სიახლეები

როდის აღდგება ბათუმში წყლის მიწოდება სრულად?

23.02.2025
როდის აღდგება ბათუმში წყლის მიწოდება სრულად?

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, მამია ვარშანიძის ქუჩაზე ავარიულად დაზიანებული მაგისტრალური მილის აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია, თუმცა ბათუმის ცალკეულ ქუჩებზე წყალი ისევ არ აქვთ.

წყლის მიწოდება ბათუმში 17 ათასამდე აბონენტს გუშინ, 22 თებერვალს შეუწყდა.

„ბათუმის წყლის“ პრესცენტრის ინფორმაციით, წყლის მიწოდება ბათუმში ამ დროისთვის არცერთი მიმართულებით შეზღუდული არ არის, აღდგენითი სამუშაოები დილით უკვე დასრულდა და „სისტემას სჭირდება დასტაბილურება“.

„ბათუმის წყლის“ პრესცენტრის ინფორმაციით, ბათუმში წყლის მიწოდება სრულად უახლოეს საათებში აღდგება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: