ვუყურებდით, როგორ ჩაახოცვინეს რუსი მებრძოლები უკნიდან მისეულ ჩეჩნებს – ქართველი მებრძოლი 

„ახლა მოგიყვებით ერთ საინტერესო ამბავს,“ – უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში, ერთ-ერთი დასახლებული პუნქტის სარაკეტო დაბომბვის შესახებ გვიყვება ნიკა ჭურაძე, ქართველი მებრძოლი, რომელიც ახლაც ფრონტის ხაზზეა. მას „ბათუმელები“ სოციალური ქსელით ესაუბრა იმაზე, თუ რა შეიცვალა ბრძოლის ველზე მას შემდეგ, რაც რუსებმა ხერსონიდან უკან დაიხიეს. „სანთებელა აღარ ჩააქრო, უყურებს და ამბობს: ეს S-300 მართლაც რომ აფეთქებულიყო?“  „იმ ღამით …

რატომ არ სურს „ოცნებას“ პოლარიზაციის დასრულება? – ინტერვიუ

„საკუთარი ამომრჩევლების მეტი მობილიზაციისთვის სჭირდება“ – საკუთარ დაკვირვებას გვიზიარებს ვალერი ჩეჩელაშვილი იმაზე, თუ რატომ არ აწყობს „ქართულ ოცნებას“ პოლარიზაციის და რადიკალური ლექსიკონის დათმობა. ვალერი ჩეჩელაშვილს თანამოაზრეებთან ერთად აქვს ხედვა, როგორ შეიძლება დასრულდეს პოლარიზაცია საქართველოში. ვალერი ჩეჩელაშვილი საქართველოს ყოფილი ელჩია რუსეთში და ამჯერად საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის მმართველობის წევრია. ეს ორგანიზაცია „ჯეოქეისთან“ ერთად ეროვნული თანხმობის პლატფორმას …

გაყალბებული „სტუდენტობა“ – ბათუმში სასწავლებელს ავტორიზაცია გაუუქმეს

„სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა ავტორიზაციის საბჭოსთვის, მთლიანი სისტემისთვის და ქვეყნისთვის, საჭიროა ფიქრის დაწყება,“ – უთქვამს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარეს, ნანა ყუფუნიას იმ სხდომის დასასრულს, რომელზეც „ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელს“ ავტორიზაცია გაუუქმეს. პირველ ნოემბერს გამართული სხდომის ოქმის ჩანაწერების მიხედვით, ამ სასწავლებელში რამდენიმე სახის კანონდარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის: რამდენიმე სტუდენტი სტუდენტი არ აღმოჩნდა, ანუ მათ შესაბამისი პროფესიული …

„რუსები არიან მტრულ გარემოში, უკრაინის არტილერია კი თითქმის სწვდება ყირიმს“ – ინტერვიუ

„…ორივე მხარე მივიდა კულმინაციის წერტილამდე, განსხვავება ისაა, რომ რუსები დაღმავალი გზით უახლოვდებიან ამ წერტილს, ანუ პოტენციალის კლებით, უკრაინელები პირიქით – აღმავალი გზით,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, ომის გარდამტეხი ეტაპი გაზაფხულზე გამოჩნდება, მანამდე კი გააჩნია, ვინ უკეთ შეძლებს თოვლში შეუმჩნევლად გადაადგილებას, ჯარისკაცების ზამთრის შესაბამისად აღჭურვას და მათთვის ცხელი საკვების მიწოდებას. ვახტანგ კაპანაძე  …

რა ჩანს ოზთურქის ბინის ჩხრეკის კადრში – სასამართლო განხილვა

არც დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრო გალიფ ოზთურქი, მილიონერი ბიზნესმენი, რომელსაც ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება პროკურატურა და წინასწარ პატიმრობაშია. ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს. მოსამართლეს ოზთურქმა წერილი …

„ოზთურქის ბინებს აღარ ვითხოვთ“ – აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

„ვითხოვთ ბინებს, წლებია უსახლკაროდ ვართ“ – ამ მოთხოვნით დღეს, 17 ნოემბერს, აჭარის მთავრობის  სახლთან შეკრებილმა ადამიანებმა აქცია გამართეს. „13 წელია ბათუმში, ნაქირავებში ვცხოვრობთ მე და ჩემი ქმარი,“ – გვიყვება აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გუგული ბერიძე, – „ძალიან გვიჭირს, ბინის ქირა 200 ლარია, ვეღარ ვიხდით. მეეზოვედ ვმუშაობ და კიდევ პენსია გვაქვს… მანამდე, ქობულეთში ვცხოვრობდით, სოფელ კვირიკეში, მაგრამ …

„აღსრულება ვეღარ მოხდება“ – იურისტი საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე

„მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა თანამდებობიდან გათავისუფლებული სახელმწიფო ინსპექტორისთვის ორი ახალი ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან რომელიმეზე დანიშვნის შეთავაზება, ანდა ერთ-ერთზე მისი ავტომატური გადანიშნვა ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო სამართლიანი კომპენსაციის გადახდა, რაც მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნებოდა უფლებაში ჩარევის ინტენსიურობის შემცირებისა და ზიანის მინიმალიზაციის თვალსაზრისით,“ – მიიჩნია საკონსტიტუციო სასამართლომ „ლონდა თოლორაიას საქმეზე“. დღეს, 17 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ …

500-500 ლარით დააჯარიმეს „ბილაინი“ და „სილქნეტი“ ბათუმში ანტენებიდან გამოსხივებაზე

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ სამართალდარღვევა დაადგინა და 500 – 500 ლარით დააჯარიმა კომპანიები „ვიონი საქართველო“ [ბილაინი] და „სილქნეტი“ [ჯეოსელი] ბათუმში განთავსებული ანტენებისთვის, საიდანაც გამოსხივება დასაშვებ ნორმას დაახლოებით სამჯერ აჭარბებს. საუბარია ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე კომპანიების – „სილქნეტისა“ და „ვიონი საქართველოს“ მიერ სასტუმრო „წერეთლის“ სახურავზე განთავსებულ ანტენებზე, სადაც მოქალაქეების მიმართვის შემდეგ გარემოს ზედამხედველობითმა დეპარტამენტმა გამოსხივების გადაჭარბება დაადგინა. ამ …

რას ითხოვს 72 წლის ორი პროფესორი საკონსტიტუციოში – „ეს დისკრიმინაციაა“

დღეს, 17 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განმწესრიგებელ სხდომაზე განიხილავს ორი პროფესორის სარჩელს პარლამენტის, განათლების სამინისტროს და თსუ-ს აკადემიური საბჭოს წინააღმდეგ. დავის საგანია ის სამართლებრივი ნორმები, რაც კრძალავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევას. ასევე, კონკრეტულად თსუ-სა და ბსუ-ში აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევის შესახებ გადაწყვეტილების …

როგორ სჯიან ბათუმში მოსამართლეები მოძალადე კაცებს – განაჩენები

ოჯახში ძალადობის შემთხვევების განხილვა ისევ ხშირად უწევთ მოსამართლეებს. ამას განაჩენების სიმრავლეც აჩვენებს. განაჩენებიდან იკვეთება მოძალადეების ერთგვარი სტრატეგიაც: სასამართლოს ჩვენებას აღარ აძლევს დაზარალებულად მიჩნეული ქალი, დუმილის უფლებას იყენებს ბრალდებული, ხოლო ექსპერტის დასკვნის შესახებ მოსამართლეები ამგვარ განმარტებას ეყრდნობიან: „კვალიფიკაციის დადგენისთვის აუცილებელი კომპონენტის არსებობს – ფიზიკური ტკივილის განცდა, რაზეც ინფორმაციის მოწოდება პირდაპირ შეუძლია მხოლოდ დაზარალებულს“. ეს მიუთითა, მაგალითად, …

„პროცესში განიხილება ეს მიწებიც“ – საკრებულოს თავმჯდომარე გონიოს ციხესთან მშენებლობებზე

დღეს, 16 ნოემბერს, გონიოში მცხოვრებმა ადამიანებმა მაგისტრალი დაახლოებით 15 წუთით გადაკეტეს. ისინი მშენებლობებზე ნებართვას ითხოვენ გონიოს ციხის მიმდებარედ. მიწის ნაკვეთების დასაბრუნებლად გონიოელებს მრავალწლიანი სასამართლო დავა ჰქონდათ, საბოლოოდ მათ მიწის ნაკვეთები გადასცეს, თუმცა სასოფლო-სამეურნეო მიწის სტატუსით და იმ პირობით, რომ იქ არაფერი აშენდებოდა. მაგისტრალის გადაკეტვიდან მალევე აქციის მონაწილეებთან ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გამოჩნდა გზავნილით: „განიხილება ეს მიწის …

ხვალ შეიძლება ციხეში შემაბრუნონ საკონსტიტუციოს გულგრილობის გამო – ყოფილი პატიმარი

მოქალაქე ლეონიდე მიქაბერიძე ყოფილი პატიმარია, რომელიც პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის და ამავდროულად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს ელის. მუხლი [პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლას ან ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია], რომლის მიხედვითაც მის დასჯას ითხოვს პროკურატურა, ლეონიდემ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. მისი აზრით, სასჯელი, რასაც ეს სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს, ანტიკონსტიტუციურია. ყოფილი პატიმრის სარჩელის განხილვა სკონსტიტუციომ ორნახევარი წლის წინ – …

ყოფილი პოლიციელი აჭარის პოლიციის უფროსს უჩივის: „ეს სამოხელეო დანაშაულია“

ყოფილი პოლიციელი, რემზი შარაძე, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსს პროკურატურაში უჩივის და გამოძიების დაწყებას ითხოვს. მიზეზი უნებართვო ავტოსადგურებია ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, საიდანაც მიკროავტობუსები ძირითადად თბილისის მიმართულებით მოძრაობენ ბილეთების, ბაქნის, მოსაცდელისა და ავტოსადგურისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე. ყოფილი პოლიციელის თქმით, პოლიცია კანონით განსაზღვრულ რეაგირებას არ ახდენს. რემზი შარაძემ აჭარის მთავარ პროკურორს წერილით ოქტომბრის ბოლოს მიმართა და ახსნა, რატომ …

მარტოხელა ქალი, რომელიც აფხაზეთის ომში იბრძოდა – „კიდევ კარგი, უფასო სასადილო არსებობს“

„…სროლის დაწყებიდან რამდენიმე საათში სრულად გადაივსო საავადმყოფოები, აღარ იყო ადგილები, აღარ ვიცოდით, სად წაგვეყვანა დაჭრილი ჯარისკაცები,“ – აფხაზეთის ომის დაწყების პირველ დღეს იხსენებს ნაზიბროლა გუგუშვილი, ექთანი ქალი, რომელიც აფხაზეთის ომში იბრძოდა. მარტოხელა, დევნილი ქალი ვეტერანობისთვის თვეში 100 ლარს იღებს, ასევე აქვს სოციალური შემწეობა [50 ლარი] და პენსია [260 ლარი], თუმცა ხშირად წამლის ფულიც არ რჩება. …

ბახმუტთან რუსეთის შეტევას წარმატება ვერ ექნება – ინტერვიუ გენერალთან

„გააჩნია, ვინ როგორ უპოვის მოწინააღმდეგეს სუსტ მხარეს,“ – მიიჩნევს გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომელიც ომს აქტიურად აკვირდება. მას ვკითხეთ, რა შესაძლებლობა გააჩინა ხერსონში რუსების უკან დახევამ უკრაინელებისთვის? „არა მგონია, რომ ერთიანი ნახტომით რაღაც დიდი ოპერაცია დაიწყოს უკრაინელების მხრიდან, რადგან ზამთარი ყოველთვის ართულებს ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას…“ – გვითხრა გენერალმა და განმარტა, რატომ აწყობთ ახლა უკრაინელებს „ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატება“. მისი …

რა შემთხვევაში მიიღებს ძალადობის მსხვერპლი ქალი 10 ათას ლარს – ახალი დადგენილება

„თუ დანაშაულის ჩამდენი პირისგან შეუძლებელია ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მსხვერპლს უფლება აქვს, მოითხოვოს კომპენსაცია სახელმწიფოსგან ზიანის ანაზღაურების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 წლის განმავლობაში,“ – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ახალ დადგენილებაში, რომელიც 2022 წლის პირველი დეკემბრიდან შევა ძალაში. ამ დადგენილებით, ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეუძლიათ სახელმწიფოსგან მიიღონ კომპენსაცია 10 ათასამდე ლარი, …

„2 ბავშვი მყავს, უკვე გათბობაა საჭირო“ – სოციალურად დაუცველები ბათუმში შეშას ითხოვენ

„მერიაში მითხრეს, თუ გვექნება, მოგცემთო. თუ-ზე დაიტოვება შეშის ამბავი?!“ – კითხულობს ბათუმში მცხოვრები თამარ არძენაძე. ის სოციალურად დაუცველია და ბათუმის მერიისგან უფასოდ ერგება შეშა. „რამდენი ხნის წინ დავწერე განცხადება, მივაკითხე კიდეც და მითხრეს, ამ ეტაპზე არ გვაქვს შეშაო. პატარები მყავს ბავშვები, ორი ბავშვი მყავს, უკვე სიცივეებია და საჭიროა გათბობა,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ თამარ არძენაძემ. სოციალურად …

ბრიტანეთის ელჩი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე, დეოლიგარქიზაციასა და გვარამიაზე – ინტერვიუ

„…ბრიტანეთშიც რუსეთის უამრავი მოქალაქე შემოდიოდა წლების განმავლობაში, მაგრამ როდესაც პატარა ქვეყანა ხარ და რუსეთი შენი მეზობელია, ეს სულ სხვა მასშტაბია და საქმეც სხვაგვარადაა, განსაკუთრებით ბოლო თვეებში,“ –  გვიპასუხა მარკ კლეიტონმა, გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში, როცა მას ვკითხეთ: რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს ოკუპირებული საქართველოსთვის რუსეთის ამდენი მოქალაქის შემოსვლა? „ჩვენ უკვე ვნახეთ ევროპის მაგალითზე, რომ რუსეთი ყოველთვის …

სად გაითიშება ხვალ შუქი ბათუმში, ხელვაჩაურში, ქობულეთსა და ხულოში

ხვალ, 10 ნოემბერს, ბათუმში 11-დან საღამოს 6 საათამდე ელექტროენერგია გაითიშება ლერმონტოვის, ჭავჭავაძის, პუშკინის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე თამარის დასახლების ნაწილში. „ენერგო პრო ჯორჯიას“ ცნობით, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოებია. 10 ნოემბერს შუქი გაითიშება ხელვაჩაურის სოფლებშიც: ერგეში, ჯოჭოში, ნიკიტაურში, ასევე: შარაბიძეებსა და დაბა ხელვაჩაურის დასახლების ნაწილში. შუქი გაითიშება ქობულეთშიც, 11-დან 18 საათამდე შემდეგ სოფლებში: ჩაქვისთავში, …

ქმარი ფიზიკურად ძალადობდა ჩემზე, თვალი მან დამიზიანა – მარტოხელა ქალი

„ზოგჯერ პურს ვასხამ ცხელ წყალს და მაგით ვერევი შიმშილს… ზამთარი მოდის, ისევ უნდა გადავიტანო სიცივე გათბობის გარეშე ფაცხაში, რომელიც ჩემი არ არის,“ – ამბობს ნადიკო ცეცხლაძე. ის 61 წლისაა და ბათუმში, კახაბრის დასახლებაში ცხოვრობს. „მცემდა ქმარი, ვერ მოვდიოდი ოჯახიდან და მაშინ წამოვედი, როცა თივის „ვილკა“ გამიყარა ყელში… ქუჩაში დავრჩი, ეს იყო 28 წლის წინ,“ – …

„ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ – პოლიციამ 5 პირი დააკავა

შსს-მ 5 პირი დააკავა თბილისსა და სამეგრელოში „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები აქტიურად მონაწილეობდნენ დანაშაულებრივ საქმიანობაში და „მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, მოდავე მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო …

კორპუსები ბათუმში, სადაც გაზის გაყვანილობა სახიფათოა – რატომ არ შეიძლება მილების გადაბმა 

„ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე დახურულ სივრცეში,“ – ამბობს „სოკარ ჯორჯია გაზის“ კონტრაქტორი ფირმის საპროექტო და სამშენებლოს ყოფილი უფროსი ლაშა წულუკიძე ერთ-ერთ გადაბმულ მილზე, რაც შეფუთვის გადაწევის შემდეგ გამოჩნდა. ეს კადრი ბათუმში, წმინდა ევდემოზის ქუჩის 48-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსშია გადაღებული. ერთი შეხედვით, ამ ახალ კორპუსში საფრთხის შემცველი არაფერია: გაზის მილები სადარბაზოში არ ჩანს და შეფუთულია, …

თუ პუტინს მიიმწყვდევენ ვირთხასავით, შეიძლება ბირთვული იარაღიც გამოიყენოს – ინტერვიუ

„ზამთრის მოახლოება და ამინდის ცვლილებები დაეტყოთ, რა დროსაც საჰაერო თვალთვალის შესაძლებლობა ქვეითდება ღრუბლიანობის და ნისლის გამო, ასევე რთულდება ფარულად გადაადგილების და შენიღბვის შესაძლებლობები,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც გასულ კვირაშიც ყურადღებით აკვირდებოდა ბრძოლის ველს. გადამდგარი გენერლის აზრით, გადამწყვეტი წარმატებისთვის უკრაინას სჭირდება არამხოლოდ თანამედროვე აღჭურვილობა შესაბამისი რაოდენობით, არამედ ამ აღჭურვილობის ერთდროულად მიწოდება. „ვერ იქმნება …

რა თქვა მთავარმა ექსპერტმა ოზთურქის საქმეზე სასამართლოში

„ოზთურქის საქმეზე“ დღეს, 3 ნოემბერს, სამი მოწმის ჩვენება მოისმინა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ. ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოს და თურქეთის მოქალაქეა, მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს. „მან ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი თქვა“, – უთხრა …

ფინანსურ დავებზე ისევ ლავასოღლის უკავშირდებოდნენ – შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა, კიდევ ორს კი, დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი. შსს-ს ვერსიით, ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და ფინანსური დავების მოგვარებას სთხოვდნენ, მათ შორის, მინდია ლავასოღლის. „…აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებაში, პირადი სარგებლისა და უპირატესობის მიღების მიზნით ერთვებოდნენ მოქალაქეთა და „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფ პირებს შორის წარმოშობილი …

„ბომბია ფაქტობრივად“ – „სოკარის“ ყოფილი მენეჯერი საფრთხეზე, რასაც ადასტურებს სემეკიც

„ბომბია, ფაქტობრივად, რომელიც ოდესღაც შეიძლება აფეთქდეს, მერე ვინ იქნება პასუხისმგებელი?“ – კითხულობს „სოკარ ჯორჯია გაზის“ კონტრაქტორი ფირმის საპროექტო და სამშენებლოს ყოფილი უფროსი ლაშა წულუკიძე გაზის მილებზე, რომლებიც ბათუმში, ერთ-ერთ ახალ კორპუსში, აეროპორტის ქუჩა #73-ში, პირდაპირ ფასადიდან შეუყვანიათ. „სოკარის“ ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ გაზის შეყვანა ფასადიდან ახლა დაიწყეს, მას შემდეგ, როცა სემეკმა დაადასტურა, რომ ბათუმში, კორპუსების …

ნათია კაპანაძის სარჩელი სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა

ნათია კაპანაძის სარჩელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორი იყო და იმპიჩმენტის წესით გაათავისუფლეს. ის სასამართლოში ითხოვდა უნდობლობის საკითხზე აჭარის ტელევიზიის ბორდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას და დირექტორის პოზიციაზე სასამართლო დავის მიმდინარეობისას გამოცხადებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობას. —————— ნათია კაპანაძე 2019 წლის 19 აპრილს იმპიჩმენტის …

ბათუმში ზღვაში წუხელ გაუჩინარებული კაცი ჯერ კიდევ ვერ იპოვეს

ამ დრომდე არ უპოვიათ კაცი, რომელიც წუხელ, პირველ ნოემბერს, ბათუმის სანაპიროზე, ზღვაში გაუჩინარდა. პირველადი ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ზღვაში „პიერ ბათუმის“ პირსიდან გაუჩინარდა. თვითმხილველების თქმით, კაცი სავარაუდოდ პირსიდან გადახტა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს ძებნისა და სამაშველო ღონისძიება.

დაჩქარებულად რისი განხილვა სთხოვა ომბუდსმენმა საკონსტიტუციოს და რა არის პასუხი

„მიმდინარეობს მუშაობა, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის,“ – გვიპასუხეს საკონსტიტუციო სასამართლოს პრესცენტრში, სადაც დღეს, პირველ ნოემბერს ვიკითხეთ, რა შეიცვალა იმ საქმეებზე, რის გამოც სახალხო დამცველმა 21 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელების „მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში“ განხილვა სთხოვა. ომბუდსმენმა საკონსტიტუციო სასამართლოს სამი სარჩელის გამო მიმართა. „ნიშანდობლივია, რომ ზემოაღნიშნული სარჩელებიდან ორი სარჩელი უშუალოდ შეეხება ადამიანის ჯანმრთელობის დაცვასა და უსაფრთხოებას. …

2017 წლის არჩევნების შემდეგ დაწერილი სარჩელის განხილვას საკონსტიტუციო ხვალ იწყებს

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მომზადებული სარჩელის განხილვას საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ, 2022 წლის 2 ნოემბერს დაიწყებს. მოსარჩელეები პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან, რომლებმაც 2018 წლის მაისში მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს და ის სამართლებრივი რეგულირება გააპროტესტეს, რომელიც არჩევნებზე დამკვირვებლების უფლებამოსილებას განსაზღვრავს – წინა წლებში ჩატარებულ არჩევნებზე ერთ-ერთ პრობლემად დასახელდა ამომრჩეველთა ნების კონტროლი, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების, ან …

რომელ გზაზე ჩამოწვა მეწყერი და სად მუშაობს სპეცტექნიკა

წუხელ, ძლიერი წვიმის შემდეგ, აჭარის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, პირველ ნოემბერს, სპეცტექნიკა რამდენიმე ლოკაციაზე მუშაობს, თუმცა გზა ამ ეტაპზე არც ერთი მიმართულებით ჩაკეტილი არ არის. აჭარის გზების დეპარტამენტის პრესცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის სპეცტექნიკა მუშაობს ქედის სოფლებში: მერისი, გუნდაური, ჭალათი, გობრონეთი, ასევე ქვის ჩამონაშალი გააქვთ ხელვაჩაურში – სალიბაური ზედა …

3 პირი ბათუმშიც დააკავეს ნარკოდანაშაულისთვის – ამოიღეს 2 კილოგრამამდე კოკაინი

„…სამართალდამცველებმა ბათუმში დააკავეს პირი, რომლის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 490 აბი „სუბუტექსი“. პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისათვის დააკავა კიდევ 2 პირი, რომელთაგან ერთ-ერთი – წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, პირველ ნოემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში. შსს-ს ინფორმაციით, …

სად შეწყდება დღეს წყლის მიწოდება ბათუმში

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, პირველ ნოემბერს, ბათუმში რამდენიმე დასახლებას წყლის მიწოდება შეუწყდება. „სათავე ნაგებობიდან წყალმომარაგების შეზღუდვის გამო, 20:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება წინსვლის, ჩაისუბნის, ბარცხანის, განთიადის, მახინჯაურის, ანგისის, თამარის დასახლებებსა და ფრ. ხალვაშის გამზირზე მცხოვრებ აბონენტებს,“ – აღნიშნულია „ბათუმის წყლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. კომპანიის „ბათუმის წყლის“ პრესცენტრში განმარტეს, რომ შეზღუდვა უამინდობის გამო სათავე ნაგებობაზე წყლის …

ხულოს სოფლებში გათოვდა | ფოტო

ხულოს რამდენიმე სოფელში წუხელ გათოვდა. „წუხელ ღამით დაიწყო თოვა, ეს პირველი თოვლია ჩემს სოფელში,“ – გვიყვება თეიმურაზ ქამადაძე, ის ხულოში, სოფელ ქვედა თხილვანაში ცხოვრობს, – „ხეხილი დაამტვრია, ხეები ჯერ კიდევ დაფოთლილი იყო და ვერ გაუძლო…“ – ამბობს ის. მოქალაქის თქმით, თოვას შეფერხება არ გამოუწვევია, თუმცა რამდენიმე ოჯახს მის სოფელში შეშის მარაგი ჯერ კიდევ არ აქვს. …

20 მლნ ლარი თხილისთვის – ვინ მიიღებს სუბსიდიას

„კლიმატურ პირობებს“ უკავშირებენ თხილის დაბალ ფასს საქართველოს მთავრობაში, სადაც დღეს, 31 ოქტომბერს გადაწყვიტეს, რომ უკვე თხილის სუბსიდირებაც საჭიროა ყურძნისა და მანდარინის სუბსიდირების შემდეგ. თხილის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან პირველ ეტაპზე 20 მლნ ლარი გამოყვეს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2 -3 ჰექტრამდე თხილის ბაღის ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, მიიღებს 1 ჰექტარზე დაანგარიშებით 500 ლარის …

ირაკლი ჯინჭარაძის სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ არ დააკმაყოფილა ირაკლი ჯინჭარაძის სარჩელი. მოსამართლეს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროს რაიმე სახის განმარტება არ გაუკეთებია. გადაწყვეტილების გამოცხადებას აჭარის მთავრობის წარმომადგენელი არ დასწრებია. „სასამართლოს როლი სად არის აქ?“ – კითხულობს საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე, რომელიც ირაკლი ჯინჭარაძის ინტერესებს იცავს. იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აუდიტის დასკვნაში დაფიქსირებული დარღვევები შინაარსობრივად უნდა განეხილა …

Exit mobile version