მთავარი,სიახლეები

ვის სურს აჭარის ტელევიზიის დირექტორობა – კანდიდატების სია

22.09.2022
ვის სურს აჭარის ტელევიზიის დირექტორობა – კანდიდატების სია

აჭარის ტელევიზიის დირექტორობა 8 კანდიდატს სურს, განცხადების მიღება უკვე დასრულდა.

აჭარის ტელევიზიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დირექტორობის სურვილი 8 ადამიანმა გამოხატა, სამ დღეში კი, ისინი კანდიდატებად დარეგისტრირდებიან. მრჩეველთა საბჭო დირექტორს გასაუბრების შემდეგ შეარჩევს. დირექტორის არჩევას მრჩეველთა საბჭოს ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორობის მსურველები არიან:

  1. ლაშა მიქაძე
  2. ნათია თავდგირიძე
  3. გიორგი კოხრეიძე
  4. ვლადიმერ ტატიშვილი
  5. ირაკლი გიორგაძე
  6. ირინა ფუტკარაძე
  7. დავით ჩხარტიშვილი
  8. აკაკი ბერიძე

აჭარის ტელევიზიის დირექტორი სამი წლის ვადით ირჩევა. ამ დრომდე აჭარის ტელევიზიის დირექტორი გიორგი კოხრეიძეა.

აჭარის ტელევიზიის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ კანდიდატების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გამოქვეყნდება, როცა ისინი კანდიდატებად დარეგისტრირდებიან.

————

აჭარის ტელევიზიის წინა დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის წესით გათავისუფლების და ჟურნალისტების სამსახურიდან გაშვების შემდეგ გამოიხატა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, უცხო ქვეყნის საელჩოსეუთოს სპეცწარმომადგენლების შეშფოთება სარედაქციო პოლიტიკაში გარე ძალების ჩარევაზე.

„ნათია კაპანაძის საქმის“ განხილვა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სარჩელის შეტანიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ, 2021 წლის 25 მაისს დაიწყო. რა თქვეს მოწმეებმა სასამართლო პროცესებზე ნახეთ აქ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: