როცა ევროსასამართლოში საქმეს იგებ, მაგრამ საქართველოში მაინც ვერ იცავ საკუთარ უფლებას

„როცა მოსამართლე ვერ იცავს თავს და ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არ სრულდება, ეს ძალიან ცუდი მაგალითია. ძალიან საშიში, რადგან უბრალო მოქალაქეები ვერ მიაღწევენ სამართალს და სამართლიანობაც ვერასდროს დამკვიდრდება იმ სტანდარტით, რასაც ევროკონვენცია ითვალისწინებს,“ – გვიყვება ყოფილი მოსამართლე ზურაბ გაბაიძე. ამ მოსამართლემ დავა სტრასბურგის სასამართლოში მოიგო, დადგინდა, რომ მისი უფლებები საქართველოში დაირღვა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას მოსამართლის …

უსახლკაროები ხელვაჩაურში თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ შენობაში შეიჭრნენ

დღეს, 3 ივნისს, რამდენიმე უსახლკარო ხელვაჩაურში, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ შენობაში შეიჭრა. „წუხელ, დაახლოებით ღამის 4 საათზე შევიჭერით ყოფილ სამხედრო სახლში, ხელვაჩაურში. ჩვენ ვითხოვთ თავშესაფარს, წლებია მთავრობიდან არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. მხოლოდ წყლის შემოტანის უფლება მოგვცეს ახლახან, პოლიციელები არიან ირგვლივ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მაგული ფუტკარაძე. ის სახალხო დამცველის და ყველა შესაბამისი პირის დაინტერესებას ითხოვს, ვისაც უსახლკაროების …

გამოძიება არ დაიწყო – „აქტივისტებზე სატელეფონო მუქარის და შეურაცხმყოფელი წარწერების საქმე“

სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ და დევნიან, ასევე ტელეფონზე ეუმუქრებიან, შსს-ს მიმართეს და გამოძიების დაწყება მოითხოვეს. გამოძიება ამ შემთხვევაზე არ დაწყებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში დღეს, 2 ივნისს ვერ გვითხრეს, დაიწყო თუ არა გამოძიება სავარაუდო მუქარის და დევნის შემთხვევებზე. საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, თამარ წულუკიძე ამბობს, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანო მათ აუცილებლად …

ხაჭაპური ბათუმში გაძვირდა, სხვა ქალაქებში კი, გაიაფდა – კიდევ რა გამოჩნდა მაისის ინდექსით?

„ხაჭაპურის ინდექსის“ მაისის მონაცემებით, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში ხაჭაპური გაიაფდა, გამონაკლისი ბათუმია. აპრილთან შედარებით ერთი საშუალო ზომის იმერული ხაჭაპური ბათუმში 6.6 %-ით გაძვირდა. ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და კარაქი. ინდექსი მოიცავს გაზის და ელექტროენერგიის ხარჯებსაც. „ხაჭაპურის ინდექსის“ …

კაცმა ორსულ ცოლს იმის გამო სცემა, რომ სახლს კარგად ვერ ალაგებდა – 3 საქმე სასამართლოდან

„ბავშვის თანდასწრებით“ – ბევრგან შეხვდებით ამ ფრაზას, თუ ოჯახში ძალადობის საქმეებს გადახედავთ. ოჯახში ძალადობის სასტიკი ამბები ხშირად ოჯახურ გარემოში, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით, მათ თვალწინ ხდება. ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ ეს მომენტი განსაკუთრებით რთული და მტკივნეული ბავშვებისთვისაა. მათთვის ამ ქვეყანაში შესაბამისი და ხელმისაწვდომი სერვისი რომ პრობლემაა, ეს სახალხო დამცველმაც აღნიშნა დღეს, პირველ ივნისს გავრცელებულ განცხადებაში. …

სააკაშვილის საქმეზე „გლობალური ომის პარტიამ“ რატომ ვერ იქონია გავლენა – „ოცნების“ ლოგიკა

ვენეციის კომისიაც გლობალური ომის პარტიის გავლენის ქვეშ მოექცაო – ირწმუნება „ოცნება“, როცა ცდილობს, ევროპაში ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ დაწუნებული რუსული კანონით აცხოვროს ქვეყანა. ამავდროულად კი, სხვა ევროპული ორგანოს – ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც „სააკაშვილის საქმეზე“ დარღვევები არ დადგინდა, „ოცნებას“ თავისი პროპაგანდის მესიჯებში შეაქვს. როდის და როგორ მოქმედებს  „გლობალური ომის პარტია“ მმართველი პარტიის ლოგიკით? თუ „გლობალური ომის პარტიას“ …

ომბუდსმენი რუსულ კანონს ბავშვთა უფლებების ჭრილში აკრიტიკებს

„აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის პროცესში სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების განსაკუთრებული როლი, რომელთა მხარდაჭერა და გაძლიერება საერთო მიზანს – ბავშვთა უფლებების ეფექტიან დაცვას ემსახურება. გაერთიანებული ერების ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ საფრთხის შემცველად და კონვენციის მიზნებთან შეუთავსებლად იქნა შეფასებული ქვეყნის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები. კერძოდ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომელიც ქვეყანაში ისედაც არასაკმარისი …

პოლიციელმა სიძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა – საგამოძიებო

სიძის დაჭრისთვის პოლიციელი დააკავეს. ინფორმაციას დღეს, პირველ ივნისს სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. ბრალდებულ ინსპექტორს, რომელიც უკვე დააკავეს, ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან. გამოძიების ვერსიით, 2024 წლის 30 მაისს, ქალაქ დუშეთში, ბრალდებული სამართალდამცავი დასთან სტუმრად მივიდა, სადაც კონფლიქტი მოუვიდა დის მეუღლე-გ.ბ.-სთან. დაპირისპირება გაგრძელდა ეზოში, რა დროსაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ გაისროლა, რის შედეგადაც …

2025 წლისთვის რუსეთს მძიმე მდგომარეობა დაუდგება აღჭურვილობის და ტექნიკის მხრივ – ინტერვიუ

2025 წლისთვის გამოჩნდება, რუსეთი რამდენად შეძლებს მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლას. 2025 წლისთვის მძიმე მდგომარეობა დაუდგება რუსეთს აღჭურვილობის და ტექნიკის მხრივ. „შეტევაში ასე ჩანს, რომ რუსები უახლოვდებიან კულმინაციის წერტილს, თანდათან შეტევის იმპულსი ქვეითდება,“ – ფრონტის ხაზს აქტიურად აკვირდება გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ის ნაკლებად ელის, რუსეთმა წარმატებას მიაღწიოს შეტევაში, რასაც ოკუპანტი ქვეყანა უკრაინაში განაგრძობს. „მაგალითად, რობოტინო შეიძლება …

მობილურზე გინების სერია განახლდა – პროკურატურას მუქარის ზარებზე არავინ დაუსჯია

ვიდრე პროკურატურა „მუქარების ზარების საქმეზე“ არავის სჯის, საპროტესტო აქციების „არა რუსულ კანონს“ მონაწილეებს ისევ ურეკავენ და ემუქრებიან. ერთ-ერთი, ვისაც ბათუმში წუხელ დაურეკეს, სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი მათე ცენტერაძეა: „დამირეკეს გინებით, ასეთი ჩმორები როგორ ხართ, ახალგაზრდებს როგორ ემუქრებით, სახლიდან თავს არ გამოგაყოფინებთო. ჩვენ არ უნდა გამოვყოთ თავი და თქვენ გაქვთ გამოსაყოფი? ვის ეშინია? მცემთ? მომკლავთ? რას მიზამთ …

ვის დაიბარებენ საგამოძიებოში, ხარებას? – მოქალაქე, რომელსაც პოლიციელებმა სცემეს 

„დალეწვა უფრო ერქვა ამას, როგორც ამას თავად ახსენებენ: დავლეწოთო… ხშირად მესმის პარალელი ბელარუსთან. სინამდვილეში, მე კადიროვმა მცემა 9 აპრილის ქუჩაზე…“ – გვიყვება მოქალაქე ლევან ბუდაღაშვილი, რომელსაც სამართალდამცველებმა პროტესტის გამოხატვისთვის 16 აპრილის აქციაზე სცემეს. რა ახსოვს ლევას და რატომ არ სცნობს დაზარალებულად მას გამოძიება? „გამომძიებელმა დეტალურად გამომკითხა, შვიდ-საათნახევარი მკითხავდნენ, მაგრამ აზრი არ აქვს, ვის დაიბარებენ, ხარებას? …

მაგ ტიპებს საფლავამდე ჩავყვები. ღობე-ყორეს ედებიან, არანაირი გამოძიება არ მიდის – ელისაშვილი

გადატვირთული სასამართლოს პირობებში, აქტივისტებს იბარებენ სასამართლოში და აჯარიმებენ. რა ხდება იმ საქმეებში, სადაც პირიქით, სამართალდამცველებმა იძალადეს მოქალაქეებზე, მათ შორის დეპუტატებზე, რომელსაც იმუნიტეტი იცავს? – პარლამენტის წევრ ალეკო ელისაშვილს პოლიციამ ჯგუფურად და დემონსტრაციულად სცემა. დეპუტატი ამბობს, რომ არანაირი გამოძიება არ ტარდება. „ჩემს შემთხვევაში სახეზე ჩანან ადამიანები, ვინც მირტყამდა. საგამოძიებო სამსახურმა შსს-ს მივწერეთ, გვითხარით, ვინ არიან ეს …

რატომ არ სჯიან მოძალადე სპეცრაზმს

„დალეწვა უფრო ერქვა ამას, როგორც ამას თავად ახსენებენ: დავლეწოთო… ხშირად მესმის პარალელი ბელარუსთან. სინამდვილეში, მე კადიროვმა მცემა 9 აპრილის ქუჩაზე…“ – გვიყვება მოქალაქე ლევან ბუდაღაშვილი, რომელსაც სამართალდამცველებმა პროტესტის გამოხატვისთვის 16 აპრილის აქციაზე სცემეს. არავინ დაუსჯიათ. ლევან ბუდაღაშვილი კი, ისევ საპროტესტო აქციაზეა რუსული კანონის წინააღმდეგ. აქციაზე სცემეს პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილიც. მოქალაქეებზე ძალადობის სხვა შემთხვევების მსგავსად, …

„ეს არის სიკვდილის წინა გაფართხალება და კატასტროფა“ – უფლებადმცველი ლია მუხაშავრია

„ბუნებაში არის რაღაც, რასაც ვერ შეძლებ, რომ მოერიო, მაგალითად, გრავიტაციას. დაახლოებით ასეთი ძალა ამოქმედდა საქართველოში. ამ ძალას ვერც ივანიშვილის ხელისუფლება და ვერც რუსეთი ვერ მოერევა,“ – ოპტიმისტური განწყობით დაგვხვდა უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ლანჩხუთის სოფელ შუხუთში, სადაც ის უკვე ბოლო 7 წელია ცხოვრობს და განაგრძობს ადამიანის უფლებების დაცვას ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. „ჩემი სოფლის, შუხუთის …

გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ თანამდებობას ტოვებს

საქართველოს გეენრალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე განცხადებას ტოვებს. საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაა. „მივიღე გადაწყვეტილება გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დავტოვო საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა. ჩემთვის ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიწევს. მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამოდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ ვიმყოფები. შესაბამისად, არსებული …

რას ითხოვს „ჯენზი თაობა“ საპარლამენტო არჩევნებზე – კვლევის შედეგები

„თაობა Z ხმას ღირებულებებს აძლევს და არა – კონკრეტულ პარტიებს და ლიდერებს. პოლიტიკურ პარტიებზე, მათ საქმიანობასა და სამოქმედო გეგმაზე თაობა Z-ის ცოდნა მწირია, მიზეზად კი ასახელებენ იმას, რომ პარტიებს არ გააჩნიათ კონკრეტული იდეოლოგია და ამ იდეოლოგიაზე დაფუძნებული კომუნიკაცია,“ – ვკითხულობთ კვლევაში, სადაც თაობა Z-ის პოზიციებია ასახული. რა სურს „ჯენზი თაობას“, რომელმაც 2023 წლის მარტში ხელისუფლებას …

„კლანმა გადაწყვიტა ბოლომდე ჩაკეტოს სისტემა“ – ყოფილი მოსამართლე სასამართლოს გამჭვირვალობაზე

„ამ დარბევების დროსაც ხომ ნათლად გამოჩნდა, რომ სასამართლო არავითარი დამბალანსებლის როლს არ ასრულებს. ის თავიდან ბოლომდე „ოცნების“ პოლიტიკურ ნებას და სურვილს ატარებს. ფორმალური გახდა ხელისუფლების დანაწილება – სასამართლო კლანი და მთავრობა ერთნაირი ლექსიკითაც საუბრობენ, ერთნაირად მოქმედებენ, ერთი იდეის გამტარებლები არიან, ერთ პოლიტიკურ ძალას ემსახურებიან… ამ პირობებში, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა არავის აწყობს,“ – გვიყვება უზენაესი …

ბათუმში მოტოციკლი ავტომანქანას შეეჯახა – დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მოტოციკლი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. მოტოციკლის დაშავებული მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს შემთხვევა დღეს, 17 მაისს მოხდა. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად.  

რას ნიშნავს ქართული ჯარისთვის აშშ-ის მხარდაჭერის დაკარგვა – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„2025 წლისთვის რუსეთს დაეწყება შიმშილი აღჭურვილობაში,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, რუსეთს უკრაინელები ბრძოლის ველზე გაცილებით მეტ აღჭურვილობას უნადგურებენ, ვიდრე რუსეთი აწარმოებს. გადამდგარ გენერალს ასევე ვკითხეთ: რამდენად რეალურია მუქარა, რომ საყოველთაო პროტესტის ფონზე „ქართულმა ოცნებამ“ დასახმარებლად რუსეთს მიმართოს და რუსეთმაც საქართველოსთან ომი განაახლოს? ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ პროვოკაციის დაწყება რუსეთს შეუძლია, თუმცა …

მოსამართლეს მშობელმა $10 ათასი აჩუქა, ანუ რა როლი აქვთ მოსამართლეებს რუსული კანონის შემოღებაში

„ერთადერთი ვარიანტი, რომ მე აქციებზე დგომა არ გამეგრძელებინა, იყო ციხეში თუ ჩამსვამდნენ. რამდენი დღითაც შემაბრუნებდნენ, იმდენი დღე ვერ გამოვიდოდი. ცოტა ცინიკურიც შეიძლება იყოს, მაგრამ ეს უსამართლო სასამართლო მოტივაციას უფრო მეტად გიზრდის. შეუძლებელია, შეწყვიტო ბრძოლა ქვეყნისთვის,“ – ეს მეთორმეტეკლასელი სანდრო ჯოხაძის სიტყვებია, რომელიც მოსამართლე კობა ჩაგუნავამ რამდენიმე დღის წინ 2200 ლარით დააჯარიმა. სანდრო ჯოხაძე ერთ-ერთია მათ …

დღეს ბათუმში ევროპული მარში გაიმართება – „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“

დღეს, 9 მაისს ბათუმში, ევროპის დღეს, ევროპული მარში გაიმართება. მარშის გზავნილია: „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“. ევროპული მარში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან საღამოს 7 საათზე დაიწყება. მარშს სტუდენტური ორგანიზაცია „მარტიანელები“ აანონსებს. მარშის დაწყებამდე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შადრევანთან, 17 საათზე, ევროპის დღის აღსანიშნავად საჯარო შეხვედრას ჟან მონეს კათედრა მოაწყობს. 9 მაისს ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს …

ივანიშვილმა ხალხს უთხრა, ვიმოქმედოთ ეშმაკის მსგავსად. ვთქვათ ერთი, ვიფიქროთ სხვა – გოგოლაშვილი

29 აპრილს ივანიშვილმა პრაქტიკულად ყველა გზა მოიჭრა დასავლეთთან და – მიიჩნევს კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი. მისი თქმით, ივანიშვილის დაპირება, რომ 2030 წელს საქართველო შევა ევროპაში, სხვა არაფერია თუ არა თვალთმაქცობა და გულუბრყვილო ამომრჩევლის დაცინვა. რა იკვეთება „ქართული ოცნების“ ლიდერის 29 აპრილის განცხადებიდან? – „ბათუმელები“ სწორედ ამ თემაზე ესაუბრა კახა გოგოლაშვილს. ბატონო …

4 წლის შემდეგ აჭარის ტელევიზიიდან გაშვებულმა ჟურნალისტმა სასამართლო დავა მოიგო

4 წლის შემდეგ მიიღო ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება „თეონა ბაკურიძის საქმეზე“ – ეს ის ტელეწამყვანია, რომელიც „აჭარის ტელევიზიაში“ დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ ხელისუფლების კრიტიკის გამო ეთერიდან მოხსნეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათილად მიიჩნია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს უკვე ყოფილი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ბრძანება, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტი თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. „არ ვიცი შერცხვება …

„ოცნება“ ქობულეთის საკრებულოში თავს დაესხა კოლეგებს პლაკატისთვის – „არა რუსულ კანონს“

„არა რუსულ კანონს“ – ამ პლაკატების გამოქვეყნების შემდეგ დღეს, 26 აპრილს, ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციას „ქართული ოცნების“ წევრები თავს დაესხნენ. უმრავლესობის წევრებმა ოპოზიციას პლაკატები წაართვეს და დაუხიეს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. „არა რუსულ კანონს კი არა, დაახვიეთ აქედან, წადი მოშორდი აქედან, გამოგიქნევ სახეში… დამთავრდა თქვენი პოზიციების გამოხატვები. შენ მოღალატე შენ, შენ ვიგინდარავ შენ,“ – …

21 400 აშშ დოლარის ყალბი კუპიურების გასაღებაზე ერთი პირი დააკავეს – საგამოძიებო

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა  ერთი პირი დააკავა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში, ჯამში გასაღებულ იქნა 21 400 აშშ დოლარის ოდენობის 100 დოლარიანი და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები. გამოძიების პროცესში აღნიშნული ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული,“ – აღნიშნულია დღეს, 26 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიება …

რას ჰყვება მოსამართლე პედოფილიის მსხვერპლ ბავშვებზე – ჩვენების მიცემა, როგორც ტრავმა

„მოსამართლეს უნდა დაუსაბუთო, რომ ტრავმულია ბავშვის მონაწილეობა სასამართლო პროცესზე. თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ადვოკატმა ეს არ მოითხოვა. ბრალდებულის ადვოკატის ინტერესშია სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი პირიქით, მივიდეს სასამართლოში, დააბნიოს, მასზე ზემოქმედება მოახდინოს და მერე თქვას, აი, ბავშვი იტყუება, ხედავთ, ეს როგორ არ ახსოვს?“ – ამბობს ადვოკატი ელისო რუხაძე არასამთავრობო ორგანიზაციიდან „უფლებები საქართველო“. იგი ყურადღებას ამახვილებს …

„როინ შავაძის საქმეზე“ დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო – პროკურატურა

„როინ შავაძის საქმეზე“ გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთ პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო განყოფილების ყოფილი უფროსის მიმართ დაიწყო,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ 26 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაში. ბრალდებულის მიმართ …

ვიტრინა ბათუმში, სადაც ივანიშვილს აკრიტიკებდნენ, ნიღბიანმა პირმა ჩაამსხვრია

„გვილეწავენ ყველაფერს, აი, ეს არის მომავალი საქართველო – დალეწილი, ეს არის აგენტობა, ეს არის რუსული კანონი,“ – საკუთარი საშაურმის ჩალეწილ ვიტრინაზე მიგვითითებს მოქალაქე ვაჟა თავართქილაძე. ჩამტვრეულ ვიტრინაში ჯერ კიდევ იკითხება მოქალაქის საპროტესტო გზავნილები, მაგალითად, „ბიძი, 10 – 10 კილოგრამს თუ დაგვიმატებთ, ჩვენც წამოვალთ!“ საშაურმის ვიტრინა ბათუმში, ქალაქის ცენტრში, გორგილაძის ქუჩაზე, 25 აპრილს, დაახლოებით დილის 4 …

ბათუმში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 23 აპრილს მოხდა. დაშავებული კაცია, რომელიც თვითმხილველის თქმით სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. ___________ ფოტო შემთხვევის ადგილიდან.  

ხულოში ხის სახლი დაიწვა

ხულოში, სოფელ ძირკვაძეებში სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევა 22 აპრილს, ღამით მოხდა. „ბათუმელებს“ ხულოს მერის წარმომადგენელმა დეკანაშვილების თემში უთხრა, რომ ხანძარი ღამის საათებში სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობის გამო გაჩნდა. სხვა დეტალებზე ინფორმაცია მერის წარმომადგენელმა ვერ მოგვაწოდა. ხულოს მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოჯახი გაყვანილია ქირით უსაფრთხო ადგილას, რომელსაც ოჯახს მუნიციპალიტეტის მერია დაუფინანსებს და ასევე, დაზარალებულ ოჯახს გაეწევა …

„ვქმნით პირობებს, რომ აქ შემოვიდეს შავი ფული“ – ეკონომისტი ოფშორიდან ფულის უფასოდ შემოტანაზე

„ახალი ოფშორი გამოდის, პირდაპირ ახსენა კომიტეტის თავმჯდომარემ გათეთრება, მერე კი შეასწორა, მაგრამ ასე გამოდის… ვქმნით პირობებს, რომ აქ შემოვიდეს შავი ფული. ამ კონტექსტში ჩვენ ვერ შევალთ ევროკავშირში,“ – ამბობს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი, კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანი. მას ვკითხეთ პარლამენტის მიერ დღეს, 19 აპრილს, დაჩქარებული წესით შეცვლილ საგადასახადო კოდექსზე, რომლის თანახმადაც ოფშორიდან ბიზნესის გადმოტანა საქართველოში მარტივად, …

კანონი შეცვლილია – ივანიშვილის ოფშორიდან ფულის უფასოდ გადმოტანა შეუძლია

რუსული კანონის პირველი მოსმენის მიღების შემდეგ, დაჩქარებული წესით პარლამენტმა ოფშორიდან ფულის შეღავათიანი პირობებით საქართველოში გადმოტანას დაუჭირა მხარი – 79 მომხრე, 9 – წინააღმდეგი. დღეს, 19 აპრილს, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი ცვლილებას საგადასახადო კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული ბიზნესის საქართველოში გადმოტანას გადასახადების გარეშე. ოპოზიცია პარლამენტში აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ამ კანონს მიზანმიმართულად ბიძინა …

„რომ გადმოიტანოს, რა?“ – დეპუტატი ოფშორიდან ივანიშვილის მიერ ფულის უფასოდ შემოტანაზე

რუსული კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტმა დღეს, 18 აპრილს, დაჩქარებული წესით და უკვე მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომლითაც ოფშორული ზონიდან ბიზნესის საქართველოში გადმოტანა გადასახადების გადახდის გარეშე იქნება შესაძლებელი. მეორე მოსმენაზე პარლამენტის 75-მა წევრმა დაუჭირა მხარი ცვლილებას საგადასახადო კოდექსში, კანონპროექტის მოწინააღმდეგე მხოლოდ 9 დეპუტატია. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დააანონსა, რომ კანონპროექტს მესამე მოსმენით, ანუ საბოლოო ვერსიას …

გიორგი ანწუხელიძის ცოლი რუსულ კანონზე: „ნუ ჩავყრით წყალში თაობების შრომას“

„ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობას, რადგან სწორედ მათი დახმარებით დადგა ჩვენი ქვეყანა ფეხზე, რამდენიმე ომისა და უამრავი ზეწოლის შემდეგ, 1989 წლიდან მოყოლებული,“ – წერს ფეისბუქგვერდზე საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე. დღეს, 17 აპრილს, პარლამენტმა პირველი მოსმენით რუსული კანონი მიიღო. საღამოს 7 საათზე საპროტესტო აქცია იმართება თბილისსა და ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ. …

სახალხო დამცველი: გამოვლინდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში უსაფუძვლო ჩარევა

„ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოვლინდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში უსაფუძვლო ჩარევის შემთხვევები,“ – წერს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და მონიტორინგის პირველად შედეგებს აქვეყნებს. სახალხო დამცველი რამდენიმე დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას: „აქციის მონაწილეებს ეზღუდებოდათ უკანა შესასვლელთან მიახლოებისა და ამგვარი ფორმით პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. სახალხო დამცველი განმარტავს, რომ შეკრების თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი შეკრების ადგილმდებარეობის არჩევის თავისუფლებაა, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა …

„ივანიშვილს ეძლევა უფლება ოფშორში გადამალული ქონება შემოიტანოს“ – „ოცნება“ კანონს ცვლის

რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, დღეს, 17 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობამ დაჩქარებული წესით და პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი ცვლილებას საგადასახადო კოდექსში. ამ ცვლილების მიხედვით, ე.წ. ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული ბიზნესის საქართველოში გადმოტანა მარტივად ხდება შესაძლებელი. პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი, რომან გოცირიძემ ფეისბუქში წერს, რომ ეს კანონი ბიძინა ივანიშვილს დასჭირდა: „მოულოდნელად, „ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში შემოიტანა კანონპროექტი, რომლის …

Exit mobile version