სიახლეები

ბათუმში გაზის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება – სოკარი

22.02.2025 •
ბათუმში გაზის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება – სოკარი

„ბათუმში გაზის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება, აღდგენის პროცესი უკვე დაიწყო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ვახტანგ ბერიშვილმა, კომპანია „სოკარის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორმა.

წუხელ მთელი ღამით გაზი ბათუმში დაახლოებით 18 ათას აბონენტს ჰქონდა  გათიშული.

ვახტანგ ბერიშვილის განმარტებით, პრობლემა თოვის დროს მოხმარების მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია, ასევე დაფიქსირდა ხის დაცემის გამო მილების დაზიანება, რაც უკვე აღმოფხვრილია.

გაზის მიწოდება ბათუმში დღეს, 22 თებერვალს, ეტაპობრივად აღდგება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: