ბათუმი,მთავარი,სიახლეები

სად გაითიშა შუქი თოვის გამო და როდის აღდგება მიწოდება? – „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პასუხი

22.02.2025
სად გაითიშა შუქი თოვის გამო და როდის აღდგება მიწოდება? – „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პასუხი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, შუქი ბათუმში რამდენიმე დასახლებაში გაითიშა: შუა მახინჯაურში, ორთაბათუმში, აგარაში, მასაურაში, ყოროლისთავში, ფერიასა და სამებაში. უშუქოდაა ასევე დარჩენილი ქობულეთის რამდენიმე სოფელი.

ენერგოკომპანიის პრესცენტრის ინფორმაციით, თოვის შედეგად კომპანიის ინფრასტრუქტურა დაზიანდა: „მოგლეჯილმა ხეებმა ელ.ენერგიის გადამცემი ბოძები წააქცია და სადენები დააზიანა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გართულდა აღდგენითი სამუშაოები. სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას,“ – მოგვწერეს „ენერგო-პრო ჯორჯიადან“.

ასევე, ქობულეთში ელ.ენერგიის მიწოდება ნაწილობრივ შეზღუდულია: დაგვაში,კვირიკეში ,აჭყვისთავში, ალამბარში, ზენითში, ლეღვაში, ჯიხანჯურში, ხუცუბანში, ჭახათში, გვარასა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილში.

„დილიდან სამუშაოები განახლებულია ყველა მიმართულებით, სავარაუდოდ დღის ბოლომდე სრულად აღდგება მიწოდება,“ – აღნიშნეს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პრესცენტრში.

ენერგოკომპანიის პრესცენტრის ინფორმაციით, შუქის მიწოდება ეტაპობრივად დღეს, 22 თებერვალს, დღის განმავლობაში აღდგება. აქ ასევე გვითხრეს, რომ ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა ამჯერად აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში არ გვაქვს.

მთავარი ფოტო: დაზიანებული ელექტროსადენები ბათუმში. „ენერგო პრო ჯორჯიას“ ფოტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 23 და 24 თებერვალს აჭარაში შენარჩუნებული იქნება თოვა, ზოგან ძლიერი. მოსალოდნელია ქარის გაძლიერება 17-22 მეტრ/წამამდე:

ძლიერი ქარი და თოვაა მოსალოდნელი აჭარაში და ზღვის სანაპირო ზოლში – სააგენტო

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: