მთავარი,სიახლეები

მოსკოვმა კეთილი ნება რომ გამოავლინოს, უნდა გავაგრძელოთ მისი დამარცხება – პოდოლიაკი

30.06.2022
მოსკოვმა კეთილი ნება რომ გამოავლინოს, უნდა გავაგრძელოთ მისი დამარცხება – პოდოლიაკი

„იმისათვის, რომ მოსკოვმა კეთილი ნება გამოავლინოს, ჩვენ რეგულარულად უნდა გავაგრძელოთ მისი დამარცხება“, –  უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, კუნძულ ზმეინიდან რუსი სამხედროების გასვლაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმაურება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა შეძლეს კუნძულ ზმეინიდან რუსი ოკუპანტების განდევნა, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დღეს, 30 ივნისს, განაცხადეს, რომ ეს მათი მხრიდან „კეთილი ნების ჟესტი“ იყო.

მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ ფოტომანიპულაციას აქვეყნებს, რომელზეც ჩანს, თითქოს უკრაინულიდან რუსულ ენაზე ფრაზა – „განადგურდა უკრაინის არმიის მიერ“ ითარგმნება, როგორც „უკან დაიხია კეთილი ნების ნიშნად“.

„ყველაფერი გეგმის მიხედვითაა? კიდევ ერთხელ, „კეთილი ნების“ ნიშნად, რუსმა სამხედროებმა დატოვეს კუნძული ზმეინი – დაადასტურა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ. ესე იგი, იმისათვის, რომ მოსკოვმა კეთილი ნება გამოავლინოს, ჩვენ რეგულარულად უნდა გავაგრძელოთ მისი დამარცხება. მოკლედ რომ ვთქვათ – მეტი შეიარაღება და მალე იქნება მშვიდობა, ნაცისტური Z სიმბოლოს გარეშე…“ – წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი.

დღეს, 30 ივნისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა შეძლეს კუნძულ ზმეინიდან რუსი ოკუპანტების განდევნა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: