მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

„საათზე მეტია აქ ვართ გაჩერებული“ – საცობია ბათუმი-ხულოს ცენტრალურ გზაზეც

28.02.2025
„საათზე მეტია აქ ვართ გაჩერებული“ – საცობია ბათუმი-ხულოს ცენტრალურ გზაზეც

„საათზე მეტია საცობში ვართ, არ ჩანს ტექნიკა,“ – ამბობენ მოქალაქეები, რომლებიც ბათუმი-ხულოს ცენტრალურ გზაზე გადაადგილდებიან ავტომობილით.

მგზავრების თქმით, ცენტრალურ გზაზე, ქედაში, სოფელ წონიარისის მონაკვეთზე, ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია.

მოქალაქეების თქმით, არათუ სოფლებში, ცენტრალური გზაც კი სათანადოდ გაწმენდილი არაა და გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით არის შესაძლებელი.

დღეს, 28 თებერვალს, საცობი იყო ბათუმი-სარფის დამაკავშირებელ გზაზეც, ასევე ფრიდონ ხალვაშის გამზირზე. მოქალაქეები გვწერდნენ, რომ საათობით იყვნენ გაჩერებული საცობში.

საცობი ქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევას არ უკავშირდებოდა.

რატომ შეიქმნა საცობი ქედაში და როდის განახლდება მოძრაობა?

„იწმინდება გზა ორივე მიმართულებით, დაახლოებით 8-10 კმ-იან მონაკვეთზე. წმენდის გამო არის მოძრაობის შეფერხება, 2-ხიდიანი მანქანები მოძრაობენ ჩვეულებრივად. გზის გაფართოების სამუშაოებია,“-  მოგვწერეს გზების დეპარტამენტის პრესცენტრიდან.

„ბათუმელები“ ასევე ინფორმაციას ელოდება ქედის მერიის პრესცენტრიდან.

ამ თემაზე:

საია: საქართველოში დიდთოვლობაზე სახელმწიფო არაეფექტიანად რეაგირებს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: