როგორია არჩევნებზე „ოცნების“ დამარცხების ორი მეთოდი – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

300 ათასამდე საჯარო მოხელე, 40 ათასი სოციალურად დაუცველი, რომლებიც წინასაარჩევნოდ, ფორმალურად დაასაქმეს, საბიუჯეტო რესურსები და ძალადობა ადამიანებზე, ხელების გადაგრეხის მცდელობა – წინასაარჩევნო გარემოს აღწერს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია და ჩამონათვალის ბოლოს ამბობს: „ობიექტურად, ძალიან რთულია ამ ყველაფრის გარღვევა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გარღვევა შეუძლებელია. მსგავსი სირთულეები იყო შევარდნაძის დროს, სააკაშვილის დროს, მაგრამ ქართველმა ხალხმა …

პოლკოვნიკი ოჩამჩირეში რუსული გემის შემოსვლაზე – „როდის იყო ყმა ბატონს რამეს ეუბნებოდა?“ 

„როდის იყო ყმა ბატონს რამეს ეუბნებოდა?“ – პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს გაუკვირდა, როცა საქართველოს ხელისუფლების რეაქციის არქონაზე ვკითხეთ ოჩამჩირეში რუსული გემის შემოსვლაზე. „აფხაზეთში არ არის ინფრასტრუქტურა ისეთი, რომ ფლოტი სევასტოპოლიდან, მაგალითად, აფხაზეთში გადმოიტანონ. მე ვფიქრობ, რომ ამის არანაირი შანსი ამ ეტაპზე არ არსებობს, რადგან შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა დაჯდება ძალიან ბევრი მილიარდი,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი. როგორ ასუსტებს …

ბათუმში ღამის კლუბში კაცის დაჭრის საქმეზე სააპელაციომ გამამართლებელი განაჩენი შეცვალა

„ბათუმში ღამის კლუბში კაცის დაჭრის საქმეზე“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გამამტყუნებლით შეცვალა. მსჯავრდებულ ლევან სირაბიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საუბარია ბათუმში, 2023 წლის 11 მარტს მომხდარ შემთხვევაზე: ერთ-ერთ ღამის კლუბში დანით ნიკა თუთაშვილი დაჭრეს. პროკურატურამ ამ საქმეზე განზრახ მკვლელობის მუხლით ლევან სირაბიძე დააკავა. წინასასამართლო სხდომამდე პროკურატურამ საქმე სსკ-ის 117-ე მუხლზე …

მოქალაქე შსს-ს უჩივის – „მართვის მოწმობა 2 თვე უკანონოდ არ აღმიდგინეს“

„რატომ არ უნდა აგოს პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როცა დაცვის ნაცვლად ჩემს უფლებას არღვევს?“ – კითხულობს მოქალაქე გოდერძი კუბლაშვილი, რომელიც აპირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოში უჩივლოს. გოდერძი კუბლაშვილისთვის მართვის მოწმობა 6 თვით ჩამოურთმევია ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციას. მოქალაქე ამბობს, რომ არ იყო მთვრალი და ამას სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს, თუმცა იგი ამ ამბის გაგრძელებას ასაჩივრებს: …

„სოფლის გზა დაგვიზიანეს, სტადიონიც, აღდგენას ვითხოვთ“ – აქცია სოფელ მარადიდში

„გზა დააზიანეს, სტადიონი, გარეგანათებაც, აღდგენას ვითხოვთ,“ – ამბობს ხელვაჩაურში, სოფელ მარადიდში მცხოვრები უშანგი დიდმანიძე. მარადიდში მცხოვრებმა მოსახლეობამ დღეს, 9 ივლისს „კირნათი ჰესის“ წინ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, გზა მძიმე ტექნიკის ინტენსიურმა გადაადგილებამ დააზიანა. „აღდგენის შემდეგაც დაზიანდება, საჭირო იქნება გზის შეკეთება მუდმივად“, – ამბობენ აქციის მონაწილეები. საპროტესტო აქციის მონაწილეების განცხადებით, ჰესის მოწყობამ სოფელში ინფრასტრუქტურა …

რას ითხოვენ აჭარის სოფლებში მოქალაქეები ოპოზიციისგან და რას ამბობენ ხელისუფლებაზე

„როცა ღიად ვაკრიტიკებ ხელისუფლებას, სულ მეუბნებიან, არ გეშინია, როგორ არ გეშინიაო? რის უნდა მეშინოდეს, არ ვიცი ოღონდ. 38 წელია მასწავლებელი ვარ, რა უნდა გამიკეთონ?“ – ხულოში, სოფელ დიდაჭარაში მცხოვრები მერი გობაძე მიიჩნევს, რომ მთავარი ადამიანის სურვილია, დადგეს სიმართლის მხარეს. მას და მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ რამდენიმე ადამიანს ვკითხეთ: პრობლემაა თუ არა კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვა, როცა სოფელში …

რა თქვა დეპუტატმა როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე – მაშინ ის აჭარის პოლიციას ხელმძღვანელობდა

„შემთხვევის ადგილზე გავჩერდით ალბათ ხუთი წუთი და დავბრუნდით უკან, ბათუმში, ვინაიდან დანაშაული იყო გახსნილი და არ იყო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გატარების საჭიროება…“ – უთხრა გამომძიებელს „როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე“ პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ რესან კონცელიძემ. ეს გამოკითხვის ოქმის ჩანაწერია – რესან კონცელიძე სერჟანტ შავაძის მკვლელობის დროს შსს-ს აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. აგვისტოს ომის …

რა უთხრა გამოძიებას სერჟანტ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორმა, რომელიც ახლა მოსამართლეა

„როინ შავაძის საქმის“ პროკურორი ვასილ როინიშვილი გამოძიებამ 2023 წლის სექტემბერში გამოჰკითხა. ის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა 2020 წლიდან და ერთ-ერთი მაღალჩინოსანია, მათ შორის, ვისაც სერჟანტის სასტიკი და ჯგუფური მკვლელობის საქმე უნდა გამოეძიებინა. პასუხის მოთხოვნის ნაცვლად, ვასილ როინიშვილი დაწინაურდა. სერჟანტი და აგვისტოს ომის მონაწილე როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს წამებით მოკლეს. გამოძიებას არც ახლა აქვს პასუხი: …

ხულოში ავარიას მოზარდი ემსხვერპლა – ავტომანქანა ხევში გადავარდა

ხულოში, ხიხაძირი – კალოთას დამაკავშირებელ გზაზე ავტოავარიას მოზარდი ემსხვერპლა. ავარიის შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს, 5 ივლისს მოხდა. “ბათუმელების” ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად.

დავალება იყო შავაძისთვის ჩაგვედო ნარკოტიკი – რას ამბობს კუდის ყოფილი უფროსის მოადგილე დაკითხვაზე

„არ მაქვს დრო, ვერ გიპასუხებთ“, – პასუხს თავი ასე აარიდა ვასო [უჩა] შანიძემ, რომელსაც „როინ შავაძის საქმეზე“ ტელეფონით დავუკავშირდით. ვასო შანიძე 2008 წელს, როცა სერჟანტი როინ შავაძე წამებით მოკლეს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის, კუდ-ის აჭარის სამმართველოს უფროსის, თეიმურაზ პატარიძის მოადგილე იყო. მან სხვა მაღალჩინოსნების მსგავსად, სერჟანტის მკვლელობის შემდეგ მუშაობა განაგრძო და არაფერი თქვა – არც არაფერს …

„ყველამ 3-3-ჯერ ვესროლეთ“ – კიდევ რა თქვეს სპეცრაზმელებმა სერჟანტ შავაძის მკვლელობის საქმეზე

„მინდა, რომ მართლა იყოს მოღალატე,“ – უთხრა ბრალდებულმა თემურ მგელაძემ გამომძიებელს სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის შესახებ, როცა ის ციხის შეხვედრის ოთახში ფარულად ჩაწერეს. საუბარია იმ სერჟანტის მკვლელობაზე, აგვისტოს ომში რომ იბრძოდა, ბათუმში დაბრუნებულს კი, ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი სამართალდამცველებმა 40 ტყვიით ჩაცხრილეს. ეს სასტიკი მკვლელობა 2008 წლის 16 აგვისტოს მოხდა. გამოძიებას ამ დრომდე არ …

კორპუსი შუა ბათუმში მრიცხველების გარეშე – რას ამბობს „ოცნებასთან“ დაახლოებული მშენებელი

„აქ ცხოვრება აღარ შეიძლება – როდის გაითიშება შუქი და რამდენი ხნით, არავინ იცის. დღესაც არ გვქონდა შუქი, ახლა მოვიდა… არ შეასრულა პირობა ბიზნესმენმა მერაბ ფარტენაძემ, კომპანიამ, რომელმაც ეს კორპუსი ააშენა,“ – ამბობს ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მცხოვრები მაგული სურმანიძე. კორპუსი, სადაც ის 2018 წლიდან ცხოვრობს, გამრიცხველიანებული არ არის. მერაბ ფარტენაძე „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენია. მცხოვრებთა …

15 წლით პატიმრობა ელის ცოლ-ქმარს, რომლებიც შვილებს მოწყალებას აიძულებდნენ – გამოძიება

ბათუმში არასრულწლოვნების ტრეფიკინგის მუხლით ბრალდებულ ცოლ-ქმარს, ვიდადი ა.-ს და ანჟელა ბ.-ს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულები საკუთარ შვილებს – 11 და 12 წლის გოგონებს ბათუმში, ჭავჭავაძის და ბარათაშვილის ქუჩებზე მოწყალების მიღებას აიძულებდნენ. ბრალდებულები ბათუმში 2024 წლის მაისში დააკავეს. „შრომითი ექსპლუატაციის მიზნით გადაიბირეს საკუთარი არასრულწლოვანი შვილები… ანტისაზოგადოებრივი საქმიანობაში ჩაბმით [მოწყალების მიღების იძულებით] უწევდნენ …

„რუსული ჩექმა დაავიწყდათ?“ – ემიგრანტი იტალიიდან ფლორენციაში საარჩევნო უბანს ითხოვს

„სად წავიდეს ამდენი ემიგრანტი, თუ ჩაიკეტება ევროპის კარი? სად იმუშაოს? მე ამ კითხვას ვუსვამ საქართველოს მთავრობას“ – სათქმელი აქვს იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, მანანა ბოლქვაძეს. მას „ბათუმელები“ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეზღუდვაზე ესაუბრა. მანანა ბოლქვაძე მეექვსე წელია ემიგრაციაშია, ის ფლორენციაში მუშაობს. უვიზო მიმოსვლაზე შეკითხვის პასუხად ქართველ ემიგრანტს იტალიაში მყოფ ემიგრანტებთან ბოლოდროინდელი დიალოგი ახსენდება: „ძალიან ბევრი …

მკვლელობა გურიაში – რატომ დააკავა პროკურატურამ მთავარი მოწმე

„პროკურორმა თადარიგი დაიჭირა, რომ სხვა მოწმეებსაც იგივე არ ექნათ. ეს არის მანიპულაცია, რადგან კანონი შეიცავს დიდ ხარვეზს ამ კუთხით. თუ პრაქტიკა აქეთ წავა, მაშინ მოსამართლის და ნაფიცი მსაჯულების როლი აღარ იარსებებს საერთოდ,“ – მიიჩნევს სისხლის სამართლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი. ადვოკატს ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე ვესაუბრეთ – ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებული კაცი სრულად გაამართლეს, ამ საქმის „ოქროს …

ქობულეთში პოლიციელი დანით დაჭრეს – ის ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე იყო გამოძახებული

ქობულეთში ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე გამოძახებული პოლიციელი დანით დაჭრეს. შემთხვევა დღეს, 25 ივნისს მოხდა. „ბათუმელებს“ ქობულეთში მცხოვრებმა მოქალაქემ უთხრა, რომ პოლიციელი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების დროს დაჭრეს დანით, როცა განქორწინებული კაცი ყოფილ ცოლთან მივიდა და პოლიციას გამოუძახეს. პოლიციელი მძიმედ დაჭრილი არ არის, ის კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში შემთხვევას ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ თავმდასმხელი უკვე დაკავებულია. …

პარაშუტით აფრენა 100-150 ლარი ღირს – რა დაგიჯდებათ წელს პლაჟზე დასვენება ბათუმში

„გასული წლის ივნისში სიცივე იყო ამ დროს და ამაზე მეტი ხალხი გვყავდა, წელს ნაკლებია ხალხი, ფასები იგივეა“ – ამბობს კახა, რომელიც ბათუმის სანაპიროზე წელსაც შეზლონგებს აქირავებს. ზაფხული მოვიდა და პლაჟზე იჯარით მოსარგებლეებმა ისევ ჩაამწკრივეს შეზლონგები. წელსაც რთულია შეზლონგებს აუარო გვერდი და კომფორტულად წამოწვე სანაპიროზე. იახტკლუბშიც მზად არიან ტურისტების მისაღებად. ბათუმის ბულვარს თუ დაუყვებით იახტკლუბისკენ, შეგაჩერებენ …

ბათუმში ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს მკვლელობაში ბრალდებული – ის დარბაზიდან გაათავისუფლეს

ნაფიცმა მსაჯულებმა ბათუმში მკვლელობაში ბრალდებული გაამართლეს. გამამართლებელი ვერდიქტი მსაჯულებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 23 ივნისს მიიღეს. საუბარია გურიაში 2023 წლის 28 სექტემბერს მომხდარ შემთხვევაზე. პროკურატურის ვერსიით,  23 წლის ავთანდილ სიხარულიძე დანით დაჭრეს. ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. პროკურატურამ ამ საქმეზე ბრალი გარდაცვლილის თანასოფლელს, შოთა სიხარულიძეს წაუყენა. მას გამოძიება განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას ედავებოდა. მსაჯულებმა ბრალდებული …

„ძველ ბათუმში 230 ათას დოლარად გვაქვს ყველაზე იაფი ბინა“ – ბათუმში ბინების გაყიდვა ჭირს, ფასი კი იზრდება

„ბინების გაყიდვებმა იკლო, მაგრამ მესაკუთრეებს ურჩევნიათ, დაელოდონ მყიდველს, ვიდრე ბინას ფასი დაუკლონ,“ – უძრავი ქონების ერთ-ერთი კომპანიის მენეჯერი, თამთა წურწუმია გვიყვება, როგორ გაჭირდა ბინის გაყიდვა ბათუმში. ბათუმში ბინების შეძენის მსურველებმა რომ იკლო, გამოჩნდა კვლევებშიც: საკონსულტაციო კომპანიის „გალტ & თაგარტის“ კვლევის მიხედვით, სადაც 2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემებია ასახული, ბათუმში ბინის გაყიდვის მაჩვენებელი წლიურად 22.8%-ით შემცირდა. …

„შშმ პირს სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ“ – ტრეფიკინგის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანით ვაჭრობის – ტრეფიკინგისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებელობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. „კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ადამიანით ვაჭრობის გეგმა შეიმუშავეს: გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით გადაიბირეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქე და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ. კერძოდ, დაზარალებულს, ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით, სხვა პირებისთვის, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სექსუალური მომსახურების გაწევას …

ბათუმში ვალუტის გადამცვლელს ბრალდებულმა იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ყაჩაღობისთვის ბრალდებული პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2024 წლის 17 ივნისს, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში მყოფ მოლარე-ოპერატორს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ გ.მ. ბრალდებულის სახით დააკავა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, …

უფლებების ჩამორთმევა ნარკოდანაშაულისთვის – რა გადაწყვიტა საკონსტიტუციომ

საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციურად ჩათვალა ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულებისთვის ისეთი სამოქალაქო უფლებების ავტომატურად ჩამორთმევა, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო, ან საჯარო სამსახურში საქმიანობა. საქმეზე – „კონსტანტინე ლაბარტყავა, მალხაზ ნოზაძე და ირაკლი გიგოლაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ სარჩელით საკონსტიტუციოს 2015 წელს მიმართეს. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება 2024 წლის 14 ივნისს მიიღო. მოსარჩელეები საერთო სასამართლოებმა სხვადასხვა დროს დამნაშავედ ცნეს …

„კატასტროფულად მძიმე იქნება“ – ქართველი ემიგრანტი უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის საფრთხეზე

„ამაზე ფიქრიც არ შემიძლია, რა მოხდება… უვიზო რეჟიმის შეზღუდვა კატასტროფულად მძიმე იქნება“, – გვითხრა ქართველმა ემიგრანტმა თამარ ლომიძემ, რომელიც 5 წელია იტალიაში მუშაობს. იტალიიდან გამოგზავნილი ხელფასით თამარი ოჯახს არჩენს საქართველოში და ასევე, იმ ბინის სესხს ფარავს, რომლის შეძენაც საქართველოში ყოფნის დროს ვერ შეძლო. თამარ ლომიძე ხულოს სოფელ ბეღლეთიდანაა, მარტოხელა დედაა და ემიგრაციაზე საუბრის დროს, პირველ …

განზრახ მკვლელობა თუ მოგერიება – რა კითხვებს სვამენ ნაფიცი მსაჯულები ბათუმის სასამართლოში

„…თუ მართალი იყო, რატომ მიატოვა? როცა დანა ჩაარტყა ჩემს შვილიშვილს, სასწრაფოს რატომ არ გამოუძახა? ან პოლიციაში რატომ არ მივიდა, ამ კაცმა ჭკუიდან გადამიყვანაო? სამჯერ ჩაარტყა დანა, სამჯერ… მკლავის ძალით მოერეოდა მარტო, ისე გაელახა, კაფანდარა ბიჭი იყო ჩემი შვილიშვილი,”- ფეხზე წამოდგა და ხმამაღლა მიმართა ნაფიც მსაჯულებს ქალმა, რომელმაც შვილიშვილის მკვლელობის საქმეზე ჩვენება მისცა სასამართლოს. დღეს, 19 …

„ცარიელია ბინები“ – რამდენად ქირავდება ბათუმში ბინები ამ ზაფხულს

„რუსები თვითონ აქირავებენ უკვე ბინებს, ჩვენამდე აღარ მოდიან,“ – ეცინება „ბათუმელებთან“ გიგა გორგილაძეს, ის ტბელ აბუსერიძის და შარტავას ქუჩებზე აქირავებს ბინებს დღიურად. ზღვის სეზონი ბათუმში უკვე გაიხსნა. რა ღირს, ან ეღირება ბათუმში ამ ზაფხულს ბინა? – კვლევას ამ მიმართულებით არავინ ატარებს. ჩვენ უძრავი ქონების რამდენიმე აგენტს გავესაუბრეთ, ასევე ბინების მესაკუთრეებს, რომლებსაც განცხადება ბინის გაქირავების შესახებ …

ჯერ გაამტყუნა, შემდეგ გაამართლა – რა თქვა მოსამართლემ უსახლკაროების აქციაზე შშმ პირის დაკავებაზე

„ვინ დამიძახა სასამართლოში?“ – კითხვა შეუბრუნა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს მარტოხელა დედამ – მაგული ფუტკარაძემ, იმ შშმ პირის დედამ, რომელიც 2024 წლის 19 აპრილს, ბათუმში, უსახლკაროების აქციაზე დააკავეს. დღეს, 17 ივნისს, მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ გაამართლა შშმ პირი – ჯაბა კურცხალიძე. მანამდე კი, აპრილში, დაკავებიდან მეორე დღეს იგივე პირი – ჯაბა კურცხალიძე იმავე საქმეზე ამ მოსამართლემ სამართალდამრღვევად …

ბათუმში საქართველოს ნაკრების თამაშს ღია ცისქვეშ ორ ადგილას შეგიძლიათ უყუროთ

საქართველოს ნაკრების პირველ თამაშს ევროპის ჩემპიონატზე ხვალ, 18 ივნისს, ბათუმში, ღია სივრცეში დამონტაჟებულ მონიტორთან, სხვებთან ერთად შეგიძლიათ უყუროთ. ბათუმის მერიის ცნობით, ლედმონიტორები ბათუმის სტადიონთან [„აჭარაბეთ არენა“] და ანბანის კოშკთანაა მოწყობილი. ხვალ, 18 ივნისს, საქართველოს ნაკრები თურქეთის ნაკრებთან ითამაშებს. მატჩი საღამოს 8-ზე დაიწყება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატის ყველა სხვა მატჩის ნახვას აქვე შეძლებთ. ლედმონიტორები და …

საკონსტიტუციოში ასაჩივრებენ სასამართლოში პირის იძულებით მიყვანის საკითხს ადმინისტრაციულ საქმეზე

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არსებითი განხილვა დაიწყო საქმეზე, რომელიც სასამართლოში პირის იძულებით წარმოდგენის საკითხს ეხება. სადავოდ გამხდარი ნორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისგებაში მიცემული პირი თუ თავს არიდებს შსს-ს, ან მოსამართლით გამოძახებით გამოცხადებას, შესაძლებელია, იძულებით მიიყვანონ სასამართლოში. მოსარჩელეების ალექსანდრე კობაიძის და მირანდა შალამბერიძის პოზიციით, ეს ნორმა საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად უნდა მიიჩნიოს. მოსარჩელეების აზრით, მიუღებელია კანონის დათქმა, …

„ჩვენ ტვინში ჩაბეჭდილია რა მოხდება, თუ ოცნების წინაშე არასწორად მოვიქცევით“ – სოცდაუცველი

„ჩემი მოვალეობაა – ნაგვის ყუთთან ნაგავი არ უნდა ეყაროს“ – თავის საქმეს გვაცნობს მალხაზ ჭანიძე, სოციალურად დაუცველი ხელვაჩაურის სოფელ ჯოჭოდან, რომელიც საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმდა. 40 ათას სოციალურად დაუცველს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სამუშაო გამოუძებნეს. მათი ჯამაგირი თვეში 300 ლარია. ხშირ შემთხვევაში დასაქმებულთა სამუშაოს აღწერა აჩვენებს, რომ მათი დასაქმება ფორმალურია. მაგალითად, ტანკს ქედაში, წონიარისის ცენტრში, …

„რუსები წყვეტენ ხალხს, მაგრამ დონბასის საზღვარზე ვერ გადიან“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„მას შემდეგ, რაც გამოჩნდება F16-ები, და ეს ალბათ იქნება ივლისის დასაწყისში, უნდა შეიცვალოს გარკვეულწილად საჰაერო ვითარება. შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ, რა შეიძლება დააპიროს უკრაინამ,“ – უკრაინაში დასავლეთიდან დაპირებული სამხედრო ტექნიკის გამოჩენას ელოდება გადამდგარი გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, 2025 წლის გაზაფხულისთვის რუსებს აღჭურვილობის კრიზისი შეექმნება, თუმცა გამორიცხული არაა, ვითარება მანამდეც შეიცვალოს. „რუსები ვერ მიდიან წინ, ისინი …

აქციაზე შშმ პირის დაკავების საქმე – სააპელაციომ ბათუმის სასამართლოს ხელახლა დაავალა განხილვა

ბათუმელ მოსამართლეს, ხათუნა ბოლქვაძეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან უკან, ხელახლა განსახილველად დაუბრუნეს „აქციაზე შშმ პირის დაკავების საქმე“. აქციაზე დაკავებული შშმ კაცი მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ სამართალდამრღვევად ცნო, თანაც ისე, რომ პროცესს არც ადვოკატი ესწრებოდა, არც დაკავებულის კანონიერი წარმომადგენელი. უსახლკაროების აქციაზე, 2024 წლის 19 აპრილს, უსახლკარო და შშმ პირი პოლიციელებმა დააკავეს კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით. „პირველი ინსტანციის სასამართლომ …

„რუსეთის კეთილ ნებაზე დარჩენა, პირდაპირ რომ ვთქვათ, ღალატია“ – ინტერვიუ

„რუსეთი განიხილავს საქართველოს ღია რუსიფიკაციას და დასავლეთთან სტრატეგიული კავშირის ჩაწყვეტას, როგორც მექანიზმს იმისათვის, რომ გადაუჭრას სომხეთს გზა ევროპისკენ და ასევე, დაემუქროს აზერბაიჯანის უნარს, რუსეთისგან დამოუკიდებლად აწარმოოს თავისი ურთიერთობები. ამ შემთხვევაში სომხეთის ევროპეიზაცია სრულიად შეუძლებელი გახდება, ხოლო აზერბაიჯანს ენერგორესურსების გატანა და სატრანსპორტო კომუნიკაცია გარე სამყაროსთან 100 პროცენტით შეიძლება არ შეიზღუდოს, მაგრამ რუსული კონტროლის ქვეშ მოექცევა, შესაბამისად, …

„ოცნებისთვის“ უფრო მნიშვნელოვანია „ცეხავიკები“, ვიდრე ქვეყნის თავდაცვა – თინა ხიდაშელი ვაზიანზე

„ვაზიანს აქვს რამდენიმე ფუნდამენტურად განმასხვავებელი ნიშანი ყველა სხვა ქართულ სამხედრო ბაზასთან შედარებით. პირველი არის ის, რომ ის თბილისის, საქართველოს დედაქალაქის დამცავი ზღუდეა. ვაზიანის ბაზის აღება ნიშნავს იმას, რომ თბილისს ვაშიშვლებთ, მას აღარ ექნება სამხედრო დაცვა,“ – გვითხრა თინა ხიდაშელმა, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელმა. თინა ხიდაშელს „ბათუმელები“ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე ესაუბრა, რომლის თანახმადაც …

ბათუმის საკრებულო mail.ru-ს იყენებს – „მასზე წვდომა აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებს“

„როცა რუსული mail.ru-ს სერვისიდან უნდა ჩამოტვირთოთ დოკუმენტი, ეს უკვე დამაფიქრებელი და საფრთხის შემცველია. მასზე წვდომა აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებს – ნებისმიერი საინტერესო მიმოწერა ღიაა მათთვის. თუ მაინც დააკლიკებთ ამ ბმულს და გადახვალთ, დოკუმენტი შესაძლოა შეიცავდეს „მავნე კოდს“, რომელიც გავრცელდება თქვენს კომპიუტერულ მოწყობილობაში, ან მობილურ ტელეფონზე,“ – განმარტავს „ბათუმელებთან“ ნიკა გაგნიძე, „ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს“ კიბერუსაფრთხოების თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი. …

„მე და ევროპა“ – დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია ბათუმში

დღეს, 10 ივნისს, ბათუმში „მედიის განვითარების ფონდი“ [MDF]  დოკუმენტური ფილმის „მე და ევროპას“ ჩვენება – დისკუსიას გამართავს. დისკუსიაში სცენარისტი ქეთი დევდარიანი მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრა სასტუმრო „რუმსში“ [ გოგებაშვილის #10] 16 საათზე დაიწყება. „გიორგი ქველიძის დოკუმენტური ფილმი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა, საქართველოს 4  რეგიონში: კახეთში, რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და იმერეთში გადაღებულ ოთხ ამბავს აერთიანებს და ევროპასთან საქართველოს …

10 წლის შემდეგ „ბათუმის ციხეში პატიმრების წამების საქმე“ თავიდან დაიწყება – მოსამართლე გამოცვალეს  

„ბათუმის ციხეში პატიმრების წამების საქმის“ განხილვა 10 წლის თავზე ხელახლა დაიწყება. ჯერ უცნობია, ამჯერად რომელი მოსამართლე მოუსმენს ყოფილ პატიმრებს, რომლებმაც ჩვენება წლების წინ მისცეს სასამართლოს და სამართალი ვერ იპოვეს. ყოფილი პატიმრებიდან რამდენიმე გარდაიცვალა კიდეც. ამ საქმის განხილვა განსაკუთრებით გაჭიანურებულია – „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ზუსტად ციხეებში არსებული სისასტიკის გამოძიების დაპირებით მოვიდა. „ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმეს“ …

Exit mobile version