მთავარი,სიახლეები

„ორი მოხუცი ითხოვს წამალს, მაგრამ ვერ მივდივართ, გზა არ არის“ – მოხალისე გურიიდან

28.02.2025
„ორი მოხუცი ითხოვს წამალს, მაგრამ ვერ მივდივართ, გზა არ არის“ – მოხალისე გურიიდან

„ორ ოჯახს სჭირდება სოფელ კალაგონში სასწრაფოდ შველა, 80 წლის მოხუცებმა დაგვირეკეს, მედიკამენტები გვჭირდებაო, მაგრამ ვერ მივდივართ, გზა არ არის,“ – ამბობს მოხალისე ვაკო ხუნდაძე, რომელიც ახლა გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში იმყოფება.

როცა „ოცნების“ მთავრობა დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემას ეფექტურად ვერ აგვარებს, მოხალისეები გურიაში მოქალაქეების დახმარებას ცდილობენ. ვაკო ხუნდაძის თქმით, ამ დრომდე ვერ ხერხდება გზის გაწმენდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კალაგონში.

„შუქიც არ აქვთ, ერთ მოხუცს ძველი მობილური ტელეფონი მოუძებნია და იქიდან დაგვირეკა მოხალისეებს, გვიშველეთო. ამ ორ ოჯახში ორი მოხუცია, სხვებთან მივიტანეთ საკვებიც და მედიკამენტებიც.

ამ მოხუცებისთვისაც გამზადებული გვაქვს მედიკამენტები, მაგრამ ვერ ვახერხებთ გადაადგილებას,“ – ამბობს ვაკო ხუნდაძე.

გურიაში ერთი კვირაა დიდთოვლობაა. ჩაკეტილია არაერთი სოფელი. თოვლის საფარის სიმაღლე რიგ სოფლებში ორ მეტრზე მეტია.

ამავე თემაზე: 

„უთავდებათ საკვები და მივდივართ ამ ოჯახებთან“ – როგორ მუშაობენ მოხალისეები გურიაში

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: