მთავარი,სიახლეები

თუ პატრუშევს დიალოგი სურს, სიტყვები ქმედებებით გაამყაროს – პოდოლიაკი

16.06.2022
თუ პატრუშევს დიალოგი სურს, სიტყვები ქმედებებით გაამყაროს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადებას. პატრუშევმა 15 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთს სურს რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს პოლიტიკურ და დიპლომატიურ შეთანხმებას, თუმცა მოლაპარაკებები კიევს აქვს გაყინული.

პოდოლიაკის თქმით, კლასიკური „რუსული სტილია“ თავის მოჩვენება, თითქოს მოლაპარაკებები სურთ.

მან პატრუშევს მიმართა, რუსეთმა ქმედებებით გაამყაროს სიტყვები დიალოგის შესახებ.

„კლასიკური რუსული სტილი“: ანადგურებს ქალაქებს, აწყობს საჯარო სიკვდილით დასჯებს, ამზადებს ანექსიას, თუმცა მაინც თავს აჩვენებს, თითქოს მოლაპარაკება სურს.

თუ პატრუშევს დიალოგი უნდა, სიტყვები ქმედებებით უნდა იყოს გამყარებული: ცეცხლის შეწყვეტა, სამხედროების უკან გაწვევა, უკრაინაში „რუსული მშვიდობის“ პროექტის დახურვა“ , – წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: