის შუა რიცხვებში გამოჩნდება, რა მოხდება უკვე ომის მესამე ფაზაზე… აგვისტოს ბოლოს, სექტემბრისთვის უკრაინამ უნდა დაასწროს რუსეთს …
38 000 ლარით დააჯარიმა ენმ-ს წევრები ბათუმში მოსამართლე გოგუაძემ ქუჩის გადაკეტვისთვის
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ბათუმში ქუჩის კარვებით გადაკეტვისთვის 6 მაისის აქციის მონაწილეები 2 -2 ათასი ლარით დააჯარიმა, რამდენიმე მონაწილე კი – 3500 ლარით. 24 ოპოზიციონერის ადმინისტრაციული წესით დაკავებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ დღეს, 3 ივნისს, მიიღო. „სასამართლომ ჩათვალა, რომ არ გვქონდათ სამართლებრივი საფუძველი, გზა გადაკეტილიყო“, – უთხრა ოპოზიციონერებს მოსამართლემ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის …
რა აფერხებს ქალს გახდეს სრული პროფესორი - გენდერული უთანასწორობა აკადემიურ სივრცეში
„სურვილი როგორ არ მქონდა, ხომ გაგიგონიათ, ჯარისკაცი რის ჯარისკაცია, გენერლობაზე თუ არ ოცნებობსო. მეც მინდოდა სრული პროფესორობა, მაგრამ…“ – გვითხრა ასისტენტ-პროფესორმა ნუნუ ნაკაშიძემ, რომელიც 1995 წლიდან მუშაობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ერთ-ერთია იმ პროფესორ ქალებს შორის, რომელმაც კარიერული წინსვლა ასისტენტ-პროფესორის საფეხურზე შეაჩერა. საქართველოს მასშტაბით ბევრად მეტი პროფესორი ქალია, ვიდრე კაცი, თუმცა სრული პროფესორები …
რა უთხრა ოზთურქმა მოსამართლეს, მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
მოსამართლე კოტე ჭილაიამ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა მილიონერ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს. სასამართლო სხდომა დღეს, 2 ივნისს ჩატარდა. გალიფ ოზთურქი გუშინწინ, 31 მაისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა. იმის მიუხედავად, რომ გამოძიება გუშინწინ ფინანსურ დანაშაულებზე საუბრობდა, დღეს, 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავებიან – სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს …
Continue reading “რა უთხრა ოზთურქმა მოსამართლეს, მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს”
ბიზნესმენ ოზთურქს ბრალი მხოლოდ ნარკოდანაშაულზე წარუდგინეს
საქართველოს მოქალაქეს, მილიონერ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს, რომელიც გუშინწინ, 31 მაისს, ბათუმში სპეცოპერაციით დააკავეს, ბრალი მხოლოდ ნარკოდანაშაულის მუხლით წარუდგინეს. გალიფ ოზთურქი საქართველოში არაერთ კომპანიას ფლობს „მეტრო ჰოლდინგის“ ქოლგის ქვეშ. ოზთურქის ადვოკატის, დავით ჩავლეიშვილის თქმით, ბრალდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად წარუდგინეს, რაც გულისხმობს „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, …
Continue reading “ბიზნესმენ ოზთურქს ბრალი მხოლოდ ნარკოდანაშაულზე წარუდგინეს”
რატომ გააპარა აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი მოსამართლემ – 24 ოპოზიციონერის დაკავების საქმე
დაანონსებული ქუჩის აქციების და სხვა პოლიტიკური აქტივობის ნაცვლად, უკვე მერამდენე დღეა ოპოზიცია სასამართლო სხდომებს ესწრება. დღეს, პირველ ივნისს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების: გია აბულაძის, გიორგი კირთაძის და ლევან ანთაძის, ასევე ბათუმის საკრებულოს წევრის ილია ჯინჭარაძის და ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის – მერაბ ვარშალომიძის საქმე განიხილა. დღესვე სასამართლოს ჩვენება მისცა მოწმის სახით დაბარებულმა დავით …
ხელვაჩაურში „ალტ-ინფოს“ პრორუსულ პარტიას ოფისი დაატოვებინეს, პარტია უარყოფს
ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, „ალტ-ინფოს“ პრორუსულ პარტიას – „კონსერვატიულ მოძრაობას“ ოფისი დაატოვებინეს. მესაკუთრის თქმით, პარტიის წარმომადგენლებმა ოფისი უკვე დატოვეს. „არ ვიცოდი ვინ იყვნენ, მერე ვნახე ინტერნეტში, „ალტ-ინფო“ ყოფილა, რაც არ მიმაჩნია ნორმალურად,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ როლანდ ფუტკარაძე, უძრავი ქონების მესაკუთრე, სადაც პარტიის ოფისი დაახლოებით ორი თვის წინ გაიხსნა. „თვეში 1600 ლარს მიხდიდნენ, მაგრამ აგვიანებდნენ გადახდას. …
Continue reading “ხელვაჩაურში „ალტ-ინფოს“ პრორუსულ პარტიას ოფისი დაატოვებინეს, პარტია უარყოფს”
ვინ [ვერ] მიიღებს ბინას „ოცნების ქალაქში“ – აჭარის მთავრობამ კრიტერიუმები განსაზღვრა
„კომისიამ მთავრობის და ასევე, სხვა მხარეების ჩართულობით შეიმუშავა განაწილების საბოლოო კრიტერიუმები, რომელიც ადგენს საკმაოდ სამართლიან სტანდარტს,“ – განაცხადა დღეს, 30 მაისს, აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით. მანამდე კი, მან ბათუმის საკრებულოს პირველ შეკრებაზე გააკეთა აქცენტი. ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ასეულობით ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხი კიდევ ერთხელ …
ირაკლი კუპრაძის ნაცვლად ბათუმის საკრებულოში ვაჟა დარჩია შევა „ლელოდან“
ირაკლი კუპრაძის ნაცვლად ბათუმის საკრებულოში „ლელოდან“ ვაჟა დარჩია იმუშავებს. ის ადგილობრივი თვითმმართველობის წინა არჩევნებზე „ლელოს“ პარტიული სიის მეორე ნომერია, სიის პირველმა ნომერმა, ირაკლი კუპრაძემ კი, დღეს, 30 მაისს, ბათუმის საკრებულოს წევრის მანდატი დატოვა. „საკრებულოს შემდეგ სხდომას დავესწრები უკვე. ირაკლი კუპრაძემ მიიღო პერსონალური გადაწყვეტილება, რასაც ვეთანხმებით, თუმცა მანდატის და ტრიბუნის გამოყენებას ვაპირებთ,“ – აღნიშნა ვაჟა დარჩიამ …
Continue reading “ირაკლი კუპრაძის ნაცვლად ბათუმის საკრებულოში ვაჟა დარჩია შევა „ლელოდან“”
გახარიას პარტიიდან წასული დეპუტატი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა
ირაკლი თავდგირიძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს. ის ბათუმის საკრებულოს წევრი გახდა გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“, თუმცა მან პარტია საკრებულოში შესვლის წინ დატოვა და თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ითანამშრომლებდა. პარტიიდან ირაკლი თავდგირიძის წასვლის შემდეგ გახარიას გუნდმა განაცხადა, რომ „გასაყიდი უნდა გაიყიდოს“. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი 3400 ლარია. დღეს, 30 მაისს, ირაკლი თავდგირიძემ საკრებულოს …
Continue reading “გახარიას პარტიიდან წასული დეპუტატი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა”
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ რამაზ ჯინჭარაძე აირჩიეს
დღეს, 30 მაისს, ბათუმის საკრებულო დაახლოებით ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ შეიკრიბა და თავმჯდომარედ რამაზ ჯინჭარაძე აირჩიეს. მას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი, მათ შორის, 17 წევრი „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, ხოლო ერთი დამოუკიდებელი წევრია. ოპოზიცია დღეს საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდა, გამონაკლისია მხოლოდ აკაკი გვიანიძე პარტიიდან „გახარია – საქართველოსთვის“, თუმცა მას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. რამაზ ჯინჭარაძეს „ქართული …
Continue reading “ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ რამაზ ჯინჭარაძე აირჩიეს”
„შეიძლება ამომრჩეველი გაგვიბრაზდეს“ – ენმ ბათუმის საკრებულოს პირველ სხდომას არ დაესწრება
„პირველ სხდომაში არ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას, რადგან დღის წესრიგით მხოლოდ თანამდებობების გადანაწილებაა გათვალისწინებული. შემდეგ სხდომებს დავესწრებით,“ – განაცხადეს დღეს, 30 მაისს, ბათუმის საკრებულოს წევრებმა ენმ-დან ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე. მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ კანონი შეცვალა და მას პარლამენტში ენმ-მაც დაუჭირა მხარი, ბათუმის საკრებულო თითქმის ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ იკრიბება. „გულდასაწყვეტია, რომ …
აჯობებს უკრაინელებმა დროულად გამოიყვანონ დანაყოფები შესაძლო ალყის ზონებიდან – ინტერვიუ
რუსი ოკუპანტების ერთ წერტილში კონცენტრაციის შესამცირებლად გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ელოდება, რომ უკრაინა ხერსონის და ზაპოროჟიეს მიმართულებით ტაქტიკურ კონტრშეტევას დაიწყებს მალე. ამავდროულად, გადამდგარი გენერალი ამჩნევს, რომ რუსეთის შეტევებში უკვე იგრძნობა ტაქტიკური ადგილების დაკავების მიზანი, რაც უკვე თავდაცვით პოზიციაში უპირატესობის პირობას შექმნის. ვახტანგ კაპანაძე ომში რუსი სამხედროებისგანაც ელის პუტინის წინააღმდეგ სვლას, მათ ეშინიათ გასამართლების და თავის გადარჩენისთვის …
ივანიშვილი ასამართლებს არა კონკრეტულ პერსონებს, არამედ დამოუკიდებლობის იდეას – ინტერვიუ
ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთ კომენტარზე საზოგადოების მწვავე რეაქცია გაახსენდა ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს, როცა მას ვკითხეთ, სად ხედავს საზოგადოების მზაობას, დაიცვას დამოუკიდებლობის იდეა? ის პრემიერის ფრაზას იხსენებს: „ომი უკრაინაშია“, რაზეც საზოგადოებას მკაფიო პასუხი ჰქონდა, რომ ეს საქართველოს ომიცაა და პრემიერი „თავის საქმეებს“ ვეღარ დაუბრუნდება უკრაინის გვერდის ავლით. ზვიად ქორიძისთვის ხალხის რეაქცია ამ კომენტარზე იყო გზავნილი, რომ საქართველოში …
ჩემი ტყვედ აყვანა სურდათ, დაჭრილმა 2 კილომეტრი ვიარე ტყეში – ბათუმელი სტინგერი უკრაინაში
„სროლა რომ ატყდა, ვიფიქრე, ტყეში შევასწრებ-მეთქი, ორი ნაბიჯიღა მაკლდა, როცა ავტომატიდან გასროლილი ბრმა ტყვია მომხვდა,“ – გვიყვება ავთანდილ სურმანიძე. ის მეზენიტე, სტინგერის მსროლელია და უკრაინაში ბრძოლის დროს ფეხში დაიჭრა. ავთანდილ სურმანიძე ამ დროს სტარი სალტოვთან იბრძოდა ხარკოვის ოლქში, სადაც უკრაინელებმა რუსი ოკუპანტების ალყის გარღვევა შეძლეს. ავთანდილ სურმანიძეს ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარეს. ის კიევის ჰოსპიტალშია და …
აჭარის გზების დეპარტამენტის უფროსად მამუკა თურმანიძე დანიშნეს
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს მამუკა თურმანიძე უხელმძღვანელებს. ის 2020 წლიდან ამავე უწყებაში უფროსის მოადგილედ მუშაობდა, მანამდე კი, 2015 წლიდან 5 წლის განმავლობაში მამუკა თურმანიძე სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს აჭარის რეგიონალური მთავარი სამმართველოს მე-2 სამსახურის უფროსი ოპერატიული თანამშრომელი იყო. მამუკა თურმანიძეს 2020 წლამდე მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. სუსში დასაქმებამდე იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში …
Continue reading “აჭარის გზების დეპარტამენტის უფროსად მამუკა თურმანიძე დანიშნეს”
რამდენს იხდიან წელს თურქეთში ჩაის კრეფაზე?
„ჩაის კრეფა ტონაზე 2000 ლირამდე გაძვირდა. გასულ წელს 1200 ლირას ვიხდიდით,“ – ამბობს თურქეთში, დემირისარში მცხოვრები ერჰან ქოსიოღლუ. მას ჩაის პლანტაცია აქვს და მკრეფავებს დღე-დღეზე ისევ საქართველოდან ელოდება. ჩაის კრეფის სეზონი უკვე დაიწყო. ასეულობით ადამიანი საქართველოდან წელსაც თურქეთში მიდის ჩაის საკრეფად. ქართველი მკრეფავების თქმით, თურქული ლირა ისე გაუფასურდა, ჩაის კრეფაში გასულ წელს რასაც უხდიდნენ, წელსაც დაახლოებით …
Continue reading “რამდენს იხდიან წელს თურქეთში ჩაის კრეფაზე?”
„დიახაც, პუტინ ხუილო“ – მოსამართლესთან გაიმეორეს გინება, რისთვისაც 24 ოპოზიციონერი დააკავეს
„გინება სადაა?“- რამდენჯერმე გაუმეორეს კითხვა ოპოზიციონერებმა სამართალდამცველ ვიტალი ზოიძეს, რომელმაც „6 მაისის აქციის დაშლის საქმეზე“ მოსამართლეს სამხრე კამერების ჩანაწერები აჩვენა. შსს-ს მიერ წარმოდგენილ ვიდეომტკიცებულებებში არ ისმის იმ ადამიანების გინება, ვინც სწორედ „უმისამართო გინებისა“ და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო დააკავეს. საუბარია 6 მაისს ბათუმში მოწყობილ ანტისაოკუპაციო აქციაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს. 6 მაისს, ღამით, პოლიციელებმა …
„ჩაქუჩი დაბლა“ – მოსამართლე გოგუაძემ დაკავებული 24 ოპოზიციონერის საქმის განხილვა შეწყვიტა
„ბებია ჰყავს ავად და ვერ შეძლებს გამოცხადებას“, – მიმართა ოპოზიციონერებს სამართალდამცველმა ვიტალი ზოიძემ, რომელსაც ადვოკატმა მირდატ ქამადაძემ კატეგორიულად მოსთხოვა ეთქვა: რატომ აღარ სურს სასამართლოს ჩვენება მისცეს პოლიციელმა იაგო ტაკიძემ, რომელმაც სამხრე კამერით სავარაუდო სამართალდარღვევა გადაიღო და თავად შსს-მ ჩასვა ის ოფიციალურად დასაკითხ მოწმეთა სიაში? საუბარია 6 მაისის ღამით 24 ოპოზიციონერის ადმინისტრაციული წესით დაკავებაზე, მათ შორის …
დუბაის მიმართულებით ბათუმიდან პირდაპირი რეისით ფრენები ივნისიდან დაიწყება
ივნისიდან დუბაი-ბათუმის პირდაპირი ფრენები დაიწყება. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების მართვის დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ინფორმაციით, ავიაკომპანია Fly Dubai კვირაში სამჯერ შეასრულებს რეისს ზაფხულის ტურისტული სეზონის დასრულებამდე. ჯერჯერობით ბილეთის ღირებულება არ არის ცნობილი. წელს ბათუმის აეროპორტიდან ასევე დაემატა პირდაპირი რეისები ქალაქ რიგის მიმართულებით. ამ რეისზე ერთი მიმართულებით ბილეთი 592 ლარი ღირს.
კიდევ რამდენით მოიმატებს საკვებზე ფასი? – ინტერვიუ
„ხაჭაპურის ინდექსი“ აპრილში წინა წლის აპრილთან შედარებით 31 %-ით გაიზარდა. ისევ ძვირდება ის საკვები პროდუქტი, რისგანაც ხაჭაპურის გამოცხობა შეგიძლიათ. საშუალო ზომის ერთი იმერული ხაჭაპურისთვის აპრილში 5 ლარი და 86 თეთრი დაგჭირდებოდათ. რა დაჯდება იგივე ხაჭაპური მაისში? დავით კეშელავა, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ამბობს, რომ ხაჭაპურის ფასი დიდი ალბათობით, მომდევნო თვეებშიც გაიზრდება, მომავალი წლის დასაწყისში …
Continue reading “კიდევ რამდენით მოიმატებს საკვებზე ფასი? – ინტერვიუ”
„ფარული ხარჯვა“ აჭარის ტელევიზიაში – 900 ათასი ლარის შესყიდვა კონკურსის გარეშე
მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში ჟურნალისტების დევნის საქმის გამოძიებაზე პროკურატურამ უარი თქვა, ხოლო სასამართლომ ჟურნალისტების და რედაქტორების საქმის განსახილველად ვერ მოიცალა, დირექტორი უკვე მილიონამდე ლარის სატელევიზიო პროდუქციას უკონკურსოდ, პირდაპირი წესით ყიდულობს. ამისთვის მან დებულება უკვე შეცვალა, რაზეც ბორდმა უსიტყვოდ მოუწერა ხელი. „არ ვყიდულობთ ტენდერით მექანიკურ პროდუქციას, პირდაპირ ვყიდულობთ… რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, …
Continue reading “„ფარული ხარჯვა“ აჭარის ტელევიზიაში – 900 ათასი ლარის შესყიდვა კონკურსის გარეშე”
აფხაზეთის ომის ვეტერანი ზელენსკის გამარჯვებასა და საკუთარ უსახლკარობაზე
„რა დამავიწყებს იმ დღეებს, უკრაინელი ბიჭები ჩვენთან ერთად რომ იდგნენ ავტომატებით ხელში და იბრძოდნენ. ახლაც რომ შემეძლოს, წავიდოდი უკრაინაში,“ – ამბობს აფხაზეთის ომის ვეტერანი და დევნილი აფხაზეთიდან გოჩა ბექაია. მან რუსეთ-უკრაინის ომზე საკუთარი პოზიცია გაგვიზიარა და აფხაზეთის ომი გაიხსენა, სადაც უკრაინელი მოხალისეები იბრძოდნენ. „მოლაპარაკებაო, რომ ახსენებენ, ერთი მითხრან, რომელი შეთანხმება არსებობს, რომელიც რუსეთმა არ დაარღვია? …
Continue reading “აფხაზეთის ომის ვეტერანი ზელენსკის გამარჯვებასა და საკუთარ უსახლკარობაზე”
რა ელით აზოველებს რუსეთში და რა ელის რუსულ ჯარს უკრაინაში – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან
„ომის სახეს ცვლის რუსეთი“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ვისთან ინტერვიუც ჩავწერეთ და ფრონტის ბოლო ამბების შეფასება ვთხოვეთ. იგი დარწმუნებულია, რომ მალე რუსეთი ძირითადად თავდაცვით პოზიციას დაიკავებს უკრაინის ოკუპირებულ მიწებზე. „თავდაცვითი ზღუდეების მოწყობა უკვე დაიწყეს ზაპოროჟიეს მიმართულებით“, – შენიშნავს გადამდგარი გენერალი და საკუთარ გათვლასაც გვიზიარებს: როდის მოახერხებს უკრაინა კონტრდარტყმას. ვახტანგ კაპანაძეს არ აქვს მოლოდინი, …
ჩაქვში ტრაილერი და ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა – დაიღუპა 2 კაცი
ჩაქვში ტრაილერი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. შემთხვევა დღეს, 20 მაისს მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი ორი კაცი დაიღუპა. შეჯახების შემდეგ ავტომანქანებს ცეცხლი მოედო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმებს ცხედრები უკვე დამწვარი დახვდათ. ავარიის მონაწილე კიდევ ერთ პირს კი, სამედიცინო დახმარება არ დასჭირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად.
რატომ გაიზარდა რუსეთიდან 300 პროცენტით ფულადი გზავნილები – ინტერვიუ
რუსეთიდან საქართველოში აპრილში გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილებმა 132.98 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი, „ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპის“ მიხედვით, დაახლოებით 300 პროცენტით არის გაზრდილი. მიუხედავად ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულება მცირდება და ის კიდევ უფრო მეტად შემცირდება. „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ეკონომისტი საუბრობს, თუ რა გახდა რუსეთიდან ფულადი …
Continue reading “რატომ გაიზარდა რუსეთიდან 300 პროცენტით ფულადი გზავნილები – ინტერვიუ”
300%-ით გაიზარდა რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები
რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები წლიურად 298 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილში, საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან ფულადი გზავნილები ჯამში 308.1 მილიონ აშშ დოლარამდე [944.8 მილიონი ლარი] გაიზარდა, რაც 114.1 მილიონი აშშ დოლარით [58 პროცენტი] მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რუსეთიდან საქართველოში აპრილში გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილებმა კი 132.98 მილიონი …
Continue reading “300%-ით გაიზარდა რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები”
„სამსახურში კომპიუტერული თამაშებით სარგებლობა“ – კიდევ რისთვის დასჯიან პროკურორებს
გენპროკურორმა ირაკლი შოთაძემ ბრძანება გამოსცა, რაც საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინური გადაცდომების კონკრეტულ კატეგორიებს ადგენს. გადაცდომები 16 მაისიდან უნდა შეფასდეს, მსუბუქია, საშუალო თუ მძიმე. ბრძანების მიხედვით, მსუბუქ გადაცდომად ჩაითვლება პროკურატურის თანამშრომლის მიერ მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება. მსუბუქ ან საშუალო გადაცდომად კი, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა, მათ შორის, მაგალითად, „სამსახურში კომპიუტერული თამაშებით სარგებლობა ან/და ინტერნეტის რესურსების …
პოლიციელები მოსამართლეს: 112-მა სამხრე კამერების ჩანაწერები არ მოგვაწოდა
იმის გამო, რომ სამხრე კამერის ჩანაწერები მოსამართლესთან პოლიციელებმა ვერ მიიტანეს, სხდომა გადაიდო. საუბარია 6 მაისს ღამით აქციაზე დაკავებულ 24 ადამიანზე, მათგან სამის – ბაჩი მექვაბიშვილის, ლევან გორგილაძისა და გიგა თედორაძის სასამართლო განხილვა უნდა შემდგარიყო დღეს, 18 მაისს. იმის მიუხედავად, რომ კარვების დაშლიდან და აქციის მონაწილეების დაკავებიდან 12 დღე გავიდა, შსს-ს წარმომადგენელმა, თეა ლაღაძემ, მოსამართლე ალექსანდრე …
Continue reading “პოლიციელები მოსამართლეს: 112-მა სამხრე კამერების ჩანაწერები არ მოგვაწოდა”
გზების დეპარტამენტის თქმით, შუახევში „გზა განვლად მდგომარეობაშია“
„ამჟამად მოვლა-შენახვის სამუშაოები სრულდება და გზა განვლად მდგომარეობაშია,“ – მოგვწერეს საქართველოს გზების დეპარტამენტიდან, სადაც დღეს, 18 მაისს, ვიკითხეთ: რატომ არის თვეების განმავლობაში შეჩერებული გზის რეაბილიტაცია ხიჭაურიდან შუახევის ადმინისტრაციულ ცენტრამდე. აქ სამუშაოებს კომპანია „ზიმო“ ახორციელებდა, რომელმაც სატენდერო პირობების შესრულება ვერ შეძლო და ხელახლა ტენდერი გამოაცხადეს. „13 მაისს გამოცხადდა ტენდერი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ 59-68 …
Continue reading “გზების დეპარტამენტის თქმით, შუახევში „გზა განვლად მდგომარეობაშია“”
ბათუმში 2 მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, დაშავდა მძღოლი – თვითმხილველი
ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს, შეჯახების შემდეგ კი, ერთი ავტომანქანა განათების ბოძს დაეჯახა. თვითმხილველის, ლია გრძელიძის თქმით, ავარიის შედეგად ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი დაშავდა.