მთავარი,სიახლეები

რუსეთს გასინჯული აქვს ევროპის სისხლი, ახლა მის ბოლომდე დალევას ეცდება – პოდოლიაკი

09.06.2022
რუსეთს გასინჯული აქვს ევროპის სისხლი, ახლა მის ბოლომდე დალევას ეცდება – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ტვიტერზე წერს, რომ რუსეთმა ევროპის სისხლი ერთხელ უკვე გასინჯა და ეცდება ბოლომდე დალიოს ის. პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის და ამიტომ გამარჯვებისთვის აუცილებელია იარაღის ქონა:

„რუსეთი, რომელსაც ერთხელ უკვე გასინჯული აქვს ევროპის სისხლი, ეცდება მის ბოლომდე დალევას. დაშინებით, დამცირებითა და ძარცვით.

ერთადერთი ენა, რომლისაც რუსეთს ესმის, არის ძალის ენა. მათი უდიდესი შიში ჩვენი ერთიანობაა. გამარჯვების ერთადერთი გზა შეიარაღების ქონაა. კარგს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა,“ – წერს მიხაილო პოდოლიაკი.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი გუშინ, 8 ივნისს, რუსეთის დუმის მიერ ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე მსჯელობის დაანონსებასაც გამოეხმაურა.

პოდოლიაკის თქმით, რუსეთის დუმის განზრახვა „გააუქმოს“ ლიეტუვის დამოუკიდებლობა, იმის კიდევ ერთი დასტურია, რომ იმპერიის მადა უსაზღვროა. შესაბამისად, იგი აღნიშნავს, რომ მშვიდობის დამყარების მცდელობა რუსეთისთვის „სახის შენარჩუნების“ გზით თავის მოტყუებაა და ევროკავშირს მხოლოდ ომს მოუტანს.

„რუსეთის დუმის განზრახვა „გააუქმოს“ ლიეტუვის დამოუკიდებლობა, იმის კიდევ ერთი დასტურია, რომ იმპერიის მადა უსაზღვროა. ნებისმიერი საუბარი რუსეთის ბარბაროსული სახის შენარჩუნებით მშვიდობის დამყარებაზე თავის მოტყუებაა, რომელიც ევროკავშირს ომს მოუტანს. მშვიდობისკენ მიმავალი გზა მძიმე შეიარაღებაზე გადის,“ – წერდა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი.

8 ივნისს რუსულმა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დუმაში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლითაც მმართველი პარტია „ედინაია რასიას“ დეპუტატი ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებას ითხოვს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: