ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა წუხელ, 31 ოქტომბერს მოხდა. დაშავებული ქალი კლინიკა BMC-შია მოთავსებული. კლინიკის პრესცენტრის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მას მრავლობითი მოტეხილობები აქვს და რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
Author Archives: ჯაბა ანანიძე
„ვითხოვთ რიჟვაძესთან შეხვედრას“ – უსახლკაროების აქცია ბათუმში გრძელდება
„ვითხოვთ რიჟვაძესთან შეხვედრას, ორივე შესასვლელთან ველოდებით,“ – ამბობენ უსახლკაროები, რომლებიც წუხელ, 30 ოქტომბერს, შეიკრიბნენ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან და მთელი ღამე ქუჩაში დარჩნენ. მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან, ბათუმში ბოლო 2 წელია მართავენ აქციებს, თუმცა მათი პრობლემები მთავრობამ არათუ გადაჭრა, არამედ ოჯახური მდგომარეობაც კი არ შეისწავლა. მათი დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია, მარტოხელა დედაა ან …
Continue reading “„ვითხოვთ რიჟვაძესთან შეხვედრას“ – უსახლკაროების აქცია ბათუმში გრძელდება”
„ოცნებას გარდაუვალის ცოტა ხნით გადადება შეუძლია“ – ინტერვიუ
„თუ ქართული საზოგადოება რუსულ შპს-დ გადაქცევას არ დათანხმდება, მათ სერიოზული პრობლემები ექნებათ,“ – თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ვერ დარჩება ხელისუფლებაში, თუ საზოგადოება ხელისუფალს წინააღმდეგობას გაუწევს. სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლის აზრით, ივანიშვილისთვის ანგარიშგასაწევი აღარც ლეგიტიმაციის პრობლემა იქნება – დასავლეთის ქვეყნები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო დარღვევების გამოძიებას ითხოვენ. ჩანს, რომ ამ ეტაპზე …
Continue reading “„ოცნებას გარდაუვალის ცოტა ხნით გადადება შეუძლია“ – ინტერვიუ”
„დასავლეთი ხალხის რეაგირებას ელის. ჩანს, არ აპირებენ არჩევნების შედეგების ცნობას“ – ინტერვიუ
„თუ გამოჩნდა მკაფიოდ, რომ საზოგადოება არ ეგუება არჩევნების გაყალბებას, მაშინ შეიძლება ველოდოთ სანქციებს. ეს ხელისუფლება საკმაოდ ახლოს მივიდა ამ ნიშნულთან,“ – მიიჩნევს ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი. მას ვესაუბრეთ იმაზე, რეალურად რა ბერკეტი რჩება საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად. პოლიტიკის ანალიტიკოსის აზრით, მაღალი საპროტესტო მუხტის შემთხვევაში, ხელისუფლება იძულებული გახდება, არჩევნების ხელახლა ჩატარებას დასთანხმდეს. კახა გოგოლაშვილის აზრით, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაც …
„ვინმე არსებობს თვეში 200 ლარად? – მე ვარსებობ“ | უსახლკაროების მორიგი შეჭრა
„მე მარტოხელა დედა ვარ, დასაქმებული ვარ და ჩემი ხელფასი 800 ლარია, ბინის ქირაში 550 ლარს ვიხდი. ვინმე არსებობს თვეში 200 ლარად? – მე ვარსებობ, შვილს ვზრდი და დედასაც ვუვლი, მაგრამ მეტი აღარ შემიძლია,“ – გადმოგვძახა ძველი სახლის ფანჯრიდან შორენა კონცელიძემ. ის ერთ-ერთ უსახლკარო ქალია, რომელიც წუხელ, ღამით 25 ადამიანთან ერთად ბათუმში, ბონის დასახლებაში, ბაზრობის გვერდით …
Continue reading “„ვინმე არსებობს თვეში 200 ლარად? – მე ვარსებობ“ | უსახლკაროების მორიგი შეჭრა”
როგორ დავიცვა ჩემი ხმა? – „უბნებზეც დავრჩეთ, ეს იქნება სტიმული“
„ამომრჩევლის საარჩევნო უბნებთან დარჩენა ნიშნავს იმის ჩვენებას, რომ ჩვენ, მოქალაქეები, არავისთვის არაფრის დათმობას არ ვაპირებთ, მით უმეტეს ხმების, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბედს, ჩვენი შვილების მომავალს წყვეტს,“ – ამბობს გენო თებიძე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში. პოლიტიკოსს ვესაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამომრჩევლების საარჩევნო უბანთან დარჩენა მას შემდეგ, როცა ისინი არჩევანს გააკეთებენ? არის ეს ხმის …
Continue reading “როგორ დავიცვა ჩემი ხმა? – „უბნებზეც დავრჩეთ, ეს იქნება სტიმული“”
ივანიშვილის იმედი, დასავლეთი აიძულოს გარიგება დადოს მასთან, ამცდარია რეალობას – ინტერვიუ
ანალიტიკოსი გიორგი ბადრიძე დარწმუნებულია, რომ დასავლეთი ბიძინა ივანიშვილს დაასანქცირებს, თუ ის არჩევნების მიტაცებას ეცდება. გიორგი ბადრიძის აზრით, ფინანსური სანქცია მთავარი ბერკეტია ქვეყნის გარეთ იმისთვის, რომ საქართველოში ივანიშვილმა არჩევნების გაყალბება არ სცადოს. რა მექანიზმები არსებობს ქვეყნის შიგნით? – „ბათუმელებმა“ ინტერვიუ გიორგი ბადრიძესთან ჩაწერა, ის „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარია. 2009-2013 წლებში გიორგი ბადრიძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი …
„ალბათ ციხეში ჩამსვამენ, თუ ეს მოხდა“ – პრეზიდენტის პასუხი კითხვაზე, რა იქნება თუ „ოცნება“ მოიგებს
„ალბათ იმპიჩმენტი მოხდება ჩემი და ციხეში ჩამსვამენ, თუ ეს მოხდა,“ – უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იტალიური გამოცემის ჟურნალისტს, რომელმაც იკითხა რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებს „ქართული ოცნება“ მოიგებს. დღეს, 24 ოქტომბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ მათაც ექნებათ გონივრული, მნიშვნელოვანი რაოდენობა ხმების. უნდა შევიდეთ სხვა პოლიტიკაში. …
რაც უნდა უვარგისი იყოს „ოცნება“, ვერ გაბედავდა ტოტალიტარიზმის დაანონსებას – თამარ ჩხეიძე
„რაც გვქონდა პოსტსაბჭოთა პერიოდში, ისედაც დემოკრატიის ფასადი ჰქონდა, თუმცა ამ ფასადს ჰქონდა ფუნქციური დატვირთვა. დღეს „ქართული ოცნება“ გვეუბნება, რომ ამ ფასადიდანაც გამოვიდნენ და ავტორიტარიზმის კი არა, პირდაპირ ტოტალიტარიზმის დამკვიდრებას ვაპირებთო. რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ რუსული შეკვეთა,“ – ამბობს ისტორიკოსი თამარ ჩხეიძე. ის გვესაუბრა, რატომ არის დღევანდელ მოცემულობაში არჩევნებში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. „ბათუმელებმა“ ისტორიკოს …
როგორ იქცა სიღარიბე „ოცნების“ მოკავშირედ
ავტორიტარული მმართველებისთვის სახასიათოა ასეთი ქცევა, როცა ხელისუფალს ადამიანების სიღარიბეში დატოვება სურსო, ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი სალომე კანდელაკი. ასეთი ხელისუფლებისთვის სიღარიბე საყრდენად იქცევა, მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა ძალაუფლება რომ შეინარჩუნოს. პოლიტიკის ანალიტიკოსს სიღარიბის დაძლევის სახელით მოქმედ რამდენიმე პროგრამაზე ვესაუბრეთ, მაგალითად, სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმებაზე, რასაც ხშირად ფორმალური ხასიათი აქვს: მაგალითად, ქედაში, წონიარისში ტანკს ორი ადამიანი ალაგებს. ამდაგვარად დასაქმებული …
უსახლკარო, რომელიც მთავრობასთან მუყაოს ყუთში ჩაჯდა: „ოცნება“ 12 წელია გვატყუებს, აღარ მოვტყუვდებით
„თავიდან უნდა დაგვეწყო ბრძოლა, ერთი რომ მოგვატყუა, მეორეზე არ უნდა დავთანხმებოდით,“ – გვიყვება მაგული ფუტკარაძე, უსახლკარო ქალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ თორნიკე რიჟვაძის სამუშაო ოფისის შესასვლელთან მუყაოს ყუთში ჩაჯდა. უსახლკაროები ბათუმში აქციებს პერიოდულად, ბოლო ორი წელია მართავენ, თუმცა ხელისუფლება ასობით ადამიანს არ იმჩნევს. დღემდე არ არსებობს პროგრამა, რომლითაც სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედები ისარგებლებენ. მაგული ფუტკარაძე …
„ომით ვის აშინებენ, ქართველებს? ჩვენი ისტორია ბრძოლის და შრომის ისტორიაა“- რას ამბობს ხალხი ბათუმში
რა ელის „ოცნების“ კოორდინატორს, რომელიც ამომრჩეველს ურეკავს – ფაქტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაიწყო შემთხვევის განხილვა, როცა „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ამომრჩევლებს ურეკავენ და ეკითხებიან, არიან თუ არა ისინი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები. „ბათუმელებს“ რამდენიმე მოქალაქემ უთხრა, რომ მათ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ურეკავენ. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა „ქართული ოცნების“ კოორდინატორის სატელეფონო ზარი ჩაიწერა. ჟურნალისტი აცხადებს, რომ პირადი ტელეფონის ნომერი რომელიმე პარტიის წარმომადგენლისთვის ნებაყოფლობით არ მიუცია. იურისტ ირმა პავლიაშვილის …
ოცნების აგიტატორი „ოცნებას“ სასამართლოში უჩივის – „ყელიდან ნავთობის სუნი ამომდის“| ვიდეო
„ივანიშვილმა თქვა, ბიუჯეტი გადატენილია, გვაქვს ფულებიო და მე მეუბნებიან, ფული არ არისო… ვიწამლებით ხალხი, გამიყვანონ აქედან, ნავთობის სუნი ამომდის ყელიდან“, – ამბობს ბათუმში, ბარცხანაში მცხოვრები იზოლდა ჯაბნიძე. ერთ წელზე მეტია, რაც მისი სახლის ეზოში სავარაუდოდ ნავთობის ძველი მილიდან ნავთობის ნარჩენებმა გამოჟონა. ეზოში, სადაც ნავთობის სუნი შესვლისთანავე იგრძნობა, მოქალაქეს სხვადასხვა უწყებიდან მიღებული წერილები გამოაქვს. „უშედეგოა ყველაფერი, …
„ვალდებულებების შესრულებამდე არ გაიცეს მშენებლობის ნებართვა“ – ბრიფინგი ბათუმში
„მოვუწოდებთ ეკონომიკის სამინისტროს, ვალდებულებების შესრულებამდე არ გასცეს ცათამბჯენების მშენებლობის ნებართვა,“ – განაცხადა დღეს, 11 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე აზა გაბუნიამ, რომელიც კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის წევრია. ბრიფინგზე გარემოს ეროვნულ სააგენტოს მონიტორინგისკენ მოუწოდეს, რომ კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. საუბარია ახალ ცათამბჯენებზე – ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობამდე „ამბასადორი“ ხელოვნურ ნახევარკუნძულზე 5 …
Continue reading “„ვალდებულებების შესრულებამდე არ გაიცეს მშენებლობის ნებართვა“ – ბრიფინგი ბათუმში”
რას წერენ საკონსტიტუციოს მოსამართლეები რუსულ კანონზე – განსხვავებული აზრი
ორი მოსამართლის – გიორგი კვერენჩხილაძისა და თემურ ტუღუშის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს რუსული კანონი უნდა შეეჩერებინა. ამ მოსამართლეებმა „რუსული კანონის საქმეს“ განსხავებული აზრი დაურთეს. ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს სარჩელს რუსული კანონის წინააღმდეგ, მას ამ კანონის შეჩერება შეეძლო, თუმცა 2024 წლის 9 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის შეჩერებაზე უარი თქვა. რუსული კანონი ძალაში დატოვეს შემდეგმა მოსამართლეებმა: …
Continue reading “რას წერენ საკონსტიტუციოს მოსამართლეები რუსულ კანონზე – განსხვავებული აზრი”
„რა ეკონცერტება მთავრობას? კონცერტის ფულით ბინა მოგვცენ“ – უსახლკაროებმა ბათუმში აქცია გამართეს
„რა ეკონცერტება მთავრობას?“ – იკითხეს უსახლკაროებმა, რომლებმაც ბათუმში დღეს, 10 ოქტომბერს მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. წინა აქციებისგან განსხვავებით, დღევანდელ აქციაზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გამოჩნდა და ბათუმის ვიცე-მერიც. დღეს ბათუმში „ქართული ოცნება“ კონცერტს მართავს. დაგეგმილია მმართველი პოლიტიკური პარტიის შეხვედრაც მოსახლეობასთან. უსახლკაროების თქმით, მათ ხელისუფლების დაპირებების აღარ სჯერათ, რადგან 2 წელია მართავენ აქციებს და მათთვის ყურადღება …
„გადაწყვეტილება აკვარიუმშია“ – აქცია მოსამართლეებს, რომლებმაც რუსული კანონი არ შეაჩერეს
„გადაწყვეტილება აკვარიუმშია“ – სტუდენტებმა ამ და სხვა ლოზუნგებით საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია დღეს, 10 ოქტომბერს გამართეს. საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა რუსული კანონის მოქმედების შეჩერებაზე. სტუდენტების აზრით, მოსამართლეებმა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულეს. მათ მოსამართლეებს დაუტოვეს აქციაზე გამოტანილი პლაკატები. საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს სარჩელს რუსული კანონის წინააღმდეგ. არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა. ვიდრე სასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას …
ივანიშვილი ჩიხშია – შესაძლოა დასავლეთში დაკარგოს ყველაფერი, რუსებთან კი არხეინად ვერ იცხოვრებ | ინტერვიუ
ევროპარლამენტის ახალი რეზოლუციის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ არჩევნების შედეგების მიხედვით უნდა უზრუნველყოს „ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება“. „ევროპარლამენტის ამ რეზოლუციით ვხედავთ აშკარად, რა მოხდება ყველა შესაძლო სცენარის შემთხვევაში“, – მიიჩნევს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი. ის მოგვიყვა, რა შანსი რჩება ახლა ივანიშვილს პოლიტიკურ ველზე მოქმედებისთვის. „ბათუმელებმა“ რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორთან, კახა გოგოლაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. ბატონო კახა, რას აჩვენებს …
რა ელის „ოცნების“ კოორდინატორს, რომელიც ამომრჩეველს ურეკავს – იურისტის განმარტება
აქვს თუ არა უფლება რომელიმე პარტიას, ამომრჩეველს დაურეკოს და ჰკითხოს, არის თუ არა მისი მხარდამჭერი? – არაერთი მოქალაქე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მათ „ქართული ოცნების“ შტაბიდან დაურეკეს და ჰკითხეს: ხართ თუ არა „ოცნების“ მხარდამჭერი? „ბათუმელებმა“ სცადა ერთ-ერთ კოორდინატორთან დაკავშირება, ვინც ამომრჩეველს დაუკავშირდა, თუმცა ტელეფონზე არ გვიპასუხეს. ჟურნალისტმა, რომელსაც „ქართული ოცნების“ შტაბიდან დაურეკეს, …
Continue reading “რა ელის „ოცნების“ კოორდინატორს, რომელიც ამომრჩეველს ურეკავს – იურისტის განმარტება”
ქობულეთში 65 წლის კაცი მოკლეს
ქობულეთში, სოფელ ლეღვაში, 65 წლის კაცი მოკლეს. შემთხვევა დღეს, 8 ოქტომბერს მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კონფლიქტი მეზობლებს შორის მოხდა. კაცი სავარაუდოდ სანადირო თოფით მოკლეს. ქობულეთის მერის რწმუნებული სოფელ ლეღვაში, არჩილ რომანაძე ამბობს, რომ 65 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე უკვე მუშაობენ სამართალდამცველები. „ბათუმელები“ ელოდება დაზუსტებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
„ქმარი ორსულზე ძალადობდა, ნაყოფი მკვდრად იშვა“ – როგორ გაამართლა მოსამართლემ ბრალდებული?
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა გაამართლეს კაცი, რომელსაც პროკურატურა ორსულ ცოლზე ფიზიკურ ძალადობას ედავებოდა. ყოფილი ქმრის წინააღმდეგ სასამართლოს ჩვენება დაზარალებულად მიჩნეულმა ქალმაც მისცა, თუმცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა განჩინებაში ეს ჩაწერეს: „დაზარალებული ნ. მ–ი ნამდვილად იყო ორსულად და მის ნაყოფს აღენიშნებოდა ზრდის ჩამორჩენა, თუმცა იმის უტყუარად მტკიცება, რომ ნაყოფის განვითარების შეფერხება და დაზარალებულის ნაადრევი მშობიარობა მიზეზობრივად უკავშირდება ლ. …
კრიტიკული ტელევიზიები 2-ჯერ დასაჯა სასამართლომ ერთსა და იმავე საკითხზე – „მედიაომბუდსმენი“
„ქართული ოცნების” მოთხოვნით მარეგულირებელმა და სასამართლომ ერთსა და იმავე საკითხის გამო, ორჯერ დასაჯა კრიტიკული ტელევიზიები: „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „ტელეკომპანია პირველი“. სასამართლო უპირობოდ აკმაყოფილებს კომუნიკაციების კომისიის ყველა მოთხოვნას – აღნიშნულია „მედიამბუდსმენის“ ახალ ანგარიშში. „მედიაომბუდსმენი“ წინასაარჩევნო პერიოდში, 2024 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით, კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. „მედიაომბუდსმენის“ ანგარიშის მთავარი მიგნებაა ასევე: მაშინ, როდესაც …
„გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე“ – კალაძე ამჯერად ევროკავშირის ელჩს დაესხა თავს
„ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე,“ – აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც ამჯერად ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის დაესხა თავს. პაველ ჰერჩინსკიმ 2024 წლის 5 ოქტომბერს გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ახალი სარეკლამო რგოლი, რომლის ეთერში გაშვებაზე სამმა ტელევიზიამ: „მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ უარი თქვეს. ამ ვიდეორგოლებში ოკუპანტი რუსებისგან დანგრეული …
„დაკავებულია მძღოლი“ – შსს ქედაში ავარიაზე, რასაც 10 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა
ქედაში, სოფელ ბზუბზუსთან მომხდარ ავარიას 10 წლამდე ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 7 დაშავებული კი, სხვადასხვა დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაში 5 ოქტომბერს მოხდა. ავტომანქანა ხევში გადავარდა. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, დაკავებულია მძღოლი, რომელიც ავტომანქანას მართავდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად გრძელდება.
შავი ზღვის დაბინძურების პრობლემებს მეცნიერები შეისწავლიან
შავი ზღვის აუზის პროგრამის Interreg NEXT – ის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა უცხოელ მკვლევრებთან ერთად შავი ზღვის დაბინძურების პრობლემების შესწავლა დაიწყეს. „პროექტი ორიენტირებულია ისეთი დაბინძურების გამომწვევი ფაქტორების კვლევაზე, როგორიცაა მძიმე მეტალები, მიკროპლასტიკები და სხვა მავნე ნივთიერებები, რომლებიც ზიანს აყენებს, როგორც ზღვის ბიომრავალფეროვნებას, ასევე ადამიანის ჯანმრთელობას. პროექტი CARE SEA განხორციელდება 24 თვის განმავლობაში და …
Continue reading “შავი ზღვის დაბინძურების პრობლემებს მეცნიერები შეისწავლიან”
„მასწავლებელს უთხრეს, შავ-თეთრი უნდა ჩაიცვას ყველამო“ – შეხვედრა პედაგოგებთან ბათუმში
ხელისუფლება მასწავლებელს არ ენდობა იმაშიც, თუ რა ტანსაცმელს ჩაიცვამს მასწავლებლის პრემიის დაჯილდოებაზე – უთხრეს, რომ შავ-თეთრი უნდა ჩაიცვას ყველამ, გუშინდელ დაჯილდოებაზე კი [„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ დაჯილდოება], სიჭრელე იყო. ძალიან თვალსაჩინოა ეს განსხვავება,“ – ამბობს სიმონ ჯანაშია, განათლების ექსპერტი და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი. დღეს, 5 ოქტომბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სიმონ ჯანაშია აჭარის რეგიონში …
სასაცილოა გლობალური ომის პარტიის არსებობაზე საუბარი – სტუდენტი, რომელიც პირველად მიდის არჩევნებზე
სასაცილოა გლობალური ომის პარტიის არსებობაზე ლაპარაკი – სტუდენტი, რომელიც პირველად მიდის არჩევნებზე „პირიქით, ევროპის კონტინენტზე არ ყოფილა ომი“ – სტუდენტი, რომელიც პირველად მიდის არჩევნებზე „არჩევნებზე პირველად მივდივარ და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მარტივია არჩევანი,“ – გვითხრა ბაკურ ჭელიძემ, რომელიც ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტია. მას უნივერსიტეტის შესასვლელთან შევხვდით. ბაკურ ჭელიძე პირველად მიდის არჩევნებზე. ამავდროულად ის ერთ-ერთი საუბნო …
საზღვარგარეთ მყოფ ქართველ დევნილებს არჩევნებში მონაწილეობა შეეძლებათ – ცესკო
”საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ“, – აცხადებს ცესკო. გადაწყვეტილება ცესკომ დღეს, 5 ოქტომბრის სხდომაზე მიიღო. „საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ“, – განაცხადა ბრიფინგზე გიორგი კალანდარიშვილმა, ცესკოს თავმჯდომარემ. ცესკოს თავმჯდომარის თქმით, იმისთვის, რომ …
Continue reading “საზღვარგარეთ მყოფ ქართველ დევნილებს არჩევნებში მონაწილეობა შეეძლებათ – ცესკო”
„2 ლარს ვაგროვებთ, საჭმელი რომ ვიყიდოთ“ – უსახლკაროების 1 კვირა დანგრეულ შენობაში შეჭრიდან
„არავინ მოსულა მთავრობიდან ჩვენს სანახავად, წუხელაც მიტოვებულ შენობაში გავათიეთ ღამე 15-მა ოჯახმა, აქ არც ფანჯარაა, არც კარი, ღამით ცივა, შენობაში წყალიც არაა,“ – ამბობს მაგული ფუტკარაძე, ერთ-ერთი უსახლკარო, რომელიც 1 კვირის წინ ქობულეთში, ბუკნარში მიტოვებულ შენობაში შევიდა საცხოვრებლად. ერთი კვირაა რამდენიმე უსახლკარო ბუკნარში, ძველ და მიტოვებულ შენობაში რჩება. ხელისუფლებას ამ დრომდე მათ შესახებ გადაწყვეტილება არ …
„უფსკრულამდე ვერ გავყვები „ოცნებას“ – რას ამბობენ სოცდაუცველები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში დაასაქმეს
„სადაც მთავრობაა და საიდანაც დასაქმებული ხარ, არ უნდა უღალატო…“ – სიღარიბეში მცხოვრები მარინა ცეცხლაძე გვიყვება, რომ „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერ აქციაზე თბილისში ვერ წავედი, მაგრამ ჩემი მეუღლე წავიდაო. დასაქმებულ სოციალურად დაუცველს უჭირს საუბარი, რის გამო მოუნდა ხულოდან თბილისში სახელისუფლებო პარტიის აქციაზე წასვლა, თუმცა დასძენს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ვალშია, რადგანაც დაასაქმეს. ახლახან ცესკომ მარინას ქმარი ხულოში, სოფელ …
რას ამბობს ოზთურქის კომპანია უსახლკაროების აქციაზე – „ბუნებაში ასეთი მოლაპარაკება არ არსებობს“
„ეს არის ხალხის ემოციებით ვაჭრობა, ფიზიკურად ბუნებაში ასეთი მოლაპარაკება არ არსებობს. ძალიან დიდ პატივს ვცემთ ჩვენ თანამოქალაქეებს, მაგრამ ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით გამოვიყენოთ კანონით მინიჭებული ყველა უფლება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ერთ-ერთი კომპანიის – „მეტრო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელმა, რაულ კახაძემ. ამ კომპანიაში უსახლკაროების აქციის შესახებ ვიკითხეთ: არის თუ არა ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი …
„პუტინი თუ კაი კაცი იყო, აქამდე რატომ არ იყო კაი კაცი“ – გამოკითხვა ხულოში
რამდენად ეფექტურია ივანიშვილის ტრიუკები – „გადარჩნენ, რომ ტრამპი არ არის ხელისუფლებაში“
„დაინახეს, რომ აღარ ყოფნით უკვე „დავით გარეჯი“ გაზარდეს ფსონები, გადავიდნენ უფრო დიდ თემებში. მათ უნდათ, რომ სრულ ისტერიამდე მიიყვანონ ყველაფერი,“ – ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, მას ივანიშვილის ტრიუკებზე ვესაუბრეთ, რაც მუშაობს, ან ვერ იმუშავა და „ქართულმა ოცნებამაც“ თაროზე შემოდო. მაგალითად, წინასაარჩევნო პერიოდში, რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საუბარი წამოიწყეს, მართლმადიდებლობას სახელმწიფო რელიგიად გამოვაცხადებთო, თუმცა …
ოზურგეთში, ლანჩხუთსა და თბილისში ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
თბილისში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს – ინფორმაციას დღეს, 25 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გამოძიების ვერსიით, მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხზე ორ პირს დავა ჰქონდა, „ბრალდებულებმა დავის მოგვარებისა და გადაჭრის მიზნით „ქურდული სამყაროს“ წევრებს და კრიმინალურ ავტორიტეტებს. ტ.ფ.-ს, გ.კ.-ს და კ.ვ.-ს მიმართეს,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შსს-ს ცნობით, ე.წ. …
ყველა ხმა, რომელიც დააკლდება არჩევნებს, ჩაეთვლება „ოცნებას“ – ინტერვიუ
„იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ წარმოგიდგენიათ ისეთი პარტია, ან პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომელიც ზუსტად პასუხობს თქვენს ინტერესებს, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ მთავრობის არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობასა და ევროპულ მომავალზე. ამიტომაც, აირჩიეთ ნებისმიერი, ვინც არ არის პირდაპირი წინაღობა ამ გზაზე, რადგან ასეთად თავი გამოავლინა „ქართულმა ოცნებამ“ – ამბობს ანალიტიკოსი გიორგი ბადრიძე. იგი …
Continue reading “ყველა ხმა, რომელიც დააკლდება არჩევნებს, ჩაეთვლება „ოცნებას“ – ინტერვიუ”