დღეს, 9 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი დააკავეს. მათ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება. მამუკა ჯორბენაძის ადვოკატის თქმით, პროფესორი და მისი სტუდენტები პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. მამუკა ჯორბენაძე ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. ის აქტიურად იყო ჩართული სასწავლებლის გაფიცვის ორგანიზებაში. ამ უნივერსიტეტის ბევრი სტუდენტი გაფიცულია და …
Author Archives: ჯაბა ანანიძე
კაცი, რომელიც მანქანით დაეჯახა აქციის მონაწილეებს, წელს 26-ჯერ დააჯარიმეს, მაგრამ არც ერთი ჯარიმა არ გადაუხდია
ავტომანქანა, რომელიც წუხელ ბათუმში, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს განზრახ დაეჯახა, 2024 წელს 26-ჯერ არის დაჯარიმებული. ჯარიმების რაოდენობა 3560 ლარია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტომანქანის მფლობელს არც ერთი ჯარიმა გადახდილი არ აქვს. წუხელ აქციის მინაწილეთაგან მინივენის შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა. გუშინ, 8 დეკემბერს, პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები ბათუმის საფეხბურთო სტადიონთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს და ავტომანქანების მოძრაობა …
„აჩენს ეჭვს, რომ სამართალდამცავები და „ტიტუშკები“ ერთად მოქმედებენ“ – საია ჟურნალისტზე თავდასხმაზე
„სამართალდამცავთა უმოქმედობა არა მარტო პოლიციელების მხრიდან გამოჩენილი სამსახურებრივი გულგრილობაა, არამედ აჩენს ეჭვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები და ე.წ „ტიტუშკები“ ერთად მოქმედებენ, რათა ძალადობრივად ჩაახშონ ლეგიტიმური პროტესტი,“ – აღნიშნულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დღეს, 6 დეკემბერს, თბილისში გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს ნიღბიანი პირი თავს დაესხა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდასხმის ადგილთან იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, …
დღეს, 6 დეკემბერს, ბათუმში აქცია და მუსიკალური პერფორმანსი საღამოს 7 საათზე დაიწყება
დღეს, 6 დეკემბერს, ბათუმში აქცია-პერფორმანსი გაიმართება. საპროტესტო აქცია ევროპის მოედანზე საღამოს 7 საათზე დაიწყება. აქციის პარალელურად კი, მუსიკალური პერფორმანსი გაიმართება. საპროტესტო აქციის მხარდასაჭერად ევროპის მოედანზე გამოვლენ მუსიკოსები: აკე პატარაია, ანრი გუჩმანიძე, გიორგი ფუტკარაძე, თორნიკე აბრამიშვილი, გოგა გორდელაძე. სია განახლებადია. ——— რა ხდება. საქართველოში მეცხრე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ …
კაცმა პოლიციელს ქუჩაში მზესუმზირას დაყრისთვის შენიშვნა მისცა, ის დააკავეს და 2500 ლარით დააჯარიმეს
მოსამართლე ირმა ტოგონიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2 500 ლარით დააჯარიმა იოსებ ხინკილაძე. მან, როგორც თავად ამბობს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წინ, მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე, პოლიციელს მზესუმზირის ნარჩენის ქუჩაში დაყრის გამო შენიშვნა მისცა. აქციის მონაწილე ბათუმში 3 დეკემბერს დააკავეს. მისი თქმით, მას პოლიციის მანქანაში პოლიციელებმა აგინეს და სცემეს. იოსებ ხინკილაძე მოსამართლემ დღეს, 6 დეკემბერს, სასამართლო სხდომაზე დააჯარიმა. …
საპროტესტო აქცია ბათუმში 6 საათზე განახლდება
საპროტესტო აქცია ბათუმში დღეს, 5 დეკემბერს, საღამოს 6 საათიდან განახლდება. ანტირუსული აქციის მონაწილეები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებთან შეიკრიბებიან, რომლის შემდეგაც საპროტესტო მსვლელობა დაიწყება. საპროტესტო აქცია საღამოს 7 საათიდან ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან გაგრძელდება. საპროტესტო აქციები საქართველოში მერვე დღეა გრძელდება. ———— რა ხდება საქართველოში მერვე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ …
Continue reading “საპროტესტო აქცია ბათუმში 6 საათზე განახლდება”
კლინიკებში გამოჰკითხეს აქციაზე დაშავებული 140 პირი, 42-ს ექსპერტიზა ჩაუტარდა – საგამოძიებო
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე უწყებას 319 პირის უფლებების დარღვევის შესახებ მიმართეს. საგამოძიებო სამსახური იძიებს პოლიციელების მხრიდან ჩადენილ დანაშაულს, ასევე ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევებს. „სამსახურმა ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე სახალხო დამცველის აპარატიდან, მედიაომბუდსმენიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 319 პირის უფლებების დარღვევის თაობაზე მიიღო შეტყობინება, რომელთა შორისაც არიან როგორც აქციის მონაწილეები, ასევე მედიის წარმომადგენლები. სამსახური …
ბათუმში საპროტესტო აქცია 6 საათიდან განახლდება
ბათუმში საპროტესტო აქცია დღეს, 4 დეკემბერს, საღამოს 6 საათიდან განახლდება. აქციის მონაწილეები ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან. დღეს პოლიცია რამდენიმე აქტივისტის სახლსა და ოპოზიციური პარტიების ოფისებში შევიდა ჩხრეკის ჩასატარებლად. ჩხრეკისა და დაკავებების პროცესი ამ დრომდე გრძელდება. დააკავეს პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია. დაკავებულია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაიაც. ასევე სტუდენტური მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე. …
Continue reading “ბათუმში საპროტესტო აქცია 6 საათიდან განახლდება”
ბათუმში აქციაზე ერთი პირი დააკავეს: „პოლიციელს მიმართა მზესუმზირის ნარჩენი ქუჩაში არ დაეყარა“
ბათუმში, საპროტესტო აქციაზე, აქციის ერთი მონაწილე დააკავეს. „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში ჩანდა, რომ აქციის მონაწილე არავითარ წინააღმდეგობას პოლიციას არ უწევდა. „სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს… დეტალებში ვერკვევი,“ – უპასუხა „ბათუმელებს“ ირაკლი დგებუაძემ, რომელიც ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელი პირია და ახლაც საპროტესტო აქციაზეა. შემთხვევის თვითმხილველი ხათუნა ბერიძე კი, ამბობს, რომ მოქალაქე პოლიციელებმა მას შემდეგ დააკავეს, როცა მან აქციაზე მყოფ …
რატომ თქვა მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა პრეზიდენტის სარჩელის განხილვაზე უარი – ინტერვიუ
„პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიეღო საკონსტიტუციო სასამართლოს?“ – კითხულობს მოსამართლე ირინე იმერლიშვილი სარჩელზე, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში ამ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დაბრუნება გახდებოდა შესაძლებელი. დღეს, 3 დეკემბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა განჩინება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის, ასევე წინა მოწვევის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელის განხილვაზე სასამართლომ უარი თქვა. ამ განჩინებას ხელს აწერს მოსამართლე ირინე იმერლიშვილიც. პოლიტიკურია ის, რომ ადამიანებს არჩევნები …
200-ათასლარიანი ფონდი საჯარო სამსახურიდან წამოსული ადამიანებისთვის
„საქართველოს უნივერსიტეტმა წამოიწყო გამოწვევა #გაემიჯნე და გამოყოფს 200 000 – ლარიან ფონდს, საიდანაც 1 წლის განმავლობაში ანაზღაურებას მიიღებენ ის თამამი საჯარო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც საჯაროდ ემიჯნებიან ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მოუწევთ სამსახურის დატოვება,“ – აცხადებს „საქართველოს უნივერსიტეტი“. ეს უმაღლესი სასწავლებელი იწვევს სხვა კომპანიებს, ამ ინიციატივას შეუერთდნენ და მხარი დაუჭირონ საჯარო სამსახურების გამბედავ …
Continue reading “200-ათასლარიანი ფონდი საჯარო სამსახურიდან წამოსული ადამიანებისთვის”
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელის განხილვაზე უარი თქვა
საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის და წინა მოწვევის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელს არ განიხილავს. სარჩელის მოთხოვნა იყო არჩევნების შედეგების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება და მისი ბათილად ცნობა. საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება მიუღია 29 ნოემბერს. ეს განჩინება დღეს, 3 დეკემებრს გამოქვეყნდა. „არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელები („საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის …
Continue reading “საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელის განხილვაზე უარი თქვა”
„ეს პოლიტიკური თაღლითები, ოცნების ბოსები, მოაჯდნენ სახელმწიფოს“ – გახარია საჯარო მოხელეებს
დღეს, 29 ნოემბერს, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ, ბრიფინგის დროს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და საჯარო მოხელეებს მიმართა. „მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო დღეს, რომ დღეს ყველა უნდა ვიყოთ ერთად, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ თემებზე, რომელზეც საქართველოს მოქალაქეებმა უკვე დიდ კონსენსუსს მიაღწიეს – ეს არის ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანი. აქ არ უნდა …
„რაც კობახიძემ განაცხადა, ეს სახელმწიფო გადატრიალებას ნიშნავს“ – გია ხუხაშვილი
„დღეს კობახიძემ ფაქტობრივად განაცხადა, რომ ხელისუფლება აჩერებს კონსტიტუციის მოქმედებას, რაც სამართლის ენაზე ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას,“ – წერს ფეისბუქში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. დღეს, 28 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ. „როდესაც ხელისუფალი გადის საკანონმდებლო სივრციდან, ხალხი, როგორც ძალაუფლების წყარო უფლებამოსილია აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი …
Continue reading “„რაც კობახიძემ განაცხადა, ეს სახელმწიფო გადატრიალებას ნიშნავს“ – გია ხუხაშვილი”
„ხელვაჩაურის მერიის თანამდებობის პირებმა მცემეს, შემაფურთხეს, დამემუქრნენ“ – მოქალაქე | ვიდეო
„ხელვაჩაურში, ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე მივედი, თანამდებობის პირებმა ჩემზე ფიზიკურად იძალადეს, სახეში შემაფურთხეს, შემაგინეს, დამემუქრნენ და გამომაძევეს,“ – ამბობს მოქალაქე თორნიკე ქავთარაძე. ის, რასაც მოქალაქე ამბობს, დასტურდება ვიდეოჩანაწერითაც. ობიექტური მტკიცებულების არსებობის მიუხედავად, მოქალაქეზე ძალადობის გამო ამ დრომდე არავინ დასჯილა. მოქალაქე ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში 18 ნოემბერს ხელვაჩაურის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაზე მივიდა. განხილვაზე მისული თორნიკე …
ბსუ-ს პროფესორი: კბილებით იჭერენ უნივერსიტეტებს. ვისურვებდი მეტ გამბედაობას, ყველას ვერ მოხსნიან
„ეს არის ჩვენი ქვეყნის მთავარი გეოპოლიტიკური ბრძოლა, თავი დააღწიოს რუსეთის გავლენას, არ აღმოჩნდეს რუსეთის გავლენის რკალში,“ – მიიჩნევს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლაშა ბაჟუნაიშვილი. მან გაფიცულ სტუდენტებს მხარდაჭერის ნიშნად ბსუ-ს ფოიეში საჯარო ლექცია ჩაუტარა. პროფესორს არ უკვირს ის, რომ სტუდენტების ნაწილმა პროტესტის მძიმე ფორმა აირჩიეს – ღამის თევა უნივერსიტეტში. ლაშა ბაჟუნაიშვილთან ინტერვიუ ხელისუფლებაზე საუბრით …
პარლამენტი უნდა დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს – ნონა ქურდოვანიძე არჩევნებზე
„პარლამენტი უნდა დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ლოდინის ვადა ჩაირთო სარჩელის წარდგენიდან“, – აცხადებს ნონა ქურდოვანიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი 25 ნოემბრის შესახებ, როცა „ქართული ოცნება“ პარლამენტის ახალი მოწვევა პირველ შეკრებას გეგმავს. მანამდე კი, არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობა საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა. საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე მოქმედი პარლამენტის 34-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობა საკონსტიტუციო სასამართლოში …
Continue reading “პარლამენტი უნდა დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს – ნონა ქურდოვანიძე არჩევნებზე”
რას ითხოვს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში?
ხმის ფარულობისა და არჩევნების საყოველთაობის პრინციპის დარღვევა – ამ ორი მთავარი არგუმენტით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოოდ შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. „ელექტრონულად ჩატარებული არჩევნების არეალში ფარულობა ყველგან დაირღვა, რაც გულისხმობს/მოითხოვს ამ სისტემით ჩატარებული შედეგების გაბათილებას… არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმების გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსები …
Continue reading “რას ითხოვს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში?”
ბათუმში 4 ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს, 4 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს
ბათუმში, ბაგრატიონის და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში 4 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. შემთხვევა დღეს, 20 ნოემბერს, საღამოს საათებში მოხდა. სასწრაფო სამსახურმა ავარიის შედეგად 4 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.
ღამისთევით უნივერსიტეტში – ბათუმელი სტუდენტების პროტესტი | დისკუსია
„მითოლოგია ბიძინაზე უნდა დაინგრეს, სისტემაში ჯერ კიდევაა ილუზია მის ყოვლისშემძლეობაზე“ – ინტერვიუ
„თუ სანქციები იქნება და აქაც პროტესტი კიდევ უფრო გაძლიერდება, სისტემური რყევები დაიწყება. საბოტაჟი თუ დაიწყო სისტემამ, ბიძინა თვითონ ხომ არ დაიწყებს ქუჩაში სირბილს? ასეთ შემთხვევაში ჩამოიშლებიან და ჩამოიშლებიან ძალიან სწრაფად,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. იგი საქართველოში სამართლიანობის აღდგენას შესაძლებლად მიიჩნევს, თუ პროტესტის გაძლიერების პარალელურად, დასავლეთი სანქციების პაკეტს აამოქმედებს. პოლიტოლოგი ასეთ შემთხვევაში სახელისუფლებო სისტემაში ბზარების …
„სამშობლოს დაკარგვაზე ფიქრიც არ მინდა. მას საფრთხე ემუქრება“ – სტუდენტების პროტესტი ბსუ-ში
„უკრაინას მნიშვნელოვანი კოზირი აქვს მოლაპარაკების დაწყების წინ“ – ინტერვიუ გენერალთან
„პირველი ჯაველინები ტრამპის დროს მიიღო უკრაინამ“ – გადამდგარ გენერალ-მაიორს არ სჯერა იმის, რომ ტრამპი უკრაინის დახმარებას შეაჩერებს, თუმცა ვახტანგ კაპანაძე ელოდება იმას, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან რუსეთი და უკრაინა. „მოლაპარაკების წინ მნიშვნელოვანი კოზირი აქვს უკრაინას,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი და განმარტავს, რომ უკრაინას რუსეთში დაკავებული კურსკის დათმობის სანაცვლოდ, ზაპოროჟიეს, ან ხერსონის დათმობა მოითხოვოს, ამის დათმობა …
„ჩვენ ყველანი ვიბრძვით თავისუფალი ევროპისთვის რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ“ – მიხაელ როთი
„ჩვენ ყველანი ისტორიის ერთ გვერდზე ვართ და ვიბრძვით თავისუფალი ევროპისთვის რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ. თუ თქვენ მოიგებთ, ჩვენ მოვიგებთ, თუ თქვენ გადარჩებით, ჩვენ, ევროკავშირი გადავრჩებით ასევე. სწორედ ამიტომ ვართ აქ. სოლიდარობამ უნდა გაგვაერთიანოს ჩვენ და არა დაგვყოს,“ – განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა თბილისში, საპროტესტო აქციაზე გამოსვლის დროს. დღეს, 11 ნოემბერს, ევროკავშირის …
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს“ – ბათუმში 12 ნოემბერს აქცია გაიმართება
სამშაბათს, 12 ნოემბერს, 19 საათზე, ბათუმში საპროტესტო აქცია იგეგმება. აქციას კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აანონსებს ბათუმის საარჩევნო საოლქო კომისიასთან, დ. თავდადებულის #27-თან. „26 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ” ჩვენს ხმებთან ერთად მოგვპარა ევროპული მომავალი. ამიტომ საქართველოს თითოეული მოქალაქე ვალდებულია დაიცვას საკუთარი ხმა და კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ევროპული მისწრაფება. ამ მიზნის საბოლოო მიღწევამდე, მსოფლიოს კიდევ ერთხელ უნდა გავაგონოთ, რომ …
Continue reading “„ვითხოვთ ახალ არჩევნებს“ – ბათუმში 12 ნოემბერს აქცია გაიმართება”
„გერმანია გვახსენებს საერთო ისტორიას, რომ მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია“ – ინტერვიუ
„მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს….“ – ამ ფრაზით იწყება საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადება, რომელსაც იგი ბერლინის კედლის დაცემის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს. ანალოგიური შინაარსის ტექსტს ავრცელებს გერმანიის საელჩო სხვა ქვეყნებშიც. რა დამოკიდებულება ჩანს ამ განცხადებით: როგორია გერმანიის, როგორც დასავლეთის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოს პოზიცია „მშვიდობიანი რევოლუციის“ მიმართ? – „ბათუმელები“ ამ თემაზე პუბლიცისტს, ზაალ …
სტამბის ხელმძღვანელის საქმე, რომელსაც თანამშრომელმა ძალადობის დროს ვიდეო გადაუღო
„ბოლო სასამართლო სხდომა 2023 წლის დეკემბერში ჩატარდა, ძალადობაში ბრალდებული დირექტორი ძველებურად აგრძელებს მუშაობას“, – ამბობს ადვოკატი თამილა გაბაიძე, რომელიც სასამართლოში ძალადობის მსხვერპლი ქალის, გვანცა ქველაძის ინტერესებს იცავს. გვანცა ქველაძე თბილისში მდებარე ერთ-ერთი სტამბის – „რეზონის“ ყოფილი თანამშრომელია. იგი ამბობს, რომ სტამბის დირექტორი მასზე სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობდა. მან დირექტორს შეურაცხყოფის მიყენების დროს ვიდეო გადაუღო, რაც …
Continue reading “სტამბის ხელმძღვანელის საქმე, რომელსაც თანამშრომელმა ძალადობის დროს ვიდეო გადაუღო”
უსახლკაროები უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობაში შეიჭრნენ – „გამოგვიყვანეს, არ დავტოვებთ აქაურობას“
აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობაში შეჭრილი უსახლკაროების თქმით, დაცვის პოლიციამ ისინი ძალის გამოყენებით გამოიყვანა. „ძალით გამოგვიყვანეს, ხელები გადაგვიგრიხეს… მაინც არ დავტოვეთ აქაურობა, მთელი ღამე აქ დავრჩით, შესასვლელთან,“ – ამბობენ უსახლკაროები. 15-მდე უსახლკარო აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობაში ჩაქვში ღამით შეიჭრა. აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი შენობის დაკავებამდე, უსახლკაროების ნაწილი ბათუმსა და ქობულეთში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე …
„სასამართლოს ტერიტორიაზე კაცმა ყოფილ ცოლს ფეხი ჩაარტყა“ – რა თქვა მოსამართლემ
მოსამართლეებმა გაამართლეს კაცი, რომელმაც პროკურატურის ვერსიით ყოფილ ცოლს სასამართლოს ტერიტორიაზე სცემა, იმ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, სადაც ძალადობის საქმე განიხილებოდა. ამ შემთხვევაზე უზენაესმა სასამართლომაც იმსჯელა. ბოლო პერიოდში საქართველოს სასამართლო სისტემაში გამამართლებელი განაჩენების გაზრდის მაჩვენებელი მეტწილად ოჯახში ძალადობაზე მოდის. მოსამართლეები განმარტავენ, რომ დაზარალებული ქალი დუმილს არჩევს და საქმეში საკმარისი მტკიცებულება აღარ რჩება. თუმცა ამ საქმეზე ქალს …
Continue reading “„სასამართლოს ტერიტორიაზე კაცმა ყოფილ ცოლს ფეხი ჩაარტყა“ – რა თქვა მოსამართლემ”
ავარიის შედეგად ქობულეთში 20 წლამდე ბიჭი დაიღუპა – ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს
ავარიას ქობულეთში 20 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა, კიდევ ერთი დაშავებული 40 წლის კაცი კი, კლინიკაში გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 9 ნოემბერს მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ორი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა 20 წლამდე ბიჭი მალევე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების …
ხაჭაპური 8%-ით გაძვირდა – რომელი პროდუქტების ფასი გაიზარდა
ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება 2024 წლის ოქტომბერში 6.62 ლარამდე გაიზარდა. ეს 8%-იანი ზრდაა 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით. ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და კარაქი. ინდექსი მოიცავს გაზის და ელექტროენერგიის ხარჯებსაც. „ხაჭაპურის ინდექსის“ შთაგონების წყარო ჟურნალ Economist-ის …
Continue reading “ხაჭაპური 8%-ით გაძვირდა – რომელი პროდუქტების ფასი გაიზარდა”
„უნდა დაერთოს?“ – რეპორტაჟი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან საარჩევნო დარღვევებზე
„თეთრიწყარო“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დარბაზში გუშინდელ სხდომაზე ყველაზე ხშირად ისმოდა, თუმცა სააპელაციოს მოსამართლეებმა უარი თქვეს მტკიცებულებად მიეღოთ, მაგალითად, ექსპერიმენტის ამსახველი ვიდეო, რომლითაც მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ თეთრიწყაროს სასამართლოში ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა დააფიქსირა. 5 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საარჩევნო დარღვევებზე დასავლეთ საქართველოს ოლქებში დაწერილი საჩივრები განიხილა, მათ შორის, საარჩევნო უბნების შედეგების ბათილად მიჩნევის საკითხი იმის გამო, …
რა ჩაწერა გადაწყვეტილებაში მოსამართლემ, რომელმაც უბნების გაბათილებაზე უარი თქვა
მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ, ცესკოს მსგავსად, ამომრჩევლის პასუხისმგებლობა დაინახა იმაში, თუ კი არჩევნებზე ხმის ფარულობა დაირღვა. თუმცა წუხელ, 4 ნოემბერს, თეთრიწყაროს მოსამართლემ მსგავს ფაქტებზე თქვა, რომ ხმების ფარულობა არჩევნებზე დაირღვა. 24 მოსამართლიდან მხოლოდ ერთმა, თეთრიწყაროს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ თქვა, რომ ხმის ფარულობა დაირღვა. დღეს, 5 ნოემბერს, საიას სარჩელების განხილვა სააპელაციო სასამართლოებში გაგრძელდება. „ბათუმელები“ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს …
Continue reading “რა ჩაწერა გადაწყვეტილებაში მოსამართლემ, რომელმაც უბნების გაბათილებაზე უარი თქვა”
უსახლკარო ქალმა შშმ შვილთან ერთად მთელი დღე ბათუმის მერიაში გაატარა – მას არავინ შეხვდა
„ჩიქოვანი არ არის, რიჟვაძე არ არისო, ეს ხალხი ტყუილად შენობებს იკავებენ, მოგვცენ ეს შენობები ჩვენ, უსახლკაროებს… მე დავრჩები აქ, წასასვლელი არსად მაქვს,“ – ამბობდა დღეს, 4 ნოემბერს, ბათუმის მერიაში მისული მოქალაქე მაგული ფუტკარაძე. ის უსახლკაროა და წლებია საცხოვრისს ითხოვს. მაგული ფუტკარაძეს ბათუმის მერიაში არავინ შეხვდა. მას შემდეგ, რაც სამუშაო საათები ამოიწურა, მაგულიმ შშმ პირის სტატუსის …
მოსამართლემ ხელვაჩაურშიც დაადასტურა, რომ მარკერმა გაჟონა, თუმცა სარჩელი არ დააკმაყოფილა
„მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ჩაგვითვალა დადასტურებულად, რომ მარკერი გადადიოდა ბიულეტენის მეორე მხარეს,“ – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ირმა აბაშიძე, რომელიც ხელვაჩაურში ითხოვდა საარჩევნო უბნების შედეგების ბათილად ცნობას. ყველგან, სადაც ელექტრონულად ჩატარდა არჩევნები, საია ხმის ფარულობის დარღვევის მოტივით, საარჩევნო უბნების ბათილად ცნობას ითხოვდა. ქვეყნის მასშტაბით 23-მა მოსამართლემ ამ სარჩელების დაკმაყოფილებაზე გუშინ, 3 ნოემბერს გამართულ სხდომებზე უარი …
უსახლკარო დედებს შვილებთან შეხვედრის უფლება პოლიციამ არ მისცა – ქალები შიმშილობას იწყებენ
დღეს, პირველ ნოემბერს, ბათუმში უსახლკარო დედებს შვილებთან შეხვედრის საშუალება პოლიციელებმა არ მისცეს. საუბარია უსახლკაროებზე, რომლებმაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბათუმსა და ქობულეთში სახელმწიფოს კუთვნილი 4 მიტოვებული შენობა დაიკავეს. ერთ-ერთი შენობა ბარცხანის დასახლებაში თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. რამდენიმე უსახლკარო ამ შენობაში 10 დღის წინ შეიჭრა. თავდაცვის სამინისტრო უსახლკაროებს შენობიდან არ ასახლებს, თუმცა აფრთხილებს, რომ თუ ისინი შენობას …