ბათუმი,სიახლეები

ბათუმში 17 ათასამდე აბონენტს წყლის მიწოდებაც შეუწყდა

22.02.2025
ბათუმში 17 ათასამდე აბონენტს წყლის მიწოდებაც შეუწყდა

დღეს, 22 თებერვალს, ბათუმში წყლის მიწოდება 16 924 აბონენტს შეუწყდა. „ბათუმის წყალში“ გვითხრეს, რომ წყალმომარაგება საღამოს 6 საათიდან აღდგება.

„ბათუმის წყლის“ პრესცენტრის ინფორმაციით, ბათუმში, მამია ვარშანიძის ქუჩა #35-ში წყალმომარაგების ავარიულად დაზიანებული მაგისტრალური 1000 მმ-იანი მილის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

„აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე წყალმომარაგება შეეზღუდათ ბენზეში, ფრიდონ ხალვაშზე, ორთაბათუმში, ჩაისუბანში, გოროდოკში, წინსვლაში, გოდერძი ჩოხელზე, თოდოგაურში, ადლიაში, ჰელიმიშის, ნიჟარაძის, ზღვისპირის ქუჩებსა და აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრებ აბონენტებს. აღდგენითი სამუშაოები აქტიურად ხორციელდება და წყალმომარაგება 18:00 საათისთვის აღდგება,“ – მოგვწერეს „ბათუმის წყლიდან“.

„მიწისქვეშა დაზიანებაა და არ უკავშირდება თოვლს,“ – აღნიშნეს „ბათუმის წყლის“ პრესცენტრში.

თოვის დროს ბათუმში გაზის მიწოდება გუშინ, 21 თებერვალს შეწყდა. წუხელ მთელი ღამე ქალაქის დიდი ნაწილი გაზის გარეშე იყო დარჩენილი. თოვის დროს ქალაქის რამდენიმე დასახლებაში გაითიშა შუქიც.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმის წყალი“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: