„ჰაერში ვიხდიდით ფულს და ბინა არ აშენდა“ –  დაზარალებულების აქცია ბათუმის მერიასთან 

„რაღაც გამოსავალი ნახონ, ქუჩაში ვართ, შველა გვჭირდება,“ – ამბობენ ადამიანები, რომლებიც დღეს, 17 მაისს, ბათუმის მერიასთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სამშენებლო კომპანია „ევროლუქსმა“ ფინანსურად დააზარალა – ფულს წლების განმავლობაში იხდიდნენ, ხოლო ბინა ვერ მიიღეს. „5 წლის წინ დაიწყო მშენებლობა, კომერციული ფართობი აშენდა და კიდევ ორი სართული, სულ 21 სართული უნდა აშენებულიყო …

რატომ ვერ ახერხებს უკრაინა აზოვის პოლკის გამოხსნას – ინტერვიუ შეიარაღების სპეციალისტთან

„იქ რუსული ძალების ისეთი კონცენტრაციაა, რომ უკრაინას რამდენიმე, მექანიზებული ბრიგადა დასჭირდება,“ – ამბობს შეიარაღების სპეციალისტი, გიგა ინაშვილი, რომელსაც ვკითხეთ: რა შემთხვევაში შეძლებს უკრაინა აზოვსტალის დაცვას? სპეციალისტის პროგნოზით, დაახლოებით შემოდგომისთვის მოახერხებს უკრაინა მარიუპოლის ბლოკადის გარღვევას, თუმცა ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ამის შანსი უკრაინას მანამდე გაუჩნდეს, როცა რუსული არმია უკან დაიხევს, როგორც ეს ხარკოვის შემთხვევაში მოხდა. ან …

„რუსთავი 2“-ის შემოსავლები გვარამიას დროს და შემდეგ – ოფიციალური ციფრების სიმართლე

რას აჩვენებს ოფიციალური ციფრები, როცა პროკურატურა და ახლა უკვე სასამართლო ამტკიცებს, რომ ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ფინანსურად დააზარალა? – ციფრები  და ოფიციალური სტატისტიკა, რაც კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული აჩვენებს, რომ, მაგალითად, 2015 წელს „რუსთავი 2“-ის წლიური შემოსავალი 9 მილიონ 110 685 ლარი იყო, 2020 წელს კი – 5 მილიონ 649 976 ლარი. 2015 წელი …

ვერ ვხსნი, რატომ უშვებენ ამ მასშტაბის შეცდომებს რუსები – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ უდიდესი სამხედრო ინტერესი აქვს ახლა კუნძულ ზმეინიზე უკრიანელებისთვის გამაგრებას. იქ დესანტის გადასხმა ვერ უნდა მოახერხონ რუსებმა, თორემ ბესარაბიის რეგიონი იზოლაციაში მოექცევაო – მიიჩნევს ვახტანგ კაპანაძე. მას არ აქვს მოლოდინი, რომ რუსები შეძლებენ სამხედრო წარმატების მიღწევას უკრაინაში, მიუხედავად ფარული მობილიზაციის დაწყებისა. ომის დაკვირვების პროცესში სამხედრო ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ პუტინს უკან …

„თითქოს პუტინი ავადმყოფობით შეპყრობილი მოთამაშეა კაზინოში“ – სანქციების ეფექტი რუსეთში

„პუტინმა ყველაფერი დადო ფსონზე იმის მიუხედავად, რომ აგებს და აგებს, ამატებს ფსონს, თითქოს ავადმყოფობით შეპყრობილი მოთამაშეა კაზინოში,“ – ამ შთაბეჭდილებას უტოვებს სანქცირებული პუტინის ქცევა ეკონომიკის ანალიტიკოსს, გიგა ბედინეიშვილს, რომელსაც სანქციების შედეგებზე ვესაუბრეთ: რა დაემართა რუსეთის ეკონომიკას და რა შეიძლება გამოიწვიოს სანქციებმა ახლო მომავალში? ხომ ვერ მოახერხებს რუსეთი ალტერნატიული ბაზრების მოძიებას? ანალიტიკოსის შეფასებით, რუსეთი საბჭოთა კავშირში …

რა არის საჭირო ომის დროს, სურსათის დეფიციტი რომ არ შეიქმნას – ინტერვიუ ანალიტიკოსთან

დღეს სურსათის მარაგი უკვე ნიშნავს არა სავსე ბეღელს, არამედ პროდუქტის ფასს, რომ დახლთან მისულებმა საკვების ყიდვა შევძლოთ – დაახლოებით ამას ამბობენ ანალიტიკოსები, რომლებიც სურსათის მარაგის უსაფრთხოებაზე მუშაობენ. რა არის საჭირო ომის დროს, სურსათი დეფიციტი რომ არ გახდეს? როგორ აგვარებენ უსაფრთხოების ამ საკითხს წამყვანი ქვეყნები? „გააჩნია კონტექსტს“ – გვიპასუხა ანალიტიკოსმა ია კაციამ, რომელსაც ვკითხეთ: რამდენად რეალისტურია …

„ეს არის მცდელობა კანონმდებლობა ვიწრო პარტიულ ინტერესებს მოარგონ“ – საია ბათუმის საკრებულოზე

„საია მოუწოდებს პარლამენტს, კანონმდებლობის ცვლილებების ინსტრუმენტი არ გამოიყენოს თვითნებურად, მხოლოდ ცალმხრივი პარტიული ინტერესების გათვალისწინებით და არსებული კრიზისი გადაჭრას არა დისკრიმინაციული და დაუსაბუთებელი ინიციატივებით, არამედ ამომრჩეველთა ნების რეალიზაციაზე ორიენტირებული, დროებითი ანტიკრიზისული ნორმებით,“ – ამ რეკომენდაციით მიმართავს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პარლამენტს, სადაც აპირებენ კონკრეტულად ბათუმის საკრებულოსთვის „საარჩევნო კოდექსი“ შეცვალონ. საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემთხვევაში, საკრებულოს შუალედური არჩევნების გზით …

როგორ ისაკუთრებს „ოცნება“ ბათუმის ოპოზიციურ საკრებულოს – ინტერვიუ

„ხელისუფლების მიტაცება“ – ასე დაასათაურა ბათუმის საკრებულოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები კონსტიტუციონალისტმა მალხაზ ნაკაშიძემ. საუბარია „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც საკრებულოს შუალედური არჩევნების გზით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების ცნობისთვის საკრებულოს შეკრება საჭირო აღარ იქნება. ბათუმში საკრებულო ამ დრომდე ვერ იკრიბება. იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ სხვა პარტიებთან თანამშრომლობა არ მოუწიოს და არც ხელახალი არჩევნები …

„ოცნება“ საარჩევნო კოდექსს ცვლის იმისთვის, რომ ბათუმში ოპოზიციას გვერდი აუაროს

„ერთიანი მიდგომა და სტანდარტი“ – ამ სიტყვებით ცდილობს „ქართული ოცნება“ ახსნას კანონპროექტი, რომელიც კონკრეტულად ბათუმის საკრებულოზეა მორგებული, უფრო ზუსტად კი, ერთ დეპუტატზე – რამაზ ჯინჭარაძეზე. „ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსს ცვლის და აპირებს, შუალედურ არჩევნების გზით არჩეული დეპუტატის – რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილების ცნობისთვის საკრებულოს შეკრება აღარ იყოს საჭირო – „საარჩევნო კოდექსის“ შეცვლის შემთხვევაში, ცესკოს შუალედური არჩევნების …

ბათუმში სავარაუდოდ უკანონო ქოლცენტრი აღმოაჩინეს – შენობა პოლიციამ დალუქა

„60 ადამიანი დამხვდა აქ, რომელიც უკანა კარიდან გაიპარა,“ – ამბობს ჟურნალისტი ელისო კილაძე. მან დღეს, 10 მაისს ბათუმის „ბიზნეს ცენტრის“ მე-3 სართულზე ფეისბუქლაივი ჩართო და თქვა, რომ იქ უკანონო „ქოლცენტრია“ გახსნილი. კადრებში მართლაც არაერთი ადამიანი ჩანს. ფეისბუქლაივში ჟურნალიტს ოფისში დასაქმებული ადამიანები პასუხობენ, რომ ეს სამშენებლო კომპანიაა, თუმცა ვერ ამბობენ კომპანიის სახელს. „ეს ბათუმის სამშენებლო კომპანიაა“, …

ერთ კვირაში კოვიდის 745 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 8 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 745 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში 8 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. ბოლო ერთ კვირაში აჭარაში კოვიდის 36 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ერთ კვირაში საქართველოში ჩატარდა 112 564 ტესტი კორონავირუსზე – 101 045 ანტიგენტესტი, ხოლო 11 519 – პჯრ ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 0.66 პროცენტი. ბოლო …

„აიღონ მაინც, წვიმას არ აკავებს და ქარს“ – დაზიანებული მოსაცდელები ბათუმში

„აიღონ მაინც, წვიმას არ აკავებს და ქარს,“ – გვითხრეს ეკომიგრანტების დასახლებაში, სადაც ორი საცხოვრებელი კორპუსის წინ მდებარე მოსაცდელი უკვე 5 თვეა დაზიანებულია. „დაახლოებით ერთი წლის წინ დაგვიდგეს ეს მოსაცდელი, ძველი გადმოიტანეს ქალაქიდან, მერე დაზიანდა და არავინ გვაქცევს ყურადღებას,“ – აღნიშნეს ეკომიგრანტების დასახლებაში. იქვე ახლოს, დევნილების დასახლების მოპირდაპირე მხარეს, კიდევ ერთი დაზიანებული მოსაცდელი დაგვხვდა. „სამი წლის …

„მობილურზეც ვეღარ ვრეკავთ“ – 55 ოჯახი სოფელში ერთი თვეა სატელეფონო კავშირის გარეშეა

„ტყეში უნდა წახვიდე საგანგებოდ და მოძებნო შემაღლებული ადგილი, შესაძლოა, იარო ბევრი და მაინც ვერ დაიჭირო ან დაიწყო ლაპარაკი და შუა გზაში შეწყდეს, სახლიდან ვერ დარეკავ ვერსად, გამორიცხულია,“ – ამბობს იური თავდგირიძე, რომელიც შუახევში, სოფელ ნაღვარევში ცხოვრობს. ნაღვარევში გვითხრეს, რომ ტელეფონით დაკავშირება იდეალური არც წინა თვეებში იყო, მაგრამ დაახლოებით თვე-ნახევრის წინ სახლიდან ტელეფონზე დარეკვა შეუძლებელი გახდა. …

„5 რომ ღირდა, გახდა 8.5 ლარი“ – რამდენით გაძვირდა ზეთი და სხვა პროდუქტები ბათუმში I ვიდეო

„ტომატი არ გაძვირებულა, მგონი, მარტო და შაქარი გაიაფდა კიდევ 30 თეთრით,“ – პაუზის შემდეგ გვიპასუხა ასმათ შაშიკაძემ დღეს, 9 მაისს, ბათუმის აგრარულ ბაზარში კითხვაზე: რა არ გაძვირდა? აგრარული ბაზარში ნებისმიერი დახლიდან ჩანს, საკვები პროდუქტების გაძვირების ტენდენცია რომ ისევ გრძელდება. „ყველაფერი რომ ძვირდება, ჩვენი მოწეული მოსავალი არ უნდა გაძვირდეს? ჩვენ რით ვიყიდოთ გაძვირებული პური და ზეთი?“ …

ზოგი გენერალი დააკავეს, ზოგიც გაუშვეს, ყველა დონის მეთაური ხედავს, რომ შეიძლება დაისაჯოს – ინტერვიუ 

გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც მუდმივად აკვირდება ფრონტს უკრაინაში, დარწმუნებულია, რომ რუსი გენერლები გადაწყვეტილებებს ომის მეორე ფაზაზე საერთოდ ვეღარ იღებენ, რადგან მათ რისკი აშინებთ და მხოლოდ „ინერციით მიდიან“. „რუსეთს ახლა აქვს ორი გზა, რასაც შეიძლება დაადგეს ოპერატიული პაუზის შემდეგ,“ – საკუთარ ვარაუდს გვიზიარებს გადამდგარი გენერალი: დაკავებული ტერიტორიების დაცვა, თუ ახალი იერიში? ვახტანგ კაპანაძე არ გამორიცხავს, …

ბათუმში პოლიციამ აქციაზე კარვები დაშალა, დააკავეს 10-მდე პირი

ბათუმის საპროტესტო აქციაზე პოლიციელებმა კარვები დაშალეს, დააკავეს 10-მდე აქციის მონაწილე, მათ შორის, უმაღლესი საბჭოს და ბათუმის საკრებულოს წევრები ოპოზიციიდან. “ჩვენ განვმარტეთ,  რომ აღარ იყო აქციაზე ის რაოდენობა, ქუჩა გადაკეტილი ყოფილიყო ისევ,”- უპასუხეს პოლიციის ხელმძღვანელმა პირებმა უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ენმ-დან ელგუჯა ბაგრატიონს, რომელიც ადგილზე რჩება. აჭარის მთავრობის სახლის წინ პოლიციელებმა 6 მაისის საღამოს 10-მდე კარავი დაშალეს. …

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ნათია კაპანაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ნათია კაპანაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მან ძირითადად ტელევიზიის ყოფილი ბორდის არგუმენტები გაიზიარა სატელევიზიო რეიტინგის, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობის, შრომის ანაზღაურების ცვლილების და თანხის არამიზნობრივი ხარჯვის ნაწილში. „ნათია კაპანაძის საქმეზე“ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 6 მაისს, გამოცხადდა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მოსამართლე 17-ივე საკითხზე ისაუბრა, რაც ნათია კაპანაძეს ჩაუწერეს იმპიჩმენტის საფუძვლად და ის …

„ბუჩას მერიამ მშენებლობაზე ნებართვა მოგვცა“ – საბავშვო ბაღი ქართველი ხალხის სახელით

„ბუჩას მერიამ მშენებლობის ნებართვა ოფიციალურად მოგვცა,“ – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი. ის უკრაინის ქალაქ ბუჩაში ქართველი ხალხის სახელით საბავშვო ბაღის აშენების ორგანიზებას აპირებს. „ფინანსების მობილიზებას დავიწყებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ზუსტი ბიუჯეტი გვეცოდინება. თანხა სპეციალური ფონდის საშუალებით შეგროვდება,“ – ამბობს გიგა მაქარაშვილი. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ჯგუფი მუშაობს ბიუჯეტის შედგენაზე, რაც საბავშვო ბაღის მშენებლობას …

რა შეუძლია Stormer-ს, რომელსაც ბრიტანეთი უგზავნის უკრაინას

„ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტანკსაწინააღმდეგო იარაღი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში,“ – წერს უკრაინული გამოცემა „უნიანი“ ბრიტანული Brimstone-ის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების შესახებ. ბრიტანული რაკეტების უკრაინისთვის მიწოდების შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, უკრაინის უმაღლეს რადაში ონლაინგამოსვლის დროს განაცხადა. 3 მაისს ბორის ჯონსონმა თქვა, რომ სამხედრო დახმარება მოიცავს Brimstone-ის რაკეტებსა და Stormer-ის საზენიტო სისტემებს ჯავშანტექნიკასთან ერთად, რაც უკრაინას დაეხმარება …

„6 მაისს უნდა დავტოვოთ სასტუმრო“ – დევნილები მარიუპოლიდან ბათუმშიც ღია ცის ქვეშ რჩებიან

„გაგვაფრთხილეს, რომ 6 მაისს, დილის 12 საათამდე უნდა დავტოვოთ სასტუმრო. სად წავიდეთ? – ვიკითხეთ ჩვენ. გვიპასუხეს, არ ვიცითო,“ – ამბობს დევნილი მარიუპოლიდან, სადაც დღეს, 4 მაისს მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, დაკარგეს კონტაქტი აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანაში გამაგრებულ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებთან. კიევიდან დევნილი ადამიანების ნაწილი ბათუმში სასტუმრო „თანამგზავრში“ ცხოვრობს. კაცი, რომელმაც გვთხოვა მისი ვინაობა არ …

“უნდა შემცირდეს დამოკიდებულება რუსეთზე” – რას აპირებენ ჩეხი ბიზნესმენები ბათუმში

“გთხოვთ, აწარმოოთ ისეთი ბიზნესი, რომელიც მხარს უჭერს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას…,”- აღნიშნა დღეს, 4 მაისს, ბათუმის ბიზნესფორუმზე ჩეხეთის პარლამენტის სენატის თავმჯდომარე მილოშ ვისტრჩილიმ. ბიზნესფორუმზე ჩეხი და ქართველი ინვესტორები პირისპირ შეხვნენ ერთმანეთს. მანამდე კი, ფორუმის ოფიციალურ ნაწილზე, ჩეხეთის სენატის თავმჯდომარემ ორივე ქვეყნის ბიზმესმენებს მოუწოდა აწარმოონ ისეთი ბიზნესი, რომელიც რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებს. “თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი არ არის …

„შემდეგ გლოვა იქნება გვიან“ – ენმ-ს აქტივისტები 6 მაისის აქციისთვის ემზადებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა დღეს, 4 მაისს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბა. აქ 6 მაისიდან ენმ პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებს ლოზუნგით: „სააკაშვილს არ მოგაკვლევინებთ“. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, შეიწყალონ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და იგი საზღვარგარეთ გადაიყვანონ სამკურნალოდ. „შემდეგ გლოვა იქნება დაგვიანებული, დღეს უნდა ვიმოქმედოთ“, – ამბობს ლაშა კომახიძე ენმ-დან. „პრეზიდენტი, რომელმაც ააშენა თანამედროვე სახელმწიფო, არ უნდა …

„მოვასწარი გადახტომა, მაგრამ ნამსხვრევი მომხვდა“ – ბათუმელი სტინგერის მსროლელი უკრაინაში

„რამდენიმე დღის წინ ერთ საფრენ აპარატს ვესროლე და განადგურდა, მეორეს ჩემმა მეგობარმა დაუმიზნა, მაგრამ ვერ მოახერხა ზუსტი დამიზნება. პირდაპირ შტურმი მოიტანეს ჩვენზე. კიდევ კარგი, გადახტომა მოვასწარი სანგარში, მაგრამ ნამსხვრევი მომხვდა…“ – გვიყვება ავთანდილ სურმანიძე, რომელიც უკვე 55 დღეა უკრაინაში იბრძვის. ავთანდილ სურმანიძე ბათუმიდანაა, ის სტინგერის მსროლელია. „ჯავშანჟილეტმა გადამარჩინა, დაზიანება პრაქტიკულად არ მქონდა,“ – ამბობს ქართველი …

კოვიდსტატისტიკა მხოლოდ კვირაში ერთხელ გამოქვეყნდება – სამინისტრო

სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურ რეჟიმში აღარ განახლდება. პანდემიის გამოცხადების შემდეგ დღეს, 3 მაისს, პირველად, stopcov.ge-ზე კოვიდსტატისტიკა აღარ გამოქვეყნებულა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, კოვიდსტატისტიკა კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს გამოქვეყნდება. გუშინ, 2 მაისს, პრემიერმა ღარიბაშვილმა პირბადის ტარებასთან დაკავშირებული შეზღუდვა ნაწილობრივ მოხსნა – პირბადის გამოყენება სავალდებულოა მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

„გადაარჩინე მიშა“ – სააკაშვილის გადასარჩენად ხელმოწერების შეგროვება გრძელდება

იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა სათანადო გარემოში საზღვარგარეთ მოხერხდეს, ონლაინპეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. პეტიცია ლოზუნგით „გადაარჩინე მიშა“ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა დაიწყეს. 3 მაისის დილის 11 საათის მონაცემებით, პეტიციას 13 438 ადამიანი აწერს ხელს. დაგეგმილია 20 ათასი ხელმოწერის შეგროვება. პეტიციას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წარუდგენენ. „სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა, რომელიც პროფესიონალი ექიმების მიერ არის დაკომპლექტებული, გამოაქვეყნა …

რუსებს უკვე ელევათ შეტევითი პოტენციალი – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„რუსები შეწყვეტენ შეტევას და შეეცდებიან გადავიდნენ თავდაცვაზე, რომ დაკავებული ტერიტორიები დაიცვან,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე, რომელიც ისევ აქტიურად აკვირდება ომს უკრაინაში. „რუსებმა თავისი მაქსიმუმი აჩვენეს უკვე,“ – ამბობს ის და დარწმუნებულია, რომ რუსები რამდენიმე დღეში ისევ ოპერატიულ პაუზას აიღებენ. გადამდგარი გენერლის აზრით, შემდეგ ეტაპზე უკვე „გარდამტეხი“ იქნება, რამდენად შეძლებს უკრაინა კონტრდარტყმას, რომ რუს …

ჭაჭის კოშკი მე-7 წელია გამოკეტილია – რატომ არ აქვთ პასუხი ბათუმის მერიაში

რატომ არის ჭაჭის კოშკი ბათუმში უკვე მე-7 წელია მოუვლელი და რას უპირებს მას მერია? – ბათუმის მერიის პრესცენტრში სამუშაო დღის დასრულებამდე კითხვაზე პასუხი ვერ მოგვაწოდეს. ჭაჭის კოშკი ბათუმში, ცენტრალურ ადგილას, გოგებაშვილის ქუჩაზე გამოკეტილია და მოუვლელი. იგი უფუნქციოდაა წლების განმავლობაში. ამჯერად უკვე ჭაჭის კოშკის შადრევნის ფილების ნაწილიც ამოყრილია, ხოლო შენობის ბათქაში დაზიანებულია. ჭაჭის კოშკის შესასვლელი ჩაკეტილი …

ბათუმის მერმა 5 ახალი თანამდებობის პირი დანიშნა

ხელვაჩაურის მერის ყოფილი მოადგილე ბათუმის მერიაში თანამდებობაზე დანიშნეს – არჩილ ბარამიძე ბათუმის სპორტულ ცენტრს უხელმძღვანელებს. არჩილ ბარამიძე ხელვაჩაურის მერის – ჯუმბერ ვარდმანიძის მოადგილე იყო. არჩილ ბარამიძის შესახებ „ბათუმელები“ გასულ წელს წერდა, როცა დადასტურდა, რომ მისი მეგობარი და „ქართული ოცნების“ კოორდინატორი მაჭახლის ხეობაში უკანონოდ აწარმოებდა ბიზნესს, ხელვაჩაურის მერია კი, უკანონობას არ იმჩნევდა. საიას შეფასებით, ჩნდებოდა ეჭვები …

ბათუმში ანტისაოკუპაციო აქციებს ვიწყებთ – აჭარის მთავრობასთან ენმ შეიკრიბა

„ეს იქნება აქცია არამხოლოდ იმისთვის, რომ სააკაშვილს არ მოვაკვლევინებთ, არამედ დღეს პირდაპირი საფრთხეა ოკუპაციის და ამის გამო უნდა გავერთიანდეთ. სააკაშვილს სჯიან იმის გამო, რომ მან არ ჩააბარა ჩვენი ქვეყანა რუსეთს,“ – ამბობს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა დღეს, 2 მაისს, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გამართეს. ენმ ბათუმში 6 …

ბრეგაძე სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე – ომბუდსმენის დასკვნაზე პასუხს ველოდებით

„დასკვნასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, ველოდებით პასუხს,“ – აღნიშნა დღეს, 2 მაისს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც სახალხო დამცველთან შექმნილმა სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა. დასკვნის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აღენიშნება. კონსილიუმის დასკვნის თანახმად, ბოლო ვიზიტთან (11.01.2022) შედარებით, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშვნელოვნადაა გაუარესებული. დღეს, 2 მაისს, იწურება ულტიმატუმის ვადა, რაც მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა დააყენა …

ბათუმში მსუბუქ ავტომანქანას ხანძარი გაუჩნდა

ბათუმში, ბარცხანის ხიდთან, მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია,  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყეს. მთავარი ფოტო: თემურ გორგაძის ფოტო

რა შესაძლებლობისაა ჰაუბიცები და სხვა იარაღი, რაც უკრაინას მისცეს – ინტერვიუ შეიარაღების სპეციალისტთან

„არ გამოუვიდათ რუსებს ის, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ,“ – მიიჩნევს სამხედრო ანალიტიკოსი და შეიარაღების სპეციალისტი გიგა ინაშვილი, რომელსაც უკრაინაში მეორე ფაზის ეტაპზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები მეორე მსოფლიო ომს ახსენებს. ანალიტიკოსის დაკვირვებით, რუსეთს თანამედროვე მიდგომისთვის რესურსი არ ეყო და მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ტაქტიკა გაიხსენა. შეიარაღების სპეციალისტის აზრით, მინიმუმ 3 თვე დასჭირდება უკრაინისთვის იმ სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას, რითაც …

„მამაპაპისეული მიწის რეგისტრაციისთვის გვიჭერენ“ – 6 ოჯახი კურორტ საირმეს მეზობლად

„მიჭერენ იმის გამო, რომ ჩემი მამაპაპისეული მიწა საჯარო რეესტრმა დამიკანონა. თუ არ მეკუთვნოდა და ჩემი არ იყო, რატომ დამირეგისტრირა მაშინ რეესტრმა?“ – კითხულობს ბაღდათში მცხოვრები ციური ფიფია. მას გასულ კვირას ჩააბარა პროკურატურამ დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ციური ფიფიას ბრალად ედება „თაღლითობის ჩადენა, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია“. ციური ფიფიას გარდა, პროკურატურა თაღლითობას ბაღდათში, კურორტ საირმესთან ახლოს …

„სააკაშვილს არ მოგაკვლევინებთ“ – ბათუმში საპროტესტო აქციები იწყება

„მიხეილ სააკაშვილს არ მოგაკვლევინებთ“ – ამ მოთხოვნით ბათუმში „ნაციონალური მოძრაობა“ მასობრივ საპროტესტო აქციებს აანონსებს. საპროტესტო აქციები 6 მაისს დაიწყება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საღამოს 7 საათზე. „მიხეილ სააკაშვილს არ მოგაკვლევინებთ, ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს… პირველი აქცია გაიმართება 6 მაისს, აჭარის რევოლუციის დღეს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. სწორედ იმ ადგილზე, საიდანაც დაიწყო აჭარაში ვარდების რევოლუცია. სწორედ რევოლუციის მთავარ მონაპოვარზე …

კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 29 აპრილის მონაცემები

29 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 148  ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 148 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარაში – 5, იმერეთში – 27, ქვემო ქართლში – 8, შიდა ქართლში – 4, გურიაში – 8, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 7, კახეთში – …

„ხშირად ვარ მშიერი, შემწეობასაც არ მაძლევენ“ – მარტოხელა ეტლით მოსარგებლე ქობულეთიდან

„უკვე 11 წელია, ეტლს ვარ მიჯაჭვული, ცალ ფეხში უკვე ვგრძნობ ძალას, მაგრამ ექიმთან ხომ უნდა მივიდე, რომ მითხრას, ოპერაცია მიშველის თუ ვერა?… საჭმლის ფულიც არ მაქვს ხშირად, მშიერი ვარ. მინდა გავიარო, მაგრამ სოციალური დახმარებაც მომიხსნეს. მარტო ვცხოვრობ, არ მკითხოთ, როგორ ვახერხებ ამას,“ – ამას ლევან მჟავანაძე ამბობს, რომელიც ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ცხოვრობს. ლევან მჟავანაძე 44 …

Exit mobile version