სამტრედიიდან ლანჩხუთისკენ და პირიქით ავტომანქანებს არ უშვებენ. მძღოლების თქმით, მათ საპატარულო პოლიცია უთითებს, რომ სენაკი-ფოთის მიმართულებით უნდა გადაადგილდნენ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესცენტრის თქმით, „ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის [ს-12] სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.“
ქობულეთის შემოვლით გზაზე კი, გუშინ, 22 დეკემბერს სატვირთო ავტომანქანა გზიდან გადავარდა. შსს-ს პრესცენტრის ცნობით, შემთხვევაზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთის შემოვლით გზაზე
მთავარი ფოტო: ქობულეთის შემოვლითი გზის ჩოლოქი-შეკვეთილის მონაკვეთი.


