„გაშლილი ხელით უფრო მწარედ დაარტყამთ, თუ მუშტით?“ – კითხულობს გადამდგარი გენერალი, როცა მას ვთხოვეთ განემარტა: რამდენად შეიძლება წარმატებას მიაღწიოს უკრაინამ პატარ-პატარა კონტრშეტევებით? „ომის ერთ-ერთი კანონია მასირება… უკრაინამ უნდა გაიჭირვოს და შექმნას დაჯგუფება, რომელიც იქნება დამრტყმელი დაჯგუფება,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე. მას ვესაუბრეთ კიევზე შეტევის განახლების რისკზე, რასაც ზალუჟნიც არ გამორიცხავს. გადამდგარი გენერალი ამ …
Author Archives: ჯაბა ანანიძე
შეიძლება გალიფ ოზთურქის ბინაში ვინმე აივნიდანაც შესულიყო? – რეპორტაჟი სასამართლოდან
„ეს საგამოძიებო მოქმედება დაიგეგმა წინასწარ“,- თქვა დღევანდელ პროცესზე გამომძიებელმა ანდრო კაპანაძემ. მან დღეს, 16 დეკემბერს „მილიონერ ოზთურქის საქმეზე“ სასამართლოს მოწმის სახით ჩვენება მისცა. „რა დაიგეგმა ოზთურქის პირად ჩხრეკაზე კონკრეტულად?“- ჰკითხა გამომძიებელს ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა. მან რამდენიმე სხვა მოწმესთან სცადა იმის დადგენა, თუ რატომ არ გადაუღეს ვიდეო ბრალდებულ ოზთურქს პირადი ჩხრეკის დროს, როცა მისი აპარტამენტის ჩხრეკის …
„იქნება აქციები და პროტესტი“ – ენმ ბათუმის საკრებულოში სხდომებს აღარ დაესწრება
ენმ-ს წევრები ბათუმის საკრებულოს სხდომებს აღარ დაესწრებიან. ბრიფინგი ბათუმის საკრებულოში დღეს, 16 დეკემბერს გაიმართა, საკრებულოს მორიგი სხდომის დაწყების წინ, სადაც ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ. „არ დავესწრებით სხდომებს, სანამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ იქნება დაცული ელემენტარული უფლებები. ნამდვილად არ ვაპირებთ შევუქმნათ „ოცნებას“ დემოკრატიის ფასადი,“ – ამბობს ნოდარ დუმბაძე, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ …
Continue reading “„იქნება აქციები და პროტესტი“ – ენმ ბათუმის საკრებულოში სხდომებს აღარ დაესწრება”
ბაგრატიონი – ქუჩა ბათუმში, რომელსაც სულ აკეთებენ | ბოლო 8 წლის ქრონოლოგია
„კორუფციას აქვს ადგილი“, „10 წელი რომ ერთი და იგივე ქუჩას აკეთებ, აქ უკვე სხვა მხარეა სალაპარაკო, რატომ აკეთებ ასე,“ – გვითხრეს ადამიანებმა, რომლებიც ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ცხოვრობენ, ქუჩაზე, რომელიც ახლაც გადათხრილია. „უსასრულოა, დამთავრება აღარ იქნა,“ – ამბობს ქალი, რომელსაც ბაგრატიონის და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთასთან ვესაუბრეთ. – „დღეს თუ გააკეთეს ეს მონაკვეთი, ოთხი თვე არ გავა, …
Continue reading “ბაგრატიონი – ქუჩა ბათუმში, რომელსაც სულ აკეთებენ | ბოლო 8 წლის ქრონოლოგია”
მინიმუმს აძლევენ, დავალების შესრულების შემდეგ თბილი საჭმელი რომ შეჭამონ – ქართველი მებრძოლი
„ბოლოს ტელეფონს საერთოდ აღარ ვპასუხობდი, იმდენი მწერდა, რომ უკრაინაში სურდა საბრძოლველად წამოსვლა,“ – უკრაინიდან ახლახან დაბრუნებული ვაჟა ცეცაძე აღწერს, რამდენად ძლიერია საქართველოში უკრაინის მიმართ სოლიდარობის მუხტი. თადარიგის ოფიცერი ვაჟა ცეცაძე სადაზვერვო ოცეულის მეთაურია, სამხედრო მიმართულებით 17-წლიანი გამოცდილება აქვს და დაახლოებით 5 თვე იბრძოდა უკრაინაში. ვაჟა ცეცაძემ უკრაინიდან მიმართა საჯაროდ პრემიერ ღარიბაშვილსაც, როცა პრემიერმა თქვა, რომ …
„არ დავმალულვარ მე“ – კიდევ რა თქვა რძლის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოში
„გასაგებია“ – მხოლოდ ეს სიტყვა უთხრა რძლის მკვლელობაში ბრალდებულმა კაცმა მოსამართლეს, როცა მან წაუკითხა საქმის მასალები, თუ რას ედავება პროკურატურა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა რძლის მკვლელობაში ბრალდებულ ლევან ბალაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 13 დეკემბერს გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მკვლელობა 11 დეკემბერს მოხდა – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის …
Continue reading “„არ დავმალულვარ მე“ – კიდევ რა თქვა რძლის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოში”
ყოფილი მოსამართლე საკონსტიტუციოში მოსამართლის პენსიას ასაჩივრებს
ყოფილი მოსამართლე დავით კეკენაძე საკონსტიტუციო სასამართლოში იმ სამართლებრივ ნორმას ასაჩივრებს, რომელიც მის პენსიად 560 ლარს განსაზღვრავს თვეში. ყოფილ მოსამართლეს მიაჩნია, რომ ეს საკუთრების უფლებაში ჩარევაა, რაც კონსტიტუციით გარანტირებულია. დავით კეკენაძეს მოსამართლედ მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ბოლოს იგი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა. დავის საგანია საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“. მოსარჩელე ითხოვს, არაკონსტიტუციურად …
Continue reading “ყოფილი მოსამართლე საკონსტიტუციოში მოსამართლის პენსიას ასაჩივრებს”
მოსამართლე მიქაუტაძის მიერ „ბავშვის ცემის საქმე“ – რას ეკითხება ევროსასამართლო მთავრობას
საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს 3 შეკითხვას უნდა უპასუხოს „მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის საქმეზე“. კითხვების ჩამონათვალი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოსგან უკვე მიიღო საქართველოს მთავრობამ. გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა, მანამდე იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იყო. 2016 წელს თამარ ხაჭაპურიძე ამბობდა, რომ თავის არასრულწლოვან შვილს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ გონიოს პლაჟზე მის თვალწინ სცემა. გამოძიება მოზარდის …
რატომ აწყობს რუსეთს ომის გაყინვა? – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან
„რუსები ვეღარ გააქტიურდებიან, ერთადერთი, დაცვას თუ გააძლიერებენ ესაა,“ – გადამდგარი გენერალ-მაიორი ისევ აქტიურად აკვირდება ომს უკრაინაში და ხედავს საფრთხეს, რომ ზამთარში თუ უკრაინა აქტიურ კონტრშეტევას ვერ შეძლებს, რუსეთი გაზაფხულისთვის საომრად ისევ მოემზადება. „უკრაინა იღებს იმ იარაღს, რომ რუსეთმა ვერ მოახერხოს გაძლიერება ზამთარში“, – გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და გვიმარტავს, უკრაინელების განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობა ბახმუტშიც როგორ …
Continue reading “რატომ აწყობს რუსეთს ომის გაყინვა? – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან”
მსხვერპლი თავშესაფრით მაშინაც ისარგებლებს, თუ კაცის წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემს – კანონპროექტი
„თავშესაფრის მომსახურების მიწოდება არ არის დამოკიდებული მსხვერპლის მზადყოფნაზე, ითანამშრომლოს სამართალდამცავ ან პროკურატურის ორგანოებთან ძალადობის აქტების ჩამდენი პირების წინააღმდეგ,“ – ეს კანონპროექტის ჩანაწერია, რომელიც ოჯახში ძალადობას ეხება. პარლამენტი „სტამბოლის კონვენციის“ შესაბამისად ცვლილებების შეტანას აპირებს კანონში. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა კანონში „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ …
ბათუმის მერია 3 საბავშვო ბაღის აშენებას აპირებდა, მაგრამ ერთიც ვერ ააშენა – რიგშია 842 ბავშვი
2022 წლის ბოლომდე ბათუმის მერია მოსახლეობას მინიმუმ სამი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას ჰპირდებოდა. წლის ბოლოს გაირკვა, რომ ბათუმში სამიდან ერთი ბაღიც ვერ აშენდა. სამი საბავშვო ბაღის ასაშენებლად ბიუჯეტიდან 8 მილიონ 617 ათას 402 ლარი გამოიყო, სამუშაოების მხოლოდ მცირე მოცულობა შესრულდა და შეწყდა. შეწყდა ხელშეკრულებებიც. ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა წელს სამივე მშენებლობა მოინახულა და ფეისბუქპოსტებიც დადო. …
„ექიმთანაც ვერ მივდივართ“ – როგორ ცხოვრობენ ბრალდებულები, რომლებსაც პირადობას ართმევენ
„თითქმის 2 წელი ვიცხოვრე პირადობის გარეშე, ხელფეხშეკრული გამოდიხარ პრაქტიკულად,“ – გვიყვება გიორგი თურაზაშვილი, რომელიც ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც გირაოთი გათავისუფლების დროს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირადობის მოწმობა პროკურატურაში დაატოვებინეს. ბრალდებულებს შორის ბევრია ანალოგიური პრობლემის პირისპირ. ადამიანები ზოგჯერ წლობით ცხოვრობენ პირადობის მოწმობის გარეშე, რადგან არასაპატიმრო საქმეები მოსამართლეებმა წესით 2 წელში კი უნდა განიხილონ, თუმცა ხშირად ეს ვადები ირღვევა. …
უკანონო გათავისუფლებებს სასამართლო ადგენს, მაგრამ დისკრიმინაციას არა – ISFED-ის მიგნებები
„გამოდის, რეალურად სასამართლო საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, როდესაც, ერთის მხრივ, ადგენს უკანონო გათავისუფლების ფაქტს და იმავე ფაქტზე უარს ამბობს მოტივაციის დადგენაზე, რეალურად რა ამოძრავებდა ამ უკანონობას,“ – გვიყვება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ISFED-ის პროექტის კოორდინატორი, იურისტი ლელა ხათრიძე. ამ ორგანიზაციამ დღეს, 6 დეკემბერს, ბათუმში შეხვედრა გამართა იმ სასამართლო დავებზე სასაუბროდ, როცა ადამიანები საჯარო სამსახურებიდან …
გლოვის ნიშნად ოპოზიციამ აჭარის უმაღლეს საბჭოსთან დროშები დაუშვა
გლოვის ნიშნად აჭარის უმაღლეს საბჭოსთან ოპოზიციამ დროშები დაუშვა. ხელისუფლებამ უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვის შემდეგ 6 დეკემბრის გლოვის დღედ გამოცხადებაზე უარი თქვა. „ჩვენ დავუშვით დროშები, რადგან ქვეყნის ტრაგედიაა, როცა დაიღუპნენ ქართველი მებრძოლები,“ – ამბობს ლევან ანთაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ენმ-დან. „ხელისუფლებამ უარი თქვა, გამოეცხადებინა გლოვის დღედ დღევანდელი დღე, ეს არის სახალხო გლოვის დღე. ხელისუფლების …
Continue reading “გლოვის ნიშნად ოპოზიციამ აჭარის უმაღლეს საბჭოსთან დროშები დაუშვა”
რას ამბობენ ენმ-ში დაპირისპირებაზე პარტიის ლიდერები აჭარიდან
ქუჩის აქციების შეწყვეტა ის საკითხია, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერები საყვედურობენ ნიკა მელიას, ენმ-ს მოქმედ თავმჯდომარეს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ „გადამწყვეტი ისევ ქუჩის აქციები იქნება“. 11 დეკემბერს ენმ-ს პოლიტსაბჭო შეიკრიბება, სადაც გადაწყდება შიდაპარტიული არჩევნების ჩატარების თარიღი. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ენმ-ს თავმჯდომარეობას აპირებენ: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე. რა ხდება რეგიონულ ორგანიზაციებში, როცა მთავარი …
Continue reading “რას ამბობენ ენმ-ში დაპირისპირებაზე პარტიის ლიდერები აჭარიდან”
ხელვაჩაურის მერიამ თანამშრომელი უკანონოდ გაათავისუფლა – ომბუდსმენი
სახალხო დამცველი ხელვაჩაურის მერიიდან თანამშრომლის – გოჩა მჟავანაძის გათავისუფლებას უკანონოდ მიიჩნევს. „…ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გოჩა მჟავანაძის მობილობის პროცესში დარღვეულია მობილობის განხორციელების წესის საკანონმდებლო მოთხოვნები,“ – წერია სახალხო დამცველის დასკვნაში, რაც ახლა უკვე ხელვაჩაურის მერის – ზაზა დიასამიძის სამუშაო მაგიდაზეა. მან 20 დღეში უნდა აცნობოს წერილობით პასუხი ომბუდსმენს. საუბარია „გოჩა მჟავანაძის საქმეზე“ – გათავისუფლებული თანამშრომელი …
Continue reading “ხელვაჩაურის მერიამ თანამშრომელი უკანონოდ გაათავისუფლა – ომბუდსმენი”
„მოინდომეს ამერიკულად ეომათ რუსული შესაძლებლობებით, ეს არ გამოუვიდათ“ – ინტერვიუ
„ეს ჰაიმარსისგან განსხვავებით მოძრავ სამიზნესაც არტყამს, ლაზერული ძიების და დამიზნების სისტემა გააჩნია…“ – ახალ აღჭურვილობაზე გვესაუბრება გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, M-270-ის ანალოგზე, რაც თურქეთს მიუწოდებია უკრაინისთვის. „ბაირახტართან“ ერთად იმუშავებს ეფექტიც შესაბამისი იქნებაო,“ – დასძენს ის. გადამდგარი გენერლის აზრით, მდინარე დნეპრის გადალახვა ახლა უკრაინელებს გაუჭირდებათ. „მდინარის მეორე მხარეს მოწინააღმდეგეა, ეს მდინარის ფორსირება გამოდის… საპონტოვნე გადასასვლელები დასჭირდებათ, …
Continue reading “„მოინდომეს ამერიკულად ეომათ რუსული შესაძლებლობებით, ეს არ გამოუვიდათ“ – ინტერვიუ”
„რატომ არ გადაიღეთ პირადი ჩხრეკა?“ – ოზთურქის ადვოკატი გამომძიებელს
ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს. „მაგრამ ჩხრეკაში 10 გამომძიებელი მონაწილეობდა, ერთ-ერთ კადრში, რაც თქვენ გადაიღეთ, მხოლოდ 2 გამომძიებლის მოქმედება ჩანს… დაახლოებით 3-წუთიანი კადრია… რას აკეთებდნენ …
Continue reading “„რატომ არ გადაიღეთ პირადი ჩხრეკა?“ – ოზთურქის ადვოკატი გამომძიებელს”
ბათუმში უკანონო ინტერნეტკაზინო აღმოაჩინეს – ზარალი 350 ათასი ლარია
„არალეგალურად მიმდინარეობდა სამაგიდო აზარტული თამაშები, ხოლო მეორე შემთხვევაში ინტერნეტის მეშვეობით საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტკაზინოების ვებგვერდებზე გადაიცემოდა ლოტოს გათამაშების პროცესი,“ – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დღეს, პირველ დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში. შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ობიექტების ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში სანებართვო მოსაკრებლის სახით …
Continue reading “ბათუმში უკანონო ინტერნეტკაზინო აღმოაჩინეს – ზარალი 350 ათასი ლარია”
სპორტი, როგორც ფუფუნება – რატომ ღირს ფიტნესკლუბები საქართველოში ევროპაზე ძვირი
„18 ევრო ღირს ჩემი სახლის გვერდით სპორტული ცენტრი, სადაც ფიტნეს დარბაზია და საცურაო აუზიც,“ – გვიყვება ესპანეთში, ქალაქ ბილბაოში მცხოვრები ალექსანდრე სანაძე. ნათია ვიტი, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტიდან კი ამბობს, რომ 15 – 20 ევროდან არის შესაძლებელი ფიტნესდარბაზით სარგებლობა, ერთთვიანი აბონემენტი. ამ ფასად, მაგალითად, ბათუმსა და თბილისში არათუ საცურაო აუზით, მხოლოდ ტრენაჟორებითაც ვერ ისარგებლებ. დაბალი შემოსავლებისა …
Continue reading “სპორტი, როგორც ფუფუნება – რატომ ღირს ფიტნესკლუბები საქართველოში ევროპაზე ძვირი”
როგორ უნდა მოიქცე, როცა პოლიციელი ქუჩაში ფოტოს გიღებს და გჩხრეკს – ინტერვიუ
„ჩვენს პრაქტიკაში პოლიციელები პირდაპირ გადადიან ფოტოს გადაღებაზე,“ – თავისი დაკვირვებაც გაგვიზიარა ინტერვიუს დროს საია-ს იურისტმა პაატა დიასამიძემ შემთხვევაზე, როცა პოლიციელი ქუჩაში გაჩერებთ და ფოტოს გადაღებას გაიძულებთ. იურისტი განმარტავს, როგორ უნდა მოიქცე ამ დროს, ან როდის შეგიძლია გადაუღო ფოტო ან ვიდეო პოლიციელს. „აუცილებელია, შევქმნათ მტკიცებულება, რადგან, როგორც წესი, შემდეგ ამას უარყოფენ ხოლმე,“ – დასძენს პაატა დიასამიძე. …
Continue reading “როგორ უნდა მოიქცე, როცა პოლიციელი ქუჩაში ფოტოს გიღებს და გჩხრეკს – ინტერვიუ”
73 ვაკანსია – იუსტიციამ მოსამართლეებისთვის კონკურსი გამოაცხადა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებში არსებულ ვაკანსიებზე კონკურსი გამოაცხადა. მოსამართლეებისთვის სულ 73 ვაკანსიაა. ვაკანსიაა ბათუმის საქალაქო და ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოებშიც. ბათუმში ქობულეთისთვის შეარჩევენ ერთ მაგისტრატ მოსამართლეს, ხელვაჩაურში კი თითო-თითო მაგისტრს – ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებისთვის. „კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება განხორციელდეს 2022 წლის 28 ნოემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად,“ – აღნიშნულია …
Continue reading “73 ვაკანსია – იუსტიციამ მოსამართლეებისთვის კონკურსი გამოაცხადა”
„განვაახლებთ მშენებლობას“ – რიჟვაძე აუშენებელ აუზზე, რომელზეც 29 მილიონი უკვე დახარჯეს
„ჩვენ განვაახლებთ ყინულის არენის და საცურაო აუზის მშენებლობას. შემდეგი ორი წლის განმავლობაში სრულად დასრულდება ეს პროექტი,“ – აღნიშნა დღეს, 29 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ. საუბარია იმ ყინულის მოედანსა და საცურაო აუზზე ბათუმში, სადაც აჭარის მთავრობამ 29 მილიონი ლარი უკვე დახარჯა, ადგილზე კი, არც ყინულის არენაა მოწყობილი და არც აუზი. ეს პროექტი …
გამამართლებელი განაჩენების 92% ოჯახში ძალადობაზე მოდის – კიდევ რა ჩანს მონიტორინგით?
„გამამართლებელი განაჩენების 92% ოჯახში ძალადობის საქმეა“, – აღნიშნავენ საია-ს მონიტორები, რომლებიც ბოლო ერთი წელი აკვირდებოდნენ 490 სისხლის სამართლის საქმის განხილვას. საია მონიტორინგს ატარებდა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის და ზუგდიდის [დისტანციურად] საქალაქო სასამართლოებში. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა კიდევ ერთი მიგნებაც: უმეტეს შემთხვევაში მოსამართლეებს 15 წუთიც არ სჭირდებათ საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად. იურისტების აზრით, ეს აჩვენებს იმას, რომ მოსამართლე …
საპატრიარქო მონაზონზე ძალადობას აღიქვამს არა ქალზე, არამედ საკრალურზე თავდასხმად – ინტერვიუ
„დააკვირდით, ჯაღმაიძეს ამ განცხადებაშიც კი ფემიციდი საერთოდ არ უხსენებია, მონასტერზე საუბრის დროსაც ქალი არსად ფიგურირებს… ის, რომ მონაზონი იყო ქალი და ამის გამოც გახდა იგი ძალადობის მსხვერპლი, ის ამაზე საერთოდ არ ამახვილებს ყურადღებას. საპატრიარქო მონასტერში ჩადენილ დანაშაულსაც განიხილავს, როგორც რაღაც საკრალურზე თავდასხმად და არა ქალზე ძალადობად,“ – თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის …
რა ეღირება მანდარინი, როცა ექსპორტი უკრაინაში გართულდა – სამინისტროს პასუხი
ციტრუსის სეზონი უკვე დაიწყო. მეციტრუსეების თქმით, ჯერ ციტრუსის შეძენის მსურველი არ გამოჩენილა იმის მიუხედავად, რომ ციტრუსის მოსავალი წელს მცირეა – აჭარის რეგიონში დაახლოებით 45 ათას ტონა მოსავალს ელიან. მეციტრუსეებს პოზიტიური მოლოდინი არც აქვთ, მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომია. „შარშანდელზე ნაკლები ფასი არ იქნება,“ – ამბობს ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი ონიანი „ბათუმელებთან“. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელს …
Continue reading “რა ეღირება მანდარინი, როცა ექსპორტი უკრაინაში გართულდა – სამინისტროს პასუხი”
ახალ ბულვარში ზღვამ პრომინადის ნაწილი ისევ წაიღო – შტორმი ბათუმში
ბათუმის ახალ ბულვარში ზღვამ სანაპირო ისევ დააზიანა. შტორმის შედეგად ზღვამ პრომინადის ნაწილი წაიღო, დაზიანებულია სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურაც. დაზიანდა ახალი ბულვარის ის მონაკვეთი, სადაც ზღვამ 2022 წლის თებერვალშიც ჩამოშალა პრომინადი. ამ დროისთვის სანაპირო ზოლის დაზიანებული მონაკვეთი სპეციალური ლენტით შემოსაზღვრულია, გამორთულია გარეგანათება. „შტორმისა და უხვნალექიანობის დროს სანაპირო ინფრასტრუქტურის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ბულვარის მიმდებარედ, ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური …
Continue reading “ახალ ბულვარში ზღვამ პრომინადის ნაწილი ისევ წაიღო – შტორმი ბათუმში”
„სტაბილურად მძიმეა“ – კლინიკა გონიოში ავარიის შედეგად დაშავებულზე
„სტაბილურად მძიმეა, რეანიმაციულ განყოფილებაშია,“ – გვითხრეს დაშავებული კაცის შესახებ „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“ . კაცი გუშინ, 26 ნოემბერს, ავტოავარიაში მოყვა. გონიოს დასახლებაში მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავებული კი, კლინიკაში გადაიყვანეს. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული კლინიკიდან უკვე გაწერეს, მას მსუბუქი ხასიათის დაზიანებები ჰქონდა. მეორე დაშავებულს კი, რომელიც ახლა რეანიმაციაშია, …
Continue reading “„სტაბილურად მძიმეა“ – კლინიკა გონიოში ავარიის შედეგად დაშავებულზე”
გონიოში მანქანა ხეს დაეჯახა, დაიღუპა 2 მგზავრი
ბათუმში, გონიოს დასახლებაში, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ექიმებს ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე ორი კაცი გარდაცვლილი დახვდა, ერთი დაშავებული კი, ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
„ნარკოტიკი ჩამიდეს, ახლა კი განაჩენის გადახედვაზე უარი მითხრეს“ – პატიმარი სასამართლოს უჩივის
მსჯავრდებული იაკობ ღონღაძე საკონსტიტუციოში უჩივის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც განაჩენის გადახედვაზე უარი თქვა. იაკობ ღონღაძე ნარკოდანაშაულისთვის 2017 წლიდან იხდის სასჯელს. მას 8 წლით აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა. სარჩელში მსჯავრდებული წერს, რომ ნარკოტიკი „ჩაუდეს“. საკონსტიტუციოს პატიმარმა მას შემდეგ მიმართა, როცა გაიგო, რომ 2020 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ გიორგი ქებურიას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ ჩხრეკას მხოლოდ პოლიციელები …
როცა ქალის მოკვლის საფრთხეა, რატომ არ იყენებს შსს ელექტრო სამაჯურს – ინტერვიუ
სახალხო დამცველის ბოლო მონაცემებით, მხოლოდ 2021 წელს ოჯახში ძალადობის 9376, ასევე ქალთა მიმართ სხვა ძალადობის 744 შემთხვევაზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი, მათგან მხოლოდ 15 მოძალადეს გაუკეთეს ელექტრონული სამაჯური. ქალთა მკვლელობების ზრდის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ასობით ელექტრონულ სამაჯურს არ იყენებს. „ბათუმელები“ უფლებადამცველ გოგა ხატიაშვილს ესაუბრა, იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი იყო, როცა …
Continue reading “როცა ქალის მოკვლის საფრთხეა, რატომ არ იყენებს შსს ელექტრო სამაჯურს – ინტერვიუ”
„3 დღეა წყალი არ გვაქვს, არადა სახლში ნაოპერაციევი ბაბუა გვყავს“ – ბათუმში მცხოვრები
„უკვე 3 დღეა წყალი არ გვაქვს. ნაოპერაციევი ოჯახის წევრი გვყავს სახლში. წარმოუდგენელ დღეში ვართ უწყლობის გამო“, – ამბობს მოქალაქე, რომელიც ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ცხოვრობს. უწყლობაზე ჩივიან მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებლებიც: აეროპორტის დასახლებაში, შარაშიძის ქუჩაზე, გოდერძი ჩოხელის ქუჩაზე… „ბათუმის წყლის“ პრესცენტრში აცხადებენ, რომ „ავარიულად დაზიანებული წყალმომარაგების ცენტრალური მილის აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია“. კომპანიის პრესცენტრის განმარტებით, დღეს, 26 …
„როცა გაქცევა დაიწყება რუსი სამხედროების, მაშინ შეიქმნება საფრთხე რუსეთისთვის“ – ინტერვიუ
„პუტინი ომის დასრულების გაბუნდოვანებას ცდილობს,“ – გადამდგარი გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ რუსეთი ამჯერად ამ ტაქტიკით ცდილობს ევროპას აჩვენოს, ზამთრის გადატანა მისთვისაც რომ იქნება რთული. გადამდგარი გენერლის დაკვირვებით, უკრაინამ ახლა უნდა შეძლოს კულმინაციის წერტილამდე მიიყვანოს რუსები, თავად კი, ძალების შევსება შეძლოს, გადაჯგუფებაც. „დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინა ამას მოახერხებს,“ – დაიმედებულია გადამდგარი გენერალი და მაგალითად …
ოზთურქი პატიმრობაში დატოვეს – რა თქვა მისი სახლის ჩხრეკაზე „ძირითადმა“ გამომძიებელმა
„საფუძველი გახდა ოპერატიული ინფორმაცია“, – ასე დაიწყო მოსამართლესთვის ჩხრეკის ამბის მოყოლა ფინანსთა სამინისტროს გამომძიებელმა, ნათია დოლიძემ. ის ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ბინაში სპეცოპერაციით შევიდა, ფინანსური დანაშაული ვერ იპოვა, თუმცა გამოძიების ვერსიით, იქიდან „კოკაინი“, ასევე სხვადასხვა ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო. „ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ფინანსური დოკუმენტები, ელექტრომატარებლებიც“, – დასძინა მოწმემ. „ის ამ საქმეში ძირითადი გამომძიებელია“, – უთხრა მოსამართლეს …
„გუშინაც დააკავეს“ – რას სთხოვს სახელმწიფოს დედა, რომლის 16 წლის ბიჭი ხშირად მიჰყავს პოლიციას
„გუშინაც დააკავეს… ვიფიქრე, რომ ისევ ქუჩაში რჩებოდა და პოლიციამ დამირეკა, ისევ განყოფილებაში მისვლა მთხოვეს. აღარ ვიცი, უკვე მერამდენედ დააკავეს,“ – გვიყვება კანონთან კონფლიქტში მყოფი 16 წლის მათეს დედა – ნინო [სტატიაში სახელები და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები შეცვლილია]. მათე პოლიციელებს ამჯერად ადმინისტრაციული წესით დაუკავებიათ ხულიგნობისთვის. მათე ციხეშიც იხდიდა სასჯელს რამდენიმე თვე, ქურდობაზე… გათავისუფლების შემდეგ კი არც სკოლას …
რა იქნება შემდეგ, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება? – 2 აზრი
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება ამ პარტიას დაშლამდე მიიყვანს? – ეს კითხვა პოლიტიკის ანალიტიკოსებს დავუსვით. „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული არჩევნებისთვის ემზადებიან, აქ რამდენიმე ლიდერი ერთმანეთს დაუპირისპირდა. დავით ზურაბიშვილი, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი მიიჩნევს, რომ „რაც უფრო დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უფრო დასუსტდება „ქართული ოცნებაც“, თუმცა ეს არსებითად ვერ შეცვლის ოპოზიციის ფლანგს. პოლიტოლოგ …
Continue reading “რა იქნება შემდეგ, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება? – 2 აზრი”