სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც კანონის მიხედვით პოლიციელების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებს უნდა იძიებდეს, ამ დრომდე არაფერს ამბობს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის შესახებ – დაიწყო თუ არა გამოძიება ირაკლი დგებუაძის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე? გამოჰკითხეს უშუალოდ ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე? ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა მზია ამაღლობელმა დაკავების …
Author Archives: ჯაბა ანანიძე
მოსამართლე სახელაშვილს, რომელმაც მზია ამაღლობელი დააპატიმრა, კვალიფიკაცია არ აქვს
მოსამართლე ნინო სახელაშვილს, რომელმაც „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს. „2022 წლიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე… 2019 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში,“ – ვკითხულობთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე. „ეს ცალსახად ნიშნავს, რომ შუამდგომლობა განიხილა არაკანონიერმა შემადგენლობამ,“ – მიიჩნევს …
Continue reading “მოსამართლე სახელაშვილს, რომელმაც მზია ამაღლობელი დააპატიმრა, კვალიფიკაცია არ აქვს”
ბათუმში აქციაზე დაკავებულ ძმებს სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირმა ტოგონიძემ 11 იანვარს ბათუმში, პოლიციის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციაზე ორ დაკავებულ პირს, ლაშა და გიორგი გაბაიძეებს 5-5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ჰქონდათ წაყენებული, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ლაშა და გიორგი გაბაიძეები ძმები არიან. ისინი 11 იანვარს აქციაზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა …
Continue reading “ბათუმში აქციაზე დაკავებულ ძმებს სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა”
მოქალაქე 2 ათასი ლარი დააჯარიმეს სტიკერის პოლიციელზე მიკვრისთვის
მოსამართლე ირმა ტოგონიძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილე თათია აბულაძე პოლიციელზე სტიკერის მიკვრისთვის – „იფიცება საქართველო”. „პოლიციელებს ეძახდა: „რუსების მონებო“, „ღორებო“, „ძაღლებო“- ჩაიკითხა ოქმის ჩანაწერი მოსამართლე ირმა ტოგონიძემ სასამართლო დარბაზში, სადაც სკამების დიდი ნაწილი დღეს პოლიციელებმა დაიკავეს. მოქალაქე თათია აბულაძე ბათუმის აქციაზე 2024 წლის 11 იანვარს მაშინ დააკავეს, როცა საპროტესტო მსვლელობის დროს …
Continue reading “მოქალაქე 2 ათასი ლარი დააჯარიმეს სტიკერის პოლიციელზე მიკვრისთვის”
ბათუმში „ქუჩის გადაკეტვის საქმის“ განხილვა გადაიდო – რა თქვა მოსამართლემ
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 16 იანვრამდე გადადო ბათუმში „ქუჩის გადაკეტვის საქმის“ განხილვა. საუბარია 2024 წლის 16 დეკემბრის შემთხვევაზე – კოკისპირული წვიმის მიუხედავად, მოქალაქეები ბათუმში მაინც შეიკრიბნენ ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად. პოლიციამ აქციის მონაწილეებს ქუჩის სავალი ნაწილის გათავისუფლება და ტროტუარზე გადასვლა მოსთხოვა. ამ აქციაზე 12 პირი დააკავეს. მათ ქუჩის უკანონოდ გადაკეტვას ედავებიან. საიას შეფასებით, პოლიციელთა მოთხოვნა უკანონო …
Continue reading “ბათუმში „ქუჩის გადაკეტვის საქმის“ განხილვა გადაიდო – რა თქვა მოსამართლემ”
რა ვიცით საჯარო მოხელეების გათავისუფლებაზე – „მხოლოდ საჯარო რეესტრიდან 86 ადამიანია გაშვებული“
„საჯარო სექტორიდან გათავისუფლების შემდეგ ჩვენ 33-მა მოქალაქემ მოგვმართა, ეს ადამიანები გაათავისუფლეს სხვადასხვა საჯარო უწყებიდან: საჯარო რეესტრიდან, პრობაციის სამსახურიდან, მთავრობის ადმინისტრაციიდან, ცესკოდან, შსს-დან… ეს რიცხვი არაა ზუსტი, ბევრად მეტი საჯარო მოსამსახურე გაუშვეს სამსახურიდან მარტო იმის გამო, რომ მათ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვა, ანუ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაცვა მოითხოვეს. მხოლოდ საჯარო რეესტრიდან 86 ადამიანია გაშვებული. ჯერ უცნობია, რამდენი …
ვინ არის 3 ახალი მოსამართლე ბათუმში – მათ მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება არ აქვთ
ბათუმში სამი ახალი მოსამართლე შეუდგა მუშაობას: მარიანა ფომაევა – ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, ვიქტორ მეტრეველი – სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია, ეკატერინე კახნიაშვილი – სამოქალაქო საქმეთა კოლეგია. ახალი მოსამართლეები 2024 წლის 24 დეკემბრიდან გაამწესეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ამ მოსამართლეებს მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება არ აქვთ. მარიანა ფომაევა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 32 წლისაა. მას თბილისის …
რა დაწერეს პოლიციელებმა ოქმებში ბათუმში აქციის დროს გზის გადაკეტვის საქმეზე – „ჩვენი დაშინება უნდათ“
„უნდათ, რომ შეგვაშინონ, უსამართლობაა ყველგან, მაგრამ ვერაფერს მიაღწევენ… აუცილებლად მივალ სასამართლოში. რა უნდა ქნას მოსამართლემ, დამიჭერს? დამიჭიროს. ყველას ხომ ვერ დაგვიჭერს?“ – კითხულობს მოქალაქე დარიკო ჩიტაძე, რომელიც ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეა, „ქართული ოცნების“ მიერ ევროპისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვას აპროტესტებს და სასამართლოში დაიბარეს. 2024 წლის 16 დეკემბერს ბათუმში კოკისპირულად წვიმდა, თუმცა საპროტესტო აქციაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოქალაქეები …
გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი, ახალი არჩევნების შესაძლებლობაზე საქართველოში
„საქართველოს საზოგადოების ნაწილის მიერ წამოყენებული ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა უნდა იქნას განხილული ხელისუფლების მიერ ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გულწრფელი დიალოგის გზით,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც დღეს, 31 დეკემბერს გერმანიის, საფრანგეთის და პოლონეთის [„ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნები] საგარეო საქმეთა მინისტრები ავრცელებენ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე. „ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები, სერიოზულად შეშფოთებული ვართ …
Continue reading “გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი, ახალი არჩევნების შესაძლებლობაზე საქართველოში “
საპროტესტო აქციებზე 21 ჟურნალისტს და ოპერატორს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს
პროევროპულ აქციებზე პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის საქმეებზე 21 ჟურნალისტს და ოპერატორს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საგამოძიებო უწყებას ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენმა“ მიმართა. „2024 წლის ბოლოს მასშტაბური აქციების გადაღებისას კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს სპეცრაზმელები აყენებდნენ შეურაცხყოფას, სცემდნენ, აკავებდნენ და პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ. „მედიაომბუდსმენი“ აგრძელებს დაცვის ქვეშ მყოფი პირების სამართლებრივ მხარდაჭერას, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით,“ – …
Continue reading “საპროტესტო აქციებზე 21 ჟურნალისტს და ოპერატორს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს”
„ივანიშვილი თვითგანადგურების გზაზეა… შუშის სასახლეში გამოკეტილ ქვეყნად გვაქციეს“ – ინტერვიუ
„ივანიშვილი თვითგანადგურების გზაზეა. ეს არის, რომ ამ თვითგანადგურებასთან ერთად იძირება თვითონ და ძირავს მთელ ქვეყანასაც,“ – მიიჩნევს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე. მასთან საუბარი „ოცნების“ დღევანდელი გადაწყვეტილებით დავიწყეთ: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე დასანქცირებული გომელაურის მოადგილედ დანიშნეს. გიორგი მაისურაძის ეს ამბავი აღარ გაჰკვირვებია. „ივანიშვილია მხოლოდ იქ, დანარჩენი არიან მხოლოდ ნიღბები ადამიანების… სახელმწიფო ინსტიტუციები ჩვენს ქვეყანაში სრულიად ჩამოშლილია. ეს …
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე დასანქცირებული გომელაურის მოადგილედ დანიშნეს
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, შალვა თადუმაძე დასანქცირებული, „მაგნიტსკის სიაში“ შესული „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის – ვატანგ გომელაურის მოადგილედ დანიშნეს. „შინაგან საქმეთა მინისტრის ახლად დანიშნულ მოადგილეს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს,“ – აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ 2024 წლის 30 დეკემბერს გავერცელებულ ინფორმაციაში. შალვა თადუმაძე 2019 წლიდან დღემდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის …
Continue reading “უზენაესი სასამართლოს მოსამართლე დასანქცირებული გომელაურის მოადგილედ დანიშნეს”
„ოცნებამ“ საარჩევნო კანონი შეცვალა და პარტიულ ინტერესებს, რეგიონულ ელიტებს მოარგო – საია
„დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებებით, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კიდევ უფრო ნაკლებად სამართლიანი გახდება. „ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კანონმდებლობა ვიწროპარტიულ ინტერესებზე მოირგო, რათა ხელოვნური უპირატესობა მოიპოვოს,“ – ასე აფასებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საარჩევნო კოდექსში 2024 წლის დეკემბერში შესულ ცვლილებებს. რა იცვლება არსებითად? იზრდება მაჟორიტარული კომპონენტი. მაგალითად, ამჟამად თბილისი 50 წევრისგან შემდგარ საკრებულოში 10 – მაჟორიტარი და …
„დაკავების პროცესს თან ერთვის თმების მოქაჩვა და ადამიანის მიწაზე თრევა“ – საია
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] „რეპრესიების გაგრძელებად“ აფასებს დღეს, 29 დეკემბერს, ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ მოქალაქეების დაკავებას მშვიდობიან აქციაზე. რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა აქციის შვიდი მონაწილე დააკავეს. დაკავების დროს მოქალაქეებმა დაზიანებები მიიღეს. „29 დეკემბერს, დღის საათებში [14:14] შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ძალადობრივი მეთოდებით აკავებენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომელთა შორის იყვნენ ქალებიც. დაკავების პროცესს თან ერთვის ისეთი ქმედებები, როგორიცაა …
Continue reading “„დაკავების პროცესს თან ერთვის თმების მოქაჩვა და ადამიანის მიწაზე თრევა“ – საია”
დღეს ბათუმში აქციას ლაზები შეუერთდებიან – „ევროპისკენ გზა სარფიდან მიდის“
დღეს, 29 დეკემბერს, საპროტესტო აქციას ბათუმში ლაზები უერთდებიან. „შემოგვიერთდით ზღვის შვილების აქციაზე! სარფი ევროპის კარიბჭეა! სარფიშენ გზა ევროპაშა წულუნ! ევროპისენ გზა სარფიდან მიდის! ლაზური ენა ცოცხალია, ლაზების ხმას ვერ გააჩუმებთ!“ – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ ფეისბუქზე გავრცელებულ ინფორმაციაში. საპროტესტო აქციის 32-ე დღეს მოქალაქეები ბათუმში ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საღამოს 7 საათიდან შეიკრიბებიან. რა ხდება? 28 ნოემბრიდან, მას …
Continue reading “დღეს ბათუმში აქციას ლაზები შეუერთდებიან – „ევროპისკენ გზა სარფიდან მიდის“”
„ოცნების“ პრეზიდენტს ინაუგურაციაზე ევროკავშირი საერთოდ არ უხსენებია
მიხეილ ყაველაშვილმა, „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, ე.წ. ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ერთხელაც არ ახსენა საქართველოს მთავარი პარტნიორი – ევროკავშირი და ევროინტეგრაცია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირობაა და პირველ რიგში, პრეზიდენტის ვალდებულებაა, დაიცვას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მისაღწევად „ყველა ზომა მიიღოს“. ყაველაშვილმა სიტყვით მიმართვით დროს დიდი დრო დაუთმო ქართულ სუფრას, ტრადიციებს, ოჯახის ღირებულებებს, მაგრამ არა …
Continue reading “„ოცნების“ პრეზიდენტს ინაუგურაციაზე ევროკავშირი საერთოდ არ უხსენებია”
მსახიობებს გაფიცვის მოწოდების გამო საყვედური გამოუცხადეს – ბათუმის დრამატული თეატრი
ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორმა საყვედური გამოუცხადა მსახიობებს, რომლებმაც სხვებს გაფიცვისკენ მოუწოდეს. ალექსანდრე ქანთარიამ, რომელიც პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა და ახლა თეატრის დირექტორია, საყვედური მსახიობებს – თორნიკე ბარამიძეს და მერი ნაკაშიძეს, სასტიკი საყვედური კი, ოთარ ქათამაძეს გამოუცხადა. ქანთარიას ბრძანებაში, რომელსაც სოციალურ ქსელში მსახიობები ავრცელებენ აღწერით „ბათუმის თეატრში 1937 წელია“, წერია, რომ გაფიცვისკენ მოწოდება „ხელმძღვანელთან შეუთანხმებლად“ გაკეთდა. …
ამ ჟანრით თუ გაგრძელდება პროტესტი და სანქციები, რეჟიმი წავა ჩამოშლისკენ – ინტერვიუ
„ასე თუ გაგრძელდება ეს სიტუაცია ახლანდელი ჟანრით, საპროტესტო დინამიკა თუ დარჩა ასე მზარდი და ივანიშვილის რეჟიმმა თუ არაფერი გააკეთა, თუ გაგრძელდა ასევე სანქციების რეჟიმი და ეს მოიმატებს, ამ პირობებში ყველაფერი წავა რეჟიმის ჩამოშლისკენ,“ – მიიჩნევს პუბლიცისტი ზაალ ანდრონიკაშვილი. ანალიტიკოსის აზრით, სანქციები და წინააღმდეგობის უწყვეტობა ქვეყნის შიგნით ივანიშვილის რეჟიმს უკან დახევას აიძულებს. ის არ გამორიცხავს მოვლენების …
„თუ მხოლოდ ეკრანებიდან შეხედავთ ცოცხალი ჯაჭვის მოწყობას, გული დაგწყდებათ“ – მეგი კობალაძე
„აუცილებლად უნდა ჩადგეთ ცოცხალ ჯაჭვში. ამას თუ არ გააკეთებთ და მხოლოდ ეკრანებიდან შეხედავთ, ჩვენ როგორ მოვაწყობთ ცოცხალ ჯაჭვს, მერე აუცილებლად დაგწყდებათ გული, რომ თქვენ არ გახდით ამ ერთიანობის ნაწილი“, – ამბობს მსახიობი მეგი კობალაძე. მას „ცოცხალი ჯაჭვის“ მნიშვნელობაზე ვკითხეთ, რომლის მოწყობაც შაბათს, 28 დეკემბერს, დღის 3 საათზე ქვეყნის მასშტაბით იგეგმება. „ცოცხალი ჯაჭვი“ ბათუმში „ალი და …
„ოცნებამ“ იცოდა თავდაცვის ძალების განწყობა, ოფიცრების დიდ ნაწილს ესმის საფრთხე“ – ინტერვიუ
„ქართულმა ოცნებამ“ იცოდა თავდაცვის ძალების განწყობა და შესაბამისად, ამ ფორმით გადაწყვიტეს ინაუგურაცია,“ – მიიჩნევს სამხედრო საკითხების ანალიტიკოსი, გიორგი შაიშმელაშვილი. ის კარგად იცნობს ქართველ ოფიცრებს და ვარაუდობს, რომ ჯარის „ერთგულებაში“ ივანიშვილი დარწმუნებული არ არის. გიორგი შაიშმელაშვილის აზრით, ჯარისთვის „წითელი ხაზი“ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება იქნება, თუ ჯარს საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ გამოსვლას მოსთხოვენ. ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, …
ნანა მალაშხია: „ეს იქნება ერთობის ჯაჭვი, რომ არასდროს შევეგუებით რუსულ რეჟიმს“
შაბათს, 28 დეკემბერს, მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით „ერთობის ჯაჭვის“ მოწყობას აპირებენ. „ჩასჭიდეთ ხელი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათესავებს, კოლეგებს, თანაქალაქელებს და შეუერთდით საამაყო ერთობას, რომელიც ისტორიაში დარჩება“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, გაფართოვდეს ეს წინააღმდეგობა. ადამიანებმა, რომლებიც დღეს ტელევიზორებიდან აკვირდებიან ამ პროცესს და სტაბილურობის შენარჩუნებაზე ლაპარაკობენ, მათაც უნდა იპოვონ საკუთარი თავი ამ …
Continue reading “ნანა მალაშხია: „ეს იქნება ერთობის ჯაჭვი, რომ არასდროს შევეგუებით რუსულ რეჟიმს“”
რატომ შეხვდა კობახიძე ბიზნესმენებს? – „უსასრულოდ ლარის კურსს ვერ დაიჭერ“
„ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელიც იზოლაციას და ფინანსურ სანქციებს გაუძლებს… რეზერვები უსასრულო არ არის. უსასრულოდ ვერ დაიჭერ ლარის კურსს და ეკონომიკასაც ხელოვნურად ვერ შეაჩერებ,“ – მიიჩნევს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი, რომელსაც ირაკლი კობახიძის ბიზნესმენებთან შეხვედრის შესახებ ვესაუბრეთ. სოსო ბერიკაშვილი ამბობს, რომ ამ მასშტაბის პროტესტი ბიზნესმენებს საქართველოში არასდროს გამოუთქვამთ, რაც დღეს არსებობს. ანალიტიკოსს სჯერა, რომ ბიზნესსექტორის პრინციპულ …
Continue reading “რატომ შეხვდა კობახიძე ბიზნესმენებს? – „უსასრულოდ ლარის კურსს ვერ დაიჭერ“”
როგორ ჩაახშო ვენესუელაში დიქტატორმა პროტესტი და რატომ არ იმუშავებს ეს მოდელი საქართველოში – ინტერვიუ
„როცა პროტესტი ვითარდება ისე, როგორც ეს ვითარდება საქართველოში, მცირეა იმის შანსი, რომ აქ ვენესუელა განმეორდეს“, – მიიჩნევს მკვლევარი, კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრატი დავით ჯინჭარაძე. მას ვენესუელას ბოლო პროცესებზე ვესაუბრეთ, როცა დიქტატორმა პროტესტის ჩახშობა შეძლო. რამდენად შეიძლება იგივე მოხდეს საქართველოში? – მკვლევრის აზრით, ამის შანსი ნაკლებია, რადგან ვენესუელასგან განსხვავებით საქართველოში უკვე არსებობს დემოკრატიის გამოცდილება. „ხომ ხედავთ, ყველა …
„სამი საათია ჩაკეტილი ვართ, ვითხოვთ შველას“ – ქედაში ცენტრალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა
ქედაში, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა ჩაიკეტა – აქუცის ხიდის მიმდებარედ მეწყერი ჩამოწვა. ქვათაცვენა ამ დრომდე გრძელდება. „უკვე სამი საათია გზაში ვართ, ფეხითაც ვერ გადახვალ, რადგან გრძელდება მასის ჩამოწოლა, სოფელ ვაიოს მხრიდან ვაპირებთ ახლა გადასვლას, რომ ასე ჩავიდეთ როგორმე ქედის ცენტრამდე. 112-ში დავრეკე, რომ შველა გვჭირდება. გადმომირეკეს საგანგებოდან და მითხრეს, რა გავაკეთოთ, თვითმფრინავს ხომ არ გამოგიგზავნიო. ვუთხარი, …
მოზარდების გაჩერებას „ოცნება“ მშობლების ხელით ცდილობს – იურისტი ახალ კანონსა და ჯარიმებზე
„ცდილობენ, რომ არასრულწლოვნებმა აღარ ისარგებლონ კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებებით – გამოხატონ საკუთარი შეხედულებები, პროტესტი. თანაც მშობლების ხელით უნდათ, რომ მოხდეს ეს ყველაფერი,“ – მიიჩნევს უფლებადამცველი და სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე – ეკატერინე სხილაძე. მას „ქართული ოცნების“ მიერ მასობრივი საპროტესტო მოძრაობის პარალელურად მიღებული რეპრესიული კანონებიდან იმ კონკრეტულ ცვლილებაზე ვესაუბრეთ, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია აქციაზე მყოფი არასრულწლოვნის მშობელიც დააჯარიმონ. …
ევროსასამართლომ „აჭარის ტელევიზიის საქმეზე“ ხელისუფლებას პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვა
„ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის წინააღმდეგ“ – საქმე სტრასბურგის სასამართლოში კომუნიკაციის ეტაპზე გადავიდა. ევროსასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას უკვე მოსთხოვა პოზიციის და დამატებითი ინფორმაციის მიწოდება საქმისთვის აუცილებელი დასკვნებისთვის. „ეს ნიშნავს, რომ საქმე ოფიციალურად გადადის მეორე ეტაპზე, სადაც სასამართლო იწყებს მხარეებს შორის პირდაპირ მიმოწერას,“ – განმარტავს იურისტი ნათია კაპანაძე, რომელიც აჭარის ტელევიზიის დირექტორი იყო და 2019 წელს იმპიჩმენტი მოუწყვეს, …
ივანიშვილი მარცხისთვის განწირულია, მოსკოვში ასლანი და ბიძინა მშვენივრად გამონახავენ საერთო ენას – ინტერვიუ
„ოცნებას“ საყრდენი საერთოდ არ აქვს. ნაძვის ხესთანაც ხალხი ვერ შეაგროვეს, მიუხედავად იმისა, რომ გამგეობებში სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული,“ – პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, ნაძვის ხის ანთების ცერემონიის გადადება აჩვენებს, რამდენად საგრძნობი გახდა „ოცნების“ სიყალბე ამ პარტიის მხარდამჭერებისთვისაც კი. გია ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი მარცხისთვის განწირულია, თუმცა შედეგის სწრაფად მისაღწევად საჭიროა, პირველ რიგში, საჯარო მოხელეებმა დროულად …
პროკურატურა ადასტურებს, რომ ელისაშვილის გათავისუფლებას გირაოთი ითხოვს
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის გათავისუფლებას პროკურატურა გირაოს სანაცვლოდ ითხოვს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ პროკურატურის პრესცენტრში დაუდასტურეს. პროკურატურაში არ განმარტეს, რატომ გადაწყვიტეს ალეკო ელისაშვილისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლა. სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 16 დეკემბერს, გაიმართება. ალეკო ელისაშვილი პოლიციამ 4 დეკემბერს ძალის გამოყენებით დააკავა, რა დროსაც ის დაზიანდა. ალეკო ელისაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 …
Continue reading “პროკურატურა ადასტურებს, რომ ელისაშვილის გათავისუფლებას გირაოთი ითხოვს”
სპეცრაზმისთვის საკვები 20 დეკემბრამდე იყიდეს – შსს-მ ფორმიანების კვებაზე 1 მლნ-ზე მეტი დახარჯა
საპროტესტო აქციებზე მყოფი სპეცრაზმელების კვებისთვის მარტო თბილისსა და ბათუმში შსს ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. კვების ხარჯი შსს-ს 20 დეკემბრამდე აქვს გათვლილი. 2024 წლის 28 ნოემბრიდან, როცა მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, 12 დეკემბრამდე თბილისში აქციების გამო შსს-მ 684 300 ლარი დახარჯა სპეცრაზმელების და პოლიციელების კვებაში. ამ თანხით სამინისტრომ ჯამში 81 890 კომპლექტი ლანჩის ნაკრები …
მტერი უკვე რუსთაველზეა, ჩვენი ფიცი კი ისაა, ვებრძოლოთ მას სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე – პოლკოვნიკი
პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე მიიჩნევს, რომ შეიარაღებული ძალების სამეთაურო რგოლმაც უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია მიმდინარე პროცესებზე: „ხვალ, ან ზეგ, როდესაც უკვე შეცვლილი იქნება „ქართული ოცნება“, ხომ იქნება შეკითხვა: ამ ხალხს, ოფიცრებს, ბიძინას და მისი ბანდის შეეშინდა და რუსეთმა რომ რაკეტებით შემოგვიტიოს, სად გაიქცევიანო?“, – კითხულობს პოლკოვნიკი, რომელიც ოფიცრებს ახსენებს, ფიცი გაქვთ დადებული და სამშობლო ახლა ბიძინასგან …
ბათუმში „ევრო 2000“-ის მასწავლებლები 1 საათით გაიფიცნენ – აქცია
სკოლა „ევრო 2000“ შეუერთდა გაფიცვას – ამ სკოლის მასწავლებლებმა დღეს, 13 დეკემბერს, სკოლის წინ მოაწყვეს ერთსაათიანი აქცია-გაფიცვა. აქციაზე ადამიანების სიმრავლის გამო დროებით გადაკეტილია გორგილაძის ქუჩა. გაფიცულები ხელახლა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ სამართლიან გარემოში, ასევე ითხოვენ უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას. 2024 წლის 3 დეკემბრიდან რამდენიმე საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებელი თუ მოსწავლე გაიფიცა. __ რა ხდება? საქართველოში …
Continue reading “ბათუმში „ევრო 2000“-ის მასწავლებლები 1 საათით გაიფიცნენ – აქცია”
„რუსებს არ ჰყავთ ანწუხელიძე, ჩვენებს არავინ მოუკლავთ ცემაში“ – ინტერვიუ გენერალთან
„პიროტექნიკის სროლა კი არა, მეორე მხრიდან ტყვიამფრქვევს როცა გესვრიან, ან თვითმფრინავიდან გაყრიან ბომბებს და შენ ტყვედ ჩაიგდე ვინმე, არ გაქვს უფლება, ის სცემო და დაამცირო, ზიანი მიაყენო, ეს არის ომის კანონების რღვევა, რასაც ჩვენ პირდაპირ ვხედავთ ახლა თბილისის ქუჩებში…“ – გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „ბათუმელებთან“ ინტერვიუს დროს მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და ბრაზს არ მალავს: …
პროფესორსა და 4 სტუდენტს ბათუმში მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა
დღეს, 11 დეკემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი „პროფესორის და 4 სტუდენტის საქმეზე“ მოსამართლე ლევან ყოლბაიამ განიხილა და ყველა მათგანს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მათ 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით. მამუკა ჯორბენაძე ხელოვნების უნივერსიტეტში გაფიცვის ორგანიზებაში იყო ჩართული. პროფესორი და ოთხივე სტუდენტი მიმდინარე …
Continue reading “პროფესორსა და 4 სტუდენტს ბათუმში მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა”
რით კვებავენ ბათუმში აქციაზე გამოყვანილ ფორმიანებს – 5 დღეში ბიუჯეტიდან 45 ათასი დაიხარჯა
„1 ცალი ბურგერი ყველით და ლორით [დიდი] – 4,00 ლარი, 1 ცალი იმერული ხაჭაპური – 3,00 ლარი, 1 ცალი ღვეზელი კარტოფილით ნახევრად ფენოვანი ცომით – 1,20 ლარი, 1 ცალი ჰოთ დოგი – 2,80 ლარი, 1 ცალი ლობიანი – 1,80 ლარი, 1 ცალი შოკოლადი „სნიკერსი“ 0.80 გრ – 2,36 ლარი, 2 ბოთლი წყალი „მთის” 0.5 ლ …
რა თქვა საკონსტიტუციოს მოსამართლემ პრეზიდენტის სარჩელზე, რომელიც არ განიხილეს – განხვავებული აზრი
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე განსხვავებულ მოსაზრებას აქვეყნებს სარჩელზე, რომლის განხილვაზეც სასამართლომ უარი თქვა. საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე მოქმედი პარლამენტის 34-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სარჩელები წარმოებაში სასამართლომ არ მიიღო. ეს გადაწყვეტილება შემდეგმა მოსამართლეებმა მიიღეს: მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, ირინე იმერლიშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი, მანანა კობახიძე, ვასილ როინიშვილი. …
რას აქვეყნებს საკონსტიტუციოს მოსამართლე პრეზიდენტის სარჩელზე, რომელიც არ განიხილეს – განსხვავებული აზრი
„რისთვის არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო, თუ იგი უარს ამბობს საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელებაზე?!“ – კითხულობს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუში პრეზიდენტის სარჩელზე, რომელიც არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობას ეხება და რომლის განხილვაზეც სასამართლომ უარი თქვა. საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე მოქმედი პარლამენტის 34-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სარჩელები წარმოებაში სასამართლომ არ მიიღო. ეს გადაწყვეტილება …