„ჩვენ ვრჩებით უმუშევარი, სასწაული ფასებია ქალაქში, სად უნდა გადავიდეთ?“ – კითხულობს თამაზ ძირკვაძე, რომელიც ჯერ კიდევ ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ვაჭრობს. აქ უკვე ყველამ იცის, ავტოსადგურის ადგილზე ორი ცათამბჯენი რომ შენდება. ბათუმის ცენტრში ძველი და მოუწესრიგებელი ავტოსადგური დიდი ხანია პრობლემაა. ამ პრობლემაში ახლა ის იცვლება, რომ ავტოსადგური აღარ იქნება და მის ნაცვლად ორ ცათამბჯენს აჭარის მთავრობის …
Author Archives: ჯაბა ანანიძე
76 წლის ასაკაში თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა
76 წლის ასაკში თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა. იგი იყო საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურ დირექტორად. თენგიზ ცერცვაძე იყო ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი 1992 წლიდან, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი 1999 წლიდან 2020 წელს თენგიზ ცერცვაძეს COVID19-ის პანდემიასთან მებრძოლ რვა ექიმთან ერთად თბილისის საპატიო …
Continue reading “76 წლის ასაკაში თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა”
ჩაქვში სახლები და ქუჩები დაიტბორა – შეჩერდა ავტომანქანების მოძრაობაც
ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმი-ქობულეთის ჩაქვის მონაკვეთი ისევ დაიტბორა. დატბორილია ჩაქვის ცენტრამდე მისასვლელი ადგილები. როგორც მოქალაქეებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, წყლის დონემ ისე მოიმატა, რომ ავტომანქანების მოძრაობა შეჩერდა. გაჩერდა მუნიციპალური ავტობუსიც. „ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს დადგა ისევ წყალი, ჩაქვის ცენტრთან მისვლა შეუძლებელია, სამსახურში ვეღარ წავედით… დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოებიც,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თამარ დუმბაძემ. ბათუმის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ავტომანქანების …
Continue reading “ჩაქვში სახლები და ქუჩები დაიტბორა – შეჩერდა ავტომანქანების მოძრაობაც”
როცა ძმები წულუკიძეები მკაცრად დასაჯეს, ჟურნალისტებზე მოძალადეები კი მსუბუქად – 2 მსგავსი საქმე
„ეს არის ორმაგი სტანდარტი: მოჩვენებითად დასაჯეს თავიანთი ზონდერები, ენმ-ს მომხრეები კი, მკაცრად დასაჯეს“, – ეს ადვოკატ დავით ჯაფარიძის შეფასებაა 2 გახმაურებულ საქმეზე, რაზეც უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილებები უკვე მიიღო. ორივე საქმე 2021 წლის ამბებს ეხება: „5 ივლისის საქმე“ და „ძმები წულუკიძეების, ჭელიძეების და ელდარ ანთაძის საქმე“. პირველ შემთხვევაში აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს სასტიკად სცემეს, აქციაზე …
რატომ არ არის სამედიცინო პუნქტი გომის მთაზე
„ხომ შეიძლება პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი იყოს?“ – ერთსა და იმავეს ითხოვენ მოქალაქეები ფეისბუქში კურორტ გომისმთაზე დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ. გუშინ, 29 ივლისს, კურორტ გომისმთაზე 10 წლის ბავშვი შეუძლოდ გახდა, ის ოზურგეთში ჩაიყვანეს და კლინიკაში გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლების თქმით, ბავშვს ანევრიზმა ჰქონდა. გომის მთაზე დამსვენებლები და მოიალაღეები ყოველ ზაფხულს ადიან, აქ წლებია ითხოვენ პირველადი სამედიცინო პუნქტის …
Continue reading “რატომ არ არის სამედიცინო პუნქტი გომის მთაზე”
„ყველანაირი გრანტი მაქვს მიღებული“ – საკონსტიტუციოს თავმჯდომარე რუსულ კანონზე
„ყველანაირი გრანტი მაქვს მინაღები, ყველანაირი დაფინანსება და მხარდაჭერა…“ – გვითხრა მერაბ ტურავამ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რუსულ კანონზე, რომლის წინააღმდეგაც დღეს, 29 ივლისს, უკვე მესამე სარჩელი საკონსტიტუციოში ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა შეიტანეს. პოლიტიკოსები რუსული კანონის მოქმედების შეჩერებას ითხოვენ მანამ, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ გზავნილი გაგვიმეორა. „სხვა ქვეყნის კარგი ინტერესების გატარება საქართველოში …
Continue reading “„ყველანაირი გრანტი მაქვს მიღებული“ – საკონსტიტუციოს თავმჯდომარე რუსულ კანონზე”
3 სარჩელი საკონსტიტუციოში რუსული კანონის წინააღმდეგ – როდის დაიწყება განხილვა
„კანონის სრულფასოვანი ამოქმედება, სანქციები იწყება 3 სექტემბრიდან. იქამდე აუცილებლად უნდა ჩატარდეს სხდომა, სადაც შეჩერების საკითხი განიხილება,“ – მიიჩნევს თამარ კორძაია, პოლიტიკური პლატფორმის „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რუსულ კანონზე, რომლის წინააღმდეგაც უკვე 3 სარჩელი შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოში. პრეზიდენტისა და სამოქალაქო ორგანიზაციების სარჩელების შემდეგ დღეს, 29 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მიმართეს. ამ სარჩელის მთავარი …
Continue reading “3 სარჩელი საკონსტიტუციოში რუსული კანონის წინააღმდეგ – როდის დაიწყება განხილვა”
მთავრობა მერიებს 20 მილიონს აძლევს – „ივანიშვილი ჩვენ გვაფინანსებინებს თავის ავტორიტარიზმს“
„ეს არის ფული პარტიული აქტივისთვის. საქმე იმაშია, რომ ივანიშვილს აღარ უნდა საკუთარი ფულის დახარჯვა იმისთვის, რომ დარჩეს ხელისუფლებაში. გადაწყვიტა, ჩვენ თვითონვე დაგვაფინანსებინოს თავისი ავტორიტარიზმი,“ – მიიჩნევს ანა დოლიძე, პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერი საქართველოს მთავრობის ახალ განკარგულებაზე, რომლის მიხედვითაც წინასაარჩევნოდ მუნიციპალიტეტებს 20 მილიონ ლარს აძლევენ „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშესაწყობად“. პოლიტიკური ოპოზიციის გარდა, სამოქალაქო ორგანიზაციებიც, რომლებიც საარჩევნო გარემოს …
ხულოში, მწვანე ტბასთან ინერტულ მასალებს მოიპოვებენ – მთავრობაში არ ამბობენ, ვინ გასცა ლიცენზია
გაცემულია თუ არა ლიცენზია ხულოში, მწვანე ტბასთან ინერტული მასალის მოპოვებაზე? – ამ შეკითხვაზე სახელმწიფო უწყებებში დღეს, 26 ივლისს, „ბათუმელებს“ ვერ უპასუხეს. ხულოში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე შიშობს, რომ ბუნებაში მსგავსი ჩარევა შესაძლოა აქ მცხოვრებთათვის საშიში აღმოჩნდეს, თუმცა, მათ ამ საკითხზე არავინ არაფერი განუმარტა. მწვანე ტბასთან მდებარე მთიდან კლდოვანი მასას აქტიურად უკვე ერთი თვეა მოიპოვებენ. „ჩვენ აქ …
2 სასტუმრო, აპარტოტელები – ხალხმა არ იცის, რის გაკეთებას გეგმავენ ბეშუმსა და შქერნალში
„ერთი კაციც კი არ იყო ინფორმირებული ჩემი იალაღიდან ეგრეთ წოდებულ საჯარო განხილვაზე, საჯარო მოხელეები მიიყვანეს მხოლოდ შეხვედრაზე… მერიის წარმომადგენელმაც კი არ იცოდა, რომ განიხილებოდა დოკუმენტი, რაც ჩვენთვის, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის ხვალ კანონი იქნება,“ – გვიყვება ჯემალ საგინაძე. ის ხულოში ცხოვრობს და გოდერძის უღელტეხილთან ახლოს, შქერნალის უბანში იალაღი აქვს. საუბარია გოდერძის უღელტეხილისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის …
ხულოს მუნიციპალური ავტობუსი ავარიაში მოყვა, დაიღუპა 1 პირი
ბათუმიდან ხულოში მიმავალი ხულოს მუნიციპალური ავტობუსი ქედაში ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 25 ივლისს, მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი ერთი პირი დაიღუპა, ერთი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად.
„ოცნებამ“ ევროპის წინააღმდეგ კამპანია „ტიკტოკში“ გადაიტანა – სამიზნე ახალგაზრდებია |კვლევა
„ოპოზიციის საწინააღმდეგო არხებს შორის გამოიკვეთა კოორდინაცია – არხების ნაწილი იდენტურ ვიდეოებს დროის მოკლე მონაკვეთში ავრცელებდა. მსგავსი ტენდენცია ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ არხებზე თითქმის არ დაფიქსირებულა,“ – აღნიშნულია ანგარიშში, რომელსაც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ [სამართლიანი არჩევნები] აქვეყნებს. ეს ორგანიზაცია საარჩევნო წელს – 2024 წლის იანვრიდან აპრილამდე პერიოდში – ტიკტოკზე მიმდინარე კამპანიას დააკვირდა. ანგარიშში „პოლიტიკური კამპანია …
რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, თავისი არჩევანი რომ არ დაანებოს ხელისუფლებას – დისკუსია
ქობულეთში 2 მიკროავტობუსი შეეჯახა ერთმანეთს, დაშავდა 11 ადამიანი
ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში, ორი მიკროავტობუსი შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად 11 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს, 24 ივლისს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო.
როდის დაბრუნდებიან ქობულეთის სოფლებში მიწის ამზომველები
„წავიდნენ სოფლიდან ამზომველები ისე, რომ ჩემთან არ მოსულან,“ – ამბობს ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მოქალაქე. ადამიანები სხვადასხვა სოფლიდან გვიყვებიან, რომ საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა მათ სოფლებში მუშაობა უკვე დაასრულეს, ყველა მიწის ნაკვეთი კი, რაზეც განცხადება დაწერილია, არ შეუსწავლიათ. მოქალაქეები, რომლებიც „ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ, ამბობენ, რომ სისტემური რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრს განცხადებით 2023 წელს მიმართეს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში …
Continue reading “როდის დაბრუნდებიან ქობულეთის სოფლებში მიწის ამზომველები”
„თევზაობას ვაპირებდი და დენმა დამარტყა, ტრანსფორმატორია მდინარეში“ – კაცი მარადიდან
„თევზაობას ვაპირებდი და დენმა დამარტყა, მიკვირს, რომ გადავრჩი… არავინ გვცემს პასუხს იმაზე, რომ მდინარეშია უკვე დენის ტრანსფორმატორი, აქციას გავმართავთ,“ – ამბობს ხელვაჩაურში, სოფელ მარადიდში მცხოვრები როინ დიდმანიძე. მოქალაქის თქმით, გუშინწინ, 21 ივლისს, ის თევზაობას თავის სოფელში, მდინარე ჭოროხზე აპირებდა, როცა დენმა დაარტყა. ადგილი, სადაც როინ დიდმანიძე თევზაობს, გვერდითაა სატრანსფორმატორო პუნქტთან, რომელიც მდინარით იფარება. „ბამბუკი გავშალე …
ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მერაბ ხალვაში აირჩიეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას მერაბ ხალვაში შეასრულებს. ის აქამდე ბსუ-ს მოქმედი რექტორი იყო. უნივერსიტეტის რექტორობისთვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა არავინ მიიღო. ბსუ-ში მერაბ ხალვაშის გარდა არც მოვალეობის შემსრულებლის მსურველი გამოჩნდა. მერაბ ხალვაშს ამ ეტაპზე რექტორის კონკურსში მონაწილეობის უფლება აღარ ჰქონდა, რადგან ის უკვე ორი ვადით იყო რექტორი. „ბათუმელებს“ უნივერსიტეტში უთხრეს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებას ამ პოზიციაზე …
Continue reading “ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მერაბ ხალვაში აირჩიეს”
რაში დასჭირდა „ოცნებას“ დელეგატები მაჟორიტარების ნაცვლად
„ეს არის ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. მოსალოდნელია, რომ „ქართული ოცნება“ ამას გამოიყენებს იმისთვის, რომ ამომრჩეველს შესთავაზოს კონკრეტული კანდიდატი დელეგატად, თითქოსდა მაჟორიტარის სამართალმემკვიდრე,“ – ამბობს შოთა ნარსია, „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ უფროსი მკვლევარი. ის დელეგატების შესახებ გვესაუბრება, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რომ გვეყოლებიან პარლამენტში. არჩევნების საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასება პრაქტიკულად ემთხვევა პოლიტიკური ოპოზიციის ხედვას …
Continue reading “რაში დასჭირდა „ოცნებას“ დელეგატები მაჟორიტარების ნაცვლად”
„კარგია აშშ-სთან უვიზო მიმოსვლა, ამ მუშაობით მილიონერი ვიქნებოდი“ – რას ამბობს ხალხი მარადიდში
„მე დილის 6 საათზე ავდექი და ხომ მიყურებთ, რა ნამუშევარი ვარ, 24 საათი ვშრომობ და ვარ ასე, რომ ლუკმა-პური გვქონდეს ოჯახში. ამ მუშაობით ამერიკაში მილიონერი იქნები, კარგი იქნებოდა ამერიკასთან უვიზო მიმოსვლა,“ – გვითხრა ვლადიმერ ფოთელიძემ, რომელსაც სოფელ მარადიდში, ტყიდან მომავალს შევხვდით და აშშ-თან უვიზო მიმოსვლაზეც ვკითხეთ. იმ შესაძლებლობაზე, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა. მარადიდი სოფელია …
სოფელში, სადაც ნაგვის ურნა 3 თვე არ დაუცლიათ, აქ 6 სოცდაუცველი გზას ალაგებს
„სამი თვე არავინ მოსულა, რომ დაეცალათ ნაგვის ურნა,“ – გვითხრეს ხელვაჩაურის სოფელ მარადიდში, ძაბლავეთის უბანში. აქ მცხოვრებმა ადამიანებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ცხელ ხაზზეც რამდენჯერმე დარეკეს, მაგრამ ურნასთან არავინ მისულა. მოსახლეობის თქმით, ბოლო 3 თვე, მათ ნარჩენები სოფლის სხვა ადგილებში განთავსებულ ნაგვის ურნებამდე მიაქვთ, სადაც ნაგვისმცლელი მანქანა მოძრაობს. ძაბლავეთი კი, სოფლის ბოლოა. რატომ არ იცლება ნაგვის …
Continue reading “სოფელში, სადაც ნაგვის ურნა 3 თვე არ დაუცლიათ, აქ 6 სოცდაუცველი გზას ალაგებს”
როცა საბავშვო ბაღი მეზობელ სოფელშია, მგზავრობა კი 75 ლარი ღირს – მარადიდი
„საბავშვო ბაღი მხოლოდ მეზობელ სოფელ კირნათშია, ყოველდღე პატარა ბავშვები მეზობელ სოფელში დადიან, ტრანსპორტირების საფასური ოჯახიდან 75 ლარია, ჩვენ სოციალურად დაუცველები ვართ,“ – გვითხრა დონა თათელაძემ, რომელიც ხელვაჩაურში, სოფელ მარადიდში ცხოვრობს. მარადიდელებმა გვითხრეს, რომ სოფელში საბავშვო ბაღის მოწყობას მათ რამდენჯერმე დაჰპირდა ადგილობრივი ხელისუფლება, ტენდერიც იყო გამოცხადებული და შესაბამისი ადგილიც გამოიყო სოფლის ცენტრში, თუმცა დაპირება წლებია არ …
Continue reading “როცა საბავშვო ბაღი მეზობელ სოფელშია, მგზავრობა კი 75 ლარი ღირს – მარადიდი”
რამ დააბინძურა ზღვა ბათუმში – კადრები, რომელიც მოქალაქემ გადაიღო
„არ ვიცი, რა ჩადიოდა ზღვაში, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს მშენებლობის პროცესში რეცხვის დროს გამოყენებული წყალია,“ – გვითხრა ბათუმში მცხოვრებმა ზურაბ ბოლქვაძე, რომელმაც გუშინ, 18 ივლისის დილით, ბათუმის პლაჟზე ზღვის დაბინძურების ფოტოები გადაიღო. ზურაბ ბოლქვაძის თქმით, ის ბათუმის სანაპიროზე კომპანია „ალიანს ჯგუფის“ მშენებარე სასტუმროს „მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იყო, სადაც ზღვას სანიაღვრე არხი უერთდება. გარემოსდაცვის ზედამხედველობის სამსახურში …
Continue reading “რამ დააბინძურა ზღვა ბათუმში – კადრები, რომელიც მოქალაქემ გადაიღო”
ამ მუშაობით ამერიკაში მილიონერი გავხდებოდი, აშშ-სთან უვიზო კარგია – კაცი მარადიდიდან
შეუძლია მოსამართლეს აზრი გამოთქვას? – პარლამენტს 5 მოსამართლე სასამართლოში უჩივის
ხუთი მოქმედი მოსამართლე პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. სარჩელის განხილვას საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ, 17 ივლისს დაიწყებს. მოსამართლეები ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე თამარ ხაჟომია, მამუკა წიკლაური, ასევე სახალხო დამცველი იმ სამართლებრივ ნორმებს ასაჩივრებენ, რომელიც მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების, საქმეთა განხილვიდან ჩამოცილების წესებს ადგენს, ასევე ადგენს მოსამართლეების საჯაროდ აზრის გამოთქმას. კონკრეტულად კი, სადავოა ნორმა, რომელიც მოსამართლის …
Continue reading “შეუძლია მოსამართლეს აზრი გამოთქვას? – პარლამენტს 5 მოსამართლე სასამართლოში უჩივის”
როგორ აპირებს „ოცნება“ ე.წ. ავტორიტეტების საარჩევნოდ გამოყენებას? – ეკა ბესელიას კომენტარი
„მახსოვს, წინა საპარლამენტო არჩევნებზე როცა უბნებზე დავდიოდი, მობილიზებული იყვნენ იქვე, უბანთან, საეჭვო ახალგაზრდა კაცები… ახლა ამას უფრო დიდი დოზით გამოიყენებენ,“ – გვიყვება ეკა ბესელია, პარტია „სამართლიანობისთვის“ ხელმძღვანელი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი. მას ვესაუბრეთ შესაძლებლობაზე: რა სქემით შეიძლება სცადოს „ქართულმა ოცნებამ“ ამჯერად ე.წ. ავტორიტეტების გამოყენება? პარლამენტის ყოფილ წევრს ვკითხეთ ამნისტიაზეც, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ …
რუსეთში რიგები დგას კომისარიატებთან, რომ ჩაეწერონ და წავიდნენ ომში ხელფასის გამო – ინტერვიუ
„შემდეგ ძალიან გაუჭირდებათ მიახლოება უკრაინასთან, როცა უკრაინას ეყოლება F16 გამანადგურებელი“, – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით ომი უკვე გამოფიტვის ეტაპზე გადავიდა. „ახლა შევდივართ ფაზაში, როდესაც შეჯიბრი გამოფიტვაზეა. ევროპას და დასავლეთს გაცილებით მეტი პოტენციალი გააჩნია, დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას, ვიდრე რუსეთს იმის პოტენციალი, რომ გაძლიერდეს,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი და მოსაზრებას გვიზიარებს, რა შედეგითაც არ …
როინ შავაძემ გვითხრა, არა ვარ დამნაშავე ბატონო ოფიცრებოო – სერჟანტის მკვლელობის საქმე სრულად
„მიწაზე შევნიშნე რამოდენიმე ადგილას გაწყვეტილი, ვერცხლისფერი, პატარა და წვრილი, მრგვალი ლითონის მსგავსი ბურთულებით აწყობილი ყელსაბამი, რომლის ფრაგმენტები მიმობნეული იყო მამაკაცის თავისა და ტანის სიახლოვეს… ერთ-ერთ წვრილ ყელსაბამის ფრაგმენტზე ეკეთა რაღაც ლითონი, რომელზეც იკითხებოდა თუ არ ვცდები ინგლისური ასოებით გვარი „შავაძე“… სხვა რაიმე ნივთი გვამის გარშემო არ ყოფილა. რომ ყოფილიყო, აუცილებლად დამამახსოვრდებოდა, რადგან ყელსაბამის წვრილი ფრაგმენტები …
მართლა აღარ სურს არავის ბსუ-ს რექტორობა? – ორი მოსაზრება ჩაშლილ არჩევნებზე
რასთან გვაქვს საქმე, როცა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობა არავის სურს? – ბსუ-ს რექტორის პოზიციაზე განაცხადების მიღება დასრულდა, საარჩევნო კომისიაში კი, ერთი განცხადებაც არ შევიდა. ბსუ-ს პროფესორებს: ნანა ტრაპაიძეს და რამაზ ხალვაშს ვესაუბრეთ იმაზე, თუ რას აჩვენებს ეს შემთხვევა, როცა ერთი კანდიდატიც აღარ არის არჩევნებზე. რამდენიმე პროფესორმა დღეს ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავა. პასუხებს შორის იყო …
Continue reading “მართლა აღარ სურს არავის ბსუ-ს რექტორობა? – ორი მოსაზრება ჩაშლილ არჩევნებზე”
„ყველა რეგიონი უნდა მოვიარო არჩევნებამდე, მე მინდა ევროპული გზა“ – 83 წლის კაცი ბათუმიდან
„მინდა, 26 ოქტომბრამდე ყველა რეგიონი მოვიარო და ჩემი შეხედულება გავაცნო ხალხს, ვუთხრა ადამიანებს, რომ საქართველოს მომავალი იყოს ახალგაზრდების მხარეს, ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს გზა ევროპისკენ… მე მინდა ევროპული გზა და ახალგაზრდების მხარდაჭერა,“ – გვითხრა ბათუმში მცხოვრებმა ბორის სამსონაძემ. 83 წლის კაცი თავისი ძალებით აპირებს სხვა მოქალაქეებს შეხვდეს და დაარწმუნოს, რამდენად აუცილებელია არჩევნებზე წასვლა და აქტიურობა. …
„პატარიძე უყვიროდა შავაძეს, დავაი, გაიქეციო, ჩვენ კი მიგვითითა ესროლეთო“ – სპეცრაზმელის ჩვენება
„თეიმურაზ პატარიძისგან ჩვენ გვქონდა მითითება, რომ აღნიშნული პიროვნება, როინ შავაძე, უნდა დაკავებულიყო ხმაურით. მისთვის უნდა გვეძახა მოღალატე, რათა ხალხს გაეგო, რომ თითქოს ვაკავებდით მოღალატეს,“ – როინ შავაძის დაკავების ეპიზოდს აღწერს ყოფილი სპეცრაზმელი დავით ზაქარაძე. ისიც გაასამართლეს და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. აგვისტოს ომის მონაწილე – როინ შავაძე სამართალდამცველებმა წამებით 2008 წლის 16 აგვისტოს მოკლეს. …
რუსული კლუბის განმარტება შეკვეთილში რუსეთის სექციის უფროსის გამოჩენასა და პედაგოგების წვრთნაზე
„კატეგორიულად და მთელი პასუხისმგებლობით „რუსული კლუბი“ აცხადებს, რომ ტრენინგის პროექტი არ არის დაფინანსებული არცერთი [ხაზს ვუსვამთ არცერთი] უცხოური ქვეყნის მიერ. პროექტი მთლიანად და სრულიად მხარდაჭერილია ქართველი ბიზნესმენების მიერ, რისთვისაც ჩვენ ვსარგებლობთ შემთხვევით და მათ ვუხდით გულწრფელ მადლობას,“ – ორგანიზაცია „რუსულ კლუბი“ განცხადებას ავრცელებს შეკვეთილში ბავშვების და მასწავლებლებისთვის ტრეინინგის ჩატარებაზე. „ბათუმელებმა“ 2024 წლის 12 ივლისს გამოაქვეყნა …
იძულებით ფსიქიატრიული მკურნალობა და არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვა ექიმის მიერ – დავა საკონსტიტუციოში
უნდა შეეძლოს თუ არა პაციენტს იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე უარის თქმა? – ამ საკითხზე სახალხო დამცველის მიერ მომზადებული სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დაიწყო. თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, ექიმს აღარ ექნება უფლებამოსილება, უსაფრთხოების მოტივით პაციენტს იძულებით დაუწყოს მკურნალობა, ასევე მას კონკრეტული უფლებები შეუზღუდოს, მათ შორის, არჩევნებში მონაწილეობის უფლება. მოსარჩელე განმარტავს, რომ ექიმს მართლაც უნდა …
„ტელევიზიიდან გავიგე“ – კიდევ რა თქვა ვანო მერაბიშვილმა როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე
ვანო მერაბიშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრი, „როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე“ პროკურატურამ 2022 წლის 21 თებერვალს გამოკითხა. რა სახის ურთიერთობა ჰქონდა ვანო მერაბიშვილს კუდ-ის აჭარის სამმართველოს უფროსთან, თეიმურაზ პატარიძესთან, ასევე დათა ახალიასთან, რომელიც როინ შავაძის მკვლელობის პერიოდში კუდ-ს ხელმძღვანელობდა? – ამ საკითხზე საუბრით დაუწყია გამომძიებელს შს ყოფილი მინისტრის გამოკითხვა. „თეიმურაზ პატარიძე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური …
ბათუმში „გლოვოს“ კურიერს ავტომანქანა დაეჯახა
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „გლოვოს“ კურიერს, რომელიც მოპედით გადაადგილდებოდა, მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებული კურიერი კლინიკაში გადაიყვანეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა დღეს, 13 ივლისს მოხდა. დაწყებულია გამოძიება.
ხაჭაპური კიდევ 2.9 პროცენტით გაძვირდა – მხოლოდ კვერცხი გაიაფდა
სამთვიანი კლების შემდეგ, ივნისში ხაჭაპური ისევ გაძვირდა. 2024 წლის ივნისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 6 ლარი იყო, რაც წინა თვესთან, მაისთან შედარებით 2.9%-იანი ზრდაა, წლიურ ჭრილში კი, ანუ 2023 წლის ივნისთან შედარებით, ზრდა 6.8%-ია. ეს ISET-ის მორიგი კვლევის შედეგია. ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად …
Continue reading “ხაჭაპური კიდევ 2.9 პროცენტით გაძვირდა – მხოლოდ კვერცხი გაიაფდა”
ბსუ-ში ახალ რექტორს ვერ ირჩევენ – კანდიდატი არ არის
„არაცერთი განაცხადი არ შემოსულა,“ – გვითხრა ბსუ-ს საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, გიორგი დიასამიძემ. მას რექტორის არჩევნებზე კანდიდატების განაცხადები უნდა მიეღო, ხოლო ახალი რექტორი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 19 ივლისს უნდა აერჩიათ. რექტორობის კანდიდატების განაცხადების მიღება ბსუ-ში გუშინ, 12 ივლისს დასრულდა. რადგან უნივერსიტეტის რექტორობა არავის სურს, აკადემიურმა საბჭომ 6 თვით მოვალეობის შემსრულებელი უნდა შეარჩიოს. ეს შეიძლება …
Continue reading “ბსუ-ში ახალ რექტორს ვერ ირჩევენ – კანდიდატი არ არის”